შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (5 თავი)


24-05-2016, 23:00
ავტორი zia-maria
ნანახია 3 352

---შენ რას ფიქრობ ახლა, დამცველი გყავს და მე აღარ გჭირდები? არც იოცნებო თავისუფლებაზე, ვერსად ვერ გამექცევი იცოდე ჩიტო. ვერც შენ და ვერც ის მეორე ბეღურა რომ გვყავს! -სიბნელეში ვერ გავიგე სად მივედი,მ ხოლოდ შევხედე ჩემს წინ უზარმაზარი სახლი იდგა. კარები ღია დაგვხვდა და ფეხაკრებით შევედით შიგნით ორივე. მე ჯერ კიდევ ხელში ვყავდი გუგას და ვხედავდი რომ მისაღებიდან უზარმაზარ ზალაში გამიყვანა, სადაც ბუხარი გიზგიზებდა და სითბოს ატრიალებდა მთელ სახლში. სახლის შუა გულში კიი ოდნავ შევერცხლილი ჭაღარა, სანდომიანი მამაკაცი იდგა. გუგამ ძირს ჩამომსვა და მანტო შემომაძრო. ვიდექით ორივე ერთმანეთის შორი-შორს და ერთმანეთს ვზვერავდით. თითქოს ორივე გავიყინეთ ადგილზე და ვერცერთი ვერ ვდგამდით პირველ ნაბიჯს. გუგა და კაკი ხან ერთს გვიყურებდა და ხან მეორეს. სიჩუმე მამაკაცის ფოლადივით მტკიცე ხმამ დაარღვია რადგან შემამჩნია რომ ბუხრის ახლოს კედელზე ახალგაზრდა ქალის ფოტო იყო და რომ არა კარგი დაკვირვება ჩემი ფოტო მეგონებოდა
მიხვდა მამაკაცმა რომ პირველი სიტყვა და ნაბიჯი ამჯერად მას ეკუთნოდა.
---ვწუხვალ ძალიან რომ ჩვენს გვერდით აღარ არის. დარწმუნებული ვარ, ახლა გვიყურებს და უხარია ჩვენი ერთად ყოფნა და ერთმანეთის პოვნა. ჩემო გოგო ერთმანეთის პატიება ეს არის ყველაზე დიდი შენდობა. ცოცხალი არ არის მაგრამ, ის ახლაც აქ არის, ჩვენთან ერთად. მისი ლამაზი, თბილი და სპეტაკი სული ყოველთვის ჩვენთან იქნება. ეს სახლი მისი სავანეა, მისი სული ამ სახლის ყველა კუთხეშია. გარეთ ახლო მახლო მდგარ ხეებშიც, ქარის შრიალშიც. ასეთ სახლზე ოცნებობდა და აი ეხლა ეს ყველაფერი შენია. იმედია ყველა გაურკვევლობას ფარდას ავხდით და ზიზღით არ ვიცხოვრებთ. მე შენს მეტი არავინ არ მყავს, შენ კი მე გყავარ შვილო!- ხელები გაშალა და დამელოდა როდის ჩავეხუტებოდი.
ეს ხომ როგორც მისი, ისე ჩემიც დიდი ხნის ოცნება იყო. როდის ვიგრძნობდი ამ გულის სითბოს და როდის შემოვხვევდი სიყვარულით მეც ჩემს სუსტ ხელებს. აი ახლა ახდა ოცნება, ზოგჯერ ოცნებები მარტო ზღაპრებში არ ხდება, გამიმართლა გულით ნანატრი რეალობაშიც ამიხდა. მეც წავედი ნელა-ნელა და მის წინ ახლოს მდგარმა გაუბედავად გავწიე ხელები და გულში ჩამიხუტა, იმ გულში საიდანაც არასოდეს არ ვინატრებ გამოსვლას.
---ჯერ კიდევ ბევრი გვაქცს სალაპარაკო და გასარკვევი მამა მაგრამ ,მე ამისათვის არ მოვსულვარ ამ საღამოს ერთმანეთის მონოლოგი ვისმინოთ. მე დღეს მოვედი ერთად დავწვეთ და დაპირებული ზღაპარი მომიყვე. ერთმანეთის მოსმენისთვის წინ ძალიან დიდი დრო გვაქვს!- ვუთხარი ეს და მაგრად და ძლიერად ვხვევდი ჩემს ხელებს მამიკოს.
---როდის მოასწარი ამხელა გაზრდილიყავი ჟანეტ.- ჩაილაპარაკა გუგამ სიამაყით.
ეფერებოდა მამა და შვილი ერთმანეთს და გუგამ და კაკიმ გადაწყვიტეს უჩუმრად გასულიყვნენ სახლიდან.
---გუგა, კაკი სად მიდიხართ. მობრუნდით, რომელი საათია, ახლა მე თქვენ არსად რომ არ გაგიშვებთ ეს კარგად იცით. ამიტომ იცით თქვენი საძინებელი საითაცაა და იქით მიბრძანდით!- ოდნავ მომიშორა სხეულიდან, მაგრამ ისე მაგრად ამიკრა ცალი ხალით, ეგონა რომ ვერანივ ვეღარ შეძლებდა მისგან ჩემს დაღწევას, ბიჭებს მიმართა და ხელი კიბისკენ გაიშვირა.
---თქვენ, თქვენ აქ დადიოდით?- თვალებგაფართოებულმა შევეკითხე ბიჭებს.
---დავდიოდი ჟანეტ, მაგრამ გეფიცები რომ შენზე გუგა არაფერს არ ამბობდა, ეს დასადუმებელი ჩუმად იყო. ძია ნოდარს კი ჩვენც რაც ,მახსოვრობა გვაქვს იქედან ვიცნობთ. ჩვენ დაგტოვებთ ახლა რადგან ძალიან ბევრი გაქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი. -თვალი ჩამიკრა კაკიმ და ხელის აწევით წავიდნენ მეორე სართულისაკენ.
---ჩვენ რა ვქნათ ჩემო გოგო დავჯდეთ ცოტა ბუხართან თუ წავიდეთ და ჩვენც დავიძინოთ?
---როგორ ფიქრობ ეხლა რომ დავწვე დამეძინება?ან შენ დაიძინებ? ვიყოთ ცოტა ხანი რა?- ისე უცებ ვიგრძენი მარტოობის წლების გაქრობა, მათი ცვალებადობა, თითქოს არც კი არსებობდა, და ასე დიდი ხნის ნანატრი ოცნება ახლა სიზმრად მესახებოდა, ან პირიქით, ახლა ვიყავი სიზმარში დ აქედან, სიზმრების სამყაროდან გაქცევა არ მინდოდა.
---მაშინ ახლოს მოდი ცეცხლთან, ისე ცუდად იყავი არ შეგიბრუნდეს ისევ გაციება და სიცხემ არ მოგცეს!- ისეთი თბილად მითხრა ეს სიტყვები გული ამიჩუყდა მაგრამ გაოცება ის იყო საიდან იცოდა ჩემი ცუდად ყოფნის შესახებ?
---შენ საიდან იცი ჩემი ავად გახდომა?
---აი იმ დღეს იქ რომ შემოსულიყავი გურამთან რომ მოდი, იქ მნახავდი.მაგრამ გუგას რომ დაურეკეს დილას ჟანეტია ცუდად მოდიო. იცი რა დამემართა?ჭკუა გადამეკეტა და გუგაზე ადრე მე გამოვიქეცი, მაგრამ მე ხომ შენთან ვერ მოვიდოდი, ვერ გატკენდი გულს, სანამ ძალას არ მოიკრებდი მე არ მოვიდოდი შენთან, შენ უნდა ყოფილიყავი მზად, ჩემთან შესახვედრად.
ბუხრის წინ ხალიჩაზე ვისხედით ორივე და მე გულში ვყავდი ჩახუტებული თან ცეეცხლს უყურებდით და ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდით ორივე. ჩუმად ვჩურჩულებდით, თითქოს არ გვინდოდა იმ ყველაფრის გაქრობა რას ჩვენს გარშემო ხდებოდ, რაც იყო, დედას ფოტოს მივაჩერდი და ცრემლიანი ხმით ვთქვი;
---რა მოხდებოდა ჩვენც გვეცხოვრა ერთად, ნუთუ ეს დანაშაული იყო? მე რატომ მერგო ასეთი მძიმე სასჯელი მა?- მამას ვატყობდი ყოველ ჯერზე ნათვამი მამა მას გულს უთბობდა და მინდოდა რაც შეიძლებოდა ხშირად მეთქვა ეს სიტყვა რომ ეს ბედნიერება სრულად შეევსო და ეგრძნო რომ მამა იყო.
--თავს უსაშველოდ დამნაშავედ ვგრძნობ შენს წინაშე შვილო, ვერ გავბედე შენამდე მოსვლა. მეშინოდა, მეშინოდა იმ კითხვების რომ მეტყოდი ,,დედა სად არისო'? ვერ გავუძლებდი შენს თვალებში არსებულ ტკივილს. წავედი ქვეყნიდან და შენი თავი გურამს და მანანას მივანდე. ნოსტალგიამ კი უფრო დიდი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას. ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, ისე როგორც შენთვის მარტო გატარებული წლები. მაგრამ დღეს გიყურებ და აღარ ვნანობ რადგან, ვთვლი რომ მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მე შენ ასე ვერ აღგზრდიდდი, როგორც აღგზარდა მანანამ. მე ვიცოდი რომ ეს ორი ადამიანი შენს მიმართ იყო ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი. არცერთი თეთრი ჩემი გაგზავნილი თანხა მათ არ აუღიათ. ეს ყველა დღეს შენს ხელთაა. ვიცი ფული არ ნიშნავს ბედნიერებას, მე შენ ფულით არ გყიდულობ მაგრამ, მინდა გითხრა რომ ის წლები როგორც შენ გიჭირდა, უარესად მიჭირდა მეც. მე უშენობა მიჭირდა ჟანეტ, უდედაშენობა მიჭირდა. არცერთმა და ვერცერთმა ქალმა ვერ შეავსო მისი ადგილი ჩემს გულში, გული რომელიც დღემდე ცარიელია თქვენს გარეშე. დაფიქრდდი და თუ შეძლებ მაპატიო, მე მზად ვარ ჩემი სიცოცხლე მხოლოდ შენ მოგიძღვნა. შენს მეტი იმედი აღარავინი არ მყავს, მყავს მშობლები მაგრამ, მათთვინ მე 18 წელია აღარ ვარსებობ. მათ ხელი კრეს ჩემს არჩევანს, ჩემს საყვარელ ქალს, ადამიანს რომელმაც შვილი გამიჩინა და ჩემი შვილის და მათი შვილიშვილის დედაა, ამ ქალს კრეს ხელი და არ მიიღეს რძლად. ამიტომ მეც ვკარი ხელი. შემიწყვიტეს ფულის მოცემა და გამიუქმეს ყველა ანგარიში ამიტომ, მე არ მითაკილებია ის რომ, მიუხედავად იმისა მაღალი ფენის წარმომადგენლის შვილი ვიყავი, ვმუშაობდი ბარში მიმტანად ლექციების შემდეგ. თავი არ დამიზოგავს, არასოდეს გავრიდებივარ მძიმე სამუშაოსაც კი. დღე ვსწავლობდი და ღამე ვმუშაობდი. უფრო მეტ წილს ღამის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ძალიან რთული იყო ცხოვრების ასეთი გრაფიკი, მითუმეტეს როცა სწავლობ. ჩემი ბიზნესი რაც მაქვს ის ყველაფერი ცარიელი კუჭით და ხელებში 100$-ით დავიწყე. აქამდე მოვედი. ძნელი იყო შვილო, ძალიან ძნელი იყო ის წლები. შენს წინ ცხოვრებისგან დაღლილი მამა დგას მაგრამ, სუფთა სულით და კეთილი გულით. ეს გული კი დღემდე შენს სიყვარულს ატარებს, მხოლოდ შენს სიყვარულს. შენ ხარ ერთადერთი ქალი ჩემს ცხოვრებაში, ჩემი პატარა ქალბატონი. ეხლა მაინც ვიცხოვროთ ბედნიერად იმ მამა-შვილური სიყვარულით რაც ორივეს ჩვენგანს გვაკლია!
თვითეული სიტყვა გულს მოედო და შიგ გულში შეაღწია. ჩუმად ვტიროდი, თურმე რა საყვარელი მამა მყოლია, რა ნატანჯი და ცხოვრებისგან ნაწამები. შემზიზღდა ჩემი თავი რომ ვორჭოფობდი მენახა თუ არა.
---ერთ წუთსაც არ ვინანებ დღეს, ამ საღამოს რომ მე ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე მა!- ვუთხარი და მის გულში ჩავრგე თავი. ვტიროდი და ცრემლებით დაუსველე კოცნასთან ერთად გულის მხარე.
---როგორ იტანჯა თურმე ამ გულმა. ასე რატომ გაგწირა უფალმა. მე შენთან ვარ, დღეიდან აღარასოდეს აღარ დავშორდებით ერთმანეთს. ხომ მპირდები რომ აღარ მიმატოვებ?
---კი ჩემო გოგო საკმარისია ცრემლი, გლოვა და დარდი. ხვალიდან ახალი ცხოვრება იწყება, ახლა წამოდი და დავიძინოთ. დილას მე კომპანიაში წავალ და მერე რომ მოვალ დედას საფლავზე გავიდეთ!
---მე ასე ვარ წამოსული, დილას გუგა გამიყვანს სახლში!
---ასე რამ წამოგიყვანა!-გაეცინა მამას და ჩემს პიჟამოებსა და ფუმფულმა ჩუსტებს.
---ეს ისე უცაბედი გადაწყვეტილება იყო არც მიფიქრია ტანსაცმელის ძებნა და სარკესთან ტრიალით კიდე საათების დახარჯვა. ანდა ვის ვეპრაჭებოდი, არც არავის. ვისაც უყვარვარ ასეთ პიჟამოებშიც კარგად მიმიღებს!- ვუყურებდი და ჩემი სახის დანახვისას სიცილს ვერ ვიკავებდი,
---მართალი ხარ. გუგას დავურეკავ, გავიგებ სად იქნებით და იქ მოვალ მეც. წამოდი ახლა, ადექი ჰე დავიძინოთ ჩქარა. აღარ ჩავდებ შეშას!- წამოდექით, ბუხარი დაკეტა შემდეგ საყვარელი ადამიანის ფოტოს ხელი გადაუსვა თითქოს და მოეფერა, რაღაც უჩურჩულა, მე მომიბრუნდა ხელი შემომხვია და წავედით საძინებლისკენ წყნარი და ჩუმი ნაბიჯებით. კიბის თავში კიდევ მიუხედა სურათს და საძინებლის კართან მივიდა.
---ცალკე დაწვები თუ ერთად დავიძინოთ?-შემეკითხა დიდი მორიდებით.
---ამ საღამოს შენთან დავიძინებ. ცუდი წოლა ვიცი და თუ შეგაწუხებ მეტს აღარ გთხოვ!- გადავიკისკისე გულიანად ბოლოში რამაც მამას ღიმილი სახეზე შეაყინა.
--ღმერთო ჩემო ახლა სულ დედაშენს გავხარ ჟანეტ!
---გამიხარდება თუ დედასავით მტკიცე ვიქნები ხასიათით!
---ეჭვიც არ მეპარება. აი იმ კარებში ძინავს გუგას და კაკის, დილით ძებნა რომ არ დაუწყო. ხო მართლა დილით ჩემი მზარეული მოვა და საუზმის გარეშე არ წახვიდე თორემ ძალიან მაწყენინებ გესმის?
---დილას არ ......!არ მაცადა სიტყვის თქმა რომ ისევ თავად მითხრა;
---ვიცი რომ დილით არ მიირთმევ არაფერს მაგრამ, ეხლა ამ მავნე ჩვევებს მოიშლი და დილაობით საუზმის გარეშე გარეთ ვერ გახვალ!- მკაცრად მითხრა და საბანი გადაწია და მანიშნა შეძვერი საბანშიო. მაგრამ მე ადგილიდან არ გავნძრეულვარ, რამაც ძალიან გააკვირვა.
---რა ხდება, რატომ არ წვები გადაიფიქრე?
---არა!- გამეცინა. -ჯერ შენ დაწექი გაათბე ცოტა ეს მხარე და მე მერე გამთბარში დავწვები!- ამ ეშმაკობამ ძალიან გაამხიარულა მამა და გულიანად გადაიხარხარა.
---აი საწოლი ისეთი თბილია შენც კი გაგიკვირდება. ეხლა ეს რომ ყინულივით ცივი იყოს შენ გეტყოდი დაწექითქო და დაგაწვენდი პირველი? ნახე რა მაქვს დაგებული? მიდი ნახე! - მე მიუახლოვდი და ვნახე დენის გამათბობელი ლეიბი ქონდა საწოლში დაგებული რამაც ძალიან გამახარსა და ისე თბილად ჩავწექი არც საბნის ამოკეცვა დამჭირვებია რომ კომბოსტოსავით გავხვეულიყავი.--მა დაბერდი ეს რომ გჭირდება? შევეკითხე სიცილით.
---შენი მამა 44 წლისაა, ჯერ არ დაბერებულა მაგრამ უვლის და უფრთხილდება თავს რადგან დიდი ხანი უნდა შენს გვერდით რომ იყოს! -ახლოს მივიწიე და მის ძლიერ მკლავებში მოქცეულმა გემრიელად და მშვიდად დავიძინე.
ბ.ნოდარი.
მოულოდნელი სიხარული მქონდა ამ საღამოს. ჩემი შვილი, ჩემი ჟანეტი ჩემთან იყო. მე შემეძლო მისი მოფერება და ჩახუტება. ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან ჭკვიანი და წინდახედული გოგონაა და თან ეშმაკიც. ღმერთო ჩემო რომ გაიცინა როგორ გავს დედას. რომ გაიცინა და შევხედე მომენტალურად თვალებში დამიბნელდა. ასეთ მსგავსება ღმერთო. ლიკა ზუსტად 18 წლის იყო რომ გავიცანი. ჟანეტი დედის ასლი იყო, მისი მოხვრა მოხვრა, მანერები, რომ დავწექით და ჩამეხუტა უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ამდენი დარდიანი და სევდიანი წლების შემდეგ პირველად დამეძინა სიზმრის გარეშე. არ ვინძრეოდი არ მინდოდა შემეწუხებიდა და მისი ძილი დამეფრთხო. მეც ჩამეძინა მაგრამ, უცებ შეშფოთებულს გამომეღვიძა და გული სიხარულისგან ამიფართხალდა ჟანეტის ჩემს მკერდზე რომ ედო თავი და მშვიდად ფშვინავდა. ძალიან მალე დამათენდა თავზე და ფრთხილად წამოვდექი.თავი მოვიწესრიგე, ჩავიცვი შუბლზე ვაკოცე ჩემს გოგოს და საძინებელი უჩუმრად დავტოვე.
---დილა მშვიდობის გულიკო!
--დილა მშვიდობის ნოდარ. გუგა აქ არის? რა დროს მოვიდა?
---გვიან მოვიდნენ და რომ გითხრა არ დაიჯერებ წუხელ რა მოხდა!
---რა მოხდა, ხო მშვიდობაა?- შეშფოთებულმა მკითხა გულიკომ და საუზმის მზადებას თავი მიანება.
---იცი? ჩემი ჟანეტი მოვიდა წუხელ გულიკო. ის სულ მთლად დედამისს გავს, სულ მისი ასლია. ზუსტად მისი კისკისი აქვს. ზუსტად მისი ასაკის იყო რომ გავიცანი!
---მართლა? ეხლა სადაა ძინავს?
---ხო ძინავს და იცი სად? ჩემს საწოლში, ჩემთან ეძინა წუხელ ჩახუტებულს!
---როგორ გამახარე ნოდარ, როგორც იქნა გვეღირსა მშვიდი ცხოვრება!
---როგორ ფიქრობ გულიკო კარგი მამა ვიქნები?
---არაჩვეულებრივი, ეჭვიც კი არ მეპარება!
---საუზმე გაუმზადე ბავშვებს რომ ადგებიან, კაკიც აქაა. ისე არ გაუშვა მერე დავრეკავ და გავიგებ სად იქნებიან და დედის საფლავზე უნდა გავიყვანო დღეს. ერთად მივაკითხავთ ჩემს ლიკაკოს!
დილით რომ გავიღვიძე ვნახე რომ მარტო ვიწექი და შემეშინდა. ავდექი და დაუფიქრებლად მივედი გუგას საძინებელთან.შიგ შევიჭყიტე და ერთად იწვენ საკმაოდ დიდ ტახტზე. ჩუმად და ფრთხილად ავძვერი ზედ და შუაში ჩაუწექი ბიჭებს, ისე რომ არ გავაღვიძე არცერთი. 11 საათი იყო გუგა რომ შეიშმუშნა და ტკიპასავეთ ვიყავი აკრული მასზე. წამოყო თავი და კაკის გადახედა, კაკი კი გუგას უყურებდა.
---ეს როდის მოვიდა აქ!- ეკითხებოდნენ ერთმანეთს. მეძინა მაგრამ მესმოდა მათი გაკვირვებული ჩურჩული. გუგა მაიმუნობის ხასიათზე მოვიდა და წვალება დამიწყო ამიტომ ერთი კარგად მოვიქნიე ხელი და ვუთავაზე გუგას, შემდეგ გადავბრუნდი და კაკის მივეწებე. კაკიმ მომხვია თბილად ხელები და გუგას ჯერ გაუცინა და შემდეგ შეუღრინა.
---გეკუთნოდა ახლა ეს დილა მშვიდობისა. ხელი არ გადმოწიო აქეთ თორე ძმობას გეფიცები მასე შიშველი გაგსვამ აივანზე ამ შუა მარტში!
---რა ბედნიერი ღამე ქონდა წუხელ არა?
---გუგა იცი რომ ეს გოგო მაოცებს ძალიან? ვშიშობ ზედმეტად მიმდობია და ზედმეტად თბილი და ყველაზე მეტად არ დაიჩაგროს!
---ამაზე მეტი რა უნდა დაიჩაგროს კაკი 18 წელი არ იცოდა მამა თუ ყავდა და რა მამა მერე. ძალიან მიყვარს ძია ნოდარი. მაგარი კაცია, ჩვენი ჭკუისაა რა ესმის ჩვენი!
---რა არ გასვენებთ, რატო არ მაცლით ძილს გგონიათ ჩუმად ჩურჩულებთ? ავბუზღუნდი მე კაკის მკლავებში.
---შენ ის თქვი უკეთესია აქ როდის შემოძვერი ისე რომ ვერცერთმა ვერ გავიგეთ!- შემეკითხა გუგამ.
--რომ გავიღვიძე მარტო ვიყავი და შემეშინდა. შემოვედი და შემოვწექი. ისე გარეთ რომ გაგსვათ ადამიანმა ვერაფერს ვერ გაიგებთ თქვენ ორნი!- ავკისკისდი მე და ჩემი კისკისი გუგას აგიჟებდა.
---არ ავდგეთ? კვირაა დღეს და ლილუ უნდა მოვიდეს შენთან და ცოდვაა გარეთ მოუწევს ყურყუტი!
---ლილუ?- კაკიმ თავი წამოყო რამაც მე და გუგამ გემრიელი გადახარხარება მოყვა მის საქციელს.
---ორივე დაუნები ხართ თქვენ და იმიტომ უგებთ ერთმანეთს!- აბუზღუნდა და წამოდგა.
ჩვენი ხარხარი დაბლა პირველ სართულზე ჩადიოდა რამაც გული გაუთბო მამას რომელმაც იმ წუთში შემოვიდა სახლში.,,ბ ნოდარი''. გული ვერ დაუდევი მუშაობას და ადრე წამოვედი სახლში. გამიხარდა გუგას მანქანა ეზოში რომ დამხვდა და არ იყო წასული. გავაღე კარი და გულს მოხვდა მაღლიდან ჩამოსული ხმამაღალი სიცილი.
---ესენი კიდე არ ამდგარან?- ღიმილით შევეკითხე გულიკო .
---არა მაგრამ ეტყობათ კარგ ხასიათზე არიან!
---წავალ ვნახავ რა დღეში არიან!- ჩანთა იქვე დავდე და საძინებლისაკენ წავედი. შევაღო ჩემი საძინებლის კარები და საწოლი ცარიელი დახვდა. ჩამეღიმა და უსიტყვოდ წავედი გუგას საძინებლისკენ.
---სად დაგტოვე და სად ხარ! -კარები შევაღე გაღიმებულმა.
---უიიი რომელი საათია მოხვედი უკვე?-გაუკვირდა ჩემი ადრე დაბრუნება
---მოვედი, მოვედი. აბა რაზე იცინით ასე გემრიელად? ეზოში ისმოდა თქვენი ხმა!
---აგერ ჩვენს ბიჭს ნამეტანი ჩქარ-ჩქარა დაეწყო გულის ცემა, რომელიც ტახიკარდიაში გადადის და მერე ვეღარ აკონტროლებს გულის ცემას და კიარ უცემს ბაგი-ბუგობს მისი გულის პარკუჭები!
---ვერაფერი ვერ გავიგე მაინც და ადექით, საუზმე სადილად გადაიქცა! ჟანეტი უცებ წამოვხტა ფეხზე და ჩახუტებულები ჩავედით დაბლა სამზარეულოში.
---გულიკო ნახე ვინ მოგიყვანე, აი ჩემი ხატება გოგო გაგაცნო. ჩემი ჟანეტი!- სამზარეულოში ასე მიხუტებული შემიყვანა და სანდომიანი სახის მქონე ქალბატონს წარუდგინა ჩემი თავი
----მართლა ხატება ხარ შვილო. დედას ასლი ხარ, მისი ცოცხალი ფოტო. მას დაემსგავსე ხასიათით და სიწმინდით. ბედნიერი ხარ რომ ასეთი ადამიანების შვილად გაჩნდი. გილოცავ მამის პოვნას, ბედნიერი დღეები არ დაგლეოდეთ სიხარულო!
---მადლობა გულიკო ბებო!- თბილად ჩავეხუტე და პუტკუნა ლოყებზე მოვეფერე.
---ხედავ როგორ ახმაურდა გულიკო სახლი და სულ სხვა ხიბლი აქვს აქაურობას?
---დღეიდან სულ ასე იქნება მამა, აღარ იყო მოწყენილი ხო?- ჩავეხუტე და მოვეფერე მამას.
---რა ტკიპასავეთ ეკვრები ყველას გოგო! -დამცინა გუგამ.
---ასე გინდა მთელი დღე რომ იყო? გუგას კაკი აყვა. უცებ გამახსენდა სახლის გასაღები და თავში შემოვიცხე ხელები, რამაც ყველას გაოცება გამოიწვია.
----ეეეე ვაიმეეეეე!
---რა მოხდა!ყველამ მომაჩერდა.
---სახლის გასაღები არ წამომიღია!
---ისე უცებ გამოვარდი.
---სადღა გახსოვდა გასაღები, მე წამოვიღე და ნუ ჩაიქციე სისხლი მაგ შტერ თავში, ისედაც არ გასხამს ტვინი!
---როგორ მინდა ეხლა ვიღაცას სიფათში რო ვლეწო?
---რა ქნა? -შემომიბრუნდა უცებ გუგა.- ეხლავეს ჩამოგიქროლებ არწივივით და ჯერ აგაპწიალებ ჰაერში და მერე ჩაგინისკარტებ ჟანეტ ! ამათ კინკლაობას კი მე და გულიკო ღიმილით უსმენდით.
---თქვენ ასე აღიზიანებთ ერთმანეთს?- ვკითხე ჟანეტს..
---უსულ-გულოს და უსაქციელოს რა უნდა მოთხოვო, ამიტომ არც ღირს გამოლაპარაკებად და ნერვების მოსაშლელად!
---უგულო ვარ? მომეცით დანა. ამ გულს ამოვიგლიჯავ ახლა და დაგანახებ როგორ ფართხალებს!- გუგას ხუმრობას ერთობლივი ხარხარი მოყვა და სახლი უფრო ახმაურდა. დიდი ხანია ასეთი ხმაური არ ყოფილა ამ სახლში, ან საერთოდ ყოფილა? ამ სახლის კედლებს ,,სევდის ბუდე'' უფრო ერქვა, ვიდრე სიგიჟის ნავსაყუდელი. .სახლში სამმა აყლაყმა შემოაბიჯა არხეინად.
---უჩვენოდ აქ რა ხდება თქვე უნამუსოებო. თქვენ ორის გამოკლებით! -მოგვათითა მე და გულიკოს დათომ.
,,ჟანეტი''.
ვხუმრობდით სახლში ბიჭები რომ შემოვიდნენ.
--რატო მოხვედი, რა გინდა!- შეეკითხა რეზის გუგა.
---კარგი ხედია აქ, სუფთა ჰაერი და ვიფიქრე მზის ამოსვლას ერთად შევხვდებით აივანზეთქო საყვარელო!
---აუშვი ეხლა ოფოფები და დაიწყე შენებურები!- შეუღრინა გუგამ.
---ვერ გავძელი უშენოდ ხომ ხედავ? ისე მწყურიხარ უნდა დაგლიო და ერთიანად შეგისრუტო. წავალ საწოლს გავათბობ და არ დააგვიანო საყვარელოოო!
---ვინ გითხრა აქ რომ ვიყავი შენი პი...ი დედას რომ შე...ი მე!- გაბრაზდა გუგა.
---აი რატომ ბრაზდები ეხლა ესეთი გაბრაზებული უფრო მიმზიდველი ხარ და უფრო მაგიჟებ. მე შენ ერთ დღეს მოგიპარავ და დაგმალავ გულის სიღრმეში. შენც ხომ ეს გინდა ჩემო კნუტო?
---ვაიმეეე კნუტოოოო!- სულს ვეღარ ვითქვამდი სიცილისგან და ცრემლები მდიოდა თვალებიდან. ღმერთო ნუ მაწყენ ნურაფერ, თან გულში ვამბობდი ჩუმად. გუგა უცებ წამოხტა და რეზის გაეკიდა. რეზი დარბოდა სახლში და თან ყვიროდა'
--ძია ნოდარ მკვლელობა მოხდება, უთხარი გაჩერდეს. ვსო, ვსო დამთავრდა! დაღლილი და აქლოშინებული შემოვიდა გუგა სამზარეულოში და კაკის გადახედა ეშმაკურად.
---შენ მანდ რომ დამდგარხარ და სისხლის დუღილი დაგეწყო იცი დღეს რა დღეა? შეეკითხა კაკის წარბის აწევით.
---რა დღეა მე რა ვიცი, მითხარი და მეცოდინება!
---პიტალო... ლილუს დაბადების დღეა!- უთხრა და მე თვალი ჩამიკრა.
----ღადაობ ხო?- ფერი დაეკარგა კაკის.
---დაიცა,დაიცა აქ რა ხდება. რამე გამოვტოვეთ და არ ვიცით რამე?
---შენ უაზრობებისთვის გცალია მარტო. ბევრი რამე გამოტოვე ხო და ეხლა საჩუქრის საყიდლად გავარდით. მე ჩემთვის უნდა ვიყიდო და არ შემოგიზიარებთ არცერთს!
---დედა მე არ მყავს, მამა მე არ მყავს, ცოლი მე არ მყავს და სადა მაქვს ფული შე ჩე...ა. ფულის წვიმა რომ მოდიოდეს მე ნისიების რვეული დამეცემა თავში!- აყვირდა დათო რამაც ისევ აახმაურა სახლი და ააზანზარა. ამ სიცილში სახლში დამატყვევებლად ულამაზესი გოგო შემოვიდა ბებოს ძახილით.
---სამზარეულოში ვარ ბებო მოდი!
---გამარჯობათ!- საერთოდ მოგვეცალმა ყველას. გულიკო ბებო გადაკოცნა და შემდეგ მამას ჩაეხუტა და მოეფერა ლოყებზე. თმები ქონდა გაშლილი და ძალიან უხდებოდა.
---ძია ნოდარ თხას აუშვია და სახლში შემოვიდა!- თქვა გუგამ სიცილით.
---ძია ნოდარ ეს დაუნი ვინ არის?- შეეკითხა მამას სერიოზულად გოგონა მამას. მაგრამ ვინ აცადა პასუხის გაგება გუგა რომ წამოვარდა ფეხზე.
---დაუნი ვარ ხო? ხოდა დაუნებს ჭკუა არ ეკითხებათ!- უთხრა მივიდა ფეხებში სტაცა ხელი და მხარზე გადაკიდებული გაიყვანა გარეთ.
---ბებო უთხარი დამსვას ამ ცხოველმა. სად მიგყავარ ნადირო, ტყიდან გამოქცეულო, უაზრო არსებავ, ბანჯგვლიანო დათვო!
---ნუ წიკვინებ დღეიდან გეცოდინება ვის, როგორ უნდა მიმართო ქსენია და გადაუძახა აუზში ამ მარტის ცივ ამინდში.
---რა ქენი გუგააა. -გარეთ გავვარდი მე ძახილით და შეშფოთებული დავადექი აუზსს თავზე.
--შენ კარგად ხარ? ცურვა არ იცისო გულიკო ბებომ და შეწუხდა სახლში საწყალი ქალი. დროზე ეხლა და უშველე!- ამის თქმა და გუგას კმაყოფილი სახე საშინლად შეიცვალა და არც დაფიქრებულა ისე გადაეშვა. გოგონა კი ამოვიდა მისით და მითხრა.
-- ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს! -ხელი გამომიწოდა, გუგამ კი შეშინებულმა ამოყო თავი წყლიდან და ორივე აუზის თავზე რომ დაგვინახა სიბრაზისაგან რომ მოგვწდომოდა დაუფიქრებლად ჩაგვახრჩობდა ორივეს.
---რა გიქნა ბებო! -შეშფოთებული შემოხვდა გზაში გულიკო ბებო.
---ასე მალე რატომ გამომეკიდე ბებო, იქნებ და რამეს მიშვებოდა არ უნდა გამომყოლოდი? უსაყვედურა გოგონამ ბებოს.
---ღმერთო ჩემო, ჩუმად რას ამბობ გოგო. სრულ ჭკუაზე ხარ? რაც მოგადგება ენაზე ყველაფერი უნდა თქვა? ადი მაღლა და გამოიცვალე. სიცხეს მოგცემს და გუგას დავაჯენ შენს საწოლთან, შენს მოსავლელად!- გოგონა თვალებგაფართოებული შებრუნდა ბებოსკენ და უთხრა.
---როდის იყოს მგელს ცხვარს აბარებდნენ მოსავლელად!
---ვაიმე ცუდად ვარ!- ხმამაღლა იცინოდნენ ბიჭები.
---ღმერთო ჩემო ნოდარ ამ სულელებს კიდე სულელის მომატება უნდოდა? -შეწუხებული აწუწუნდა გულიკო ბებო. მამას ამდენი არ ეცინა წლებია და ბედნიერებას ასხივებდა მისი სახე.
---სად არიან! შემოვარდა სახლში გაწუწული გუგა.
---რა გჭირს შე ჩე..ა,შენ ჩააგდე აუზში თუ მან ჩაგაგდო! კითხა ნიკამ.
---მოვკლავ ორივეს დავაწყობ ერთმანეთზე!- სიბრაზისგან აწითლებულიაუყვა კიბეებს, როდესაც უკნიდან ღიმილიანი, უფრო სწორად ღიმილ-შეპარული ხმა მოესმა.



№1 სტუმარი tasaa

Vaimee ramdenii vixalisee cudat varr aii zaan magarii xar da istoria ki sheudarebelii abaa sheen iciii didxans ar gvalodino veli shemdeg tavs warmatebebiii.

 


№2  offline მოდერი zia-maria

tasaa
Vaimee ramdenii vixalisee cudat varr aii zaan magarii xar da istoria ki sheudarebelii abaa sheen iciii didxans ar gvalodino veli shemdeg tavs warmatebebiii.

მადლობა საყვარელო,გაიხარე.

 


№3  offline წევრი isterichka123

ვაუ დზალიან მაგარი ტავია კარგი გამოგივიდა სიყვარუილიტ სავსე ასე გაგრდზეწლე

 


№4  offline მოდერი zia-maria

isterichka123
ვაუ დზალიან მაგარი ტავია კარგი გამოგივიდა სიყვარუილიტ სავსე ასე გაგრდზეწლე

დიდი მადლობა,მახარებთ ძალიან.

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra sasiamovno tavi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent