დასასრულის დასაწყისი (სრულად)
ცხოვრება ბრუნავს ჩვენს გარშემო,თუ პირიქით ჩვენ ვბრუნავთ მის გარშემო-კითხვა,რომელზეც პასუხის გაცემა არც თუ ისე იოლია. ყველაფერი იცვლება,მზე ჩადის,მერე ისევ ამოდის,ვარსკვლავები და მთვარე ერთმანეთს ენაცვლებიან,ზოგჯერ კი ერთადაც კი იწყებენ მოძრაობას.ბუნებრივი მოვლენები,ერთი შეხედვით,უბრალოდ მოეჩვენება ადამიანს,მაგრამ შემოქმედის თვალი სულ სხვანაირად ხედავს ამ ყველაფერს. დიახ,მზე ისევ ჩავა და ისევ ამოვა...ალბათ ამოუწურავად უნდა გაგრძელდეს ასე ან არა,ამაზე თავად დაფიქრდით...თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,ადამიანის ცხოვრება აღარ განმეორდება,ალბათ ამიტომაც უწოდებენ ხოლმე მას ყინულს,რომელიც გალღობის შემდეგ საწყისს ვეღარ უბრუდენაბ,იქნებ ასეც უნდა იყოს,იქნებ საჭიროა,რომ გავიყინოთ და სხვა ფაზაში გადავიდეთ... რა არის ადამიანი? ზოგისთვის ეს უბრალოდ მოსიარულე სხეულია,ზოგისთვის კი სხეულში ჩაკირული სული,რომელსაც რაღაც ზებუნებრივი ამოძრავებს.. ზებუნებრივი რამეები,მართლაც,არსებობს,არსებობს და იარსებებს კიდეც,ალბათ,თუმცა,სანამ მას ჩავწვდებით,დედამიწური სამყარო უნდა შევიცნოთ... -გული,გონება და სული განუყრელი მექანიზმიაო? ნწ!-ჩაეღიმა ნუკას,რომელიც საწოლზე გადაწოლილიყო და რვეულს აქეთ-იქით სწევდა-გული მართავს იმ ორსო,საინტერესოა-ისევ ჩაეღიმა,წითური თმა უკან გადაიყარა და წიგნი რაფაზე შემოდო,სწრაფად წამოდგა საწოლიდან და სარკის წინ დადგა.იცოდა,რომ ისევ დაუძახებდა პაპამისი,რომელიც მისი დილის მაღვიძარა იყო.რეალობაში არ იყო,თუმცა თვითონ ასე ეგონა. გოგონამ თმის დავარცხნა დაიწყო და გაისმა გურამის ხმა,რომელიც ეზოდან მოდიოდა.დაუზარელი მოხუცი ქათმებს საკენკს უყრიდა და თან ღიღინებდა რაღაც სიმღერაც.არც მომღერალი იყო და არც რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა,თუმცა სიამოვნებდა,რასაც აკეთებდა. -ნუკა,გამოდი,ჩაი დადგი,შვილო! -ჰო,ახლავე...რა დიასახლისი გვყავს!-სევდიანად გაიფიქრა გოგონამ და კარები გამოაღო,ძალიან ეზარებოდა ცივი ჰაერის ჩასუნთქვა,მაგრამ სამზარეულო მეორე მხარეს ჰქონდათ,ცალკე შენობაში,აბა სხვა რა გზა ჰქონდა?! -ნუკი,მოდი,აქ გამოგავე,ამ მართლაც ქათმებს აუტალახიანებიათ ყველაფერი.. -ჰო-თავი დაუქნია გოგონამ და მორჩილად დაუწყო თვალებით ცოცხლს ძებნა.დაბადებიდან ვერ იტანდა ამ ყვითელ არსებას,თუმცა სხვა გამოსავალი არ იყო,ეზოს ილასოსი ვერ უშველიდა. ასე იწყებოდა მისი ყოველი დილა,ობოლს ბაბუის მეტი არავინ ჰყვადა,რამდენიმე წლის წინ გარდაცვლოდა მშვობლები ავარიაში და მას შემდეგ გურამთან ცხოვრობდა,მაინც და მაინც ვერ უგებდა მოხუცს,თუმცა ცდილობდა,რომ მისთვის არ ეწყენინებინა,რაშიც შეეძლო,ემორჩილებოდა და დალაგებაზეც არ აწუწუნებდა. -მაღაზიაში გადავალ ჩაის ფერი არ გვაქვს,შენ კი გაშალე მაგიდა,ნუკა-თავზე ხელი გდაუსვა გოგონას და ჭიშკრისკენ წავიდა.გოგონას არც ი გაუხედავს უკან,ისე განაგრძო თავისი საქმე.მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მიაყურა კუთხეში ცოცხლი და მოსაცმელი აიღო,დილა ლაგოდეხში მეტისმეტად სუსხიანი იყო. -აი,მეც მოვედი-ახლა ახალ მელოდიას ღიღინებდა გურამი. -მზადაა ყველაფერი-გაუღიმა ნუკამ და ისევ დაბლა დაიხედა. -რაღაც სიმღერა მოვისმინე..მიდი,ლეპტოპი ჩართე და მიპოვე.“შენ არავის,ულ არავის ჰგავხარ...“-რაღაც ასე იყო,ძალიან კი მომეწონა-კმაყოფილი გამომეტყველებით გახედა შვილიშვილს და ისევ განაგრძო ღიღინი. -მერე ვნახავ.. -რატომ? რისი გაკეთებაც,ახლა შეგიძლია,რატომ უნდა გადადო?!-იროიულად შეხედა გოგონას და სკამზე ჩამოჯდა-აცივდა ძალიან! არადა მარტი იყო,რა დროს სიცივე იყო,უკვე ნელ-ნელა გამოდიოდა ამინდები,ცხოვრებას ხალისი ეძლეოდა,ჩიტებიც კი უფრო თამამად შლიდნენ ფრთებს ყინვის შიშის გარეშე.ლამის იყო ყვავილებსაც დაეხურათ ქუდები,ხეებს ნაყოფი გამოესხათ და მზესაც უფრო თამამად დაეწყო ცის თაღზე მოძრაობა. გაზაფხულსი სუნი,ნადმვილად,იგრძნობოდა,ბუნებაც სხვაფრად შენიღბულიყო,ხალხს ღია ფერის სამოსით დაიწყო ქუჩაში სიარული,გურამიც კი უფრო ღლიდა საკუთარ ცხენს,რომელსაც ურემს მიაბამდა და ლამის იყო შუა ქუჩაში ჩეკეცა საწყალი. -კოჭლობით არ მოკვდება-თავისთვის ამბობდა ხოლმე მოხუცი. -დღეს გვიან დავბრუნდები,ნინის დაბადების დღეა და-ბაბუას ოთახში შევიდა და გვერდით მიუჯდა. -რომელზე? -არ ვიცი. -დამირეკე და გამოგივლი. -შენი ურმით? -რა გეპაზორება?-ირონიით გახედა და მუსიკას აუწია-არ გინდა ამყვე? -არა,კარგად იყავი!-ამ ბოლოს დროს რაღაც ვერ როგდებოდა ნუკა ბაბუასთან,ის სულ მასზე ღელავდა,ეშინოდა,ცუდი არაფერი გადახდომოდა თავს,თუმცა ნუკას ამდენი ზრუნვა ზედმეტად მიაჩნდა,ზეზედმეტადაც კი. ხასიათგაფუჭებული გავიდა სახლიდა,ნუთუ კიდევ დიდ ხანს უნდა გაეგრძელებინა ასე ცხოვრება...მალე თბილისში დაიწყებდა რომელიმე უნივერსიტეტში სწავლას,თუმცა გურამიც გამოჰყვებოდა,იცოდა,იმისდა მიუხედავად,რომ მათ ამ თემაზე ჯერ არ ესაუბრათ,გოგონაც არ ჩქარობდა,იმედი ბოლოს კვდებაო,ხომ გაგიგონიათ? სწორედ ამას ფიქრობდა ნუკა,არ უნდოდა,რომ წარმოსახვაში მაინც არ მოეშორებინა გურამი,რომელიც თან უყვარდა და თან ძალიან აღიზიანებდა.ფეხით მივიდა ნინის სახლამადე,სადაც რამდენიმე მეგობარი შეკრებილიყო და თავისთვის ერთობოდა. -გამოგიშვა გუკამ?-მიხვდა,ვისზეც ეკითხებოდა ნინი,გაეცინა და ყველა სათითაოდ გადაკოცნა. გუკას ბაბუამის ეძახდა ხოლმე,ოღონდ ისე,რომ მან არ იცოდა..არ უნდოდა,უხეშად მოქცეულიყო ხოლმე მოხუცთან,თუმცა ხშირად გამოსდიოდა ხოლმე,უბრალოდ არ შეეძლო ხოლმე თავის შეკავება,როცა გურამი თავის იდეოლოგიას ახვევდა ხოლმე თავს.ასეთი კომუნისტური როგორ უნდა იყოს ყველაო-უკვირდა ნუკას. გოგონა განიცდიდა იმას,რომ ძველი თაობა კიდევ საბჭოთა კავშირის დროში იყო გაჭედილი და თავიან კომპლექსებით გადაქსაქსულ აზრებს ახალგაზრდობას ახვევდნენ თავს და ხშირად აიძულებდნენ კიდეც,რომ ასე მოქცეულიყვნენ. -ბებიაშენი რა ქალი იყო..ოქრო ქალი,სულ ოქრო!-გურამმა ახედა შვილიშვილს,რომელსაც სადღაც ეჩქარებოდა და ერთი სული ჰქონდა,როდის გაჩერდებოდა მოსუხი. -ვიცი,ვიცი. -მართლა,მართლა! -მეჩქარება. -რომელზე მოხვალ? -გამარჯობა,ნუკა.როგორ ხარ?-თბილად მოკიკითხა დამრიგებელმა და ხელის მოსაწერად რაღაც ფურცელი გაუწოდა,უკვე ასჯე მოისყვანეს ამსითვის,მართლაც,მეტი საქმე არ აქვთ. -ნუკა,მეც მოვედი..-ნინიმ შემოაღო კარი და ფურცლისკენ წავიდა. -კიდევ კარგი,სხვებსაც შეატყობინეთ-ლილიმ ნერვიულად ასწია თავი და შემდეგ ისევ დასწია. ერთ დღეს,აპრილის ბოლო იქნებოდა,როცა სახლში დაღლილი მივიდა მასწავლებლებიდან და მხოლოდ ძილი უნდოდა,თუმცა გურამი დახვდა კარებთან და ბაასი გაუბა.ახალი კოსტიური უნდა შევაერინო ეთერასო. -კარგია-უემოციოდ უთხრა და გაიფიქრა,მეტი საქმე არ აქვსო. -ბანკეტზე მოვდივარ,დედა შენ არ გყავს,მამა და მე მაინც წამოვალ. -არავი პაპა არ მიდის,კარგი რა.რამ მოგაფიქრა? -ნუკა,ასე ნუ მელაპარაკები-გოგონას არაფერი უთქვამს,იქნებ გადაიფიქროსო,მართლაც,არ უნდოდა,რომ გურამი წამოსულიყო.იცოდა,რომ დაჯდებოდა ქალებში და თავის აზრებს ყველას მოახვევდა.ჯერ მთავრობაზე დაიწყებდა ლაპარაკს,მერე მეცნიერებაზე,მერე ხელოვნებასა და მერე ქალებზე.ალბათ იმასაც იტყოდა,რომ ადამაინები მახიჯები არიან,სულიც მახინჯები და,ამიტომ ხორცით უმახიჯდებათ..უსაქმურობამ ბევრი ფიქრი იცისო,ხომ გაგიგონიათ? ცივი საბანი დაიფარა და მთელი სხეული გაეყინა,თავზე დაიფარა ეს უკანასკნელი და სულის შებერვით სცადა მისი გათბობა,ბავშვობისასაც ასე იქცეოდა ხოლმე,ახსოვს,ზუსტად ახსოვს...იმ წამებში ისევ ლამაზად შეფერილი ცხოვრება დაინახა...დედა,მამა და ეზოში მორბენალი პატარა წითური გოგონა,რომელიც მუდამ კისკისებდა და მუდამ ბედნიერი იყო,მოსიარულე ბედნიერებასა და სილამაზეს ჰგავდა..ის იყო მზე,რომელიც არ წვავდა... -ისევ ღამე,მერე ისევ გათენდება..არ მეძინება,მოდი,დავალებებს დავასრულებ-ისტორიის წიგნს გადასწვდა. დილას თვალებდასიებულს გაეღვიძა,მხოლოდ რამდენიმე საათი სძინებოდა,თუმცა ეგ არაფერი,ამას შეჩვეული იყო..სასაუზმოდ რომ გავიდა,გურამი ფეხზე დახვდა,დაჭრილს ვაშლს მიირთმევდა პაპამისი და თან იმავე სიმღერას ღიღიებდა. -ხომ ხედავ მოხუცი ვარ და მაინც ვიქმნი მხიარულ გარემოს...ადამიანს ბედნიერება არაფრიდანაც შეუძლია..მომბაძე! -გურამი ყროყინებს,გურამი ჭკვიანია,მიბაძე გურამს!-ჩაიხითხითა ნუკამ. -გუშინდელზე ხარ ნაწყენი? -არ ვიცი,რა გითხრა... -რატომ? -მაინც არ გესმის ჩემი.. -და? -და არ გინდა,გამიგო,გურამ...არ გინდა! -ეჰ,ბოლოს როდის დამიძახე პაპა...-და ნუკა ჩაფიქრდა,ალბათ მაშინ,სანამ მშობლები დაეღუპებოდნენ,ანუ ხუთი წლის წინ. ძალიან ბევრი რამ მოხდა ნუკას ცხოვრებაში იმ ხუთი წლის შემდეგ,ჯერ მშობლების დაღუპვა ძლივს გადაიტანა,ძლივს შეამცირა ცრემლის რაოდენოდა,თუმცა ახლაც ტკიოდა,ახსოვდა,როგორ აღვიძებდა ხოლმე დედა,როგორ უღიმოდა ხოლმე მამა.. „სულ რომ არაფერი,დედაჩემი წამომყვებოდა გურამის მაგივრად..:“=ეგოისტურად მოუვიდა,მიხვდა,თუმცა არ უნანია,ამ ბოლო დროს თითქმის არაფერს ნანობდა.სინაული აღარ შეეძლო,მგონი,და ამას გრძნობდა...და ყველაზე უარესი!-არ უნდოდა,რომ ეგრძნო,ხშირად უგრძნობობაზეც კი ოცნებობდა. -თბილისში უნდა წავიდე და ბანკეტისთვის ვიყიდო რაღაცები. -და ფული?-დაინტერესდა გურამი. -შევაგროვე. -ეს მომწონს,გცოდნია,შვილო,ფულის ყაირი,მაგრამ მარტო ვერ გაგიშვებ მაგხელა ქალაქში,მარშუტკა გადის მალე და გავყვეთ. -მოდიხარ? კარგი რა,ბავშვი ჰო არ ვარ? -ბავშვი ხარ. -ეგ შენთან შედარებით. -გინდა.გახი გაუსვა იმას,რომმ 67 წლის ვარ,არა?-ჰკითხა ნუკას და გადაიხარხარა,საკუთარ წლოვანებაზე უყვარდა ხოლე ხუმრობდა,სულ არ ადარდება ის,რომ მოხუცი იყო,ჯანბეზე ვარო. გურამმა თავისი მაინც გაიტანა..აბა,როგორი პაპა იქნებოდა,რომ არ წამოსულიყო?! ჩავიდა თბილისში,მიაკითხა თავის დას,იხუმრა,იცინა და მერე დასაწოლად დაწვა. ნუკას სულ არ ეძინებოდა,არც მგავრობით იყპ დაღლილი,საათ-ნახევარიც კი არ ევლოთ,დიდი ამბავი..მამიდაშვილის გაკოტრების ამბავი აფიქრებდა,შეეცოდა ალექსი..გაახსენდა ბავშვობაში როგორ ეთამაშებოდა ხოლმე დიდ ბიჭს,რომელსაც პატარებისთვის არასდროს ეცალა,თუმცა მაინც გამონახავდა ხოლმე დროს. -ასე ხდება ხოლმე...შენ მაინც იყავი კარგად-გვერდით მიუჯდა ნონა,რომელიც ცრემლებს ძლივს იკავებდა. -მამიდა,არ გინდათ,დაწყნარდით-მეტი ვერაფერი თქვა გოგონამ. -დღეს მოდის,ჰო? -არა,ვერ მოვა.. -სამწუხაროა-თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა-დავისვენებ-სხვანაირად ვერ დააღწევდა თავს მორიგ მწუხარებას,რაც არ სჭირდებოდა,ნამდვილად.. ალექსი ოცდაათ წელს მიღწეული მამაკაცი იყო,რომელიც ასაკის მიუხედავად წარმატებული დიპლომატიითა და ქცევებით გამოირჩეოდა,ოცი წლიდან უკვე ჩამოყალიბებული პირვნება იყო,რომელმაც ზუსტად იცოდა,რა უნდოდა. მთელი ცხოვრება ბიზნესში იყო ჩაფლული,საქართველოში ყველაზე მასშტაბური მაღაზია გაეხსნა,“აირდარდი“ და ამით ცხოვრობდა,ცხოვრობდა მცირე იქნება ამისთვი.ალბათ,“ზეს“ დამატება დაგვჭირდება. ცოლიც ადრეულ ასაკში შეირთო ალექსმა.ლია ლამაზი და ბეჯითი გოგონა იყო,კეთილი გული ჰქონდა,მართალია,საკუთარ საქმეში არ გაუმართლდა,როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე,თუმცა კარგი მეუღლე კი შევხდა, ბედი არსებობს თუ არა,არ ვიცი...ან რას ნიშნავს გამართლდება-არგამართლება,მაგრამ ამას ლია გვასწავლის ალბათ. -ბაბი,აქ მოდი...მამას არ სცალია..-გასძახა ქალმა შვილს და თავი ხელებში ჩარგ.თვეების შემდეგაც კი არ იცოდა,როგორ უნდა გადაეტანა ამდეი რამ,რაც თავს მეწყერივით დააწყდა,გრძნობდა,რომ ყველაფერი ენგრეოდა,გრძნობდა,რომ მისი ცხოვრება წყალს მიჰქონდა,თუმცა მაინც ინარჩუნებდა ოპტიმიზმს,რომელსაც ბარბარეს თვაელბში ხედავდა..ის უკვე ერთადერთი რამ იყო,რაც ცოლ-ქმარს აკავშირებდა.. ალექსი უკვე დიდი ხანი იყო,რაც მეუღლეს ხმას არ სცემდა,დივანზე წვებოდა,სახლში არ ჭამდა და მუდამ სახე ჩამოტიროდა,ლია იმის თქმასაც ვერ უბედავდა,სულ ნუ ხარ ასეთი სევდიანიო. იმ საღამოსაც ასე მოვიდა,ისეც ჩამოტიროდა სახე,ისევ გამუქებოდა ისედაც მუქი ყავისფერი თვალები.ამჯერად ბავშვებისთვისაც არ შეუხედავს,ისე შევიდა თავის კაბინეტში.სკამზე დაეხეთქა და რკინასავით ხმა გამოსცა,ლამის იყო სახლი შეეზანზარებინა. -დე,მამა რატო არ.. -ჩუ..-გააწყვეტინა ბარბარეს ლიამ,ხელში აიყვანა და საძინებელში გაიყვანა-დღეს აქ დაწექი. -მამა? -ნუ ახსენებ. -რატომ? იჩხუბეთ? -პატარა ხარ,ვერაფერს გაიგებ-გაუღიმა და ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა,ასე უყვარდა პატარა ბარბარეს,ბავშვს,რომელიც ლიას ცხოვრებას ხალისს აძლევდა,დადებითად მუხტავდა და ახსენებდა,რომ ჯერ კიდეც ცხოვრობდა,ჯერ კიდევ ცოცხალი იყო..მისთის შვილი ერთადაერთი რამ იყოს,რაც ცხოვრებასთან არ აკარგვინებდა კავშირს. -დე,წიგნი წამიკითხე. -ხვალ სკოლა არაა,კვირაა-თვალი ჩაუკრა ლიამ და თავი ბალიშზე ჩამოდო,საშინლად ეძინებოდა,არაფრის თავი ჰქონდა,ქუთუთოები მიზიდულობის ძალით მიექანებოდნენ დაბლა. -დე..-თმაზე მოკიდა ერთი ხელი,მეორით კი ხელზე მოექაჩა. -ეძინება დეს..-მეტი ვერაფერი თქვა,უბრალოდ თვალი დახუჭა და დაეძინა,თუმცა ეს არ იყო სასიამოვნო,უცნაური და სასტიკი.სიამ-ტკბილი ბედნიერება განიცადა ქალმა.ისეთი რამ ნახა,რამაც საბოლოოდ მოწყვიტა რეალობას და შემდეგ საბოლოოდ დააბრუნა. ხედავდა,რომ მთელი ოჯახი ერთად იყო ზღვაზე ისე,როგორც უწინ,ხედავდა,რომ ალე ქსი ბარბარეს ცურვაში ეჯიბრებოდა,ხოლო ლია ნაპირინას გასძახოდა,ჭამიდ დროაო.რა უნდა ყოფეილიყო ამაზე დიდი ბედნიერება? მაგრამ მალე გამოეღვიძა ლიას,თვალი გაახილა და გვერდით გაიხედა,თუმცა მეუღლე ვერ დაინახა,აი,მაშინ მიხვდა ყველაფერს.ნუთუ ეგონა,რომ გვერდით საყვარელ ადამიანს დაინახავდა?! ნუთუ წამით მაინც ეგონა სიზმარი რეალობა?! -აღარ დავიძინებ!-ფეხზე წამოხტა ქალი და რაფაზე შემოჯდა,ადრე უყვარდა ხოლმე ვარსკვლავების თვლა,ძალიან უყვარდა,მაგრამ მერე ბევრი რამ შეიცვალა,დიდი ხანი იყო,რაც ბუნებას ლამაზად ვერ აღიქვამდა,ცხოვრობდა მდურედ და უაზროდ ატარებდა დროს,როცა ბარბარე სკოლაში იყო.მუდამ საღამოს ელოდებოდა,რომ შვილი სახლში ჰყოლოდა.როცა ასე არ იყო,საშინლად მარტოსული იყო ქალი,შეშინებული,ისეთი მთრთოლვარე,როგორიც ქუჩაში გალუმპული უპატრონო ძაღლი. არ იცოდა,სად წასულიყო,რადგან ღამის 4 საათი იყო,ძილიც არ ეკარებოდა,უფრო სწორედ,არ უნდოდა,რადგან ეშინოდა,რომ ისევ ნახავდა სიზმარს,რომელიც გააბედნიერებდა და შემდეგ გამოაცლიდა ნიადაგს.სწორედ ასე ხდება ხოლმე,ადამიანებს გვიჭირს იმის გააანალიზება,რომ,ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც გვინდოდა,რომ რეალობა არ არის ფერადი,გვიჭირს იმის აღქმა,რომ დროა გამოვძვრეთ ვარდისფერ ფარფატა ბუშტისგან და ადგილი დავიკავოთ სხვადასხვაფრად შეღებილ დიდ ბურთში,რომელსაც ცხოვრება ჰქვია. მართლაც,ძნელია იმის გააანალიზება,რომ სიზმრად ნახული რეალობა არაა,ბედნიერება ხომ ძლიერ ნარკოტიკს ჰგავს,მისი წამით შეგრძნებაც კი გვაბრუებს,თავბრუს გვასხავს. -ადრე რა ლამაზი იყო დღეები და რა ლამაზი იყო ღამეები...ადრე ცხოვრება,მართლაც,ჰგავდა ედემის ბაღს-ჩაილაპარაკა,ხალათი გადაიცვა და ფეხაკრეფით გავიდა გარეთ,მანქანა დაძრა და ადგილს მოწყდა.არ იცოდა,სად მიდიოდა,თუმცა რაღაც მაინც მიაქროლებს,ანუ არსებობდა იმედი,გადარჩენის იმედი. დოდოსკენ..აი,ვისკენ მიისწევდა მისი გული. დედამთილთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.ერთად არასდროს უცხოვრიათ და ალბათ ამანაც ითამაშა დიდი როლი,როგორც სტუმარი დედამთლი ტკბილია,მაგრამ,როგორც ოჯახის წევრი,შესაძლოა,აუღებელ ციხესიმაგრედაც კი იქცეს. -დედა-გადაეხვია ქალს,რომელიც სკამზე თვლებდა და სახლში შესვლას არც აპირებდა. -შვილო,რა გინდა აქ? -ვერ დავიძინებ. -ალექსი? -დიდი ხანია,რაც ....რაც აღარ მელაპარაკება..-აკანკალებული ხმით თქვა და გვერდით მიუჯდა დედამთლის. -იცი,აქ ვინაა? -ვინ? -ნუკა და გურამი,ნუკას არ სძინავს,ისტორიას კითხულობს,არ მეძინებაო. -დაუძახე,ვნახავს,საუკუნეა,რაც არ ..-აღარ დაუმთავრებია,ისე წამდოგა ფეხზე. -შედი,სტუმრების ოთახშია-მადლობის ნიშნად თავი დაუქნია ქალს და კარებზე დაუკაკუნა ნუკას,რომელიც დივანზე გადაწოლილიყო,ფეხებს ამოძრავებდა და თან წიგნს კითხულობდა. -თხა და გიგო! -რა?-წამოხტა ნუკა-არა,რას ამბობ. -მოდი აქ,რამხელა გაზრდილხარ,გოგო! -მომენატრე,ლია-გადაეხვია ქალს,რომელიც გაყინული იყო.შეამჩნია გოგონამ და ჰკითხა,თუ რა სჭირდა. -ამ ზაფხულს რამ გაგყინა,ქალო!-გადაიხარხარა და ხელები მკლავებზე მოუსვა-ჩაის დალევ ან რამე ცხელს? -ყავას,არ მინდა,დამეძინოს-ნუკა ღიმილით გავიდა სამზარეულოში,სადაცარეულობა იყო,გურამს ნიგოზი დაემტვრია და ალაგება დავიწყებია.გადაწმინდა მაგიდა,ყავის მადუღარა ძველ უჯრაში მოძებნა,წყლით აავსო,შეაერთა და ლიასთან გავიდა. -ბედნიერი არ ჩანხარ?-გულთმისანივით თქვა და კალთაში თავი ჩაუდო ლიას. -ასეთი თბილი ხარ,გოგო! როგორ მომნატრებიხარ!-ქალმა კითხვას თავი აარიდა. -რა ხდება? ალექსზე გავიგე,ისე მომენატრა ეგუნამუსო,არ მნახავს? -ნუკა,საყვარელო,რა გითხრა?! მას საკუთარი შვილისთვის არ სცალია,საერთოდ ჩვენთან აღარ ცხოვრობს,დასაძინებლად მოდის და სტუმრების ოთახში იკეტება..-ცრემლები ძლივსშეიკავა ქალმა და აკანკალებული ხელი ნუკას თავზე მოუსვა. გამთენიისას დაასრულეს სენტიმენტალური დრამა.ამ ბოლო დროს ლია მსგავს ფილმებს უყურებდა.უნდოდა ენახა,რომ მასზე უბედურებიც იყვნენ,თავს იმშვიდებდა,მშვენიერი გოგონა მყავსო,მაგრამ უჭირდა,უჭირდა ასე ცხოვრება. -არ გეძინა? ამასსულ ვეუბნები,რომ ქალს სახის კანისთის სჭირდება ძილი-გურამმა შემოიხედა ოთახში ისე,რომლია სულ არ შეუმჩნევია. -მეძინა,უბრალოდ ადრე ავდექი-იცრუა ნუკამ,გახედა პაპას და შემდეგ ძილს დაიხედა.გურამის გამომეტყველებიდან ჩანდა,რომ ეს მაინც და მაინც არ ადარდებდა,სწრაფი ნაბიჯით მოშორდა შვილიშვილის ჰორიზონტს და ღიღინი განაგრძო. -ვერც კი დამინახა. -ეგ არაფერი,ძალიან მომაბეზრებელი გახდა,ბანკეტზე მომყვება-გადაიხარხარა ნუკამ.ლიამ კიდეც გამოჰკითხა რაღაც-რაღაცები,შემდეგ სიცილში აჰყვა.ნუკასთან ყოფნა ამხიარულებდა და რეალობას ცოტა ხნით მაინც ავიწყებდა. -შენთან ყოფნა კარგია,მაგრამ ბარბარე მყავს დატოვებული,უნდა დავრეკო,რომ მოახლემ ჩააცვას და გაამზადოს სკოლისთვის,ჰო იცი,როგორი უქნარები არიან-ირონიულად თქვა და ტელეფონს დასწვდა. -ალო! -თამარა,ბავშვი გაამზადე,ჯერ ვერ მოვალ,აჭამე და ჩააცვი. -ალექსმა დამითხოვა,არ გითხრათ?-გაიკვირვა ქალმა -რა? -ვწუხვარ,ქალბატონო.. -კარგი,კარგი. -რა მოხდა?-დაინტერესდა ნუკა.ლიამ სწრაფად უპასუხა და ეზოშ გიჟივით გავარდა,მანქანაში ჩახტა და სახლისკენ გაექანა.ალექსს ვერ დაურეკავდა,გინდ დაერეკა,რა აზრი ჰქონდა?! ცდილობდა,რომ არ დაეგვიანებინა სახლში,არ უნდოდა,რომ ბარბარეს გენერვიულებინა ისედაც შეშლილი ალექსი,რომელიც კაცს აღარ ჰგავდა. კარები გააღო და საათს დახედა.იმედი ჰქონდა,რომბარბარე ფეხზე არ იყო ამდგარი,თუმც ავინ გააღვიძებდა მის გარეშე,გოგონა ხომ ძილისგუდა იყო. -ჩემი ძილისგუდა ვინ არის?-ღიმილით შევიდა ოთახში და საწოლზე დაიხედა,თუმცა ბავშვი არ იწვა,შეშფოთდა,სად წავიდაო,სტუმრების ოთახისკენ გაჰყვა დერეფანს და თან შვილის სახელს იძახდა. -დე,ცუდად ვარ,მგონი.გული ამერია-სააბაზანოდან გამოვიდა ბარბარე და დედას ჩაეხუტა. -მაპატიე,რომ საწოლში არ დაგხვდი,კარგი?-მუდარებით აღსავსე მზერით ჩახედა თვალებში შვილს და უფრო ძლიერად ჩაიხუტა-დღეს სახლში დარჩი,ნაბეღლავს დაგალევინებ. -თამარა? -ის მამამ გაუშვა. -რატომ?-დაინტერესდა პატარა,თუმცა ქალმა მხოლოდ ის უთხრა,რომ ასე იყო საჭირო,მას არ შეეძლო,რომ ბავშვი მსგავს რამეში გაეხვია,როგორ ეტყობდა,დღეიდან ვეღრა გიყიდით ბევრს სათამაშოსო.დიახ,ლია ყველანაირად ცდილობდა,რომ გაჭირვების ჭაობში არ ჩაეთრია ბავშვი.უწინდელივით მილიონებს ვეღარ ატრიალებდნენ და ეს იყო მისთვის გაჭირვება,თორემ ჩვეულებრივ ადამიანის ცხოვრებასთან შედარებით არაფერი უჭირდათ. -ლია,რა ხდება აქ? გაწმინდე-ალექსის გაბრაზებული ხმა მოესმა ქალს,შვილი საწოლზე დასვა,ახლავე მოვალო,და ქმრისკენ გაემართა. -უი,აქ ურწყევია,არ უთქვამს,ახლავე მოვიტან ტილოს-თვალებში არც კი შეუხედავს მეუღლისთის,ისე გასცილდა. ნუთუ გაკოტრებას ასეთი რამეები მოაქვს?! ნუთუ ცხოვრება ასე მარტივად იცვლის კალაპოტს?! ნუთუ არ შეგვიძლია თანაგრძნობა?! ნუთუ არ შეგვიძლია,გვესმოდეს ერთმანეთის?! იქნებ შეგვიძლია,მაგრამ არ გვინდა,იქნებ გვინდა,მაგრამ თან არ გვინდა,იქნებ ბედნიერებისკენ მიმავლ გზაზე მუდამ რაღაც ან ვიღაც გვეღობება?! -ლამაზი დღეა,არა?-დოდოს სულ არ ეტყობოდა,რომ მთელი ღამის უძინარი იყო,სახლში დაფუსფუსებდა,სკამებს ასწორებდა,წმენდდა კედელზე გაკრულ ხალიჩას და დივანს გადასაფარებელ ზემოთ უწევდა. -დაგეხმარები-ნუკა გვერდით ამოუდგა და საქმეში აჰყვა.ქალმა გაჭარარავებული თმა მაღლა აიწია,წელში მოიხარა და სათამაშო გვერდით ისროლა,ბარბარესიაო.შვილიშვილის სახელის გახსენებაზე,ლიაც გაახსენდა,სად წავიდაო. -მოსამსახურე გაუთავისუფლებია ალექსს და..-მოკლედ განუმარტა ნუკამ,რომელსაც უძილობა თვალებზე ეტყობოდა.ათიოდე წუთში ანერვიულებული დოდო ძმას გვერდით მიუჯდა და მისი ჩაი მოსვა,ასე ჩვეოდა ხოლმე ბავშვობაში. -აუ,კარგი რა. -რა კარგი რა? მე რომ გაბანავებდი,სულ დაგავიწყდა?!-ქალი გამხიარულებას ცდილობდა,უნდოდა,რომ სხვა რამეზე ეფიქრა. -უბრალოდ გვეჩქარება,კაბა უნდა ავარჩიოთ და კიდე რა? ნუკა,რაა საჭირო კიდე?0გასძახა შვილიშვილს. -ფეხსაცმელი,ჩანთა...-დოდომ უპასუხა მანამ.სანამ ნუკა შემოვიდოდა ოთახში. -მოემზადე რა-შეხედა შვილიშვილს,თუმცა მისი თვალები არ შეუმჩნევია. -შენ რა გესაქმება? ქალები წავალთ-გადაიხითხითა დოდომ,რომელიც ჩაისთვის ჭიქას ეძებდა. -შენ ექსპერტად წამოგვყევი,დაო!-ხელზე უჩქმიტა ქალს და ფეხზე წამოდგა-სუფთა ჰაერზე გავალ,სული მეხუთება აქ. ქალები მარტო დატოვა ოთახში,ნუკაც გათამამდა,პაპამისის დიდი რიდი ჰქონდა,ჩამოჯდა სკამზე და დოდოს შეხედა,თმა უნდა შეიღებოო,უთხრა,შემდეგ კი ფეხზე წამოდგა და ყავის გაკეთება დაიწყო. -ჰო,ჩავალ საუზმის მერე.ისე რა სჭირს ჩემს ძმას? მოდის ჟურნალებს ათვალიერებს თუ ინტერნეტში ნახა რამე?!-მთელი ინტერესით შეხედა ნუკას,რომელიც ირონიული გამომეტყველებით იჯდა. -არა,არ ვიცი,არა მგონია..უბრალოდ,რაც მშობლები დამეღუპა,ის მზრდის და ჰო ხვდებით.. -დედაც ეგაა,მამაც და პაპაც,ჰო? -ჰო,რთულია ძალიან,ეს ყველაფერი ძალიან რთულია,,მამიდა. -რა ეშველება,წელს სასწავლებლად რომ ჩამოხვალ. -ალბათ ისიც წამოვა. -ისიც? არა მგონია,ვენახის სუნის გარეშე გაძლოს-თავი გააქნია დოდომ,ჩაი დაისხა და ნუკას გვერდით მიუჯდა,გოგონას არაფერი უპასუხა,ჩაფიქრდა პაპამისზე,მის ბედზე,ის ხომ ადამიანი იყო,რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა,ახლა არავინ ჰყვადა ნუკაზე ძვირფასი,ამიტომ ებღაუჭებოდა გოგონას,ამიტომ ინტერესდებოდა მისი ცხოვრების ნებისმიერი მონაკვეთით,ამიტომ დასდევდა უკან,სწორედ ამიტომ...გოგონა კი ხშირად უარყოფითად აფასებდა ხოლმე ამას და მეტიც-ნერვებიც კი ეშლებოდა ხოლმე,მაგრამ იმაზეც ხომ უნდა ეფიქრა,თუ რას გრძნობდა გურამი. მე ორივე მშობელი დავკარგე,მან კი შვილიო-ამასც ფიქრობდა ნუკა,თუმცა იმას ზოგჯერ თ იაზრებდა,რომ შვილის დაკარგვა მშობლის დაკარგვაზე ათასზეც და კიდევ უფრო მეტკერ რთულია. რაც უნდა იყოს,ადამიანის მექანიზმი ისეაა მოწყობილი,რომ მისმა ქვეცნობიერმა,ასე თუ ისე იცის,რომ მშობელს ადრეთუ გვიან დაკარგავს,თუმცა ეს უკანასკნელი მუდამ იმაზე ფიქრობს,რომ მისი დამმარხავი შვილი იქნება,მისი ნაყოფი და წამითაც ვერ წარმოუდგენია,რომ ნაშობის საფლავთან მოუწევს ტირილი,მას ხომის წამები უდგას თვალწინ,როცა პირველად გაიგო შვილის ხმა,შვილის ტირილი. -მესმის,მესმის..-დოდომ თანაგრძნობით გახედა ნუკას და ხელი ხელზე დაადო,თბილი მტევანი ჰქონდა ქალს,თუმცა ეს გულიდან არ მოდიოდა ალბათ,ალბათ,ჩაიდანმა გადაიტანა მასზე თავისი სიმხურვალე. ლია მთელი სამი საათი გვერდით ეწვა ბარბარეს და წიგნს უკითხავდა,თან ბავშვს წარამარა ეკითხებოდა,ხომ კარგად ხარო.ასე იციან მშობლებმა,ისინი მუდამ ზრუნავენ,მუდამ ღელავენ თავიანთ შვილებზე,მუდამ იმის შიში აქვთ,რომ ისინი ცუდად გახდებიან,რომ მათ ეტკინებათ,რომ რაღაცას ვერ გააკეთებენ ისე,როგორც ეს საჭიროა. -ბარბარე,ჩემო გოგო,ჰო კარგად ხარ? -კი,დე-ლოყაზე მიადო თავი ლიას და ხელები მკერდზე მოხვია,დედის მკერდთან ჩვილობის შემდეგაც ვერ კარგავს ბავშვი კავშირს,მშობელი ხომ მას ძუძუებით ლოცავს. ისევ განაგრძო წიგნის კითხვა ლიამ,იმ წამებში არაფერზე ნერვიულობდა,არაფერი ესმოდა,მისი მთელი არსება შვილის გარშემო ბრუნავდა.ის წამები გაახსენდა,როცა გააჩინა ბარბარე,მაშინ ალექსი ისეთი მოსიყვარული და ბედნიერი იყო,გვერდიდან არ მოშორებია მთელი სამი დღე ცოლს,როგორ ხართ,რამე ხომ არ გჭირდებათო,ეს დრო ენატრებოდა ქალს,ისევ უნდოდა,რომ ერთად ყოფილიყვნენ,ერთ მუშტად და არა სათითაო თითებაც,ენატრებოდა მეუღლე,რომელიც გაკოტრებამ მიწასთან გაასწორა. ბავშვს როცა დაეძინა,ფეხზე წამოდგა ლია და ფანჯრიდან გაჰყტო თავი.დაინახა,რომ ალქსი მანქანას ქოქავდა,გარეთ არ გასულა,გაიყინა,შეეშინდა,რომ ისევ სასოწარკვეთას დაინახავდა მეუღლის თვალებში,ამას ხომ ძლიერ გაურბოდა. -ლაი-უეცრად მოესმა შეცვლილი,მაგრამ მაინც საყვარელი ხმა,ადგილზე შეხტა,თმცა მალევე გავიდა გარეთ და ქმარს თვალი გაუსწორა. -ლია,დღეს სასამართლოა,უნდა წამოხვიდე. -მე? რაში გჭირდება?-დაწვრილმანდა ქალი,ამდენი ხნის მანძილზე ქმარს მისთვის ამ თემასთან დაკავშირებით ხომ არაფერი უთქვამს. -ლია,წამოდი-მეთქი-ხმას აუწია მამაკაცმა და განზე გაიხედა,თითქოს არ იყო გაბრაზებული,თითქოს არ ღელავდა,მაგრამ ასე არ იყო,შუბლი ორად გაჰკეცვოდა,ტუჩები ინერციით უმოძრავებდა,ის აღარ იყო ძველი ალექსი,ის აღარ იყო მხიარული,სცხოვრების სიყვარულითა და ენერგიით სავსე,მას სახე ეცვალა.ალბათ ბუნებრივია,ასე რომ ემართებათ ხოლმე ადამიანებს,ალბათ ასეც უნდა იყოს,ჩვენ ხომ სუსტი არსებები ვართ. -მოვდივარ,ძვირფასო!-ეს უკანასკნელი წამოსცდა და ძველი დრო გაახსენდა,ახლაც სწორედ ისე ამოძრავებდა ტუჩებს,როგორც პეპელა,თუმცა ახლა იგივე რეაქცია არ ჰქონია მის მეუღლეს,როგორც ადრე.ახლა მხოლოდ ჩაჯდა მანქანაში და კარი ღია დაუტოვა ქალს.მამაკაცს ეტყობოდა,რომ არავისა და არაფრის თავი ჰქონდა.საჭე ნერვიულად გადაატრიალა,ჩაჯდა თუ არა ლია,და გზას გაუდგა,ახლა ჩვეულებრივზე ორჯერ სწრაფად მართავდა,თვითონაც ჩვეულებრივზე ორჯერ მეტად ღელვდა,ატოკებდა შუბლს და ხელებით უკანკალებდა,ეს არ იყო სწრაფი,მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა. -მოვედით-უემოციოდ თქვა და მკრთალი სახე გვერდით მიუაბრუნა,უნდოდა გადმოსულიყო,მაგრამ არ ჩქარობდა,თითქოს რაღაც აკავებდა,აბამდა და თავისუფლად ყოფნის უფლებას არ აძლევდა.ასეც იყო,მან ეს უკანასკნელი დაკარგა მაშინ,როცა ამდენი ხნის დაგროვილის დაკარგვა იწვნია.რაღაც იმედი მაინც ჰქონდა,საბედნიეროდ,ჯერ მთლად არ გაკოტრებულიყო,დარჩენილს თუ შეინარჩუნებდა იმ დღეს,სასამართლოზე,შეძლებდა,თავიდან აეწყო ცხოვრებისთვის ფეხი.იცოდა,რომ არსებობდა ხსნის გზა,თუმცა ამაზე ხმას არ იღებდა,დუმდა,არავის ესაუბრებოდა.ყველაფერს გულში ჩქმალავდა,ფიქრებს უთქმელს ტოვებდა და ეს ანადგურებდა. -ლამაზია-ქალმა ქმრის გაღიმება სცადა,თუმცა როდი იყო ალექსი ამის ხასიათზე. -ყველაფერი ნორმალურად იქნება-ჩაილაპარაკა მამაკაცმა და წინ წავიდა,ცოლისკენ არც კი გაუხედავს. დიდი დარბაზი,ჩაშავებული შენობა,სასამართლო პროცესი,მართლც,დამძაბველი აღმოჩნდა,რამდენიმე ნაბიცი მსაჯული და მანტიით დაფარული,მანტიაში ჩამძვრალი მოსამართლე.ლია პირველად იყო სასამართლოზე; და უკვირდა,უფრო პატარა ზომის ტანსაცმელი ვერ მისცესო.ამით ცდილობდა თავის გართობას,თორემ სხვა სასდარდებელი არ ჰქონდა თუ.. -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!-ფეხზე წამოდგა კაცი და ჩაქუჩი მაგიდას დაარტყა,სიჩუმეო.მსგავსი ვითარება მხოლოდ ფილმებში თუ ენახა ლიას.ქალი ათრთოლდა,მსგავსი მღელვარება მისთის უცნობი არ იყო,თუმცა,როგორც ბუნებრივს,ისე არ ხედავდა ამ ყველაფერს. -დამცველი მხარეები... ქალი უკვე ბუნდოვნად ხედავდა სახეებს,თითქოს გრძნობდა,რომ მის ტვინში ნისლები მოძრაობდნენ და საღად აზროვნების საშუალებას არ აძლევდნენ,შეახუარა და მერე შეეამცივდა,გაიხედა გვერდით და ალექსი ეჯდა,ნუთუ,ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეამჩნია მეუღლე,რომელიც მასზე ძლიერ ნერვიულობდა... -ყველაფერი კარგად იქნება-ინერციით ჩასჭიდა ალექსს ხელი. -მადლობა აქ რომ ხარ..-გაუღიმა ქალს და ხელი ოოუჭირა.მისთვის ეს ყველაზე დიდი თანგრძნობა იყო. დოდომ არ იცოდა იმ დღეს,თუ იყო სასამართლო,თორემ საყიდლებზე არ გაჰყვებოდა ნუკასა და გურამს,რა თქმა უნდა,თუმცა არ იცოდა,არ იცოდა... მზიანი დღე იყო,ზაფხულამდე სულ ცოტა აკლდა,თუმცა იგი მაინც მხურვალე იყო,მხურვალზე მხურვალე.გარეთ პაპანაქება იყო,თხელ მაისურებშიც კი ღაფავდა ხალხი სულს. -ძალიან ცხელა-ახედა ძმას დოდომ. -არ დაიწყო წუწუნი-ასეთი საუბარი ჩვეოდა ხოლმე გურამს,რომელიც მუდამ უკმაყოფილო იყო ცხოვრებით,სულ სიცარიელის შეგრძნება ჰქონდა,გრძნობდა,რომ რაღაცას ვერ მიაღწია,თუმცა დასადანაშაულებელი არც იყო. მთელი ცხოვრება მრავალმხრივადმ მოღვაწეობდა.ათას რამეს აკეთებდა,ხან ვინ იყო და ხან ვინ,საბოლოოდ კი ვერაფერი მიიყვანა ბოლოდე,ვერ მიაღწია სასურველ მწვერვალს,სწორედ ეს იყო ის,რაც ასე აფიქრებდა და მოხუცებულობის ჟამს შხამავდა,გველივით ასობდა კბილებს,ბოჭავდა. პროფესიით ფიზიკოსი იყო,მაგრამ ასევე ფილოსოფიით იყო გატაცებული,პოლიტიკაშიც აქტიურად იღვწოდა,ხან რომელ პარტიაში იყო და ხან რომელში,ხან ერთ დროშას აფრიალებდა და ხან მეორესას,ჯერ გამსახურდიას ერჩოდა,თუმცა,როცა გადააგდეს,ნანობდა,კარგი კაცი იყოო. საკუთარ ცხოვრებას ნორმალურად ვერფაერი გაუგო და ვინ გაუგებდა მას?! მოგეხსენებათ,სხვის გულში ადვილია დირე-ლოდების პოვნაო,თუმცა ეს არავის ადარდებდა,მშობლებმა თავის ნებაზე მიუშეს გურამი,რომელიც ერთ დროს რუსეთში წასვლასა და რევოლუციის მოწყობას აპირებდა,მერეც მაინც და მაინც არ ზღუდავდნენ თავიანი აზრებით ან რა მნიშვნელობა ჰქონდა,განა ესმოდა რამე გურამს?! -ეს თბილისი მოლია,აქ დავდივარ ხოლმე-დაიწყო ექსკურსიამძღოლობა დოდომ. -ვიცი ეს,აქ ადრე შარვალი არ მაყიდვინე. -არა,ის აქ არ იყო,ის კოტონი იყო,ფული რომგენანებოდა,ვენახისთის მჭირდებაო და ცხრამეტი ლარი ძლივს რომ გაგაგდებინე.ბიძიკო,აქ მაგ ფასად საცვლებს თუ იყიდი. -ძალიან კუდაბზიკი ხალხი ხართ ეს ქალაქელები რა. -მალე შენც გახდები,ძამიკო. -ეჰ..-მეტი არაფერი უთქვამს,ერთი ამოიხვნეშა და წინ წაიწია,დის მითითებებს მიჰყვებოდა,ხმას არ იღებდა,გვერდით ნუკა ჰყავდა და თავს მშვიდად გრძნობდა. -ვაი,აქ რაღაც გაზეთებია-მიაშტერდა ვიტრინას და გაშეშდა,დოდომ დაუძახა,თუმცა ხმა არ გაუცია. -კაცო,წავედით!-ბოლოს მხოლოდ ეს უთხრა და ნუკას ხელი ხელში გაუყარა. -კარგი,მე მოვახერხებ რამეს-უკანაც კი არ მოუხედავს გურამს.აბა,საკუთარი სულის გასანათებელ რამეებს მიაგნო და რა უნდა ექნა?! -როგორი კაბა გინდა,აბა?-ჰკითხა დოდომ და ერთ დიდ მაღაზიაში შევიდა,ნუკაც შეჰყვა,პირველივე ნახვაზე ძალიან მოიხიბლა გოგონა ერთი კაბათი,ზუსტად ისეთი იყო,როგორიც მას უნდოდა. -მოიზომე,თუ მოგწონს-გაუღიმა დოდომ,რომელიც შესაფერის ფეხსაცმელს არჩევდა=ჩანთა სხვაგან ვნახოთ. ესენი „შოპინგობდნენ,“ისინი კი ოფლში დაცურავდნენ,რას გაუგებ ცხოვრებას,ზოგჯერ ისეთ პარადოქსულ ვითარებაში ამოგაყოფინებს თავს,რომ ხელ-ფეხის განძრევაც კი გიჭირს,სული გეხუთება,ჰაერი გეცოტავება,ვააკუუმიც კი გექცევა.. -ძვირფასო..-საოცარი მიმიკები ჰქონდა ალექსს,დამფრთხალი იყო,შეშინებული,ებღაუჭბოდა მეუღლის ხელს და ერთი სული ჰქონდა,როდის დასრულდებოდა ყველაფერი.“მალე,მალე..“-აიმედებდა საკუთარ თავს. დროც ძალიან ნელა გადიოდა,წამი წამს მისდევდა და წუთის შეკვრას სულაც არ ცდილობდა,წუთი საათისკენ მიიზლაზნებოდა ნელა,ნელა ისე,როგორც არასდროს.ბოლოს ყველაფერი გაბუნდოვნდა,ალექსი ფეხზე წამოხტა და სახეზე ხელები აიფარა,მოსამართლემ ჩაქუჩი დაარტყა. -ალექს-წამოვარდა ლია,რომელსაც გრძელი თმა ჩამოწეწვოდა და თვალებიდან ნორმალურად ვერ იხედებოდა,ხელი სახეზე გადაისვა და ქმარის მკლავს ჩაებღაუჭა. -შენ რომ არა... -მე უბრალოდ ვიჯექი.. -არ მჯერა..-ქალი ხელში აიტაცა და გულში პატარა ბავშვივით ჩაუკრა,ასეთი მოულოდნე;ლი სიხარული მისთვის უცნობი იყო,ალექსი გრძნობდა,რომ გამძაფრებულიყო მისი ყოველი რეაქცია,სისხლი სწრაფად მოძრაობდა ძარღვებდი.ეს ადრენელინი იყო. -ყველაფერი კარგად იქნება-ყურში ჩასჩურჩულა ლიამ და ხელი გააშვებინა. -დოდოს უნდა დავურეკო-ბედნიერი ღიმილით შეხედა ლიას. -მოდი,ჯერ აქედან გავიდეთ,სახლში მივიდეთ,დაწყნარდი და მერე.. -როგორც იტყვი-ხელი გადახვია მეუღლეს და კარებისკენ გაემართა,უკან ვიღაცები მოსდევდნენ,რაღაც უნდა ეთქვათ,ეტყობა,თუმცა ალექსი ვეღარავის ხედავდა და აღარავის ესმოდა... სახლში ბავშვის ჟრიამული დახვდათ,ბარბარე ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა,ხან სად ხტოდა და ხან სად.სიცოცხლის ხალისს აძლევდა ეს ბავშვი მთელ სახლს.შეაღებდი თუ არა კარს,მიხვდებოდი,რომ ვიღაც არაამქვეყნიური შეხიზნებოდა სახლს.ხტოდა,დარბოდა,მღეროდა,ღიღინებდა.ეტყობოდა,რომ არაფერი ესმოდა,არც მამამისის კომპანიის პრობლემები და არც დედის წუხილი.ის ბედნიერი იყო იმ ილუზიურ სამყაროში,რომელშიც თითოეული პატარა ცხოვრობს.რა უცნაურია,მართლაც...ყველაფერი იწყება ბედნიერად და მერე უცბათ ნისლისფერდება-ცხოვრება შედის რეალობის ფაზაში,ზრდასრულობაში. -ბარბარე-დაინახა თუ არა ლია შვილი,მაშინვე მისი სახელი დაიძახა. -მოხვედით? მამიკო,კარგ ხასიათზე ჩანს,არა?-შეხედა გაღიმებულ ალექსს. -კი,ასეა,ჩემო პატარა-ხელი დასტაცა ბავშვს და მკერდზე აიკრა. -დღეს უნდა აღვნიშნოთ,პირველ რიგში თამარას ვაბრუნებთ-ბედნიერი ჩანდა ლია. დოდო და ნუკა დაღლილები იდაბრუნდნენ,ყევლაფერი ეყიდათ და კმაყოფილებას გრძნობდნენ.სახლში შევიდნენ თუ არა,გურამი იკითხეს,თუმცა იგი შინ არ აღმოჩნდა.სად არის ამდენ ხანსო-ისევ გაიღვიძა დოდოში უფროსი დის მზრუნველობის ინსტიქტმა. -დაიკარგებოდა ეგ კვატი!-აქაფებული დადიოდა აქეთ-იქით ქალი,თუმცა ნუკა მსგავს მდომარეობაში არ იყო,არხეინად იჯდა და მამიდაზე ეცინებოდა. -გოგო,რაა ეს?! ადექი და მომეხმარე-სერიოზული სახის გამომეტყველება ჰქონდა ქალს,თორემ შეხედვის გარეშე ირონიად მოგეჩვენებოდათ მისი ქოშინი,პატარა ბავშვივით რომ ეძებდა 67 წლის ძმას. -მოვა,სად წავა?! ცოტა თვალს წყალი დაალევინოს-ნუკამ ღრმად ამოისუნთქვა და გემრიელად გადაიხარხარა. -ასეთი ინდიფერენტულობა?! ნწ!-მამიდასთვის აღარაფერი უპასუხია ნუკას,რომელსაც სახეზე სიხარული აღბეჭვდოდა მისი მოქმედების გამო.ცოტა დაისვენა,ნაყიდებს გადახედა და მერე ლიას დაურეკა,კიდევ კარგი გამახსენდაო.განა უნდოდა ამდენი ხნის ურთიერთობის იგნორირება? -ლია,როგორ ხართ? ბავშვი რას შვრება? -კარგადაა,თან დღეს კარგი ამბავია,სასამართლო მოვიგეთ და აღვნიშნავთ,გამოხვალ. -ბევრი ხართ?-ხალხმრავალ ადგილებში არ უყვარდა გოგონას სიარული. -არა,რამდენიმე მეგობარი და მეზობელი,გამოდი რა.ბარბარესაც მოენატრე.იცი,რამდენჯერ გიკითხა უკვე?! -ჰო?!-გაეღიმა ნუკას,სახეზე ისევ ბედნიერება აღებეჭდა.აბა,რას იფიქრებდა ქალაქი ასეთ ხასიათზე თუ დააყენებდა? მისთვის ბავშვობიდან ხომ საშიში ადგილი იყო თბილისი,სადაც ქურდ-მამაძაღლები ცხოვრობდნენ,როგორც გურამი ეუბნებოდა.არასდროს ყვარები დედაქალაქში ჩამოვლა,მხოლოდ ნათესავები აკავშირებდა ამ ადგილთან.მას მუდამ შიში ეუფლებოდა,როცა ახსენდებოდა,რომ მალე თბილისში მოუწევდა სწავლდა.აბა,ლაგოდეხში სად იყო უნივერსიტეტი?! ავტობუსში ავიდა,ამ ტრანსპორტით მხოლოდ რამდენიმეჯერ ემგზავრა.არ მოსწონდა აქაურობა,ხალხი ერთმანეთს აწვებოდა,ხშირად მძაფრი და საშინელი სუნიც კი იყო,მუდამ ბილეთს ითხოვდნენ მწვანია დეიდა-ბიძიები,მერე კეპკებიანი უმოწმებდნენ პირადობას და ვინ იციც კიდევ რა..არ უყვარდა ასეთი უნდობლობა,მას ხომ ისიც კი აღიზიანებდა,რომკახეთში ღვინოში შაქარს ურევდნენ მისი მეზობლები. -ბილეთი,გოგონა? -ხუთლარიანი მაქვს,ხურდა არ მაქვს-გულუბრყვილოდ უპასუხა ჭაღარა კაცს. -გადაახურდავე ან ჩადი-ასეთი სიუხეშე მისთვის მიუღებელი იყო ან ვის უყვარდა უხეში ადამიანები?! -მე მაქვს,მოდი,გადაგიხურდავებ-შესთავაზა გოგონამ,რომელიც დაახლოებით მისი ასაკის იქნებოდა-ისე მოსწავლის ბილეთი არ გაქვს?-ანიშნა ნარინჯისფერ ბარათზე. -არა-თავი გააქნია ნუკამ,ახსნის თავი არ ჰქონდა,სოფლიდან ვარო,ისედაც ძალიან დაეღალა ამდენხნიან მგზავრობას,მისთვის მხოლოდ ავტობუსის გამოც კი შესაზიზღი იყო დედაქალაქი. როგორც იქნა,მიაღწია ლიას სახლს,გურამის ნახვა აღელვებდა,ძალიან მონატრებოდა ამდენი ხნის უნახავი მამიდაშვილი,თუმცა არ იცოდა,თუ როგორ შეხვდებოდა ის.კარები ღია დახვდა და ეზოში პირდაპირ შევიდა,სახლიდან ჟრიამული ისმოდა.როგორც ჩანდა,კომპანიის თანამშრმლებიც დაეპატიჟებინა გურამს. -ნუკა,შემოდი-გადაეხვია ლია გოგონას ხალხისკენ წაიყვანა-გურამ,ნახე ვინ მოვიდა?-გასძახა მეუღლეს,თუმცა,სანამ ის მოაბრუნებდა თავს,ბარბარე გამოხტა და საქანელასავით შეახტა ნუკას. -დე,ამდენი სიუპიზი ზედმეტია-არც კი შეუხედავს ლიასთვის,რადგან მონატრებულ ნუკას ათვალიერებდა-გაზრდილხარ-დაასკვნა ბოლოს. -უი,ნუკა?! არ გელოდი.შენ ხომ არ გიყვარს ქალაქი? ბარბარე,გაათავისუფლე ნუკა,მეც მინდა,ვნახო.როგორც იქნა,პატარა ხელები მოშორდა ნუკას კისერს,უკან შებრუნდა და დიდი ხნის უნახავ გურამს თვალი გაუსწორა. -რამდენი ხანი გავიდა?-ჰკითხა მას. -შენს სიგრძეზე ორჯერ მეტი დრო.როგორ გამაღლებლხარ,ღმერთო...-თვალები გაუფართოვდა. -სულაც არა-გაეღიმა გოგონას და პატარა ბავშვივით გადაეხვია მამიდაშვილს. -სტაფილოს ჭამ ალბათ,ნუკა,ჰო?-ბარბარემ სასაცილოდ იკითხა და ყველა გააცინა.მხოლოდ ამ სიცილმა გამოაფხილზლა ნუკა და გაახსენა,რომმათ გარდა სახლში კიდევ იყვნენ. -საუკეთესო ღვინო გავხსენით-სუფრასთან მიიპატიჟა გურამმა ნუკა და თავის გვერდით დასვა,შემდეგ რამდენიმე ადამიანი გააცნო,თუმცა გოგონას ყურადღება არ გაუმახვილებია ახალნაცნობებზე. -ნუკა წელს აბარებს და თბილისში გადმოვა-ბარბარეს ეუბნებოდა ლია. -ისე დედაჩემის სახლი არაა დიდი და აქ გადმოსულიყავი,ნახე,რამხელა სასახლე გვაქვს გადაჭიმული..-შესთავაზა გურამმა. -ჰო,დარჩი რა-ბარბარე დედის კალთიდან გადმოცოცდა და ნუკას ნუკასთან მივიდა,აწყლიანებული თვალებით შეხედა გოგონას და ხელი ხელზე დაადო. -იქნებ სულ ვერ ჩავაბარო-გადაიხარხარა გოგონამ,თუმცა ბარბარემ ვერაფერი გაიგო და ისევ განაგრძო ხვეწნა. -ბაზარი არაა რა-ალექსმა თვალი ჩაუკრა ნუკას და ჭიქას ხელი დასტაცა-სადღეგრძელო უნდა ვთქვა!-ცოლს გადახედა კმაყოფილი გამომეტყველებით და შემდეგ ინტერესით აღსავსე საზოგადოებას შეხედა. ადამიანები,მართლაც,უცნაურები არიან.გურამი მაღაზიაში დასახლებულიყო,სოოსავით იდგა,იხედებოდა წიგნში და არ ან ვერ ინძრეოდა,გეგონებოდა,რამე აკავებსო.სულ სხვა სამყაროს შეხიზნებოდა მამაკაცი,არც და ახსოვდა და შვილიშვილი,რომელიც მამიდად მიიჩნევდა მის დას. უკვე ბინდდებოდა,თუმცა გურამი მაინც არ იძროდა.წიგნში სულ სხვა სამყარო,მშვენივრად ამაღელვებელი სამყარო ეპოვა,და არ აპირებდა გამომშვიდობებას. -არ მიდიხართ?-განა გაიგო გამყიდველი გოგონას ხმა?! -მოხუცია,სოფლიდან ჩამოსული...-დოდო ხელებს ასავსავებდა და არ იცოდა,საით უნდა წასულიყო-აუ,შეიკლავს ეგ კაცი ხელში-კიდევ კარგი ბავშვი არ თქვა.წუწუნ-ბუზღუნით გაიკვლია გზა და ბოლოს მიაგნო,ძლივს მიაგნო გურამს. -კაცო,აქ ხარ ისევ?! რამდენი მანერვიულე-შეიცხადა ქალმა და ძმას მაისურზე ჩამოქაჩა,თუმცა გურამს არ ჰქონია რეაქცია,არანაირი რეაქცია.უცნაური იყო,თუმცა,ის ამას ბუნებრივად მიიღებდა,ვისაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. -მხოლოდ წიგნები,ჰო ვამბობდი კეჟერაძეა-მეთქი-ხმამაღლა ფიქრობდა გაბრაზებული ქალი,რომელიც თმას აწვალებდა ლოდინშ.ლოდინი არ უყვარდა,არ უყვარდა ფუჭი იმედი,ლოდინი მისთვის დამთრგუნველიიყო,თუმცა გურამთან ამას დიდი ხნის შეჩვეული იყო. -ძმაო!-ამოიგმირა ქალმა. -ლი-ლი-ლი-ბაგეები აამოღრავა გურამმა,რომელსაც ღიმილისგან ლოყა შუაზე გაეკეცა.არა,ეს დოდოსკენ არ იყო მიმართული,დას საერთოდ ვერ ხედავდა,საერთოდ არ ესმოდა მისი. -ვაიმე,კაცო!-ქალი თვალებს აცეცებდა მშიერი მგელივით,მაგრამ გურამს სად ახსოვდა და,ის ახლა სულ სხვაგან იყო. -კაცო,სად ხარ?-მხარზე ძლიერად დაატყყა ხელი და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა გურამი,თვალებში ხელის გულები ამოისვა და შემდეგ გაახილა,სწორედ ისე,როგორც გაღვიძებულს შეშვენის. -კაცო,სად იყავი?!-თვალი გაუსწორა დამ. -რომელი საათია?-უადგილი არ იყო,ალბათ. -ცხრა,მაღაზია მალე დაიხურება,წამოდი. -წიგნი არ დამიმთავრებია ჯერ-თვალები წიგნისკენ წაიღ,ალბათ ისევ გააგრძელებდა კითხვას,დას რომ არ წაერთმია წიგნი. -რას შვრები,ქალო? -სახლში წაიკითხე,მე გიყიდი-ჩანთა ნაჩქარევად გახსნა,ფული გადაიხადა და წიგნი გურამს მისცა. -მადლობა,დოდო. -მადლობას გირჩევნია,წესიერად მოიქცე. -ისევ ის პატარა ბიჭი გგონივარ?!-გაიკვირვა და წიგნისკენ მაცდურად გააპარა თვალი. -ისევ წიგნი ჭია კი ხარ და-ნიშნის მოგებით უთხრა და ნაბიჯს აუჩქარა-საათნახევარში თუ ვერ მივასწარი,კიდევ ჩამომატრის ფულს-აუხსნა მდგომარეობა ძმას და კიდევ უფრო,ორმგად,აუჩქარა ნაბიჯს. ნაბიჯს სიჩქარე,გულს გრძნობა,ადამიანს ადამიანობა...განა სხვა რა არის საჭირო იდეალური სამყაროს შესაქმნელად?! ცხოვრებას ძალა სჭირდება,დროს გამოყენება,ექსტაზს შეგრძნება... -ეს მუსიკა მომწონს,რა ჰქვია?-ჰკითხა ნუკამ ალექსს და თავი დივნის საზურგეს ჩამოადო. -არც მე ვიცი,მაგრამ კარგია ოხერი.მომენატრა ძველი დრო-გახედა ნუკას და ხელი მხარზე ჩამოადო,შემდეგ მზერა ძმაკაცებისკენ წაიღო და თვალი ჩაუკრა. არა,მართლაც კარგია,როცა გაქვს მოგონება,როცა ხვდები ადამიანს და ეკითხები:“გახსოვს?“ გახსოვს ეს?“ თუმცა,თუმცა,ნოსტალგია არც ისე სასიამოვნო გრძნობაა,ის ხომ მონატრებას ჰგავს,მონატრებაკი,როცა იცი,რომ უკან ვერ დაიბნრუნებ იმას,რაც შენში ამ გრძნობას იწვევს,მგონი,არ უნდა იყოს სახარბიელო... -კარგია,კარგი... -ისე იფიქრე ჩემი პატარა გოგონას სურვილზე რა-გაუღიმა ნუკას და ჭიქიდან რაღაც სითხე მოსვა.აი.ის მომენტი იყო,როცა სასმელი ფილტვებს გიწვავს. -ძველი დრო კარგია,მონატგრებაც კარგია,მაგრამ გვიანია-ფეხზე წამოდგნენ ბიჭები. -გავაცილებ და მოვალ-გახედა ალექსმა გოგონას და ფეხზე წამოდგა. -მეც უნდა წავიდე,შენი ცირკი დედა მელოდება-ფეხზე წამოდგა და კარებისკენ წავიდა,სადაც რამდენიმე ახალგაზრდა იდგა,ბიჭებმა გაუღიმეს ნუკას,ერთ-ერთმა კი კარიც კი გაუღო. -პაპა!-კარი გააღო თუ არა,გურამს დაუძახა,რომელიც სავარძელში წიგნს კითხულობდა. -ამას ვისი ესმის,შენი რომ გაიგოს?!-ისევ ნაწყენი ჩანდა დოდო. -ეგ არაფერი-ჩაიკისკისა და თავისი ოთახისკენ წავიდა. -ჰო,მოგწონს ოთახი? ასეთი დაგხვდება,რომ ჩამოხვალ. -ძალიან,ძალიან-ლოყაზე აკოცა და კარები გაიხურა.ქეთი რას შვრება,არ მომიკითხავსო-გაახსენდა დაქალი,თუმცა ძალიან ეძინებოდა და ფიქრის თავიც კი არ ჰქონდა. ახალი დღე ახალი განწყობით დაიწყო,თუმცა ნუკა რაღაც სიცარიელეს გრძნობდა,გრძნობდა,რომ არ უნდოდა სოფელში წასვლა,აქ ძალიან მოსწონდა,თბილისი შეუყვარდა,შეუყვარდა ხმაურიანი და ჯანმრთელობისთვის საშიშჰაერიანი თბილისი,ჰო,შეყვარდა... ჯდებოდა მტკვართან ახლოს და მხოლოდ მაშინ ხვდებოდა,თუ რატომ იყო ამდენი ადამაინის მუზა მტკვარი,ესმოდა მისი ხმა,ესმოდა ქვების რახარუხი და სხვა სამყაროში მიდიოდა,ეგონა,რომ მუცელში ნიჟარები უთამაშებდნენ;.მოსწონდა იქაურობა და ეს ბედნიერებას ანიჭებდა,ქეთიზეც კი არ ფიქრობდა ხოლმე,სულ არ ენატრებოდა სოფელი. -ლამაზია,არა?-გვერდით მოხუცი მიუჯდა და ყვავილი მიაწოდა. -კი,ძალიან-გაუღიმა ნუკამ და ცას გახედა,მხოლოდ მაშინ მიხდა,რომ სახლში წასვლის დრო იყო.გოგონას ფიქრებში ნისლის მაგვარი რამეები დაცურავდნენ,თითქოს გონებას გული მართავდა.. „ლამაზი ყოფილა თბილისი..“-გაიფიქრა და ავტობუსამდე სირბილით მივიდა,თუმცა ვერ მიასწრო,ბარათს ისევ ჩამოეჭრა.მიხვდა,რომ ახალი სიტკბოებები იღვიძებდა ქალაქში,თუნდაც ეს,შიში იმისა,რომ 50 თეთრს ისევ ჩამოგაჭრის ავტომატი. დალხანილი ცხოვრება არასდროს ქონია,არასდროს ყოფილა განებივრებული გოგონა,მშობლებიც კი არ ჰყავდა,თუმცა ბედნიერი იყო,გარშემო არავინ აგრძნობინებდა მარტოობას. -მოხვედი?-ჰკითხა დოდომ. -კი,პაპა სადაა? -ვეღარ მოიცადა ქალაქში და წავიდა. -რამე თქვა ჩემზე?-შიშნარევი ხმით ჰკითხა. -ხვალამდე იყოსო-თავზე ხელი გადაუსვა ნუკას. -მადლობა,მამიდა-ისევ მამიდათი მიმართა დოდოს და სიცილით გაიქცა ოთახისკენ. შეზღუდულობა ეკონომიკური ცნებაა,მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს,რომ იგი არ გამოიყენება ცხოვრებაში.რომ არა ეს,ყველაფერს ფასი დაეკარგებოდა.ბავშვს შოკოლადი უყვარს,მაგრამ მთელი ოთახი ამ უკანასკნელით რომ აუვსო,შესძულდება ის და ერთი ფილის ჭამაც კი არ მოუნდება. ალბათ ყველას გაგინოათ,სტუმარი დილას ოქროა,შუა დღეს ვერცხლი,საღამოს კი-ბრინკაოო. რაც შორსაა,ლამაზია..ძალიან ლამაზი,სწორედ ამიტომ უყვართ ჩვენი ქვეყანა უცხოელებს.ისინი მხოლოდ აფასებენ გარეგან მხარეებს-საჭმელს,ბუნებას,ცეკვას... ჰო,სწორედ ასე დაემართა ნუკასაც,ალბათ.. -აქ ყველაფერი ლამაზია,დეი-აკოცა დოდოს და კარებისკენ გაემართა. -მალე მოხვალ? -დღეს ლაშქრობაზე მივდივართ და ვერა რა-მუდარით შეხედა დოდოს,რომელიც სიცილით კვდებოდა ნუკას ასეთ გამომეტყველებაზე. -ანუ მოხვალ? -ასე გამოდის,დაითანხმე გურამი რა-თვალი ჩაუკრა და ზურგჩანთა მოიკიდა. -მხოლოდ ჩემი შვილის ხათრით. ძალიან უხაროდა,ისე უხაროდა,ეგონა,ყველაზე ბედნიერი იყო.არ იცოდა,სად მიდიოდა,მაგრამ მაინც უხაროდა. -ძალიან გახარებული ჩანხარ-გაეღიმა ალექსს და ანიშნა,დაჯექიო. -ჩემი გოგო-ლია ზურგჩანთის მოხსნაში დაეხმარა ნუკას. -არ იკითხავ,სად მივდივართ,არა? -ლაშქრობაზე-გაეღიმა საკუთარ ნათქვამზე და მანქანაში შეხტა. არის მომენტები,როცა არ იცი,სად მიდიხარ,არ იცი,რისთვის მიდიხარ,მაგრამ იცი,რატომ მიდიხარ..მიდიხარ ბედნიერებისთვის,უბრალოდ სიხარულისთვის მიდიხარ.... -შენ სულ დახტიხარ,არა?-გაეღიმა ლიას,რომელიც ნუკას გვერდით იჯდა და ფანჯარას ვერ აშორებდა თვალს. ლაშქრობას მაინც და მაინც არ ჰგავდა,თითქმის სულ ისვენებდნენ,თანაც არ იყო რთული სავალი,თუმცა ნუკას ეს სულ არ ადარდებდა.მისთვის მთავარი იყო,რომ რაღაც სხვაგან ყოფილიყო,უნდოდა,რომ თავისუფლება ეგრძნო,ქალაქისგან,სოფლისგან შორს...ეს ის ადგილი იყო,რაც მაში უამრავ გრძნობას იწვევდა... ათას რამეზე ფიქრობდა გოგონა,თუმცა მხოლოდ ღამით,როცა ყველას ეძინა და მას კი თვალიც არ ეხუჭებოდა ხოლმე...იჯდა ხოლმე გაბადრული და უყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას,ხან მთვარეს უყურებდა...როცა ცა თავისუფალი იყო,მაშინ წარმოსახვას ააქტიურებდა,საკუთარ გულს უსმენდა... ფიქრობდა საკუთარ მომავალზე,ფიქრობდა,თუ რა უნდა გამოსულიყო.იმისდა მიუხედავად,რომ უკვე დიდი ხნის დარეგისტირებული იყო გამოცდებზე,მიუხედავად იმისა,რომ წლების განმავლობაში უნდოდა საერთაშორისო ურთიერთობებზე ესწავლა,ახლა მაინც დაეჭვდებოდა ხოლმე...გოგონა მხოლოდ იმ წელს მიხვდა,რომ ყველაზე რთული არჩევანის გაკეთებაა.. „რთულია განსაზღვრო,რა იქნება მერე,მაგრამ მაინც უნდა მიჰყვე გულს..“-გაიმეორა ჩვეული ფრაზა ფიქრებში და ისევ ცას ახედა,როცა კარვიდან ვიღაც გამოვიდა.ნუკას არ მიუხედავს უკან,რადგან არ გაუგია ფეხის ხმა,უფრო ახლოს მიიტანაიდაყვები ნიკაპთან,უფრო კომფორტულად მოთავსდა და ისევ ახედა ცას,ოღონდ ახლა სხვანაირად ისე,თითქოს მათან უფრო ახლო იყო,ისე თითქოს უფრო მიუახლოვდა მისი ნათება.. -ცხოვრება არჩევანთა დიდი მეშოკია-თავისთვის ჩაილაპარაკა.არ ეგონა,რომ ვინმე უსმენდა. -რაო?-წამიერად შეტრიალდა უკან გოგონა,რათა უცნობის სახე ენახა. -ღმერთო..-შეცბა ნუკა. -არ გეძინება? -არა-გააქნია თავი და ისევ მიტრიალდა. -რას ამბობდა არჩევანზე? -არაფერი ისეთი-დაიმორცხვა. -საინტერესო იყო.. -უბრალოდ რთულია არჩევანის გაკეთება.. -ჰო,აი,ის პონტია,როცა ცოლი მოგყავს და წინა დღეს ფიქრობ,იქნებ ვცდებიო.. -ჰო,ასეა..რეალობაში ასეა,მაგრამ ზღაპარში არა-გაეღომა ნუკას. -მე ირაკლი მქვია-სასხვათაშორისოდ უთხრა და გვერდითა ქვაზე ჩამოდა,ხელები ცეცხლს მიუშვირა და შემდეგ ნუკას გახედა. -ვიცოდი-პაუზის შემდეგ უპასუხა. -მეც ვიცოდი,რომ ნუკა გერქვა. -ესეც ვიცოდი. ეს ყველაფერი სასიამოვნო იყო,თუმცა ესეც დასრულდა.იმ საღამოსვედაიწყო ბარგის ჩალაგება,თავის მოწესრუგება და სოფლისთვის სამზადისი. -მომენატრები,იცი?-ლოყა მიუხახუნა დოდომ. -მეც,დოდო დეიდა-გაუღიმა მოხუცს და გადაეხვია. -ჩამოდი ხოლმე რა. -გამოცდებისთვის ჩამოვალ. -აუ,როდის იქნება. -ნუ მწყევლით,დოდო დეიდა-გადაიკისკისა და კარებისკენ წავიდა.ეზოში ალექსი დახვდა,მარტო როგორ გაგიშვებდიო,მანქანაში მოათავსა და კარი გაუღო.მამიდაშვილი ახლა უფრო მხიარული ეჩვენა და ძალიან ესიამოვნა. მამაკაცმა სასწრაფოდ დაძრა მანქანა.მიდიოდა ეს არაცოცხალი სხეული და ნუკას ფიქრებიც მიჰყვებოდა მას. -რაზე ფიქრობ?-ჰკითხა ალექსმადა სიგარეტს მოიკიდა. -არ შეიძლება მოწევა-გაეცინა ნუკას. -ისე შენ ფიქრი გყვარებია,ჰო? -რა იცი? -ირაკლიმ მითხრა-ირაკლის სახელის გაგონებაზე გაეღიმა,მისი აზრით,მხიარული იყო იგი. სამარშრუტო ტაქსში ხმა არ ამოუღია ან ვისთვის უნდა გეცა პასუხი,როცა მოლაპარაკე არჰყავდა.იჯდა თავისთვის,უსმენდა მუსიკას და სოფელზე ფიქრობდა...ძალიან აინტერესებდა,თუ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება,როცა გასცდებოდა ლაგოდეხის საზღვარს. რამდენიმე საათის შემდეგ,როგორც იქნა,მიაღწია,მიაღწია სასურველ ადგილს და ბედნიერების ტალღებდა მიიცვა უცებ.რაც უნდა ყოფილიყო,მისთვის რაღაც სასიამოვნოზე სასიამოვნოსთან ასოცირდებოდა მშობლიური კუთხე. გურამი საწერ მაგიდასთან დახვდა,რაღაცას კითხულობდა მოხუცი. -როგორ ხარ,პაპა?-მოიკითხა მოხუცი და გვერდით დაუდგა. -როგორ ვიქნები შენგან დავიწყებული?-შუბლზე აკოცა შვილიშვილს.ისეთი ხომ არაფერი გაუკეთებია,მაგრამ მის ხმაში საოცარი სიყვარული,სითბო და მონატრება ჩანდა. ისევ დაუბრუნდა საკუთარ ოთახს,ოთახს,სადაც არაერთი დღე,თვე და წელი დაუტარებია..ისევ გაახსენა მშობლიურმა კედლებმა მშობლები,ისევ შეუძლებლად მოეჩვენა ლაგოდეხის დატოვება,ისევ მოცვა ნოსტალგიამ,ისევ ააფორიაქა სადღაც მიჩქმალულმა გრძნობებმა,რომლებიც უცბათ გამოჩნდებიან ხოლმე და მოიკიდებენ ფეხს ადამიანის გულში... -როგორ ხარ? კარგად დაისვენე?-მოიკითხა მასწავლებელმა,რომელიც დიდი ხნის უნახავი ჰყავდა. -ნორმალურად.როგორ ბრძანდებით?-მოიკითხა ისტორიის წითური მასწი და სკამზე ჩამოჯდა. -არამიშავს მეც..-მეტი არაფერი უთქვამს,დიდად არ უყვარდა საუბარი ქალი. მხოლოდ მეორე დღეს მოახერხა ქეთისთან მისვლა,თუმცა დაქალი სახლში არ დახვდა..დარეჯანი იყო შინ,ქეთის დედა. -მალე მოვა?-ჰკითხა დამწუხრებულ ქალს. -არ მოვა,გაიპარა. -რას ამბობთ?-სახე შეეცვალა ნუკას.არ უნდოდა მიმხვდარიყო,თუ რას ნიშნავდა ეს „გაიპარა“ და ეს წუხილი ქეთის დედის სახეზე. -არ იცოდი.ჰო? არავინ ვიცოდით.. -ღმერთო ჩემო..-მეტი ვერაფერი თქვა და კინწისკვრით გავარდა სახლისკენ,არაფრის გაგონება უნდოდა,არავის ნახვა სურდა,მთელი დღე გაშტერებული იჯდა ოთახში და ვერაფერზე ფიქრობდა... „როგორ გააკეთა ეს? რატომ? ამ ასაკში?!“-ვერ პატიობდა დაქალს და არც აპირებდაპატიებას,ეს მისთვის დამანგრეველი იყო...უბრალოდ გამანადგურებელი,შემმუსვრელი... ___ მოკლედ,"კატები" ათებზე ვერა,მაგრამ ცხრებზე ჩავაძაღლე ეს აზარტული თამაშები,სკოლა დავასრულე,გუშინ ბოლო ზარი მქონდა და გადავწყვიტე,რომ სიახლით აღმენიშნა... ბლა-ბლა-ბლა... ვბერდები,ვბერდები და ვხვდები,რომ ცხოვრება უაზრობააა,დრო გადის და ბოლოს ბრახ!-გაჩერდა გული. ზოგჯერ არც კი ვიცი,რატომ ვცხოვრობ. ალბათ,იმის იმედით,რომ რამე ღირებულს შევქმნი ოდესღაც,რამე ღირებულს დავწერ და გავხდები ღირებული და არა მოსიარულე მჭამელი სხეული... ბლა-ბლაააა.. მომენატრეთ მაინც ამ აუვსებელ არსებობაში. რა გითხრათ რაააა,ძალიან დავიღალე ცხოვრებით...და ძალიან მაკლდით და მოკლედ ამიტომ შემოვედი აქ. მოკლედ,მიყვარხართ და ძალას მაძლევთ. წარმატება მისურვეთ ეროვნულებისთვის,თორემ ძალიან ვღელავ... გკოცნით ყველას!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.