შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბას+ნათია=მაგობრებს 4


22-05-2016, 00:04
ნანახია 2 179

-გოგა ბოდიში რომ გაწუხებ,სხვას ვერავის ვურეკავ,შეგიძლია დამეხმარო? ლიზა ცუდათაა და საავადმყოფოში უნდა წავიყვანო.
-რა თქმა უნდა 10წუთში ვიქნები.
მალე მოვიდა გოგა და საავადმყოფოში მივიდნენ.
როცა ექიმი სინჯავდა ლიზას გოგა და ნათია გარეთ იდგნენ.
-მადლობა და ბოდიში.
-კარგი რა.მეგობრები რისთვის არსებობენ ყოველთვის გქონდეს ჩემი დახმარების იმედი.დღეს გაგიცანი მაგრამ ასე მგონია მთელი ცხოვრება გიცნობ.თან ვიცი რისი გადატანაც გიწევს.მამა არ მყავდა და მარტო დედამ გამზარდა.ვიცი რა ძნელია შენთვის ეს.
ნათიამ რაღაცის თქმა დააპირა თუმცა ამ დროს საბამ დარეკა.
-რაზე მირეკავდი? გაისმა მშვიდი ხმა ტელეფინში.
-სად ჯანდაბაში გქონდა ტელეფონი რომ გირეკავდი.ლიზა არის ცუდად და ექიმთან წაყვანა გვინდოდა თუმცა ახლა შეგიძლია დამშვიდდე სხვა ადამიანი დაგვეხმარა.მდლობა რომ ასეთი ყურადღებიანი ხარ შვილის მიმართ.
-რომელ საავადმყოფოში ხართ?
-არაა შენი მოსვლა საჭირო გოგა არის აქ.
-გოგა?გოგა ვინაა? თქვა მკაცრი ტონით
-ჩემი მეგობარი.
-გასაგებია. უპასუხა გაბრაზებულმა
ნათიამ გაუთიშა.
-მე მეგონა კავშირი არ გქონდა ლიზას მამასთან.
-ბავშვის ნახვას ვერ დავუშლი.თან რაღაც მეგობრობისმაგვარ ურთიერთობას ვცდილობთ.მხოლოდ შენ გეუბნევი ამას იცოდე.ჩემი ბავშვის მამა საბაა.
-საბა? ნენეს ქმარი?
-ხო ეგ საბა.
ნათიამ ყველაფერი მოუყვა რა და როგორ მოხდა.
ამ დროს ექიმმა დაუძახა კაბინეტში. შევიდნენ და გვერდიგვერდ დასხდნენ.ლიზა პატარა საწოლზე იწვა.
-ექიმო რა სჭირს? იკითხა მოუთმენლად ნათიამ.
-სიცხე უბრალოდ ვირუსის ბრალია და ერთ-ორ დღეში გაუვლის,მაგრამ საქმე სხვა რამესთანაც გვაქვს.შესაძლებელია ლიზას სერიოზული გენეტიკური დაავადება აქვს.
-რა? აღმოხდა ფერწასულ ნათიას.
-ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით მაგრამ ეს თუ ასეა მას დასჭირდება სპეციალური მკურნალობის კურსები და ძვირადღირებული წამლები.
გოგამ ნათიას სახეს რომ შეხედა მიხვდა როგორ განიცდიდა ის და მიიხუტა.
-აი რეცეპტი და მომავალ კვურას მობრძანდით შემოწმებაზე.
წამოვიდნენ.ნათია ნაბიჯებს ძლივს დგამდა და ამიტომ ლიზა გოგას ეჭირა ხელში.მთელი გზა ჩუმად იყვნენ.სახლშიც რომ ადიოდნენ ბავშვი გოგამ აიყვანა ხელში.სახლის კარი ღია დახვდათ. დივანზე საბა იჯდა.რომ დაინახა ისინი გაბრაზებული მზერით აათვალიერ-ჩაათვალიერა გოგა.ნათია მოწყვეტით ჩაეშვა დივანზე და ერთ წერტილს მიაშტერდა.
-ეს აქ რას აკეთებს?ნათია! შენ გეკითხები.
ნათიამ ყურადღება არ მიაქცია.საბა წამოდგა და ბავშვი გამოართვა გოგას ხელიდან.
-ჩემს შვილს მე მივხედავ ოქეი?
უთხრა აგრესიულად.
-საბა შენს შვილზე მაშინ არ ფიქრობდი როცა გირეკავდი და არ მიპასუხე?
-შელიზასგანუცებ მოძებნე ჩემი შემცვლელი
-მე არ მინდა თქვენს გარჩევაში ჩავერიო მაგრამ საბა მე მხოლოდ მეგობრულად დავეხმარე ნათიას და…
-არა გოგა თავს ნუ იმართლებ.ცოლი რომ მოიყვანე მე შემოგივარდი სახლში? როგორც მახსოვს არა და ნურც ჩემს პირადში ჩაერევი.მითუმეტეს შენ მაინც უთხარი ელენეს ჩვენ შესახებ,იმის მიუხედავად რომ გთხოვე.
-ჯერ ერთი ელენესთვის ლიზას დედის ვინაობა არ გამიმხელია. მხოლოდ ვუთხარი რომ შვილი მყავს.მეორე შენი თქმით ჩემს ცოლს არ შეუძლია ქონდეს ლოზასთან რაიმე შეხება და ამ დროს უცხო კაცებს შეუძლიათ ხო?
-გოგა უცხო კაცი არ არის.
უპასუხა ნათიამ დაუფიქრებლად და გოგამ ეს შეამჩნია. დაბნეულობა რომ არ შეტყობოდა ნათიას გვერძე მიუდგა და ხელი მოხვია მხარზე.
ამაზე ნათიას უჩვეულო ჟრუანტელმა დაუარა.
-ხო ჩვენ სერიოზულად გვაქვს ყველაფერი.თქვა გოგამ
-გასაგებია.მაშინ გილოცავთ გვრიტებო მაგრამ ჩემს შვილს მამობას მხოლოდ მე გავუწევ.
-არავინ გეცილება მაგაში და მაგის პრეტენზია არც მქონია.თუ შენი შვილისთვის კარგი მამა გინფა იყო ამას ვერავინ დაგიშლის მითუმეტეს მე,რადგან ვიცი რა არის უმამობა.
-ძალიანაც კარგი თუ ასე ფიქრობ.
-საკმარისია!საბა ჯობს წახვიდე.
საბამ ორივეს გადახედა კიდევ ერთხელ.თვითონაც არ იცოდა რატომ მაგრამ არ უნდოდა ნათია სხვა კაცთან ყოფილიყო.ამას ვითომ ლიზას გამო აკეთებდა,მაგრამ რეალურად ნათიას მიმართ თითქოს ეჭვიანობდა.
-კარგი წავალ.ხვალ მშვიდად დავილაპარაკოთ ოფისში.
ლიზას აკოცა და ძირს დასვა.თუმცა პატარა მას ფეზხე მოეხვია და ისევ აყვანა სთხოვა.
შეიძლება ხანდახან საბამ აუტანელი საუბარი და უაზრო ქცევები იცოდა მაგრამ შვილის მიმართ ძალიან მოსიყვარულე იყო და ყველაფერზე წავიდოდა მისთვის.ნათიამ ეს კარგად იცოდა და ისიც იცოდა როგორ უჭირდა მამა შვილს ყოველი განშორება.უეცრად ერთი რამ იფიქრა.მართალია ელენეს უკვე ვეღარ იტანდა მაგრამ გადაწყვიტა საბასგამო დათმობაზე წასულიყო.
-დღეს თუ გინდა ბავშვი შენთან წაიყვანე.
-რა? მართლა?
სახე გაებადრა ამის გაგებაზე.
-მართალია ნენესთან ის ურთიერთობა აღარ მაქვს და ძალიან აღარ მომწონს და ამას შენი გულისთვის ვაჯეთებ.ადრე თუ გვიან ერთმანეთის გაცნობა მოუწევთ ელენეს და ლიზას.
-მადლობა ნათია.
საბამ ისევ ხელში აიყვანა შვილი და ჩაეხუტა.ნათიამ ყველაფერი ჩაულაგა და გააფრთხილა თუ რამე შეაწუხებდა ბავშვს ეგრევე დაერეკა. საბა წავიდა.
-მადლობა რომ დამეხმარე. მიმართა გოგას.
-ამდენ მადლობას ნუ მიხდი
ჩაეცინა მას.
-დალევ რამეს?ცოტა რთული დღე იყო და თან კაი ხანია არ დამილევია.პრინციპში დიდი არჩევანიც არ გაქვს.წითელი ღვინო მაქვს.
-არ შემიძლია უარი გითხრა.
ნათია და გოგა თითქმის მთელი ღამე საუბრობდნენ.თან ნელ-ნელა სვავდნენ.ასე კარგად თავი ძალიან დიდი ხანია არ უგრძვნია ნათიას.შეიძლება ითქვას იმ საბედისწერო ღამის შემდეგ.
გამთენიისას გოგა სახლში წავიდა რომ მოწესრიგებულიყო და სამსახურში არ დაეგვიანა.ნათიამ ვეღარ დაიძინა.ხან საბაზე ფიქრობდა,ხან გოგაზე,ხან ლიზაზე და ასე მოვიდა დილის 8 საათი.ის გაემზადა და ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა.რათქმაუნდა ეს საბა და ლიზა იყვნენ.



№1 სტუმარი anita

velodebi velodebi velodebiiii damaleee

 


№2 სტუმარი Mariami

Tavidan maincdamainc ar momewona es istoria,magram axla ashkarad etyoba progresi.. Vnaxot momdevno tavebshi rogor ganvitardeba movlenebi.. Damwyebis kvalobaze cudi namdvilad araa..warmatebebs gisurveb chemo kargo..

 


Mariami
Tavidan maincdamainc ar momewona es istoria,magram axla ashkarad etyoba progresi.. Vnaxot momdevno tavebshi rogor ganvitardeba movlenebi.. Damwyebis kvalobaze cudi namdvilad araa..warmatebebs gisurveb chemo kargo..


Madloba :* vecdebi gavamartlo tqven molodini

Yvelas madloba pozitiuri gamoxmaurebistvis da imistvis rom kitxulobt chems motxrobas <3 dzalian vafaseb da vitvaliswineb tqven titoeul sityvas <3 <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ჰმ არ მომწონს საბა და რავქნა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent