სიყვარული მეორედაც მოდის (7 თავი)
--რა მოხდა ჟან! ---არაფერი სოფო, არაფერი!- უხასიათოდ ვუპასუხე და მამასთან ერთად სახლში შევედით. შუა მისაღებში გავჩერდი და დედის ფოტოს მივაჩერდი. თვალებიდან ცრემლებმა გადმოხეთქა. არ მინდოდა მამასთვის ისედაც მძიმე დღე, უფრო დამემძიმებინა და გადავწყვიტე ჩემს ოთახში ავსულიყავი მაგრამ, მამის მტკიცე ხმამ უკან მომაბრუნა. ---მოდი აქ ჩემთან შვილო!- მივედი, ხელი მომკიდა და კალთაში ჩამიჯინა. ჩემი თმები ხელში მოიქცია და მისი სუნი შეისუნთქა და მერე გულიკო ბებოს მიუბრუნდა, რომელიც მომლოდინე მზერით მამას უყურებდა, იმედს ელოდა, თვალები ანთებოდა, მაგრამ ჩემი ცრემლები იმედს უკარგავდა, ვხედავდი თვალს როგორ მარიდებდა და მამას შეცქეროდა. ---არ მიგვიღო დედაჩემმა გულიკო, წარმოგიდგენია? ის არც კი შეცვლილა, ისევ ისეთი ყინულია როგორც 18 წლის წინ იყო. ვნანობ რომ თავი დავიმცირე და იქ მივედი მაგრამ, მიღირდა დღეს ჟანეტთან ერთად იქ მისვლა და მე ეს შევძელი, უკიდურესად დიდი ფასეულობა ვიგრძენი იმ ბრბოს წინაშე დღეს ჩემი ჟანეტის სახით, ისინი დღეს იქ ვისაც შევხვდით, ყველანი ამპარტავანი და პატივმოყვარენი არიან, დღეს ვიგრძენი რომ იმ ადამიანთა სულიერი სამყარო დაღუპულია. ერთმანეთს ტაშს უკრავენ, უცინიან მაგრამ ვერ ხვდებიან რომ მათი სული მოწამლულია მათი მაღალი ფენობით. ჩემი სინანული დღემდე მომყვებოდა, რომ მე ჩემი მშობლებისაგან შორს ვიყავი მაგრამ, ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა მინდოდა ისევ გამოგვენახა საერთო ენა, მაგრამ შენც შეხედე დღეს ეს შეუძლებელი რომ არის, ჩემო გოგო, ჩვენ დრო არ გვაქვს ხვეწნისთვის, ჩვენ, ჩვენში ვეძიოთ სიწმინდე, მე ვამაყობ შენით ჟანეტ!- შუბლზე მაკოცა და ერთმანეთს მივადეთ თავები. დავინახე გულიკო ბებომ/დეიდამ, ცრემლი როგორ მოიწმინდა უჩუმრად თვალიდან. ---გიხდება ეს კაბა ძალიან,-მამამ ღიმილით მითხრა, მაგრამ მხოლოდ მე მივხვდი იმ წამს ეს ღიმილი რამდენად დაუჯდა.- თუ გინდათ გადით დღეს სადმე გუგა გაისეირნეთ, გულს გადააყოლებს დაძაბული დღე იყო დღეს მისთვის! გუგამ გადმოგვხედა და გვითხრა; ---სად წავიდეთ? ლილუც წამოვიყვანოთ იქედან და ბიჭებსაც დავურეკავ, გავიდეთ ერთად სამეგობრო! ---კარგი გავიდეთ მხოლოდ მე ჯერ გამოვიცვ......!არ დამამთავრებინეს და ოთხივე აყვირდა ერთდროულად. ---ასე წახვალ დღეს მამი ჩემი ხათრით!- მომეფერა მამამ. ---სოფო მაშინ შენც ჩაიცვი რა გთხოვ!- ვთხოვე სოფოს. ---წამოდი ავარჩიოთ!- ორივე საძინებელში წავედით. გუგამ თალი გაამოაყოლა სოფოს, რაც არ დარჩენია არც მამას და არც გულიკო ბებოს შეუმჩნეველი. ---გუგა რამე ხომ არ გაქვს სათქმელი?- გულიკო ბებომ მკაცრად შეხედა გუგას. ---გულიკო ბებო უკვე რამდენი წელია მიცნობ და ერთი რაღაც რომ შეგეკითხო სიმართლეს მეტყვი?- შეეკითხა გულიკო ბებოს გუგამ და პასუხის მოლოდინში გაირინდა. ---მითხარი შვილო რა გაინტერესებს!- ხმა მოულბა გულიკო ბებოს ---სოფოს ყავს ალბად, რათქმაუნდა თაყვანისმცემელი, მაგრამ კონკრეტულად მე რაც მაინტერესებს, ვინმე სერიოზული არსებობს მის ცხოვრებაში? ---არსებობს გუგა. მაგრამ არა ვინმე, არამედ რამე. მის ცხოვრებაში პირველ ეტაპზე სწავლა დგას შვილო. იმედია ხელი არ შეეშლება ხო? წარბაწეულმა გახედა და დააკვირდა გუგას და სამზარეულოს მიაშურა. ---რა თქმა უნდა არა, ხელი არ შეეშლება მაგრამ, ჩემი ჩემი რომ გახდება ამაში ორი აზრი არ არსებობს!- გუგამაც წარბაწეულმა გახედა და თავალი ჩაუკრა სამზარეულოს კარტან მდგომ გულიკო ბებოს სიცილით. ---გუგააა. სოფო ჩემი გაზრდილია, ის ობოლია და გულიკოს მეტი არავინი არ ყავს. ამიტომ გულიკო კი არა, მე წაგაცლი კოღოსავით თავს, მის თვალზე შენი მიზეზით ცრემლი რომ ვნახო გესმის?-გუგამ ორივეს გადახედა და თქვა. ---ნუ შემეწინააღმდეგებით და ყველაფერი კარგად იქნება. დაიცადეთ, ესე იგი გადაწყდა ჟანეტი აქ რჩება დღეიდან ხომ? -უცებოსტატურად შეცვალა თემა. ---ხო. ასე გადაწყვიტა თავად და ძალიან ბედნიერი კაცი ვარ გუგა. ჩემი ოცნება ასრულდა, ჩემი შვილი როგორც იქნა, ჩემს გვერდითაა. ამაზე მეტი სიმდიდრე და ბედნიერება ჩემთვის არც არსებობს! ---აი ჩვენც მოვედიიიით!- უცებ პეპლებივით შემოფრიალდნენ სამზარეულოში გოგოები. სოფო ძალიან ლამაზად იყო. წითელი კაბა ეცვა, წელში გამოყვანილი მუხლამდე და უკან ჩახსნილი. მრგვალი გულით და მკერდზე სამი შავი ღილით. თითქოს არც აინტერესებდა გუგას სოფოს ჩაცმულობა, ერთი ზერელედ გადახედა და უთხრა. ---ამხელა ჩხირებზე გაგივლია როდისმე? ძირს არ გადმოვარდე და კისერი არ მოიტეხო. მე გვერდით არ გეყოლები ხელი რომ შეგაშველო. ქაჯებმა რა იციან ეს კლასიკური სტილი, შენ კეტები უფრო მოგიხდებოდა შენს ხასიათში ეს უფრო ჯდება!- ეგონა სოფოს გააბრაზებდა მაგრამ, ყურადღებაც არ მიაქცია გუგას ირონიას და იგივე ირონიით მიუგო. ---თუ შენისთანა ტუპიაკი სადმე მენახოს გეფიცები! ---ვერც ნახავ!- ჩაეცინა გვერდულად და წინ წავიდა. დატოვა ჟანეტი და სოფო გაშტერებული და ყბაჩამოგდებული. ---რა, რა დაემართა გუგას? ეს, ეს არ იყო ასეთი უხეში და ცინიკოსი!- ჟანეტმა გაკვირვებულმა გახედა წინ მიმავლ გუგას. ----იწყებააა. კიდევ ერთი სიყვარულის თავდავიწყების ისტორიააა.- ჩაიღიღინა მამამ და მისაღებში გავიდა. ---გასაგიჟებლად ხართ ორივე და გუგა დღეს ფრთხილად უნდა იყოს!- თქვა გულიკო ბებომ. მე და სოფომ ერთმანეთის ჩანაფიქრი გამოვიცანით და ხელი-ხელზე შემოვარტყით და ერთმანეთს ვუთხარით. ---დღეს ვსვამთ ბოლომდე, დღეს ნერვების დათხრის დღეა! მითხრა სოფომ. ---რათქმა უნდა, დღეს ჩვენი დღეა. ეხლა წავედით თორემ აიღო ეზო სიგნალით. მაააა მივდივართ. შენ დაწექი, დაისვენე ჩვენ გვიან მოვალთ და ხომ არ გამიბრაზდები დღეს გოგოებმა რომ დავლიოთ?- მამამ ღიმილით შემომხედა და შემეკითხა. ---გაქვს დანალევი საერთოდ თუ პირველად სვამთ? --დანალევი მაქვს მაგრამ, დათრობით არ დავმთვრალვარ არასდროს! ---მოდით ჩუმად და ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და ლილუსაც ასწავლეთ- ღიმილით გვიხმო მამამ თავისთან- თხილიც შეუკვეთეთ ახლოს დაიდეთ მაგიდაზე და ყოველი დალევის შემდეგ მარილში ჩაუწეთ და შეჭამეთ. ასე არ მოგეკიდებათ და მოიგონეთ სიმთვრალე. მე ვიცი დღეს გუგას ნერვები დაწყვეტაზე ექნება თქვენი დამსახურებით. ბიჭებს ეგონებათ რომ უგრძნობი მთვრალები ხართ და ხვალ არ გემახსოვრებათ არაფერი, არადა პირიქით იქნება ყველაფერი. წადით ახლა და არ გამიცეთ საიდუმლო!-ორივე თბილად ჩაგვკოცნა და გაგივიშვა. გუგამ შეატყო სოფოს და ჟანეტს უცნაური თვალების ჟუჟუნს და ერთ დასკვნამდე მივიდა რომ, გოგოები დღეს მისი ნერვების კიბორჩხალებად იქცეოდნენ. არ გაუმტყუნებია და გმირულად იტანდა მათ გამოწვევას. არა თუ წყინდა, ძალიანაც ხალისობდა თავადაც. საოცარი სამეგობრო წრე ყავდა გუგას. რისკიანი ბიჭები იყვნენ და ყველა მეგობრისთვის თავდადებულები. ისეთები ერთმანეთის ცხოვრებით რომ, ცხოვრობენ მხოლოდ. ჟანეტი ამ საღამოს ხელოვნის მიერ შექმნილი ,,ჩარჩოში'' ჩასმული ქანდაკება იყო. საოცრად ბზინავდა მისი შავი ნახშირივით თმა და საოცრად უხდებოდა შინდისფერი კაბა, ასეთივე შინდისფერ მაღლებზე იდგა მაგრამ, დღეს მთვრალი ჟანეტი იყო ფანტასტიკური და ყველაზე ორიგინალური. ნიკა უყურებდა და ვერ ძღებოდა მისი ყურებით, უფრო მეტს ითხოვდა მისი გული. ---სოფ დღეს სამივე ვგიჟდებით და უკან არ ვიხევთ, ხომ ამყვებით? ---აბა რას ვიზამ, მაგას კითხვა უნდა? ---მეც აქ ვარ და დღეს ვიპყრობთ აქაურობას!- თქვა ლილუმ. სამი ულამაზესი ქალი, ერთმანეთზე გადამბული და სამი ძარღვებ დაბერილი მამაკაცის მგლისებური გამოხედვა. ---გეყოთ მეტი არ დალიოთ, საკმარიხად ხართ უკვე!- გაბრაზებულმა უთხრა ჟანეტს გუგამ. ---ჟანეტ შეიძლება ამ დაუნის გარეშე გამომყვე ცოტა ხნით? ---ეს დაუნი რომ გამოგყვეს იქ სადაც მიდიხარ არ გინდა?სერიოზულად შეეკითხა სოფოს გუგამ მაგრამ, სოფომ ერთი შეუბღვირა და ზურგი აქცია. --გუგა გაუფრთხილდი სოფოს ის სერიოზულ გარდასახვას ახდენს შენში. ალბად სასაცილოდ გეჩვენება ეს ეხლა რაც გითხარი მაგრამ, მე გხედავ და გაკვირდები, სოფოს რომ უყურებ ერთიანად კაშკაშებ საყვარელოოოო! ---ნუ მაგდებ სულელურ მდგომარეობაში თორემ, ჩემი ხელით გაგგუდავ!- სიბრაზით მაგრამ სიცილით ჩასჩურჩულა ყურში ჟანეტს გუგამ, ამ საუბარში სოფო მიუახლოვდათ და გუგას გაბრაზებულმა უთხრა; ---გუგა შე კრეტინო რატომ ეჩხუბები გოგოებს!-კარგი მოჩხუბარი ბიჭივით იდგა გუგას წინ, ,,ძალით“ ფეხზე მდგარი სოფო. გაბრაზებული წამოდგა გუგა, ხელი მოკიდა სოფოს და ძალით დასვა სკამზე და უთხრა; ---აქედან არ დაგინახო ამდგარი და მეტსაც აღარ დალევ! ---რატო შენ დამიშლი? ჟანეტ ჩამოასხი რა კიდევ ერთიც დავლიოთ!- უთხრა ჟანეტს და თან თვალი ჩაუკრა სოფომ. ---შენ ცალკე მოგხედავ დღეს ჩემი ნერვების შეჭმისთვის!- სოფოს შეუღრინა და წამოდგა დროებით გაეცალა გოგოებს, რადგან ნერვებს ვეღარ თოკავდა. კაკი შორიდან უყურებდა ლილეს და როგორ უნდოდა ახლოს მისულიყო. თეთრი კაბა მის უნკლო სხეულს საოცრაოდ ლამაზსა და ჰაეროვანს ხდიდა, ქერა თმა ერთიანად აეკრა უკან და თვალებზე ოდნავ შესამჩნევი გრიმი, ვარდისფერი ტუჩსაცხი, მუშტებს კრავდა, ყელზე ძარღვები ებერებოდა თავს ძლივს იკავებდა რომ არ მივარდნოდა. უარეს დღეში იყო ნიკა. შორიდან უყურებდნენ და ნერვოზი ემართებოდათ რომ არცერთი არ იმჩნევდა იქ ამ ორს. გუგამ კაკის მიუახლოვდა, შეუბღვირა და უთხრა; ---უთხარი?! იცის რომ სერიოზულად ფიქრობ? ---მომეცი დრო რომ ვუთხრა? იბღვირები კახელი მიხასავით! ---შენ სცადე და მე დაგიდექი წინ? ---მგონი საერთოდ არ აქვს ინტერესი ჩემს მიმართ! ---მეც ვხედავ შენით საერთოდ რომ არ არის დაინტერესებული, მაგრამ დღეს ესენი სამივე მე შემიწირავენ. ამათ გვერდით ყოფნას, ხვლიკი რომ მყავდეს გვერდით ის ჯობია! ---არ ველოდი ჟანეტისგან ასეთ უყურადღებობას და ვაფშე თუ არ შემიმჩნევდა მაგრამ, გუგა იცოდე მე ბრძოლას ვაგრძელებ! ---ხოდა მიაწექი ---ლილუს ისეთი რაღაც უნდა გაუჩალიჩო, მთელი ცხოვრება რომ ახსოვდეს!- თქვა კაკიმ და ამ დროს სოფომ ჩაუარა,რომელმაც შემთხვევით გაიგონა კაკის სიტყვები. მიუბრუნდა, ბორძიკით მიუახლოვდა და თითის ქნევით უთხრა. ---მაპატიე მაგრამ ისე ნუ იზამ ლილუსთვის ,,მარადიული ზაპასი'' გახდე!-თვალი ჩაუკრა და გაუჩინარდა გოგოებისკენ. ---სოფო!-დაუძახა კაკიმ და მოაბრუნა. ---რაო კაკი გეგონა შენი თვალების ჟუჟუნს ვერ შევამჩნევდი? აშკარად შესამჩნევად გეტყობა რომ, წყალში დგახარ და ცეცხლი გიკიდია!-გადაიკისკისა სოფომ. ---ასე მეტყობა?- სევდა მოერია კაკის, გაბრაზდა გრძნობების დამალვა რომ არ შეუძლია. ---გინდა რჩევა მოგცე?- ჩუმად უჩურჩულა სოფომ. ---მიდი აბა მითხარი თორე გასკდა გული! ---მაშ ასე. მთავარია იყო ორიგინალური, გაწონასწორებული, თავდაჯერებულიც. იუმორიც არ დაიშურო და ასე გადმოაფრქვიე შენი სიყვარულის ელექ. დამიჯერე ყველაფერი შესანიშნავად იქნება. აი შენ კი იცი როგორი განწყობით ზიხარ? უყურებ ლილუს და გგონია მას არ მოწონხარ და არც გიმჩნევს. გგონია რომ მისი უყურადღებობით თავზე სამყარო გემხობა!- კაკიმ უსმინა სოფოს სიტყვებით ძალიან ბევრი რამ გაანალიზა. უცებ სოფო მობრუნდა კაკისკენ და თვალმოჭუტულმა უთხრა. ---და კიდევ ერთს გეტყვი ჩემო კაკი, თუ ლილუს თვალების სიღრმეში ჩახედავ იქ აშკარად ამოიკითხავ შემდეგ სიტყვებს ,,შენს იქით გზა არ მაქვს ძვირფასო'' და არა იმ ამაზზრზენ სიტყვებს რომელსაც ,,იდი ნ.......ი ქვია! ----მოკლედ სოფო ლაკონურად მომაჯინე, ხელებს ვწევ მაღლა შენს წინაშე.. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიქნებით, თუ რამე მიხმე ,ზარი ახლობელთან და შენთან ვართ ყველანი! ---მხოლოდ ერთ გთხოვ, ეს შენი დაუნი ძმაკაცი ჩამომაშორე ნუ მიბრიალებს თვალებს სოჩიკივით, გადაეცი რომ დროს ნუ კარგავს ისეთ გოგოებზე რომელთანაც არაფერი არ გამოუვა. წავედი ეხლა მე ჩემს გოგოებთან, ეს კი გაითვალისწინე რაც გითხარი!- თვალი ჩაუკარა სოფომ და გატრიალდა. კაკი კი ჩუმჩუმად იცინოდა რომ გუგამ მიუახლოვდა და შეეკითხა. ---რას გეჩურჩულებოდა ის ალქაჯი, ჩემზე გითხრა რამე? ---მომისმინე გუგა, ერთს გეტყვი თუ მოგწონს სოფო მიაწექი საქმეს, მაგარი გოგოა და კიდე, მაგ გოგოს მოსწონს შენი სადისტური ქცევები. ამით ის დიდ სიამოვნებას ღებულობს! ---იქნებ შენ მოგეჩვენა და არანაირი ინტერესი არა აქვს ჩემს მიმართ? ---გააჩნია ინტერესს და უფრო მეტიც, ისე მოიქეცი როგორც შენ შეგეფერება. კაროჩე ჩვენ სამივეს უკვე პიზდეცი გვაქვს!- გუგამ უცებ სოფოს თვალები დაიჭირა როგორ ჭამდა თვალებით. ---ნახე როგორ მიყურებს, ეს დღეს ჩემი მსხვერპლია. ---ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს, ისინი სვამენ და ჩვენ ვუყურებთ და ჭიქებს ვითვლით!- თქვა უკვე მათ გვერდით დამდგარმა ნიკამ. ---ვაცადოთ, განა ყოველ დღე თვრებიან და ყოველ დღე ასეთ ადგილებში დადიან. ეპატიებათ ერთი დღე!- უთხრა ბიჭებს კაკიმ. ---სოფოოოო შენსკენ მოიწევს თეთრ ცხენზე ამხედრებული ვირი, რომელიც ეხლა გიყურებს და ლამისაა შეგჭამოს!- უთხრა სოფოს ჟანეტმა და გადაიკისკისა. ---უი პარდონ სოფო, თეთრ ვირზე ამხედრებული პრინცი არადა თავადაც ვირია!- უსმენდნენ ბიჭები ჟანეტს და ჩუმად იცინოდნენ. ---გამიჩითეთ მეც ერთი მახინჯიც, ლამაზიც, ახალგაზრდა მაგრამ, იქ რომ სამი ვირი ზის თავიანთი თავებისთვის ვერ მოუძებნიათ ვინმე და მე ვის გამიჩალიჩებენ!- სამივე აკისკისდა.მოულოდნელად სასტავს თავზე რეზი და დათო დაადგათ და გაოცებულები უყურებდნენ სამ ულამაზეს გოგონას და მთვრალებს. ცოტა მოშორებით კი სამ ძარღვებდაბერილ გულის კვარაკუნჩხებს და სიცილი ატეხეს. ჟანეტმა უკან მიიხედა და რა საოცრად გაუხარდა ბიჭების დანახვა. ---აუ, აუუ, აუუუუ როგორ, როგორ, როგორ გამახარეეეეეთ. ყველაფერი კარგი რომ მოულოდნელად ხდება! ---რა ხდება, რას გავხართ, იმ სამს რატომ უმძიმებთ ცხოვრებას?-იკითხა ჩაბჟირებამდე მისულმა რეზიმ. ---ვის, ვის რას უმძიმებთ?- იკითხა ენის ბორძიკით ჟანეტმა. ---თქვენ სამივეს ნაადრევი კლიმაქსი დაგეწყებათ!- უთხრა დათომ სერიოზულად ბიჭებს მაგრამ, მერე გულიანად გადაიხარხარა. ---რას ხარხარებ, წავიყვანოთ უკვე სახლში თორე წამაჭამენ უკვე თავი!- თქვა გუგამ. ---საშინელებაა როცა სიყვარული ცალმხრივად მოდის და საერთოდ საშინელი გრძნობაა უპასუხო სიყვარყული!- ბრძნულად ჩაილაპარაკა ლილუმ. ---ცალმხრივარ რომ შემიყვარდეს გოგო და იმან მე არ შემომხედოს, წიხლის ქვეშ გავიგდებ!- თქვა სერიოზულად რეზიმ მაგრამ, მის სერიოზულობაში ყველას ეჭვი შეეპარა. ---ღადაობ ხო რეზი? ქალზე შენ ხელს არ აწევ არასდროს, მე დარწმუნებული ვარ! -სერიოზულად უთხრა სოფომ. ---თუ სიყვარული ორ მხრივია? ---კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის, ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ ძვირფასო რომ, ურთიერთობა შევინარჩუნოთ!-ამაყად თქვა ჟანეტმა მაგრამ მერე ფეხზე წამოდგა და თქვა. ---ჩუუუუუ გუგა მე შემხედე გვერძე ნუ იხედები! ---აუ ეს უკვე შარზეა და დროზე წავიდეთ ყველამ აქედან!-ჩუმად გადაუჩურჩულა ნიკას. ---თქვი რა გინდა ჟანეტ გისმენთ!- თბილად უთხრა დათომ. ---მინდა ერთი ორი დღით სადმე გავიდეთ, ლაშქრობა მოვაწყოთ! გუგა რატო დამცინე, გეგონა მთვრალია და უაზრობას იტყვისო ხო? -გახედა გუგას და თან თვალები აუწყლიანდა ---აუ ეს ტირის? კარგი რა ჟან, ეხლა შენ სასმელი გატირებს. ხვალვე წავიდეთ, უაზრო კი არა კარგი აზრი თქვი. როგორც ყოველთვის მთვრალიც კარგად მუშაობს შენი ტვინი. ხვალვე წავიდეთ, ოღონდ ახლა არ იტირო რა!- მოეფერა გუგამ და გულში ჩაიკრა. ---ჟანეტ ნიკას უნდა შენთან მოსვლა და ვერ მოდის! ---რატო? ფხიზელი თუ არ მიკბენია, გონია მთვრალი ვუკბენ?-ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში ---არა ბოთე, აუ რა მთვრალი ხარ ახლა. აუ ასეთი მთვრალი ჯერ არ მინახიხარ რაც გიცნობ, შენს თავს გეფიცები.- იცინოდა გუგა ---გუგააა გამიყვანე რა მგონი გულს მერევა.- უთხრა საწყალად და მორიდებულად. ---წამო გაგიყვან. მიხედეთ ამგენს აღარ დაალევინოთ! -დაუბარა ბიჭებს და ხელის მოკიდებით წაიყვანა ჟანეტი საპირფარეშოში. ---მიდი შედი და აქ დაგელოდები, გამიშვი ხელი შიგნით ხომარ შემოგყვები გოგო. -იცინოდა გუგა მაგრამ არც უნდოდა ჯანეტს რომ შეემჩნია ეს სიცილი. ---მე შევალ და არ წახვიდე აქ დამელოდე ხო? ---არ მივდივარ, აქ დაგელოდები!- ნიკა მიუახლოვდა გუგას და უთხრა; ---სოფოც მაგარი მთვრალია, მიდი შენ მას მიხედე. როგორ დაუშვით ამდენის დალევის უფლება, როგორ მივეცით.- წავიდა გუგა სოფოსთან და ნიკამ ცოტა ხანი ელოდა და მერე ფრთხილად მიუკაკუნა ჟანეტს და ცოტაზე შეაღო კარები. შეხედა ჟანეტი პირს იბანდა და ბორძიკობდა. გაეცინა და მიუახლოვდა. --მოდი მოგეხმარები, ამდენი რამ დაგალევინა!- ახედა ჟანეტმა და უთხრა; ---მთელი საღამო არ გამომლაპარაკებიხარ და ეხლა აქ რა გინდა? ---იცი რატომ არ გამოგელაპარაკე? ---რატო? გაკვირვებულმა შეხედა. ---ასე რომ გამომეცხადე აქ, ენა დამიმუნჯე და დამატყვევე! ---ეხლა გინდა შენ მე გული მომილბო ხო? ---უბრალოდ გაჩუმდი, გესმის? ---რა მესმის, მუსიკის ხმა კი მესმის! ---ჩემი გულის ხმა გესმის? ---ამხელა ხმაურში სად გესმის ეხლა შენი გულის ხმა ნიკა.- გადაიკისკისა ჟანეტმა- შნი გულის ხმა კი არა ჩემი თუ ფეთქავს ის აღარ მესმის და ვგრძნობ. ---ნუ მიწვევ ჟან თორე თავს ვერ ვაკონტროლებ. თუმცა ეს ეხლა რომ არ გავაკეთო, მოვკვდები!- მიუახლოვდა ჟანეტს და წითელ ტუჩებს, რომელსაც ღვინის გემო დაკრავდა შეიგრძნო ეს მათრობელა სუნი და პირველად დააგემოვნა საოცრად ტკბილი ბაგე! შეხედა ნიკამ და გაეცინა. ---რა იგრძენი? განსაკუთრებით შენში ეს გულუბრყვილო გამოხედვა მიყვარს ჟანეტ! ---ჯერ ღრუბლებში არ დავფრინავ, მაგრამ გეტყვი რომ უცნაური ხარ რადგან, არც კი დამეკითხე და პირველი კოცნა ისე მომპარე! -ღვინომ სითამამე მისცა ჟანეტს და მის ახლოს ტუჩებთან დასჩურჩულა ნიკას ეს სასიამოვნო სიტყვები. ---,,შენ ჩემი სიცოცხლის შეუწყვეტელი ნაწილი ხდები'' თანდათან ნიკა. -------- საღამო მშვიდობისა ჩემო კარგებო... ბოდიში დაგვიანებისთვის, შევეცდები თორმეტის მერეც შემოგთავაზოთ თორემ ხვალ დილით აუცილებლად... და სურათზე ჩვენი ლილუა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.