სიყვარული მეორედაც მოდის (3 თავი)
---გაიცანით ჩემი დაიკოები ლილუ ახალაია და ჟანეტი პეტროსიანი.- ბიჭებს მიუბრუნდა- ეს არის ჩვენი საძმოს ღერძი ნიკოლოზ მიქელაძე, იმ დარტმულის ძმა. ანუ ესეც მიქელა. რეზი კვარაცხელია, რომელსაც ქვია (კვარჩხა), ვანო ბერიძე ანუ (ბერო)და კაკი კანკლაძე ანუ (კანკალა) ამ ორ დარტმულს უკვე კი იცნობთ და მე მთავარი გუგა გურეშიძე გახლავართ!-ახლა გოგოებს წარუდგინა ბიჭები. ---დაგი?- დემონსტრაციულად აღმართა ხელები და თეატრალურად წარმოთქვა რეზიმ. ---ჩვენ როგორც ვიცით აქ იუბილარიაო ასე გავიგეთ!თქვა ნიკამ და მისი შავი არწივივით თვალებით შემომხედა.. --ბევრი არაფერი მაგრამ ეს საჩუქარი მიიღე სამეგობროს საერთო ბიუჯეტიდან და ცალ-ცალკე მერე მოგიტანთ.- თქვა და შეფუთული ყუთი გადმომცა. შემრცხვა და დარცხვენილმა ვუთხარი; ---არ იყო საჭირო. უსაჩუქროდაც ვიღებთ სტუმრებს! ---აიღე ეს თორე აქ მოძალება არ იციან ეს ერთი და მეორე როცა გჩუქნიან რამეს უნდა აიღო!- მკაცრად გაისმა ნიკას ბოხი ხმა და მე ტანში გამაზრიალა მის ხმაზე და შეხებაზე ხომ საერთოდ მეგონა ჩემი გულის ხმას ყველა გაიგონებდა. სახეში შევხედე და დავაკვირდი, როგორ უხდება მის გრძელ სახეს კეხიანი ცხვირი. აი ესაა ნამდვილი ქართული მამაკაცის პორტრეტი. გულუბრყვილო ვიყავი მაგრამ, არა ადვილად მიმდომი. ,,ჩამორჩენილიც შეიძლება ეთქვა ჩემზე ვინმეს, რადგამ მე და ლილუმ მხოლოდ ბავშვთა სახლის იქვე ახლო ტერიტორია ვიცოდით. არასოდეს არ მიფიქრია მოდურ ტანსაცმელზე და მცმოდა ყველაზე კარგად და გამორჩეულად. ჩემი აზრით მოდაა ისაა რაც გიხდება. დღეს და ღამეს გავასწორებ და გური ძიას და მანანა დეიდას იმედს არ გავუცრუებ. ექიმი უნდა გამოვიდე. კიდეც ვიმუშავებ და შეიძლება ის დროც მოვიდეს პასუხი ვაგებინო ყველას. მე ძლიერი ვარ ჩემს გვერდით ლილუ და გუგაა. ახალი მეგობრებიც მომწონს, ვგრძნობ რომ კარგი მეგობრობა გვექნება. თვალდახუჭული შემიძლია ვენდო ყველას მაგრამ, ნიკა? აი ნიკა, კი რთული თემაა. ჩვენ ვერ შევეწყობით ერთმანეთს ჯერ-ჯერობით მაინც. მომავლის იმედი მასულდგმულებს თორემ ჩემი ცხოვრება ყინულივით ცივი იქნებოდა. სუსხიანი თებერვალიც მალე დამთავრდება და წინ სამი თვე მაქვს უნდა ვიმეცადინო. უნდა ვიმუშავო კიდეც და მიზანი რომელიც დავისახე უნდა შევასრულო. კიდევ ერთი დილა გათენდა ჩემს სახლში და კარზე ზარის ხმამ გამომაღვიძა. შემეზარა ადგომა მაგრამ მანანა დეიდას კარში ხომარ ვაყურყუტებდი და თმააბურძგნულმა გავაღე კარები. ---კიდევ გძინავს? მიდი მოემზადე და წავიდეთ 10 საათია. ყავას მოვადუღებ მე მანამდე. ---დღეს გუგამ მითხრა მაღაზიებში გაგიყვანო და მოვა თუ იცი? ---მას წასვლა უთხარი და როგორ არ მოვა. კიდე კარგი გოგო არაა თორე ყველას დაუქიცინებდა თავს და აი მაშვინ იქნებოდა ჩემი საქმე უბედურად!-გულიანად გავიცინე და თავადაც იცინოდა. ---მანანა დეიდა ახლაუნდა გაგახარო !-უცებ შემობრუნდა და მომაჩერდა. --აბა რა მოხდა შვილო, გისმენ! --გადაწყვეტილება მივიღე, წელს გავიდე გამოცდებზე. არ მინდა წელი ჩავაგდო! --ეს რა კარგი რამ მითხარი ჟანეტ შვილო! მაშ მაღაზია რაღად გინდა, ვერ შეწვდები მაგდენს, სამეცადინოს მოწყდები დედი! --შევწვდები, უნდა ვიმუშაო თან და უნდა ვიმეცადინო კიდეც! --ჩემი მტკიცე გოგო. დედას გავხარ ხასიათით! ---მართლა? მიხარია თუ ასეა! --ჟანეტ რა გადაწყვიტე შვილო მამაზე? ---ვფიქრობ და ჯერ ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა, რომ ვნახო რა ვუთხრა, ან რას მეტყვის ის. შევძლებ კი მის ნახვას? ---უნდა შეძლო დედი, აუცილებლად უნდა შეძლო. ის ამდენი წელია გელოდება და კიდევ დაგელოდება! დრო ისე შეუმჩნევლად გადის, უკან მოხედვასაც კი ვერ ვასწრებდი, მთელი მონდომებით დავიწყე სწავლა, მეცადინეობა, მაღაზიასაც კარგად ავუღე ალღო. კარგად გაუგე მაღაზიაში მომუშავე გოგოებს. დღე ვმუშაობდი და ღამე ვმეცადინეობდი, ძალიან ვიღლებოდი და კვირა დღეს დასვენება მინდოდა მაგრამ, ვინ გაცლის ამიტეხდნენ ბრახუნს. ---ვაიმე გუგააა დაგახრჩოოობ!- წამოვხტი საწოლიდან და სამზარეულოში გავარდი. ხელში მომყვა ხრახნინი პურის საჭრელი დანა და ასე გაბრაზებულმა გამოვგლიჯე კარები. ---რამდენჯერ გაგაბრთხილე კვირას ადრე ნუ დამადგები თავზეთქვა!- შევუყვირე კარებში მგომს მაგრამ, იქ გუგა არ დამხვდა. იქ თვალებგაფართოვებული დათო და კაკი იდგა. ---ჟააანეტ ? უნდა დაგვხოცო?- მკითხა სერიოზულად დათომ. იხტიბარი არ გავიტეხე და მეც ომახიანად დაუყვირე. ---ხო, რომ მეორე კვირას მშვიდად ვიძინო დილით და დავისვენო ერთხელ და სამუდამოდ თქვენგან!- კაკი გვიყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს და მოულოდნელად მისმა ხარხარმა მთელი ბინა დაიმხო თავზე. ცოტა ხანში კი სამივე ვიდექით და ვიცინოდით. ---მიდი ადე ჩაიცვი, გადააგდე მაგ მანჭია მაიმუნების პიჟამა გაიზარდე უკვე. მიდი სწრაფდ მოწესრიგდი, გუგა გველოდება ერთ ადგილზე! ---ცოტა დამასვენეთ ხალხო, ცოდვა მადლი არა გაქვთ თქვენ? ---ადე, ნუ წუწუნებ ზარმაცი ბავშვივით! ---ნახე გიო რა გაგვიჩალიჩა გუგამ? იცოდა ამის რეაქცია და ჩვენ გამოგვიშვა. ამას არ შევარჩენ, უნდა ვაზღვევინოთ! ---ნამდვილად უნდა ვაზღვევინოთ. დღევანდელი დღე უნდა ავღნიშნოთ! ---რატო რა ხდება დღეს?- ვკითხე მე გაოცებულმა და თან ორი სვიტერი მეჭირა ხელში სალათის ფერი და ნაცრისფერი რომელი ჩავიცვათქო. ---დღეს რომ გადავრჩით ის უნდა აღვნიშნოთ და ნაცრისფერი ჩაიცვი შავ შარვალზე და დროზე! -მითხრა დათომ. როგორც იქნა გავედით სახლიდან და სავაჭრო ცენტრში მიმიყვანეს. სხვები უკვე იქ გველოდა. ---სადახართ ამდენი ხანი! -გკითხა კაკიმ. ---სადავართ ? მადლობა უთხარით უფალს ეხლა თქვენს წინ მე და დათო ცოცხლები რომ ვართ! ---რა მოხდა?- ეხლა გუგამ იკითხა გაკვირვებული. ---შე ჭკუა სუსტო ადამიანო, იცოდი კვირა დღეს ადრე გაღვიძებაზე ჟანეტის რეაქცია და იმიტომ გაგვიშვი ხო ჩვენ? ---რა დაგარტყათ თავში? ---ჩარტყმას ვინ დაეძებს ხრახნინანი დანით კიღამ აგვკუწა! -ყველა ამათ ხარხარს უსმენდა და უცხო ხალხიც იცინოდა. მე მოშორებით დავდექი და შორიდან ვუყურებდი და მეც მეცინებოდა მათ გიჟურ ქცევებზე. ---ღმერთო ჩემო ესენი არასდროს არ გაიზრდებიან. ამათ მარტო ასაკი ემატებათ და ჭკუით დარჩენილები არიან ბავშობის დროში. -როგორც იქნა დაწყნარდნენ და წავედით საყიდლებზე. ბევრი რამეებიც ვიყიდე, ბევრიც ვიარეთ და დაღლილ-დაქანცულები დავბრუნდით სახლში. ---მე დაღლილი ვარ, არაფლის გაკეთების თავი არ მაქვს. შეუკვეთეთ პიცა და ჭამეთ!---აი მალადეც ოჯახის დიასახლისიც ამას ქვია! -თქვა დათომ. ---ვის ოჯახშიც შენ შეხვალ ხო ააყვავებ რა? -აყვა კაკი დათოს. ---დახოცავს მშიერი ხალხს! არ ჩამორჩა მათ გუგა. ---ნამუსზე მაგდებთ? კაი მოგიტყიპნით რამეს და ჩაგაცეცხლებთ. მივაღწიეთ როგორც იქნა სახლამდე. კარებთან გავჩერდი და ჰაერი დავყნოსე, თვალები დავხუჭე და გემრიელი სუნით კუჭი გავავსე. ---რას შვრები ჟან კარგად ხარ?- გაუკვირდა გუგას რას აკეთებსო. ---დამაცადე შემაგრძნობინე ეს სუნი. რა გემრიელობები გვხვდება სახლში თქვენ აზრზეც არა ხართ! ---შენ რა იცი, არ მითხრა ეხლა სუნი მეცაო! ---თქვენ ვერ გრძნობთ ეხლა ვერაფერს? ---რა უნდა ვიგრძნო გოგო ორსულად კი არა ვარ შორიდან კერძის სუნმა რომ შემაწუხოს!-მითხრა რეზიმ. ---ჩვენ არა მაგრამ, მგონი საეჭვიანოდ მაქვს საქმე. შენსკენ ხომ არაა ეს არასასიამოვნო ეჭვები? ---უუუფ რა ავადმყოფი ხარ გუგა შენ?-ხელი ავუქნიე და გასაღები მივაწოდე-გააღე კარი, გააღე! შეუღრინე გუგას და პირველი შევედი სახლში. სამზარეულოში მანანა დეიდა ტრიალებდა და გემრიელი ჩაშუშულის სუნი მთელ სახლს მოსდებოდა. ---მოხვედით? ხელები გადაიბანეთ და მოდით, მოგშივდებოდათ! ---აი არ ვთქვი? ნიშნის მოგებით გადავხედე ბიჭებს. ---კვარჩხის უნდა ვკითხო სანადიროდ როდის მიდის!- თქვა სერიოზულად გუგამ. ---სანადიროდ მიდიხარ?- კითხა მანანა დეიდამ. ---არა მე არა, კვარჩხამ მითხრა ამის წინ წასვლა მინდაო და ჟანეტს გავატან. ---გაგიჟდი შენ ხო? ჟანეტის რა უნდა სანადიროდ! გაბრაზდა მანანა დეიდა. ---დედააა კარგი ყნოსვის ორგანოები აქვს და ეგებ რამე მოკლან ან დაიჭირონ.- გაეცინა გულიანად ბიჭებს. ---მანჩო ჟანეტმა გარეთ, ეზოდან იგრძნო რომ აქ იყავი! --უნდა დაგნიძლავებოდით და მერე იჭიკჭიკებდით კარგად! ---ერთი დღე მენახა ისეთი რომ სერიოზულები მენახეთ. ცინიკოსები ხართ არ დაიკარგებით არსად. ,,დრო არ ითმენდა, დრო და უსასრულობა თითქოს დაობდნენ ერთმანეთთან. თითოეული თავისას ითხოვს, ღმერთი მათ აერთიანებთ რადგან ორივე მის მიერაა შექმნილი და ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. თითეული ჩვენთაგანი სამი დროით ცხოვრობს. წარსული, აწყმო და მომავალი. წარსულს მართლა ვერ შეცვლით და ვერც უკან დავაბრუნებთ. მომავალი კი დღევანდელი დღით განისაზღვრება. ყოველი განვლილი წელი ტკივილს მახსენებს, ხვალინდელი დღე კი ახალი გულის ძახილია ჩემში. დრო მინდა, მინდა ძალა მოვიკრიბო და დავდგე იმ გზაზე სადაც ღირებულებები დამაახლოვებს მასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემში ის მოახლოებული წუთებია, რომელიც მჯერა სასიკეთოთ შეიცვლება ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის. ვფიქრობ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი, თორემ მეშინია ყველა ლოდინი შემდეგში გვიანი არ იყოს. გადაწყვეტილება დაკვირვებულად უნდა მივიღო და ჩემივე ქმედებით ბედნიერების მწვერვალს მივაღწიო. უნდა გავიგო სად მუშაობს და მივიდე მასთან. ბოლო-ბოლო ის დღემდე ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს. ვნახავ ახლოდან და გავიცნობ.“- ყოველ კვირას ჩემს თავთან მარტო რომ ვშორდებოდი, ყოველთვის მამაზე ფიქრები მახსენებდნენ თავს, ყოვლთვის მინდოდა წასვლა და მისი გაცნობა, მინდოდა, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა, დღეს მეგობრებიც კი არ ყოფილან, ცხოვრებაში პირველად ასე ძალიან შეაწუხა მარტოობამ, რაღაც თთქოს სადღაც ექაჩებოდა, მამის ნახვის სურვილი მასში გამძაფრებულიყო- წავალ და გავიგებ სად ცხოვრობს. გური ძიას ეცოდინება მისი ადგილ-სამყოფელი.-სად არის ჩემი მანტო- სწრაფად წამოვარდი დივნიდან,- ან ახლა ან არასოდეს. მანტო ჩავიცვი და ბინის კარი გამოვკეტე. გარეთ ძლიერი ქარი უბერავს, შიგადაშიგ წვიმასაც ურევს. საერთოდ ვერ ვგრძნობ სიცივეს, ვერც წვიმის წვეთებს, რომლებიც თანდათან უმატებს და მასველებს. გური ძიას სახლსაც მიუახლოვდი და კარებთან მისვლისას მივხვდი რომ აქამდე მოსვლისას ძალიან დავღლილვარ. ზარს ვაძლევ კარზე. ცოტა ხანში კარს გუგა აღებს და გაკვირვებული მზერას ვაწყდები. ---ჟანეტ? რა მოხდა? რას გევხარ,? შეგაშინა ვინმემ? --არა სად არიან შენები?- უკვე დაღლილობისაგან სადაც იყო ჩავიკეცებოდი. ---შემოდი გოგო სახლში, სტუმარი გვყავს! ---გუგა შვილო ვინ არის, რატომ არ შემოგყავს!- კარს უკან მანანა დეიდას ხმა გაისმა ---დე მოდი რა ერთი წუთით!- გასძახა დედას. მისაღებიდან მამაკაცის ხმა მესმოდა. მივხვდი რომ ცუდ დროს მოვედი და ცოცხალი თავით გუგას სახლში არ შევყევი მაგრამ, თანდათან სმენა მებუგებოდა და თვალებში სიმძიმე მაწვებოდა. სუნთქვა დამეკეტა და უკვე მიჭირდა ჰაერის სუნთქვა. სხეულის სიმძიმე ვიგრძენი და გუგას ხელზე დავეკიდე. ---რა მოხდა ჩემო გოგო!- მკითხა მანანა დეიდამ. ---მანანა დეიდა ვერ შემოვალ. აქ გეტყვი ჩემს სათქმელს. მომეცი მისამართი მამასი, უნდა ვნახო. დღეს ეს ნაბიჯი გადავდგი როგორც იქნა და არ მინდა უკან დავიხიო! ---შემოგევლე როგორ გამახარე. შემოდი სახლში და ამოგიწერ ფურცელზე! ---არა ეხლა თუ შევჩერდი, მერე ვეღარ შევძლებ! --ღმერთო ჩემო ცხელი ხარ დედა. სიცხე გაქვს?- ხელზე მომკიდ ხელები და უცებ შეაკრთო ჩემი ორგანიზმის სიმხურვალემ. ---არა, არა კარგად ვარ. სახლში მირჩევნია წასვლა! ---კარგი როგორც გინდა, ახლავეს მოვალ!- გავიდა და მართლაც მალე დაბრუნდა პატარა ფურცლით ხელში. --აი ეს არის მისამართი მაგრამ, მინდა იცოდე ამ კვირას იქნება სახლში. შემდეგ მოგიწევს ლოდინი, რადგან ისევ ბრუნდება მოსკოვში თავის კომპანიაში. შენ შეგიძლია ის შეაჩერო ჟანეტ და სულ გვერდით გყავდეთ ერთმანეთი. საკმარისია ამდენი წლები უერთმანეთოდ ყოფნა. გუგა გაყევი შვილო მარტო არ გაუშვა! ---არა, არ მინდა ტაქსით წავალ. დღეს მარტო მინდა რომ ვიყო, ძალიან გთხოვ გამიგე გუგა ---რომ დაგირეკო მიპასუხე კარგი? დღეს მე შენ არ მომწონხარ. იცოდე თუ რამე მირეკავ და მოვდივარ, ეხლა ტაქსში ჩაგაჯენ და მერე ამოვბრუნდები.- იქვე საკიდიდან მისი მოსაცმელი ჩამოიღო, სწრაფად მოიცვა- წამოდი!- გუგამ მის მკლავებში მომიქცია, გულზე მიმიკრა და ისე გამიყვანა გარეთ. ტაქსი გამიჩერა და გამომიშვა თან მომაძახა; ---ჯიუტი ხარ ჟანეტ მაგრამ მაინც მიყვარხარ! მთელი ღამე ოფლში ვცურავდი და თან მციოდა, ვერ ვთბებოდი. მივხვდი მაღალი სიცხე მქონდა მაგრამ, ადგომის თავი არ მქონდა გამესინჯა და წამალი დამელია. მთელი ღამის სიცხესთან ბრძოლაში დილით ჩამეძინა ცოტა. არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა რომ ძილბურანში ზარის ხმა ჩამესმა და არ წყვეტდა რეკვას. ავდექი შემცივდა, ამაკანკალა თან ოფლისგან სულ სველი ვიყავი. ძლივს მივედი კარებამდე და როგორც იქნა გავაღე. მხიარული სახეებმა შემომცინენ მაგრამ, სახეზე შეახმათ ღიმილი. ---ჟანეტ ავად ხარ?- შეშფოთებული ხმა ქონდა კაკის,- ჩქარა ექიმი და გუგასაც დაურეკეთ! ---რატომ არ დაგვირეკე რომელიმეს ასე ცუდად თუ იყავი!- ხელში ამიყვანა ნიკამ და საძინებელში გამიყვანა. ---სულ სველი ხარ, შენ გამოცვლა გინდა მაღალი სიცხე გაქვს, იწვები გოგო, რომ არ მოვსულიყავით როდემდე იქნებოდი ასე უპატრონოდ? ან სად გაცივდი ასე უბედურად! აღარაფერი აღარ მახსოვს, თვალი რომ გავახილე მარტო ვიყავი. არ ვიცი რა დრო გავიდა, მაგრამ ის კი ვიცი რომ უკვე გვიანი იყო. მარჯვენა ხელი დაბრუჟებული მქონდა შევხედე და გადასხმა მედგა. ნუთუ ასე ცუდად ვიყავი? კარები გაიღო და გუგა მიახლოვდებოდა ფეხაკრებით. შუბლზე ხელი დამადო ფრთხილად და შემდეგ მისი თბილი ტუჩები შემახო თან ბუტბუტებდა. ---რას ფიქრობდი ჯიუტო გოგო, გზაში რომ რამე დაგმართნოდა. ნეტა ვის გავხარ ასეთი ჯიუტი? ---ალბად ძმობილს!-ამოვიჩურჩულე მე ჩახლეჩილი ხმით. ---შენ საერთოდ ნორმალური ხარ? იცი როგორ შემაშინე? -თბილი ხმა უცებ მკაცრი გაუხდა და მიყვუირა. ---ცოცხალი ვარ ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს და ნუ ბუზღუნებ! ---უკეთ ხარ? ჩაის გაგიკეთებ!- უცებ დაუთბა ხმა ---ადგომა მინდა გუ! ---კარგი მაგრამ არ შეგეშინდეს ერთმანეთზე წევს ყველა. არცერთი არ წასულა. მოდი მოგეხმარები და მერე მეც აქ დავიძინებ! ---გამოვცვლი თეთრეულს თორე ვერ მოისვენებ. მოიცა მე ვინ გამომიცვალა. ესენი არ მეცვა მახსოვს! შენ? ---არა,გეტყვი მაგრამ არ იყვირო და ისტერიკა არ მოაწყო! ---ღმერთო ჩემო ვინ გუგა?- გამიფართოვდა თვალები პასუხის მოლოდინში. ---მე რომ მოვედი შენ უკვე გამოცვლილი გქონდა და ნიკა იყო შენთან. კაკი და რეზი წამლების მოსატანად იყვნენ წასულები. კარინა ექიმი იყო მოსული და გადასხმაც მან დაგიდგა! ლასლასით გავედი მისაღებში და გამეცინა რომ შევხედე როგორ იწვა ნიკა მდივანზე მოკუნტული. კაკი ტახტზე, გიორგის და რეზის სასტუმრო ოთახში ეძინათ. ---გადააფარე ამათ რამე, ესენიც არ გაცივდეს!- ჩუმად ჩავჩურჩულე გუგას. ---რომელი უფრო გეცოდება მასხარა თუ დინჯი?- წარბი ამიწია გუგამ და მომაჩერდა. ---არააქვს მნიშვნელობა მაგას, მნიშვნელობა იმას აქვს რომ ესენიც არ გაცივდეს!- გავხედე და მეც თვალი ჩაუკარი გუგას. გული ამიფრიალდა ნიკას რომ შევხედე მძინარეს. გაზაფხული ნელა-ნელა გვიახლოვდებოდა ყველას და მე ნელა-ნელა გრძნობა მიპყრობდა ფარული . დილით რეზის ხმა მომესმა ---,,ეშმაკ-ემაკ მაპოვნინე, მე შენს დედას გაპოვნინებ'' გუგა გაიღვიძე რა რეზის რაღაც დაეკარგა და ეძებს! ---რა დაკარგე მასხარა! -უთხრა კაკიმ --- ღილი ამიწყდა წუხელ და ვეძებ სად დავარდა! ---ვის ეჭიდავე ღილები რომ დაგაწყვიტა?- რეზიმ ნიკას გადახედა, ნიკამაც შეხედა და უთხრა. ---მე ნუ მიყურებ არაფერი არ მიქნია შენთვის! ---ჰუუუმ წვრილმანების გამხელა არ შეიძლება მაგრამ, აღარ გახსოვს? ---ეს მომაკლევინებს ეხლა თავს! -თქვა ნიკამ. --კარგი დაწყნარდით არავინი არ უსმენს თქვენ დებილობებს. მომისმინეთ, დღეს კვირაა არცერთი არ მიდიხართ სამსახურში და წადით ლუდი ამოიტანოთ დავით!- უთხრა ნიკამ. ---გაზაფხულის საღამოა ნარ-ნარიიი დამეხმარეთ, შემიგროვეთ ლარ-ლარიიიი.- წაუმღერა დათომ. რითინ წავიდე ჯიბე გახვრეტილია და ფული გავარდა, აღარ არის! ისე გაშალა ხელები ყველას გაეცინა. ---რომ დამდგარხართ იცინით და როხროხობთ, ჟანეტი ნახეთ როგორაა?-იკითხა გიორგიმ. ---მე წავალ და ვნახავ!-თქვა ნიკამ და წამოდგა. ნიკა 12 საათი იყო სამუშაო მოვილიეთ და ბიჭებმა თქვენ ჟანეტთან ავიდეთ რამე გემრიელი გავაკეთებინოთ და ჩაუჯდეთ. ჩვენც წავედით, მარკეტში გავიარეთ რაც გვინდოდა თუ არ გვინდოდა ყველაფერს ვყრიდით კალათში. დასალევიც ავიღეთ და წავედით. ერთი საათი ვაკაკუნეთ თუ ვაზარუნეთ კარებზე. დავცინოდი გიორგის შენ და დათოს დანით გამოგეკიდა და ახლა ალბად ნაჯახს ეძებს და იმიტომ დააგვიანდა კარის გაღებათქო. როგორც იქნა დაგვადგა საშველი და კარი გაიღო მაგრამ, სიცილი ყველას სახეზე შეგვაცივდა როცა ჟანეტს შევხედეთ. ფეხზე ძლივს იდგა და სულ სველი იყო ოფლში ცურავდა. ცელოფნები ძირს დავყარე უნებურად, ხელი ვსტაცე და მის საძინებელში გავიყვანე. საწოლიც სულ სველი იყო ოფლისგან.იქვე ტახტზე დავაწვინე, უცებ კარადა გამოვაღე და თეთრეული გამოვიღე და მე და გიორგიმ გამოუცვალეთ. რეზიმ ექიმთან დარეკა, შემდეგ მისი პირადი ნივთების უჯრა გამოვაღე კომოდში და რომ შევხედე როგორი ჩაწყობილი ქონდა ყველაფერი ფერების მიხედვით ჟრუანტელმა დამიარა. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,ხელები თავისით მოძრაობდა, რაც მომყვა ხელში ავიღე და გამოვუცვალე. ისე ვაკეთებდი ამ ყველაფერს არც შემიხედია მისი სხეულისთვის. ვერ გამოვიყენებდი დროს ის ცუდად იყო და მე მისი სისუსტით ვერ ვისარგევბლებდი. ჩავაწვინე საწოლში და რეზიმ ძმრიანი ტილო დავადოთო და მეც ძმარი მოვძებნე. დავადეთ ტილო და ვერ თბებოდა,კბილებს-კბილებზე ურტყამდა და კაწკაწი გაქონდა. ---სად გაცივდი ასე, სად იყავი ჟანეტ!- არაფერი ესმოდა ის გამოეთიშა საერთოდ სამყაროს. ---გუგას დაურეკეთ ცუდადაა. უმჯობესია საავადმყოფოში გადავიყვანოთ!- უკვე შიშმა პანიკაში ჩამაგდო. ---მოვა ექიმი ახლავეს და გადასხმას დაუდგამს. შენ რა იყო რა ფერი გადევს, რა პანიკაში ჩავარდი!- მკითხა დათომ. ---შემეშინდა ასე რომ შევხედე!- დავიბენი რა მეთქვა არ ვიცოდი. ჟანეტი დანახვისთანავე გულში ჩამივარდა. შორიდან ვაკვირდებოდი, არ ვჩქარობდი რამე მეთქვა მაგრამ, დათომ მიმიხვდა ჩემი ანერვიულების მიზეზსს. ---ნუ გეშინია კარგად იქნება. კარგი არჩევანია ბრატ. ბრავო. გქონია გემოვნებაც და ცოტა ტვინიც! -მითხრა და თვალი ჩამიკრა. დილით რომ ავდექი თხელი პლედი მეფარა გავედი ჟანეტის ოთახში და შევხედე გუგა იწვა მასთან. შემშურდა მეც რომ არ მაქვს უფლება მასთან ასე ახლოს ვიყო და მისი სუნი შევისუთქო. მიუახლოვდი ახლოს და შუბლზე ვეამბორე. ცხელი აღარ იყო, აღარ ქონდა სიცხე. მ აგრად შემეშინდა უყურებდი მძინარეს და ჩემთვის ვფიქრობდი, მას რომ რამე დამართნოდა? ვერ გავიგე გუგამ როდის გაიღვიძა ან როდის ადგა.მომიახლოვდა და თვალებთან ხელი ამიქნია. ---ნიკა რა ხდება რა გემართება. ასე აგიფრთხიალა გული?- ფრთხილად წამოდგა გუგა, ჟანეტს რომ არ გაღვიძებოდა. ---გუგა შენ არ იცი წუხელ როგორ შემეშინდა. მართალი ხარ ამიფრთხიალა გულიც და სულიც. ბედნიერი ვიქნები თუ ისიც იმავე გრძნობით მიპასუხებს!- თან ისე ძალიან გამიხარდა, ეგოისტურად გუგას მხოლოდ ფეხსაცმელი გაეხადა და ისე დაწოლილიყო. ---მე მის მაგივრად ვერც პასუხს გაგცემ მაგრამ, გახსოვდეს არ მოგცემ უფლებას მის გრძნობებზე ითამაშო! ---გუგა მას წუხელ შევხედე ყელში შრამი აქვს. რა დაემართა, როგორ დაიწვა! ---5 წლის იყო, მაგიდას ვერც წვდებოდა, მაგიდასთან მივიდა ჩაის ჭიქა უნდოდა აეღო ხელში მისი პატარა ხელებით და ვერ მიწვდა, ცხელი იყო ჩაი და კისერში ჩაისხა. უმკურნალა დედამ მაგრამ ასე შრამად დააჩნდა, ამიტომ იცვამს ის სულ ყელიანმებს! ---ეს ჩემთვის უმნიშვნელოა გუგა. მას რაც მთავარია სუფთა გული და ლამაზი სული აქვს და მე სწორედ ეს სილამაზე მომწონს მასში! --მე ხელს არ შეგიშლით ნიკა. რა თქმა უნდა თუ ეს ჟანეტის თანხმობაც იქნება და სურვილიც. ბედნიერებას მაშინ გისურვებ როცა მისგან მოვისმენ იგივე სიტყვებს. მაგრამ ვეჭვობ ამ თანხმობის მიღებაზე, დარწმუნებული ვარ დაგაგვიანდება პასუხის მოსმენა. ის არ არის ისეთი ყელზე შემოგეხვიოს და ჩამოგეკიდოს! ---ასეთი არც მე მინდა გუგა. დაველოდები, რა დროც დამჭირდება მის მოსარჯულებლად! ---რას შვრებით აქ რომ აღარ გამოდით, როგორაა! ---ჯობია დათო მე მგონი სიცხე აღარააქვს! ---წამოდი გავიდეთ სადაცაა დედაც მოვა! კისერი მწვავდა, ნერწყვსაც ვერ ვყლაპავდი. სიცხე არ მქონდა მაგრამ სუსტად ვიყავი. ადგომა მინდოდა, წამოვიწიე და მანანა დეიდა შემოვიდა. ---როგორ ხარ შვილო ჟანეტ! ---უკეთ ვარ ვატყობ სიცხე არ მაქვს. ადგომა მინდა! ---ადექი თუ შეგიძლია დედა ყველანი აქააა. ცოტა რაღაც შეჭამე. ფერი არ გადევს საერთოდ! ---ყველი, პური, ხაჭაპურიიიი!- წაუმღერა რეზიმ. -და თავი შემოყო კარებში- მანჩოოოო მოგვშივდააა! ---მალე იქნება! --თუ ჟანეტი არ ადგა მე ლუკმა არ გადამივა ყელში!- თქვა დათომ. ---დავით მიქელაძე კი ვიცოდი ოქროს გული რომ გქონდა მარა, თუ ასე ბაჯაღლო გულს დაატარებდი მკერდით ეს არ მეგონა!- თქვა რეზიმ. ---თავად ბაჯაღლო ვარ და იმიტომ ჩემო რეზი!- მარტო დამტოვეს ოთახში, მალე მოვწესრიგდი, მანანა დეიდამ მაგიდა გააწყო და ყვეელა გემრიელად ილუკმებოდა. მე კი ყელის ტკივილი არ მაძლევდა საშუალებას ეს გემრიელობები გამესინჯა და მსუბუქად ვისადილე. ---რეზი მარილი მომაწოდე რა!- თხოვა გიორგიმ. --რა? --მარილი ბიჭოთქო! ---დაბრმავდი? წინ გიდევს და ვერ ხედავ?gde ti smotrish daragoi.kashmar! ---რა დავბრმავდი კიარა ჩემისთანა სასიძოს სანთლით ეძებენ მთელ თბილისში! თქვა გიორგიმ. --ხო ვიცით იმიტომ ვიმალებით ბინიდან-ბინაში!-თქვა დათომ. ---შენი თავი რომ არ წაგვართვას თბილისის კოლორიტმა გოგოებმა გიორგიიი! არ ცხრებოდა რეზი.- რომ გაივლი ქუჩებში კარგად მოუსმინე, რომელი გოგოც ჩაგიმღერებს იმისი ხარ და ფრთხილად არ შემოეჭამო ხელში! უთხრა დათომ. ყველა იცინოდა და რეზი არ ჩერდებოდა და უთხრა. --გიო სიმღერის ტექსტი ზეპირად უნდა იცოდე არ შეგვარცხვინო., ,უმიზეზოოოდ გამირბიხაააარ,უმიზეზოდ მაწვალეეეებ,მაინც ვეღარ შეგელიეეეე,სხვაზე ვეღარ გაგცვალეეეე.ასე შორს ვინ წაგიყვანა,ასე როგორ დაგმალეეეენ,ვერც მისამართს ვერ ვპოულობ,ვერც მოვაგენ ნაკვალეეებს!ჩაამღერა რეზიმ და აღარ შეგვეძლო სიცილისაგან. --არც დაბნეულა გიორგი და არც ჭამისთვის დაუნებებია თავი. ხელები გაიმშრალა და დინჯად მოემზადა პასუხის გასაცემად და პასუხმაც არ დააყოვნა ,,შენი თვალები მაგიჟებს, შენი ტუჩები მთიშავს, აგიყვან ეხლა ხელშიდა კედელზე მიგათხლიშავ''.ეს უკვე პიკი იყო. მთელი სახლი ზანზარებდა. ---ვაიმეეე აღარ შემიძლიააა!,ვეღარ ვსუნთქააავდი სიცილისგან. ---თქვენთან რომ არ მოიწყენს ადამიანი, თქვე უდარდელებო. ას წლიანები კიარა ათას წლიანები ხართ თქვენ! როგორც იყო დავწყნარდით და უეცრად კაკი შეეკითხა გუგას ---გუგა ლილუ რატომ არ მოვიდა, დიდი ხანია აქეთ არ ყოფილა!. ---ლილუ? გაკვირვებულმა შეეკითხა გუგამ. --ხო რა იყო, რა პერეკოსად მიყურებ!- არ შეიმჩნია გუგას გაკვირვებული და დაბღვერილი გამოხედვა. --რა გინდა ლილუსთან, პერეკოსად მე გამოგახედებ შენ, რამე არ შეგეშალოს! -შეუღრინა გუგამ კაკის. ---მანანა დეიდა რა კარგი წყვილი ხართ, მოკლედ რა ძალიან მიყვარხართ. ასეთ კარგ ხალხს, ეს ასეთი მახინჯი სულის ადამიანი როგორ ჩაისახა თქვენში და მერე როგორ გაიზარდა ასეთი უჟმური და უხეში!- სერიოზულად უთხრა რეზიმ მანანა დეიდას. ---დავიბადე თბილიში. ბავშობიდან ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი კარგი არქიტექტორი მაგრამ, უფალმა შენს გვერდით ყოფნა მომისაჯა შე მართლა სულით მახინჯო ადამიანო!- გუგამ ერთი ამოსუნთქვით ჩამოაყალიბა რეზის კითხვის პასუხი. --ვაიმე ცუდად ვარ ,წადით სახლში დამასვენეთ ცოტა! ---მასე იყვირებდი შენ, ჩვენ რომ არ მოგვესწრო შენვის! ---გადამატანეთ თან ერთი ღამის თევა. მანანა დეიდაქათმის ჭირი გამიგია, ღორის ჭირიც გამიგია მაგრამ, ამათი მოშორების ჭირი არ არსებობს რომ შეეყაროს ამათ და დილას მეც ვიძინო?-უთხარი მანანა დეიდას სიცილით. ---ააა გაუკეთე ადამიანს სიკეთე. გამოიხედა თვალებში და ეხლა აღარ უნდა აქ რომ ვიყოთ, გვაგდებს სახლიდან!- სიცილით თქვა გიორგიმ. ნიკა წამოდგა ფეხზე და მითხრა. --ვალში ხარ ჟანეტ!- გაკვირვებულმა შევხედე და მეც არ დავრჩი ვალში. ---ნიკა ეს ერთი ღამის ვალი თუ მაქვს, გახდი ავად და სამი ღამე გადამბულად მოგივლი. ფეხს არ მოვიცვლი იქედან მანამ, სანამ კარგად არ იქნები. მხოლოდ ვიცოდე ამ შენი ერთი ღამის ვალიდან გავთავისუფლდე!- მეწყინა ნიკას სიტყვები და არც დავფიქრებულვარ ისე ვესროლე მეც ეს სიტყვები. ადგა ჩემსკენ წამოვიდა და პირისპირ დამიდგა. ვხედავდი მისი თვალებიდან სიბრაზე კიარა უზარმაზარი ვნება მოდიოდა. მიყურა, მიყურა და ვნება მორეული ხმით მითხრა; ---რომ გავხდე ავად მართლა წამოხვალ და მომხედავ? ---სულ ამ სამი დღის დაყვედრებას წამოვალ! ---მე დროებით და სამი დღით, ან სამი კვირით არ მინდა შენი ჩემთან ყოფნა ჟანეტ. მე სამუდამოდ მინდა ჩემს გვერდით რომ იყო! -თვალები გამიფართოვდა და ჯერ გუგას გადავხედე და მერე ყველას. დათომ გამიცინა ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და თვალი ჩამიკრა. თვალები მოვჭუტე და ბიჭებს ვუთხარი- ახლა მე მაქვს სიცხე თუ ამას? ნიკას ფეხიდან ავაყოლე თვალი ნელა-ნელა და თვალებთან შევჩერდი .ავიღე ხელი და შუბლზე მივადე. ---ნიკა ავად არ ხარ და მგონი არც სიცხე არ გაქვს! ---რა იცი რომ სიცხე მაქვს? ---იმიტომ რომ მძინარე კი არა ფხიზელი ბოდავ. თუმცა არ გეძრახის გადაღლილი ხარ!-თვალი ჩავუკარი და გავეცალე. ბიჭებს გადავხედე ისევ და ჩუმ-ჩუმად იცინოდა ყველა. ---ღამე მშვიდობიდსა ყველას. გუგა თუ მიდიხარ გასაღები წაიღე და დილას მოდი.მეძინება და უნდა დავწვე! ---არსად არ მივდივარ აქ ვრჩები. მარტო არ დაგტოვებ ჟანეტ ! -მოვიდა და შუბლზე მაკოცა. ხვალ ლილუ მოვა და ის დარჩება ცოტა ხნით შენთან! ოთახში შევედი და ჯერ კიდევ ვფიქრობდი ნიკას სიტყვებზე. ფიქრებიდან ნიკას სიტყვებმა გამომიყვანა; ---შეიძლება დაგეგმილი არ მქონდა ეს ყველაფერი და უცებ მოხდა მაგრამ, რასაც ვამბობ გააზრებულად ვამბობ ჟანეტ. მე ყველა გამვლელს არ ვეუბნები ამ ჯადოსნურ სიტყვებს ნებისმიერ წუთს როცა გამიხარდება. ასე ადვილად არ შეიძლება ამ სიტყვების თქმა. ფიქრის დრო გაქვს, მე არ გაჩქარებ დროებით ამ თემას ტაბუს ვადებ. არ მინდა ჰაერში დამრჩეს გასროლილი ეს სიტყვა და გაუფასურდეს პასუხის გარეშე. ეს ისეთი ლამაზი გრძნობაა რომ მას ხელოვნური გალამაზება მხოლოდ ამახინჯებს ჟანეტ.ზოგჯერ უბრალოდ სჯობს მიხვდე და ყურში ჩასჩურჩულო ეს ძნელად სათქმელი სამი სიტყვა. ,,მე შენ მიყვარხარ''. იფიქრე დრო გაქვს, მე არ გაჩქარებ. როცა თავად მიხვდები შენს გრძნობებში მე მაშინ მოგისმენ და მინდა გითხრა აქედანვე რომ უბედნიერეს კაცად მაქცევ!-მოვიდა ახლოს შუბლზე მისი რბილი ტუჩებით თბილი კოცნა დამიტოვა და დამტოვა შუა ოთახში გაოგნებული. ..... საღამო მშვიდობისა ჩემო კარგებო... ბოდიში დაგვიანებისთვის და დაგვიანებისგან გამოწვეულ დანაშაულს საკმაოდ დიდი თავით გამოვისყიდი, ველოდები შეფასებებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.