საბას+ნათია=მეგობრებს 3
როცა მოწესრიგდა ნათია საბას კაბინეტისაკენ გაემართა,თუმცა კაბინეტი ცარიელი იყო.მობულურზე კი არ პასუხობდა. ისევ თავის კაბინეტში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო.მუშაობაში ისე გაერთო,რომ საბა სულ ამოუვარდა თავიდან და ვერც გაიგო როგორ მოვიდა 9 საათი. კარზე კაკუნი გაიგო ისევ.კარი ვიღაც ბიჭმა შემოაღო. -გამარჯობა!მე გოგა ვარ.მეც აქ ვმუშაობ. -გამარჯობა.სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მე ნათია მქვია.რითი შემიძლია დაგეხმაროთ? -უბრალოდ მინდოდა მეთქვა,რომ ოფისი დაცარიელდა და მხოლოდ მე და თქვენ დავრჩით.თქვენც ჩემსავით გიყვართ ესეიგი ამ ფურცლის მტვერის სუნთქვა. გაეღიმა თავის ნათქვამზე. -ხო მართლა დაღამებულა უკვე.იმდენი ხანი ვეძებდი სამუშაოს რომ მთელი მონდომებით გადავეშვი ამ ოჯახური გარჩევების მორევში. სიმართლე გითხრა,ჩემი სპეციალიზაცია უფრო სისხლია და გამომძიებლობა ან პროკურორობა მინდოდა. -რამ შეგიშალა ხელი? ისეთი ბეჯითი და მონდომებული ჩანხარ,რომ პრობლემა არ უნდა გქონოდა. -სიმართლე გითხრა მქონდა პრობლემა.მე მას მთლად პრობლემადაც არ აღვიქვავ. ამაზე მისდაუნებურად ჩაეღიმა რასაც თავადაც ვერ მიხვდა. -ოუ გოგოა თუ ბიჭი? -რა? საიდან მიხვდი? -თვალებში ისეთი სითბო ჩაგიდგა უეცრად და ისე გაგეღიმა რომ… -გოგოა,ლიზა -აქვე ისიც შევამჩნიე რომ ბეჭედი არ გიკეთია. -ხო მართლა დაკვირვებული ყოფილხარ.რაც ჩვენ საქმეში საჭიროა. -კარგი ახლა თემა უნდა შევცვალოთ როგორც ვატყობ. -არა ამაზე საუბარი არ მიმძიმს უბრალოდ პირველი ხარ ვისაც ასე გულახდილად ვესაუბრები დიდი ხნის მანძილზე. გაეღიმა და ცოტა ხნის მერე კითხა -მანქანით ხარ? -არა არ მყავს...ჯერ -მე მიგიყვან სახლამდე თან გზაში საინტერესო საუბრით მაინც გავერთობი. ლიფტში ნათიამ შეათვალიერა გოგა ისე რომ მას არ შეემჩნია.გოგა იყო მაღალი,შავგვრემანი,მწვანე თვალებით,დიდი ვარდისფერი ტუჩებით,სწორი ლამაზი ცხვირით და დაკუნთული სხეულით.პრესი კარგად გამოკვეთილი ქონდა რომელზეც საროჩკა ისე მჭიდროდ იყო რომ საკმაოდ გამოკვეთილად ჩანდა “კუბიკები”. თავადაც არ იცოდა რატომ მაგრამ თავისდაუნებურად საბას შეადარა ვიზუალურად.საბაც მაღალი იყო,მუქი წაბლისფერი თმით და თვალებით.სახეზე მკაცრი ნაკვთები ქონდა თუმცა ერთმანეთს ავსებდნენ და საერთო ჯამში ძალიან თბილი სახე ქონდა და სიმპატიურად გამოიყურებოდა.ისიც ძალიან გამხდარი იყო. მანქანაში ბევრი ისაუბრეს ძირითადად საქმეზე და შემდეგ ნომრები გაცვალეს. -მოვედით აი აქ გამიჩერე -ხვალამდე -ხვალამდე გოგა ნათია სახლში ავიდა. -ქალბატონო ლეილა მოვედი. -ნათია შვილო ლიზას სიცხე აქვს გირეკავდი მაგრამ ვერ დაგიკავშირდი -გამთიშვია ტელეფონი.რამდენი აქვს? -37 ქონდა და კიდევ უწევს -ექიმთან უნდა წავიყანოთ.საბას დავურეკავ და მანქანით წავიყვან. ნათიამ ურეკა საბას და ვერ დაუკავშირდა. -ტაქსით წავიდოდი მაგრამ ვინმე მინდა რომ გამყვეს.თქვენც ვერ შეგაყოვნებთ.6 მდე შევთანხმდით და 10 ხდება უკვე. -ბოდიში ნათია მარა მართლა უნდა წავიდე სახლში.იქაც პრობლემებია და… -არა წადით ჩემს მეგობარს დავურეკავ. ძიძა წავიდა. რომელ მეგობარს დავურეკო რომელიც არ მყავს? გაიფიქრა თუმცა მალევე მოუვიდა თავში ერთი ვარიანტი. ნომერი ნელა აკრიფა რადგან ერიდებოდა. -გოგა ბოდიში რომ გაწუხებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.