შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაძიებელი (თავი 2)


27-05-2016, 20:10
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 391

1.
ვცდილობ არ ჩამეძინოს და მისის გეიმს ყურადღება მივაქციო.
-ისტორიის მიხედვით, სამყარო სრულ ქაოსმა მოიცვა მეფე ადრეასის სიკვდილის შემდეგ, სწორედ მის მეფობის პერიოდს დაემთხვა ნიკოლას გრანტის ნახსენები სინათლის გამოჩენა, რაც გვაძლევს საშუალებას... -არა, ჯობია ისევ არ მოვუსმინო. მისის გეიმი ოცდათხუთმეტიოდე წლის, ქერად შეღებილი ქალია.ყოველთვის ძველი მოდის მიხედვით აცვია და თითქმის არასდროს არ იღიმება. -მის გრანტ! -გაკვირვებული ვუყურებ და დაბნეული ვუღიმი. -შეგიძლიათ მითხრათ თქვენი ვარაუდი, თქვენი წინაპარის დანატოვარ წერილზე?
-რათქმაუნდა. -პასუხად ვუღიმი და ფეხზე ვდგები რომ ყველამ კარგად დამინახოს. როგორც კი ჩემი უკანალი სკამს შორდება იმავე წამს მთელ კლასში სიჩუმე ისადგურებს და ყველა დიდი ინტერესით მიყურებს. -ჩემი აზრით ნიკოლასის წერილს, არანაირი საერთო არ აქვს მეფე ადრეასის მეფობას, და თან თუ იმასაც გავითვალიწინებთ რომ ნიკოლასი მისი პირადი თანაშემწე იყო, ის მაგას არ იტყოდა. -მისის გეიმს სახე ემანჭება და გაბრაზებული მიყურებს. -ჩემი აზრით არსებობდა რაღაც რამაც აიძულა ეს წერილი დაეწერა მას.
-შენც მაძიებლობას აპირებ? -დამცინავად მეკითხება ჯეიმსი, ყველაზე პოპულარული ბიჭი მთელ სკოლაში. ის ასე რომ ვთქვათ იდეალური ბიჭია ყველათვის, მაგრამ ჩემთვის მეტისმეტად მიუწვდომელია. -იმედია შენც სხვებივით გაგიჟებას არ აპირებ. -მას მთელი კლასი ჰყვება სიცილში და სახე ალეწილი კლასიდან გავბივარ.
ის მართალია, ჩემი ოჯახის მრავალი წევრი ჭკუიდან იშლება როცა სინათლის საძებნელად მიდის/მიდიოდა. ორმოცდაათი წელია უკვე არავინ აღარ წასულა მის მოვაძებნად, რადგან უკვე ჩემებსაც კი ეს წერილი სიცრუედ მიაჩნიათ და გონიათ რომ ნიკოლასი უბრალოდ ჭკუიდან შეშლილი იყო. მაგრამ მათ არ ვეთანხმები, თუ ნიკოლასის წარსულს თვალს გადავავლებთ მაშინ მის სიგიჯეს იმავე წამს გამოვრიცხავთ, მას არც თავის გამოჩენა უყვარდა და საფუძვლიანი მიზეზის გარეშე არაფერს არ აკეთებდა. ეს მაძლევს საშუალებას ვივარაუდო რომ სინათლე არსებობს და რომ მისი პოვნა შესაძლებელია. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ნიკოლასი რამეს დატოვებდა, რამეს რაც დაგვეხმარებოდა მოძებნაში, მინიშნებებს. მაგრამ ის ჯერ არავის ენახა და იმის შანსი რომ მპოვნელი მე ვიქნები თითქმის 0,1-ია.
ნაბიჯების ხმა მესმის და უკან ვიხდები, ელისი ჩემკენ მორბის და სახე აწითლებული გვერძე მიდგება.
-ყურადღება არ უნდა მიაქციო მაგათ, უბრალოდ შურთ იმის რომ შენ ცნობილი წინაპრები გყავს მაგათგან განსხვავებით. -ელისი იღიმის და აქეთ-იქით იყურება რომ რამე მოიფიქროს სათქმელად.
