შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (თავი 9)


26-05-2016, 23:29
ავტორი ერკე
ნანახია 1 767

ანთეოზმა ქუჩის კუთხეში შეუხვია და იქვე ჩაიკეცა. ღრმად ამოისუნთქა და თან სიცივისგან გათოშილს მთელი სხეული უკანკალებდა. სუსტად მიესვენა დახეულ ზეწარზე, რომელიც ამას წინათ ვიღაც ქალბატონმა ნაგავში გადაუძახა და ტკივილისგან გაუნძრევლად ყველაფერს ნებდებოდა. აზროვნების უნარს აკარგვინებდა ზამთრის ყინვა, გარეშემო კი ფიფქების მეტი არაფერი იყო, არც რაიმე თავშესაფარი, სადაც მისნაირს მიესვლებოდა და გათბებოდა მაინც. ყოველ შემთხვევაში მისთვის არ იყო სითბო, რომელიც ერთი ადამიანისთვის მეორე ადამიანისგან მოდის - სიყვარულის სითბო.
„ბამ ბამ! კარგად ვიქნები, ყველაფერი კარგად იქნება, ამ სიცივეს გადავიტან, როგორც შარშან ზამთარს გავიტანე თავი. თუმცა ყველაფერი როგორი ცივია, ეს ნაჭერიც კი, სულ სველი და გაყინულია. - თავი ზემოთ ასწია და ხმამაღლა ჩაახველა. - აჰა, ბრონხიტიც ავიკიდე. ეს მინდოდა?! ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ ბრუნავს, თითქოს ჩემ წინააღმდეგ მთელი სამყარო აბუნტებულა და წიხლს მკრავს სანაგვეზე მოსასროლად. ვერ ავიტან ამდენ ქარაფშუტობას და ტკივილს. ყველაფერი ირაკლის ბრალია! ზუსტად ის არის დამნაშავე ჩემ უბედურებაში, ვიყინები.“ - უმწეოდ იბუზებოდა და როგორც შეეძლო ისე ამცირებდა თავის სხეულს გათბობის მიზნით. ამ მივიწყებულ ქუჩაზე, არც მიტოვებული სახლი მოიძებნებოდა, სადაც თავს შეაფარებდა, ცეცხლს დაანთებდა, გათბებოდა.
ანთეოზმა თავის თავს შესძახა გამაგრდიო. ძლივს წამოდგა, რადგანაც იცოდა ასე გაუნძრევლად წოლისას შეიძლება გაყინულიყო კიდეც და ყველაფერი დასრულდებოდა. მისი არსებობა ისე გაქრებოდა, როგორც ციდან მომწყდარი ვარსკვლავი, ერთ დროს რომ იყო, შემდეგ კი გაქრა ისე რომ ვერავინ შენიშნა მისი გაქრობის შესახებ. მხოლოდ პატარა, მქრქალი ლაქა და წამიერი გაელვება.

-ყოველთვის როცა რაღაც ხდება, ყველგან შენ რატომ უნდა ეჩხირებოდე? - თვალები გადმოუტრიალა რატიმ ლომიას.
-რათა ეპიცენტრში ვიყო ყოველი მოვლენის, რასაც საფუძვლად კაცობრიობის დამანგრეველი იარაღი უდევს! - წარბის აწევითა და სერიოზული გამომეტყველებით უპასუხა. ისინი ერთ მდიდრულ კაფეში ისხდნენ, კაფეს სახელად „Destiny” ერქვა, ფინჯან ყავას სვამდნენ და მარწყვის ტორტს აყოლებდნენ, თუმცა ახალი კერძების დაგემოვნება ჰქონდათ გეგმაში, სანამ დრო ჰქონდათ. კაფე არც ისე პატარა იყო და კარგადაც გადაკეთებული, ზუსტად საახალწლო განწყობა, რომ შეექმნა. მიმტანებად ულამაზესი ფერიები და ფიფქიები ჰყავდათ, რომლებიც წითელ ფორმებში გამოწყობილები მაგიდებს შორის დადიოდნენ და მამაკაცების გულს ახარებდნენ. სცენაზე მდგარ დიდ ტახტზე კი ნამდვილი სანტა კლაუსი იჯდა, დიდი ჯოხით და საჩუქრებით სავსე ხურჯინით, რომელიც მუცელზე ხელს იდებდა და როხროხებდა.
-იქნებ თეა მართალი იყო.
-გააჩნია რაში იყო მართალი. - დაინტერესდა ლომიაც, როცა რატის დასერიოზულება შეატყო სახეზე.
-ყველაფერში...
-თუ იმასაც გულისხმობ, რომ ფიქრობ ვიღაც წვერიანი ბაბუ ზის საბეჭდ მანქანასთან და წერს შენ ვისთან უნდა იყო და ის ვისთან, ვისთვის ხარ შექმნილი და ასე შემდეგ მაშინ ცდები. ამაში არც ის იყო მართალი.
-აბა?
-კარგი, დავიწყოთ იმით, რომ შენთვის არავინ არ არის შექმნილი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებ და მერე უნდა შეხვდე. მას აუცილებლად არ შეხვდები და ბედს ერთი ადამიანი კი არ წერს, შენ ბედს შენ თვითონ წერ. ბედს თავად ქმნი, რაც შენი ყოველდღიური გადაწყვეტილებებისა და განვითარებათა ვარიაციების შედეგები ქმნიან. მაგალითად: შენ ვთქვათ, რომ შეხვდი თეას, შარშან ჰომ? შეხვდი და მოგხიბლა კი, მისმა საუბარმაც რაღაც გავლენა იქონია შენზე და მისმა სილამაზემაც, მაგრამ ჩამოხვედი თბილისში, გაიცანი სხვა გოგო, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს და თეას არსებობის შესახებ სულ დაგავიწყდა. ხომ შეიძლება ასეც მომხდარიყო? მაშინ რა იქნებოდა? ყველაფერი სულ სხვაგვარად განვითარდებოდა იმ ერთი მოვლენის გამო, რომ შეგიყვარდა სხვა, მასაც შეუყვარდი და მთელ დარჩენილ სიცოცხლეს მასთან გაატარებდი.
-და თუ მაინც რამენაირად ამოტივტივდებოდა თეა ჩემს გონებაში და მას დავუწყებდი ძებნას? განა დამთხვევები არსებობს ამ ქვეყანაზე? უკვე აღარაფერი არ ვიცი, რაც აქამდე ვიცოდი და მეგონა, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, ახლა კი ჩათვალე ცხოვრებას ახლიდან ვიწყებ. - თავი ხელებში ჩარგო და ღრმად, დამღლელად ამოუშვა ჰაერი პირიდან. ეს დაღლილობისა და ყველაფერზე ფიქრისგან უნებლიედ შეღონებულობის შედეგი იყო. თითქოს ამდენ განსხვავებულ აზრს ისმენდა, საკუთარ თავში კი აერია და ვერაფერს არჩევდა.
-შენ ერთ-ერთ ვარიაციას მისდევ შენი მომავლისა. - კიდევ გაიმეორა ლომიამ, ახლა უკვე დარწმუნებით და ხმაშიც სიმტკიცე ეტყობოდა.
-ჩემი გრძნობები კი მის არომატს უკავშირდება. მის იდეალურ სხეულს, საოცრად განაწილებულს და მეტად აღმაფრთოვანებელს. ჯიუტად ვერ ვწყვეტ მასზე ფიქრს, როგორც მთვრალი მხატვარი, თავი კი პიკასო მგონია, როცა მას გონებაში ვხატავ. გესმის ალბათ. შენც უნდა გესმოდეს.
-აჰაჰა. - ალოგიკური რეაქცია მოჰყვა, რაც რატიმ ვერ გაუგო, თუმცა თავი ანება.
-გავალ მე კარგი? შენ თუ გინდა განაგრძე ყავის სმა. გადამინდა. - წამოდგა და გარეთ გავიდა.
-მაპატიე. - ზურგს უკან მალევე ლომიაც მოჰყვა.
-არაფერ შუაში არ ხარ დამიჯერე. ეს ჩემთვის არის ასეთი ამოუცნობი მომავალი და ჩემთვისვე საზიანოდ არის ისიც, რომ არ ვიცი სად ვიპოვო ამხელა ქალაქში.
-შენი ნაცნობი ადგილები მოინახულე. ჯერ იმ მარკეტით დაიწყე, ისიც ამას გააკეთებდა. აუცილებლად!
-გენიოსი ხარ! - გაუღიმა და ხელი დარტყა მეგობარს. - ტაქსი... ტაქსი. - მის წინ მანქანა გაჩერდა, სასწრაფოდ ჩაჯდა, მისამართი უკარნახა და მანქანაც ადგილიდან დაიძრა. ლომია უყურებდა ბედნიერებით სავსე რატის, იმედის ნაპერწკალი რომ უხარებდა გულს და ცრემლებს ვერ იკავებდა.
ყოველი წამი ახსოვდა მასთან გატარებული, ან რა დაავიწყებდა მის ღიმილიან გამოხედვას, იმ კაფეს, საციგურაო მოედანს, სადაც ერთად იყვნენ და რა დაავიწყებდა ბოლოს სასტუმროს, სადაც ის დაკარგა. ვერ იტანდა ამ ფაქტს, თუმცა ისინიც სწორედ იმ სასტუმროში გაჩერდნენ, ეს კი ბევრ რამეს ცვლიდა, პირველ რიგში ამით გრძნობდა და ახლიდან უახლებდა მისი დაკარგვის მომენტი.
რატიმ მძღოლს გადაუხადა და სუპერმარკეტში გიჟივით შეიჭრა. არც ხალხს დარიდებია, რომელთაც მხარს კრავდა და ლამის წაქცეულს ზედაც გადაუარა. სალაროსთან მიიჭრა და ხელთათმანი ამოიღო. - გამარჯობათ, აქ ერთი წლის წინ ეს შევიძინე...
-საქონელი არ ბრუნდება! - მკაცრად უპასუხა სათვალიანმა. - განსაკუთრებით ერთი წლის წინ შეძენილი. - ცივი ხმა ჰქონდა და მკაცრი გამოხედვა. - და საერთოდ, თქვენს გარდა ხალხი რიგში დგას, გთხოვთ რიგი დაიცვათ.
-არა, მომისმინე. ის საკრედიტო ბარათით გადაიხადა გოგონამ სახელად თეა, მისი პირადი ინფორმაცია მჭირდება მეტი არაფერი.
-კლიენტის ინფორმაცია დაცულია სავსებით. - ისევ იგივე მზერა, რიგში მდგომებისკენ კი კმაყოფილად გაიხედა, იმის დასტურად რომ ყველაფერი საიმედოდ ინახებოდა. - გთხოვთ რიგი.
-კარგი რა... არ გესმით, ეს ქალი მაგიჟებს, მიყვარს, ძალიან მინდა მისი მოძებნა. თუ არ დამეხმარები მეგობარო, იცოდე დავიღუპები. - სალაროსკენ გაიწია და იმ საზღვარს გადააბიჯა, სადაც გამყიდველი იდგა და თავის საქმეს აკეთებდა.
-აპ.. აპ... აპ. აქ შემოსვლა არ შეიძლება ახალგაზრდავ! თავხედო! როგორ ბედავ?
-კარგი კარგი ბოდიში, მაგრამ უნდა დამეხმარო...
-ნუ შემოდიხართ მეთქი!
-არსად არ შემოვდივარ. - დაუყვავა რატიმ და უკან წაიწია ისევ.
-იცი, ახლა კლიენტები გამიქციე. - დაუბღვირა.
-ბოდიში.
-ბოდიში კმარა?
-აბა რა გინდა რომ გავაკეთო?
-მმმ, დღეს თითქმის არაფერი გაყიდულა. ამ ფეხსაცმელს ხომ არ ნახავდით როგორ მოგერგებათ. - დახლზე დაწყობილი ფეხსაცმელი გაუწოდა საჩვენებლად და ფასზეც დაადო თითი, სადაც შვიდასი დოლარი ეწერა. თვალები გააფართოვა რატიმ, თუმცა ეს ერთადერთ გამოსავლად ეჩვენებოდა.
-კარგი ავიღებ.
-ეს ახალთახალი შარვალიც ამ ფეხსაცმელზე მიდის. პირდაპირ დაგხატავთ. - თვალი ჩაუკრა მზაკვრულად გამყიდველმა და ეცადა არ შეემჩნია რატიანის გაცოფებული სახე. შარვალიც ჩაიცვა, როცა პიჯაკი გამოუღო და ის იყო უნდა მოეზომებინა მისთვის.
-ხომ არ გაგიჟდით?
-კარგით ხო... გეტყვით. მოვძებნე ამ სახელის და გვარის პიროვნება ჩვენს ბაზაში და ის აქ არ არის.
-რა? არ მჭირდება თქვენი შარვალი, არც ფეხსაცმელი!
-გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. ხედავთ წარწერას? - დიდი ასოებით გამოკრულ აბრაზე მიანიშნა. ბიჭმა მუშტი მოუღერა და უნდა დაერტყა, თუმცა ისე საცოდავი სახე მიიღო გამყიდველმა, რომ გზაშივე შეაჩერა თავისი მცდელობა.
-გაჩერდი. შენ არც გჭირდება მისი ბარათის კოდი. სახელი და გვარი თუ იცი შეგიძლია დარეკო საგადასახადოში და ყველაფერს იქ გეტყვიან, თუმცა შენ არავინ არაფერს არ გეტყვის, მე გჭირდები. - ინტერესით მიაჩერდა რატი. - ეს ჰალსტუხიც უახლესი ფირმაა... - ხელით გაიქნია ბიჭმა გაბრაზებით და გამყიდველი მაშინვე შეცბა. - დაგეხმარები კარგი!
დიდი ჰოლი გაიარეს და გასასვლელისკენ გაემართნენ, როდესაც გამყიდველს ცვლა დაუმთავრდა და მის ნაცვლად ახალგაზრდა გოგონა არ დადგა, რომელიც ღიმილითა და სასიამოვნო განწყობით ატყვევებდა მამაკაცებს.
***
-კი კი, ნამდვილად აქ ვიყავით, აქ შევხვდი მას, როდესაც ერთსა და იმავე ხელთათმანებს მოვუნდომეთ ყიდვა. როგორც მახსოვს, მას შეყვარებულისთვის, თუ საცოლისთვის სურდა საჩუქრად, ღმერთო ჩემო. - დახლთან სასიამოვნო ქალბატონთან მივიდა თეა და ტყავის საფულე გახსნა. - ლორა, მოდი ეს დამიჭირე გთხოვ. - ჩანთა მიაწოდა და თვითონ კვლავ დახლის მეორე მხრიდან მდგარ გოგონაზე გადაერთო. შარფი აიღო, თუმცა კი აქეთ-იქით იხედებოდა იმის მოლოდინში თუ სადმე გამოჩნდებოდა, ის ვისთვისაც კილომეტრები გამოიარა.
-აი ინებეთ. - თავაზიანად გაუღიმა და პარკში ჩაუდო.
-დიდი მადლობა. - გაიღიმა თეამაც. მის მბრწყინავ ღიმილს, რომელიც ყველაფერს ანათებდა კი ძალა მხოლოდ რატიანის წინაშე ჰქონდა და მისთვის იყო ის სავსე და ნათელი.
-მგონი აჯობებს დავბრუნდეთ. შენ თხოვდები თეა! თხო-ვდე-ბი! - დაუმარცვლა.
-ბედისწერა მიხმობს. - გარეთ გავიდა. თვალები დახუჭა და ქარის ჩურჩულს დაუგდო ყური.
-რას აკეთებ? - უკან მოადგა ლორაც.
-შინაგან ხმას ვუგდებ ყურს და ის მეტყვის საით უნდა წავიდე. ეს რაღაც ჯიპიესის მსგავსია, ოღონდ იმ მიმართულებით მიყავხარ, საითაც შენი გული გეტყვის. გული კი ვიცი სწორ მიმართულებას მაჩვენებს.
-გიჟი რომ ხარ მითქვამს არა?
-კი. - გაიღიმა თეამ.
-დასავლეთში ყინვამ იმატა, გთხოვთ ბავშვები და ქალები სახლებში დაბრუნდეთ, რათა უსაფრთხოთ იყოთ. - აცხადებდა საინფორმაციო წამყვანი მათ წინ დიდ შენობაზე აღმართულ ტელევიზორში.
-დასავლეთი. - თქვა თეამ და იქითკენ აიღო გეზი. მეგობარიც უყოყმანოდ დამორჩილდა, თუმცა ერთი სული ჰქონდა როდის მოეგებოდა გონს და ამას ღმერთს სთხოვდა.
კუთხეში, მოპირდაპირე მხარეს აბრაზე ისარი ეხატა, რომელიც მარცხნივ იყო მიმართული და თეამაც პატარა ბართან მარცხნივ შეუხვია. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ქარმა სხვა მიმართულება მისცა და უნებურად მარჯვნივ მოატრიალა, მანაც იგრძნო სწორი მიმართულებით რომ მიდიოდა და მაშინვე მარჯვნივ გაუხვია. ამ მხარეს ერთმანეთს მიჰყვებოდა საქორწილო კაბების მაღაზიები, შემდეგ კაფე-რესტორანიც მოჩანდა, განათებული წითელ ფერებში და უამრავი მაგიდითურთ, ამის მერე ქორწინების სახლი და სამკაულების მაღაზია, სადაც უამრავი ბეჭედი იყო გამოფენილი. პირდაპირ მიიწევდა, საკვების მაძებარი ძაღლივით, სუნს რომ მიჰყვება და იცოდა ეს იქამდე მიიყვანდა, სადაც მისი ბედისწერა ელოდა.
-თეა...
-ჰო. - მოტრიალდა მისკენ.
-ამათ შეხედე. - თქვა ლორამ და კაბების მაღაზიაზე ანიშნა. - აი ეს არის შენი ბოლო გაჩერება თეა. ხომ გჯერა ყოველთვის, რომ არაფერი უბრალოდ არ ხდება, აქ კი უამრავ საქორწილო მაღაზიებთან მოვხვდით, შენი ბედი პაბლოა თეა. მასზე უნდა დაქორწინდე! - შეუბღვირა ლორამ, როცა თეას დამცინავი მზერა იგრძნო.
-ნუთუ ვერ ხვდები
-არა, შენ ვერ ხვდები. მას უყვარხარ თეა, ძალიან უყვარხარ და მისთვის შენ ხარ ერთადერთი ქალი, ვინც კი არსებობს. თვალებში ვატყობ, როცა ყოველ საღამოს შენთან მოდის და მაგ ტუჩებზე გეამბორება! უბრალოდ ვგრძნობ, და შენ ვერ გრძნობ, ასე ახლოს რომ ხარ მასთან? - თვალი ჩაუკრა ლორამ. - მას კი ვისაც არ სჭირდები და ვინც დღემდე არ მოგძებნა ის შენ არ გჭირდება. შეეძლო ძებნა დაეწყო, მაგრამ მან არ მოგძებნა! თან ადრე კი სიმპათიური იყო, მომხიბვლელი, მაგრამ იქნებ ახლა ისეთი არ არის როგორიც წინათ, იქნებ გასივდა და ღორს დაემსგავსა, შენ კი მას ეძებ.
-ამდენი იქნებ სიცოცხლის უფლებას გართმევს ლორა, ხვდები? - მისი მონოლოგის მოსმენისგან დაქანცულმა თავი ძლივს გადააქნია. - უბრალოდ წამომყევი, ცოტაც... რაღაცას ვგრძნობ.
-კი ბატონო, თვითონ ნახავ ყველაფერს.
ცივი ქარი ქროდა და პირდაპირ სახეში ეფრქვეოდა თეას. წინ ძლივს მიიწევდა, თუმცა მაინც კარგად გამახვილებული სმენით გარემოს აკვირდებოდა, არაფერი რომ არ გამოჰპარვოდა. ნიუ-იორკში ამ დროს ერთი წლის წინაც ასეთი ქარი ამოვარდა, მაგრამ დიდ ხანს არ გაგრძელებულა და ფანტელები ნელა, თანაბრად ცვიოდა ციდან. ახლაც ამის იმედი ჰქონდა გოგონას, რადგან იმდენად შეაცია არ უნდოდა ენანა თავისი ნაბიჯი, აქ ჩამოსვლაზე. თუმცა იცოდა, ამის გამო ღირდა და ამ ნაბიჯს არასდროს ინანებდა, ამას მთელი გულით გრძნობდა. რატომღაც.
-მობრძანდით ჩვენთან და გაიგეთ თქვენი ბედისწერა. შეხვდით მას პირისპირ. - შეფუთნულ სანტას ფორმაში გამოწყობილმა ასაკოვანმა მამაკაცმა ლაღი ხმით ამცნო გოგონებს და კარებისკენ მიუთითა.
-ნახე, რა მაგარი ადგილია. შემო შემო. - თეა ნიშნებს მიჰყვებოდა, სანტა კლაუსის მოპატიჟებაც ნიშნად მიიღო, რასაც მაშინვე დათანხმდა და წკრიალა კარი შეაღო. ლორაც ძალაუნებურად კუდში მიჰყვა, თუმცა მას სახეზე უკმაყოფილება ეწერა, რომელსაც ვერაფერი გამოასწორებდა, გარდა დაქალის გამოსწორებული გონებისა. - ღმერთო ჩემო, აქ ნამდვილი სამოთხეა. როცა აქ მოვხვდები, ყოველთვის „ბედისწერაში“ შემოვალ. თან სახელიც გვეუბნება იმას, რომ სწორ გზას ვადგავართ, შენ კი აღიარება არ გსურს! - კმაყოფილად პირში შესცინა თეამ.
თეა მაგიდასთან მივიდა, მაშინვე გაიხადა ქურთუკი, რადგან კაფეში საშინლად ცხელოდა და სკამზე ჩამოჰკიდა. უეცრად შენიშნა, რომ სადაც დაჯდომას აპირებდა, სკამზე შავი შარფი იდო, ვიღაცას დავიწყებოდა აშკარა იყო. თეამ ხელი დასტაცა და ცხვირთან მიიტანა, რომ მისი სურნელი შეეგრძნო. უცნაური სუნამოს სურნელი ასდიოდა, მამაკაცის იყო, ზღვის ციტრუსებისა და ნესვის სურნელი დაჰკრავდა, თუმცა იყო რაღაც ველურიც, თითქოს ამაზონის ტყის სურნელება მოჰქონდა. თავი დააკარგვინა თეას და გათიშულს მცირე ხანს ლორასი არაფერი ესმოდა. გარკვეული დროის შემდეგ გამოერკვა არეულობიდან, და სკამზე ჩამოჯდა. ქურთუკი გვერდით დადო აგდებულად, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს, მაგრამ მას საიდანღაც ახსოვდა ეს სურნელი, საოცრად ნაცნობი და შთამაგონებელი იყო.
***
-არაფერი გამოდის, რატომ არაფერი გამომდის? - თავი გაკიცხა რატიმ და დერეფანში მის ხმას ექო მოჰყვა.
-ყველაფერი გამოვა რატი. ყველაფერი. დაიჯერე.. ალბათ ჯერ ამის დრო არ არის, ჩვენ მას ვიპოვით, უფრო სწორედ შენ იპოვი.
-რა გჭირს ლომო? ხანდახან საოცრად მოწყენილი მეჩვენები, თითქოს რაღაც მოხდა, მაგრამ ვერ ვხვდები რა. ხან კი ისეთი მონდომებული ხარ, მგონია ჩემზე მეტად გინდა თეას პოვნა. ამიხსნი რა ხდება? ვნერვიულობ ჩემო ძმაო. - მხარზე დაადო ხელი და მეორეთი საკეტს დაეჯაჯგურა სასტუმროს კარი რომ გაეღო. უკვე გვიანი იყო. თერთმეტი ხდებოდა, ქუჩებში კი საოცრად განათებულიყო ყველაფერი. სასტუმროს წინ, ცენტრში უზარმაზარი ნაძვის ხე იდგა, ლამის მესამე სართულამდე აღწევდა და მოგეჩვენებოდა თითქოს ხელის შეხებაც კი შეგეძლო. თავზე კი მბრწყინავი ვარსკვლავი დაემაგრებინათ, გარშემო ფიფქები თეთრად ეყრებოდა, გრძნობა ეზმანებოდა და სიცივეშიც კი მედგრად იდგა ის. - შენში სევდას ვამჩნევ, თითქოს მშვენიერებას კლავ.
-ასე მეტყობა? - უკვე ნომერში შევიდნენ და ლომია თავის საწოლზე წამოწვა. ხელები გაშალა და თეთრ ჭერში დაიწყო ყურება. მყისიერად ჩამოუშვა ხელები და გულზე დაიკრიფა. წამოდგა და ისევ რატის შეხედა. რატიანი კი არც განძრეულა, ლომიას საწოლის თავთან აყუდებულიყო და პასუხს ელოდა.
-კი.
-ესმერალდა ჩემგან წავიდა. - ამოიოხრა ლომიამ და გულიც თან გამოაყოლა.
-რა მიზეზით? ჩვენს სამეგობროში ყველაზე კარგ წყვილად ითვლებოდით, არც ერთხელ არ მინახავს თქვენი ჩხუბი. რანაირად? - გაოცდა რატიანი და ისიც გვერდით მიუჯდა.
-ჩხუბი ზედმეტად დიდ ხანს გაგრძელდა. წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ახლა გესმის თუ რატომ მინდა იპოვო შენი თეა? შენი ბედნიერებაც გამიხარდება, და დახმარებისას მეც ბედნიერად ვგრძნობ თავს. მგონია რომ კვლავ ესმერალდას ვიბრუნებ ამით, თითქოს მას ვუახლოვდები. ჩემთვისაც ისევე მნიშვნელოვანი გახდა შენი თეა, როგორც შენთვის არის მეგობარო.
-აუცილებლად დაგიბრუნდება! გპირდები. ამისთვის სათანადოდ მოვემზადებით. შენც გაიაზრებ შენს შეცდომას და ის უნდა დაიბრუნო.
უსიტყვოდ გაიღიმა ლომიამ და ძალაგამოცლილი, უკვე სიმართლე რომ ჩამოეშვა მათ შორის, მიწვა და თვალები მილულა. რატიმ კი უეცრად გააცნობიერა, რომ ყელზე შარფი არ ეკეთა. გონებით უკან დაბრუნდა, გაიხსენა რას აკეთებდა, სად იყო და ეს ყველაფერი შეაჯერა. თეას ძიებაში იმდენად იყო გატაცებული ვერც კი მიმხვდარიყო იმ წამს, რომ კაფე „ბედისწერა“-დან გამოსვლისას და ტაქსში ჩაჯდომისას შარფი მოხვეული აღარ ჰქონდა.
მძინარე ლომია აღარ გაუღვიძებია. ჩაიცვა, ლიფტი გამოიძახა და ვესტიბიულში გავიდა. დაცვას დაუბარა მალე დავბრუნდებიო ტაქსი გამოიძახა და გაუჩინარდა.

პ.ს.
ჩემს დედოფალს და ამ მოთხრობის უმთავრეს პერსონაჟს, თეას დღეს 26 მაისს დაბადების დღე აქვს. მას შევპირდი, რომ მის დაბადების დღეზე დავდებდი ახალ თავს და ასე ერთგვარად მივულოცავდი ამ დღეს, თუმცა ეს მხოლოდ მეორე ნაწილი იყო მილოცვის. პირველი უკვე ვიცი, რომ ნახა!
თეა, გილოცავ დაბადების დღეს... აი, ასეთ ფანტასტიკურ სიყვარულის ამბავს გისურვებ და სწორედ რატისნაირ ადამიანს, რომელიც სიყვარულის ობიექტის გასაბედნიერებლად და მის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს, ეჭვები მცირედ დახევენ უკან, თუმცა საბოლოოდ ის მაინც არ შეწყვეტს ბრძოლას, რომ მოვიდეს შენთან და გულში ჩაგიკრას.
საუკეთესო ადამიანი ხარ, დედოფალი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად იმსახურებს ამ წოდებას. რადგან ადამიანებში ყოველთვის კარგს ხედავ, არ ასხვავებ მათ ერთმანეთისგან და მზად ხარ ყველას დაეხმარო, ისიც კი დახმარებაა მათში კარგ თვისებებს რომ ავლენ და ყველაფერს კარგს აკეთებინებ. ეხმარები იმით, რომ თავს უძლეველ ადამიანად აგრძნობინებ და სიცოცხლის აზრს მატებ. თან რა საყვარელი და კარგი ოჯახი გყავს ნეტავ იცოდე! ვხედავ როგორ უყვარხარ... უნდა გაუფრთხილდე მათ და გიყვარდეს შენც...
ულამაზესო დედოფალო! შენ ყველაფერს იმსახურებ, არაამქვეყნიურსაც კი და ისეთ ხეხილის ბაღებს, რაც დედამიწაზე არ მოიპოვება.
შენთვის ვიწყებ სუნთქვას. შენით ვსუნთქავ!

პ.ს.ს.
მეგობრებო, ესეც შემდეგი თავი. წაიკითხეთ, შეაფასეთ და დატკბით. თეას უნდა უმადლოდეთ მაინც რომ დაიდო :დ ჩემი მუზა სწორედ, რომ თეააა!
ველოდები შეფასებებს ძვირფასო მკითხველო.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ანალიტიკოსი
ვაიმეე რას ხედავს ჩემი თვალები...ეს რა ქენი ბრუტუეს..:D..ეს რომ დავინახე კინაღამ გულის შეტევა მივიღე მგონი wink წავედი უნდა წავიკითხო. wink
love love

მიდი მიდი wink შენი აზრი მაინტერესებს ანალიტიკოსო love wink გავბედე და მაინც დავდე! :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი მოლურჯო

კარგი იყო ძალიან love
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent