ქაოსი. #16
უნივერსიტეტიდან დავბრუნდი, როდესაც ჩვენი სახლის ჭიშკართან ებბი დავინახე. -ებბი?! -გაოცებულმა დავუძახე და მანქანიდან გადავედი. -კირა, როგორ ხარ? -გამიღიმა უხერხულობის დასაფარად, თუმცა არ გამოუვიდა. -კარგად. შენ ხომ მშვიდობა გაქვს? -კი, კი. უბრალოდ ემასთან სალაპარაკოდ მოვედი. -თვალები გამინათდა, რომ მითხრა. მგონი გვეშველა. -მერე რატომ არ შედიხარ? -არაფერი შევიმჩნიე მე. -მე.. მე არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა ებბიმ. -წამოდი. -ხელი ჩავკიდე და ეზოში შევიყვანე. მანქანის გასაღები დაცვას გავუწოდე, რომ ავტოფარეხში დაეყენებინა და სახლში შევედი ებბისთან ერთად. -ემა!! ლიანაა!! -ჩემს ძახილზე მერი გამოვიდა. -ქალბატონი ლიანა პროდუქტების საყიდლად არის გასული. -ემა სად არის? -მეოთხეზეა. -რა თქმა უნდა.. -გამეცინა მე. -რა კითხვებს ვსვამ. -ხელით ვანიშნე ებბის გამომყოლოდა და მეოთხეზე ავედით. შეიძლება მინი ინფარქტი მიიღოს ემამ, ებბის რომ დაინახავს. 2 კვირაა ელოდება პასუხს და ნერვიულობისგან კიდევ უფრო დასუსტდა და თვალები სულ ჩაუცვივდა. -ემა, შენთან სტუმარია. -ვუთხარი დივანზე წამოწოლილ თვალდახუჭულ გოგოს. ემამ თვალები ზანტად გაახილა და ებბის დანახვისას სხარტად წამოდგა ფეხზე. ცარცის ფერი დაედო სახეზე. -ებბი?! -როგორ ხარ? -უხერხულად შეიშმუშნა ებბი. -ნორმალურად. -ემამ ნერვიულად მოიქავა თავი, ბიჭებს როგორც ჩვევიათ ხოლმე. -შენ როგორ ხარ? -მე.. შენთან სალაპარაკოდ მოვედი. -გაჭირვებით უთხრა, ისე რომ თვალი არ გაუსწორებია მისთვის. -მე დაგტოვებთ. -ვუთხარი გოგოებს. ემას დამამშვიდებლად გავუღიმე და ქვემოთ ჩამოვედი. მისაღებში ვიჯექი და ნინას ვწერდი, ლაშა რომ დაბრუნდა. -ფეხებს ნუ აწყობ მაგიდაზე მეთქი, რადენჯერ გითხრა? -მითხრა მკაცრად. ეს წიკები აქვს, რა გავაკეთო. ფეხები სხარტად ჩამოვაწყვე და სასაცილოდ გავეღრიჯე. -მაგ სახეს, როგორც კი იღებ ვერ ვინარჩუნებ სიმკაცრეს. -გაეცინა ლაშას და გვერდით მომიჯდა. -მე თუ მკითხავ, საერთოდ არ გიხდება სიმკაცრე. -თვალები ავუფახულე პატარა ბავშვივით. ლაშა გვერდით მომიჯდა, ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა. -არ გინდა სადმე წავიდეთ დასასვენებლად? -სად? -სადაც გინდა. -აი, მოვილევ გამოცდებს და საახალწლოდ პარიზში წავიდეთ. -კარგი. -ღიმილით მითხრა და მიმიხუტა. -ლაშ. -გულზე დავუწყე რვიანების ხაზვა. -რაღაც უნდა გკითხო.. -გისმენ. -შვილი არ გინდა? -თავი ავწიე და თვალებში ჩავხდე. -უფრო სწორედ მეორე შვილი. -ძალიან მინდა, მაგრამ.. -გაჩუმდა, თვალებში სევდა ჩაუდგა. უცებ ვიფიქრე, რომ რამე პრობლემა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და საშინლად ვინანე, რომ ვკითხე. -უბრალოდ.. შენ რომ რამე დაგემართოს.. -არაფერი დამემართება. -მივხვდი რისი შიშიც ჰქონდა და გავუღიმე. -არ მიგატოვებ არასოდეს. -და შენ მზად ხარ შვილისთვის? -შენი აზრით? -მგონი არა. -გამიღიმა ისევ. -ჯერ სწავლა დაამთავრე, კარგი? -თავზე ხელი დამისვა. -კარგი. -ვუთხარი და ცხვირზე ცხვირით წავეთამაშე. -კიდევ მაქვს ერთი კითხვა. -გავსწორდი და სიგარეტს მოვუკიდე. -აბა, გისმენ. -ჩაეცინა მამაკაცს. -რატომ მაინცდამაინც მე? -ვკითხე და პირიდან სიგარეტის კვამლი გამოვუშვი. -რას გულისხმობ? -მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ. -თვალები დავიწვრილე მე. -ჯიუტი აღმოჩნდი. ჩემი არ შეგეშინდა, ყველაფერზე უარი თქვი და მაინც არ ”გაიყიდე”. ხოდა დამაინტერესა შენმა პიროვნევამ. არ გავხარ სხვა შენი ასაკის გოგოებს, უცნაური შინაგანი სამყარო გაქვს. -მაინც როგორი? -დავინტერესდი მე. -თან რთული ხარ, თან ძალიან მარტივი. სხვათაშორის, დიდი შესაძლებლობები გაქვს და საქართველოში არ იყენებდი, არც გამოიყენებდი სავარაუდოდ. ყოველდღე უფრო და უფრო იღუპავდი თავს. -მოკლედ, ჩემი გადამრჩენელი ხარ რა. -გავიცინე და დივანს მივეყრდენი. -რომ არ ჩამოვსულიყავი, გიოს მართლა მოკლავდი? -კიდევ ერთი კითხვა დავუსვი და გავხედე. გიოს ხსენებაზე სახე მოეღრუბლა. -კირა, არ გინდა. -მიპასუხე. -კი. -თვალები ჩაუშავდა და წამით მისი შემეშინდა. როგორც ჩანს, ლაშას არ გამოპარვია ჩემი რეაქცია. -ნუ ეძიები ისეთ საკითხებს, რაც გაშინებს. კიბეებზე ჩამოსვლის ხმა გავიგონე, უცებ ელვისებური სისწრაფით ჩაგვიფრინა ებბიმ და გარეთ გავარდა, როგორც ჩანს, ვერ შეგვამჩნია. -ვინ იყო? -გაოცებულმა მკითხა ლაშამ. -ჩემი და ემას მეგობარია. -არანაკლებ გაოცებულმა ვუპასუხე მეც. -ავალ ემასთან. ვუთხარი და კიბეები ავირბინე. ოთახში არ იყო და მეოთხეზე ავირბინე. -ემა, რა მოხდა? -ვკითხე და მივუახლოვდი. ძირს იჯდა და ხედს უყურებდა გაშტერებული. პასუხი არ გამცა, უბრალოდ ამომხედა, თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა. გვერდით მივუჯექი და ხელები შემოვხვიე. ძალიან ბევრი იტირა, ჩუმად იჯდა და ტიროდა. -ძალიან დიდი მადლობა ამ გრძნობებისთვის, მაგრამ ლუსიას მიტოვება არ შემიძლიაო. -გული რომ იჯერა ტირილით, მითხრა ემამ ჩახლეჩილი ხმით. არ ვიცოდი რა მეთქვა, როგორ დამეწყნარებინა და მენუგეშებინა. მეც საშინლად განვიცადე და წარმომიდგენია ახლა ემა რას გრძნობს. -დანებებას აპირებ? -ვკითხე და მის ცრემლიან თვალებში ჩავხედე. -და რა გავაკეთო? -კითხვა შემომიბრუნა და ცრემლები მოიწმინდა. -არ ვიცი. -ამოვიხავლე მე და თავი ბეჭზე ჩამოვადე. -დღეს ჩემთან დაიძინებ? -მკითხა ემამ. -აბა რას ვიზამ. -შუბლზე ვაკოცე და წამოვაყენე. ოთახში სანამ შევიდოდით მე ლაშას გასაფრთხილებლად წავედი, რომ უჩემოდ დაეძინა. საძინებელში იყო. კარი უბდა შემეღო, როდესაც მისი მკაცრი ლაპარაკი გავიგონე. -ლევანიმ გითხრათ ეგ? -ვინ ლევანი? მამაჩემზე ლაპარაკობს? სახელის გამო მივუყურადე, თორემ არასოდეს ვიკადრებდი ამას.. -ხოდა თქვენც ერთი თვე, რომ დააცადოთ არ შეიძლება? .... არ იქცევით სწორად, ძმებო...... კირას მშობლები არიან.... რა მერე რა, ბიჭო? რატომ მჭირდება შენთან ამდენის გამეორება? ... ჩემს სიტყვებს შენთვის ვესი აღარ აქვს? თუ სხვა ხერხებს მივმართო?! ... მოკლედ, არ მაინტერესებს. ერთი თვე დააცდით კიდევ... რა თუ არადა, ბიჭო? ერთი ღერიც არ ჩამოუვარდება არც ერთს... მე დაველაპარაკები.... კარებთან გავშრი, წესიერად ვერც მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ მისი ლაპარაკიდან მივხვდი, რომ ჩემს მშობლებს რაღაც საფრთხე ემუქრებოდათ. ოთახში გაშეშებული შევედი, ნერვიულობისგან ხელები სულ დამისველდა. -კირა, რა გჭირს? -მომიახლოვდა და ჩემი თავი ხელებში მოიქცია. შეშინებული ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი. -ენა გადაყლაპე? მითხარი რა დაგემართა.. -შენი... შენი ტელეფონზე საუბარი მოვისმინე. -ლაშას სახე შეეცვალა, ხელები სწრაფად ჩამოუშვა და ოდნავ მომშორდა. ხმას არ იღებდა. -ახლა შენ გადაყლაპე ენა? -უცებ სიბრაზე მომაწვა. -რა გაინტერესებს? -რა ხდება ჩემს მშობლებთან დაკავშირებით. -ისეთი არაფერი, რაც შენ უნდა იცოდე. -მითხრა მკაცრად. -რას ნიშნავს მე არ უნდა ვიცოდე? შეიძლება არ ველაპარაკები არც ერთს, მაგრამ ისინი მაინც ჩემი მშობლები არიან. უნდა ვიცოდე! -ჩემდაუნებურად ტონს ავუწიე მე. -ხომ შევთანხმით, რომ ჩემს საქმეებში არ ჩაერეოდი? -მანაც შედარებით ხმამაღლა და მკაცრად მითხრა. -ეს რომ სხვა შემთხვევაა, ვერ ხვდები ლაშა?! -უკვე ყვირილზე გადავედი მე. -ხმას დაუწიე და იმაში ნუ ერევი რაც შენი საქმე არ არის. -მიღრიალა მან. აღარაფდრი მითქვამს, მივხვდი რომ არ მეტყოდა. სიმწრისგან მთელს სახეზე ავწითლდი და მუჭები შევკარი. -ემასთან ვიძინებ. -ვუთხარი ბოლოს და ოთახიდან გამოვვარდი. ლაშას თვალწინ შეკავებულ ცრემლებს, ახლა მივეცი გასაქანი და ემასთან ტირილით შევედი. -შენ რატომღა ტირი? -გაოცებულმა შეწყვიტა მოსაწევის შეკეთება და ამომხედა. -მამაშ.... -მინდოდა მეთქვა ყველაფერი, მაგრამ გავჩერდი. შვილია მაინც. -არაფერი, დაი*იდე. -ცრემლები შევიმშრალე და საწოლზე ავცოცდი. -მითხარი, თორემ არ მოგაწევინებ. -ხელში აათამაშა ჰაშიში ემამ. -როგორ გავხარ მამას. -გამეცინა მე. -”შენ გავხარ მამას, შენს ახვარ მამას, შენ ნახმარ მამას, შენ დამფრთხალ მამას” -წაიმღერა ემამ დეისაძის სიმღერა და სიცილი აგვიტყდა. -ჩვენ რა მაგრად გვაკლია.. სულ ყველაფერზე რანაირად უნდა ვიცინოდეთ? -ვუთხარი და მოკიდებულ ჰაშს ღრმა ნაპასი დავარტყი. -ყველაფერს იუმორით თუ არ შევხედეთ, გავგიჟდებით. -მე და შენ ერთად შეგვიძლია ტკივილის გადატანა, ცალ-ცალკე არა. -ხოდა, ამიტომაც სულ ერთად ვიქნებით მე და შენ. -ხო, მე და შენ.. -ჩუმად გავიმეორე და საწოლზე გადავწექი. -რამე უფრო ძლიერი არ გაქვს? -დღეს ამით დავკმაყოფილდეთ და ხვალ მოვიმარაგებ საკაიფოდ. ერთი კვირის განავლობაში ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს ლაშასთვის, ბევრჯერ სცადა გამოლაპარაკება თუმცა უშედეგოდ. ემასთან ვიძინებდი ყოველ ღამე, ვეწეოდით და კოკაინით ვირთობდით თავს. ემა საშინლად განიცდიდა ებბის თემას, თუმცა იშვიათად ახსენებდა. ერთი კვირის შემდეგ ლაშამ საჩუქრების გამოგზავნა დაიწყო. ყვავილებით დაიწყო, სუნამოები, ტანსაცმელები და ძვირფასეულობებიც არ დაუშურებია. არც ერთისთვის მიხლია ხელი და ყოველ საჩუქრის მიღებაზე კიდევ უფრო ვბრაზდებოდი. რატომ ვერ შეიგნო, რომ ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია? არადა, მშვენივრად მიცნობს! როგორც ჩანს, გაჩერებას არ აპირებდა. ბოლოს ყელში ამომივიდა, მოვხვიე ყველაფერს ხელი და ოთახში შევუვარდი. იწვა და წიგნს კითხულობდა. -ამ ყველაფრით აპირებ ჩემს შემორიგებას? -საწოლზე დავუყარე საჩუქრები და გაცხარებულმა შევხედე. -უკვე ორი კვირაა ხმას არ მცემ. -მითხრა მშვიდად და წიგნი მუხლებზე დაიდო. -მერე ამით, რომ ვერ შემირიგებ არ იცი ხო? -ვიცი, მაგრამ რა გავაკეთო? -სიმართლე მითხარი, ლაშა.. სიმართლე!!! -ასეთი მნიშვნელოვანია ეს შენთვის? -მეხუმრები ხო? -კარგი მოდი ჩემთან. -ხელით მანიშნა, რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი. -შენთვის ცოტა გაუგებარი იქნება, მაგრამ შევეცდები კარგად აგიხსნა... -მითხრა, როდესაც მის გვერდით ჩამოვჯექი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.