შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომა IX თავი


26-05-2016, 01:09
ავტორი კატოო
ნანახია 3 246

_გოგო გინდა თუ ბიჭი? მე ბიჭი _უნებურად იკითხა ნატუკამ. ფანჯარას მოსწყდა მისი თვალები და ალექსადნრეს თვალებს შეეჩეხა. ამ კითხვამ მამაკაცი ააფორიაქა და ტანში სითბო ჩაეღვარა, ნელ-ნელა დაიარა მთელი სხეული და საბოლოოთ ბედნიერების შეგრძნებით დაგვირგვინდა.
_არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ბავშვობიდან ვოცნებობდი და მყოლოდა. აქედან გამომდინარე გოგო _თვალები გაუბრწყინდა ალექსადნრეს
_მეც მქონდა ოცნება ბავშვობაშო _ თვალი აარიდა გოგონამ
_რა ოცნება? _ჩაეძია ალექსანდრე
_როგროც ყველა გოგოს, მეც მინდოდა ..კარგი რა მნიშვნეობა აქვს _ ალექსადნრე
_მითხარი _ნელი ნაბიჯებით წავიდა ალექსადნრე მისკენ
_მინდოდა მყვარებოდა, მინდოდა ჩემი ქორწილი სულ სხვანაირი ყოფილიყო, მინდოდა.. უკვე ამას არ აქვს მნიშვნელობა _კარისკენ წავიდა გოგონა_ მშია
ალექსადნრე წამით ჩაფიქრდა, მერე ნატუკას წინ გაუძღვა. უხმოდ ჩაიარა კიბეები, სამზარეულოში შევიდნენ.
_დღეს მარტო ვიქნებით, ამიტომ მე მოვამზადებ რამეს _მაცივრის კარი გამოხსნა ალექსადნრემ_აბა რას მიირთმევ? ომლეტი გინდა?
_კი მინდა, გავაკეთებ _ნატუკა
_დღეს შენ დაჯექი მე გავაკეთებ _ალექსანდრე
გოგონაც ბართან ჩამოჯდა.
_ბავშვის ოთახის გაკეთება გადავწყვიტე, თუ გინდა ერთად შევარჩიოთ რაღაცები _ ჩუმად გახედა გოგონას
_როგორც გინდა _ თავი გააქნია ნატუკამ
_ლოპოტაზე დავჯავშნე ნომერი _მჭრელი მზერა ესროლა ნატუკას
_რა საჭიროა _ნატუკა
_შენთვის გადაღლა არ შეიძლება, თორემ მე იტალიაში მინდოდა. თან ლოპოტაზე სუფღა ჰაერია, შენ მოგიხდება _თვალი არ მოუშორებია ნატუკასთვის. აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა. მაგრამ სრული უემოციობა, არც გაბრაზება და არც სიხარული არ ეწერა გოგონას სახეზე
_როგორც გინდა_ნატუკა
_ერთი ნომერია _შეაპარა ალექსადნრემ
_კარგი _არ გაუპროტესტებია ნატუკას
_სულ ასე უნდა მელაპარაკო? _ალექსადნრე
_კი _ ნატუკა
_კარგი _ალექსადნრე
...
5 თვემ ძალიან მალე გარბინა. ამ დროის განმავლობაში ნატუკა ალექსადნრეს თითქმის არ ეკონტაქტებოდა. მხოლოდ ერთ სიტყვას თუ გადაუგდებდა, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით, რასაც ძალიან განიცდიდა ალექსანდრე, ბოლოს შეეჩვია. ბავშვის ოთახზეც იზრუნა, უფრო სწორედ ბავშვების. როგორც გაირკვა ერთდროულად ერთი კი არა ორი შვილის მამა გახდებოდა. და , რაც ყველაზე სასიხარული იყო ორივე გოგოები იყვნენ.
ყველაზე ემოციური მამაკაცისთვის ის მომენტი იყო, როცა შვილების გულისცემას მოუსმინა.მაშინ მიხვდა რომ შვილზე დიდი ბედნიერება ამ ქვეყნად არ არსებობდა და ყოველთვის დაიცავდა მათ, ყოველთვის მათ ბედნიერებასა და სიხარულზე იზრუნებდა. დღეებს ითვლიდა პაწაწინა სიცოცხლეების მოლოდინში, ერთი სული ქონდა ხელში როდის აიყვანდა მათ და გულში როდის ჩაიკრავდა, როდის გაიგონებდა მათი პაწაწინა გულების ბაგაბუგს.
რაც შეეხება ნატუკას, მისთვის ალექსადნრე არ არსებობდა. ადამიანადაცა რ აგდებდა ისე ექცეოდა, ხანდახან ქონდა „გამონათებები“ , ალექსანდრეს საქციელით მოხიბლული ბევრჯერ დარცენილა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ წამიერად ხდებოდა. მერე ახსენდებოდა ყველაფერი და უფრო ცივი და შეუვალი ხდებოდა მის მიმართ. ცდილობდა სხვების თანდასწრებით არაფერი შეემჩნია და კარგადაც გამოსდიოდა ეს. ხელს ისიც უწყობდა რომ მძიმე ფეხმძიმობა ქონდა, ბოლო პერიოდში გასაკუთრებით ცუდად გრძობდა თავს. ძირითადად სულ იქვა, სულ დაღლილობას გრზნობდა და ეძინებოდა.
_რას შვებიან პაწაწუნები _მუცელზე ხელი მოუსვა ნინიმ
_კარგად არიან დედიკოს სიხარულები _გაუღიმა ნატუკამ _ შენ რას შვები, გათხოვილო ქალბატონო? როგორ იყო თაფლობის თვე
_მმმ, თაფლზე უფრო ტკბილი _თეთრი კბილები შეანათა ნინიმ
_ანუ ძალიან რომანტიული შენი გამომეტყველებიდან თუ ვიმსჯელებთ _ ნატუკა
_კი ასეა, ალექსადნრე სად არის? დღეს ხომ არ მუშაობს? _თვალი მოავლო ოთახს
_ეზოშია, ძაღლთან. ჩვენ ერთმანეთს ძირითადად არ ველაპარაკებით _ცხვირი წაიბზუა ნატუკამ
_ალბათ რთულია მასთან ცხოვრება _ნინი
_ძალიან რთულია, ხანდახა ვფიქრობ რომ არც უნდა გავყოლოდი ცოლად _ნატუკა
_ბავშვებისთბის რამე იყიდე ჯერ? _საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა ნინიმ
_კი, ვიყიდე.. ალექსადნდრეც ყიდულობს რაღაცეებს. _ნატუკა
_ძალიან უხარია არა ბავშვები? _ნინი
_კი, ძალიან. ისე ხანდახან ისეთ რაღაცეებს ვეუბნები მიკვირს როგორ მიძლებს _გაეცინა ნატუკას
_წარმომიდგენია შენი ენის ამბავი რომ ვიცი ... კოკამ მოგიკითხა სხვათაშორის _ნინი
_მაგას კიდევ ვუყვარვარ? _ გაეღიმა ნატუკას
_კი, უყვარხარ.. ისიც მკითხა ნატუკას ის ტიპი არ უყვარს აშკარად და ცოლად რატომ გაყვაო _ნინი
_ჰმ_ჩაეცინა ნატუკას _ისე კოკა არ იყო ცუდი ბიჭი, რას ვუწუნებდი მე თვითონაც არ ვიცი, უბრალოდ თავიდანვე ავითვალწუნე
_ნატუკა ეს ქორწინება როდემდე გაგრძელდება? _ნინი
_არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ დიდხანს არა _ნატუკა
ამასობაშო ალექსანდრეც შემოვიდა ოთახშო .
_ნინი როგორ ხარ? _გადაკოცნა ნინი
_კარგად , თავად _ნინი
_კარგად... ყავა ან ჩაი ხომ არ გინდა? ვეტყვი ვინმეს და ამოგიტანენ. ნატუკა რატომ არ შესთავაზე არაფერი? _ალექსადნრე
_ვსაუბროდით _მოკლედ და ცივად მოუჭრა გოგონამ _იქნებ დაგვტოვო
ალექსადნრემ არაფერი უპასუხა.
ძალიან ეწყინა ნატუკას სიტყვები, სახე მოეღუშა და სასწრაფოდ ოთახიდან გავიდა.
_ნატუკა, რა საჭირო იყო ასე საუბარი? _ გაუბრაზდა ნინი _მისი სახე რომ გენახა, შემეცოდა
_არაუშვს _ჩაეღიმა ნატუკას
_შენ არ იცვლები _ნინი
_ხანდახან ისეთი საყვარელია, მაგრამ რომ მახსენდება რაც გამიკეთა მერე თავს ვერ ვერევი _ სითბოთი და გაბრაზებით წარმოთქვა ნატუკამ
_შენ რა მოგწონს? _ნინი
_არა, უბრალოდ ხანდახან საყვარელია, განსაკუთრებით როცა ძინავს _თვალები მოჭუტა ნატუკამ
_შენ მართლა მოგწონს ნატუკა _ნინი
_არა, არ მომწონს! _შეუვალობა იგრზნობოდა ნატუკას ხმაში
_იძახე არაო და მოგწონს _არ დანებდა ნინი
_ვერ ვივიწყებ იმ შეცდომას, რაც ჩემთან მიმართებაში დაუშვა. იმას ვერ ვაპატიებ, არ შემიძლია _თავისას განაგრძობდა ნატუკა

ბევრი ისაუბრეს მეგობრებმა, ბოლოს ნინი წავიდა.
ამასობაში დაღამდა.
ნატუკა წარამარა ფანჯარაში იხედებოდა,მოსვენებას ვერ პოულობდა, რადგან ალექსადნრე არასდროს ტოვებდა მას მარტო. მითუმეტეს ახლა, როცა ალექსადნრეს ძიძა _დალი, რამდენიმე დღით დაეთხოვა ოჯახურიპრობლების გამო, არც ალექსადნრეს მამა იყო სახლში. ნერვიულობდა რამე ხომ არ შეემთხვაო.
გაჰყურებდა გზას , მაგრამ ალექსადნრე ჯიუტად არ სჩანდა. ბოლოს დაინახა ძაღლს მოასეირებდა და ნელი ნაბიჯით მოდიოდა ჩაფიქრებული. სასწრაფოდ ფანჯარას მოშორდა. საწოლზე წამოწვა და წიგნი დაიკავა ხელში, იმის დასაფარად რომ სულ არ ანაღვლედა ალექსადნრეს რომ შეაგვიანდა.
კითხვას შეუდგა, მაგრამ თვალები სულ კარებისკენ გაურბოდა. ბოლოს ლოდინისგან რომ დაიღალა, წყალი მოიმიზეზა და ქვემოთ ჩავიდა. მამაკაცი მისაღებ ოთახში იყო, კომპიუტერში რაღაცას ჩაჰკირკიტებდა. ნატუკამ ისე ჩაუარა, ალექსადნრეს თავიც არ აუწევია. გოგონამ ონკანი მოუშვა და ჭიქა აავდო, შემდეგ წყალი მოსვა და ნახევრაზე მეტი ისევ გადაღვარა. მერე ისევ შეავსო ჭიქა და ნელი ნაბიჯით გამობრუნდა უკან. არც ამჯერად მიაქცია მამაკაცმა ყურადღება. არ ესიამოვნა ნატუკას ალექსადნრესგან ეს საქციელი. მითუმეტეს რომ ცდილობდა მის ყურადღების მიქცევას, მაგრამ ამაოდ ხოდა მანაც მობილური ჯიბიდან ამოიღო,ხელი გაუშვა და ეს უკანასკნელიც იატაკზე ხმაურიანად დაეცა.
არც ამჯერად გამოუჩენია ალექსადნრეს ყურადღება. თვალი გააპარა გოგონასკენ და ჩაეღიმა.
_თუ შეგიძლია მობილურის აღებაში დამეხმა, მუცელი ხელს მიშლის რომ დავიხარო_ჩვეული ტონით სთხოვა ნატუკამ
მამაკაცმაც უხმოდ შეასრულა ნატუკას თხოვნა და მობილური გაუწოდა, მერე თავის ადგილს დაუბრუნდა. ნატუკამ ახლა უკვე ვეღარ დამალა სახეზე გაბრაზება, შებრუნდა და კიბეებზე სამი საფეხური აიარა, მერე ისევ შემობრუნდა და ალექსადნრეს გვერდით მიუჯდა.
მამაკაცმა ყურადღება არც ამჯერა მიაქცია. გოგონას მოთმინების ფიალა ევსებოდა.
_სახელები ავარჩიე _დუმილი დაარღვია ნატუკამ
_რა სახელები? _თავი გაისულელა ალექსანდრემ
_ბავშვის სახელები_ნატუკა
_შეიძლება გადარჩევა მოგიწიოს _თავმოუბრუნებლად უპასუხა ალექსადნრემ
_კი მაგრამ რაო? _გაოცდა ნატუკა
_მეც უნდა მივიღო მაგ პროცესში მონაწილეობა, ჩემი შვილებიც არიან _ალექსანდრე
_ანი და ლილე _წარმოთქვა სახელები ნატუკამ
_ჰოო?_არც ამჯერად გაუხედავს მეუღლისკენ ალექსანდრეს_მე სხვა ვერსია მაქვს
_აბა რა? _ნოუთბუქი დაუხურა წყობულებიდან გამოსულმა ნატუკამ_რომ გელაპრაკები შემომხედე
_ნატუკა რა გინდა? _ გაბრაზებით გადახედა გოგონას _ ადამიანადაც არ მაგდებ, შენც დაქალთან საშინლად მომექეცი, დავიღალე! საშინლად მოიქეცი დღეს! დამამცირე!
გოგონამ თავი დახარა.
_ვაიმე, გაინძრა..ნახე_ალექსადნრეს ხელს დაეტანა და მუცელზე დაიდო
_გრზნობ? _თვალებზე ცრემლები მოადგა გოგონას
_ვგრძნობ _ აღელვებულმა უპასუხა მამაკაცმა და მკლავები მჭიდროდ შემოხვია ნატუკას_ ახლა რომ გაკოცო, შემიძულებ?
_ისედაც მძულხარ _შუნთქვა შეეკვრა ნატუკას



№1  offline წევრი ალექსისი

მაგარია მალე დადე

 


№2  offline წევრი ubralod aravin

Dzaloan kargi iyoo

 


№3  offline წევრი ჭირვეული

ვგრძნობ, ნელ-ნელა შეექლიბება სიჯიუტის რქები ჩვენს ნატუკას))

პ.ს. ამ საიტს ადმინები აღარ ჰყავს?? როგორი დაგვიანებით ქვეყნდება სიახლეები.!

 


№4  offline წევრი natia-natia

Auu momwons esbichii kargia dzaan

 


№5  offline წევრი isterichka123

ვაიმე საყვარლები გაგრძელე

 


№6 სტუმარი ნია

სად დაიკარგეე, რატო არ დებ ახალ თავს???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent