შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვარ ფიტული (3)


24-05-2016, 14:36
ავტორი ჯერკა
ნანახია 1 385

ნატა გამოვიდა კლინიკიდან და სახლისკენ მიმავალ გზას გაუდგა. ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, შუადღე იდგა თუმცა ძალიან ციოდა. ირგვლივ ოდნაც ჩაბნელებულიყო. რუხ ღრუბლებს მთელი ცა მოეცვა და მზის თუნდაც პაწაწინა სხივსაც არ უშვებდა დედამიწაზე. შემოდგომის სუსხით ატანილი ნატა კი ფიქრებში იყო გართული. „თავი ვინ ჰგონია ამ საზიზღარს, ცხოვრებაში პირველად ვხედავ. რა უნდა ასე უხეშად რომ მელაპარაკება, თითქოს მისი საკუთრება ვიყო. მეც რა სულელივით ვერ გავუწიე წინააღმდეგობა. - ბრაზობდა საკუთარ თავზე. - არადა რა სიმპათიურიაა, ოხერი ! უსუსური ბავშვივით ვიყავი, მშობლის ბრძანებას რომ ემორჩილება. *მეტიც ნატალია შენ ეს გესიამოვნა.* უეცრად ამ სიტყვებმა გაიელვა მის გონებაში, შეცბა და გაჩერდა.
- მე მესიამოვნა? რა სისულელეა, ასეთი რამ არც ერთ ქალს არ ესიამოვნება, თუნდაც არა როგორც ფსიქოლოგისგან, არამედ მამაკაცისგან. - ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა მან.
- სიამოვნება....
- შეუძლებელია !
- ჰოო ? ვტყუი არა? - სარკასტულად ჩაიცინა.
- შეუძლებელია ! არა, შენ ტყუი მსგავსი არასდროს იქნება სასიამოვნო ჩემთვის.
- უმანკო გოგოს როლს თამაშობ ? - გაიეცინა ხმას.
- ...
- მაინც არ გამოგივა, ნურც ეცდები. რატომ უნდა იყო ყალბი ?
- მე არ ვარ ყალბი...
- დარწმუნებული ხარ ?
- დიახ ! მე არ ვარ ყალბი !
- რატომ არ გსურს მიმიღო შენი სულის ნაწილად ? ხომ იცი, რომ მე მაინც შენ ვარ.
- არა ! არც იყავი, არც ხარ და არც არასდროს იქნები “მე“ ! ახლა კი მოკეტე. - კატეგორიულად საუბრობდა ნატალია.
- ოდესმე მაინც მიმიღებ. - ცინიკურად გაიცინა ხმამ და გამაყრუებელი ხარხარი ატეხა, აი ისე როგორც ნატას ჩვეოდა ხოლმე ადრე.
- გაჩუმდი... - ახლა უკვე ევედრებოდა ნატა. ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა თვალებიდან. ვერც აანალიზებდა, რომ შუა ქუჩაში იყო და მრავალი დაინტრიგებული მზერა მისკენ იქნა მიპყრობილი.
მობილურის ხმამ გამოარკვია . ლიზა იყო:
- ჰეი სად ხარ, აქ მოგაკითხე მაგრამ წავიდაო.
- გ-გასეირნება გადავწყვიტე. - ყრუ ხმით ჩაიდუდუნა ნატამ.
- რა გჭირს ? - გაოცებული, შეშფოთებული ხმით იკითხა ლიზამ.
- არაფერი ლიზ, უბრალოდ განმარტოება მინდა...
- ......... - გოგონა მიხვდა რომ ეს ეჭვნარევი დუმილი იყო და უპასუხა.
- ელიზაბეთ გთხოვ... - ლიზა შეცბა, ნატა ხომ მხოლოდ მაშინ ეძახდა ასე, როდესაც მართლა უჭირდა.
- კარქი საყვარელო. -ხმა დაუთბა ლიზას. - გვიანობამდე არ შეყვე გთხოვ.
-მადლობ. -ბედნიერების ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე ნატას. ტელეფონი გათიშა და ჩანთაში ჩააგდო. საყვარელ ადგილს მიაშურა, ერთ-ერთ სკვერში და ფერად სკამზე ჩამოჯდა. ლექსოზე ფიქრობდა, უფრო სწორედ მის საოცარ თვალებზე, ასე რომ დაატყვევა და გასაქანი არ მისცა მის სხეულს და სულს. გული შეუთრთოლდა, სახე აეწვა, რაღაც საოცარმა სურვილმა შეიპყრო.გააჟრჟოლა კიდეც. გაახსენდა მისივე უნებური გაფიქრება „ჩემი იქნები“ . გაეღიმა და ჰაერს ისე მოჰხვია ხელები თითქოს ადამიანს ეხუტებაო. ეუცხოვა ეს გრძნობა თითქოს ადრეც განუცდია სხვა მამაკაცების მიმართ მაგრამ არა. ეს მაინც სხვა იყო, მაშინ... მაშინ თითქმის არაფერს გრძნობდა აზარტული ჟინის გარდა, საკუთარი თავის გამოცდის სურვილი იპყრობდა.
რამდენი შემიძლია ? შემიძლია კი საერთოდ რაიმე ? ვღირვარ რაიმედ ?
ის მხოლოდ საკუთარ თავს ცდიდა, შეეძლო თუ არა მწყობრიდან გამოეყვანა ნებისმიერი და არც ერთხელ მარცხი არ უგემია. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ფიქრობდა რომ არაფრად არ ღირდა. ყოველთვის ფიქრობდა რომ მისი ადგილი აქ არაა. ყოველთვის ფიქრობდა რომ ფიტული იყო, ცარიელი ფიტული რომელსაც გულწრფელი გრძნობა არ შეუძლია. ამჯერადაც გაიფიქრა, ალბათ იგივე გრძნობააო, თუმცა აწრიალდა, რადგან ცვლილება იგრძნო აი აქ სულში.
უნდოდა, ღმერთო როგორ სურდა დაუფლებოდა მას... მთელ მის არსებას დაუფლებოდა, საკუთარ ქმნილებად გარდაექმნა იგი. ოო არა, ამაზე მეტად მას სურდა ვინმეს დამორჩილებოდა, სურდა ისეთ ადამიანთან ყოფნა ვინც დაიმორჩილებდა მას. მის ბუნებრივ რაობას აქცევდა საკუთრებად. გადაწყვეტილიც კი ჰქონდა საკუთარი ბედი: „ვერავინ დამიმორჩილებსო“, მაგრამ ახლა მიხვდა რომ ცდებოდა და ამ ფაქტის გააზრება ერთგვარ შვებასაც კი ანიჭებდა.
ლექსო სხვა იყო... მისი სიძლიერე შიშსაც კი ჰგვრიდა გოგოს, შიშნარევი ინტერესით იყო განმსჭვალული მისდამი. ყოველგვარი ზედმეტი ქმედების გარეშე გადაეშვებოდა მის ქვესკნელში.
ექსტრემისტი იყო. ახალ შეგრძნებებზე არასდროს ამბობდა უარს. ეშინოდა, ო როგორ ეშინოდა ხოლმე მაგრამ მაინც გადალახავდა ამ ბარიერს. არასდროს ყოფილა მის წინ ისეთი გალავანი, რომელზეც ვერ აძვრებოდა, ისეთი მწვერვალი არ არსებულა მის ცხოვრებაში, რომელსაც ვერ დაიპყრობდა და არც ისეთი სიღრმე შეხვედრია რომლიც წნევასაც ვერ გაუძლებდა, ერთის გარდა....
მამის სიკვდილმა გაანადგურა მისი პიროვნება. ექვსი წლის წინ ის ავტოავარიამ იმსხვერპლა. უფრო სწორედ მას ავტომობილი დაეჯახა, როდესაც ნატა გადაარჩინა. გოგონა უყურადღებოდ იდგა გადასასვლელზე და დროზე ადრე დაიძრა ადგილიდან, მთელი სულით და გულით მობილურში იყო ჩარგული და ასტროლოგიურ ჯგუფში გაცხარებით კამათობდა ერთ-ერთი ზოდიაქოს ნიშნის უპირატესობაზე. მანქანა, რომელიც ელვის სისწრაფით მოჰქროდა მხოლოდ მამამისმა შეამჩნია, ის შორიახლო იდგა, მარკეტიდან გამოდიოდა პროდუქტებით ხელში. მსწრაფლ მიირბინა ქალიშვილთან და მხოლოდ ხელი კვრა მოასწრო, რათა გადაერჩინა პირმშო, თვითონ კი ემსხვერპლა შვილის გადარჩენას. ნატამ თავი დაარტყა დაცემისას და ეგრევე გაითიშა, ხოლო მამამისი ადგილზევე გარდაიცვალა მრავალი დაზიანებით.



№1  offline წევრი lucifer :)

გასაოცარი ხარ არ შემიძლია აგიხსნა როგორ მომწონს საუკეთესო ხარ გელოდები ვერ ავღწერ როგორ მომწონს :) love

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ცოტა მოსაბეზრებლია
უფრო მეტი მრავალფეროვნება მინდა
ერთ წრეზე ტრიალებ
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი ჯერკა

სევდიანი გიჟი
ცოტა მოსაბეზრებლია
უფრო მეტი მრავალფეროვნება მინდა
ერთ წრეზე ტრიალებ


გავითვალისწინებ მადლობ :3

 


№4 სტუმარი ............…

pawawkuntela iko

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent