წავიდეს ყველა, მხოლოდ შენ დარჩი.. ♥ (თავი 1)
...... გოგონა ფრთხილად შევიდა კომპანიის ეზოში, მანქანის სარკიდან მალევე შეამჩნია მეორე მანქანაც, ''ჩემი უფროსის ჯამბაზი შვილიკო'', გაიფიქრა გოგონამ და მანქანა იქ გააჩერა, სადაც ბიჭი გეგმავდა.. ირონიულად ჩაიცინა და გადავიდა.. ჯერ კიდევ ახსოვდა, როგორ გადაარჩევინა ათასობით გამოუსადეგარი საბუთი, როდესაც მამამისის შემცვლელად დარჩა, ერთად ერთი დღით.. მას მერე კი სამაგიეროს გადახდის საშუალება არ მიეცა.. იცოდა, რომ რატის მამამისთან ასვლა ეჩქარებოდა, თუმცა თუ შეაყოვნებდა, არაფერიც არ მოხდებოდა.. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ალექსისი ლიფტისკენ, სწრაფადვე შევიდა შიგნით და სირბილით მომავალი რატი არ შეიმჩნია, ისევ ირონიულად გაუღიმა და სასურვრლ ღილაკს დააჭირა.. ალექსისმა იცოდა, რომ ეს ისე არ ჩაივლიდა და რატი რაიმეს ''გაუჩალიჩებდა'', მაგრამ ახლა მაინც კმაყოფილი იყო.. ლიფტიდან გასული უფროსის კაბინეტში შევიდა.. - გამარჯობა ბატონო ნიკა - სანდომიანად გაუღიმა გოგონამ.. - ოჰ, გამარჯობა ალექსის, - თბილადვე გაუღიმა კაცმა.. - ხომ იცით, რატომაც მოვედი?.. - იკითხა გოგონამ.. - რა თქმა უნდა ძვირფასო - ნიკას ყიველთვის შვილივით უყვარდა ალექსისი და სულ ესმოდა მისი. - ვიცი, რომ სამსახურს დიდ დროს უთმობ და ბეჯითად მუშაობ, ამიტომ გაგიშვებ შვებულებაში.. თანხა, როგორც წესი, ბარათზე დაგიჯდება.. ბედნიერ დაშვენებას გისურვებ.. - გმადლობთ - გაუღიმა გახარებულმა გოგონამ.. - რას ამბობ შვილო.. რას აპირებ, საით გაემგზავრები?.. - თურქეთში, ჩემმა მამობილმა იქ ახალი სასტუმრო გახსნა, მხოლოდ ქართველებისთვის და იქ ვაპირებთ წასვლას.. - კარგია ძალიან.. - კარგით, დიდი მადლობა და დროებით.. თქვენც გემრიელ დასვენებას გისურვებთ - ხელი ჩამოართვა გოგონამ უფროსს და შებრუნდა.. სწორედ ახლა შეამჩნია კარს იქით დაყუდებული რატი, რომელიც საკმაოდ დაღლილიც ჩანდა და გაბრაზებულიც, მაგრამ ეს ნაკლებად ადარდებდა.. რატიმ ისე შეაბიჯა.ოთახში, თითქოს ალექსისი არც კი გადიოდა.. სულაც აღარ გაბრაზებულა ალექსისი, დადებითი განწყობით დატოვა ოფისი.. . ....... - ეს რა დღე გამითენდა, შვილი ოფისში მესტუმრა - გაიხუმრა ნიკოლოზმა, როდესაც რატი დაინახა.. - როგორ ხარ მა?.. - ღიმილი მპეფინა ბიჭს სახეზე და სავარძელში ჩაჯდა.. - გადაღლილი - მხრები აიჩეჩა ნიკოლოზმა.. - გასაფრთხილებლად მოვედი, დასასვენებლად მივდივარ.. ლუკაც (დისშვილი) მიმყავს თან და რავიცი რა.. - სად მიდიხართ?.. - არ ვიცი, სადმე ზღვისპირას.. ისე მა, ალექსისმა რა გითხრა, სად მიდის?.. - იკითხა რატიმ.. - თურქეთში, ახალ სასტუმროს ვხსნით და იქ ვაპირებთ წასვლას, თანაც ზღვის პირასო.. - დაუფარავად უთხრა ნიკამ, რადგანაც ძალიან უნდოდა, რომ ეს ორი ერთმანეთისთვის დაეახლოვებინა.. - არ გინდა იქ წახვიდეთ?.. - რატომაც არა - უპასუხა რატიმ რამდენიმე წამის შემდეგ.. თანაც გაიფიქრა '' ''შესანიშნავი'' შვებულება გექნება ალექსის''.. ჩაიღიმა და მამამისის კაბინეტი დატოვა.. თვალებით ისევ გოგონას ეძებდა.. უნდოდა ''მაიმუნობისთვის'' სამაგიერო გადაეხადა, თუმცა უშედეგოდ.. ალექსისი დიდი ხნის წასული იყო.. ..... ალექსისი საცობებით გადავსებულ ქუჩებს ფრთხილად მიუყვებოდა.. არასოდეს ატარებდა მანქანას სწრაფად.. დიდი ხნის წინ მისი მშობლები, სწორედაც, რომ მანქანამ იმსხვერპლა.. ალექსისი მაშინ ათი წლის იყო.. საშინელი ავარიის დროს ორივე მშობელი ადგილზე დაეღუპა, თავად კი სასწაულებრივად გადარჩა.. ალექსისისთვის ეს გადარჩენა არ იყო, სწორედ მაშინ იჩინა თავი მისმა პრობლემამ, ტვინის სისხლ-ძარღვის ანევრიზმამ.. სისხლძარღვის კედელი დეფორმირებული და დათხელებულია, ნებისმიერ დროს შეიძლება სისხლის ნაკადს ვერ გაუძლოს და გასკდეს.. ფაქტობრივად, ჯერ კიდევ ასამოქმედებელი ''ნაღმით'' დადის.. ავარიის შემდეგ გოგონა მამამისის მეგობარმა იშვილა და უკვე თერთმეტი წელია ზრდის.. მთელი ამ ხნის განმავლობაში გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.. ეს მხოლოდ სწორი მკურნალობის და მონდომების ბრალი იყო, ალექსისის დედობილისა და მამობილის მონდომების.. თავიდან არც კი ესმოდა ეს რა იყო, თუმცა, ახლა, როდესაც უკვე ხვდება რა სჭირს, დიდად აღარ ღელავს.. რიგორც ყველა ადამიანი, ისიც სიკვდილის მოლოდინით ცხოვრობს, თუმცა შეეგუა, რომ ის მისთვის ნებისმიერ დღეს შეიძლება მოვიდეს და უფღო მალეც კი, ვიდრე სხვებთან.... ოპერაციის გაკეთებაც შესთავაზეს, მაგრამ ტვინის იმ უბანზე, სადაც მისი ანევრიზმა მდებარეობს, ძალიან საშიშია ქირურგიული ჩარევა.. ან გაიღვიძებს და კარგად იქნება, ან ''სამუდამო ძილით'' დაიძინებს.. მას კი ექსპეღიმენტები არ სჭირდება, ამიტომ უარი განაცხადა.. არც არავინ დააძალა, რადგანაც, ყველას ესმოდა მოსალოდნელი რისკი.. ალექსისი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და ძალიან აღიზიანებდა, როდესაც მას, ანევრიზმის გამო, ზედმეტ ყურადღებას აქცევდნენ.. ცოტა ხნის წინ კი, საერთოდაც შეწყვიტა მკურნალობა.. უბრალოდ მობეზრდა ყოველივე.. იცხოვრებს იმდენ ხანს, რამდენსაც ღმერთი მისცემს.. მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს დაატარებს თან, რადგანაც, ზოგჯერ თავი საშინლად სტკივა, ყველაფერიც ძალიან უჭირს, მაგრამ იმდენად ძლიერია, რომ საყვარელი ადამიანებისთვის, სიკვდილის პირზე მყოფიც კი გაიცინებს.. .. რაც შეეხება სამსახურს, არ უჭირს ალექსისის ოჯახს ისე, რომ მას მუშაობა დაეეყო, თუმცა გოგონა ისე იყო გადაღლილი ყველას ზედმეტი ზრუნვით და მათი სიბრალულის მის მიმართ, რომ სჭირდებოდა სხვა გარემო, სადაც არ შეიბრალებდნენ და არც გადამეტებულ ყურადღებას მიიქცევდა, სადაც არავინ დაინტერესდებოდა მისი ჯანმრთელობით.... ალექსისი მის მამობილ-დედობილს დედას და მამას ეძახის.. ჰყავს ასევე არაბიოლოგიური და-ძმა.. სწორედ მათი შვილები, ვინც იშვილეს.. ალექსისს ჰგონია, რომ გარშემო ყველას ებრალება, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ის ყველას ძალიან უყვარს და არა ებრალება.. .. მიუხედავად ყველაფრისა, ის ერთი გადარეული გოგოა, რომელიც ახერხებს და ყველას ამხიარულებს.. სიმართლე რომ ითქვას, ოჯახისგან სიყვარულს გრძნობს და მათი ზრუნვა იმდენად არ აღიზიანებს, როგორც სხვა ხალხისა, მის გარშემო.. ახლა კი ბედნიერი სახით მართავდა მანქანას და სახლში ბრუნდებოდა.. სულაც არ უყვარს მზე და ზღვა, მაგრამ უარი ვეღარ თქვა.. სახლში ისევ გაღიმებული შევიდა.. - ალექსის, როგორ ხარ? რა ამბებია აბა? - შესული არ იყო, როცა მარიამმა (და) კითხვები დააყარა.. - კარგად და კარგად - გაუღიმა გოგონამ და დივანზე დავარდა.. - ყავა გამიკეთე რა - უცებ შეანათა თავისი ლურჯი თვალები მარიამს და გაუღიმა.. - იქნებ წვენი უფრო გინდა?.. - არანაკლებ ლამაზი თაფლისფერი თვალები დაუბრიალა გოგონამ.. - კარგი ხო.. ოღონდ ყავა არ გააკეთოს - გაიცინა ალექსისმა და პატარა ბალიში ესროლა მარიამს.. შემდეგ ადგა და უკან მიჰყვა.. - დედა და მამა სად არიან - იკითხა ალექსისმა.. - მამა თურქეთში წავიდა უკვე და დედა ვინ იცის, რომელ მაღაზიაში.. - თქვა მარიამმა, ამაზე ორივეს გაეღიმა.. - გიომ ვერ მოვდივარო, მაგრამ მგონია, რომ გვატყუებს და სიურპრიზს გვიწყობს.. - წვენი მოსვა ალექსისმა.. - ბარემ მაჭამე რა რამე - ღიმილით უთხრა მარიამს.. - მოვკლავ ნატოს, თუ კიდევ არ მოვა სამსახურში - ჩაიდუდღუნა მარიამმა და ალექსისს თავისივე ''ნაცოდვილარი'' სალათი დაუდო თეფშზე... ცოტა ისევ ისაუბრეს და მალე კარზე ზარიც გაისმა.. ლიკა (დედა) შესული არ იყო ოთახში, როცა ორივემ ერთდროულად შესძახა - დეე, რა მოგვიტანეე ... - მაგ ასაკიდან ვერ გამოხვედით - აკისკისდა ქალი და პარკები ძირს დადო.. - დაერიეთ ახლა თქვენებურად და დაინაწილეთ - თბილად გაუღიმა ქალმა და სამზარეულოში შევიდა.. ლიკას გოგოებისთვის სხვადასხვა სამკაულები მოეტანა.. ნამდვილად მოეწონათ გოგონებს და ცოტა ხანში თავაანთ ოთახებში ავიდნენ.. ორივეს დასვენება სურდა, რადგანაც საღამოს უკვე მიფრინავდნენ.. დღემ ნორმალურად და ჩვეულად ჩაიარა.. საღამოს კი გოგონები და ლიკა აეროპორტისკენ გაემართნენ.. ..... რატი მთელ დღეს ახალი ამბების გარკვევაში იყო.. აინტერესებდა, როდის ხსნიდა ალექსისის მამა სასტუმროს და იმასაც ცდილობდა, რომ გახსნაზე სტუმრად მიეწვიათ.. ბოლო პერიოდში აჩემებული ჰყავდა ალექსისი.. ხშირად ფიქრობდა მასზე და ეს არ მოსწონდა.. თანაც ის ერთადერთი იყო, ვინც ასე ცივად და უხეშად ექცეოდა.. ვინც, უბრალოდ, ყურადღებასაც კი არ აქცევდა.. როგორ არა, მოსწონდა, საშინლად მოსწონდა ეს გოგო, მაგრამ საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა ამაში.. რატიმ მოახერხა და გახსნაზე მიწვევაც მიიღო.. ერთი ლამაზი გოგონას ''კავალერი'' იქნებოდა და წვეულებაზეც იქნებოდა.. საუკეთესო მეგობარს დაურეკა და ყველაფერი უამბო.. მართალია ტატო წვეულებაზე არ იქნებოდა, მაგრამ აუცილებლად გაუწევდა რატის კომპანიონობას თურქრთში.. ცოტა არ იყოს, ორივე ბიჭი საშინლად ''ბაბნიკი'' გახლდათ.. ჯერ არავისთვის შეუხედიათ სერიოზულად, სულ ერთობიან.. ერთ დღეს ერთთან, მეორე დღეს მეორესთან და ა.შ.. ასეც გეგმავდა რატი, ალექსისს დაუახლოვდებოდა, ცოტას გაერთობოდა და მერე ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობდა... მაგრამ სულაც არ იყო ისეთი ბიჭი, რომელიც გოგოს გრძნობებით ითამაშებდა.. იმდენად უნდოდა გულცივი გამოჩენილიყო, რომ ლამის თავად დაიჯერა, რომ შეძლებს ვინმეს გრძნობრბით ითამაშოს.. თავისი ამ.სიბავშვით და სიცანცარით დიდი ტკივილის დამალვას ცდილობს.. ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც დედა დაეღუპა, შემდეგ კი ერთადერთი და, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო.. პატარა ლუკაც მისგან დარჩათ.. რატი კი, როგორც საკუთარ შვილს ისრ უვლის.. არ უნდა, რომ ვინმე ისევ შეიყვაროს, იმიტომ, რომ ვეღარ გადაიტანს კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვას.. ..... თვითმფრინავი მალევე დაჯდა აეროპორტში.. სამივე ქალბატონი სასტუმროს გზას გაუყვა და მალევე შევიდა კიდეც.. ლიკა და მარიამი მალევე ავიდნენ ნომრებში, ალექსისმა კი ყველაფრის დათვალიერება განიზრახა.. ცოტა ხანს გარშემო ივლიდა სასტუმროს და ყველაფერს აკვირდებოდა.. ოთახში ასვლა მოინდომა და ლიფტისკენ დაიძრა.. უცებ შეამჩნია, როგორ შევიდა ლიფტში რატი.. მისკენ დაიძრა, მაგრამ რატიმ გოგონას თვალი ჩაუკრა, სასურველ ღილაკს დააჭირა და სანამ კარი დაიცურა ხელიც დაუქნია.. გაეღიმა ალექსისს.. მოსწონდა მისი, ასეთი ბავშვური ხასიათი, თუმცა ზოგჯერ აღიზიანებდა კიდეც.. ახლაც არ აპირებდა უქმად დგომას.. ლიფტთან მივიდა და დაელოდა, როდის ავიდოდა რომელიმე სართულზე, შემდეგ გარედან დენის წყარო გამოურთო და რატი შიგნით ჩაკეტა.. სწრაფად აირბინა სამი სართული, შემდეგ ისევ ჩართო ლიფტი და ამ ჯერად შესვალც მოასწრო, რატის უბრალოდ გაუღიმა და ისე დააჭირა სასურველ ღილაკს, რომ აღარც კი დაუფიქსირებია მისი სახე.. მშვიდად გავიდა ლიფტიდან და თავისი ნომრისკენ გაემართა.. იგრძნო, რომ უკან მისდევდნენ, შებრუნდა და რატი დაინახა.. ბიჭმა მისი მეზობელი ნომრის კარი გააღო და უთქმელად შევიდა.. უნდოდა, მაგრამ ვერ ბრაზდებოდა ალექსისზე.. გოგონა კი მშვიდად შევიდა ნომერში და ტკბილად დაიძინა... .... ******** დავბრუნდი ახალი ისტორიით.. მაინტერესებს თქვენი აზრი.. გავაგრძელო?.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.