შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფლები (ტაივანი)


20-05-2016, 12:27
ავტორი Soow
ნანახია 1 414

-მინდა რომ სიხარულისგან ვიყვირო !-გამოაცხადა აეროპორტიდან ახლად გამოსულმა ვიკამ და შეყვარებულს გადაეხვია.
-მერე და ვინ გიშლის?-ერთხმად შესძახეს სემმა და თიკამ.
-რა ცუდია რომ ჩამოსვლა ღამით მოგვიწია, დიდი სიამოვნებით შევცურავდი ზღვაში.-შავად მოლივლივე ღამის ზღვას სინანულით გახედა სემმა.
-მოიცადე ახლა რა გიშლის ხელს?-თვალი ჩაუკრა თიკამ და ტანსაცმელებიანად ზღვისკენ გაექანა.
-არა! არა! თიკა ჩაიძირები.-ირონიულად მიაძახეს მეგობრებმა.
-ნუ გეშინიათ ცურვა ვიცი.
-ა არ მეგონა ჟართსაყრელს ცურვა თუ შეეძლო, რა ვქნა ჩვენი მეგობარი უნდა გადავარჩინო, თქვენ ჩანთებს მიხედეთ.-ტანსაცმელების გახდით გაექანა ზღვისკენ და თიკას ნაპირისკენ ქაჩვა დაიწყო.-ჩაიძირები ხომ ხედავ პირსინგები ფსკერისკენ გექაჩება.
-ო,არა თავი დამანებე! სასტუმროში მალე ავიდეთ ჩანთები უნდა ამოვალაგოთ.
-უბრალოდ დატკბი!ხანდახან მგონია რომ შენში ორი ადამიანი ცხოვრობს. ერთი სრულიად არანორმალურია , ღამით ამდენი ტურისტის თვალწინ გიჟივით იქცევა, მეორე კი მისი დავალებების გარდა მეც მიწეწრს დავალებებს, კარადაში სანტიმეტრებით ზომავს ტანსაცმელებს და მოწესრიგებულ ცხოვრებას ეწევა.
-რა დროს ჩემი პიროვნებაა სემ, ტაივანი! ჩვენ ტაივანში ვართ!
-ხო ვფიქრობ რთული იქნება ადგილობრივი ლამაზი გოგოს აგდება, ვინმე ტურისტს თუ მოძებნი თორემ ნამდვილი მოსიარულე კატასტროფები არიან.-ამრეზით გახედა სემმა დანაოჯებულ გრძელ თმიან კაცს.
-სემ ეგ კაცია! და საერთოდაც ტაილანდში ხარ , შეგიძლია ქალების გარდა სხვა რამეზეც იფიქრო?
-მერე რა რომ კაცია ამის შვილი რა იქნება. არა ეგჩემი ბუნებრივი საქციელია და არ შემიძლია დიდხანს ვიფიქრო სხვა რამეზე.
-მემგონი სჯობს წავიდეთ თორემ იმ ორ ჩერჩეტს ჩანთებს მოპარავენ.-სიცილით გახედა ერთმანეთზე გადახვეულ წყვილს თიკამ.

გოგოებო აი ჩვენი სასტუმროც! გარედან არაუშავს არა?-სამსართულიან ზღვისპირად აშენებულ ხავს მოკიდებულ შენობას ახედა რატიმ.
-არაუშავს ყველაფერი წავა, რაც მთავარია ტაივანში ვართ!-აღფრთოვანებით ჩაიბურდღუნა თიკამ და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.




********

-აქაურობა ყარს!ნეტა რა ჭამეს წინა მაცხოვრებლებმა? -ჩაახველა ვიკამ.
-ჯანდაბა ამაში გადავიხადეთ ამდენი ფული?-ამაზრზენად გადახედა ჩაბნელებულ ოთახს სადაც ყველა ნივთს უცნაური სუნი ასდიოდა და მტვერსა და სტს გაეყვითლებინათ.
-არაუშავს ამდენი ჩანთები ტყულად კი არ წამომიღია, თეთრეული და ყველა ჰიგიენური საშუალება წამოვიღე რაც კი შეიძლება ადამიანს დასჭირდეს-ოპტიმისტურად ჩაილაპარაკა თიკამ და პირველივე ლოგინიდან გაყვითლებული თეთრეული გადააძრო .- რაღას უცდით მომეხმარეთ.
პაწაწინა სამი ოთახი მალევე დაამსგავსეს საცხოვრებლად ვარგისს სახლს.
-დავიღალე! -დაიწუწუნა რატიმ -ასე რომ სააბაზანოში პირველი მეშევალ.
-არა რატი მე უნდა შევიდე ძალიან მცხელა!- შეეწინააღმდეგა ვიკა.
-მისმინეთ ჩვენც დავიღალეთ და მარილიანი წყალი ტანზე შეგვაშრა ასე რომ მალე გადაწყვიტეთ ან ერთად შედით რა ვიცი.-წამოაპრანტალა გაღიზიანებულმა თიკამ, ყველაზე მეტად სიბინძურეს ვერ იტანდა ამისთვის შეეძლო ვინმე მოეკლა.
-შენ როგორი ფანტაზიები გაწუხებს თურმე!-მკლავზე ხელი მოუთათუნა სემმა.
-ხელი გაწიე! შევიდნენ მალე გამოვლენ და ბოლოს დაბოლოს დავისვენებთ.ნერვები მეშლება!
-კარგი კარგი! დამშვიდდი წავიდნენ ხომ უყურებ წავიდნენ!-გულზე მიიხუტა მეგობარი.


*******

-სემ აქ რაგინდა? ძალიან მეძინება შენ რატისთან დაწექი და ვიკა ჩემთან ერთად დაიძინებს.-ბურდღუნით დაენარცხა თიკა საწოლზე.
-რატი და ვიკა ოთახში ჩაიკეტეს!ასე რომ კარებს ძალით ვერ შეუნგრევ.
-ვიკა მოღალატე ხარ!- დაიყმუვლა თიკამ.-კარგი მაშინ მე მდივანზე დავწვები დღეს.
-დაეგდე აქ, კი არ შეგჭამ, რა იყო არ მითხრა რომ ჩემი გერიდება.
-მერიდება ერთია , მეშინია !
-სერიოზულად?
-ხო ჩემი რკინის საცვლები დამრჩა სახლში.-გაეხუმრა თიკა.
-ეგ უკვე მომწონს ისე რა კარგი ტანი გქონია იმ გრძელ შავ კაბაში და დახეულ კოლგოტებში არ ჩანდა.-მისებურად იხუმრა სემმა.
-საზიზღარი ხარ! - მჭიდროდ შემოიხვია საბანი და მეგობარს ზურგი აქცია.
-თიკა! რა კარგია რომ აქ ვართ არა!
-კი მიხარია რომ ქართულ მწარე რეალობას მოვშორდით.
-ხო ახლა ჩემს გარდა აღარავინ მიაწერს შენს ნიღაბს რომლის ქვეშაც იმალები სატანას.
-კარგი რა ამ ღამეს ნუ მახსენებ ეგეთ რაღაცეებს მერე ვეღარ ვიძინებ.
-კარგი რა ! აბა მე რა უნდა ვთქვა ხანდახან ჩემთან რომ მოდიხარ მთლიანად ჩაშავებული ? გახსოვს ცამეტის რომ იყავი რქები რომ გეკეთა? იმის მერე შენზე წარმოდგენა დამეკარგა რომ გიყურებდი მეშინოდა.-ჩაიფხუკუნა სემმა.
-რა ცუდია რომ თან არ წამოვიღე ის რქები. ისე მიხარია რომ აქ ვართ აღარ მომიწევს ენა მყრალი მეზობლების ჭორების მოსმენა. ის იმასთან იწვა ეგ იმასთან. ეგ სიგარეტს ეწევა და ბო*ია , ის იმპოტენტია და ასე შემდეგ.ხანდახან მინდა რომ სამუდამოდ გადავიკარგო საქართველოდან.
-ხო ხანდახან ასე მქონია რომ ქართველებს ერთმანეთის გაგება არ უნდათ და ყველანაირ მიზეზებს ეძებენ რომ ერთმანეთს გული ატკინონ.
-მართალი ხარ! არ უნდათ რომ ერთმანეთს მოუსმინონ,რქებით გააქვთ საზოგადოებისგან ჩანერგილი ცრუ შეხედულებები. საკუთარი აზრის ქონა სირცხვილია.
-ხო მაგალითად ერთ მასეთ "ვაჟკაცს" ვიცნობ , ვიკას ძმასთან ჰქონდა კონფლიქტი და წამოაძახა რომ ვიკა რატისთან დარბისო.მერე ხომ იცი რომ ვიკას ძმამ ამათ შესახებ ყველაფერი იცის და საერთოდ ძალიან მაგარი ტიპია.და იცი ყველაზე მეტად რატომ ვიამაყე იმით რომ ვიკას ძმა ჩემი მეგობარი იყო?
-რატომ?
-რატომ და მან იცის რომ ამ ჩერჩეტებს ერთმანეთი უყვართ. მაგრამ იმ "ვაჟკაცის" და რომელსაც ძალიან მაგრად აქებდა ,რომ ჩემი და ასე არიზამსო.წინა დღით ჩემთან იყო ტელეფონის სანაცვლოდ ყველაფერი იცოდა ლუკამ მაგრამ სიტყვა არ დაუცდენია. იმიტომ კი არ ვამბობ ამას რომ ჩემს სახელს იტყოდა და მერე მე დამიწყებდა ჩხუბს ,უბრალოდ იმიტომ რომ სხვისი ცოდვა არავის არ მოეკითხება, და ყველა თავის თავს უნდა მიხედოს.
-ლუკა ჯიგარია!ნეტა როგორ არის ახლა ამერიკაში?
-მასეთი ადამიანი ყველგან ივარგებს.
-ისე შენც მაგ "ვაჟკაცების" კატეგორიას მიეკუთვნები.
-არა !
-აბა მაშინ შენ რომ ცხოვრობ ისე რომ ჩხოვრობდეს გოგო , შენს თვალში როგორი იქნებოდა?
-მკვლევარი- გადაიხარხარა სემმა.
-არა შენ მას დაამცირებდი.
-ასეთ იდიოტად მიცნობ?
-არა წარმოიდგინე რომ შეგიყვარდა შენნაირი ცხოვრების წესის მქონე ადამიანი , ვხვდები ხომ რასაც ვამბობ, თუგინდ მკვლევარი უყოდე ყველა კაცს იკვლევს ანუ.
-სიყვარული ახლახანს გავიგე რა არის, მაგრამ ჩემი სიყვარული ცოტა უცნაური ცხოვრების წესით ცხოვრობს ,ასე ,რომ თუ შემიყვარდება არაფერს არ ვაქცევ ყურადრებას . შეიძლება რომ ქალს რამდენიმე პარტნიორი ყავდეს, იმდენი არა როგორიც მე . მე არ მივიჩნევ რომ მე ვარ ნორმალური. ხომ გახსოვს ადრე ასეთი არ ვიყავი. ალბათ ჩემმა სიყვარულმა გამხადა ასეთი.
-ადრე პატარა იყავი და თავისთავად ვერ იქნებოდი მასეთი.რომელი ერთი შენი სიყვარული ერთხელაც არ დაგიპატიჟებია გოგო პაემანზე და ვალებნტინობას ვარდებს რატის ჩუქნი.
-პატარა რომ ვიყავი ჩემი სიყვარული უფრო პატარა იყო.ახლა ციებ ცხელება მემართება, თითქოს მეშინია გამოტყდომის და ყველანაირი საშუიალებით ვცდილობ რომ არაფერი შევიმჩნიო.თითქოს ამ ჩემი მექალთანეობით თუ რავი ,რაც გინდა ის უწოდე ,დამალვას ვცდილობ, ისევე როგორც შენ იმალები გოთური იმიჯის ქვეშ, როგორც ყველაზე მშვენიერი არსება.
-ოჰო! აი მესმის რომანტიზმი ! თურმე ადამიანის გაცნობა მთელი ცხოვრება გრძელდება. მშვენიერ არსებას ნუ მიძახი თორემ სახეს გაგიტეხავ.
-აი ! ზუსტად ამაზე ვამბობ იმალები.
-არაფერიც.
-რომ არ იმალებოდე,ახლა ქალიშვილი აღარ იქნებოდი.
-იდიოტო!
-კარგი კარგი არ გადაწვე მდივანზე მეორედ აღარაფერს არ ვიტყვი დავიძინოთ.
-ძალიან რომ არ მეძინებოდეს ფანჯრიდან გადაგაგდებდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent