შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [7]


27-05-2016, 22:55
ავტორი N7
ნანახია 3 163

7
გამოცდები მოახლოვდნენ და დაქალების მიმართ ნერვიულობა შეიცვალა გამოცდებამდელი ნერვიულობით. ბოლო დროს ძალიან ჩამორჩა მასალას; ჯერ მარიამის ამბები, შემდეგ იდუმალი სანდრო და ყველაფერი აერია. და, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რამდენიმე დღე გადაბმულად მოუწია ღამის გათეთრება. გამოცდები ის ერთადერთი დროის მონაკვეთი იყო, როცა წიგნებში ჩაფლული თიკა არ ინტერესდებოდა არაფრით, თუნდაც ატომური აფეთქების მოლოდინი ყოფილიყო. რამდენი ხანი გადაბმულად არ ეწვიმა და არც მას ჰყავდა ნანახი სანდრო. თითქოს ენატრებოდა, მაგრამ მხოლოდ გამთენიისას, როცა ერთი ან, უკეთეს შემთხვევაში, ორი საათით ჩასთვლემდა ხოლმე, ამ პერიოდის წინ. მონატრებაც ძალიან ხანმოკლე იყო, რადგან, ჩვეულებრივ, დაღლილ გოგოს რამდენიმე წამი სჭირდებოდა, რომ გადაშვებულიყო ღრმა ძილში. ასე და ამგვარად, მთელი ერთი კვირა უწევდა ამ ჭირის ატანა და უკვე აკანკალებდა კიდეც, ოთხ კედელს რომ ვერ შორდებოდა და არათუ სანდროს, არამედ მეგობრებს ვერ ხედავდა. უბრალოდ, უნივერსიტეტის დამთავრების ციებ–ცხელება და სურვილი იმდენად დიდი იყო, აქ ვერ გარისკავდა დათმობით, მითუმეტეს კი მაშინ, როცა თექვსმეტი წელი წიგნიდან თავაუღებლად გაუტალევია, ყოველგვარი ბიჭებისა და წვეულებების გარეშე.
მარიამთან და გეგასთან თავდაპირველი პერიოდი ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ბარიერი, რომელიც დაშორებისას წარმოიქმნა, ჯერაც ბოლომდე ვერ გადაელახათ. ეს ძალიან ორდინალური მოვლენა იყო, ამიტომ ვერავის გაგაკვირვებთ, მაგრამ მეტად არაორდინალური აღმოჩნდა ის, რომ შერიგებიდან მეხუთე დღეს ქერა, წიკვინა ქალი მათი სახლის კართან აისვეტა. ჩვეულებრივ, მართლაც მაგარი ქალი იყო. გეგასთვის საკმაოდ დიდი, მაგრამ არაფერი ეტყობოდა მის მოვლილ სახესა და შენარჩუნებულ ფორმებს. მაგრამ, ვამუქებ, არც მასეთი ხანშიშესული იყო, რომ სახეზე ნაოჭები და ტანზე ცხიმგროვები გამოსვლოდა.
– ესეიგი, შენ ხარ ის ბო*ი, გეგამ რომ გამცვალა, ხო? – მკვეთრად გამოყვანილი წარბები ზემოთ აზიდა, ხელები სავსე მკერდთან გადაიჯვარედინა და ზუსტად ისე შეეკითხა, როგორც ბრაზილიურ ფილმებშია ხოლმე.
ძალიან შეშინდა მარიამი, მუხლებიც კი აუკანკალდა, მაგრამ, როგორც მიხვდა სხეულის კონტროლს კარგავდა, მაშინვე შემოუძახა თავს და დაიბრუნა სამფლობელო. ამაყად ასწია თავი ზემოთ და უპასუხა:
– საერთოდ, როგორ ბედავ აქ მოსვლას?! ნამუსი ხომ არ გეყო საიმისოდ, რომ ცოლიან კაცს არ აკიდებოდი და ახლა მის სახლში მოდიხარ და მისსავე ცოლს უწყებ გარჩევას? – ირონიულად ჩაიღიმა, – როგორც მოხვედი – ისე წადი, სანამ შეგიძლია! – დაასრულა ცივად და კარი დაკეტა.
მაშინვე, როგორც კარი საიმედოდ ჩარაზა, ტელეფონი ამოიღო და გეგას დაურეკა.
– მიშველე... – ამოიჩურჩულა და კართან ჩაიკეცა.
საზარელი ქალი არ წყვეტდა კაკუნს და მისი დახშული კივილნარევი მუქარაც დროდადრო ჩაესმოდა, მაგრამ მისი ქვითინი ყველაფერს ფარავდა. თითქოს შეჰპირდა ღმერთი – მეტ განსაცდელს აღარ მოგივლენო – და მაინც არ ააშორა. ამაზე მეტი განსაცდელი რაღა უნდა შეხვედროდა, ქმრის ყოფილი საყვარელი მოიძურწა მის სახლში და აქეთ უკიოდა: „შენში რატომ გამცვალა შენმა ქმარმაო?!“. ამაზე ირონიული და მტკივნეული მხოლოდ გეგას წასვლა იყო მის ცხოვრებაში და, როცა ესეც გადალახა, აღარ ეგონა, კიდევ ერთხელ თუ მოუწევდა მსგავსი ტკივილის ატანა.
მთელი დღე დასდევდა გეგა, ამშვიდებდა, ანუგეშებდა, ბოდიშებს უხდიდა და ჰპირდებოდა, რომ იგივეს გამეორებას აღარ დაუშვებდა, მაგრამ ისეთ აფექტში იყო ქალი, ვერ ახერხებდა ქმრის სიტყვებზე კონცენტრირებას. ტკიოდა, შიგნიდან რაღაც ღრღნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეგონა, მისმა მთლიანმა „მეობამ“ აპატია გეგას, ახლაღა იჩინა თავი იმ პატარა ნაწილმა, რომელსაც ჯერაც ვერ ეპატიებინა. ეს ქალი უკვე მერამდენედ რევდა ძლივს დალაგებულს...
ანასთან სიახლეები აღინიშნებოდა. მის ლოყებსაც ხშირად შეხვდებოდით აფაკლულს და თმას – აჩეჩილს. სული მუდამ აფორიაქებული ჰქონდა, მასში სიყვარული ასე ბობოქრობდა. თუმცა ჯერ არავინ იცოდა ამის შესახებ... თუმცა კი, ვის რა უნდა სცოდნოდა, როცა ჯერ თავად ვერ ახერხებდა დალაგებას?!
ლინდასთან ყველაფერი ისე იყო, როგორც თიკასთან, ერთი პატარა განსხვავებით – ლინდას გამოცდები დიდად ვერ აშინებდნენ და არც ღამეებს უტოლებდა დღეებს. კლუბებშიც ირთობდა თავს და დროდადრო მარიამიც გამოჰყავდა ხალხში.
აი, ნატასთან კი ინტრიგების მთელი სერია აიწია. ნატა ერთ სამეგობროში ვერასდროს ჩერდებოდა და მუდამ მრავალ წრეში ტრიალებდა, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, არ იფიქროთ, რომ როდესმე გაეყიდოს გოგოები... მათთან ყველაზე თბილი და კეთილი ნაწილი იჩენდა თავს, ხოლო სხვებთან ყველაზე ინტრიგანი გოგო იყო, მთელს მსოფლიოში.
უნივერსიტეტში მესამე კურსზე იყო ნატა და პოპულარობის მწვერვალზე – თითოეულ უნივერსიტეტში, თითოეული კურსის სტუდენტისთვის. ასეთი იყო, რომ არა პოპულარობა, მის ფილტვებს ჟანგბადი დააკლდებოდა და მოკვდებოდა. ასე, რამდენიმე წამში. ერთ დღესაც, ერთფეროვნებით დაღლილმა მოიფიქრა, რომ ინტრიგით კვლავ შეეძლო გართობა და უნდა დაელაგებინა ყველაფერი გონებაში.
ბევრი არ უფიქრია, ტალახაძეებზე გაბრაზებულმა მათზე შურისძიება განიზრახა. თუმცა, კიდევ ერთი შენიშვნა, არ იფიქროთ, რომ ნატა შურისმაძიებელთა რიცხვში გადიოდა. პირიქით, შეიძლება ითქვას, მასზე ადვილად იშვიათს თუ ავიწყდებოდა წყენა. მაგრამ და–ძმა ტალახაძეებისთვის ჯერაც ვერ ეპატიებინა ძმისგან – წვეულებაზე გადაგდება და დისგან – წვეულებისთვის შეძენილი ახალი კაბის შავი ღვინით დალაქვა, ისიც განზრახ. ტალახაძეები კი მართლაც იყვნენ შურისმაძიებლები, ჰოდა, ამოუჩხრიკეს ძველისძველი წყენა და ამაზე იძიეს შური. ნატას კი არ ახსოვდა, რომ მათთვისაც ეწყენინებინა, თორემ არასდროს დასთანხმდებოდა სიმპათიურ ტალახაძეს წვეულებაზე წასვლაზე, რადგან ყველა ხრიკი, ქალის თუ კაცის, ზეპირად იცოდა.
ხოდა, რას ვამბობდი... ადგა ნატა და და–ძმა ტალახაძე აჩხუბა. როგორ? – მაგას მეც ვერასდროს გავიგებ, მგონი, მაგრამ თუ ოდესმე გავიგე, აუცილებლად გაგიმხელთ. უბრალოდ, უნდა აღმენიშნა, რადგან ეს პირველი ინტრიგა არ ყოფილა, ისევე, როგორც არ იყო უკანასკნელი...

გამოცდების წარმატებამ, როგორც თიკასა და ლინდაზე, ასევე თითოეულ მეგობარზე იმოქმედა დადებითად. ახლა უკვე წარმატებული უნივერსიტეტდამთავრებულები იყვნენ, მაგისტრატურაც და ყველა წამება საბოლოოდ დაგვირგვინდებოდა საკუთარი შრომით მოპოვებული ხელფასის სიტკბოებით.
აღნიშნეს. რა თქმა უნდა, ამას ასეთი დასასრული ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ახლად იწყებოდა...
თიკას არ უნდოდა დალევა, იცოდა, რომ აუცილებლად ექნებოდა ცუდი ეფექტი, მაგრამ აიძულეს, როგორც ხდება ხოლმე. პირველი რამდენიმე ჭიქა შესავალი იყო ყველაფრის... „მარტინი“ ადვილად ჩადის და რთულად ედება ორგანიზმს, მაგრამ მისმა მიუჩვეველმა ორგანიზმმა ვერ გადაიტანა და მეხუთე ჭიქაზე იგრძნო, რომ უნდა გასცლოდა ამ ადგილს, დროებით მაინც, სანამ ხალხი ცეკვით იყო გართული და არავინ ფიქრობდა მასზე. საპირფარეშოსკენ არეული ნაბიჯებით წავიდა. დეკორაციული ნივთებისგან აჭრელებულ დერეფანს გაუყვა და საპირფარეშოს კარი სწრაფად შეაღო. ახლაღა მოაწვა გულისრევის შეგრძნება, როცა საშინელ სცენას წააწყდა... იქვე აღებინა, უბრალოდ, თავი ვერ შეიკავა. სასწრაფოდ მოიწმინდა პირი სალფეთქით და სანამ მოწესრიგებას მოასწრებდა, მანამ დააფრთხო წყვილი. სარკის წინ დადგა და ცივი წყლით ჯერ ხელები, შემდეგ კი სახე დაისველა. ძალიან ესიამოვნა სიცივე მის კანს. სარკეში თავის ანარეკლს მოჰკიდა თვალი და შეამჩნია, რომ დაღონებული სახე ჰქონდა. უბრალოდ, დაღლილობასა და სასმლის ეფექტს მიაწერა, მაგრამ, როგორც წამით დაფიქრდა, მაშინვე მიხვდა, მთავარი დამნაშავე რომ სანდრო იყო.
საპირფარეშოდან გულმოშვებული გამოვიდა. ახლა ჩუმად უნდა გასულიყო გარეთ და სახლში დაბრუნებულიყო, რომელიც საკმაოდ შორს იყო ბარიდან. იმედი დაიტოვა, რომ ტაქსი შეხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბარის საათის დიდი ისარი – ერთთან, ხოლო შედარებით მოკლე ოთხთან გაჩერებულიყო.
ხალხის ტალღა გადაჭრა და დატოვებული ნივთები აიღო. თხელი ქურთუკი ხელზე გადაიკიდა, ჩანთა კი მხარზე და გარეთ გამოვიდა. თბილი ტალღიდან ცივზე გადმოსვლა არც ძალიან ესიამოვნა როგორც მის სხეულს, ასევე ორგანიზმს. ისევ იგრძნო, როგორ დაეხვა თავბრუ და, რათა არ წაქცეულიყო, ბარის წინ ჩამოჯდა კიბეზე. ცოტა ხნით ასე იჯდა. ღებინების შეგრძნება კლავდა, მაგრამ ვერ აღებინებდა. ფიქრობდა და ახლა ყველაზე მძაფრად განიცდიდა სანდროს მონატრებას. ეს ბიჭი არსაიდან მოფრინდა მის ცხოვრებაში და იმედს იტოვებდა, ამ შემთხვევაში აღარ წაიღებდა ქარი თავისსავე მოტანილს, რადგან პირველად მოსწონდა ბიჭი ასე.
„– ტუჩს ნუ იკვნეტ... თორემ ერთხელ შენ თუ არა, სხვას შემოეჭმება!“ – გაახსენდა სანდროს სიტყვები და უნებურად გაეღიმა. ყველა ცუდი გრძნობა გაეფანტა და ეს იმ პატარა მოგონებამ განაპირობა, იმ პატარა ფრაზამ, სანდროს რომ უკავშირდებოდა. ესეიგი, მოწონება ცალმხრივი არ იყო, მაგრამ ეს სიახლოვე, სიშორეში გადაზრდილი, ანადგურებდა გამოუცდელ გოგოს.
ფეხზე წამოდგა. ის იყო ორიოდე კიბე უკან მოიტოვა, ზურგიდან ნაცნობი და იდუმალებით გაჟღენთილი, ასე სათუთად ქცეული ხმა შემოესმა.
– საით? – იყო კითხვა.
ბედნიერებისგან სახე გაებადრა და მუცელში სითბო ჩაეღვარა. ფეხები აუკანკალდა და გული გამალებით აუძგერდა. თვალები დახუჭა, არეული სახე წესრიგში მოიყვანა თვითკონტროლით და სანდროსკენ შებრუნდა.
– აქ რას აკეთებ? – პირველივე გულწრფელი კითხვა წამოროშა.
თუმცაღა, უნდოდა ეთქვა: „მადლობა, აქ რომ ხარო!“. მითუმეტეს კი მაშინ, როცა საათი აუწყებდა, რომ შუა ღამეს კარგად გადასცელოდა.
– მე სულ აქ ვარ, შენს უკან, – გაუღიმა ბიჭმა და მისკენ წავიდა.
ძალიან, ძალიან, ძალიან ცოტა აკლდა, რომ არ წაქცეულიყო. მისი სიახლოვე ცეცხლივით ედებოდა, ის კი ცვილის ფიგურად იქცეოდა უმალ. სანდრო მართლაც ცეცხლი იყო მასთან სიახლოვისას, მას კი უბრალოდ აღარ შეეძლო გაძლება... რაც უფრო ახლოს მოდიოდა ცეცხლი, მით მეტად ღვივდებოდა სურვილი და მისგან წარმოშობილი გრძნობა.

უფ, რა ვიცი, მომაწვა ფილოსოფიის საათი და დავიცალე ბოლომდე :დ ამ თავში ეს მომაბეზრებელი უდიალოგობა უნდა ყოფილიყო, აუცილებლად, ასე რომ, მომიტევეთ...
მიყვარხართ მე თქვენ, ძალიან.
მაბედნიერებთ და დღეს მილამაზებთ!



№1  offline წევრი Pepper

უფუფუფ რა თავი იყო <3
ძალიან მიხარია თიკას მეგობრებზე რომ წერ ცოტას ^^
სანდრო როგორ მოულოდნელად ჩნდება ხოლმე ^^
ძალიან ძალიან მომწონს სანდრო მისი იდუმალებით.
თიკაც ძალიან საყვარელია ^^
ამათი თუნდაც მცირე "მომენტები" მიყვარს მე ^^
იცი როგორ ვარ ხოლმე ამ ისტორიას რომ ვკითხულობ ?
არ მინდა დამთავრდეს :დ არ მინდა ბოლოში ჩავიდე ხოლმე. არასდროს მეყოფა ალბათ :დ საოცარი გოგო გვყავხარ შენ ^^ მაახალისებს და მაბედბიერებს შენი ისტორიები ^^
მოველი შემდეგ თავს როგორც ყოველთვის ^^
მეტი სანდრო და თიკა მინდა მერეეე ^^ <3
P.S gyvarob ^^ :D <3

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან პატარა თავებია ვერც ერთ წყვილზე ვერ ვიღებ კმაყოფილებას ბოლომდე "ღორი " ვარ მე ამ საკითხში სულ ბევრი მინდა და ცოტა გაზარდო იქნებ თავების მოცულობა ისე ყველაფერი მომწონს თან ძალიან ამ სანდროზე კიდე ვგიჟდები როგორ მოულოდნელად გამოჩნდება ხოლმე wink love

 


№3  offline წევრი N7

Pepper
უფუფუფ რა თავი იყო <3
ძალიან მიხარია თიკას მეგობრებზე რომ წერ ცოტას ^^
სანდრო როგორ მოულოდნელად ჩნდება ხოლმე ^^
ძალიან ძალიან მომწონს სანდრო მისი იდუმალებით.
თიკაც ძალიან საყვარელია ^^
ამათი თუნდაც მცირე "მომენტები" მიყვარს მე ^^
იცი როგორ ვარ ხოლმე ამ ისტორიას რომ ვკითხულობ ?
არ მინდა დამთავრდეს :დ არ მინდა ბოლოში ჩავიდე ხოლმე. არასდროს მეყოფა ალბათ :დ საოცარი გოგო გვყავხარ შენ ^^ მაახალისებს და მაბედბიერებს შენი ისტორიები ^^
მოველი შემდეგ თავს როგორც ყოველთვის ^^
მეტი სანდრო და თიკა მინდა მერეეე ^^ <3
P.S gyvarob ^^ :D <3

მეც გყვარობ! აღარც კი ვიცი, რა გითხრა, როგორ გადაგიხადო მადლობა, ასეთი თბილი რომ ხარ! love

sameone crazy girl
ძალიან პატარა თავებია ვერც ერთ წყვილზე ვერ ვიღებ კმაყოფილებას ბოლომდე "ღორი " ვარ მე ამ საკითხში სულ ბევრი მინდა და ცოტა გაზარდო იქნებ თავების მოცულობა ისე ყველაფერი მომწონს თან ძალიან ამ სანდროზე კიდე ვგიჟდები როგორ მოულოდნელად გამოჩნდება ხოლმე wink love

ვცდილობ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გავზარდო, მაგრამ არ გამომდის... ისე, ძალიანმიხარია, რომ მოგწონს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი Nikalaevnaa:D

კარგიააააა

 


№5  offline წევრი ketia

უდაოდ კარგია და დამაინტრიგებელია რომ ბოლომდე მარლა არცერთ პერსნაჟზე არ წერ და გთხოვ ცოთა განავრცე და ესეც ნუ გვალოდინებ :)

 


№6  offline წევრი ketia

რატო დაგვივიწყე.:) გელოდები და გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent