შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ ბარნოვა ! (თავი 9)


24-05-2016, 19:40
ნანახია 2 869

ქართულის გაკვეთილი იყო, საკლასო ოთახის კარზე დააკაკუნეს, კარი გაიღო და ნაცნობი ხმა გავიგე:
- უკაცრავად შეიძლება ცოტახნით ანა ბარნოვა გავიყვანო?
-კიბატონო.გადი ანა..
როცა სილუეტს შევხედე და მამა დავინახე, წამიერად დავიბენი თანაც გამიხარდა.. უკვე სამი წელია არ მენახა..
როგორც სიზმარში, მოქმედება ისე ხდებახ რომ ვერ აკონტროლებ, სწორედ ასე ვიყავი.. მისკენ მივდიოდი თუმცა ამას მე ვერ ვაკონტროლებდი, ვერაფერზე ვფიქრობდი უბრალოდ მისკენ მივდიოდი.. უბრალო მისი დანახვისას რაც ვიფიქრე ის იყო რომ რაღაც მოხდებოდა აუცილებლად ! ისე სხვა შემთხვევაში ასე გაუფრთხილებლად არ ჩამოვიდოდა..
ოთახიდან გავედი, კარი მივხურე მაშინვე წამოვიდა ჩემსკენ და გულში ჩამიკრა..
თვალები ჩაწითლებოდა.. ისე მომნატრებია მისი ჩახუტება..
მისი ნათქვამი "ჩემო გოგონა"..
- ჩემო გოგონა რამხელა გაზრდილხარ
- მომენატრე მამა..
- მეც მომენატრე ჩემო გოგონა, თანაც ძალიან.. ნეტა შემძლებოდა სულ თქვენთან ყოფნა..
ხელი მომხვია საფეთქელთან მაკოცა და კიბეებისკენ წავედით
- მამა გაკვეთილი რომ მაქვს?
- არაუშავს მამა.. წამო გავიაროთ.. ან თუ გშია სადმე შევიდეთ და ვჭამოთ..
- არა გავიაროთ გავიაროთ
- როგორ მომენატრე ნეტა იცოდე..
ვცდილობდი მისი სევდიანი ხმა და ჩაწითლებული თვალები არ შემემჩნია..
გული მეკუმშებოდა.. რაღაც ცუდის მოლოდინში.. ნეტა ვცდებოდე და მართლაც ისე, უბრალოდ, ჩვენ სანახავად იყოს ჩამოსული ბადრი..
- მამა რამე მოხდა?
- არა მამიი.. მომენატრეთ და ჩამოვედი.. არ გაგიხარდა?
- კი როგორ არ გამიხარდა..
- მამი დედაშენი როგორ გავიცანი იცი?
- არვიცი..
- როგორ და.. მე მაშინ სტუდენტი ვიყავი, უკვე მეორე კურსზე ვიყავი.. დედაშენი მეთერთმეტე კლასელი.. მერე როგორც გავიგე, ახალი ჩამოსული იყო თბილისში..
მაისი იყო, მაგრად წვიმდა.. მანქანით მივდიოდი და გაჩერებაზე გოგო დავინახე, სულ გაწუწული იყო და კანკალებდა სიცივით..
ფანჯარა ჩავწიე და გავძახე:
" დახმარება ხომ არ გინდათ?"
არაფერი მიპასუხა და თავი ჩახარა..
მანქანა დავაყენე და გადავედი, მივედი.. არც კი შემომხედა.
- დაგეხმაროთ?
- არმინდა..
- რომელ მარშუტს ელოდებით.. ნომერი არვიცი.. რომ მოვა ვიცნობ..
- იცით.. შეიძლება აღარ ჩამოიაროს.. წვიმის გამო.. მოგიწევთ აქ დარჩეთ..
მოვატყუე.. იმიტორო მინდოდა მე წამეყვანა..
შეშინებული თვალებით ამომხედა
- მაშინ რავქნა?
- არვიცი..
- ტელეფონს ვერ მათხოვებთ?
- გამომართვი..
ტელეფონს უტრიალა მერე ისევ ამომხედა და სიცილით და ამავედროს შიშით თქვა
- ნომერი არ მახსოვს
- თუ წამოხვალ.. მისამართი მითხარი და მიგიყვან..
დიდხანს ვეწუწუნე უარზე იყო მაგრამ მაინც წავიყვანე..
მერე ორ კვირაში მოვიტაცე და მის მერე ჩემი ცოლი იყო..
ნეტავ იმ დღეების დაბრუნება რომ შემეძლოს.. გვერდიდან არ მოვშორდებოდი.. სულ გვერდით მეყოლებოდა.. და ხშირად ვეტყოდი, რომ მიყვარს..
- ლამაზი იყო არა?
- ლამაზი იყო მაა.. ისეთი ლამაზი როგორიც ახლა.. მისნაირს ვერსად შეხვდებოდი.. სიამაყით ვივსებოდიხ როდესაც ერთად მივდიოდით სადმე და ყველა გვიყურებდა.. ამაყად მივდიოდი იმიტომ, რომ ასეთი ცოლი მყავდა..
ვეჭვიანობდი, მაგრამ მეამაყებოდა რომ ის ჩემს გვერდით იყო.. და ყველას უნდოდა დედაშენისნაირი ცოლი ან თუნდაც შვილი..
ისეთი ნაზი იყო და ფაქიზი.. ისეთი როგორიც შენ.. დედაშენს ძალიან გავხარ..
- ვიცი ყველა მეუბნება..
- მამი გავიგე შეყვარებული, რომ გყოლია..
- დედამ გითხრა..
- ჰოო.. როცა ტელეფონით ველაპარაკე მაშინ მითხრა..
- ჰოო..
- ბედნიერი ხარ?
- კი.
- თუ ბედნიერი ხარ ხომ იცი, რომ ვერავინ შეგეწინააღმდეგება.. მე მჯერა ჩემი გოგოსი.. მჯერა, რომ ის არასოდეს გააკეთებს ისეთ რამეს, რომ გვაწყენინოს..
- არასოდეს მამა !
- ანა იცოდე, რომ რაც არუნდა მოხდეს ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი.. ყყოველთვის გახსოვდეს, რომ ოჯახი გყავს, რომელიც სულ გვერდში დაგიდგება და გაგიგებს. იცოდე, რომ არასდროს იქნები მარტო..
- ვიცი მამა.. მაგრამ რატო ლაპარაკობ ასე?
- როგორ ასე მამი?
- ისე თითქოს რაღაცას მიმალავ !
- გეჩვენება მამა.. წავიდდეთ სახლში?
- კაი წავიდეთ..

სახლში მისულებს გაგი(ჩემი ძმა) და ნათიაც( ძმისცოლი) იქ დაგვხვდნენ..

- ანააა
ჩემ დანახვაზე გაგი წამოდგა და ჩამეხუტა
- ჩემო ცხოვრება როგორ მომენატრე
- სანამ მამა არ ჩამოვიდა მანამდე არ უნდა მოსულიყავით?
---
ყველანი მისაღებში ვიყავით.. თავს ისე ვგრძნობდი თითქოს საკუთარ სახლში კი არა სრულიად უცხო სახლში ვყოფილიყავი.. ყველა ჩუმად იჯდა.. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდათ და ვერ ამბობენ.. ეს დუმილი საშინლად მაღიზიანებდა.. როცა რამეს ვიტყოდი მოკლე პასუხს მცემდნენ და ისევჩუმად ისხდნენ..
- დედა სადაა?
კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე..
ბაბუას გვერდით დავუჯექი და იგივე ვკითხე:
- ბაბუ დედა სადაა?
ნაღვლიანი თვალებით შემომხედა.. მაგრამ არაფერი მითხრა..
- ანა ბაბუას დაანებე თავი.. ნუ შეაწუხებ..
- ტელეფონზე დავურეკავ..
ტელეფონის ასაღებად წავედი
- არა ანა ! დაანებე.. არ დაურეკო..
- რახდება ვინმე ამიხსნით?
კარზე ზარი იყო სიხარულით წავედი.. ვიფიქრე თინა იქნებოდა..მაგრამ მაკო შემრჩა.. ცრემლიანი თვალებით.. კარი რომ გავაღე ჩამეხუტა და ატირდა:
- ჩემო გოგო.. ალბათ როგორგანიცადე... შენს გვერდით ვარ ხომ იცი? არინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.. ყველაფერს გადავიტანთ.
გავშეშდი, ვერაფერა ვხვდებოსი.. სიჩუმე კი მკლავდა..
- ვინმე ამიხსნის რახდება?
ისე გეგა მოვიდა.. ჩამეხუტა.. თავზე მაკოცა.. მისი თვალიდან წამოსული ცრემლი თავზე დამეცა.. ვიგრძენი..
- ანა.. ჩემო საყვარელო.. დედა.. ცუდად გახდა.. ანა.. არუნდა იტირო.. დედას არ მოეწონებოდა.. ასე რომ დაენახე.. ჩემო დაიკო, ჩემო საყვარელო..
ადგილს მივეყინე.. მეც გავიყინე.. თითქოს ზამთრის სუსხში, გაღებული ფანჯრის წინ ვიდექი და ვიყინებოდი.. მთლიანად ავკანკალდი.. თითქოს ცა დამემხო თავზე.. ვერ ვიაზრებდი.. არ მჯეროდა, რომ დედას ვერ ვნახავდი.. ვეღარასდროს.. ცრემლიც კი არ წამომსვლია.. გახევებული ვიდექი, იმდენად დიდ ტკივილს ვგრძნობდი, რომ დადუმებული ვიყავი.. მინდოდა მეყვირა, მეკივლა, სახე დამეხოკა, ყველაფერი დამელეწა, ტანსაცმელი შემომეხია.. მაგრამ ამის ნაცვლად ვიდექი ! უბრალოდ ვიდექი ! უგრძნობი არსებასავით ვიდექი.. სულის ტკივილი მანადგურებდა მეკი ვერ გამოვხატავდი..
ჩემი ცხოვრების დიდ ტრაგედიას ვუყურებდი, სიზმარში მეგონა თავი..
მინდოდა გავქცეულიყავი.. მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვროდი.. მინდოდა დედა მოსულიყო, გულში ჩავეკარი და ეთქვა რომ ბოროტად გახუმრება გადაწყვიტეს და გამოუვიდათ.. ან ეთქვა რომ კოშმარი დამესიზმრა..
ქვად ვიქეცი, შეუვალ კლდეს ვგავდი, რომელიც საუკუნეებია გაუნძრევლად დგას, ხავსი მოკიდებია და ელოდება როდის ჩამოიშლება და ნაკუწებად იქცევა..
მინდოდა წამით დამენახა, მომღიმარი თინა.. მინდოდა შემეხედა მისთვის.. რომ მისი სახე კარგად დამმახსოვრებოდა.. ეყვირა, ეჩხუბა.. მაგრამ მოსულიყო.. მინდოდა მოსულიყო.. ბოდიშს მოვუხდიდი, პატიებას ვთხოვდი იმისთვის რაც ვაწყენინე.. მაგრამ ყველაზე სამწუხარო იცით რა არის? ვერ მოვასწარი.. ვერ ვუთხარი როგორ მიყვარს.. ვერ ვუთხარი რომ ქვეყანას მირჩევნია.. ვერც პატიება ვთხოვე.. მაგრამ ამაზე უფრო სამწუხარო იცით რა არის?
ადამიანს ვერ ვაფასებთ სანამ გვერდით გვყავს.. როცა ვაცნობიერებთ, რომ ის დავკარგეთ მის ფასასაც მერე ვხვდებით.. მერე ვხვდებით იმას რასაც აქამდე ვერ ვხვდებოდით..
თინა ჩემი ტკივილია.. მოუშუშებელი ჭრილობაა.. როგორ მინდა ერთხელ მაინც ჩავეხუტო და ვიგრძნო მისი თბილი სხეული.. მისი გულის ცემა ვიგრძნო..

---
ბოლოჯერ ვუყურებდი მის სხეულს, და ჩემი თვალებიდან წამოსული ცრემლები, მის გაყინულ სახეს ეცემოდა.. თინას სახის მსგავსად იყო გაყინული ჩემი გული..
ისე მენატრებოდა.. ვიცოდი ვეღარასდროს ვნახავდი.. მის სახეს ვუყურებდი, არმინდოდა მისი სახე დამვიწყებოდა...

-შენს ნათელ თვალებს სხივი მოაკლდა... და ჩამობნელდა ირგვლივ ყოველი, არ დაგივიწყებ არასდროს კარგო, მე ხომ შენს სუნთქვას ისევ მოველი... ჩემი ცხოვრების დარჩენილ დღეებს შენზე ფიქრებში განვვლი ძვირფასო, სიკვდილის მერეც მემახსოვრები, გულის წიაღში ჩაგიკრავ მხოლოდ...
დედიი.. ჩემო თინა.. ნეტა იცოდე როგორ მყვარებიხარ.. როგორ მიმატოვე დედიკო.. ახლა როცა მჭირდები... გეხვეწები დეე სიზმარში მაინც მოდი ხოლმე ჩემთან.. სიზმარში მაინც დამენახე ხოლმე.. ისე მომეფერე როგორც იციოდი ხოლმე..

***
ბინასთან გავჩერდით, ნიკუშამ ხელები მომხვია და მაგრად ჩამიხუტა.. ხან ყელში მკოცნიდა, ხან ყურის დაბლა... ხანაც შუბლზე..
მსიამივნებდა მისი თითოეული უმნიშვნელო შეხებაც კი... ისე მიყვარდა გამოხატვაც კი არ შემეძლო... სიტყვებითაც კი ვერ ავღწერ..
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და ცდილობდა ტკივილი შეემსუბუქებინა..
ყველაზე მეტად ის მეხმარებოდა მძიმე წუთებში.. ვერ წარმომედგინა საკუთარი თავი ნიკას სიახლოვისგან შორს..
ვერ წარმომედგინა საკუთარი თავი მის გარეშე..
ვერ წარმომედგინა საკუთარი თავი სხვასთან.
- ანა გინდა ხვალ სადმე წავიდეთ?
- რავი.. ვნახოთ.. რა ხასიათზე ვიქნები..
"ნაძალადევად" გავუღიმე და ვაკოცე
- ხო დამპირდი რო აღარ ინერვიულებდი ტოო
- ვიცი ვიცი.. არ ვნერვიულობ.. უბრალოდ ხომიცი.. ახლა ყველაფერი მეზარება და არაფრის ხასიათზე ვარ...
- ვიცი ტოო ვიცი მარა თავი ხელში აიყვენე
- მადლობა.. რო ჩემს გვერდით ხარ..
- ჩემო ცხოვრება.. ადი ახლა და დაისვენე.. იცოდე არ იტირო !
- გპირდები !
- მოდი ჩემთან და მერე ადი..
ისევ მიმიხუტა და თავზე მაკოცა.. ღმერთო ჭკუიდან ვიშლებოდი მისი შეხებით.. მიყვარდა სიგიჟემდე !
- მიყვარხარ ჩემო ანგელოზო !!
- მეეც ! მეც მიყვარხარ ! სიგიჟემდე ! და რაც არ უნდა მოხდეს მეყვარები ყოველთვის !!!!

- ჩემო სიცოცხლე ადი ეხა და დაისვენე ! მიდი ტოო
- ღამემშვიდობისა..
ნელა ავდიოდი კიბეებზე, არმინდოდა სახლში შევსულიყავი და თინასგან დატოვებული სიცარიელე კიდევ მეგრძნო.. ნათქვამია გვირაბის ბოლოს ყოველთვის სინათლე მოსჩანსო..
თუმცა ჩემი გვირაბის ბოლოს სიცარიელისა და სიბნელის მეტი არაფერი იყო..
- ანა შენხარ?
- კი მამა
- ყველა წავიდა?
სახლში ჩემი ძმა რომ ვერ შევნიშნე მამას ვკითხე..
- კიი მაა წავიდნენ
- კაი მაშინ დავწვები წავალ
- ანა ხვალ სკოლაში წახვალ?
- კიი.. წავალ..
- ანა დედას წერილი ვიპოვე.. ოთახში ნივთები ამოვაწყვე და ვიპოვე.. არ გამიხსნია.. შენი სახელი აწერია..
ხელში კონვერტი გამომიწოდა.. სწრაფად გამოვართვი .. მერე თავზე მაკოცა და ოთახში შევედი..
საწოლთან კუთხეში მივიყუჟე და კონვერტი აკანკალებული ხელებით გავხსენი.

******
- დედი ! ჩემო ლამაზო ! თუ ამ წერილს კითხულიბ უკვე იმ ქვეყნად ვიქნები..
ყოველდღე ველოდი სიკვდილს, ჩუმად.. არმინდოდა შემეშინებინე იმიტომ, რომ ვიცი როგორი ხარ ! ჩემზე ცუდად შენ იქნებოდი.. ამიტომ ვწერ ამ წერილს ახლა.. ვაი რომ ვეღარ მოვასწრო..
იცი დეე? ახლა ვიცი, რომ კუთხეში ზიხარ ფეხმორთხმული.. როცა რამე გწყინდა, ან გაგვებუტებოდი ყოველთვის მასე აკეთებდი.. ყოველთვის..
ცდილობ არ იტირო, მაგრამ ტირილის ზღვარზე ხარ და უკვე ასოების გარჩევაც გიჭირს..
იტირე დედიი, რომ დამშვიდდე.. შენ თითოეულ ცრემლს გაატანე შენი დარდი მღელვარება..
იმდენი რამე მინდოდა მეთქვა, რომ თავში ყველაფერი ამერია..
თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკანში მყოფი სიკვდილ მისჯილი ადამიანი, რომელიც წუთი-წუთზე ელოდება სიკვდილს !
ყველაზე მეტად შენი დატოვება მიმძიმს.. ახლა გჭირდება ჩემი გვერდში დგომა და სწორედ ახლა მივდივარ შენგან.. ცუდი დედა ვარ ! ძალიან ცუდი !
მაგრამ დარდს იმით ვიქარვებ, რომ შენ გვერდით ნიკას ვტოვებ ! ვიცი რომ ძალიან გიყვარს და მასაც ძალიან უყვარხარ..
დედი ჩვენ ხომ არასდროს გვქონია ისეთი ურთიერთობა, რომ გეამაყა..
ვერასდროს ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ სიცოცხლეს მირჩევნიხარ..
შენ, რომ დაიბადე და პირველად დაგინახე თითქოს ცა გამინათდა.. ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყავი და ჩემით გეამაყა..
მაგრამ ასე ვერ მოვიქეცი.. მაგრამ დედი იცოდე, რომ ცუდიც და კარგიც.. ხან ჩხუბი, ხან მოფერება.. ყველაფერი შენ საკეთილდღეოდ იყო..
პატიებას გთხოვ, რომ ნიკასთან ურთიერთობა აგიკრძალე.. სინანულით მივდივარ აქედან.. როგორ შემეძლო, რომ გითხარი დაშორდი თქო?!
სიყვარული თუ ნამდვილია, მას ხომ ვერავინ აღუდგება წინ.. ცადა დედამიწაც, რომ შეიკრას ნამდვილ სიყვარულს ვერაფერი გატეხს..
ღმერთო როგორ მინდოდა, შენ გვერდით ვყოფილიყავი სკოლის დამთავრებისას..
შენ ბანკეტზე სიამაყით მეთქვა, რომ ჩემი შვილიხარ..
მართალია ყოველთვის ამაყი ვიყავი შენით, მაგრამ არ მითქვამს..
მინდოდა თეთრ კაბაში მენახე, ბედნიერი..
თუმცა მე მაინც დაგინახავ და თუ რამე არ მომეწონა დაგტუქსავ და გეჩხუბები.. მართალია არვიცი, როგორ მაგრამ მაინც ! რამეს მოვახერხებ..
მე, ხომ ჩხუბში ბადალი არ მყავს !
ახლა გაიცინე !
ვსო ჩემო სიხარულო ! ცრემლები მოიწმინდე და ახალი ცხოვრება დაიწყე ! სულ ლაღი და ბედნიერი იყავი ! დედას არ აწყენინო გეხვეწები ანი !
დამიჯერე მე იქ უფრო კარგად ვიქნები !
გთხოვ დედი ძალიან გთხოვ ! არ იტირო ! აღარასდროს იტირო ჩემო ლამაზო !
შენ ძმაზე არ ვდარდობ ! მისით უკვე ვამაყობ და ვიცი შენც მოგხედავს !
ძალიან მიყვარხართ ! არვიცი რა მეშველება უთქვენოდ !!! გკოცნი ჩემო ანგელოზო !
დედას ძალიან ძალიან ძალიან უყვარხარ !!!!!!!!....


ფურცელი გულზე მივიდე და ცალი ხელით ცრემლები მოვიწმინდე..
უემოციო ვიყავი, ემოციებისგან გადაღლილი.. სრულიად უმწეო..
ვერაფერზე ვფიქრობდი დედას გარდა !

- ანი გცალია?
ოთახში მამა შემოვიდა, ფურცელი დავკეცე და კონვერტში დავაბრუნე.
- მოდი
- წაიკითხე?
- წავიკითხე კი..
- მაამი ახლა ვიცი ცუდად ხარ და გიჭირს.. მესმის შენი.. მაგრამ ყველა ასე ვართ.. ყველას გვენატრება დედაშენი და ეს ყველაფერი ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო..
თუ შენ გინდაა.. მოკლედ.. მამი.. დღეს დედაჩემს და ჩემ დას ველაპარაკე და მითხრეს, რომ შეგიძლია წახვიდე საბერძნეთში მათთან.. იქ ისწავლი.. შენი გადასაწყვეტია.. როგორც გინდა ისე უნდა მოიქცე მამა..
- მამა ხოიცი, რომ ნიკას ვერ დავტოვებ? არშემიძლია.. ასე უბრალოდ ვერ ავდგები და ვერ წავალ.. ახლა მნიშვნელოვანი პერიოდი მაქვს.. გამოცდები მაქვს.. აქ ოჯახი მყავს.. მეგობრები..
- მამა იქაც გყავს ოჯახი.. მეგგობრებს გაიჩენ..
- არვიცი მააა.. არშემიძლია.. ყოველ შემთხვევაში ახლა.. დრო მჭირდება..
- კაი როგორც გინდა მამი.. ღამე მშვიდობისა..

***
დილით სკოლაში მიმავალს ფეხები უკან მრჩებოდა.. თითქოს სრულიად უცხო გარემოში მივდიოდი, პირველად.. ეს ქუჩები და ეს ხალხიც კი მეუცხოვებოდა..
სკოლის ეზოსთან მაკო იდგა ბაჩისთან ერთად, წამოვიდა და ჩამეხუტა
- ჩემო ლამაზო რა კარგია რომ სკოლაში მოსვლა გადაწყვიტე..
- ჰოო
ნაძალადევად გავუღიმე და ბაჩი გადავკოცნე
- ანა.. კიდევ ერთხელ ვიზიარებ.. არ იდარდო.. ჩვენ შენს გვერდით ვართ..
- მადლობა ..
ისევ ნაძალადევი ღიმილი და კლასისკენ წავედით..
როგორც მეგონა ზუსტად ისე მოხდა..
მძულდა ყველა ადამიანი რომელიც მეუბნებოდა "ვიზიარებ" "არ ინერვიულო" "ძალიან მეწყინა"
როგორ იზიარებდნენ, როცა წარმოდგენაც არ ჰქონდათ რამდენად მძიმე დარტყმაა ოჯახის წევრის გარდაცვალება.. ამ სიტყვებს ჰაერზე ისროდნენ ჩემი მიმართულებით და უფრო მტკიოდა გული..
მეზიზღებოდა ყველა ის მასწავლებელი, რომლებმაც ჩამიხუტეს და მითხრეს " არ იდარდო ყველაფერი კარგად იქნება "
როგორ არ უნდა ვიდარდო?? დედა აღარ მყავს.. და როგორ იქნება ყველაფერი კარგად????! არაფერიც არ იქნება კარგად !!
სათქმელად ადვილია !
სულს მიხუთავდა მათი სიბრალული ჩემს მიმართ, რომელიც არაფერში მჭირდება !
მძულს მათი სიბრალულით აღსავსე თვალები, რომლებიც მე მიმზერენ!
აღარ შემიძლია ამ ხალხის ატანა !
არმინდა მათი არაფრის მთქმელი გამომეტყველება, ვითომ წუხდნენ !
არაფერში მჭირდება მათი სიბრალული !
თინა მჭირდება მხოლოდ !
პირობა დავდე, რომ აღარ ვინერვიულებდი, მაგრამ პირიქით ! ამის შესრულება ძნელიაა !!!
მეგონა საზოგადოებაში გასვლა მომხდარს დამავიწყებდა თუმცა პირიქით !!!
მახრჩობს ეს მარაზმი !!
მხოლოდ ნიკას შეუძლია ჩემი დამშვიდება და მომხდარის დავიწყება !!!
ერთადერთია !

***
მთელი დღე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც უცხო კონტინენტზე.. მარტო ვიყავი.. არავინ მინდოდა.. მეგონა ყველა მე მიყურებდა და ყველა ჩემზე ელაპარაკებოდა ერთმანეთს
- უი გოგო იცი იმას დედა მოუკვდა?!
- გავიგე საწყალიი !! ძაან ცოდოა !

არმინდოდა მათი სიბრალული.. ყველაფრის სურვილი დამეკარგა.. გარეთ გასვლაც კი არ მინდოდა.. ფანჯაარაშიც, რომ ვიხედებოდი მეგონა ყველა მიყურებდა და ჩემზე ლაპარაჯობდნენ !
ჭკუიდან ვიშლებოდი !
ვეღარ ვუძლებდი !
ერთი სატანჯველი კვირა გავიარეე !
მერე გავაანალიზე !
მეტს ვეღარ გავუძლებდი !
როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის !
აქედან უნდა წავსულიყავი !
თანაც სასწრაფოდ !
აღარ შემეძლო მოგონებებთან ცხოვრება !!
ძალა აღარ მქონდა !


ვაბშე არ აქტიურობთ ! ვერგავიგე მოგწონთ თუარა ;დდდ



№1  offline წევრი Peoplefallformysmile

მოგვწონს მაგრამ აგვიანებ

 


№2 სტუმარი A

Me momwons sakmaod sainteresoa da maqsimalurad vcdilob tvali mivadevno. Axal tavs rodis dadeb?

 


შევეცდები მალე დავდო.. მადლობა, რომ კითხულობთ

 


№4 სტუმარი Uhuu

Momcoons da malee dade ra

 


ახალა ესენიბარ დააშორო თორემ...ვაიმე არ ვუცი რას გიზამ....
ძალიან მტკივნეული თავი იყო რაღაცნაირად მაგრამ კარგი...
რას ქვუა არ მომწონს ძალიან მკმწონს ეს ისტორია მაგრამ აგვიანებ და ძალიან გთხოვ აღარ დააგვიანო რა მუთმენლად ველი ახალ თავს და იმედია არ დააშორებ ერთმანეთს ამათ
--------------------
romantikosi mwerali

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent