შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარხარ თავი 2


21-05-2016, 18:46
ავტორი Viktoria
ნანახია 2 149

როგორც იქნა მივედი ნათიას სახლთან, ეს სახლი ჩემთვის ძალიან ძვირფასია,უამრავი მოგონება მაკავშირებს მასთან ჩვენი ბავშვობა,ცელქობა და ა.შ.
კარზე დავაკაკუნე,კარი მალევე გამიღო ისე გამიხარდა მისი ნახვა რომ კარშივე ვეცი და ყელზე ჩამოვეკიდე,ასე ვიყავით ცოტა ხნით შემდეგ კი მისაღებ ოთახში შევედით მდივანზე ჩამოვჯექით და საუბარიც გავაბით.
-სხვა რა ხდება შენსკენ? ლაშიკო სად არის? იცი როგორ მომენატრეთ.
-რავი ვართ რა ისეთი არც არაფერი ლაშა ხომ იცი ხან სად არის და ხან სად გუშინ სახლშიც არ მოსულა ვერ გავიგე სად დადის თითქმის ყველა მის მეგობარს დავუკავშირდი მაგრამ არცერთთან არ იყო,რომ მოვა აუცილებლად გავარკვევ სად დაბოდიალობს ცოტა მკაცრად თუ არ მივხედე არ ვიცი რა მოხდება. საუბარი კარის გაღებამ შეგვაწყვეტინა მისაღებ ოთახში ლაშა და ვიღაც უცნობი შემოვიდა, ნათია სიახრულით მისკენ გაიქცა და ყელზე ჩამოეკიდა.
-როგორ ხარ ჩემო დაიკო?
-ლაშუ მე კარგად და შენ?
-მშვენივრად მაგრამ შენ სულ დამივიწყე
-შენც საერთოდ აღარ მნახულობ
-მოდი ერთი ჩაგეხუტო.
მომიახლოვდა ჩამიკრა გულში და როგორც ყოველთვის მისი საფირმო კბენით დამიმშვენა კისერი
-ნათ ჩვენ მაღაზიაში ჩავალთ რაღაცეებს ვიყიდით და ჩავუჯდეთ ჩვენებურად.
-კარგი მიდი ჩვენც დავტრიალდებით.
-ხო მაგრამ ნათ მე დიდი ხნით ვერ გავჩერდები.
-მაგას ჩვენ გადავწყვიტავთ ჩაიცინა ლაშამ და უცნობთან ერთად დატოვა ოთახი. 15 წუთის შემდეგ ამოვიდნენ სავსე პარკებით.ყველანი დავტრიალდით სამზარეულოში და ყველა იმას ვაკეთებდით რისი კეთებაც ვიცოდით.მე თითქმის თავისუფალი ვიყავი ხშირად მეჩხუბება ჩემი და რომ რაღაცის კეთება მაინც ვისწავლო, რა ვქნა არ გამომდის, მაგრამ პრინციპში თუ კიდევ არ ვცდი როგორ გავიგებ სიმართლეს. ჩემთვის ვიჯექი და ვუცქერდი მათ, უცნობს ვუცქერდი ისეთი საყვარელი იყო და ისე კარგად ფლობდა კულინარიას რომ მისი შემშურდა, შემამჩნია რომ ვუცქერდი ჩაეღიმა ირონიულად მე კი სახე რატომღაც გამიწითლდა. ჩემს თავზე გავბრაზდი, რატომ არ ვკითხე ვინ იყო როცა ნათია მარტო ჩავიგდე ხელთ, მაგრამ არც მაგისთვის გვეცალა იმ დროს .დიდი მონდომებით სუფრა გავშალეთ და ჩავუჯექით ჩვენებურად,მივირთვით ვიცინეთ ვხედავდი რომ უცნობი მიცქერდა, მაგრამ რატომღაც ხმას არ იღებდა.
--- უცნობი---
როგორც კი მისაღებში შევედი, თვალი მომჭრა სულ არ შეცვლილა ისეთივეა როგორიც მაშინ იყო,როდესაც ერთად ვთამაშობდით, როდესაც ვსეირნობდით,მისი სახე ყოველთვის ასეთი ლამაზი და მიმზიდველი იყო მის ბაგეს კი თვალს ვერ ვაშორებდი,მინდოდა რომ ძლიერად მეკოცნა მისთვის ჭკუიდან მშლიდა ის ფაქტი რო მას საერთოდ არ ვაინტერესებდი, ის ხომ ერთადერთი იყო ვინც უარით გამისტუმრა.არა ასე არ იქნება მე მაინც ჩემსას მივაღწევ.სამზარეულოში შევედით და როგორც უკვე ვიცოდი არაფერი არ გააკეთა,ისევ არაფრის კეთება არ იცის. ჩამეღიმა მის მზერას რომ მოვკარი თვალი ირონიულად ჩავიღიმე ისე მიცქერდა აშკარად ვერ მიცნო თორემ როგორც ყოველთვის თავს გაქცევით უშველიდა.
-მოდი ჯოკერი ვითამაშოთ გაიღიმა ლაშამ და ყველას მუდარით გადმოგვხედა
-ნათიამ პასტა-ფურცელი მომაწოდა
-შენ დაწერე გთხოვ.
-კარგი რა პრობლემაა...
-მოიცა კარტი რომ არ ვიცი სად არის გავალ მოვძებნი.
ლაშამ ოთახი დატოვა,ცოტა ხნის შემდეგ მისი ყვირილი გავიგონეთ,ყვიროდა და ვგრძნობდით რომ აქეთ-იქით ბოლთას სცემდა.
-ნათია ამოდი და მომეხმარე... გთხოვ ბოლო სიტყვა რბილად მოაყოლა
-მოიცა ახლავეს მიდი რა შენ უთხარი თუ რა უნდა დაწეროს, ბოლო როგორც ყოველთვის ლაშა იქნება ხომ იცი არ დათმობს ეს ჩვევა წესად ექცა უკვე.ჩაიღიმა და ოთახი დატოვა,რამოდენიმე წამის შემდეგ უცნობიც ალაპარაკდა.
-თუ ლაშა არის ბოლო, მაშინ პირველი ნათიაა,შემდეგ შენ. ჩემი სახელი ჩავწერე და მივუბრუნდი მას .
-ანა მე ანი მქვია
თითქოს ჩემი ხმა არც გაუგონია ისევ ჩაიღიმა და კარნახი გააგრძელა.შემდეგ ნიკა გაიცინა და გადმომხედა მე.
-მე ნიკა მქვია
და ისევ დამასაჩუქრა მისი ღიმილით.
--- ანი---
როცა მისი სახელი გავიგონე ძარღვებში სისხლი გამეყინა,ნუთუ ისაა, არა ოღონდ ის არა,მხოლოდ ეს გავიფიქრე, მონდოდა რომ სადმე გავპარულიყავი როგორც მაშინ, გამახსენდა პატარა რომ ჩავირბენდი კიბეებს და გავრბოდი მას გავურბოდი, გამეღიმა.
-როგორ ხარ ანი, რას შვები?სიმართლე რომ გითხრა არც შეცვლილხარ ისევ ისეთი ხარ როგორიც იყავი.
-კა-კარგად,ცოტა წავიბლუკუნე, ჩაიღიმა, აი შენ კი შეცვლილხარ თან ძალიან.
-ხო ვიცი რომ ეხლა უფრო მიმზიდველი გავხდი,იმედია ესე მაინც მოგხიბლავ.
-არა ნიკუშ ხომ იცი რომ არანაირი შანსი არა გაქვს
-ვიცი რომ შანსი არა მაქვს რადგან შენ იმდენად გეშინია ჩემი, რომ გამირბიხარ, სულ გამირბოდი და დარწმუნებული ვარ რომ ახლაც გამეპარები.
-შენ გგონია რომ მე შენი მეშინია ? გადავიკისკისე რადგან, ვცდილობდი მწარე რეალობა არ შემემჩნია.
-შენც მშვენივრად იცი პასუხი.ჩაიღიმა.
რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ოთახში ნათია შემოვიდა მას ლაშაც მოჰყვა.
-იცით კარტი ვერ ვიპოვეთ მაღაზიაში ჩავირბენ და მალევე ამოვალ კარისაკენ აპირებდა გარბენას ლაშა მაგრამ მე შევაჩერე.
-ლაშ, მოიცა სხვა დროს ვითამაშოთ გთხოვ გვიანია უკვე თან ნიაკოც მარტო არის სახლში ცოდოა.
-ნიაკოც წამოგეყვანა მერე ეგოისტო გამებღვირა ლაშა და გადმომხედა, შემატყო რომ მეწყინა მისი ქმედება, მომიახლოვდა და მომეხვია.
-კარგი ანი რა იყო, ხომ იცი როგორიც ვარ, ამ ერთხელ გაგიშვებ სახლში, მაგრამ შემდეგ რომ იცი თავიდან ვერ მომიცილებ.
ისევ აპირებდა კბენას მივუხვდი და თავი გვერდზე გავწიე.
-ნუ გეშინია ახლა მეორე მხარეს გიკბენ.
მასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა ნათიას ეღიმებოდა ჩვენზე ნიკა კი უბრალოდ ერთ წერტილს უცქერდა.
-ტაქსს,გამოვიძახებ კარგი
-კარგი ნათ.
მეც მას გავყევი და ჩავეხუტე სანამ ტელეფონთან მივიდოდით ნიკამ შეგვაჩერა.
-ტაქსში რატომ რეკავ?მანქანით ვარ მე წაგიყვან. თუკი რათქმაუნდა ისევ არ გამექცევი, შენ ხომ ჩემი გეშინია.
ლაშას და ნათიას ჩვენზე გაეცინათ,ცოტა ვიწყინე კარგი ლაშამ არა, მაგრამ ნათიმ მაინც ხომ იცოდა რატომაც გავურბოდი,მაგრამ როცა მას შევხედე მეც გამიხარდა, გამეცინა ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო.კვლავ წამომიტივტივდა ჩვენი გათენებული ღამეები ჭორავი,კისკისი მომენატრა ის დრო ძალიან მომენატრა ფიქრებიდან ნიკას ხმამ გამომაფხიზლა.
-რას იზამ თანახმა ხარ თუ ისევ გაიქცევი მშიშარა.
-იცი რა მე შენი სულაც არ მეშინია ასე რომ მშიშარას ნუ მეძახი გაიგე, კარგი წამოვალ თანახმა ვარ.
მეგობრებს დავემშვიდობე და სახლიდან გავედი ნიკამ კარი გამიღო და ასე აღმოვჩნდი მის მერსედესში.



№1 სტუმარი maka ninidze

Warmatebebs gisurveb.gaagrzele zvirfaso...yoveltvis davelodebi shen siaxleebs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent