შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვარ ფიტული (1)


22-05-2016, 17:14
ავტორი ჯერკა
ნანახია 1 574

- მიკვირს აქამდე რომ არ მესიზმრები. - ძილბურანში ჩაიდუდღუნა ლიზამ.
- ჰეჰ, სიზმრებს ხედავ ხოლმე ?
- კი ხშირად. შენ ?
- თვეში ერთხელ, ისიც კოშმარი. - ჩაეცინა ნატას.
- მოყევი აბა. - გაეცინა ლიზასაც.
- რა მოვყვე ოჯახის წევრებს რომ მიხოცავენ იის ? ან შეენ ?
- ოუ. - ამის გაგონებისას ლიზა შეცბა.
- ჰო რა ეგრე. ხანდახან ვერც კი ვხვდები რა მესიზმრება. მაგრამ ვიცი რომ კოშმარია, გული საგულედან მიფრინავს და თვალები ცრემლებით მევსება.
- ჩემზე ძალიან მოქმედებს ხოლმე, მთელი დღის ხასიათს გასაზღვრავს.
- უფფ მე იმდენჯერ მეცვლება ხასიათი დღეში, რომ უკვე შემაწუხებელიც კი ხდება ჩემთვის.
- შეგატყვე.
- პრობლემაა ეგ.
- რომელსაც ვერ მოვაგვარებთ ?
- არ ვიცი.
- საჭიროა კი ?
- ალბათ, კი.
- არა. იყავი ის რაც ხარ, მე ასეთი ნატა მიყვარს.
ნატას გაეღიმა და მეგობარი გულში ჩაიკრა. მან საათს თვალი შეავლო და აღმოაჩინა, რომ კიდევ ერთი საათით შეეძლო დაეძინა, თავი მეგობრის კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. ძალიან უყვარდა ეს სუნი, მისი მეგობრის კანის სუნი აგიჟებდა ერთი შეხედვით უმანკო გოგონას.
ისინი ჩვეულებრივი მეგობრები არ იყვნენ, მაგრამ მათ ვერც ელჯიბითის ვუწოდებ. უბრალოდ ტკბებოდნენ ერთმანეთით. ერთმანეთის სხეულით და სულით, და ეს ორივეს მოსწონდა. ეს ფაქტი არ უშლიდა მათ აეწყოთ ჩვეულებრივი ურთიერთობები საპირისპირო სქესთან. ლიზას ჰყავდა კიდეც პარტნიორი, მას ლაშა ერქვა. ნატას აღიზიანებდა ლაშა, მაგრამ მეგობრის ხათრით უძლებდა.ლიზას უყვარდა ლაშა და ბიჭიც არ იყო გულგრილი მის მიმართ, ნატასთვის კი მთავარი მეგობრის ბედნიერება იყო.
- ნატ, მართლა რავინ მოგწონს ?
- კარგი რა, შეხედე ჩვენ ირგვლივ რა საზოგადოებაა. ნუთუ შეიძლება აქედან ვინმე მოგეწონოს.
- ყოველთვის არსებობს გამონაკლისები ნატ. - ოდნავ ბრაზმორეულმა წარმოთქვა.
- მოუთმენლად ველი, თუმცა ეჭვი მეპარება მაინც. - ჩაეღიმა ნატას. მიხვდა რომ ლიზას და ლაშას წყვილს ირიბად, მაგრამ მცირე შეურაცხყოფა მიაყენა.
- სახლიდან ფაქტიურად არ გადიხარ...
- ჰმ..
- კონტაქტი არავისთან გაქვს. ეს არაა ნორმალური ნატ.
- არ მაქვს სურვილი ლიზ რა ვქნა.
- ანუ ?
- ანუ არ მაქვს სურვილი ნორმალური ვიყო. - მხრები აიჩეჩა ნატუშკიმ.
- ჰეი იცოდე დედაშენს შევატყობინებ.
- კარგი რაა, ჰო იცი მოკვდება ეგ ნერვიულობით.
- თუ არ გინდა რომ დავურეკო, ფსიქოლოგთან გამომყვები.
- შანტაჟია !
- დიახაც. - დაეჭყანა ლიზა ნატას.
- არაფრის დიდებით !
- გაისეირნებ, გონს მოხვალ და თან საკუთარ თავში გაერკვევი კიდეც. - ჩაიდუდუნა ლიზამ.
- არა მეთქი.
- ვრეკაავ. - ლიზამ მართლაც აიღო მობილური და დარეკა. - ჰეეი ანანო დეიდაა როგორ ხაარ ? - ნატა ლიზასკენ წავიდა და სცადა ტელეფონი წაერთმია მისთვის მაგრამ არ გამოუვიდა, ლიზამ საძინებელში ჩაკეტვა მოასწრო. - ჰო ჩვენც კარგად მაგრამ აი ნატუშკი ვერ გვყავს წესიერად ანანო დეიდა, სულ ჩაიკეტა და სახლიდან არ გადის. უი დაგალაპარაკო ? ეხლავეე.
ეს თქვა და მობილური კარქვეშ ნატას შეუცურა. სხვა გზა აღარ დარჩა, უნდა დალაპარაკებოდა დედას.
- დედა ?
- ..................................
- არაფერი დე, აზვიადებს ეს გოგო ყველაფერს.
- ...................................
- კი მაგრამ დედა !
- .................................
- ჰო კარგი.... - სახე მოეღრუბლა ნატას.
- რაო ?
- მამის სული დამაფიცა წადიო.
- ჩაიცვი მივდივართ ! - შეეცადა არ შეემჩნია მეგობრის ცუდი განწყობა ლიზას, მაგრამ გულში ჩაწყდა მისი მდგომარეობა. რაც თავი ახსოვდა ნატა ყოველთვის მხიარული, მოსაუბრე და ანგელოზივით გოგო იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ კი რადიკალურად შეიცვალა. ანგელოზი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეშმაკმა შთანთქა. არავის იკარებდა, უხეშად საუბრობდა, სულ ჩხუბობდა და სატანისტური ხარხარით აყრუებდა მთელ სახლს. მისი ეშინოდათ. სახლი აკურთხეს კიდეც, მაგრამ მხოლოდ ლიზამ შეძლო მისი მობრუნება. ის უბრალოდ შევიდა მის ოთახში, საწოლზე გვერდით მიუსკუპდა, მიეხუტა და უბრალოდ დუმდა. ერთგვარი თერაპიაც კი გამოუვიდა. და ნატა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მასში ეშმაკმა უბრალოდ დაიძინა. ხანდახან კი იღვიძებდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. საწყალ გოგოს არ შეეძლო ამის მართვა. ზუსტად ამ ფაქტის შიშით წაიყვანა ლიზამ ის ფსიქოლოგთან.

ზლაზვნით ჩაიცვა ნატამ და მხიარულ ლიზასთან ერთად გაუყვა ფსიქოლოგის გზას.როგორც იქნა მიაგნეს კლინიკას და შევიდნენ კაბინეტში. ლიზას თვალები გაუბრწყინდა ექიმის დანახვისას. მაღალი, ჩასხმული მამაკაცი, კუპრივით შავი თვალებითა და თმებით. სწორ ცხვირზე წამოცმული სათვალის ზემოდან უყურებდა დეკუმენტებს. როგორც კი შეამჩნია გოგონები, მომნუსხველად გაიღიმა და მომაჯადოებელი ბოხი ხმით წარმოთქვა.
- მობრძანდით !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent