ცივი ჟრუანტელი( 1თავი)
-ელენე ლიპარტელიანი, თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ ალექსი სანიკიძეს? -დიახ -ალექსი სანიკიზე, თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ელენე ლილპარტელიანი? -დიახ ყველაფერი დამთავრდა, მიუხედავად იმისა რომ წესით ყველაფერი ახლა უნდა დაწყებულიყო. უკვე გათხოვილი ქალი და ალექსი სანიკიძის ცოლი ავრ. სიყვარულით უნდა გავთხოვილიყავი, მაგრამ ყვეალფერი პირიქით მოხდა. არ გავთხოვილვარ სიყვარულის გამო, არც ანგარების და ფულის, არც იმის გამო რომ ვინმეს ბიზნესი გადამერჩინა.გავთხოვდი იმიტომ რომ მეცოდებოდა, იმიტომ რომ ვმეგობრობდი. ახლა ბედნიერი უნდა ვიყო, დღეს ხომ ჩემი ქორწილია. ნაწილობრივ მიხარია კიდეც, მათი შემყურე სახეზე ღიმილს ვერ ვიშOრებ. როგორ შეიძლება არ იყო ბედნიერი იმით, რომ შეძელი და შენს საყვარელ ადამიანებს თუნდაც ერთი დღეს გაულამაზე. მე ელენე ლიპარტელიანი ვარ 20წლის. ქერა, ნაცრისფერი თვალებითა და დიდი, ვარდისფერი ტუჩებით. მეორე კურსის სტუდენტი და მომავალი ეკონომისტი. ჩემი ქმარი-ალექსი სანიკიძე, ასევე 20წლის. შავი თმებითა და ძალიან მუქი, ლურკი თვალებით. ისიც სტუდენტია და მომავალში ალბათ მამამისის ბუ=იძნეს ჩაუდგება სათავეში. როგორც მე ეს ქორწინება არც მისთვისაა იდეალური. მაგრამ დედის ოცნების ასრულება დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ხომ შესანიშნავი შანსია. ბოლო ხმაზე აწეული მუსიკა თავს ძAლიან მტკენდა, რასაც ვერ ვიტყოდი დარბაზში მოცეკვავე წყვილებზე. -გილოცავ-თიკოს ხმა მომესმა და სახეზე ღიმილი მომეფინა. ის ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ბოლომდე ვენდობოდი-ძლივს დაგიმარტოხელე რომ რაღაც მეკითხა. მთელი დღეა შენი ქმარი გვერდიდან არ მმოგშორებია-თვალით მანიშნა მეგობრებთან მდგარ ალექსზე, რომელიც უკვე საკმაოდ ნასვამი იყო. -ისიც კი არ შეუძლია ქორწილის დღეს მაინც შეიკავოს თავი-ბრაზმორეულმა ჩავილაპარაკე და ჭიქიდან წვენი მოვსვი. -ხომ თქვი ალკოჰოლის დაანება თავიო?-გაკვირვებით მკითხა თაკომ -ხო დავანებე, მაგრამ არ შეიძლება საკუთარ ქორწილში დავლიო?-სწორედ ამ დროს დაგვადგა ალექსი თავს და თაკოს მოკვლა მომინდა, გრზელი ენისთვის. -საკუთარ ქორწილში რომ ხარ, სწორედ მაგიოტმ უნდა შეიკავო თავი,აუცილებელი არ არის ყველა სადღეგრძელო დალია-ირონიულად გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი, რომ მეგობრებთან მივსულიყავი. -აუ რა, ჯერ ცოლად არ მომიყვანიხარ და უკვე ჭედავ. პასუხი არ გამიცია, გზა გავაგრძელე და ეტლში მჯდომი ლიზასკენ წავედი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც შესანიშნავად გამოიყურებოდა. -ლიზა, მიხარია რომ მოხვედი-სკამზე ჩამოვჯექი და გადავეხვიე -ისე ნუ მექცევი თითქოს უცხო ვიყო. მერე რა რომ სიარული აღარ შემიძლია, მე ისევ შენი მეგობარი ვარ. -ვიცი, ვიცი. კარგი ცოტახნით ჰაერზე გავალ. -როგორც გინდა. კაბის კალთები ხელებში მოვიქციე რომ არ წავქცეულიყავი და აივნისკენ წავედი. მესიამოვნა ნიავი, რომელიც სახეზე მელამუნებოდა და აწითლებულ ლოყებს მიგრილებდა. მუსიკის ხმა აქაც აღწევდა. საერთოდ არ მქონდა ახლა ხმაურისა და მხიარულების თავი. მინდოდა სადმე წყნარ ადგილას დამესვენა,მხოლოდ ეს მინდოდა. მხარზე შეხება ვიგრძენი და სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. უკან მიბრუნება არ იყო საჭირო, ისე მივხვდი ვინც იქნებოდა. -არ შეგიძლია მოჩვენებით მაინც დაანახო ხალხს რომ ბედნიერი ხარ? ასე მგონია გასვენებაში ვართ. -დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ და ეგ სიგარეტი მოაშორე, მახველებს. უხმოდ მოისროლა სიგარეტი ბაღში და ხელებით აივნის მოაჯირს დაეყრდნო. -ცოტახანს აქ ვიყოთ, თორემ შემჭამა უკვე ლიკამ, იცეკვე ცოლთან ერთადო. -როგორც გინდა-მეც მას მივბაძე და შევეცადე სახეზე წყენა არ დამტყობოდა. ჩემი პირველი ისტორიაა, რას იტყვით ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.