შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ გაგიჟდა ეს ახალი თაობა!!! (თავი მეხუთე)


20-05-2016, 19:54
ავტორი ჩუმა
ნანახია 1 853

ერთი, ორი და სამი ლიზა დაარტყი-ვუთხარი ბავშვს და მანაც სწარაფად დაკრა ფეხი ერეკლეს პრესზე
-ერთი ორი და სამი, მიდი-ვუთხარი კვლავ და ეხლა ხელი დაარტყა მძინარე ერეკლეს ლიზამ.
-ერთი ორი და სამი და შეგჭამთ ორივეს-წამოვარდა უცებ ერეკლე ფეხზე, ჯერ ლიზას მოკიდა ხელი, შემდეგ მე ჩამებღაუჯა ხელზე და ლოგინზე დამაგდო
-ძია, ალ მიკინო რა-კისკისებდა პატარა ლიზა და ლოგინიდან წამოდგომას ცდილობდა
-აბა როგორ დაგსაჯო? შენ რომ დამარტყი ეგ კარგი იყო?-ვითომ სერიოზული ტონით ჰკითხა ბავშვს ჩოხელმა
-მე ენენემ მითხლა თოლე გაკოცებდი, სენ ხომ ცემი ძია ხარ-საყვარლად გავუშტა ტუჩები ბავშვმა
-მაშინ მოდი ელენე გავაწვალოთ-ჩაიცინა ჩოხელმა და ახლა მე მომიბრუნდა
-არ გაბედო-ვუყვირე და ლოგინიდან ადგომა ვცადე თუმცა სწრაფად მომკიდა ფეხებში ხელი და არ მომცა საშუალება ავმდგარიყავი, მისკენ მიმწია და ხელები გულზე გადამაჯვარედინებინა, ახლოს მოიწია და ყელზე დამასო კბილები
-აი შენც ხო ეგრე გკბენ ხოლმე? მიდი ეხლა შენც უკბინე-დაარიგა ბავშვი ერეკლემ
-არა რა, ერეკლეე-ვუყვირე და ვცადე თავი ძირს დამეხარა თუმცა ჩოხელმა ამაწევინა და ბავშვს უთხრა ეკბინა, მანაც რათქმაუნდა დაიჯერა და მწარედ ჩამასო ხორცში კბილები
-მოდი ეხლა მე ვაკოცებ და მოურჩება, შენ მამასთან გადი-უთხრა ბავშვს და ანიშნა გასულიყო
-მეც მოვარჩენ და მერე გავალ-თქვა პატარამ დაიხარა ნაზად მაკოცა ნაკბენ ადგილზე და ოთახი სირბილით დატოვა
-აუ რაგინდა დეგენერატო? გამიშვი-ავფართხალდი მყისვე და მისი მოცილება ვცადე
-შენ არ დამადექი მძინარს თავზე და არ გამაღვიძე?-წარბები ამიწია ჩოხელმა
-ყველა წასულია და ბავშვი ვეღარ გავაჩერე აიტეხა ერეკლესთან მინდაო-ცხვირი ავიბზუე და შევეცადე ერეკლეს შეხებისგან გამოწვეული ტაო დამეიგნორებინა
-მერე ლიზას წამოივანა რათ გინდოდა?-ირონიულად მითხრა მან
-ბავშვი ლიზა ვიგულისხმე კრეტინო-მუხლი მთელი ძალით ავკარი მუცელში გაბრაზებულმა და სწრაფად დავუსხლტი ხელიდან
-მე მეგონა შენი თავი იგულისხმე-ჩაიცინა მან და ფეხზე წამომდგარი სწრაფად დამაგდო ისევ ლოგინზე
-კარგი რა ერეკლე, თავი დამანებე-ვუყვირე ნერვებლოშლილმა და ვცადე მომეშორებინა, მისი ხელები ჩემს წელზე იყვნენ მოხვეული და გულში მიკრავდნენ
-ბავშვი მარტოა დეგენერატო გარეთ გამატარე-ვყვიროდი კვლავ
-ჩაგიგდებ ერთხელ კარგად ხელში და ვნახოთ მერე-ჩაიცინა, ჯერ შუბლზე შემდეგ კი ტუჩებზე მაკოცა მოწყვეტით და ხელი გამშვა
-დეგენერატი-მუცელში ჩავარტი მუშტი და სწრაფად წამოვვარდი ფეხზე, ოთახის კარი ეწითლებულმა გამოვიჯახუნე და ბავშვის მოსაძებნად წავედი, საბედნიეროდ ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი იყო ლიზა და იქვე თავის სათამაშოებით მუშაობდა, მეც სწრაფად წამოვგორდი ნოხზე და მასთან ერთად დავიწყე თამაში, ისე გავერთეთ თამაშში მე და ლიზა არც გაგვიგია როგორ მოსაღამოვდა და როგორ მოვიდნენ დანარჩენები
-შემოზიდეთ ყველაფერი და მოგიმზადებთ, შემდეგ კი მე წავალ-შემოვიდა ქოთქოთით ნათელა სახლში
-სად იყავით?-ზუსტად ამ დროს გამოვიდა წელს ზემოთ შიშველი ერეკლე ოთახიდან
-არ გითხრა ამ ქაჯმა? საჭმლის საყიდლად ვიყავით, ბევრს დაგიტოვებთ გამზადებულს ცოტახანს გეყოფათ და მერე თვითონ მოგიწევთ გაკეთება-უთხრა ნათელამ
-ბავშვი ხომ რჩება?-ვიკითხე და ფეხზე წამოვდექი
-კი რჩები-ირონიული ღიმილით გადმომხედა ერეკლემ
-ლიზაზე ვთქვი დეგენერატო-ფუმფულა სათამაშო ვესროლე ნერვებმოშლილმა
-არა, ლიზას დედამისი ჩამოაკითხავს და წაიყვანს-მხრები აიჩეჩა გიომ
-მამიკო, მოდი რა ვითამაშოთ-ფეხზე წამოხტა ლიზაც და სირბილით მივიდა გიოსთან, ფეხზე ჩაებღაუჯა და თან გაცისკროვნებული თვალით მისჩერებოდა
-ჩემი სიცოცხლე, ვინაა მამას პრინცესა?-ხელში აიტაცა პატარა გიომ და რიგრიგობით უკოცნიდა ლოყებს
-მე ვალ-თქვა თავმომწონეთ ბავშვა და ხელები კისერზე მოხვია კაცს
-წავალ ჩვენ დავიძინებთ და მალე ჩამოვალ-დაიბარა გიორგიმ და კიბეებს აუყვა
-აბა გვრიტებო, როგორ გაერთეთ სახლში მარტო?-სიცილით გადამხვია ხელი ნიკამ და სამზარეულოსკენ გამიძღვა
-ბავშვს ვეთამაშე-ვუთხარი სიცილით და ჩოხელი დავაიგნორე
-ბებო, კიარ მინდა წასვლა მაგრამ რავქნა, სახლი უპატრონოდ მაქვს დატოვებული და ვნერვიულობ, ხომ ჩამოხვალ კიდევ ჩემთან? იმედია აქედან პირდაპირ გერმანიაში არ აპირებ გაფრენას-შეწუხდა ნათელა
-არა ბე, სექტემბრამდე აქ ვარ, მერე შეიძლება კიდევ ახალ წელსაც აქ ჩამოვიდე-მოეხვია ნიკა ნათელას და დაამშვიდა
-მგონი ვიღაცის ტელეფონი რეკავს-თქვა ერეკლემ და მისაღებში გავიდა
-ჩემია-ვიყვირე და სწრაფად მივყევი უკან, სანამ აირებდა მე მოვასწარი და ტელეფონს ხელი დავავლე, ჩემი მეგობარი, ხატია მირეკავდა სკაიპში
-ხო-ვუპასუხე და კამერა ჩავრთე
-გოგო შენ ვერ წარმოიდგენ რა მოხდა-მიკიოდა ყურმილში ხატია
-ლუკა მოკვდა?-გავიკვირვე მე
-ნუ ხარ კრეტინი, აუ პროსტა, აზრზე არ ხარ რა მოხდა, პირველი შენ დაგირეკე რომ მეთქვა, მოკლედ ლუკამ მომწერა მიყვარხარო-გახარებული არც იცოდა რას საუბრობდა
-კაი რა, პროსტა მაგასთან თუ შენ იქნები მე დამივიწყე, საფრთხობელა ეგა, შტერი, საქონელი-ვლანძღავდი ჩემს ერთ-ერთ სკოლელს ლუკას, რომელიც ხატიას მოსწონდა, თუმცა ძალიან საშინელი პიროვნება იყო, ლოთი და ამპარტავანი
-ხო ვიცი, ვუთხარი არ მიყვარხარმეთქი-დამშვიდდა უცებ და სერიოზული სახე მიიღო
-ხოდა ეგრე, იცოდე ახლოს რომ გაეკარო დავლეწავ-გავაფრთხილე თითის ქნევით
-კაი რა, რაღა დროს ლუკაა, პროსტა შენ მეთორმეტეში რომ გადავიდა ეხლა, ჩვენი სკოლელი ზურა ხოიცი?-მკითხა ინტერესით
-დიდთავა?-წარმოვთქვი ჩაფიქრებულმა
-არა გოგო, აი მაგარი შავი თვალები რო აქვს-გამახსენა უცებ
-პირველ კლასში რომ ვიძახოდი ჩემი შეყვარებულიათქო?-ავხარხარდი მე
-ხო მაგან დამამატა და მომწერა, ხოდა მეც მივწერე, ხოარ მოგწონს შენ ისევ ეგ? მოიცა შენს უკან ვინ იჭყანება?-გაკვირვება გაერია ხმაში ხატიას
-ნიკა გადაშენდი-როგორც კი შევბრუნდი და ნიკა დავლანდე თავში ბალიში გავუქანე და კვლავ ხატიასთან გავაგრძელე საუბარი, რომ არ გამეთიშა ალბათ კიდევ დიდხანს ილაპარაკებდა თუმცა დროულად გავუთიშე და გაბრაზებული მივუტრიალდი ხატიას მონაყოლით აშკარად გახალისებულ ერეკლეს და ნიკას
-რა იყოთ? აღარ მაცდით საუბარს? დაქალების ლაპარაკი არ მოგისმენიათ?-გავღიზიანდი მე
-დაქალების არა, გოგოს ლაპარაკი, შენ არ გისაუბრია აშკარად-იცინოდა ნიკა
-იცინეთ და ნუ დამაპატიჟებინებთ აქ თორე ხვალვე მოგვადგება-შევუღრინე მათ
-მიდი მოვიდეს, გავერთობით ცოტა-მხრები აიჩეჩა ნიკამ
-ჯინაზე არ ვეტყვი ახლა ჩამოვიდეს-ენა გამოვუყავი ბიჭებს და ნათელასთან გავედი სამზარეულოში თუმცა ყველაფერი დაემტავრებინა უკვე და ჭურჭელს რეცხავდა
-წავედი ბე მე დავიძინე, შენც დაწექი ძალიან გვიან არ დაიძინო-თავზე მაკოცა ნათელამ და ოთახი დატოვა
-მოდით კარტი ვითამაშოთ-შევვარდი ბიჭებთან და დივანზე დავეხეთქე
-მე უნდა დავწვე გვიანია უკვე-ფეხზე წამოდგა ნიკა
-აუ ნუ ხარ დებილი, ჯერ 11 საათია-ცხვირი ავიბზუე მე
-მეძინება, შენ და ჩოხელმა ითამაშეთ კარტი-ჩაიცინა ლოყაზე მაკოცა და ოთახი დატოვა
-წავედი მეც-ცხვირი ავიბზუე და ფეხზე წამოვდექი თუმცა ერეკლეც უკან მომყვა და წელზე მომეხვია
-დაიძინე ჩემთან-მიჩურჩულა ყურში და ყელში მაკოცა
-არა, მომშორდი-ვუთხარი და ვცადე მოვშორებოდი
-ჩემი პატარა-უფრო მომეხვია ის
-აუ გადი რა-ვუთხარი აწითლებულმა და მთელ სხეულზე ვიგრძენი როგორ ამეშალა ბეწვი
-მიყვარს შენი ტუჩები-სწრაფად მიმაბრუნა მისკენ და ტუჩებზე დამაცხრა, ნაზად მკოცნიდა და ხელებს მაგრად მიჭერდა წელზე, თუმცა როდესაც კოცნაში არ ავყევი ლოყაზე გგადავიდა შემდეგ კი ჩემს ყელში ჩარგო თავი.
-ამ მცირე დროში ისე შეგეჩვიე თითქოს მთელი ცხოვრებაა ჩემს გვერდით ხარ-ამოიჩურჩულა და ყელში ნაზად მაკოცა
-მე კიდე ვერ შეგეჩვიე, აუტანელი ხარ-ცხვირი ავიბზუე და კვლავ ვცადე დავსხლტომოდი
-არაუშავს, მთავარია ვიცი მომავალში ერთად ვიქნებით-სიცილით მაკოცა ტუჩზე წამიერად და ჩემიანად წავიდა საძინებლისკენ, კარი შიგნიდან ჩაკეტა და სწრაფად გადაიძრო მაისური
-ასე არა? მე შენ გიჩვენებ-ჩავიდუდღუნე და სწრაფად გავიძვრე შარვალი, ჩემი მოკლე პიჟამა გადავიცვი და ისე შევძვერი ლოგინში, მალევე შემომიწვა ერეკლეც და უკნიდან მოხუტება სცადა თუმცა ჩვენს შორის ბალიშები ჩავაკვეხე და მისგან ზურგშექცევით დავწექი, არ გაუპროტესტებია, მალევე დაიწყო მშვიდი სუნთქვა და მივხვდი დაეძინა, უხმაუროდ წამოვდექი ლოგინიდან, მისი და ჩემი ტელეფონი ხელში ავიღე, კომპიუტერიც გულზე ავიხუტე შარვლის ჯიბიდან ოთახის გასაღები ამოვაცალე და ბატონი ერეკლე ჩოხელი საკუთარ ოთახში ჩავკეტე...


ბოდიშით და შეაფასეთ, აღარ დაგიგვიანებთ და მალე დავასრუბელ, თქვენი ვოვა ჩუმაკი.



№1  offline წევრი Mad Lovely

თვალებს არ ვუჯერებ :ო მეღირსაა :დდდ ძაან მაგარი თავი იყო ვგიჯდები შენზე :3 აღარ დააგვიანო რაა

 


№2  offline წევრი ჩუმა

Mad Lovely
თვალებს არ ვუჯერებ :ო მეღირსაა :დდდ ძაან მაგარი თავი იყო ვგიჯდები შენზე :3 აღარ დააგვიანო რაა

აღარ დავაგვიანებ არდადეგები მეწყება მალე და ჩიტივით თავისუფალივარ <3

 


№3  offline წევრი isterichka123

ჰაჰა მაგარია გაგრდზელე

 


№4  offline წევრი ჩუმა

isterichka123
ჰაჰა მაგარია გაგრდზელე

Aucileblad

 


№5  offline წევრი OnlyGirl

ველი შემდეგს :დდ მაგარია <3

 


№6  offline წევრი ჩუმა

OnlyGirl
ველი შემდეგს :დდ მაგარია <3

მადლობა<3

 


№7 სტუმარი Hipo

Aauu rogor velodebi xolme neta icode gvagirsee ":D da ufro xshirad dade

 


№8  offline წევრი გაიღიმე

უზომოოდ მაგარიააა ..მალედადე შემდეგიი .. ^^

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალია
ნ აგვიანებ მალე დადე

 


№10  offline წევრი ჩუმა

ვაიმე რამდენი კითხულობთ თურმეე, აუცილებლად მალე დავდებბბ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent