თავისუფლები (ეს მხოლოდ დასაწყისია)
***** ლექსანდრე ავალიშვილმა უჩვეულოდ ცარიელი სკოლის დერეფანი გაიარა და მისი კლასის კარი დაუკაკუნებლად შეაღო.წვიმის წვეთებს მისი შავი თმები მწვანე თვალებზე ჩამოეშალა.მიხვდა ,რომ სწორი არჩევანი არ იყო დილით Facebook-ზე "ჩათავი". -ავალიშვილი ! ოცი წუთით დააგვიანე,ოქმი არ აგცდება ასე უპასუხისმგებლოდ რომ ეკიდები სასწავლო პროცესს-ჩაერთო ქიმიის მასწავლებელი ნანა. -ბოდიში მასწ, აღარ განმეორდება-ამ ფრაზით უკვე მეასეჯერ ახედა მასწავლებელს "უცოდველი" სახით, მაგრამ აქამდე "აღარ განმეორდება" ერთხელაც ვერ აუხდა ნანა მასწავლებელს. თანაკლასელებს თვალი ჩაუკრა და მისი ადგილისკენ გაემართა,იცოდა რომ იქ ერთი მასსავით გიჟი ადამიანი ელოდა. -თიკა-თვალი ჩაუკრა მეგობარს და მერხთან დაენარცხა, დასველებული ჩანთა უხეშად დააგდო მერხზე და სველი , თვალებზე ჩამოშლილი თმა გადაიწია. -დავალება ამოიღე ხომ იცი რომ შემოწმება არ დაავიწყდება-შეახსენა თიკამ. -ჯერ სიცხეს ჩემთვის არ აუწევია!-ცინიკურად გაისტუმრა მეგობარი, მისთვის ეს ისეთი არაბინებრივი მოთხოვნა იყო რომ თვითონაც გაუკვირდა. -ჩემი დავალება ამოიღე იმ ჩანთიდან რომელსაც ახლა აზიხარ! -ა, უი ვერ შევამჩნიე!-ისევ საფირმო უცოდველი სახით ახედამეგობარს, იცოდა რომ ყველაზე მეტად ეს აბრაზებდა. თიკას ჩანთიდან ლურჯი რვეული ამოიღო პირველ გვერდზე დაწერილ მის სახელს და გვარს ყურადღება არ მიაქცია და ბოლო დავალებაზე გადაშალა. -ავალიშვილი, კიდევ ერთხელ გპატიობ მარტო იმიტომ რომ დავალება მარტო შენ და თიკას გეწერათ დღეს . დანარჩენები ვნახავთ სასწავლო წლის შემდეგ როგორ გაიცინებთ.-ხმას აუმაღლა და აფხუკუნებულ მოსწავლეებს მკაცრად გახედა. -მადლობა არ უნდა მითხრა ?!-ქვედა დრუნჩი გადმოაგდო თიკამ. -მადლობა! იცი ისეთი რამე უნდა გითხრა რომ უბრალოდ საჭირო არ იყო მადლობის თქმა. -რა უნდა მითხრა? -ჩვენს მოგზაურობაზე ვამბობ-სემის ამ სიტყვებმა თიკა დააღონა. -ჩვენს არა სემ, თქვენს , ხომ იცი რომ ვერ წამოვალ! -თიკა ვერ წამოხვალ არ გავა ! ბილეთი უკვე ავიღე. -დანარჩენებმაც? -მოწყენილი სახით შეეკითხა თიკამ. -დანარჩენებმაც. -იცი მე ალბათ მამაჩემი არ გამომიშვებს! -თიკა! შენს თავს შეხედე , არამგონია მამაშენი შენს ასე ქუჩაში გამოსვლაზე თანახმა ყოფილიყო,მაგრამ ფაქტი სახეზეა.-ჩაიფხუკუნა სემმა და მის დახეულ კოლგოტებს და უამრავი რაოდენობის მეტალებს გადავლო თვალი. -რა გინდა?! -მეც ავიღე ორი ბილეთი . რატი და ვიკა გუშინ იყვნენ და ყველაფერი წესრიშია! რაც მთავარია პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ! -მაცდუნებელია მაგრამ მე ვერ მივცემ ჩემს თავს ამის საშუალებას. -რამდენი ხანია გინამიოკებ თიკა ორი ბილეთი ავიღე! -მერე? -რა მერე!-სემმა ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს უცდიდა სანამ თიკა მიხვდებოდა. -ა? არ მჯერა-წამოიყვირა ბოლო ხმაზე თიკამ და სემს გადაეხვია.-მართალია ორი წუთის შემდეგ დირექტორის გაბინეტში ამოყვეს თავი, "სასწავლო პროცესის ჩაშლისთვის და უმზგავსო საქციელისთვის"-როგორც ნანა მასწავლებელი იტყოდა. -ახლა სად მივდივართ?შეეკითხა ცეკვაცეკვით მოსეორნე თიკამ. -სად წავალთ რატის და ვიკას უნდა გავუმწაროდ ნერვები. -კარგი რა დღეს ხომ პაემანი თუ რაღაც მაგდაგვარი ჰქონდათ. -პაემნების პერიოდიდან გამოვიდნენ ახლა უფრო საინტერესო რამეს უკეთებენ ტესტირებას.-ეშმაკურად გაუღიმა სემმა. -სემ! არ გვინდა რა თუ ამდენი დრო გაქვს გამოცდებისთვის მოემზადე! -ვწუხვარ მაგრამ გამოცდებისთვის მომზადება შენ გჭირდება, ხომ იცი რომ მე მაგ ყველაფერს ისედაც მიყიდიან. -მაგრამ დებილი რომ იქნები არაფერში არ დაგჭირდება ეგ შენი ნაყიდი ატესტატი და დიპლომი. -დებილიო , მაგისთვის გაზღვევინებ, აბა დროზე აქ მოდი-სიცილით მიაძახა გაქცეულ გოგონას. -დამეწიე! ******** -მენატრებოდი! - მეც! -კაბა გაიხადე. -შენი ოქროს ბილეთი თან გაქვს? -ნუ დარდობ,ყველაფერი კარგად იქნება. ვნებისგან გაბრუებული ორი წყვილი გაწამაწიაში ცდილობდნენ დამოუცდელობის დამალვას.ამ ყველაზე ამაღელვებელ მომენტში , კი ყველაზე ნაკლებად სასურველმა რამ გამოაფხიზლათ. -კარებზე ზარია! - თვალები გაუფართოვდა ვიკას და მის კისერში ჩამხობილი რატი მოიშორა. -არ გავაღოთ!-ისევ მოუბრუნდა რატი შეყვარებულს. -იქნებ დედაშენია? -არ არის! -არა ! არ შემიძლია -ბიჭი თავიდან მოიშორა და სწრაფად შეუდგა ტანსახმელების ჩაცმას. რატი იძულებული იყო კარი გაეღო, თან ბოღმა ახრჩობდა რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში შეაწუხეს. -ალექსანდრე ავალიანი სახეს გაგიტეხავ!-კბილებში გამოცრა რატიმ.ინანა რომ კარი გააღო. -რატი ლეკიშვლი რა იყო ვერაფერს ვერ მოაბი თავი?-მეგობარი მისივე ტონითა და გამომეტყველებით გააჯავრა. -შემოეთრიე!-დაბღვერილმა შემოიპატიჟა სტუმარი.-ჯანდაბა თიკა! შენ რომ დაგინახე ყველაფრის სურვილი გამიქრა რას გავხარ! წარმომიდგენია ყველა ბავშვი რომელიც ქუჩაში შეგხვდა რა დღეში იქნებიან. -მე არ მინდოდა ხელის შეშლა სემმა მაიძულა რომ ამოვსულიყავი. -კარგი შემოდი, შემოდი- გაუღიმა და გადაეხვია მეგობარს. - რა მაგარია მხოლოდ ექვსი დღე დაგვრჩა და ტაილანდში ვართ-აღფრთოვანებულმა ვიკამ მეგობრებს სასიამოვნო ამბავი შეახსენა. -ხო ეგ მაგარია ! -ხო მარათლა სემ , გუშინ ჩემი ნაცნობი გოგონები დაინტერესდენ შენით.-ვიკამ ტელეფონი ამოიღო და სურათების ჩვენება დააპირა. -ნუ ღელავ უკვე მიხედა მაგ გოგონებს-თვალები გადაატრიალა თიკამ. -მოიცა სალომეზე და ნატაზე ვამბობ. -ხო მეც მაგათზე გეუბნები.კარგო ხო პირი დამუწე ვითომ არ იცნობ.შენ კიდევ ნუ გაქვს ასეთი კმაყოფილი სახე სემ. -ნამდვილი სატანა ხარ ! თვითონ არც ერთ შანს არ უშვებ ხელიდან.-ჩაისისინა რატიმ. -კარგი ხო მივდივართ ! -ჩაიცინა სემმა და თიკა წამოაგდო. -ასე მალე!-ძლივს ამოილუღლუღა ვიკამ- კიდევ დარჩით რა და მერე მეც გამაცილეთ. -რას უშვებოდი ამ გოგოს ჩვენს მოსვლამდე?-გაეცინა სემს. -ნამდვილი ხეპრე ხარ, მიდი აბა დროზე მოუსვით ყველამ! ვიკა მოგვინებით დაგირეკავ.-წყენის მიუხედავად შეყვარებულს თბილად გახედა და ბეგობრები ზოგი წიხლის კვრით ,ზოგი კი თავაზიანად გააცილა სახლიდან. ******** -თიკა ძალიან გთხოვ შვილო იმ უცხო ქვეყანაში მაინც არ შეარცხვინო ბებიაშენი და მოიძრე მაგ რკინები სახიდან. ისეთი ჭკვიანი ყავხარ შენს პატრონს, რატომ იფუჭებ ძალით ბებო თავს? შენ შემოგევლოს შენი ბებია თავს მიხედე. ადრე დაწექი ჩემო პაწაწინა. მამაშენზე კი ნუ გაბრაზდები , შენი ბებიასავით თანამედროვე კი არაა! ტუჩიდან მაინც ამოიზრე მაგ რკინა გევდრები. -აცილებდა ბებია შვილიშვილს აეროპორტში. -კარგი ბებო აი ამოვიხსენი, და სახსოვრად დაგიტოვებ.-სიცილით მოძრო პირსინგი და ნატოს ხელში ჩაუტოვა და მაგრამ მოეხვია მას. -აბა შენ იცი ბებია ,ალექსანდრე მიმიხედე ხომ იცი შენ გაბარებ ამას. როგორაც გამოიყურება ზუსტად ისე იქცევა ხანდახან. -ნაწკა , აი ყველაზე ჯიგარი და სვეწკი ბებო თუ არ იყო მთელ მსოფლიოში.-გადაიხარხარა სემმა. -შენი საგლახაო ვარ !-აყვა -"ნაწკა ბებოც" . -კარგი კარგი გეყოთ! რატის და ვიკას უნდა გავუაროთ ,შენი ბიძაშვილი წამოუყვანე რომ მანქანა სახლში დააბრუნოს. -არის კომუფლაჟიში გამოწყობილო ქალბატონო. ოღონდ ვიწოდე რომელ გარემოს უნდა შეერწყას ამის კომუფლაჟი - უკბილოდ იხუმრა სემმა მაგრამ ეს ხუმრობაც საკმარისი იყო ნატო ბებიას გამხიარულებაში და სენტიმენტების არ გადმოფრქვევაში. გზად შეყვარებულ წყვილს გაუარეს,და ბოლოს და ბოლოს ყველა იმ ტანჯვა წამების შემდეგ ,რასაც გამოცდები ჰქვია, თავისუფლება შეიგრძნეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.