ელის უკვა საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ. მას პირველ კლასში შევხვდი, როცა ექვსი წლის ვიყავი და მალევე საუკეთესო მეგობრებიც გავხდით. მის მერე ერთად მოვდივართ. მე და ელისი ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. ის მაღალი, ქერა, ცისფერთვალებდა და ძალიან ლამაზია. მე კიდევ საშუალო სიმაღლის, ყავისფერ თვალება და შავთმიანი ვარ, არც გარეგნობა მაქვს მაინცდამაინც შესახარბი, თან ელისისგან განსხვავებით მე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოსწავლე არ ვარ კლასში.
-კარგი, წამო, თორემ მისის გეიმსი მთელ ბატალიონს გამოუშვებს ჩვენს წასაყვანად. -თავს ვუქნევ და ელის მივყვები, ნაცრისფერ კარიდორში.
-თქვენს ადგილებს დაუბრუნდით. -ლაკონურად და მკაცრად გვეუბნება მისის გეიმსი და ჩვენი ადგილებისკენ მიგვითითებს. ჩემს ადგილას ვჯდები, მაგრამ კვლავ ჩამესმის სიცილი რომელიც ჩემ დასაცინად არის წარმოქმნილი.
სანამ მისის გეიმსი ახალ გაკვეთილს ხსნის მე ისევ ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს ისტორიაზე ვფიქრობ. სალიოზე ვფიქრობ, ქალაქზე სადაც მე დავიბადე, და რომელიც საკუნეების მანძილზე ერთ-ერთ უძლიერესე ქვეყნის, არკადიის დედაქალაქია. ჩვენი ქვეყანა ფერფლიდან წარმოიშვა რომელიც მოყვა მე-4 მსოფლიო ომს, რომელმაც საბოლოოდ გაანადგურა ყველა არსებული ქვეყნები და დასაბამი მისცა ახალ დასაწყის. წიგნების მიხდვით თავიდან ყველა ახალბედა ქვეყანა, თავისი მართველებით შეტანხმებულად მოქმედებდნენ, მაგრამ დროტა განმავლობაში შუღლი გაჩნდა და ომები ისევ განახლდა პირველობისთვის. ამ პერიოდში დაიმკვიდრა არკადიამ უძლიერესი სახელმწიფოს ტიტული და მას შემდეგ ინარჩუნებს ამ სახელს. 2170 წლებში ქვეყანაში პრობლემებმა დაიწყო გამოჩენა. ამ პერიოდში გამოიჩინა თავი ნიკოლას გრანტმა და იხსნა მეფე ანდრეასი გასაჭირისგან, რის მერეც მეფის პირველი მჩერვლის წოდება მოიპოვა. შემდეგ უკვე მთელ მსოფლიოში ისადგურებს მშვიდობის ხანა, რომელიც 20 წელიწადს გაგრზელდა, ხოლო მერე ისევ ომის პერიოდი დაიწყო, ზუსტად ამ პერიოდს უწოდებს ნიკოლასი სინათლის მოსვლის დროს, და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იკოს ამ ოც წელიწადზე ძალიან მცირე ინფორმაცია მოგვეწოდება. რაც მაძლევს იმის დასტურს რომ სინათლე შეიძლება მართლა არსებულიყო.
ზარის ხმა მაფხიზლებს ცემი ფიქრებისგან და ფეხ-არეული ჩაბნელებულ და ცუდად განატებულ, გადაჯეჯგილ კარიდორში გავდივარ, სადაც ხალხი ბუზებივით ირევიან. თვალებით ელის ვეზებ მაგრამ ვერსად ვპოულობ. ხალხის დაკვირვებას ვიწყებ და ნელი ნაბიჯებით ვიწყებ სიარულს. ნელ-ნელა ნაცნობი სახეები იწყებს გამოკვეთას უცნობების შორის. ჯეიმსი კარადის გვერძე დგას და ლიზას, ყველაზე ლამაზ გოგოს მთელს სკოლაში ეფლირტავება. ლიზა მაღალია, გრზელი სწორი თმით, მოკლე კურნოსა ცხვირით და ნაცრისფერი თვალებით. სქელ ტუცებზე, სისხლისფერი პომადა უსვია და თვალებზე გრძელი წამწამები აქვს მიწეპებული. ღია ვარდისფერი დეკოლტე აცვია, თეთრ, მოკლე ბოლოკაბაზე და თვალს ვერავინ ვერ წყვეტს. როგორც ცანს ჯეიმსი მოქმედებაზე გადასვლას აპირებს, რადგან მუქ-ქერა თმას უკან იწევს და თეთრი მომაჯადოებელი ღიმილით უღიმის. ჯეიმსი მაღალია, დაკუნთული, მწვანე თვალებით და გამოკვეთილი ნაკვთებით. ლურჯი მოკლე-მკლავიანი მაიკა, ხაზს უსვავს მის მუცლის პრესს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მთელ სკოლაში და გასაკვირიც არაა რომ ასეთი პოპულარულია.
ჩვენს სკოლაში პპოპულარული ბავშვები იყოფიან.
1.პირველები არიან ფეხბურთელები (თუ სიმპათიურები არაინ ხო საერთოდ).
2.შემდეგ მოდიან უბრალოდ სიმპატიურები.
3.მხარდამჭერთა გუნდის წევრები.
4.უბრალოდ ლამაზები.
ყოველთვის მაინტერესებდა ამ წყობის მიხედვით რომელ საფეხურზე ვიყავი და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ არა მარტო ამ სიამ არცერთ სიას არ მივეკუთვნებოდი.
ისევ გზას ვაგრძელებ და ბრბოში ელის ვამცნევ, მაიკლთან ერთად არის. მაიკლი სიის მიხედვით მეორეა, ამ საფეხურზე მის პირველობას უზრუნველყოფს მისი გამაოგნებელი სილამაზე, ყავისფერი თმა, მუქი თაფლისფერი თვალები და უზადო ტანი, რომლისაც უამრავს შეშურდება. ელისი კიდევ მეოთხე საფეხურის წარმომადგენელია, მისი გარეგნობის წყალობით, ამიტომ მაიკლი და ელისი ძალიან კარგი მეგობრები არიან.
გამცდილების მიხედვით ვიცი რომ არ ღირს ელისთან დალაპარაკება როცა მიკლთან ან მის ნაირებთან არის, რადგან ამ დროს მისი მეგობრები ყველთვის ცდილობენ დამამცირონ.
ამიტომ ვცდილობ სეუმჩნევლად გავიარო და ინგლისურის კაბინეტში შევიდე. რატომღაც ცუდი წინათგრძნობა მიჩნდება და ნერვიულობისგან პეპლები იწყებენ მუცელში ფარფატს. მერხთან ვჯდები და ვცდილობ ნიკოლასის წერილზე ვიფიქრო. მას რაიმე მინიშენება უნდა დაეტოვებინა, ისეთი რომელსაც ნებისმიერი იპოვიდა, მაგრამ ყველა ვერ მიხვდებოდა. ისეთი მინიშნება რომელიც ყველასთვის თვალსაჩინო იქნებოდა, მაგრამ არა ყველასთვის განკუთვნილი. ნივთი ან რაიმე ისეთი რაც მხოლოდ მის შთამომავლობას თუ შეეხებოდა ან მარტო მისი შთამომავალი მიხვდებოდა. ამ მიზეზის გამო ყველა საგვარეულო წიგნი წავიკითხე, ყველა საგვარეულო ალბომი დავათვალიერე და ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიე ჩემს ოჯახზე და წარმომავლობაზე. ვაცნობიერებ რომ ნელ-ნელა მეცც გიჟი ვხდები, როგორც ყველა სხვა მაძიებელი, მაგრამ გაცერება არარ შემიძლია. ვხვდები რომ მიზანტან ახლოს ვარ და თუ ეხლა დავნებდები მაშინ უდიდეს შანს გავუშვებ ხელიდან. ვიცი რომ მინიშნება ახლოსაა და ის ერთი ნაბიჯით ახლოს წამწევს სინათლესთან.



№1 სტუმარი გიოო

განსხვავებული და საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent