შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომა VIII თავი


25-05-2016, 00:45
ავტორი კატოო
ნანახია 3 346

_კარგი!_ თვალი თვალში გაუსწორა ნატუკამ_ გამოგყვები ცოლად!
პასუხად ალექსადნრეს ჩაეღიმა.
_მაგრამ _განაგრძო ნატუკამ
_მაგრამ რა? _სიტყვა ჩაოართვა ალექსადნრემ
_მაგრამ მხოლოდ დროებით და მხოლოდ ფიქტიურად! _ ნატუკა
_კარგი_დათანხმა მამაკაცი_ და კიდევ ასე სახლში ვერ გამოგყვები! მამაჩემის და ჩემი ოჯახის უპატივცემულობაა, მითუმეტეს რომ ახლა სახლში არ არიან. დავურეკავ, ჩამოვლენ, დაველაპარაკებით და გადმოვალ _თვალი აარიდან გოგონამ
_კარგი, მანამდე ოთახს მოგიმზადებ, ქორწილისთვისაც მოვემზადებით _საქმიანად დატრიალდა ალექსადნრე
_არავითარი ქორწილი, მხოლოდ ხელს მოვაწერთ და მორჩა! _ნატუკა
_მეც მხოლოდ ეს ვიგულისხმე_ გაუღიმა ალექსადნრემ
ამასობაში ოთახში ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ თეკო, ნინი, საბა (ნინის საქმრო) და კოკა (საბას ძმაკაცი) , რომელიც დიდი ხანია ეტრფოდა ნატუკას. ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ ნატამ კოკა რომ დაატყვევა, კი არ დაატყვევა მოაჯადოვა. ხოდა კოკა ბევრს ეცადა მაგრამ ვერ მოიგო ნატუკას გული. მომაბეზრებელ თაყვანისმცემლად იქცა გოგონასთვის კოკა, მაგრამ სწორედ ამ თაყვანისმცემლის საშუალებით გაიცნეს ნინიმ და საბამ ერთმანეთი და ახლა ოჯახის შექმნასაც გეგმავდნენ.
როცა ნატამ ოთახში კოკა დაინახა, არ ესიამოვნა, თან ნინის ანიშნა თვალებით ამას აქ რა უნდაო.
_აბა როგორ არის მომავალი დედა? _იკითხა თეკომ
_მეც კარგად ვარ და ჩემი პატარაც _მუცელზე ხელი ნაზად დაისვა გოგონამ
_არ მეგონა თუ შენს გულს ვინმე მოიგებდა, ვხედავ ეს მოხდა. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი ვინ შესძლო ეს? _იკითხა კოკამ
_არამარტო შესძლო, არამედ ცოლადაც მოყავს _ ამაყად უპასუხა ალექსანდრემ, და ხელი გაუწოდა. აშკარად არ ესიამოვნა ეს კოკა, მაგრამ ცდილობდა დაემალა.
_გილოცავთ _ხელი ჩამოართვა კოკამ
_თქვენ ქორწინდებით? _ ერთხმად აღმოხდა თეკოს და ნინის და გაოცებისგან ერთმანეთს გადახედეს
მალე მოხდა ის, რაც მოილაპარაკეს.
ნატუკას მამას მართალია ეწყინა შვილის ასე ნაჩქარევად გათხოვება, მაგრამ გოგონას გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგა. სიმართლე რომ სცოდნოდა ალბათ არც მისცემდა თავის შვილს გათხოვების უფლებას, მაგრამ ნატუკამ არ მისცა ალექსადნრეს სიმართლის თქმის უფლება. ეს უკანასკნელიც დაჰყვა მის ნებას.
რაც შეეხება ალექსადნრეს მამას, ის დიდი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. უკვე დიდი ხანია ოცნებობდა როდის შექმნიდა თავისი ერთადერთი შვილი ოჯახს და როდის დაისვავდა კისერზე შვილიშვილებს, როდის გაათამამებდა და როდის გადაუსვავდა თავზე ხელს, როცა მშობლები დასჯიდნენ. უბრალოდ ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა ქონოდა თავის შვილს ქორწილი მოკრძალებულ წრეში, რატომ არ უნდა აღენიშნა ეს თარიღი პომპეზურად?!
და აი დადგა ის დღეც.
_მზად ხარ? ალექსადნრე უკვე მოვიდა _ კარზე მიუკაკუნა ნინიმ დაქალს
_კი, მზად ვარ _ნაძალადევად გაიღიმა ნატუკამ _ისე რა მეგონა ჩემი ქორწილი თუ შენზე ადრე იქნებოდა
_ ახლა მაგის დრო არ არის, _ნინი
_ხო ვიცი, დღეს ჩემი ქორწილია. არადა სულ სხვანაირად წარმომედგინა. იცი? შავი კაბის ჩაცმა მინდოდა, მაგრამ მერე მომერიდა მამაჩემის თორე ეს დღე ჩემთვის შავია_ნატუკა
_ლამაზად გამოიყურები.. არ იტირო, კაი? ვიცი რომ ერთ დღესაც ზუსტად ისეთი ქორწილი გექნება როგორიც წარმოგედგინა _ჩაეხუტა დაქალს ნინი
_ეჰ, რაღაც აღარ მგონია _ ცრემლები შეიმშრალა ნატუკამ
_აღარ გამოდიხარ? _ოთახში თავი შემოყო თეკომ
_ჰო, მოვდივარ_ დაფაცურდა ნატუკა და ოთახიდან გავიდა.
ნატუკას ნინიც მიჰყვა.
„ღმერთო რა ლამაზია“ _შეკრთა ალექსადნრე, როგორც კი გოგონა დაინახა. თვალები აუციმციმდა და გული აუჩქარდა.
_თავს ხომ კარგად გრძნობ? _მზრუნველად უჩურცულა ალექსადნრემ გოგონას
_არაფერი მიჭირს_ უგულოდ უპასუხა ნატუკამ
_ძალიან ლამაზი ხარ _ალექსანდრე
ნატუკას არაფერი უთქვამს.
მერე ყველაფერი ისე იყო, როგორც არის ხოლმე. მერე იყო ხელისმოწერა
დალოცეს და ხელიც მოაწერეს. მერე ვიწრო წრეში აღნიშნეს და ბოლოს დაიშალნენ.
....
_დაიღალე ხო? _ გადახედა ალექსადნრემ ნატუკას, როცა მანქანაში ჩასხდნენ
_ძალიან და მეძინება _ცივად უპასუხა ნატუკამ
_მალე მივალთ სახლში _ თბილი მზერა ესრილა მამაკაცმა. გოგონამ ეს მზერა დაიჭირა და ესიამოვნა კიდეც მზრუნველობა, მაგრამ მხოლოდ წამით. მხოლოდ წამით გალღვა ყინული.
_ულამაზესი იყავი _ალექსადნრე
_ეგ უკვე მითხაარი _ნატუკა
_ხოდა კიდევ რომ ვუთხრა ჩემს ცოლს არ შეიძლება?! _გაივირვა ალექსადნრემ
_ჰმ, ცოლს _ცინიკურად გაიღიმა გოგონამ
_მაგ ცინიზმს და ქედმაღლობას მოგაშლევინებ! _ სიმტკიცე შეიტანა ხმაში ალექსადნრემ
_მალე მივალთ? _ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი გოგონამ
_ძალიან მალე _ალექსადნრე
მანქანამ აღმართი აიარა და ძალიან მალე გაჩერდა ორსართულიანი სახლის წინ.
_აი ეს არის ჩემი მოკრძალებული სახლი და უკვე შენიც _მანქანის კარი გაუღო ალექსადნრემ მეუღლეს და ხელი გაუწოდა. ნატუკა ვითომაც არაფერიო, არ შეიმჩნია მამაკაცის ჟესტი და დამოუკიდელად გადმოვიდა მანქანდან. სწორედ ამ დროს ძაღლიც გამოჩნდა და ალექსადნრესთან მივარდა კუდის ქიცინით
_ჩემი პონგო _ შეეთამაშა ძაღლს_მოგენატრე მეგობარო?
ძაღლი ბედნიერი და სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდა პარტონს, მერე იგრძნო რომ უცხო ადამიანის სუნი და შეუღრინა. შეშინებული ნატუკა ალექსადნრეს აეკრა.
_პონგო! _დატუქსა ალექსადნრემ _კარგი შევიდეთ, დაღლილი ხარ ! შენ მერე დაგელაპარაკები _თითით ანიშნა ძაღლს
სახლი მოკრძალებული და სუფა იყო. რაცნაირი სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებდა.
_სახლს ხვალ დაგათვალიერებინებ , ახლა დავიძინოთ დაღლილი ხარ! _ალექსადნრე
გაიარეს მისაღები და მეორე სარტულზე ავიდნენ განიერი კიბით.
_აი ეს ჩვენი ოთახია_ალექსადნრე
_ჩვენი? _გაუკვირდა ნატუკას
_ხო რა გაგიკვირდა? ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე იძინებს? _ ალექსადნე
_რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ეს ფიქტიური ქორწინებაა? _ნატუკა
_ხო კარგი დამშვიდდი. სანამ ბავშვი გაჩნდება აქ ვიცხოვრებთ, მამაჩემთან. რადგან ხომ იცი სამსახური გამო შეიძლება ნებისმიერ დროს მომიწიოს წასვლა და მარტო ვერ დაგტოვებდი, აქ კი ჩემი ძიძაა, მხოლოდ ის თუ მოგხედავს კარგად და ნებისმიერ დროს. ხომ იცი შენი მდგომარეობა_ აუცხნა ალექსადნრემ
_მაგრამ ერთ საწოლში არ დავიძინებთ _გაუძალიანდა ნატუკა
_კარგი. ვიზრუნე მაგაზე. ქვემოთ დავიძინებ ხალიჩაზე, ან სკმაზე _ალექსადნრე
_ხოდა ძალიან კარგი. აბაზანა სად არის? _იკითხა ნატუკამ
_პირდაპირ._თეთრ კარზე ანიშნა ალექსადნრე _თეთრი ხალათი შეგიძლია იხმარო, შენია
_კარგი, მადლობა.
დილა ორივესთვის უჩვეულო იყო. პირველ რიგში იმიტომ რომ საშინლად სტკიოდა ალექსანდრეს ბეჭები, რადგან მთელი ღამე იატაკზე გაატარა, ვერ მოისვენა და ბოლოს მაინც შეწვა საწოლში, სადაც ნატუკას მშვიდად ეძინა.
_დილამშვიდობისა _ შეიშმუშნა ალექსანდრე, როცა ნატუკამ ფარდები ფაბრაზებით გადასწია და ოთახში შემოსულმა მზის სხივმა პირდაპირ ალექსანდრეს შეუჭყიტინა
_მაინც საწოლში დაწოლილხარ _არც კი მიესალმა ნატუკა
_არაკომფორტულია იატანზე ძილი, მითუმეტეს როცა შენ საწოლის მხოლოდ ¼_დი გიკავია _გაიღიმა მამაკაცმა
_მისმინე, ზოგადად მორიდებული ვარ, მაგრამ ახლა მართლა ძალიან მშია, ხო გესმის _ მუცელზე ხელი მოიკიდა ნატუკამ
_ხო კარგი ავდგები და ვისაუზმოთ _გაუღიმა მამაკაცმა _იქნებ საწოლში მოგართვა საუზმე? _წარბები აათამაშა მამაკაცმა და სააბაზანოში წავიდა.
ნატუკა ფანჯარასთან იდგა და მის წინ გადაშლილი ლამაზი ხედით ტკბებოდა. ამ დროს ალექსადნრეც გამოვიდა სააბაზანოდან და პერანგი გადმოიღო, იცვავდა და ან გოგონასკენ გააპარებდა თვალს.
_გოგო გინდა თუ ბიჭი? მე ბიჭი _უნებურად იკითხა ნატუკამ



№1  offline წევრი ჭირვეული

ისეთ პატარა თავებს დებ, იმ სიამოვნებას ვერ ვიღებ , ამ ისტორიის სრულად წაკითხვისას რომ დამეუფლებოდა.. ხოდა მეცოდება ჩემი თავი ((( არადა ცდუნებასაც ვერ ვუძლებ , ახალი თავი რომ არ წავიკითხო და დასასრულს დაველოდო (( მოკლედ, ასეთ ტანჯვა-წამებაში ვარ...

 


№2 სტუმარი tasaaa

Kargia imedia natukas wyvili shegdgeba. Es kakii ar momwons ragac fuli cuds migrznobs da imedi maqvs vcdebii . Istorias rac shexeba zaan momewons xoo dgevandelii zaaan patara iyoo da ar meyo imedia shemdegi tavi didi iqneba warmatebebiii

 


№3  offline წევრი კატოო

ვიცი პატარა თავია, მაგრამ
უნდა გამიგოთ. გაწამაწიაშია ვარ, დაცვა მაქვს რამდენიმე დღეში :((

 


№4 სტუმარი lile

ძალიან კარგი ხარ მალ მალე დადხე ხოლმე

 


№5  offline წევრი eka3

ar gewyinisda iseti uglit sheudeqi kitxvas sul sixarulit mara iseti pataraaaa didi siamovnebit migbegvavdi axlosroviyo :D

 


№6  offline წევრი ჭირვეული

პატარა თავებზე ზოგჯერ წამეწუწუნება, მაგრამ ყურადღებას ნუ მომაქცევ. მთავარია, ისტორია ბოლომდე მიიყვანო კარგი გოგო ხარ, ასეთი პასუხისმგებლობით რომ ეკიდები ამ საქმეს. წარმატებები დიპლომის დაცვაზე:*

 


№7 სტუმარი Sali

Dzalian magari motxroba da magari tavia roca shegedzleba mashin dade:)

 


№8  offline წევრი isterichka123

კაი დზალიან კარგი გაგრძელე

 


№9  offline წევრი ketia

ნამდვილად კარგია და იქნებ დად გაგრდზელება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent