კაროლინა. (თავი პირველი)
კაროლინა. პროლოგი: "სულს შინაგანად მიღრღნიდა და ახლაც არ მეშვება ის, რომ ამ ყველაფრის მიმართ უცხო ვარ... ბუნებაში ყველა არსებამ იცის თავისი ადგილი, ყველამ უწყის თავისი გზა, უყვართ ის და ბედნიერებიც არიან..ყველა ამ არსებას თავისი დანიშნულება აქვს და ყოველმა მათგანმა იცის თავისი გასავლელი გზა. მხოლოდღა მე ვარ ისეთი, რომელმაც არაფერი იცის, არაფერი გაეგება არც ადამიანებში, არც ხმებში, არც ბუნებაში, ყველაფერში უცხო ვარ, დაჩაგრული ... უარყოფილი". - დოსტოევსკი. თავი პირველი. დედაჩემისთვის რომ გეკითხათ,კარგი ბავშვიაო იძახდა.თავის ფოე-ფოე და ფულისგან თავში ავრდნილ ხალხთან სულ მაქებდა. მერე,იმედები გაუცრუვდა, ალბათ. *** ცამეტი წლის ვიყავი პირველად რომ შემიყვარდა. ამ ბავშვური გრძნობისგან სავსემ, აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. მთელი დღე ბედნიერი დავდიოდი. ხანდახან ცოტათი გამოვშტერდებოდი კიდეც სიყვარულზე ფიქრით. მაგრამ არაუშავს, ვის არ დამართნია. *** -გილოცავ ჩვიდმეტი წლის იუბილეს, კაროლინ! სანთლებით მორთულ სახლში შევაბიჯე, და ვარდების თაიგულს დავყნოსე. *** -მიყვარხარ კაროლინ! -ამ ცაზე და ვარსკვლავებზე მეტად! ვარსკვლავებზე, რომლებმაც ყველაფერი იციან.. *** -კიდე იმ ბიჭთან ეგდე?! სად დაკარგე ნამუსი? არ გცხვენია ასე გვიან რომ მოდიხარ სახლში? რას იფიქრებენ მეზობლები? უსირცხვილო! -კარგი რა დედა. გეყოს ამ ხალხზე ფიქრი! შენ რომ ჩემს ასაკში ოთხმოცდაათი წლის ქალივით იქცეოდი, იმიტომაც გაგათხოვეს უსიყვარულოდ. -როგორ ბედავ, გარყვნილო! მაშინ პირველად ვიგემე დედის მწარე ხელი, რომელმაც საშინლად ამიწვა ლოყა. ჩანთას ხელი დავავლე და უკანმოუხედავად გავიქეცი. ვეღარც დედის ტირილის ხმას ვგრძნობდი, ვერც მამის გაბრაზებულ ღრიალს. ვიცოდი რომ უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. მაგრამ.. აი ასე. ავდექი და წამოვედი. სწორედ მაშინ დავუშვი გამოუსწორებელი შეცდომა. *** -გიო, რატომ არ პასუხობ ტელეფონს? მთელი დღეა გირეკავ. სახლიდან წამოვედი, ვერსად მივდივარ და იქნებ მომაკითხო? შეტყობინებას რომ ნახავ, აუცილებლად გადმომირეკე. მისამართს მოგწერ. გკოცნი. ტელეფონი გავთიშე და პარკში მოსიარულე ხალხს დავუწყე თვალიერება. თან თვალიდან წამოსულ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ორი დღე ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა გიორგი. მაგრამ არ გამოჩნდა. ესეც ჩემი საქციელის საკადრისი პასუხი. დეპრესიაში ვიყავი. ქუჩაში მეძინა. ვერც მშობლებთან მივიდოდი, ვერც ნათესავებთან. მეგობრებიც კი არ მყავდა. მხოლოდ დედაჩემის მდიდარი დაქალის შვილები და მორჩა! აი ეს იყო ჩემი ცხოვრება, რომელიც ჩემმა საქციელმა კიდევ უფრო მეტად დაამახინჯა. რა უნდა მექნა?! საჭმლის ფულიც უკვე მითავდებოდა. გიორგის ვურეკავდი,თუმცა ერთი კვირის მერე ოპერატორმა ამ ქსელით რეგისტრირებული ნომერი არ არსებობსო. სიმწრით ნაშენები ოცნების ფერადი და ლამაზი კოშკები თავზე დამემხო. რად ვიქეცი მე?! ადამიანად, რომელსაც აღარაფერი გააჩნდა, საკუთრი თავის გარდა. მაშინ თავი ყველაზე სულელ ბავშვად ვიგრძენი. რომელსაც აფრთხილებდნენ თუმცა არ დაუჯერა. გული ცრაჯერ მომიკვდა და ცხრაჯერვე გამიცოცხლდა. სიმწრისგან ვიწვოდი, მაგრამ რას ვიზამდი? ბრმაა ძვირფასო სიყვარული. *** რამდენიმე დღის მერე ქუჩაში განცხადება ვნახე. ერთ-ერთ კომპანიას მდივანი ესაჭიროებოდა. ერთადერთი რაც გამაჩნდა, განათლება იყო. ამიტომ ვიფიქრე, რომ ეს შანსი არ უნდა დამეკარგა. ქუჩის ტუალეტში შევედი. წინ მჯდომ მოხუც ქალს ფული მივეცი და შიგნით ერთი ხელი ტანსაცმელი შევიტანე გამოსაცვლელად. კომპანიის მისამართს ფეხით დავუყევი,რადგან ტრანსპორტის, და მითუმეტეს ტაქსის ფული არ მქონდა. ტროტუარზე გადავედი და ქუჩის კუთხეში შევუხვიე. ძალიან მაღალი შენობა იყო. მუქი ლურჯი მინებით დაფარული. თავი ხელში ავიყვანე. წამით გამახსენდა ძველი ცხოვრება. როცა მამაჩემთან ერთად შეხვედრებზე დავდიოდი და თვალიდან წამოსული ცრემლი უხეშად მოვიწმინდე. უკეთ თუ გინდა, პატივსა გცემდნენ, პირველ ყოვლისა, ჯერ თავად იქონიე საკუთარი თავის პატივისცემა; მხოლოდ ამით, მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემით სხვასაც აიძულებ, გცეს პატივი. გამახსენდა დოსტოევსკის სიტყვები და ამაყად შევაბიჯე შენობაში. დივანზე დავჯექი და რიგი დავიკავე. -კაროლინა მჭედლიშვილი? თეთრად შეღებილი,მომხიბლავი კაბინეტიდან,ახალგაზრდა,ქერა თმიანი ქალი გამოვიდა. -დიახ. -აქეთ მობრძანდით. მითხრა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. ჩემი პირველი ისოტია,როგორც ასეთი.. ვიცი,ძალიან ცუდია. მაგრამ პირველია და ალბათ მეპატიება კიდეც. მადლობა ვინც წაიკითხავს და შეაფასებს. ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.