შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდე 7 თავი


24-05-2016, 15:15
ავტორი du-da
ნანახია 4 539

* * *
თითქმის ყველა კადრმა თვალწინ გამირბინა,ის ადგილებიც კი ამეწვა სადაც ის მეხებოდა.დაჟინებულმა მზერამ აზრზე მომიყვანა და ლილიანას გავხედე.ჩემზე არანაკლებ დღეში იყო გაფითრებული მომჩერებოდა,თვალებით ვანიშნე არაფერი შეემჩნია და ნაძალადევად გავიღიმე.
-მგონი დროა დავიშალოთ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის.
-მართალია ნაინა წავიდეთ დასვენებაც ხომ უნდა მოვასწროთ.ამყვა ლილიანა და მათეს უბიძგა
-ნაინას მე წავიყვან.მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა დადამ და გასასვლელისკენ მიბიძგა.

* * *
მათემ მანქანა გააჩერა და ლილიანას გადმოსვლაში მიეხმარა.
-ერთი დღეც და ოფიციალურად გახდები ჩემი ცოლი.ხელი.მოხვია ქალს
-ხო მართალია.მათე სახლში შუქები ანთებული დატოვე?ფანჯრებს ახედა ლილიანამ
-არა რა არი?
-ანთია.გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და წინ მიმავალ ქმარს აეკიდა.მათემ ნელა მოარგო გასაღები კარებს და სწრაფად შევიდა მისაღებში.
-დედა?გაოცებულმა გახედა სავარძელში მჯდომ ქალს
-კიდე კაი გახსოვს რო დედაშენი ვარ.ამრეზით აათვალიერა მათეს უკან მდგომი ქალი
-რისთვის მოხვედი?ხმა გაუმკაცრდა ბიჭს
-ესეიგი მაინც ირთავ ცოლად ამას.თითით ანიშნა ქალზე
-არ ვირთავ უკვე ჩემი ცოლია.დაიღრინა მათემ
-ვერაფერს იტყვი გემოვნება არ გქონია.
-დედა.
-რა დედა რა აბა.ფეხზე წამოხტა ქალი ამისთვის გზრდიდი რო ჩვეულებრივი ოჯახის შვილი მოგეყვანა ცოლად?ან შენ ქალბატონო დარწმუნებული ვარ მარტო ჩემი შვილის ფულები გინდა მეტი არაფერი.
-წადი.ხმას აუწია მათემ
-რა?საკუთარ დედას აგდებ?
-წადი სანამ კიდე მახსოვს ვინ ხარ.
-მათე გთხოვ.ქმარს მოეხვია ლილიანა.დაწყნარდი
-წადი აქედან.იღრიალა ბიჭმა და გასასვლელი კარი გააღო
-იცოდე ეხლა თუ წავალ ჩათვალე რო დედა მოგიკვდა.
-მიბრძანდი.როგორც კი ქალი გარეთ გავიდა მათემ მთელი ძალით მოიქნია კარი და მოაჯახუნა
-მათე.ხმა აუკანკალდა ლილიანას
-ხმა არ გავიგო იცოდე.ყურადღება არ მიაქციო მის ლაპარაკს ხო იცი რანაირია.არ ინერვიულო გთხოვ არ არსებობს ძალა დედამიწაზე რონელიც შენზე უარს მათქმევინებს.სწრაფად გაჩნდა ქალთან და გულში ჩაიკრა.

* * *
თავი საქარე მინაზე მქონდა მიდებული და ვფიქრობდი.ყოველთვის მეგონა დრო მიშველიდა და როდესაც კობას ვნახავდი არაფრის შემეშინდებოდა თუმცა ვცდებოდი,თითქმის იგივე გადავიტანე გაუაზრებლად დავისვი ხელი მკლავზე და ამაკანკალა.
-ნაი ცუდად ხარ?რეალობას დადას ხმამ დამაბრუნა
-არც კარგად.ნაძალადევად გავუღიმე
-ვინ იყო ის ბიჭი?
ვიცოდი დადა ერთადერთი იყო ვინც ყოველთვის დამიცავდა გარდა მაგისა გულით მინდოდა აღარ მეთამაშა მაგარი გოგოს როლი და მეც დავეცავი ვინმეს.
-ის იყო კობა.ძლივს ამოვიღე ხმა და მოსალოდნელი რეაქციით შეშინებულმა გავხედე ერისთავს.დადამ მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და გაავებულმა გამომხედა.
-რა თქვი?ხვდები რას ამბობ?ის არაკაცი თვალწინ მყავდა და ასე უბრალოდ გავუშვი?იღრიალა დადამ და მანქანიდან გადავიდა.
-დავიბენი დადა გამიგე გთხოვ.მეც გადავყევი და მის პირდაპირ გავჩერდი
-რამ.დაგაბნია ნაინა?ყველანი შენს გვერდით ვიყავით.
-შიშმა დადა რატო არ გესმის?შენ გგონია ჩემთვის ადვილი იყო მისი ნახვა?
-შიშის თუ მისცემ უფლებას ყოველთვის ეგეთი რეაქცია გექნება.პატარა აღარ ხად.მითხარი შემდეგში რომ გამოჩნდეს რას იზამ?ეგრე გაშტერდები და ყველაფრის ნებას მისცემ?მიპასუხე
-რას ამბობ?
-რაც გესმის შენ არ შეგიძლია თავის დაცვა თურმე.იცი რას ვუზამდი გოგო მაგას?არა ისედაც ვერსად გამექცევა მაგრამ შენ რა დაგემართა?
-რას გულისხმობ დადა შუა რესტორანში უნდა ამეტეხა პანიკა?
-უფრთხილდები ხო?იქნებ დაინახე და მიხვდი რო სულაც არ არის ამაზრზენი პიროვნება.იქნებადა მოგეწონა უკვე დავაჟკაცებული და ნანობ მისგან წამოსვლას.
სისხლმა ტვინში ამასხა.ვერც გავიაზრე ისე მოვიქნიე ხელი და ერისთავს გავარტყი.თავს ვეღარ ვაკონტროლებდი
-არასდროს გაბედო მაგის თქმა.ადვილი არ არის შეხვდე ადამიანს რომელიც ჩემი კოშმარია 10 წელია უკვე.იცი დღემდე მახსოვს როგორ მეხებოდა ის ყველა ადგილი მტკივა დადა.გიჟივით ვიღვიძებ ღამე და უაზროდ ვისმევ ხელებს რო იქნებ ჩამოვიშორო ის სიბინძურე.
უკვე ვჩურჩულებდი,ნელ ნელა ჩავცურდი მანქანასთან და სახე ხელებში ჩავრგე.
-სიმართლე თუ გინდა შენზე უფრო ვდარდობ ვიდრე იმაზე.მიყვარხარ დადა
-რა თქვი?ხმა დაეძაბა ერისთავს
-მიყვარხარ.სწრაფად წამოვდექი ფეხზე და გაოცებულ დადას გავხედე.ხო შემიყვარდი მეც არ ვიცი რატი ან როდის.
-არ გინდა ნაინა.ეხლა შეშინებული ხარ და მხოლოდ მაგიტო ლაპარაკობ ეგრე.არ არის საჭირო მაგის თქმა ისედაც დაგიცავ იმისგან.
-რას ბოდავ ადამიანო?მე აქ თავს ვიმცირებ და სიყვარულს.გიხსნი და შენ რას მპასუხობ.
-დაგავიწყდა ვინ ვარ?ირონიული გაუხდა ხმა
-არა მაგას რა დამავიწყებს.არც მე დავრჩი ვალში.მართალი ხარ მოდი დავივიწყოთ ეს საღამო მიაწერე ყველაფერი ჩემს შიშს.ეხლა კიდე სახლში წამოყვანე.მივაყარე გამწარებულმა და მანქანაში ჩავჯექი.

* * *
ქორწილმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ველოდით.ლილიანა ულამაზესი დედოფალი იყო ნუ არც მეჯვარე ჩამორჩებოდა მაგრამ მაინც.მათეს გვერდს ლაშა უმშვენებდა.მალულად ვაპარებდი დადასკენ თვალს არცერთხელ გამოუხედია ჩემკენ,ვიღაც მოკლეკაბიანს აეკიდა და მთელი ქორწილი გვერდიდან არ მოშორებია.ნელა წამოვდექი ფეხზე და მუსიკოსებისკენ გავემართე,
-ერთი წუთით ყურადღებას ვითხოვ თუ შეიძლება
.ჩავილაპარაკე მიკროფონში და როგორც კი ამდენი ხალხის გაოცებულ თვალებს წავაწყდი გამეცინა.ბევრს არ ვისაუბრებ,თორე ჩემი გოგო ისეთი სახით მიყურებს.გავხედე ლილის.მოკლედ მინდა მოგილოცოთ ჩემო საყვარლებო,თქვენ ხართ წყვილი რომლებმაც უამრავ პრობლემებს გაუძლო,ყველა წინაღობა გადალახა და დღეს ამ სიყვარულს გვიზიარებენ რაც ერთმანეთთან აკავშირებთ.ეხლა კი ჩემი სიურპრიზი თქვენ.ლილ გახსოვს რას დაგპირდი?ხოდა აჰა დატკბი.
ჩემს უკან მთელ.სიგრძეზე მონიტორი აინთო და სასიამოვნო მელოდოა გაისმა დარბაზში.ეკრანზე კი ჩემი და ლილიანას ბავშვობის სურათები ცვლიდა ერთმანეთს,მერე მათესიც შეუერთდა კოლაჟს და სასწაულად ლამაზი გამოვიდა.როგორც კი შუქები აინთო დარბაზში ტაშმა იქუხა,ლილიანა ფეხზე წამოხტა და მთელი ძალით მომეხვია.
-ჩემი გოგო ხარ ნაი მადლობა.
-ყოველთვის ერთად.გავუცინე და ცრემლები მოვწმინდე.დღეს არა ლილ დღეს არ იტირო.

* * *
თითქმის თვე გავიდა ქორწილიდან.ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა,,დადა არ გამოჩენილა და არც კობას შევუწუხებივარ.მთელი მონდომებით შევუდექი სამსახურია ძებნას თუმცა საიმედო ვერაფერი ვნახე.დღესაც მორიგი გასუბრებიდნ გამოვედი და გაჩერებაზე დავდექი.სასწრაფოდ უნდა მეშოვნა სამსახური,ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ჩემს წინ შავი ჯიპი გაჩერდა და კობა გადმოვიდა.ინსტინქტურად გავაცეცე თვალები ირგვლივ,
-ჩაჯექი.მკაცრად მომმართა
-არა.
-ნუ მაიძულებ ჩაჯექი არაფერს დაგუშავებ.
-არ მინდა.შემეშვი
ჩემი პროტესტისთვი ყურადღება არ მიუქცევია სწრაფად მტაცა ხელი და მანქანაში შემტენა.დადა მართალი იყო შიშისგან ერთ ადგილს მივეყინე.სრულიად გავითიშე ამ ქვეყნიდან.
-აბა როგორ ხარ?მზიარულად ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა
-რა გინდა ჩემგან?
-ოოო ბევრი რამე მაგრამ ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი,როგორც ჩანს წარსული ვერ დაივიწყე ჯერ მაგას უნდა მივხედოთ.
-არ ხარ ნორმალური.რა გინდა საერთოდ?შენ მე სათამაშო ხომ არ გგონივარ?
-ხმის აწევა გისწავლია.ეგ არ მომწონს არაუშავს გამოვასწორებთ.
-შენ ახლოსაც ვერ გამეკარები ვერასდროს.
-კაი კაცო ვინ დამიშლის?
-გეყოფა კობა შეეშვი ამ უაზრობას თორე შენ დაზარალდები.
-ნუ მემუქრები არ მიყვარს.ეხლა კი მითხარი სად მიგიყვანო
-ლილიანასთან.ძლივს დავიჩურჩულე და ათვლა დავიწყე,ერთი სული მქონდა როდის გადავუდოდი მანქანიდან.კობამ კორპუსთან გააჩერა,სანამ გადავიდოდი მისკენ დამქაჩა და ტუჩებში მაკოცა.მთელი გულ მუცრლი ამომიყირავდა,საშინელი გულისრევა ვიგრძენი არ მახსოვს როგორ ავირბინე კიბეები,
-ნაი რა გჭირს?იყვირა ლილიანამ
-მაკოცა.სწრაფად გავვარდი აბაზანისკენ და გული ამერია.ძირს დავჯექი და თვალები დავხუჭე,შეშინებული მომიჯდა ლილიანა გვერდით და გულზე მიმიხუტა.
-დაბრუნდა ლილ ჩემს გასამწარებლად დაბრუნდა.
-დაწყნარდი გთხოვ.მოდი ადექი და წამოწექი იქით.ნელა წამომაყენა და მისაღრბში გამიყვანა მხოლოდ მოგვიანებით აღვიქვი სავარძელში მჯდომი მათე და დადა,რომლებიც ფეხბურთს უყურებდნენ და ვეჭვობ არაფერი გაუგიათ.ერისთავმა აგდებულად გამომხედა და როგორც კი ჩემს სახეს წააწყდა სწრაფად წამოდგა ფეხზე.
-ნაინა რა მოხდა?დამეფიცება ასეთი ხმა არასდროს ჰქონია.ჩემს წინ ჩაიმუხლა და იმ ღიმილით გამიღიმა მე რომ.ასე ძალიან მიყვარდა და ვიცოდი მხოლოდ ეს მომცემდა ძალას ეს ომი მომეგო.



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ეეეეეხ რა საინტერსოა და რა პატარ პატარა თAვებს დებ sad

 


№2  offline წევრი Alones Statusebi

Daderaa kideee

 


№3  offline წევრი du-da

xval davdeb dzalian did tavssss.miyvarxart

 


№4  offline წევრი ketia

დზაან მომწონს კოჩაგ გთხოვ დადე მალე რაა გაგრძელება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent