შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #22


26-05-2016, 20:09
ავტორი ჯია
ნანახია 4 231

ყველაზე მეტად იცით რას ვაფასებ ლაშაში? ნდობას.. ერთი წამითაც კი არ შეეპარება ჩემში ეჭვი.. და ალბათ ეს, ბედნიერების ერთ-ერთი საიდუმლოა!

-რაო გიომ? -მკითხა ჭამის დროს კაფეში.
პირისკენ წაღებული ”მარგარიტას” ნაჭერი თეფშზე დავაბრუნე და წვენი მოვსვი. ნერვიულობისგან პირი გამიშრა..
-არ მეტყვი? -მაოცებდა მისი სიმშვიდე.
-ხომ არაფერს დაუშავებ? -ვკითხე მორიდებულად.
-არაფერს დავუშავებ. -გაეცინა ლაშას. -და ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ჩემი არ უნდა გეშინოდეს? თავიდან ვიწყებთ?
-არა, არა.. მოგიყვები ყველაფერს. -ბეჯითი ბავშვივით წამოვიმართე, თითქოს გაკვეთილი უნდა მომეყოლა. -რამოდენიმეჯერ მომადგა სასტუმროში.. -გული ამიჩქარდა, ბოლომდე მეგონა, რომ ლაშა აფეთქდებოდა. -მითხრა, რომ ისევ ვუყვარვარ.. -ცოტახნიანი პაუზის შემდეგ გავაგრძელე. -რომ დავრჩენილიყავი მასთან.
-მერე? -ჩაეცინა ლაშას.
-მე ავუხსენი, რომ შენთან ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიყვარხარ.
-და გაიგო? -სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა.
-თავიდან ვერა, მაგრამ ბოლოს გაიგო. -თავი დავხარე და პიცას დავუწყე თამაში.
-ის გოგო საერთოდ არ უყვარს?
-დიანა? მგონი არა.. არადა, დიანას ძალიან მაგრად უყვარს. -ვთქვი დანანებით.
-გეცოდება?
-დიანაზე მეტად გიო მეცოდება, მინდა ბედნიერი იყოს. -მგონი ზედმეტი წამოვროშე, დამნაშავეს თვალებით ავხედე ლაშას. მან გამიღიმა და ჩემთან გადმოჯდა.
-შენ ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ. -მისი თითები ჩემს თითებში ახლართა, მე გამეღიმა. -პიცა აღარ გინდა? -უარის ნიშნად თავი გავუქნიე. -სხვა რამე გშია?
-არა, ნაყინი მინდა.
-სად ვჭამოთ? -თითებხე მაკოცა და ფეხზე წამოდგა.
-სადმე გავისეირნოთ და თან ვჭამოთ... ოღონდ ცოტახნით, რაღაცნაირად დავიღალე. -მეც წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედით.


-ძალიან მაინტერესებს სქესი. -გემრიელად ჩავკბიჩე მარწყვის ნაყინი და ლაშას მკლავზე ხელი ამოვდე.
-რაც მთავარია ჯანმრთელია და ვინც უნდა ის იყოს. -გაეცინა ლაშას.
-ბიჭი არ გინდა? -გავხედე გაოცებულმა.
-არ აქვს მნიშვნელობა სქესს, მართლა.
-ზედმეტად არასტანდარტული კანონიერი ქურდი ხარ. -გამეცინა მე.
-სტატუსი არ უნდა ცვლიდეს ადამიანს.
-მაგრამ უმეტესობას ცვლის. მარტო ქურდებს არ ვგულისხმობ.
-ჭკვიანი გოგო ხარ, კირა, და გამოიყენე შენი თავი კარგ რაღაცეებში. წინ უამრავი წელი გაქვს და შეეცადე გონივრულად გამოიყენო, რაც არ უნდა მოხდეს. -უცებ დასერიოზულდა ლაშა.
-მაგას რატომ მეუბნები?
-უბრალოდ.. მინდა შენი თავი იპოვო და დალაგდე. ვხედავ, როგორ ცდილობ, მაგრამ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ხარ ჯერ.
-შენი გვერდში დგომით ყველაფერს მოვახერხებ. -გავუღიმე და ხელი ჩავკიდე. -მთავარია, შენ მყავხარ და მყავდე სულ.
-ხო, მე გყავარ. -მანაც გამიღიმა და ძლიერად ჩამკიდა ხელი.
-ამ ბოლო დროს აღარ ვყოფილვართ სულელურ წვეულებებზე. -გამახსენდა და გამეცინა მე.
-ხო, ცოტა დაძაბული სიტუაციაა და არ გვეწვეულებება.
-ლაშა, ხომ ყველაფერი კარგად იქნება?
-რა თქმა უნდა. -თავხე ხელი გადამისვა. -ისე რატომ არ მოგწონს ეს წვეულებები?
-მაღიზიანებენ ეს ქურდის ცოლები. თავი ინტელიგენციის დედები, რომ გონიათ.. რატომ გადაწყვიტეს, რომ მთელი სამყარო მათ ეკუთვნით ვერ ვხვდები. -მხრები ავიჩეჩე მე. -არა, ნუ ყველა ეგეთი არ არის. მაგალითად მე. -გამეცინა. -და კიდევ რამოდენიმე.. მაგრამ უმეტესობა გამაღიზიანებელია. განსაკუთრებით ისინი, ქურდული ვარსკვლავის ყელსაბამს, რომ დიდი სიამაყით ატარებენ. -ხელი ავიქნიე უკმაყოფილოდ. ლაშა მისმენდა და იცინოდა. -ზედმეტად დაბალი დონეა, ზედმეტად.. მართლა არ მესმის მსგავსი კატეგორიის ხალხის. მერე კიდევ სულ ჭორები, ჭორები, ჭორები. დავიჯერო არ იღლებიან?
-სხვა საქმე არ აქვთ და რა ქნან? -მითხრა სიცილით.
-იმის გარჩევას ვის რა ფასიანი ქურქი აცვია, არ ჯობია სხვა რამე საინტერესო განიხილონ?
-არ ვიცი, კითხე.
-არა, რა გაცინებს? მე მართლა ნერვებს მიშლიან.
-მაინც არ კონტაქტობ მათთან და რას დაეძებ?
-პრინციპში, არც არაფერს. ისე ჩვენზე რას ჭორაობენ ნეტა? -ვიკითხე ფხუკუნით.
-ალბათ ჟმოტი ქმარი ვარ, ქურქებს რომ არ გყიდულობ.
-ვაიმე, წარმომიდგინე მე ქურქში. -ისე ვიცინოდით ორივე, ცრემლები მოგვდიოდა თვალებიდან.
-პარადოქსია..
-მადლობა, რომ ასეთი ხარ. -ცრემლები მოვიწმინდე და ამოვისუნთქე.
-ასეთი როგორი?
-სხვებს არ გავხარ.
-შენც მადლობა, რომ ოქროს ქურდული ვარსკვლავი არ მომთხოვე. -ისევ გაეცინა ლაშას და ხელები მომხვია.

-რაღაც ამ ბოლო დროს მარტივად ვიღლები. -კედები გავიხადე, საწოლთან მივყარე და წამოვკოტრიალდი.
-ორსულობის დროს იცის, ამიტომ შეეცადე ნაკლებად დაიტვირთო. -ჩემი მიყრილი კედები აიღო და გარდერობის ოთახში გავიდა.
-აუ, იცი რამდენი მაქვს სამეცადინო? -ცოტა ხმამაღლა ვუთხარი, რომ გაეგონა ჩემი ხმა.
-მერე როდის აპირებ დაწყებას? -გამომძახა იქედან.
-ხვალ, დღეს ჩვენი დღეა.. შორტი და მაიკა წამომიღე, გთხოვ.
-ბილიარდის თამაში არ გინდა? -გამოვიდა სპორტულებით და ჩემი ტანსაცმელი მომაწოდა.
-ემას ეთამაშე, მე გიყურებთ. -პერანგი გავიხადე და მაიკა გადავიცვი.
-სახლშია?
-წესით კი, არსად არ აპირებდა დღეს გასვლას.. მოიცა მივწერ. -ემას მივწერე და პასუხის მოლოდინში შარვალი გავიხადე და შორტი ამოვიცვი. -კი, მეოთხეზე არიან ეგ და ებბი. -მოსულ სმსს დავხედე და ლაშას ვაცნობე.
-ებბი კარგი გოგოა ხომ?
-კი, ძალიან კარგი გოგოა. -გამოცვლილი ტანსაცმელი გარდერობში გავიტანე და უკან გამოვბრუნდი.
-ბედნიერია ემა?
-რა? -შოკისგან ადგილზე მივიყინე.
-ბედნიერია ემა ებბისთან? -გაყინული ვიდექი და ჩუმად ვუყურებდი. ეს მამაკაცი ჩემს გაოცებას არ წყვეტს. -რატომ გაჩუმდი?
-მე..მე.. -ენა დამება, ვერ გავიგე რა მეპასუხა.
-ვიცი ემას ორიენტაციის შესახებ, ბრმა ხომ არ ვარ?
-მე მეგონა...
-ხო, სასიამოვნო არ არის ჩემთვის, -შემაწყვეტინა წინადადება. -მაგრამ ჩხუბით რას შევცვლი? ჩემი შვილია, მიყვარს ისეთი, როგორიც არის.
-შენ კიდევ ვერ ხვდები რა საოცარი ადამიანი ხარ! -წამოვიძახე აღფრთოვანებულმა და კისერზე მოვეხვიე.
-ახლა მითხარი, ბედნიერია ემა? -გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა.
-კი, ძალიან ძალიან ბედნიერია.

მთელი საღამო თამაშობდა ლაშა
ბილიარდს ემასთან და ებბისთან ერთად, ერთხელ მეც შევუერთდი, მაგრამ მალე დავიღალე და მხოლოდ ერთი პარტიის თამაში მოვახერხე. შემდეგ ოთხივემ ერთად ვივახშმეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, სამომავლო გეგმებიც განვიხილეთ. ჩემი წამოწყებული პროექტი, ჩვენი აგარაკი მომიწონა ლაშამ. გვიანობამდე აღარ გავჩერებულვართ, რადგან ისევ სუსტად ვგრძნობდი თავს.

-ხვალაც ხომ არ წავიდეთ ექიმთან? -გვერდით მომიწვა ლაშა.
-რატომ?
-რაღაც ძალიან სუსტად ხარ და ფერიც არ მომწონს.
-არაფერია, უბრალოდ ემოციურად დატვირთული დღე იყო და მაგის ბრალია. რამე რომ ყოფილიყო დღეს ხომ გვეტყოდა არა?
-მოდი ჩამეხუტე და დავიძინოთ. -მისკენ მიმაჩოჩა ლაშამ და ხელები მომხვია.
-ძალიან ბედნიერი ვარ. -ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე, კომფორტულად მოვკალათდი მის მკლავებში და თვალები დავხუჭე.
-ტკბილი ძილი.. -ბოლოს ლაშას ბოხი, მაგრამ თბილი ხმა
ჩამესმა და სიზმრების სამყაროში გადავეშვი.


დილით თითქოს ყველაფერი კარგად იყო, წამითაც ვერ ვიფიქრებდი, რომ დღეს ასეთი დასასრული ექნებოდა.. დღეს კი არა, მგონი საერთოდ ჩემი ცხოვრება დამთავრდა.
ლაშას წასვლის შემდეგ სამეცადინოდ დავჯექი. ებბი და ემა აგარაკზე ავიდნენ, ბოლო დეტალების დასასრულებლად.. მთელი დღე ვმეცადინეობდი, ლაშამ ორჯერ დამირეკა მოსაკითხად.
მერე? მერე... არ ვიცი. საღამოს სამზარეულოში ვისხედით მე და ემა. ებბის ეძინა... უცებ ლაშას ორი ძმაკაცი მოვიდა და სასწრაფოდ სახლის დატოვება გვთხოვეს. ლაშას ადგილ-სამყოფელს არც ერთი გვიმხელდა.
ნერვიულობისგან ფეხები მიკანლალებდა, ძლივს მივედი მანქანამდე. საჭესთან ებბი დაჯდა და აგარაკისკენ დავიძარით, იქაურობის შესახებ არავისთვის იყო ცნობილი.
-უკვე მერამდენედ ვრეკავ, რატომ აქვს გამორთული? -ნერვიულად ამოვიხავლე და ტელეფონი მანქანის სავარძელზე მოვისროლე.
-დამშვიდდი, მალე გამოჩნდება. -მაწყნარებდა თვითონაც ანერვიულებული ემა.
-რამე, რომ დაემართოს.. რამე, რომ დაემართოს გავგიჟდები.... -სულ ვკანკალებდი, მუცელი შემეკუმშა, მეგონა მთელი ორგანოები ჩამეპრესა. -ებბი, ერთი წამით გააჩერე, ვეღარ ვსუნთქავ. -ძლივს ამოვთქვი და მანქანის კარებს დავსწვდი. წესიერად გაჩერებული არც ყავდა მანქანა, რომ გადავხტი და ჰაერის ჩასუნთქვა ვცადე.
-ღრმად ისუნთქე. -მომვარდა ემა.
-ნერვული შეტევა აქვს. -თქვა ებბიმ.
-კირა, ასე ძალიან ნუ ნერვიულობ, ბავშვზეც იფიქრე.
-ლაშას გარდა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. -ძლივს ამოვთქვი, როდესაც თავისუფლად სუნთქვა შევძელი.
-უკეთ ხარ? -მკითხა ებბიმ.
-სუნთქვა შემიძლია. -ვთქვი უემოციოდ და მანქანაში ჩავჯექი.
-თავს მოერიე და დაწყნარდი რა გთხოვ. -მითხრა ემამ, როდესაც ისინიც ჩასხდნენ.
უკანა სავარძელზე წამოვწექი და ვცადე, რომ კარგზე მეფიქრა, რომ ლაშა კარგად იყო და გვიან მოგვაკითხავდა და წაგვიყვანდა სახლში. მაგრამ ამ საშინელ წინათგრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი.. გული ძალიან ცუდს მიგრძნობდა, ძალიან, ძალიან ცუდს..
უცებ საშინლად ამტკივდა მუცელი.
-ემა, მუცელი მტკივა. -სახე დამემანჭა ტკივილისგან, რადგან სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
-კირა, დენა გაქვს? -შორტზე დამხედა ემამ და წამოიკივლა. -ებბი, მალე საავადმყოფოში წადი..
ხელი მოვისვი უბესთან და რომ დავხედე სულ სისხლში ვიყავი.. მერე აღარ მახსოვს, ყველაფერი გაშავდა და გონება გამეთიშა..

აზრზე რომ მოვედი პალატაში ვიწექი და გადასხმას მიკეთებდნენ. თვალები დავახამხამე და ნელ-ნელა დამიბრუნდა მხედველობა. ემა და ებბი სავარძლელზე იყვნენ ერთმანეთზდ მიწოლილები, ეძინათ.
წამოდგომა ვცადე, თუმცა თავი საშინლად მტკიოდა. ღილაკი მოვძებნე და გაჭირვებით მივაჭირე თითი. ექთანი მალევე შემოვიდა..
-როგორ გრძნობთ თავს? -მკითხა ჩუმად, თუმცა გოგონებმა მაინც შეიღვიძეს.
-თავი მტკივა ძალიან.
-გამაყუჩებელს გაგიკეთებთ.
-ბავშვი როგორ არის?
-ძლიერი სისხლდენა გქონდათ და სამწუხაროდ ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა...



№1  offline მოდერი sameone crazy girl

აუუ კაი რა კაი რაა recourse sad sad sad recourse

 


№3  offline წევრი nutsa214

ღმერთო ჩემო!

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუუუუუუუუუუუუუ კაი რა რა იყო ეხლა ესსსსს ბედნიერი დასასრული რო ქონოდა შეიძლებოდაა

 


№5 სტუმარი m

aummkargira((( lashas araperidamarto

 


№6  offline წევრი xuti

Auu.tumca velodi

 


№7  offline წევრი мариамо

ლაშას არაფერი დამართო იცოდე!!! angry

 


№8  offline მოდერი ჯია

End_ამდე ჯერ კიდევ მინიმუმ 3 თავია და Happy იქნება თუ Sad, რომ დავასრულებ მერე გადაწყვიტეთ.
ცუდი დასასრული ისტორიას არ აფუჭებს, პირიქით ზოგს უყვარს ტრაგიზმი. ”ქაოსი”_ს დასასრული ისეთი იქნება, როგორიც ქაოსს შეეფერება.
ხალხნო, უკვე ცოტა არ იყოს ვბრაზდები და მაგრად მწყინს, რაც ხდება. ისტორიაში განვიხილავ უამრავ საკითხს და უმეტესობა მთელი 22 თავია მარტო იმას მიწერს ”აუ ლაშასთან დატოვე რა” ან ”აუ გიოსთან დატოვე რა”
ლაშა-გიორგის დედაც ))) უამრავ სხვა საკითხებს ვეხები და შეიძლება მათი განხილვა კომენტარებში. უკვე სრულფასოვნების კომპლექსი მიჩნდება ალბათ ვერ ვწერ ისე, როგორც საჭიროა მეთქი.
კირას მუცელი მოეშალა და, რამოდენიმეს გარდა, ყველას მაგრად გ*იდიათ, მთავარია ლაშა გამოჩნდეს... კარგით რააა...
ნუ მოკლედ, მაინც მართლა დიდი მადლობა და ძალიან მიხარია, რომ კითხულობთ და მაფასებთ :******

 


№9 სტუმარი მერიენი

ჯია, ეს ისტორია ამ გვერდისთვის ზედმეტად კარგია.
ბოდიში მკითხველთან, მაგრამ რამხელა მნიშვნელობის პრობლემებზეა აქ
საუბარი, არავის აინტერესებს.
ძალიან კარგად წერ და გულწრფელად მესმის შენი აღშფოთება იმაზე, რომ მხოლოდ ლავ სთორი უნდა ხალხს :)
წარმატებები.

 


№10  offline მოდერი ჯია

მერიენ, ძალიან ძალიან დიდი მადლობა :***
და მადლობა რომ გესმის!
❤️

 


№11  offline მოდერი Eleniko13

უკომენტაროდ ვტოვებ კომენტარებს,
რომელთა უმეტესობა ჰეფი ენდს ითხოვს და
წუწუნებს ლაშას გამო.
უბრალოდ, პასუხი რომ გავცე,
გოგა ალბათ ბლოკს მტკლიცებს და მირჩევნია,
წყნარად ვიყო.

ჯია, აბა შენ იცი.
არ ვიცი რა უნდა გითხრა,
ვგიჟდები შენზე:))
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№12  offline მოდერი ჯია

ელენიკო, სუპერ გოგო ხარ! მადლობა ❤️

 


№13 სტუმარი lia alavidze

[b][/b]ზალიან მომცომს...მეტად რეალურადაა აგცერილი კველა საკიტხი.ლასჰასტან დარცჰება ტუ გიოსტან ეგ სხვა ტემაა,მტავარია კარგად მოგაკვს მკიტხველამდე ყველანაირი ემოცია...ნიცჰიერი გოგო ხარ,ნუ გაიტვალისცინებ ნურავის მოტხოვნას-მუზას მიენდე,სჰენი მუზა და დგევანდელობა კარგ დუეტს ქმნის.კარგი ხედვა გაქვს და ნიცჰიერი ხარ...ცარმატებები პატარავ winked

 


№14 სტუმარი Qeti

Momwons magram ra vqna ebis da emas urtiertoba magisianebs,

 


№15  offline მოდერი ჯია

ძალიან დიდი მადლობა ❤️

 


№16 სტუმარი Ani

ძალიან მაგარი იყოო

 


№17  offline წევრი xuti

Sad daikarge jia?

 


№18  offline მოდერი ჯია

xuti
Sad daikarge jia?


დავბრუნდები მალე :**

 


№19 სტუმარი კუხა

გვაღირსე ახლა მოვლენების განვითარება :დდდ <3

 


№20  offline მოდერი ჯია

კუხა
გვაღირსე ახლა მოვლენების განვითარება :დდდ <3

კუხა :დდდ ხვალ დავდებ გპირდებიიი :***

 


№21  offline წევრი SaLySaLySaLy

Xo tore amis mets arapers vkituxlob. Yochag.kargia dzalian.warmatebebs gisurveb.velodebi dges axal tavs.da imedia agar daigvianeb ase.

 


№22 სტუმარი კუხა

ჯია
კუხა
გვაღირსე ახლა მოვლენების განვითარება :დდდ <3

კუხა :დდდ ხვალ დავდებ გპირდებიიი :***

ეხლა შენი საჭმელების პოსტის მერე გამწარებული შემოვედი მეთქი დამხვდებათქო და გულს გადავაყოლებთქო მარა ... :დდდდ ისე პურეული არ უნდა გეჭამა შენ ესე მახსოვდა

 


№23  offline მოდერი ჯია

კუხა
ჯია
კუხა
გვაღირსე ახლა მოვლენების განვითარება :დდდ <3

კუხა :დდდ ხვალ დავდებ გპირდებიიი :***

ეხლა შენი საჭმელების პოსტის მერე გამწარებული შემოვედი მეთქი დამხვდებათქო და გულს გადავაყოლებთქო მარა ... :დდდდ ისე პურეული არ უნდა გეჭამა შენ ესე მახსოვდა


ცომგამოცლილი იყო :დდ ახლა ვიწყებ წერას (გულზე მიდევს ხელი) .. დღეს თუ არ ჩამეძინა დავდებ, თუ არადა აი ხვალ საღამოს 100%ით ჯიას სულს ვფიცავ ❤️

 


№24  offline წევრი xuti

Rogor velodebi am istoris gagzelebas

 


№25  offline წევრი Svani12

მომწონს კარგად წერ. ეხები ყველა იმ პრობლებას რაც შეიძლება ჩვეულებრივ შეეხოს ჩვენს ირგვლივ მყოფს და ახლობლებს.გააგრძელე და მალე დადე რა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent