შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Strong girl


23-05-2016, 22:02
ავტორი tikliko
ნანახია 1 762

როცა გავიაზრე რას აკეთებდა , ზიზღის გრძნობამ მთლიანად დამიარა მთელ სხეულში,ასე საშინლად და შეურაცყოფილად თავი ჯერ არ მიგრძვნია.ზიზღით მოვიშორე ,გულის არევამდე ცოტაღა მაკლდა,ვცდილობდი ტუჩებიდან მისი სიბინძურე ხელით მომეშორებინა,იმდენად შემზიზღდა ამ მომენტში,რომ ვერ შევყურებდი.ყურები მიწუოდა და მომხდარს ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი.
-„ის ხომ ჩემი მეგობარია,მაგრამ....“მონოტორულად ქარიშხალივით შემოიჭრა საშინელი ფიქრები,რომლის გაფანტვა ჩემს გონებას არ ძალუძს.
-ელე...გთხოვ ..-ხელი ჩემსკენ გამოწია და შეხება დააპირა,მაგრამ ჩემმა ზიზღით სავსე თვალებმა შეცბუნებით უკან წააღებინეს.
-ასე ნუ მეძახი,ოხ,ღმერთო ჩემო!...-სიმწრისაგან ირონიულად ჩამეცინა.ასეთ უნიათო დღეში ყოფნისთვის საკუთარ თავს დავცინოდი.
-მაპატიეე,უბრალოდ ამ ხნის განმავლობაში ისე შემიყვარდი,გთხოვ მაპატიე...შენი ზიზღით სავსე თვალები მომკლავს,ამას ვერ გადავიტან....-ლუღლუღებდა და თან თვალებიდან ცრემლი სდიოდა.სხვა დროს მთელი გულით ჩავეხუტებოდი, დავამშვიდებდი,მაგრამ ახლა მხოლოდ მისგან შორს და გაქცევა მსურს.
-ამას როგორ მეუბნები?!ამდენი ხანი მატყუებდიი?!როგორ არ გრცხვენია,ჩვენ ერთ საწოლშიც კი გვეძინა...და შენ ამ დროს...არა არა წარმოდგენაც არ მინდა რაზე ფიქრობდი!მეზიზღები ,გული მერევა!
სახეზე მთელი კანი დამეჭიმა და აუტანელი ტკივილი ვიგრძენი ჯერ კიდევ ფეთქავ ორგანოში.
-ელე,ელე,რა გჭირს?
შეცბუნებულს ძალაც არ მყოფნის,რომ გავიქცე,ძალაგამოცლილმა იქვე დივანთან ჩავიმუხლე და ხელები თავთან მივიტანე,რათა რამენაირად აუტანელი ტკივილი ჩამეხრჩო,მაგრამ ჩემი ამ დროინდელი სულიერი ტკივილი ხორციელთან რა შესადარებია.ამ ფიქრებში ხელზე მისმა შეხებამ გამომაფხიზლა.
-მომშორდი ანა !საერთოდ ნუ მეხები!-უხეშად მოვიშორე მისი აკანკალებული და ნაზი ხელი.
-ვიცი ახლა გძულვარ და არც გამტყუნებ...მუდამ ვცდილობდი ჩემი ორიენტაცია დამემალა.ვინმეს მოწონებას ადვილად ვინიღბავდი,მაგრამ შენ ,შენ საერთოდ ის ერთი ბეწო მოთმინებაც კი დამაკარგვინე...
ისიც ჩაიმუხლა ჩემს გვერდით , ჩუმი ხმით სიტყვებს ძვლივს გამოთქვამდა ათრთოლებული და გაფითრებული ბაგეებიდან.
-არ გინდა ...უარესად ნუ მტანჯავ...
-არა არა ყველაფერი უნდა გიამბო და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდე...ვიცი ამით დაგკარგავ ,მაგრამ ამ სიყვარულს ვეღარ ვუძლებ...უნივერსიტეტში ,ისევე როგორც ყველგან,ჩემზე არავინ იცოდა სიმართლე ,თუ რამდენიმე ახლობელს არ ჩავთვლით...რამდენჯერ ვიყავი ფსიქოლოგთან იცი,ან კიგანვიძრახე?მაგრამ არ შემეძლო...სუსტი ავღმოვჩნდი და ვარ კიდეც..
ცოტახნს დუმილის შემდეგ კვლავ განაგრძო.
-შენმა გამოჩენამ ჩემში სხივი შემოიტანე,შენმა გრძელმა თაფლისფერმა თმებმა და შავმა თვალებმა პირველივე დანახვისას დამატყვევა...მალევე შევამჩნიე ბიჭები,როგორ გიყურებდნენ და მაშინ ვიგრძენი ჩემი უმწეობა,შემშურდა ძლიერ მათი ,რადგან მათ ცოტათი შანსი ჰქონდათ,რომ თავი მაინც მოეწონებინათ შენთვის.ვცდილობდი შენს ირგვლივ მეტრიალა ,დაგიმეგობრდი კიდეც.შენი სუფთა სულითა და გულით კიდევ უფრო შემიყვარდი.მიდამ ვიზეპირებდი შენს ყველა მიხვრა- მოხვრას ,ღიმილს,საქციელებს...უამრავი ბიჭი,რომელიც შენ შეგნატროდა, ჩემზე ახლოს მაინც ვერ გეკარებოდა,მაგრამ ამავე დროს ჩემგან მაინც უფრო შორს იყავიიი...არ იცი რას ვაკეთებდი,რომ არავინ შეგყვარებოდა,რადგამ მე ეგოისტურად მიყვარდი,მიყვარხარ და სხვისთვის არ მემეტები...ყველას ხომ ეგონა,რომ შენზე ვეჭვიანობდი.იმიტომ,რომ ულამაზესი ხარ,მაგრამ ასე არ არის ...მე იმ თითოეულ თაყვანისცემელზე ვგიჟდებოდი,რომლებიც შენ შემოგყურებდნენ და უნდოდათ თავი შეეყვარებინათ..ჰმმ...მათ ვნებით სავსე თვალებს,რომ წავაწყდები მინდება სადმე გამოგკეტო და მარტო ჩემი იყოო..სულცოტა იმედი მაინც მქონდა ,რადგან შენთან ვიყავი და არცერთ ბიჭს შენ არ უყურებდი სერიოზულად...დღეს კი იმ ნაბიჭვარმა ბექამ კი შენი კოცნა,რომ სცადა ...გულიკინაღამ გამიჩერდა...რას არ მივცემდი ძალა და გამბედაობა მქონდეს,რომ სიფათი კარგად გავულამაზო მაგ ახვარს!ხო,ეჭვიაობამ შემიპყრო,რაღაცამ იფეთქა ჩემს გულში და გეფიცები ვერ გავაკონტროლე ,მიმდოდა და ახლაც მინდა ,მაგრამმ...გთხოვ არ მიმატოვო,არ დამტოვო ვერ გადავიტან ,ვერ შევძლებ...შენ ჩემი მზის სხივი ხარ ელე,ჩემი გულის ფეთქვა....
არ ვიცი როგორ ვუსმენდი ამ სიტყვებს,მაგრამ თითოეული მისი ნათქვამი ეკალივით მესობოდა გულზე.
-აღარ გააგრძელო,მეყო რასაც ვუსმინე ,2 წელი ,2წელი გესმის ეს რა დროაა?!ამდენი ხანი ურცხვად მიმალავდი,დებივით ვიყავით,ყველაფერს გიზიარებდი,ამ ქვეყნად შენ გამაჩნდი და ესეც მოსფე,შენი ხელით გაანადგურე,ახლა მართლა მარტო დავრჩი...უნდა წავიდე ,თან სამუდამოდ!თუ ოდნავ მაინც სინდისი და პატივისცემა გაგაჩნია ჩემი ,არ მომძებნო და გაქრი ისე თითქოს არც ყოფილხარ!
ფეხზე ადგომა გამიჭირდა,ასე მეგონა გადამიარეს და მართლაც ეს ასე არ იყოო?!

-არ წახვიდე!არა ,არა გთხოვ, გემუდარები,თავს არ ვიცოცხლებ ,იცოდე თავს მოვიკლავ ,ნუ მიმატოვებ!
ხმამაღლა ექოსავით გაჰკიოდა და მუდარას არ წყვეტდა ,დაზომბირებულმა არც კინ მახსოვს კარი როგორ გავაღე,მაგრამ ჩემს ყურთასმენას მისი განმგმირავი სიტყვები მისწვდა.
-ნუთუუ,ნუთუ სიყვარულის უფლება არ მაქვს?!...

ერთიანად აკანკალებულმა და გაფითრებულმა ჩავიარე კიბეები,ლივტს აღარ დავლოდებივარ,რადგან არ შემეძლო ,ჰაერი მჭირდებოდა ,ვგრძნობდი ვიხუთებოდი.
ახლა ჩაბნელებულ ქუჩებში მივაბიჯებ და ჩემს გონებაში ქაოსის დალაგებას უშეეგოდ ვცდილობ.
ანა ჩარქსელიანი უნივერსიტეტში გავიცანი,კეთილი და სანდო გამომეტყველება ჰქონდა,რამდენჯერვე გამოველაპარაკე ,მაგრამ თავიდანვე უხეშად მიშორებდა და თავს მარიდებდა...მაშინ ვფიქრობდი,რომ ან ჩემი შურდა ,ან ამითვალწუნა,მაგრამ მალევე შემოვიდა ჩემთან კონტაქტში ...მუდამ მოცინარი ,ლაღი იყო...სულ ერთად დავდიოდით,მასთან ხშირად ვრჩებოდი ,ჩვენს ირგვლივ სხვების იყვნენ ,მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული მეგობრობა გვქონდა ...ჰმმმ..მართლაც ,რომ „განსაკუთრებული“.ყველაფერს წარმოვიდგენდი..მაგრამ ამას?!საბაბი არასოდეს მოუცია ,თუ მის გაბრაზებულ ქცევებს არ ჩავთვლით ბიჭებთან ურთიერთობისას,მე სულელი კი ამას ეჭვიანობად და ცოტა შურის მომენტად ვთვლიდი.ან ამ მომენტში რა უნდა მეფიქრა?!ახლაღა ვხვდები ბიჭებს ზედაც,რომ არ უყურებდა ...არ ვიცი რა ვქნა,მინდა ავორთქლდე და სამუდამოდ გავქრე ...
საშინელი ფიქრებიდან მანქანის გამაყრუებელმა სიგნალმა გამომაფხიზლა,შუა ტრასაზე ვიდექი დებილივით და კინაღამ მანქანამაც გამიტანა.აფორიაქებულმა მალევე ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი.მინდოდა დალევა,მაგრამ კლუბში არა ...
მარტოობის სურნელმა ტკივილი გამიასმაგა.კარადიდან კონიაკი გადმოვიღე და ცხოვრებაში პირველად საშინლად დავთვერი.
დილით თვალები ძვლივს გავახილე,მეგონა ეს ყველაფერი სიზმარი იყო და მალევე გაქრა,მაგრამ პირიქით ეს უაზრო ოცნება აღმოჩნდა მირაჟი.თავი ამტკივდა...განა ამას ვინმე ჩივის?!ტელეფონის ზუზუნმა უარესად მომიშხამა გუნება.გაღიზიანებული დავწვდი და ვუპასუხე.
-ელე...ელე..-ხმაზე ეტყობოდა სალოს ,რომ ტიროდა.
-ელე ..ის ..ანა..ანამ თვითმკვლელობა სცადა ,მან ვენები გადაიჭრა...-გაბზარული ყინულისავით გაისმა მისი სიტყვები,მიუხედავად იმისა რაც მოხდა ,მე ის სივდილისთვის არ მემეტებოდა ,მე ....



პ.ს.პირველ რიგში ბოდიშით,რომ ამდენი ხანი დავიკარგე.მაპატიეთ,მაგრამ წინა ისტორია ჩემმა დამ იმაიმუნა და მკითხველნო ბოდიშს გიხდით.არ ვიცი ესე სრულიად განსხვავებული ისტორია რამდენად მოგეწონებათ,მაგრამ გპირდებით მოვლენები საინტერესოდ განვითარდება.სტიმულისათვის იმედია კომენტარებით გამახარებთ,მადლობა დიდი წინასწარ.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dasawyisiii kargiaa...gaagrdzeleee
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent