შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი დედამიწაზე?ხუმრობთ არა?! (8)


28-05-2016, 14:42
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 956

დიდ ხანს ვეღარ გავჩერდი იმ საზიზღარ ოთახში და ისევ სახლში გადავწყვიტე წასვლა.მერე გამახსენდა რომ ‘’სახლი’’ ნამდვილ სახლს არ გულისხმობდა და ამის გახსენებით გუნებაწახდილი დავბრუნდი სასახლეში.
მოწყენილობა და ერთფეროვნება.გამოძიება დაიწყო და ეზოში უფრო მეტი შავებში ჩაცმული ზორბა კაცი დგას რომლებიც რაციებით დადიან.
ვლადიმირს უნდა დავურეკო ეცოდინება ამ საქმესთან დაკავშირებით რა ხდება.იმ კაცის სახე აღარ მახსოვს რადგან დაცემისას თავი დავარტყი მისი სახე კი ძალიან ბუნდოვანია.
სახლში შესულს საოცარი გარემო მხვდება
ლუციფერი ფორტეპიანოზე უკრავს საოცრად და მისთვის შეუფერებლად ნაზ მელოდიას მე კი კარში გაჭედილი ვუსმენ ამ მშვენიერ მელოდიას ის ჩემგან ზურგით ზის არ ვიცი გაიგო თუ არა რომ შევედი.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება დეკერ!
მეუბნება ხავერდის ხმით და რატომღაც ძალიან მინდება თვალებში შევხედო მიუხედავად იმისა რომ მის თვალებში ბნელ სივრცეს დავინახავ.
მალე მის წინ ვიტუზები და თვალებში შევყურებ მისი თვალები მე მაკვირდება ხელები კი ისევ იმ მელოდის უკრავს.
ცოტა ხანს უხმოდ ვდგავართ მალე კი ჩემკენ ელი გამორბის და მაგრად მეხუტება.უნებურად სახე ტკივილისგან მემანჭება მაგრამ მაინც ვიღიმი და ელის გახარებული ვუყურებ
-აბა ხომ არ მოიწყინე უჩემოდ?
-მოვიწყინე
მეუბნება მხიარულად და თვალებში ეშმაკური სხივი უკრთის
-როგორც ვხედავ უჩემოდ ვიღაც-ვიღაცეებმაც მოიწყინეს
ვიძახი ლუციფერის გასაგონად
-დენიელ
ვყვირი და მისი ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით მივდივარ
-არ შეხვიდე მოგკლავს
მაფრთხილებს ჩემი და ხითხითით
-რა იცი ცადე?
-აუ კი
თავს იქექავს და მეუბნება
-მე გაგაფრთხილე
-დენიელ
შევგლიჯე კარი
-დენიელ ადექი მზე ამოვედი
ვეუბნები სიცილით და ფარდებს ვწევ,ფანჯრებსაც ვხსნი.
თავიდან ღმუის ისე რომ არაფერი მესმის მერე კი გვერდით ვუწვები ნუ ვიჭყლიტები მთელ საწოლშია გადაშხვართული ევრაზიასავით.
-აე, ადე
ვკრავ მუჯლუგუნს და გვერდით ვწვები
-აი ხუთი წუთიც
წუწუნებს პატარა ბავშვივით
-ვითვლი
ხუთ წუთს უხმოდ ვეწექი გვერდით
-ადექი!
ჩავყვირე ყურში ხუთი წუთის მერე და საწოლიდან გადმოვარდა დაბლაც ისე დაეცა რომ წამომცდა
-აჰა უკვე თითქმის ყველა ბუნებრივ ზონას და კლიმატურ სარტ....ბს მოიცავ
-მე შენ განახვებ სარტყელებს
აშკარად გაბრაზდა
-აი სად დამერხა
ლოგინიდან ვხტები და დერეფანში ისეთი სისწრაფით გავდივარ ძლივს ვატორმუზებ ლუციფერს რომ არ შევასკდე.სირცხვილისგან ვწითლდები
ჯანდაბა!
ის დამცინის მე კი შერცხვენილი ბავშვივით ქვემოდან ავყურებ
ამაზე კიდევ უფრო ხალისობს.მალე დერეფნანში მომავალ დენიელს ვამჩნევ რომელსაც თმა ჯერ კიდევ აწეწილი აქვს
-რა იყო ბალიში აგიფეთქდა?
ვამბობ კისკისით და მუცელზე ხელს ვიდებ
-ჭკუა რო წვიმდა შენ ქოლგით დადიოდი?
მეკითხება ირონიულად და წამის მეასედში ლუციფერის ზურგს უკან დამალული გავყურებ უკვე გამხიარულებულ დენიელს.
-სახლში ვარ
-არა არ ითვლება ლუციფერი სახლად არ ითვლება
-მე დაგასწარი
-ჰმ კარგი მაგრამ ეგრე არ გამოვა მალე გამოდი უნდა გამოგეკიდო
დაჭერობანას წესები და ლუციფერი სახლია? შესანიშნავია.
მალე თამაში გვწყინდება და დაბლა სამზარეულოსკენ მივდივარ
-გამარჯობა ტეილორ
ვესალმები გამხიარულებულ ტეილორს და მაცივრის კარს ისე ვაღებ თითქოს ჩემი სახლია და მარწყვის დანახვაზე გაოგნებული ჯერ პირს ვაღებ, მერე ვხურავ და მერე ვაღებ წყლიდან გამორიყული თევზივით.
-მარწყვი
ვამბობ დაბალი დამტკბარი ხმით
მერე მთელს ჯამს ვიღებ და წინ ვიდგავ
ჯერ ვუყურებ და ლამისაა მოვეფერო
-კარგი რა ჭამე
მეუბნება დენიელი და ჩემს მარწყვს დაუკითხავად იღებს მე კი ზუსტად ბაღის მოსწავლესავით ხელში ვარტყავ
-დამაცადე
ვუბღვერ ასეთი მომენტი რომ გამიფუჭა
მერე ერთს ხელში ვიღებ და ბედნიერი ვყნოსავ მერე კი ბედნიერი ვკბენჩ
-როგორც ჩანს შენს დას მარწყვი ძალიან უყვარს
უჩურჩულებს ლუციფერი ელის
-ძალიან
ვპასუხობ ჩუმად და მოგონებების მორევში ვიძირები. მარწყვი დედაჩემს მახსენებს და ეს ჩემი საყვარელი ხილია. თავს ძლივს ვიკავებ რომ ცრემლები არ წამსკდეს.
-ჰუჰ კარგი
ვამბობ და თვალებს ვახელ
ელი და დენიელი არ მიყურებენ და როგორც ყოველთვსი იცინიან მხოლოდ ლუციფერი მიყურებს ინტერესით და გაკვირვებასაც ვამჩნევ.
-რა მოხდა?
ვეცადე ხმა დამემორჩილებინა
-არაფერი
მაგრამ ახლა თავს გვერძე ხრის და თითქოს საინტერესო სკულპტურას უყურებსო ისე მაკვირდება
-სულ პატარა რამ გაბედნიერებს
-ცხოვრებას მომენტები ქმნიან
ვეუბნები მშვიდი ხმით
მალე მე და ლუციფერი გარეთ გავდივართ ნუ ისევ ლუქსში მიდის და მთელი ღამე იქ გდია.
ლამისაა დამეძინოს მაგრამ ხმაური ამის საშუალებას არ მაძლევს ხოლო ის გოგო ბარმენი მე მაკვირდება
შეწუხებული ვიშმუშნები და როდესაც პიჯაკის სწორებთ მომავალ მომღიმარ ლუციფერს ვხედავ სიხარულისგან სუნთქვა მეკვრის.
-წავედით
მეუბნება ბრძანების კილოთი
-სახლში?
ვეუბნები უკვე მანქანში მჯდომი
-არა მე სადაც გეტყვი იქ
-კარგით
ვამბობ ინტერესით და სარკეში ვაკვირდები
მალე სრულიად უცხო ქუჩას მივუყვები და გადატვირთული ქუჩებისგან შორს მივდივართ, ულამაზეს სკვერში ვართ
-მაგარია
უნებურად ვამბობ და აღფრთოვანებული შევყურებ ლუციფერს რომელის თვალებიც არაფერს გამოხატავს.ის მალე საკამზე ჯდება და თითქოს ისევ ისე მეძახის
‘’მარტო ვარ’’
შორიდნ ვყურებ და იქვე ბალახზე ვჯდები.მე ბალახის შეგრძნება მირჩევნია.
ფიქრები ღრმად მითრევს და ვერაფერს ვამჩნევ
მერე ლუციფერს შევყურებ ისიც გვერდით ჩამომჯდარა.
ჯერ მიკვირს მერე კი უბრალოდ თვალებში ვუყურებ თვალს ვერ ვარიდებ
მერე მის თვალებში ვკითხულობ რომ ის საკუთარი თავის ღმერთია თავის სამფლობელოში.ის ერთადერთია თვით ბნელეთი,თვით სიკვდილი რომელიც ასე ახლო ზის.ის ერთადერთია და მისნაირს ვერავინ იპოვნის თავის ბედს თვითონ წარმათავს.მეც მინდა მაგრამ არ გამომდის მე მხოლოდ ყველაფერს ვაფუჭებ.
სიჩუმე თავის სათქმელს ამბობს..
უცხო შეგრძნება დამეუფლა და ახლა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მომინდა მისთვის მეკოცნა. წარმოუდგენელია მისი მლაშე და მხურვალე ტუჩები მინდოდა.
არა! მე ეს შემიძლია. მე ხომ უკვე კარგად გამომდის ჩემს შიგნით არსებული მონსტრის კონტროლი მაგრამ რაღა დროს ყველაზე მთავარი უკვე დაკრგულია.
-უკვე გვიანია
ვამბობ საქმიანი ინტონაციით და მის თვალებში ვკითხულობ რომ ეს არ აინტერესებს.
-უნდა წავიდეთ ბატონო ლუციფერ
ის უკმაყოფილო უსიტყვოდ დგება და მანქანში ჯდება.
სახლში უხმოდ მივდივართ და ის ელექტორნული მუხტი რომელსაც ცოტა ხნის წინ ასე მძაფრად შევიგრძნობდი ქრება რადგან ისევ ის მბრძენებელი ლუციფერი ბრუნდება.
საწოლში გაშხლართულს დამღლელი დღის შემდეგ სწრაფად მეძინება.
საშინელი სიზმარი მესიზმრება. ისინი ყველანი აქ არიან და მმარხავენ. ყოველგვარი მტაფორის გარეშე ღრმა ორმოში მაგდებენ ცოცხალს და მიწას მაყრიან. საშინელება მათი ხარხარი და სიტყვები
-შენ ამას იმსახურებ.
-არა!
ვყვირი ხმამაღლა და საწოლში მთელი სისწრაფით ვჯდები.
ტირილს ვიწყებ არც კი ვიცი ამ გრძნობას როგორ მოვერიო.თავს ვაქნევ.ყველაფრისგან დავიღალე,სული მტკივა.
მხოლოდ მერე ვხვდები რომ ლუციფერი გვერდით ზის და მიყურებს.რა უნდა აქ?ამის გააზრებასაც ვერ ვახერხებ
ვცახცახებ და ისევ გაუჩერებლად ვტირი.მერე ვერც ვიაზრები ისე ვეკვრი და ვბუტბუტებ
-ჩემი ბრალია არ უნდა გამეკეთებინა...მათ ვძულვარ...მათ ვძულვარ...
ის კი მეფერება და მხოლოთ ამით მამშვიდებს.წარმოუდგენელია მისი სიჩუმე მაწყნარებს და მისი სუნთქვა მისი სურნელი კი მაგიჟებს.
დილით რომ ვიღვიძებ ლუციფერი ჩემს გვერდით წევს მე კი მის მკერდზე მიდევს თავი.
-ჰმ გაიღვიძე?
მეკითხება ის და მშვიდად მიყურებს
ჯერ ვერ ვხვდები მერე კი კოშმარი და ჩემი სისუსტე მახსენდება მერ ეკი ის ლტოლვა რომელსაც ლუციფერის მიმართ განვიცდიდი.
სრულიად სრიოზული იყო არ ეტყობოდა დიდი ცინიზმი რომელიც სულ გვერდით ჰყავდა.
ახლა სახეზე მხოლოდ სერიოზულობა და სევდა ეწერა და კიდევ გაურკვეველი გრძნობა რომლის ახსნაც არ შემიძლია.
მისი მკერდიდან თავს ვწევ და ზემოდან დავყურებ.შესანიშნავად გამოიყურება სხეულში ელექტრონული მუხტი მივლის და ეს მისკენ მიზიდავს.ახლაც მინდა რომ ვაკოცო და მისი რბილი და ამავდროულად უხეში ტუჩები შევიგრძნო.
-არა!
ვამბობ ხმამაღლა და მის ვნებით ანთებულ თვალებს ვუყურებ.
სააბაზანოში შევდივარ და მერე ვაანალიზებ რომ საწოლში მოკლე შორტი და მაღლითა მეცვა.ახლაღა ვგრზობ სირცხვილს.
სარკეში ვიყურები და ჩემს ლანდს ვაწყდები.გუშინდელი სიზმარი ისევ მახსენებს თავს.
არა!დაივიწყე
ვეუბნები თავს ‘’დაივიწყე კარგია!’’ ჩამძახის ქვეცნობიერი და ცრემლებს ძლივს ვიკავებ.თვალები ისედაც დასიებული მაქვს.
შხაპს ვიღებ და დაბლა ჩავდივარ.ვცდილობ უძილო თვალები დავმალო მაგრამ არ გამომდის დენიელი მამჩნევს
-რა გჭირს?
მეკითხება გაკვირვებული
-გთხოვ ახლა არა
ხმაც ასეთივე ფერმიხდილი მაქვს
-კარგი
მეუბნება ხმადაბლა და სამზარეულოშიი ჩემთან ერთად მოდის
არ მშია და საათს დავყურებ რვის ნახევარია.
ადრე გავიღვიძე
ელისთან ავდივარ სკოლაში უნდა წავიდეს
-ადე ელ
ვეუბნები მშვიდად და ვანჭყრევ
-კარგი ვდგები
ისიც წყნარად მეუბნება
მერე გაკვირვებული მიყურებს
-რა მოხდა?
მეკიტხება აშკარად გაკვირვებული და შეშფოტებული
-არაფერი
თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ავტირდე
-ვერ მომატყუებ
-ელი ისევ კოშმარი ისევ ისინი იყვნენ
თავს ვეღარ ვიკავებ და ვტირი
-ევა დაწყნარდი
მალე ერთმანეთს ვეხუტებით და ცრემლებისგან ვიცლებით
-სკოლის გაცდენსა ხომ გადაიტან?
ვეკითხები ნაზალადევი ღიმილით
-ჰმ...მგონი მასწავლებლები უჩემოდ გაძლებენ
მეუბნება ეშმაკური ღიმილით და ცრემლებს იწმენდს
მერე თავს კალთაში ვუდებ და ვსაუბრობთ.სკოლაზე მიყვება და თავის გრძნობებზე.ახლა მხოლოდ მისი საუბარი მამშვიდებს.
ნეტავ ლუციფერი სადაა?
გუშინდელი ღამის და დღევანდელი დღის ფრაგმენტები თავში მიტრიალებს და მოსვენებას არ მაძლევს
-ლუციფერი უნდა შევამოწმო ელ მივიდვარ.ჩაიცვი და ვისაუზმოთ მერე კი რამეს მოვიფიქრებთ.
თვალს ვუკრავ და გარეთ გავდივარ ისევ დენიელს ვეფეთები რომელსაც სახეზე ყველა გრძნობ შეჰყინვია
-რა მოხდა?
ვაჩერებ ხელით და მის ნაცრისფერ თვალებში დაკვირვებით ვიყურები. შეშფოთებული და...არა!ღმერთო!ნაღვლიანია
ჩემში განგაშის სირენა ირთვება
-ლუციფერი ოთახში ჩაიკეტა
-რატომ?სად?
-არ ვიცი.ძნელი ხასიათი აქვს.
-სად უნდა ვნახო?
-მეორე სართული მარჯვნივ ბოლო კარი
კიდეზე ნელა ფეხების კანკალით ავდივარ ნეტავ რა ხდება?
ნერვიულობისგან გული მეფლითება მაგრამ ჩემს სულს ოთახიდან გამოსული ჰანგები ელამუნება.
უკრავს და აშკარად მელანქოლიურ განწყობაზეა
ოჰო ლუციფერის სულს სევდიანი მხარეც აქვს.
‘’რა გიკვირს’’ დამჭყიპინებს ქვეცნობიერი.არ მინდა შევაწუხო მაგრამ ხელებს ვერ ვაჩერებ და კარზე ვაკაკუნებ. მელოდია წყდება და მსუბუქი ნაბიჯების ხმა მესმიმ
-დეკერ
-ბოდიშით ბატონო მორნინგსტარ უბრალოდ მინდოდა შემემოწმებინა.
-კარგი
მეუბნება მშვიდად და ჩემთვის მოულოდნელად შიგნით მიშვებს.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ ჟესტით შიგნით მიშვებს
ახლაღა ვაკვირდები ტანზე გრძელი მაისური და ჯინსი აცვია. ნუთუ ეს ლუციფერია?თმაც აჩეჩილი აქვს და ისე მიყურებს თითქოს სადღაც დაფრინავს, თითქოს პარალელურ სამყაროშია და სულ სხვა ვინმეს უყურებს.
-კარგად ხართ?
ვეუბნები უნებურად ჩამწყდარი ხმით
ჩემი სიტყვები დაბლა აბრუნებს
-შენი თვალები...
ხელს ჩაშავებულ უპეებს ატარებს.
რა უბედურებაა ყველა ერთი და იგივე ხასიათზე რატომ ვართ? მე ჯანდაბას მაგრამ ლუციფერი და დენიელი? გული მეკუმშება მუდამ მომღიმარ ხალხს რომ ასეთს ვუყურებ.
-არაფერია
ვჩურჩულებ ხმადაბლა და თვალებს დაბლა ვხრი ვწითლდები.
ის ნიკაპზე ხელს მკიდებს და თავს მაღლა მაწევინებს .ახლაღა ვამჩნევ მის თვლაებში გამკრთალ შეშლილ შიშს რომელიც მალე ქრება.
-შენ გეშინოდა
მეუბნება იდუმალი ხმით თითქოს უკვირს რომ შემეშინდა
-ეს რომ გენახათ თქვენც შეგეშინდებოდათ
-რა ნახე?
მეკითხება აშკარა დაინტერესებით. ვიბნევი მისი ხასიათი ასე სრაფად როგორ შეიცვალა?
არც ისეთი კარგი მატყუარა ვარ მაგრამ მაინც ვცდი
-ის რომ მესროდნენ ხო ისევ ის ზორბა კაცი მესროდა და...
-მატყუებ
მეუბნება ახლებული ღიმილით რომელიც ‘’ლუციფერის ღიმილები’’-დან არცერთს მიესადაგება
-არ გატყუებ
ვუყურებ მკაცრად თვალებში
-შენ ‘’მათ’’ ახსენებდი და იმას რომ ‘’მათ’’ ძულხარ
ღმერთო ამასაც ვაბობდი?
-არ მინდა ამაზე საუბარი
უცებ ხასიათი ეცვლება და ღიზიანდება
-სულ რატომ გაურბიხარ?
-რას?
-წარსულს
-რაა?
გაოცებისგან ყბა მივარდება
-წარსულს გაურბიხარ მაგრამ არც კი გიცდია მიუბრუნდე თვალებში ჩახედო და ჰკითხო რატომ მოგდევს
მის სიტყვებში ჭეშმარიტებას ვგრძნობ და ისევ დაბლა ვიყურები ის ისევ ნიკაპში მკიდებს ხელს და ისე მაწვინებს თავს რომ თვალებში ვუყურებდე. არა მაბნევს!
მერე მიახლოვდება და მთელი სინაზით ტუჩებზე მაცხრება.ვნება გონებას მიბინდავს და სისხლში ადრენალინი ჟონავს. ეს ის გრძნობაა რასაც გუშინ საღამოდან ვებრძვი.ახლა მე ვხვევ კისერზე ხელებს და მეც იგივე ვნებით ვპასუხობ. ჟინით მკოცნის და კედელთან მიმწყვდევს
-რას მიშვრები?
მეუბნება ზედ ტუჩებზე ჩურჩლით და მე ეს მსიამოვნებს.
წარმოუდგენელია სხვა მამაკაცის მიმართ ეს ლტოლვა არ მქონია მაგრამ ვხვდები რომ თუ ახლა გამოყენების საშუალებას მივცემ მერე ნახმარი ტილოსავით მომისვრის.
მკლავებიდან სხარტად ვუძვრები და კარისკენ სუნთქვაარული გავდივარ
მის ჯერ კიდევ ვნებიან მაგრამ ამავდროულად სევდიან თვალებს ვაწყდები და ეს ახალი გრძნობები რომლებიც მასში მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე მაბნევს.
-შენც იგივეს მიკეთებ
ვჩურჩულებ ძალიან ხმადაბლა და ვიცი რომ ვერ გაიგბს.

პ.ს ძალიან ვწუხვარ დაგვაინებისტვის ვიცი ვერაფერი გამამართლებს და უპასუხისმგებლო საქციელი იყო ცემი მხრიდან იმედია ეს თავი მოგეწონებათ
მუდამ თქვენი ლუციფერი



№1 სტუმარი ani

უმაგრესი თავი იყო მართალია დააგვიანე მაგრამ ამ ერთხელ გეპატიება wink მალე დადე რა ძალიან მაგარი ხარ

 


№2  offline წევრი lucifer :)

ani
უმაგრესი თავი იყო მართალია დააგვიანე მაგრამ ამ ერთხელ გეპატიება wink მალე დადე რა ძალიან მაგარი ხარ

მადლობა შენ პატიებისთვის აი სხვებს კი როგორც ვამჩნევ გამებუტნენ :)

 


№3  offline წევრი aNuGi

ძალიან მაგარია! ველოდები შემდეგს request
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ადმიიიინ კაო რააა არ შეიძლება ასე... დადე რა მალე წამივიდა სული

 


№5 სტუმარი matata

მალე დადე რაა :/

 


№6  offline წევრი lucifer :)

ძალიან დიდი ბოდიში.გამოცდები მაქვს და ვემზადები და პარალელურად გამოცდები მიდის დღე მიყოლებით ამიტომ ვერ ვდებ თორემ ამდენ ხანს არ დავაგვიანებდი.მალე მოვრჩები ცოტაღა დამრჩა და მერე დიდ თავებს შემოგთავაზებთ

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ადმინ სად დაგვეკარგეეეეეეეეეეეეეეეე recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent