შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (3)


26-05-2016, 13:14
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 478

_ დარწმუნებული ხარ დედა? _ გამეღიმა და თვალებში ჩავაშტერდი. მისი გადაწყვეტილება საშინელი იყო.
_ ნანკა, ამას შენთვის ვაკეთებ დე... სჯობს, დათას სახლში გადავიდეთ, გეფიცები, შენთვის ვაკეთებ _ პირზე ხელი აიფარა და თვალები ძირს დახარა.
_ და რომ არ დავთანხმდეთ? _ შეუვალი ვარ მე. არ მინდა იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც ყველაფერი წამართვა.
_ ის თავს ცუდად გრძნობს, ნანკა. შენი ოპერაციების თანხაც გადაიხადა, გარდა ამისა, მისი მშობლები არ გვაძლევენ იმის უფლებას, რომ ამ ყველაფერზე უარი ვთქვათ. შენ მათ არ იცნობ დე... _ ახსნა განმარტებები დამიწყო და მომლოდინე თვალებით ამომხედა.
_ მათი არაფერი მინდა _ დავიჩურჩულე ხმადაბლა, მაგრამ გულის სიღრმეში მეც დავთანხმდი იმ აზრს, რომ ჩემთვის უკეთესი იყო. იმ სახლში ცხოვრება, სადაც სარეცხის მანქანაც არ მოიპოვება, ცოტა არ იყოს, ჭირს. მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში არასდროს მიწუწუნია და არც ახლა მინდოდა მათთან ერთად ცხოვრება. თუნდაც განსაზღვრული დროით.
_ მისმინე დედა, გთხოვ, ხელი არ ჩაიქნო. ყველაფერი კარგად იქნება, ნანკა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის _ იმედი ღრმად ქონდა დედას გამჯდარი. მართალია, მე არასდროს დავნებდებოდი.
_ მამამ სიმართლე თქვა
_ რას გულისხმობ? _ ხმა აუკანკალდა და მზერა ცივი, მაგრამ სევდიანი გაუხდა.
_ შენ ყველას ადვილად ენდობი და ყოველთვის სხვებზე ხარ დამოკიდებული _ ვთქვი და მივხვდი, რომ შეუბრალებლად მოვექეცი. უსიტყვოდ წამოდგა, ოთახიდან გავიდა და სანამ კარს მიიხურავდა, ხელი აუკანკალდა. მუდამ ასე ხდებოდა მამას გახსენებაზე. ვიცოდი რომ მე ამით ვსარგებლობდი, თუმცა...

დღე ისე გავიდა, ექთნის გარდა არავინ შემოსულა ჩემთან. წყალი და საჭმელი შემოჰქონდა, რომელსაც პირს არ ვაკარებდი. რამდენჯერმე სცადა, დავეყოლიებინე ვარჯიშებზე, მაგრამ ახლა ამისთვის მზად არ ვიყავი. თავს საშინლად ვგრძნობდი.
_ როდის გამწერთ? _ ვკითხე ექთანს.
_ ეს არ ვიცი. ხვალ ექიმი მოვა თქვენს გასასინჯად და ის გეტყვით ყველაფერს _ მითხრა, გამიღიმა და სინით ხელში ოთახიდან გავიდა. ამ დროს კი დათა შემოვიდა. ცალი ყურსასმენი, რომელიც აიფონზე გაეკეთებინა, ჯიბეში ჩაიდო ტელეფონთან ერთად. ცივი მზერა მივაპყარი მდიდარ დემონს და გვერდით გავიხედე. არ მინდა, ასე ვუყურებდე. მე არ ვარ ის გოგო, რომელიც თავისო ცხოვრების ცუდად წარმართვისთვის ვინმეს დაადანაშაულებს. ახლა არაფერი უშველის ამას. ყველაფერი ჩემი ბრალია და ეს უნდა გავაცნობიერო.
_ როგორ ხარ? _ მკითხა და იძულებული გავხდი, მის ხავერდოვან, სიგარეტისგან გატეხილ ხმაზე თავი მიმებრუნებინა. ახლაც ვიგრძენი საოცარი სურნელი...
_ არც კარგად, არც ცუდად. საერთოდ არ ვარ _ რატომღაც მომინდა, მასთან გულწრფელად მესაუბრა, თუმცა პირველივე წამს ვინანე. “ადამიანებს ნუ ენდობი, ნანკა. ინანებ”. ნიკას ხმა ჩამესმა ყურში და თვალები დავხუჭე.
_ რამე უნდა ჭამო. ძალიან ცუდად გამოიყურები _ მითხრა მან. მე თვალები გავახილე და გავიცინე. ასე პირდაპირ ჩემთვის ორი დღის განმავლობაში არც დედაჩემს და არც ექთანს უთქვამს, რომ ცუდი შესახედავი ვიყავი.
_ შეგიძლია წამოდგომაში მომეხმარო? მინდა ხელპირი დავიბანო და თმები დავივარცხნო _ გავუღიმე და ოდნავ წამოვიწიე. სახეზე წამით გაოცებამ გადაურბინა, შემდეგ ისევ ჩვეული მზერა დაუბრუნდა და ოდნავ გამიღიმა.
_ არა, თუ გინდა, ეტლი მომიტანე... მაპატიე _ თავი გავაქნიე და კედელს მივაშტერდი. გვიან გავიაზრე, რომ ასე მას შევაწუხებდი.
_ ეტლი არ გვინდა. მეზიზღება. მოდი, ასე გავაკეთოთ. ჯერ შენთვის წამოდგომა არ შეიძლება, მართლა. ხელში აგიყვან და საპირფარეშოში შევიდეთ _ ვერ მივხვდი, რას აპირებდა. საბანი გადაწია და დაბნეულმა ხელები ყელზე მოვხვიე, როცა დაიხარა. ფეხებზე და წელზე ხელი მომხვია. ამ დროს მე მის ნაცრისფერ თვალებს და მოვარდისფრო ტუჩებს ვუყურებ. ოთახის კუთხეში კარია. ფეხით აღებს, დიდ სააბაზონოში შევყავარ და ონკანთან დადგმულ მაღალ სკამზე ფრთხილად მსვამს. ჩემდა გასაკვირად, ისე ვჯდები, რომ გადმოვარდნის პერსპექტივა ნოლის ტოლია. მრცხვენია, თუმცა სირცხვილს გაკვირვება ცვლის. დათა ონკანს უშვებს და ასე თავისუფლად შემიძლია, ხელით წყალს გადავწვდე. თავს ოდნავ წინ ვწევ. დათა ხვდება, რომ უნდა გაიხედოს და სააბაზანოდან გამოდის. ცივ წყალს პირზე ვისხამ, ხელებს საპნით კარგად ვიბან და იქვე მიკიდული პირსახოცისკენ ფრთხილად ვიწევი. ოთახის კარი იხსენება, ოდნავ ვცბები და ხელს კედელს ვარტყამ. დათა ჩემთან ორ ნაბიჯში ჩნდება, წელზე ხელებს მიჭერს და დავარდნის უფლებას არ მაძლევს. მრცხვენია... პირსახოცს იღებს და საკუთარი ხელით, ფრთხილად მიწმენდს სახეს.
_ მადლობა _ ვლუღლუღებ ხმადაბლა.
_ წამოდი, ახლა ექიმს თმის სავარცხნს გამოვართმევ _ ისევ ხელში მიყვანს და მე სანამ საწოლში ჩამაწვენს, თვალებს ვხუჭავ. ისე ვთავსდები, რომ წელით საზურგეს მივეყრდნო. ოთახიდან გადის და ასე ხუთ წუთში, ხელში სავარცხლით ბრუნდება. მანამდე ვფიქრობ, როდემდე გაგრძელდება ასე. მინდა აქაურობას მოვშორდე და წავიდე შორს, სადაც ვიცხოვრებ ნიკასთან ერთად. ნიკას გახსენებაზე ტირილი მინდება, მაგრამ თავს ვიკავებ. საკმარისია, რა ისტერიკებიც მოვაწყე გამოფხიზლების პირველ დღეს.
_თავი ჩემსკენ მოაბრუნე _ მეუბნება დათა. წარბებს მაღლა ვწევ.
_ რისთვის?
_ დავარცხნისთვის _ მოკლედ მპასუხობს. ის რა, ფიქრობს რომ ყველაფრის უფლებას მივცემ?
_ უკაცრავად? როგორმე მივხედავ საკუთარ თავს. ყოველშემთხვევაში ის მაინც შემიძლია, თმა დამოუკიდებლად დავივარცხნო _ მწყინს, რადგან ვხვდები, ფიქრობს სამუდამოდ მასზე დამოკიდებული გავხდები. თავს მიქნევს, მე კი მისგან ბოდიშს ველოდები. სავარცხელს მაძლევს და ოთახის ბოლოს, ფანჯარასთან მიდის. სანამ მე თმას ნორმალურ მდგომარეობას ვუბრუნებ, ღერს ღერზე ეწევა და არ მიყურებს. გარეთ, ჰორიზონტს გაჰყურებს და უსიტყვოდ ელოდება, როდის მოვრჩები.
_ შეგიძლია წახვიდე... მე არ მინდა, რომ შეგაწუხო... მაპატიე _ დღის განმავლობაში მეორედ ვუხდი ბოდიშს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მისთვის ტვირთი ვარ და თავს ვეღარ ვიკავებ ტირილისგან. ეს ასეა.
კიდევ კარგი, ჩუმად ვტირი და ის უკან არ ბრუნდება. და სანამ მომდევნო ღერის მოწევას დაასრულებს, უკვე ვიწმენდ ცრემლებს.
_ ნანკა, ხვალ, ექიმის გასინჯვის შემდეგ, ჩვენთან გადმოხვალ _ მეუბნება მოულოდნელად. თავს ვუქნევ და სანამ ოთახიდან გავა, სიტყვას ვაწევ.
_ შეგიძლია შენი ტელეფონი და ყურსასმენები დამიტოვო? _ ვეკითხები. თავს ოდნავ მიქნევს, როგორც კი ტელეფონს მაწვდის, ყოყმანობს, თითქოს რაღაცს გაკეთება უნდა. მაგრამ არაფერს აკეთებს, კალთაში ყურსასმენებს მიდებს და მიდის. კარს რომ ხურავს, მერე მახსენდება, რომ განბლოკვისთვის კოდია საჭირო. ვიმედოვნებ, რომ პაროლი არ დაუყენებია. ტელეფონს ვრთავ და გაბრაზებული ვკრავ წარბებს. თუმცა გამიმართლა. მუსიკა ჩართულია და შემიძლია, კოდის აუკრეფლად ვუსმინო. ყურსასმენებს ვიკეთებ და მეღიმება. “Artificial love”. მერე უცებ, თითქოს რაღაცამ წამომიფრინაო, პაროლად “1013” ვკრებ და არ ვიცი, საკუთარ თავს რა ვუწოდო. დამთხვევაა თუ ტვინიკოსი ვარ? ნეტტუბს ვრთავ, სიმღერების სიას ვუყვები და გემოვნებას ცერა თითს ვუწევ. თუმცა ბევრი ისეთი სიმღერაა, რომელსაც ვერ ვიტან. უმეტესად qeti jiniuzashvili-ს ფლეილისთი აქვს გადმოტანილი. სერგის სიმღერა ერთადერთი წყნარია. Gasafelstain და აგვარი უამრავი... მაინც სიამოვნებით ვუსმენ მუსიკებს და თავს უფლებას ვაძლევ, ფოტოებში შევიდე. ამ აზრს მაშინვე ვუარყოფ, გახსნილ ფაილს ვრთავ და ვფიქრობ, წინა კამერის ჩართვის უფლება მაინც მაქვს. არც ისე ცუდად გამოვიყურები, როგორც მეგონა. წაბლისფერი თმა ცოტა აბურდული მაქვს, მაგრამ არაფერია. ამის ფონზე ჩამუქებული შავი თვალების დანახვა არ მსიამოვნებს და ჩემი კურნოსა ცხვირი როგორც ყოვეკთვის, ახლაც ძალიან მაღიზიანებს. არანაირად არ ჯდება ჩემს გარეგნობაში. ცხვირის ოპარაცია უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ლილიკომ ამის უფლება არ მომცა. თუმცა ნიკას უყვარდა ჩემი ცხვირი... ამ დროს რაღაც მესიჯი მოდის და გაუცნობიერებლად ვხსნი. მიჩვეული ვიყავი ჩემს ტელეფონზე წერილების გახსნას და ეს უცებ მომივიდა. თავისით მეკითხებინება...
ვიღაც გიორგი წერს.
-როგორ ხარ?
ერთი საათის წინანდელი ესემესებია.
-რავი-წერს დათა.
-და ის როგორაა?
-ძლიერია-ეს სულ რაღაც ოცდახუთი წუთის წინ მიუწერია. მეტს ვერაფერს ვკითხულობ, ეკლანს ვბლოკავ და თვალებს ვხუჭავ, რადგან ჩარკვიანი მღერის. მე არ ვგავარ ზღვას.



№1 სტუმარი b.j

mshvenieria... Ase gaagrdzele ;)

 


№2 სტუმარი Sally

კარგიააა!!!!

 


№3 სტუმარი Ani

Mowons kargiaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent