შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [3]


21-05-2016, 22:42
ავტორი N7
ნანახია 3 199

3
რამე რომ არ ეთქვა ან გაეკეთებინა, ალბათ, მოკვდებოდა. მუხლები უკანკალებდა და გული გამალებით უცემდა. ისე, თითქოს გადმოვარდნას ლამობდაო. არასდროს დაუბნევიათ მამაკაცებს თიკა, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. იმდენად განსაკუთრებული, რომ მოდუნებული სხეული და დაწყნარებული ნერვული სისტემა კვლავ აუფორიაქა.
– გამარჯობა, – წარმოთქვა და ნერვიულად გაუღიმა.
– გამარჯობა, – ტუჩის კუთხე ჩაეტეხა ბიჭსაც. – დაჯექი, – დაამატა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.
უნდოდა ეთქვა „იყოს, ჩემით გავალო“, მაგრამ ამ წვიმაში არსად გამსვლელი არ იყო. უკანა კარი გააღო და თბილ სავარძელზე სრულიად გალუმპული მოკალათდა.
– ძალიან დიდი ბოდიში რა, – ამოიჩურჩულა და ნერვიულობისგან ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
შეამჩნია, როგორ შეხედა სარკიდან ბიჭმა და თითქოს წამით მოეჩვენა, რომ ვნებამ ნაცრისფერი თვალები შეცვალა. მხოლოდ წამით, შემდეგ ნისლიც გაიფანტა და გულწრფელი ღიმილი გამოჩნდა.
– არაფერია... ტყავისაა სავარძლები.
კიდევ უნდოდა დაეწყო საუბარი და დაუსრულებლად გაეგრძელებინა, რადგან ეს იმ ნერვიულობას მოუხსნიდა, რომელსაც ეს იდუმალი ბიჭი განაცდევინებდა. თუმცა, უნდა ითქვას, ამ საღამოს იმდენად იდუმალი აღარ იყო... ტანს არც კაპიშონიანი ჟაკეტი ემოსა და არც ის გამოხედვა ჰქონდა, პირველივე შეხვედრისას რომ დარტყმისთვის გამოიყენა.
– წვიმა არ გშორდება, ხო? – ეცინებოდა ბიჭს.
– ასეა. სამწუხაროა, რომ ჩვენი სიყვარული ცალმხრივია... – დანანებით გააქნია თავი გამხიარებულმა თიკამ და ხმამაღლა გაიცინა.
– ამ საღამოს გარეთ გამოსვლა რამ გაიძულა? – დასერიოზულდა ბიჭი.
ხმამაღლა ამოიხვნეშა თიკამ მარიამის გახსენებაზე. წამით იფიქრა, რომ ყველაფერს ეტყოდა და იქნებ ეს აღმოჩენილიყო განტვირთვის საშუალება, თუმცა მალევე წაიშალა ეს ფიქრები გონებიდან, რადგან იმ მომენტში უფრო სულელურ გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა და ეს ფაქტი თავის დროზე გააცნობიერა.
– განტვირთვა მინდოდა, – მხრები აიჩეჩა.
– რატომ ასე სკეპტიკურად? – ისევ იღიმოდა სარკიდან მარწყვისფერ ტუჩებიანი იდუმალი ბიჭი.
– გრძელი ამბავია, – მხრები აიჩეჩა თიკამ.
– გვეჩქარება?
გაუკვირდა, ასე რომ დაინტერესდა უცნობი მისი პირადით. ალბათ, ზედმეტად ჭორიკანა კაცი იყო. ღმერთო, როგორ სძულდა ასეთი კაცები...
– მე არ მეხება... – თქვა რამდენიმე წამის შემდეგ.
– შენ რაც გეხება, იმაზე მომიყევი რამე, – ისევ იჩენდა ინტერესს ბიჭი.
თიკას გაეღიმა.
– მოვედით უკვე, – სადარბაზოზე ანიშნა.
– კაფეში რომ დაგპატიჟო? – არ დაყარა ფარ–ხმალი ბიჭმა.
თიკამ საათზე ანიშნა და ისე დაამატა:
– უკვე ძალიან გვიანია, დაკეტილი იქნება კაფეები.
კარისკენ ჩაიჩოჩა, რომ გაეღო, თუმცა ნაცნობმა ხმამ კვლავ შეაჩერა.
– მე ვიცი კაფე, რომელიც ახლაც მუშაობს და მერეც...
ღრმად ჩაისუნთქა თიკამ და სახეზე ხელები გადაისვა. კიდევ ერთი მიზეზი და დანებდებოდა, მაგრამ იცოდა, გასაქცევი ყველა გზა ჩახერგილიყო.
– რატომ უნდა გენდო? – ჰკითხა გულწრფელად.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
– მართალი ხარ. მიზეზს ვერ ვხედავ შენი ჩემდამი ნდობისთვის, მაგრამ მაინც, ორჯერ გამოვგლიჯე შენი თავი განსაცდელს მარწუხებიდან.
იდუმალ ბიჭს ტუჩის კუთხე გამარჯვებული ღიმილისგან ჩასტეხვოდა. ახლა მართლაც გაემარჯვა, რადგან თიკა ისედაც ყველას ენდობოდა, ამ ბიჭთან კი ორმაგი მიზეზი ჰქონდა.
მანქანა კვლავ დაიძრა. ჯიბეში ტელეფონი მოძებნა და დარეკა. ნინო გააფრთხილა, რომ შეაგვინდებოდა.
– ძალიან ნუ დააგვიანებ, თიკა, – უთხრა თბილად ქალმა.
ყველაზე მეტად ნინოს უნდოდა შვილის გათხოვება. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ თვლიდა, ქალმა ჯერ კარიერა უნდა მოიწყოს და შემდეგ დაიმედებული უნდა ჩაეჭიდოს ცხოვრების ამ ყველაზე რთულ უღელსო, ახლაღა ხვდებოდა, რომ საუკეთესო ასაკში იყო შვილი და ახლა თუ არა, შეიძლება შემდეგ მერე ძალიან, ძალიან დაგვიანებული ყოფილიყო. თანაც უნივერსიტეტს ამთავრებდა უკვე, მაგისტრატურას ოჯახთან ერთად გაივლიდა, ამას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა.
– დედა? – სარკიდან ინტერესით უყურებდა ბიჭი.
თიკას ჩაეღიმა და ინტუიციამ უკარნახა, რაც უნდა ეთქვა.
– ქმარი, – მხრები აიჩეჩა და საქარე მინისკენ გააპარა მზერა, რადგან დიდხანს რომ ეყურა იმ სახისთვის, რაც ბიჭმა იმ მომენტში მიიღო, უეჭველად გაეცინებოდა და ისიც მიხვდებოდა „ხუმრობას“. თუმცა, დამეთანხმებით, ნამეტანი უკბილო ხუმრობა გამოუვიდა, რადგან ბიჭი იქამდე მივიდა, კინაღამ გადაიფიქრა.
– არ გავხარ გათხოვილს... – ვერ ხედავდა ბიჭის გაოცებულ სახეს, მაგრამ ნათლად დააფიქსირა მისი შეცვლილი ხმა. თითქოს სიცხე დაუვარდაო, რამაც მისი დაბოხება და მეტიც – გაცივება გამოიწვია.
– როგორ უნდა ვგავდე? – გაოცებულმა შეხედა სარკეში მის ნაცრისფერ, მოელვარე თვალებს, ისევ მასზე რომ იყვნენ ორიენტირებულნი.
– მაგალითად, გათხოვილ ქალებს ბეჭდები უკეთიათ და ნაკლებად მოვლილები არიან, – დაამატა ჩაცინებით.
– რა გინდა თქვა, დედაჩემი გათხოვილი არ არის და კიდევ ბევრი მართლაც გათხოვილი ქალი? – ტუჩს კბენდა, როგორც შეეძლო ძლიერად, რომ არ გასცინებოდა.
– დარწმუნებით ვერ ვიტყვი, – წითელი ტუჩები თითქოს უფრო ჩამუქებოდა და ისე უხდებოდა მოძრაობა... თიკას ნება რომ ყოფილიყო, დააწყებინებდა ლაპარაკს და არასდროს გააჩერებდა, ამასობაში კი მისი მარწყვისფერი ტუჩების მოძრაობის ცქერით დატკბებოდა.
თიკას გაეცინა.
– არც უნდა თქვა, – თვალი ჩაუკრა.
ბიჭმა ამოიხვნეშა.
– რამდენი ხანია, რაც ქორწინებაში ხარ? – გააგრძელა ბიჭმა.
ამ საუბარსა და ბიჭის ქმედებების ყურებაში, თიკა დაეჭვდა, რომ ის არ იყო 20–23 წლის სიცოცხლით სავსე ბიჭი, არამედ იყო ოცდაათს მიკაკუნებული, კარგად ბევრ განვლილ–ნანახი მამაკაცი.
– არც თუ დიდი ხანი...
– და შენი ქმარი ასე მარტო გატარებს სულ? – უფრო და უფრო არ იჯერებდა ბიჭი.
– ასე გამოვიდა... – მხრები აიჩეჩა თიკამ.
იმდენად შეიჭრა როლში, რომ ლამის თვითონაც დაიჯერა ქორწინების ამბავი. ანაზდად წარმოიდგინა, რომ ქმარი ყავდა და მასთან ერთად სტაბილურ ოჯახურ ცხოვრებას ეწეოდა და გაეცინა.
– რა მოხდა? – ფიქრებიდან ბიჭის ან მამაკაცის ხმამ გამოათავისუფლა.
– არაფერი, რაღაც გამახსენდა და გამეცინა... – იცრუა უმალ.
მანქანა გააჩერა განათებული კაფის წინ. ხშირად ჩაუვლია მის წინ თიკას, მაგრამ, რატომღაც, არასდროს დაინტერესებულა, როგორი იყო შიგნიდან.
– აქ არაჩვეულებრივ ჩაის ამზადებენ, – ღიმილით თქვა და მანქანიდან გადავიდა.
დიდი ჯენტლმენობა აღარ გამოუჩენია, თავად გააღო კარი და დახურა თიკამ. არც უნდოდა ახლა წინა საუკუნეების გაცვეთილი ხრიკები.
კაფეში ორი კინკილა ადამიანი იყო. ერთი ყავას სვამდა, ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა და წიგნს კითხულობდა, მეორე კი მადიანად მიირთმევდა დესერტს და კაფის მშვენიერი ფასადის მიმართ ავლენდა ინტერესს.
დიდ ფანჯარასთან დასხდნენ, რომელსაც ამშვენებდა მინიმალისტური დიზაინი.
– სამწუხაროა, რომ ჩაი არ მიყვარს... – ახლაღა გადაიქნია თავი დანანებით თიკამ.
გაოცებისგან წარბები ზემოთ აზიდა ბიჭმა და ისე მიაჩერდა გოგოს.
– მართლა?
– ხო... არაფერია, გადავიტანთ, – გაიცინა ნერვიულად.
– ყავა გიყვარს?
– კი, – მხრები აიჩეჩა, რადგან გამოსავალი მაინც მონახა ბიჭმა.
– აქ არც თუ ისე კარგ ყავას ამზადებენ... – ამოიხვნეშა, – სამაგიეროდ კიდევ ერთი კაფე ვიცი, სადაც პირიქითაა.
– არა, არაა საჭირო, – იუარა უმალ, როგორც კი მიხვდა, საით უმიზნებდა ბიჭი.
– ჩემთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, – სასხვათაშორისოდ გააცნო ფაქტი.
– არც ჩემთვის, – უდარდელად გააწკლაპუნა პირი. – ძალიან საინტერესო კაფეა.
– მინიმალიზმის უბადლო გამოხატულება, – გაეღიმა, – სახლს ვაშენებ და მისი მოწყობა მინდა მინიმალისტურ სტილში.
ზედმეტად მოეჩვენა ეს წინადადება თიკას, რადგან ჩვეულებრივი ტიპიური თბილისური „დაკერვის“ ფორმად მოეჩვენა.
– სად აშენებ სახლს? – ჩაეღიმა ეშმაკურად.
– თბილისში არა... წყნეთში ვაპირებ ან საგურამოში. განტვირთვისთვის.
„აჰ! დაჟე?“ – ირონიულად ჩაეღიმა თიკას ქვეცნობიერს.
– კარგ არქიტექტორს ვიცნობ თუ დაგჭირდეს, – დაამატა კვლავმსდევი ეშმაკური ღიმილით.
– მიუხედავად იმისა, რომ და მყავს არქიტექტორი, არ ვიტყოდი უარს უცხოსა და კონფიდენციალურზე, – წარბები ინტერესით აზიდა ზემოთ, ნიკაპი თითებს დააყრდნო და საქმიანი მზერით მიაჩერდა თიკას, რომელსაც ლოყები აუფაკლდა ამ უტიფარი მზერის დაჭერის შემდეგ.
– თუ კიდევ მოგვიწია შეხვედრა, საკონტაქტოს გადმოქცემ, – გამოძვრა სიტუაციიდან უმალ.
– თუ? – გაიკვირვა ბიჭმა. – აუცილებლად! – თვალი ჩაუკრა.
ცოტა კიდევ ისაუბრეს, მსოფლიო პრობლემებს შეეხნენ, მაგრამ არ გასცელილან საზოგადო თემებს. მიუხედავად იმისა, რომ შიგადაშიგ ბიჭი იჩენდა ინტერესს თიკას პირადის მიმართ, თიკა მაინც დაჟინებით ცდილობდა მის დაფარვას, შენიღბვას; თითქოს კონფიდენციალური ინფორმაცია ყოფილიყო და მისი გაცემით ვინმე დაზარალდებოდა.
სახლამდე მოიყვანა. გადასვლისას არ იცოდა, რა ეთქვა. ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო და უკვე საკმაოდ დაინტერესებულიყვნენ ერთმანეთით. თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა ორივე ეს ინტერესი დაეფარა. თიკა ქალურ თავმოყვარეობას უფრთხილდებოდა, ბიჭი კი არავინ იცოდა იმ მომენტში – რას.
– მადლობა, ყველაფრისთვის! – გაუღიმა გულწრფელად და კარის გასაღებად გასწია ხელი.
– თიკა... – შეაჩერა ბიჭის ხმამ.
გაოცებულმა შეხედა.
– ამდენ მადლობას ნუ იხდი! – გაუღიმა გრაციოზულად.
თავი დაუქნია და უხერხული ღიმილი მოარიდა. კარი გააღო.
– და ჰო... – კვლავ შეაჩერა ბიჭის ხმამ.
მეტად გაოცებულმა შეხედა. შუბლზე ეწერა: „ახლა რაღა გინდა?“.
– სანდრო... – გაუღიმა ბიჭმა.
– რა? – გაუკვირდა გოგოს.
– სანდრო მქვია.
დაბნეულმა ჩაიცინა და სასწრაფოდ ჩახტა მანქანიდან, თორემ რომ დაყოვნებულიყო, ალბათ, გულის წასვლამდე მიიყვანდა მისი მარწყვისფერი ტუჩები და ეს უცნაური სითბო, ყოველ სიტყვაში რომ ჩაექსოვა.
სადარბაზოში ლიფტთან გულისფანცქალით დადგა. ისევ გაიღო კარი, ისევ შევიდა და მაშინღა დაიძრა შავი ნაცნობი მანქანა. ხმამაღლა ამოისუნთქა და ლიფტის ცალ გვერდს მიეყრნო. თვალები დახუჭა და ნასიამოვნებმა ჩაიღიმა. მოსწონდა, ამ ქვეყნად ყველაფერზე მეტად მოსწონდა ამ ბიჭის სიახლოვეს ყოფნა, მაგრამ ამავდროულად, ამავე დოზით აბნევდა, ამავე დოზით ახელებდა მისი მარწყვისფერი ტუჩები.
მარიამი და მისი პრობლემებიც სულ გადაავიწყდა. ახლა უკვე მთელი ღამე სანდროს წითელმა, სავსე ტუჩებმა არ მისცეს ძილის უფლება. თითქოს იხმობდნენ... მაგრამ, რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო შორდებოდნენ. დასწყევლოს...

დიდი ბოდიში, პატარა დაგვიანებისთვის. რაღაც რობლემების გამო ვერ მოვახერხე დადება.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Pepper

ნუ მოკლედ რა უნდა ვთქვა საოცარი იყო <3
თიკაას მოვკლავ რა ქმარი რის ქმარი :დ
სანდრო მართლა რაღაცნაირად იდუმალია. მომწონს შენი ისტორიები თუნდაც იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულ პერსონაჟებს ვხედავ სულ.
გამიხარდა ახალი თავის დანახვა.
შენი ფანტაზია შეუზღუდავია ?
რატო ხარ ასეთი საოცარი ადამიანო ?
იმდენად ნიჭიერი ხარ გული მწყდება უფრო მეტი ადამიანი რომ არ კითხულობს და აფასებს შენს ნაწერს. მეტს იმსახურებ ^^ იმედია დადგება დრო შენს წიგნებს რომ ვიყიდი და უამრავჯერ გადავიკითხე მათ ^^
ასე "გაუცნობლად" მიყვარხარ და გაფასებ <3

 


№2  offline წევრი Smiling girl

მომწონს ძალიან. იმედია აღარ დავიგვიანებ <3

 


№3  offline წევრი N7

Pepper
ნუ მოკლედ რა უნდა ვთქვა საოცარი იყო <3
თიკაას მოვკლავ რა ქმარი რის ქმარი :დ
სანდრო მართლა რაღაცნაირად იდუმალია. მომწონს შენი ისტორიები თუნდაც იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულ პერსონაჟებს ვხედავ სულ.
გამიხარდა ახალი თავის დანახვა.
შენი ფანტაზია შეუზღუდავია ?
რატო ხარ ასეთი საოცარი ადამიანო ?
იმდენად ნიჭიერი ხარ გული მწყდება უფრო მეტი ადამიანი რომ არ კითხულობს და აფასებს შენს ნაწერს. მეტს იმსახურებ ^^ იმედია დადგება დრო შენს წიგნებს რომ ვიყიდი და უამრავჯერ გადავიკითხე მათ ^^
ასე "გაუცნობლად" მიყვარხარ და გაფასებ <3

გამაღიმე კი არა, ყურებამდე გამკრიჭე, იცი?
სულ ახერხებ და ახლა ასმაგად მოახერხე...
უმადლიერესი ვარ! აი, უმადლიერესი, სხვაგვარად არ ვიცი, როგორ ვთქვა.
ამ საოცარი სითბოსთვის ვარ მადლიერი..
იმდენად, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მაპატიე..
მეც ასე გაუცნობლად მიყვარხარ და ძალიან, ძალიან გაფასებ!
გმადლობ! love love

Smiling girl
მომწონს ძალიან. იმედია აღარ დავიგვიანებ <3

მიხარია, რომ მოგწონს <3
ვეცდები ყველანაირად აღარ დავაგვიანოო love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline მოდერი Eleniko13

იჰ...
რომ დაამთავრებ, წავიკითხავ მერე ^_^
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5 სტუმარი ემი

ვატყობ, თანდათან მითრევ და ინტერესს მიღვივებ...

თიკაც მომწონს და სანდროც...

შენც მომწონხარ ძალიან... love ეს ისტორია უფრო განსხვავებული ჩანს, შენი წინა ისტორიებიდან და რატომღაც, ჯერჯერობით, ეს უფრო მომწონს...

მოკლედ, მოგყვები...

 


№6  offline წევრი N7

Eleniko13
იჰ...
რომ დაამთავრებ, წავიკითხავ მერე ^_^

ნოუ ფრობლემ love love

ემი
ვატყობ, თანდათან მითრევ და ინტერესს მიღვივებ...

თიკაც მომწონს და სანდროც...

შენც მომწონხარ ძალიან... love ეს ისტორია უფრო განსხვავებული ჩანს, შენი წინა ისტორიებიდან და რატომღაც, ჯერჯერობით, ეს უფრო მომწონს...

მოკლედ, მოგყვები...

მიხარია, რომ მოგწონს love
არ ვიცი, შეიძლება არის განსხვავებულიც..
დიდი მადლობა! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent