შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი ჟრუანტელი ( 2თავი)


24-05-2016, 19:58
ავტორი X.G
ნანახია 2 076

დიდი ხანი არ იყო გასული იმის შემდეგ რაც მე და ალექსი აივანზე ვიდექით, რომ მისი მეგობარი შემოვიდა და ყველას რესტორანში მოგვიწია შებრუნება. ხალხი დაშლილიყო და მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები იყვნენ დარჩენილი. მაგიდასთან მივედი. ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. უნდა მეპასუხა როცა ზარი შეწყდა. ჩემსკენ მომავალი ლიკა დავინახე და მობილურს თავი მივანებე. ვინც არ უნდა ყოფილიყო მოგვიანებით დავურეკავდი.
-შვილო დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ და ეს შენი დამსახურებაა. ამისთვის დიდ მადლობაას გიხდი.
-რასამბობ ლიკა, მე ძAლიან მიყვარს ალექსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლად არ გავყვებოდი. უბრალოდ თქვენმა მდგომარეობამ ეს ყველაფერი დააჩქარა. სულ ეს არის-თავს ცუდად ვგრძნობდი ლიკას რომ ვატყუებდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
-კარგი, კარგი შვილო. ხო მართლა ეს სახლის გასაღებია. ალექსი ვერ ვნახე და შენ გქონდეს. ახლა წავალ ახალგაზრდებს მარტო დაგტოვებთ-გასარები გამომიწოდა და ქმართან ერთად დაიძრა გასასვლელისკენ.
-რაო დედამთილმა?-მაშინვე მოვარდა ჩემთან თაკო.
-ისეთი არაფერი, სახლის გასაღები მომცა-დაღლილმა ვუთხარი და იქვე ჩამოვჯექი. მთელი დღის დაღლილობა მხოლოდ ახლა ვიგრძენი.
-ხო მაგრამ, თქვენ ხომ ყველამ ერთად უნდა იცხოვროთ?-გაკვირვება ვერ დამალა და ხელებით წრე "შემოხაზა".
-აკო, ლიკამ იმ სახლის გასაღები მომცა სადაც მე და ალექსანდრე ორი დღით დავრჩებით, შემდეგ სამოგზაუროდ წავალთ და ამის შემდეგ ლიკასთან , დათასთან და ნუცასთან ერთად ვიცხოვრებთ-ყველაფერი მოკლედ მოვუყევი, რომ შეკითხვები კიდევ არ დაესვა.
-აუ ელენე, ნახე რა კარგი მუსიკაა, მიდი რა, ალექსანდრესთან ერთად იცეკვე.
არაფრის თქმა დამაცადა ისე დაუძAხა ალექსანდრეს. ისიც ნელი ნაბიჯებით გამოემართა ჩვენსკენ.
-სიძე, მოდით ერთად იცეკვეთ, სირცხვილია, ბოლო-ბოლო თქვენი ქორწილია.-ენას ისევ არ აჩერებდა თაკო.
ყველა ჩვენ გვიყურებდა, ახლა რომ რომელიმეს უარი გვეთქვა სირცხვილი იქნებოდა, ამიტომაც დარბაზის ცენტრში გავედით და ჩვენც შევუერთდით მოცეკვავე წყვილებს.
-თუ ჩემთან ერთად ცეკვა გინდოდა შეგეძლო პირდაპპირ გეთქვა-ყურში ჩამჩურჩულა მისთვის ტრადიციული, ირონიული ცეკვით.
-ცეკვა რომ მდომოდა, შენს გარდა უამრავი სხვა ბიჭია აქ, დარწმუნებული ვარ უარს არავინ მეტყოდა-გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე, უფრო ჩემთვის ვიდრე ალექსადნრეს გასაგონად.
-არც ქმრობაზე გეტყოდა ვინმე უარს, შეგეძლო სხვა აგერჩიე
-იდიოტი ხარ-ხმამაღლა ვუთხარი და რადგან სიმღერა დამთავრდა მაგიდისკენ წავედი, მაგრამ ალექსანდრემ შემაჩერა.
-უკვე თითქმის ყველა წავიდა, დროა ჩვენც წავიდეთ. დანარჩენს ბიჭები მოაგვარებე.
-ტელეფონს ავიღებ და მოვა
-დაგელოდები.
კი ვთქვი ტელეფონს ავიღებთქო, მაგრამ როგორც ყოველთვის თაკო ახლაც მზადყოფნაში იყო და თავად მომირბებინა ტელეფონი. ასე რომ რამდენიმე წუთში მე და ალექსანდრე უკვე მანქანაში ვისხედით და სახლისკენ მივდიოდით.
-ფრთხილად იარე, არაფერს შეეჯახო-დამფრთხალმა ჩავილაპარაკე და კიდევ ერთხელ შევამოწმე ღვედი კარგად მეკეთა თუ არა. ჩემს ამ საქციელზე ალექსანდრეს გაეცინა და ცოტათი შეანელა სიჩქარე.
-ნუ გეშინია. იმდენი არ დამილევია რომ ცოლი საფრთხის წინაშე დავაყენე-ლაპარაკობდა და ხანდახან გამომხედავდა ხოლმე.
დაბნეულმა ხმა ვერ ამოვიღე. ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე გამოსავალი და გასაღები გავუწოდე.
-შენ გქონდეს, მე დათამ მომცა ასლი. ხო მართლა, გუშინ მინდოდა ამაზე ლაპარაკი და ვერ მოვახერხე. თუ გინდა არ წავიდეთ სამოგზაუროდ. ვხედავ რომ ეს დიდად შენც არ გხიბლავს და თან ერთ კვირაში ჩემი მეგობრის ქორწილია. შეგვიძლია მოგვიანებით წავიდეთ სადაც მოისურვებ-ბოლო წინადადება ისე დაამატა თითქოს თავს იმართლებსო. არც მე მინდოდა სადმე წასვლა და ეს შემოთავაზებაც ძალიან გამიხარდა.
-კარგი აზრია, ნუცამაც ხომ უნდა გააგრძელოს სწავლა, ხოდა მოგვიანებით მას გავყვეთ. ჩვენც დავისვენებთ და არც ის იგრძნობს მარტო თავს-ჩემი იდეით კმაყოფილმა გავხედე ალექსანდრეს.
-მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ცოლი მყავს-სიცილით გადააქნია თავი და მანქანა გააჩერა.
მეც გამეცინა მის ნათქვამზე და ავტომობილიდან გადმოვედი.
სახლი მშვენივრად გამოიყურებოდა. ზუსტად ის ადგილი იყო, სადაც ყოფნაზე რამდენიმე საათის წინ ვოცნებობდი. პატარა და მყუდრო. ძველებური ხალიჩებითა და ბუხრით.
-შენ აქ დაიძინე, აივანი არა აქვს მაგრამ აქ ყველაზე დიდი ფანჯარაა და პატარა მდივანიც დგას ფანჯრის გვერდით, საკმაოდ კომფორტულია. მაგრამ შეგიძლია საწოლში დაიძინე-ერთ-ერთი ოთახის კარი გააღო და დეტალურად დაიწყო იმის ახსნა სად რა იყო.-აქ კარადაა, გვერდით სააბაზანო. თუ რამე დაგჭირდა შეგიძლია გამაღვიძო.
კარი დაკეტა და მეც მშვიდად სამკაულების მოხსნა. ეს რომ დავამთავრე საქმე კაბაზე მიდგა. ელვა შესაკრავი გაჭირვებით გავიხსენი და სწორედ ამ დროს გამოაღო ალექსანდრემ კარები.
-ხო მართლა ტან.-ამ ფორმაში რომ დამინახა შეჩერდა, მაგრამ მალევე განაგრძო საუბარი-ტანსაცმელი კარადაშია, დიდლით მოიტანეს. მე წავალ. ტკბილი ძილი.
შუბლზე მაკოცა და ოთახი დატოვა.
დაბნეულმა ძლივს მოვაბი თავი საქმეს. როგორ იქნა ზედმეტი "ტვირთისგან" განვთავისუფლი და მშვიდად დავწექი ფანჯრის გვერდით მდგარ დივანზე.
იმ ღამეს ყველაზე ტკბილად მეძინა.



№1  offline წევრი lucifer :)

აუ მომწონს ძალიან მომწონს :) აუუ კარგია და კარგად წერ უფრო მალე დადე გთხოვ <3

 


№2  offline წევრი isterichka123

გაგრდზელე მალე

 


№3  offline წევრი Nini123456

შოკი მომკი არ ვიცი რა იყო ეს წარმატებები და დიდო თავები დადე ❤️❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი Eleniko13

აუ რა ლამაზი გოგოა,
სახელი მითხარი რა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent