შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წავიდეს ყველა, მხოლოდ შენ დარჩი.. ♥ (თავი 1-2)


28-05-2016, 11:41
ავტორი tsn
ნანახია 2 365

......

გოგონა ფრთხილად შევიდა კომპანიის ეზოში, მანქანის სარკიდან მალევე შეამჩნია მეორე მანქანაც, ''ჩემი უფროსის ჯამბაზი შვილიკო'', გაიფიქრა გოგონამ და მანქანა იქ გააჩერა, სადაც ბიჭი გეგმავდა.. ირონიულად ჩაიცინა და გადავიდა.. ჯერ კიდევ ახსოვდა, როგორ გადაარჩევინა ათასობით გამოუსადეგარი საბუთი, როდესაც მამამისის შემცვლელად დარჩა, ერთად ერთი დღით.. მას მერე კი სამაგიეროს გადახდის საშუალება არ მიეცა... იცოდა, რომ რატის მამამისთან ასვლა ეჩქარებოდა, თუმცა თუ შეაყოვნებდა, არაფერიც არ მოხდებოდა.. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ალექსისი ლიფტისკენ, სწრაფადვე შევიდა შიგნით და სირბილით მომავალი რატი არ შეიმჩნია, ისევ ირონიულად გაუღიმა და სასურვრლ ღილაკს დააჭირა.. ალექსისმა იცოდა, რომ ეს ისე არ ჩაივლიდა და რატი რაიმეს ''გაუჩალიჩებდა'', მაგრამ ახლა მაინც კმაყოფილი იყო.. ლიფტიდან გასული უფროსის კაბინეტში შევიდა..
- გამარჯობა ბატონო ნიკა - სანდომიანად გაუღიმა გოგონამ..
- ოჰ, გამარჯობა ალექსის, - თბილადვე გაუღიმა კაცმა..
- ხომ იცით, რატომაც მოვედი?.. - იკითხა გოგონამ..
- რა თქმა უნდა ძვირფასო - ნიკას ყიველთვის შვილივით უყვარდა ალექსისი და სულ ესმოდა მისი. - ვიცი, რომ სამსახურს დიდ დროს უთმობ და ბეჯითად მუშაობ, ამიტომ გაგიშვებ შვებულებაში.. თანხა, როგორც წესი, ბარათზე დაგიჯდება.. ბედნიერ დასვენებას გისურვებ..
- გმადლობთ - გაუღიმა გახარებულმა გოგონამ..
- რას ამბობ შვილო.. რას აპირებ, საით გაემგზავრები?..
- თურქრთში, ჩემმა მამობილმა იქ ახალი სასტუმრო გახსნა, მხოლოდ ქართველებისთვის და იქ ვაპირებთ წასვლას..
- კარგია ძალიან..
- კარგით, დიდი მადლობა და დროებით.. თქვენც გემრიელ დასვენებას გისურვებთ - ხელი ჩამოართვა გოგონამ უფროსს და შებრუნდა.. სწორედ ახლა შეამჩნია კარს იქით დაყუდებული რატი, რომელიც საკმაოდ დაღლილიც ჩანდა და გაბრაზებულიც, მაგრამ ეს ნაკლებად ადარდებდა.. რატიმ ისე შეაბიჯა.ოთახში, თითქოს ალექსისი არც კი გადიოდა.. სულაც აღარ გაბრაზებულა ალექსისი, დადებითი განწყობით დატოვა ოფისი.. .


.......

- ეს რა დღე გამითენდა, შვილი ოფისში მესტუმრა - გაიხუმრა ნიკოლოზმა, როდესაც რატი დაინახა..
- როგორ ხარ მა?.. - ღიმილი მო8ეფინა ბიჭს სახეზე და სავარძელში ჩაჯდა..
- გადაღლილი - მხრები აიჩეჩა ნიკოლოზმა..
- გასაფრთხილებლად მოვედი, დასასვენებლად მივდივარ.. ლუკაც (დისშვილი) მიმყავს თან და რავიცი რა..
- სად მიდიხართ?..
- არ ვიცი, სადმე ზღვისპირას.. ისე მა, ალექსისმა რა გითხრა, სად მიდის?.. - იკითხა რატიმ..
- თურქეთში, ახალ სასტუმროს ვხსნით და იქ ვაპირებთ წასვლას, თანაც ზღვის პირასო.. - დაუფარავად უთხრა ნიკამ, რადგანაც ძალიან უნდოდა, რომ ეს ორი ერთმანეთისთვის დაეახლოვებინა.. - არ გინდა იქ წახვიდეთ?..
- რატომაც არა - უპასუხა რატიმ რამდენიმე წამის შემდეგ.. თანაც გაიფიქრა " "შესანიშნავი" შვებულება გექნება ალექსის".. ჩაიღიმა და მამამისის კაბინეტი დატოვა.. თვალებით ისევ გოგონას ეძებდა.. უნდოდა "მაიმუნობისთვის" სამაგიერო გადაეხადა, თუმცა უშედეგოდ.. ალექსისი დიდი ხნის წასული იყო..


.....

ალექსისი საცობებით გადავსებულ ქუჩებს ფრთხილად მიუყვებოდა.. არასოდეს ატარებდა მანქანას სწრაფად.. დიდი ხნის წინ მისი მშობლები, სწორედაც, რომ მანქანამ იმსხვერპლა.. ალექსისი მაშინ ათი წლის იყო.. საშინელი ავარიის დროს ორივე მშობელი ადგილზე დაეღუპა, თავად კი სასწაულებრივად გადარჩა.. ალექსისისთვის ეს გადარჩენა არ იყო, სწორედ მაშინ იჩინა თავი მისმა პრობლემამ, ტვინის სისხლ-ძარღვის ანევრიზმამ.. სისხლძარღვის კედელი დეფორმირებული და დათხელებულია, ნებისმიერ დროს შეიძლება სისხლის ნაკადს ვერ გაუძლოს და გასკდეს.. ფაქტობრივად, ჯერ კიდევ ასამოქმედებელი ''ნაღმით'' დადის.. ავარიის შემდეგ გოგონა მამამისის მეგობარმა იშვილა და უკვე თერთმეტი წელია ზრდის.. მთელი ამ ხნის განმავლობაში გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.. ეს მხოლოდ სწორი მკურნალობის და მონდომების ბრალი იყო, ალექსისის დედობილისა და მამობილის მონდომების.. თავიდან არც კი ესმოდა ეს რა იყო, თუმცა, ახლა, როდესაც უკვე ხვდება რა სჭირს, დიდად აღარ ღელავს.. რიგორც ყველა ადამიანი, ისიც სიკვდილის მოლოდინით ცხოვრობს, თუმცა შეეგუა, რომ ის მისთვის ნებისმიერ დღეს შეიძლება მოვიდეს.. ოპერაციის გაკეთებაც შესთავაზეს, მაგრამ ტვინის იმ უბანზე, სადაც მისი ანევრიზმა მდებარეობს, ძალიან საშიშია ქირურგიული ჩარევა, თანაც გოგონას სუსტი გული აქვს.. ან გაიღვიძებს და კარგად იქნება, ან "სამუდამო ძილით" დაიძინებს.. მას კი ექსპერიმენტები არ სჭირდება, ამიტომ უარი განაცხადა.. არც არავინ დააძალა, რადგანაც, ყველას ესმოდა მოსალოდნელი რისკი.. ალექსისი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და ძალიან აღიზიანებდა, როდესაც მას, ანევრიზმის გამო, ზედმეტ ყურადღებას აქცევდნენ.. ცოტა ხნის წინ კი, საერთოდაც შეწყვიტა მკურნალობა.. უბრალოდ მობეზრდა ყოველივე.. იცხოვრებს იმდენ ხანს, რამდენსაც ღმერთი მისცემს.. მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს დაატარებს თან, რადგანაც, ზოგჯერ თავი საშინლად სტკივა, ყველაფერიც ძალიან უჭირს, მაგრამ იმდენად ძლიერია, რომ საყვარელი ადამიანებისთვის, სიკვდილის პირზე მყოფიც კი გაიცინებს.. .. რაც შეეხება სამსახურს, არ უჭირს ალექსისის ოჯახს ისე, რომ მას მუშაობა დაეწყო, თუმცა გოგონა ისე იყო გადაღლილი ყველას ზედმეტი ზრუნვით და მათი სიბრალულის მის მიმართ, რომ სჭირდებოდა სხვა გარემო, სადაც არ შეიბრალებდნენ და არც გადამეტებულ ყურადღებას მიიქცევდა, სადაც არავინ დაინტერესდებოდა მისი ჯანმრთელობით.... ალექსისი მის მამობილ-დედობილს დედას და მამას ეძახის.. ჰყავს ასევე არაბიოლოგიური და-ძმა.. სწორედ მათი შვილები, ვინც იშვილეს.. ალექსისს ჰგონია, რომ გარშემო ყველას ებრალება, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მათი დამოკიდებულება ალესისის მიმართ, გამოწვეულია სიყვარულით და არა სიბრალულით.. .. მიუხედავად ყველაფრისა, ის ერთი გადარეული გოგოა, რომელიც ახერხებს და ყველას ამხიარულებს.. სიმართლე რომ ითქვას, ოჯახისგან სიყვარულს გრძნობს და მათი ზრუნვა იმდენად არ აღიზიანებს, ისე როგორც სხვა ხალხისა, მის გარშემო..

ახლა კი ბედნიერი სახით მართავდა მანქანას და სახლში ბრუნდებოდა.. სულაც არ უყვარს მზე და ზღვა, მაგრამ უარი ვეღარ თქვა.. სახლში ისევ გაღიმებული შევიდა..
- ალექსის, როგორ ხარ? რა ამბებია აბა? - შესული არ იყო, როცა მარიამმა (და) კითხვები დააყარა..
- კარგად და კარგი - გაუღიმა გოგონამ და დივანზე დავარდა.. - ყავა გამიკეთე რა - უცებ შეანათა თავისი ლურჯი თვალები მარიამს და გაუღიმა..
- იქნებ წვენი უფრო გინდა?.. - არანაკლებ ლამაზი თაფლისფერი თვალები დაუბრიალა გოგონამ..
- კარგი ხო.. ოღონდ ყავა არ გააკეთოს - გაიცინა ალექსისმა და პატარა ბალიში ესროლა მარიამს.. შემდეგ ადგა და უკან მიჰყვა..
- დედა და მამა სად არიან - იკითხა ალექსისმა..
- მამა თურქეთში წავიდა უკვე და დედა ვინ იცის, რომელ მაღაზიაში.. - თქვა მარიამმა, ამაზე ორივეს გაეღიმა..
- გიომ ვერ მოვდივარო, მაგრამ მგონია, რომ გვატყუებს და სიურპრიზს გვიწყობს.. - წვენი მოსვა ალექსისმა.. - ბარემ მაჭამე რა რამე - ღიმილით უთხრა მარიამს..
- მოვკლავ ნატოს, თუ კიდევ არ მოვა სამსახურში - ჩაიდუდღუნა მარიამმა და ალექსისს თავისივე ''ნაცოდვილარი'' სალათი დაუდო თეფშზე... ცოტა ისევ ისაუბრეს და მალე კარზე ზარიც გაისმა.. ლიკა (დედა) შესული არ იყო ოთახში, როცა ორივემ ერთდროულად შესძახა
- დეე, რა მოგვიტანეე ...
- მაგ ასაკიდან ვერ გამოხვედით - აკისკისდა ქალი და პარკები ძირს დადო.. - დაერიეთ ახლა თქვენებურად და დაინაწილეთ - თბილად გაუღიმა ქალმა და სამზარეულოში შევიდა.. ლიკას გოგოებისთვის სხვადასხვა სამკაულები მოეტანა.. ნამდვილად მოეწონათ გოგონებს და ცოტა ხანში თავაანთ ოთახებში ავიდნენ.. ორივეს დასვენება სურდა, რადგანაც საღამოს უკვე მიფრინავდნენ.. დღემ ნორმალურად და ჩვეულად ჩაიარა, რა თქმა უნდა, ალექსისმა რატიზეც უამბო მარიამს.. საღამოს კი გოგონები და ლიკა აეროპორტისკენ გაემართნენ..

.....

რატი მთელ დღეს ახალი ამბების გარკვევაში იყო.. აინტერესებდა, როდის ხსნიდა ალექსისის მამა სასტუმროს და იმასაც ცდილობდა, რომ გახსნაზე სტუმრად მიეწვიათ.. ბოლო პერიოდში აჩემებული ჰყავდა ალექსისი.. ხშირად ფიქრობდა მასზე და ეს არ მოსწონდა.. თანაც ის ერთადერთი იყო, ვინც ასე ცივად და უხეშად ექცეოდა.. ვინც, უბრალოდ, ყურადღებასაც კი არ აქცევდა.. როგორ არა, მოსწონდა, საშინლად მოსწონდა ეს გოგო, მაგრამ საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა ამაში..
რატიმ მოახერხა და გახსნაზე მიწვევაც მიიღო.. ერთი ლამაზი გოგონას "კავალერი" იქნებოდა და წვეულებაზეც იქნებოდა.. საუკეთესო მეგობარს დაურეკა და ყველაფერი უამბო.. მართალია ტატო წვეულებაზე არ იქნებოდა, მაგრამ აუცილებლად გაუწევდა რატის კომპანიონობას თურქრთში.. ცოტა არ იყოს, ორივე ბიჭი საშინლად "ბაბნიკი" გახლდათ.. ჯერ არავისთვის შეუხედიათ სერიოზულად, სულ ერთობიან.. ერთ დღეს ერთთან, მეორე დღეს მეორესთან და ა.შ.. ასეც გეგმავდა რატი, ალექსისს დაუახლოვდებოდა, ცოტას გაერთობოდა და მერე ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობდა... მაგრამ სულაც არ იყო ისეთი ბიჭი, რომელიც გოგოს გრძნობებით ითამაშებდა.. იმდენად უნდოდა გულცივი გამოჩენილიყო, რომ ლამის თავად დაიჯერა, რომ შეძლებს ვინმეს გრძნობრბით ითამაშოს.. თავისი ამ სიბავშვით და სიცანცარით დიდი ტკივილის დამალვას ცდილობს.. ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც დედა დაეღუპა, შემდეგ კი ერთადერთი და, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო.. პატარა ლუკაც მისგან დარჩათ.. რატი კი, როგორც საკუთარ შვილს ისე უვლის.. არ უნდა, რომ ვინმე ისევ შეიყვაროს, იმიტომ, რომ ვეღარ გადაიტანს კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვას..

.....
თვითმფრინავი მალევე დაჯდა აეროპორტში.. სამივე ქალბატონი სასტუმროს გზას გაუყვა და მალევე შევიდა კიდეც.. ლიკა და მარიამი მალევე ავიდნენ ნომრებში, ალექსისმა კი ყველაფრის დათვალიერება განიზრახა.. ცოტა ხანს გარშემო უვლიდა სასტუმროს და ყველაფერს აკვირდებოდა.. ოთახში ასვლა მოინდომა და ლიფტისკენ დაიძრა.. უცებ შეამჩნია, როგორ შევიდა ლიფტში რატი.. მისკენ დაიძრა, მაგრამ რატიმ გოგონას თვალი ჩაუკრა, სასურველ ღილაკს დააჭირა და სანამ კარი დაიხურა ხელიც დაუქნია.. გაეღიმა ალექსისს.. მოსწონდა მისი, ასეთი ბავშვური ხასიათი, თუმცა ზოგჯერ აღიზიანებდა კიდეც.. ახლაც არ აპირებდა უქმად დგომას.. ლიფტთან მივიდა და დაელოდა, როდის ავიდოდა რომელიმე სართულზე, შემდეგ გარედან დენის წყარო გამოურთო და რატი შიგნით ჩაკეტა.. სწრაფად აირბინა სამი სართული, შემდეგ ისევ ჩართო ლიფტი და ამ ჯერად შესვალც მოასწრო, რატის უბრალოდ გაუღიმა და ისე დააჭირა სასურველ ღილაკს, რომ აღარც კი დაუფიქსირებია მისი სახე.. მშვიდად გავიდა ლიფტიდან და თავისი ნომრისკენ გაემართა.. იგრძნო, რომ უკან მისდევდნენ, შებრუნდა და რატი დაინახა.. ბიჭმა მისი მეზობელი ნომრის კარი გააღო და უთქმელად შევიდა.. უნდოდა, მაგრამ ვერ ბრაზდებოდა ალექსისზე.. გოგონა კი მშვიდად შევიდა ნომერში და ტკბილად დაიძინა...


.....
მთელი ღამე მშვიდად ეძინა ალექსისს, თუმცა რატი დაბოღმილი იწვა და ჭერს მისშტერებოდა.. ალექსისზე მეტად საკუთარ თავზე ბრაზობდა.. რამდენჯერაც არ უნდა "წაეკინკლაოს" ამ გოგოს, ბოლოს მაინც თავად რჩება "წაგებული".. ძლივს დაიძინა რატიმ იმ ღამით..


....
- ალექსის ადექი რა - მარიამი თავისი დის გაღვიძებას უკვე მერამდენედ ცდილობდა..
- კარგი რა, ადრეა ჯერ - გოგონამ ჯერ ერთი თვალი გაახილა, შემდეგ კი მეორე..
- დღეს ხომ იცი რა დღეა არა? - არ ეშვებოდა მარიამი..
- სასტუმროს გახსნა ხომ საღამოსაა?.. - საწოლზე წამოჯდა ალექსისი და გამოფხიზლებას შეეცადა..
- კი, მაგრამ ნახე რა მაგარი დილაა, არც მომაბეზრებელი მზეა და არც სიცივე, წამოდი სანაპიროზე რა.. - შეეხვეწა მარიამი..
- კარგი, წავიდეთ - უყოყმანოდ დათანხმდა ალექსისი.. მარიამი მოსამზადებლად გავიდა, ამასობაში ალექსისიც ადგა და მოემზადა...
გავიდა თუ არა ნომრიდან, მაშინვე ვიღაცას შეეჯახა.. ნელა ახედა და რატი შეამჩნია..
- უკაცრავად - დაბნეულმა თქვა გოგონამ და გზის გაგრძელებას ეცადა, თუმცა რატი წინ გადაუდგა, გოგონა სხვა მხარეს გადავიდა, გადაჰყვა რატიც.. ალბათ ასე გააგრძელებდნენ, რომ არა მარიამი, რომელიც, ასე ვთქვათ, დროულად მივიდა..
- სწრაფად რა ალექსის - გაიღიმა მარიამმა და ალექსისს ხელი ჩაჰკიდა..
- ლიფტით მიდიხართ? - ეშმაკურად იკითხა რატიმ და მანამ მარიამმა უპასუხა, ალექსისმა გაუღიმა ბიჭს და ირონიულად მიუგო
- არა, ფეხით გავივლით - მარიამი თავის მხარეს "გაათრია" და კიბეებს დაუყვა..
- მოიცა, ეს ისაა? - სიცილით იკითხა მარიამმა..
- კი - თავმობეზრებულმა უპასუხა ალექსისმა..
- ლიფტით რატო არ მივდივართ?.
- იმიტომ რომ გუშინ ჩავკეტე - მხრები აიჩეჩა ალექსისმა .
- რა? სერიოზულად? - გაეცინა მარიამს..
- კი - გაეღიმა ალექსისსაც
- ნეტავ აქ რატომაა - იკითხა მარიამმა
- მეც ეგ არ ვთქვი, აქ ყველას რატომ უშვებენ? - შეუბრუნდა ალექსისი მარიამს..
- მე კი მგონია, რომ მოსწონხარ.. რაღაცნაირად გიყურებდა.. - მხრები აიჩეჩა მარიამმა..
- არა, სისულელეა - გზა განაგრძო ალექსისმა.. "არ უნდა მოვწონდე, მე არ უნდა მოვწონდე, არ მაქვს უფლება ვინმეს ვატკინო" ფიქრობდა ის.. თვლიდა, რომ არ ჰქონდა უფლება ვინმეს მოსწონებოდა ან შეჰყვარებოდა, რადგან ვერავის ატკენდა თავისი 'წასვლით'.. როგორ უნდა შეეყვარებინა ადამიანისთვის თავი, როდესაც დარწმუნებული იყო, რომ ხვალ ან ზეგ აღაასრული შეიძლება დასდგომოდა..
- ალექსის, სად დაფრინავ?.. - ფიქრებიდან მარიამის შეძახილმა გამოაფხიზლა..
- მე.. მე არსად.. - თვალზე მომდგარი ცრემლი შეაჩერა და გაიღიმა..
- კარგი - აღარ ჩაეძია მარიამიც.. ცოტა ხანს ასე მისეირნობდნენ, ჩუმად და წყნარად..
- ალექსის, არ გინდა ნაყინი?.. გავიქცევი და მოვიტან - მხიარულად თქვა მარიამმა..
- შოკოლადის რა - გაიღიმა ალექსისმა..
- არის კაპიტანო - სიცილით შესძახა მარიამმა, ლოყაზე აკოცა და სირბილით გაიქცა...
ალექსისი ნაპირს მიუყვებოდა, ფეხები წყალში ჰქონდა და ძალიან სიამოვნებდა.. მიუხედავად იმისა, რომ ხასიათზე ვერ იყო, იმ წამს თავს კარგად გრძნობდა..
- ალექსიის - მოესმა პატარა ბავშვის ხმა, მიიხედა და ხელთ ლუკა შერჩა..
- ლუკა - გაუღიმა პატარას და შუბლზე აკოცა..
- იცი, ბიძაჩემი არ მეთამაშება - დაიწუწუნა პატარამ..
- მართლა?.. საერთოდ არა?.
- სულ არა - შეწუხდა ბიჭი..
- გინდა მე და შენ ვითამაშოთ?..
- კიი - ტაში შემოკრა ბავშვმა, ზურგიდან საწუწაო თოფი მოიხსნა და გოგონა შეწუწა, აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად, მწვანე საღებავიანი წყალი აღმოჩნდა და მწვანედ შეეღება ალექსისს ქერა თმა..
- კარგი რა ლუკა, ეს რა არი?..
- არ ვიცი.. ძიამ მითხრა ამით გაწუწეო - მხრები აიჩეჩა პატარამ..
- ე.ი რატიმ გითხრა?
- კი.. - დააზუსტა ბავშვმა..
- მათხოვე რა ეგ იარაღი - გაუღიმა გოგონამ და პატარამაც მაშინვე გადასცა სათამაშო.. ალექსისი რატისკენ წავიდა, რატი ტატოსთან და ერთ ლამაზ გოგონასთან ერთად მშვენივრად ერთობოდა.. ალექსისი რატის წინ ჩამოუდგა.. ბიჭმა მზის სათვალე მოიხსნა და გოგონა ფეხებიდან აათვალიერა, ბოლოს თმებზე მივიდა და გაეღიმა..
- ჩემი თმა მოგწონს არა?.. - გაუცინა ალექსისმა..
- ბანქოდან გადმომხტარი ჯოკერის საცოლეს გავხარ - მხრები აიჩეჩა რატიმ..
- სერიოზულად?.. - ირონიულად გაუღიმა გოგონამ და წყლით სავსე სათამაშო დაუმიზნა და რატი მწვანედ შეღება..
- აი შენ კი ეკრანიდან გადმომხტარ ჰალკს ჰგავხარ- უთხრა გოგონამ და თვალი ჩაუკრა ბიჭს, შემდეგ თმა უკან გადაიყარა და ბიჭს მოშორდა.. რატიმ თვალები გაისუფთავა და ალექსისს გაყვა უკან.. ის ის იყო დაეწეოდა, როდესაც გოგონა სრულიად უცხო ადამიანებს გადაეხვია
- ბიძია ჯორჯ, დეიდა მარტა.. როგორ მომენატრეთ - გადაეხვია უცნობებს ალექსისი და ტუჩები მოიკვნიტა.. სხვა დროს გაეცინებოდა მათ რეაქციაზე, მაგრამ ახლა რატისგან თავის დახსნა სურდა.. მოახერხა კიდეც, რატიმ ხელი ჩაიქნია და უკან გაბრუნდა.. ალექსისმა კი უცნობებს მოუბოდიშა და გზა განაგრძო..
- ვაუ, თმა..
- ხმა, თორემ იმავეს დაგმართებ - სიტყვა შეაწყვეტინა გზად შემხვედრ მარიამს ალექსისმა თან გამოყოლილი საწუწაო თოფი დაუმიზნა..
- ვჩუმდები - ხელები ჰაეში ასწია მარიამმა და შემდეგ ალექსისს სასურველი ნაყინი მიაწოდა..
- გმადლობ - გაუღიმა გოგონამ და ნაყინი დააგემოვნა..

დღემ უაზროდ ჩაიარა.. რატი მთელ დღეს ალექსისის ძებნაში ატარებდა, თანაც მისი მეგობარი სულ დასცინოდა..
- აბა ჰალკი, იპოვე ალექსისი.. - დასცინოდა ტატო..
- მოიცა თუ ძმა ხარ - ხელი ჩაიქნია რატიმ.. - გახსნაზე იქნება, სად წავა - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.. თავად უკვე მზად იყო გახსნაზე წასასვლელად და მისი ბიძაშვილი თიკოც გვერდს უმშვენებდა.. სტუმრაბი ნელ-ნელა გროვდებოდნენ, მაგრამ ალექსისი არ ჩანდა.. ცოტა სტუნრრბიც მოგროვდნენ.. რატიმ ნაცნობებიც კი ნახა.. ცოტა ხანში კი ყურადღება ყვლამ კიბისკენ მიმართა, იქიდან ხომ ორი ულამაზესი გოგონა ჩამოდიოდა.. ალექსისს მოკლე, ბანტის ნაჭრის კრემისფერი კაბა და ამავე ფერის მაღალი, ე.წ ''შუზის'' სტილის ფეხსაცმელი, რომელიც იდეალურად ერწმოდა კაბასაც და პიროვნებასაც, რომელიც მას ატარებდა.. მარიამს კი მუხლს აცელილი ლურჯი, მომდგარი კაბა ეცვა და შესაფერისი ფეხსაცმელიც.. არამარტო რატი, არამედ მთელი დარბაზი მათ უყურებდა, გოგონებს სადად და მომხიბლავად ეცვათ.. კიბეზე როცა ჩამოვიდნენ მარიამს მისი მეგობარი დახვდა, რომელთან ერთადაც აპირებდა წვეულებაზე დასწრებას..
- მე დავრჩი მარტო - ამოიოხრა ალექსისმა..
- ოდესმე მარტო დამიტოვებიხარ?..- მოემსმა ზურგიდან ძმის ხმა და თვალზე ცრემლიც კი მოადგა..
- გიო - წამოიყვირა ხმამაღლა და გადაეხვია მონატრებულ ძმას. გოგონებმა მთელი საღამო.გული ვერ იჯერეს საყვარელი ძმის მოფერებით..

წვეულება მშვიდად და წყნარად მიმდინარეობდა..
- რა გჭირს? - ჰკითხა თიკომ(ბიძაშვილმა) რატის, როცა დეატყო, რომ ერთ-ერთი წყვილისკენ ხშირად აპარებდა თვალს და აკვირდებოდა..
- არაფერი - იცრუა ბიჭმა..
- კარგი რა, თვალს არ აცილებ მათ.. - გაეღიმა გოგონას..
- არ ვიცი რა მჭირს, ის ვიცი, რომ ამდენს არ უნდა ვფიქრობდე მასზე - თქვა რატიმ, სასმელის ჭიქა დადო და ხალხს შეერია, რატომღაც ეძებდა ვიღაცას, ვინც ფიქრებს ცოტა ხნით მოსწყვეტდა და მალევე იპოვა კიდეც უცხოელი ლამაზმანი..

.....

ალექსისისთვის ეს მშვენიერი საღამო იყო.. მიუხედავად იმისა, რომ მარიამთან ძალიან ახლოს იყო და დროის უმეტეს ნაწილს მასთან ატარებდა, გიორგისთან მაინც უფრო მეტ საერთოს პოულობდა.. გიორგიც ასე იყო, იმის გამო, რომ ბიზნესს საზღვარგარეთ მათრავდა, იშვიათად იყო ოჯახთან, თუმცა ალექსისის არცერთი ექიმთან ვიზიტი, არცერთი მტკივნეული პროცედურა თუ მკურნალობა არ გამოუტოვებია.. სულ მასთან იყო იმ მომენტში, როცა ალექსისს მისი ზრუნვა სჭირდებოდა.. მარიამისგან არაფრით ანსხვავებდა.. რაც მთავარია, არასოდეს გამოკვეთდა ალექსისის ჯანმრთელობას.. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ადარდებდა და ზრუნავდა ამაზე, მაგრამ არასოდეს აგრძნობინებდა ალექსისს, რომ დაავადების გამო ვიღაცაზე საბრალო იყო..
- მიხარია, რომ ჩამოხვედი - უკვე მეათასედ უთხრა ალექსისმა გიორგის..
- მეც მიხარია.. ალექსის ვიცი, რომ საშინელი ძმა ვარ, ვერც შენ და ვერც მარიამს სათანადო ყურადღებას ვეღარ გაქცევთ.. თქვენ კი არასოდეს ბრაზობთ - ახლა ორივე გოგონას ჩაეხუტა.. - ხომ აპატიებთ თქვენს უფროს ძამიკოს ცოტა უყურადღებობას?.. - ღიმილი შეეპარა ბიჭს..
- დავფიქრდებით - ერთდროულად უპასუხეს გოგონებმა და სიცილიც ატეხეს..
- ნომერში ჩვენი საყვარელი ფილმები მაქვს, პოპკორნი და სხვა ტკბილეულობებიც, არ გინდათ?.. - იკითხა ალექსისმა..
- როგორ არა, უბრალოდ ცოტა ხანიც დავრჩეთ მამას ხათრით და მალევე ავიდეთ - თქვა მარიამმა..
- როგორც იტყვით.. როგორ უნდა გაუწიო წინააღმდეგობა ორ უმშვენიერეს გოგონას.. ბარბის თოჯინებს გავხართ.. - გაიღიმა გიორგიმ...
სამივე ცოტა ხნით დარჩა დაბლა, შემდეგ მამას დაემშვიდობნენ და ალექსისის ნომერში ავიდნენ.. მშვიდად უყურეს ფილმს და დაიძინეს.. გვიან ღამით გიორგის დაურეკეს და გოგონები რომ არ გაეღვიძებინა გარეთ გავიდა.. იქვე შეეფეთა რატისაც, რომელიც ღმერთმა არ იცის, რას აკეთებდა იმ დროს ოთახის გარეთ.. გიორგი ამჩნევდა. როგორ უყურებდა ეს ბიჭი მთელი საღამო მას და ალექსისს, ალბათ დარლაპარაკებოდა კიდეც, მაგრამ ტელეფონის მნიშვნელოვანმა ზარმა მისი გეგმები არია..

რატი კი ძალიან იყო დაბნეული.. იმის მიუხედავად, რომ ალექსისი უკვე ორი წელია მათ კომპანიაში მუშაობს, მასზე არაფერი იცის და წარმოდგენა არ აქვს ვინაა ის ბიჭი, რომელსაც მთელი საღამო არ მოსშორებია.. უფრო მეტად კი იმას ვერ ხვდებოდა, რატომ აწუხებდა ასე ეს ამბავი.. განა რას ნიშნავდა ალექსისი მისთვის, რომ იმაზე ედარდა, თუ ვისთან გაერთობოდა ის.. ნომერში ვიღაც უცხოელიც აიყვანა, რომ ეს უაზრო ფიქრები ცოტა ხნით გვერდზე გადაედო.. გოგონასთან მშვენივრადაც გაერთო, ბოლოს კი მანაც მარტო დატოვა.. გვიანი ღამე იყო, როცა ვეღარ მოისვენა და გადაწყვიტა, რომ სანაპიროზე მაინც გასულიყო, სწორედ ამ დროს კართან ისევ იმ ბიჭს შეეჩეხა.. თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად, როგორც შეიძლებოდა დამშვიდდა და გზა განაგრძო, "ეს არ მადარდრბს, არ მენაღვლება" უმეორებდა თავს და გზას განაგრძობდა..




*****

მოკლედ, დაგვიანებისთვის ბოდიში, იმერია მოგეწონებათ.. არც კი ვიცი, ღირს თუ არა გაგრძელება, ველი თქვენს შეფასებებს.. feel
wink

მეტად აღარ დავაგვიანებ, უბრალოდ მოვიწამლე და წერა არ შემეძლო..



№1 სტუმარი ani

კაი იყო მალე დადე

 


№2 სტუმარი mako

საინტერესოდ ვიტარდება გააგრძელე ოღონდ არ გვალოდინო რაააააა ძალიან კარგია

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მაგარია, გააგრძელე ოღონდ არაფერი დაემარტოს რა ალექსისს გთხოოვ wink

 


№4  offline მოდერი tsn

მიხარია, რომ მოგეწონათ.. ყველას დიდი მადლობა love

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ რა კარგია როგორი საყვარელი და ძმანი არიან ვგIჯდები ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ და ძმობაზე ესენი კი საუეთესოები არიან იმის მიუხედავდ რო ნამდვილი და ძმანი არ არიან ძალიან მომწონს კარგია ველი შემდეგს ჯერ ჯერობით არ მომწონს რატის საქცილებეი ვნახოთ რა მოხდება გელი გელი მოგელი wink love love

 


№6  offline მოდერი tsn

aanamaria
აუ რა კარგია როგორი საყვარელი და ძმანი არიან ვგIჯდები ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ და ძმობაზე ესენი კი საუეთესოები არიან იმის მიუხედავდ რო ნამდვილი და ძმანი არ არიან ძალიან მომწონს კარგია ველი შემდეგს ჯერ ჯერობით არ მომწონს რატის საქცილებეი ვნახოთ რა მოხდება გელი გელი მოგელი wink love love

რატის მოვარჯულებთ ნელ-ნელა

okay
დამეზარა და ბოლომდე არ წავიკითხე.
არ მომწონს შენი წერის სტილი.
ეს ერთმანეთზე რაღაცეების "გაჩალიჩება" ისევ "ცვეტშია"?
რომ განვითარდები'თ დამიძახე'თ.

უკაცრავად, მაგრამ, ასე ვთქვათ, არ მადარდრბს რაშ ფიქრობ და რას არა.. ანუ ახლა რაც ''ცვეტდია'' იმ თემაზე უნდა ვწერო მეც?.. მე ასე მომწონს, ასე ვწერ.. არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ეს ყოველივე და არ გაქვს უფლება, ფაქტობრივად, განუვითარებლები გვიწოდო.. ჯერ შენს თავს მიხედე და იმ დონეზე განავითარე, რომ ადამიანები გააკრიტიკო და არა შეურაცყოფა მიაყენო, ან განსხვავების დანახვა შეძლო ამ ორ უკანასკნელს შორის..
სიყვარულით გაბრაზებული tsn

 


№7 სტუმარი Nisi

Dzaan momewona prosta ar mokla ra alesisi da am gogos aleqsandre qvaia tavidan biwi me ginda aleqsandre mainc daarqvii

Dzaan momwonxar da dzaan miyvars sheni yvela istoria warmatebebi da dzaan gtxov ar mokla aleqsi

 


№8  offline მოდერი tsn

Nisi
Dzaan momewona prosta ar mokla ra alesisi da am gogos aleqsandre qvaia tavidan biwi me ginda aleqsandre mainc daarqvii

Dzaan momwonxar da dzaan miyvars sheni yvela istoria warmatebebi da dzaan gtxov ar mokla aleqsi

მიხარია, რომ მოგეწონა.. მე ალექსისი მომწონს და ასე დავარქვი, იყოს შენთვის ალექსი ♥♥ love

 


№9  offline წევრი tatalia

pirveli uemocio
meore banaluria
mesame ertferovnulia
Ar mogbezrdat es ertidaigive ??
Am satze naxevarze meti sul msgavsi motxrobebia
Chemi rchevaa am gachalichebebze, vitom mdidari ufrosis shvilebze, kompaniebze weras rame seriozuli dawero ese tuginda wera))))
Da xo kritika arunda gwkindes
Sajaro adgilas rom wer unda xvdebode rom
Zogs moewoneba sheni motxroba
Zogs ara.
Momavalshi warmatebebi

 


№10  offline მოდერი tsn

tatalia
pirveli uemocio
meore banaluria
mesame ertferovnulia
Ar mogbezrdat es ertidaigive ??
Am satze naxevarze meti sul msgavsi motxrobebia
Chemi rchevaa am gachalichebebze, vitom mdidari ufrosis shvilebze, kompaniebze weras rame seriozuli dawero ese tuginda wera))))
Da xo kritika arunda gwkindes
Sajaro adgilas rom wer unda xvdebode rom
Zogs moewoneba sheni motxroba
Zogs ara.
Momavalshi warmatebebi

უკაცრავად, მაგრამ მე არავის ვეკითხები რა შინაარსის მოთხრობას ვწერ... ან ასეთი ბანალური რა არის? ამ ორი თავიდან მსგვასი აზრი რომ გამოიტანე.. რაც შეეხება კრიტიკას, შეგიძლია გამაკრიტიკო მაშინ, როდესაც რაიმე გრამატიკულ შეცდომას ნახავ და არა შინაარსსზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent