შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომა IV თავი


19-05-2016, 23:27
ავტორი კატოო
ნანახია 3 084

_ნატუკა მაპატიე _ცოტა ხნის დუმილის შემდეგ წარმოთქვა ალექსადნრემ
_არასდროს!_ კარი გაიჯახუნა ნატუკამ
„არასდროს“-გაიმეორა ალექსანდრემ გონებაში. ერთი სიტყვა უთხრა გოგონამ და ამ ერთ სიტყვაში რამდენი რამ იგრძნობოდა:ტკივილი, ზიზღი, შეურაცყოფა, დამცირება.
_ამის დედაც! _ მუჭი შემოჰკრა საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ალექსანდრემ. სწორედ ამ დროს ნატუკამ კარი შეაღო
_რომელი სისხლის ჯგუფი გაქვს? _ სხვათაშორის იკითხა გოგონამ
_პირველი დადებითი, რატომ მეკითხები? _გაუკვირდა ალექსანდრეს
_სისხლის გადასხმა რომ დაგჭირდეს, ხომ უნდა ვიცოდი რომელი გადაგისხა_ გულგრილად უთხრა ნატუკამ
_შენ ალბათ ყველას გადამისხავ პირველი ჯფუფის გარდა და ღირსიც ვიქნები _ჩაეღიმა ალექსანდრეს
_ეჭვიც არ შეგეპაროს ეგრე გავაკეთებ _ მთელი სერიოზულობით უპასუხა ნატუკამ, მერე გაანგრძნო_ იდიალური დონორი ყოფილხარ და პრეტენზიული რეციპიენტი
_ხო ეგრე გამოდის და შენ? _დაინტერესდა ალექსანდრე, თან ცდილობდა საუბარი გაება
_რა მე? მე დაჭრილი კი არ ვარ _ნატუკა
_მაგრამ მაინც რომელი ჯგუფის სისხლი გაქვს? საქართველოში ძირითადად პირველი და მეორე ჯგუფი აქვთ, მესამე შედარებით ნაკლებად და მეოთხე უფრო იშვიათად. შენ ალბათ ეს უკანასკნელი ხარ _ ალექსანდრე
_და რატომ გონია ეგრე?_ნატუკა
_უნიკალური რეციპიენტი და ცუდი დონორი _ ალექსადნრე
_მაგით რა გინდა რომ თქვა? ის რომ კარგი ინტუიცია გაქვს? _გაუკვირდა ნატუკას
_ის რომ მთვარესავით ხარ, ანათებ და არ ათბობ. ცივი და უკარება ხარ _ მიუახლოვდა ნატუკას
_ნუ მიახლოვდები, ასე ახლოს ნუ მოდიხარ. ის საშინელი ღამე მახსენდება და გული უფრო მერევა შენზე _ უკან გაბრუნდა ნატუკა
_რა გავაკეთო რომ მაპატიო? _ მკლავში ხელი მოკიდა ალექსანდრემ და თავისკენ შემოაბრუნა
_მოკვდი _თვალი თვალში გაუყარა ნატუკამ ,მერე თვალებით ხელზე ანიშნა გამიშვიო
_ ჩემი სივდილი რომ გდომოდა დამტოვებდი მარტო და დავიცლებოდი სისხლისგან_ნიშნისმოგებით უპასუხა ალექნსადრემ
_არც ახლაა გვიან ეგ გავაკეთო, შემიძლია ის ჭრილობა ისევე გაგიხსნა როგორც გავკერე! _მკაცრი ტონით უპასუხა ნატუკამ_ახლა კი წავედი, საქმე მაქვს. შენს ადგილას სახლში წავიდოდი და შემცვლელს მოვიყვანდი, ასეთ მდგომარეობაში ვერაფერს გააკეთებ. არ დაგავიწყდეს შენს ხელში ადამიანების სიცოცხლეა!


_რა მზრუნველი ხარ ნატუკა? _ალექსანდრე
_ხო, პატიენტებზე ვზრუნავ_ნატუკა
_ეჭვიც არ მეპარება_ჩაეღიმა ალექსს გამარჯვებულის ღიმილით და გაიფიქრა „შენ ჩემზე ზრუნავ, ეს კარგია“

..........................
მთელი ღამე უყურებდა ალექსანდრე კარებს, თუ როდის გაიღებოდა და ნატუკა შემოაკითხავდა, მაგრამ ამაოდ. არც დილით უკითხავს გოგონას ალექსანდრეს ამბავი, რამაც მამაკაცს ძალიან დასწყვიტა გული: ‘’ რისი იმედი უნდა მქონდეს?! ან რატომ უნდა აინტერესებდეს ჩემი ამბავი, მე ხომ ასე საშინლად მოვექეცი! იქნებ მაინც მომიკითხოვს“ _იმედს არ კარგავდა ალექსანდრე
გათენდა.
ერთი სული ქონდა ნატუკას სახლში როდის წავიდოდა და როდის ნახავდა თავის ძმას.
მთელი ღამე გაათენა, გაგიკვირდებათ და რამდენჯერმე დააპირა ალექსადნრეს ოთახში შესულიყო და ენახა, თუ როგორ გრზნობდა თავს, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა. არც დილას შეაკითხა, უფრო სწორედ რაღაც მოიმიზეზა შესასვლელად, მაგრამ კაბინეტში არ დახვდა. ბოლოს გაიფიქრა ალბათ ასე სჯობსო და სახლში გაეშურა.
_მამა მოვედი, გიოს ძინავს? _ნატუკა
_კი ძინავს შვილო... შენც დაიძინე, ღამენათევი ხარ, თან სახეზე ფერიც არ მომწონს შენი _ ნატუკას მამა
_უძილობის ბრალია მაა.. კარგი, ცოტას წავუძინებ. გიომ თუ გაიღვიძა უთხარი არსად წავიდეს_ საძინებლისკენ გაეშურა ნატუკა
_შვილო რამე ხდება? _დაეჭვდა ნატუკას მამა
_არა მააა, არაფერი.. უბრალოდ მკაცრად უნდა დაველაპარაკო რომ უნივერსიტეტი აღარ გააცდინოს, ახლა წავედი კარგიი? _ ლოყაზე აკოცა მამას და დასაძინებლად წავიდა
...
_ნატუკა გაიღვიძე_თავზე დაადგა გიორგი დას
_რა ხდება გიო?_ თვალები გაახილა ნატუკა
_აღარ მოგვიწევს ბინის გაყუდვა, ვალი არ მაქვს _ სიხარულსვერ მალავდა გიორგი
_ჩუმად, მამა არ გაიგოს... მოიცა რა? ეგ როგორ?_ გაუკვირდა ნატუკას
_არ მაქვს ვალი, აი ეგრე..არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ არ მაქვს_ გიო
_გიო ეგენი ასე მარტივად არ შეგარჩენენ იმ ფულს _ნატუკა
_არა ჩემო დაო, მითხრეს რომ რაღაც შეცდომა იყო _გიორგი
_რას ნიშნავს შეცდომა?_გაოცდა ნატუკა
_არ ვიცი, ასე მითხრეს_ სიხარულს ვერ მალავდე გიორგი
_კარგი, ახლა უნივერსიტეტში არ უნდა იყო? _საათს დახედა ნატუკამ
_ხო, მაგრამ ვერ მოვითმინე სენთვის რომ არ მეთქვა_გიო
_ნატუკა, ტელეფონზე გირეკავენ_ კარზე დააკაკუნა ნატუკას მამამ
_ვინ არის მაა?_ნატუკა
_ნინია შვილო
_კარგი მამა მოვდივარ_გასძახა მამას, მერე ძმას მიუბრუნდა _შენ მერე დაგელაპარაკები!


.........
_ნატუკა, ჩვენ რაღაც თქნხა შევაგროვეთ და გთხოვ უარი არ გვითხრა_ნინი
_ დიდი მადლობა ჩემო მეგობარო მაგრამ არ არის საჭირო..უცნაურია მაგრამ გიომ მიტხრა რომ ვალი აღარ ქონდა_ნატუკა
_აუ, მართლა? ეგ როგორ? ხომ არ გატყუებს?_დაინტერესდა თეკო
_არა, არ მატყუებს. მაგრამ ეს ამბავი კი მეუცნაურება.. კლავდნენ ფულის გამო და ახლა არ გაქვს ვალიო._ გაუკვირვა ნატუკამ
_რა კარგი ამბავია, როგორ მიხარია _ჩაიღიმა ნინიმ __ალექსანდრე სიიმპათიური ბიჭია ისე არა? _ეშმაკურად გახედა ნატუკას და სიცილი აუტყდა
_რა ნახე მაგაში სიმპატიურის? საშინელი ადამიანია! გულის ამრევი და ამაზრზრენი_ ჩამოაყალიბა ნატუკამ
_საწყალი ბიჭი, დატანჯება ამის ხელში_დანანებიით ჩაილაპარ ნინიმ და თეკოს გადახედა
_იმედია მოარჯულებს _იგივე ტონით უპასუხა თეკომ_წავალ ნამცხვარს მოვიტან ხომ გინდათ? მე მაინც ვერ შევჭამ
_რა მჭირს მაგის მოსარჯულებელი! ან რა ლაპარაკია ეს. უკანასკნელი მამაკაცი რომ იყოს ეგ მაინც არ მომეწონება...ფუ რა საშინელი სუნი აქვს ამას, ფუუუ _ ნატუკამ ცხვირზე ხელი მიიჭირა და სააბაზამოსკენ გაიქცა
_რამე სუნი აქვს ამ ნამცხვარს? დღეს ვიყიდე_ გაუკვირდა თეკოს
_არა, ჩვეულებრივი სუნი აქვს_დაყნოსა ნინიმ
ამ დროს ნატუკაც დაბრუნდა, სახეზე ფერი არ ქონდა
_აუ ეს მოაშორეთ აქედან, რომ ვხედავ გული მერევა _ ამრეზით გახედა ნატუკამ ნამცხვარს
_რა გჭირს გოგო, ფეხმძიმედ ხომ არ ხარ_სიცილი აუტყდა თეკოს _ რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი ფეხმძიმედაათქო
_რა?_სახე შეეყინა ნატუკას
_რა იყო გოგო გეხუმრე_გაიღიმა თეკომ
_ნატუკა, სახეზე ფერი არ გაქვს, ხომ კარგად ხარ?_ ნინი
_კი კარგად ვარ..უბრალოდ ცოტა ჰაერზე გავივლი და მოვალ კარგი? _ნატუკა
_კარგი მიდი, გინდა გამოგყვე? _ნინი
_არა, იყოს.. თან ბავსვისთვის საფენები ხომ გინდოდა წამოგიღებ _გახედა თეკოს და სახლიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა



№1 სტუმარი m

uproxshirad dadera(( da aleqsandres da amis urtiertoba cotamaincdaate:d magariistoria magradmiyvars) sauketesoa

 


№2  offline წევრი shany shany

აუ უფრო დიდეები რააა

 


№3  offline წევრი კატოო

შევეცდები უფრო დიდები დავდო, და უფრო მალე-მალე .
მაგრა ნუ დამძრახავთ თუ ვერ სევსარულებ, გადატვირტული გრაფიკი მაქვს და :(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent