ეშმაკი დედამიწაზე?ხუმრობთ არა?! (7)
გარეთ ვარ და ჩემს მანქანაში მჯდარი ვტირი,რა მატირებს? უცნობი გრძნობები და ტკივილი მატირებს.რა კარგია რომ ელი აქ არ არის და არ მიყურებს.ის და დენიელი სასერინოდ წავიდნენ ერთმანეთის ესმით დენიელს ხომ ყველას გაგება შეუძლია. ისევ სახლში შევდივარ და გასაოცარ სურათს ვაწყდები. ლუციფერი გაშლილ გრძელ მაგიდასთან მარტო ზის როგორც კინოებში და ეს მომენტი თითქოს ყვირის ‘’მე მარტო ვარ’’ ის მარტოა როგორც სიბნელე, ის უარყოფილია როგორც ეშმაკი და ის მიმზიდველია როგორც სიკვდილი.წარმოუდგენელია ეს სუფრა და მაგიდის თავში დამჯდარი მარტოდმარტო დატოვებული ლუციფერი თითქოს მესაუბრება და მეუბნება ‘’მოდი,მჭირდები’’ -ბატონო მორნინგსტარ მივდივარ მაგიდასთან და ვატყობ ფიქრებს ვაწყვეტინებ. არ მადარდებს! რაც მთავარია მინდა გარემოს შავთეთრი ფერი ჩამოვრეცხო და ის ბინდი გავფანტო რომელიც ჩამოწოლილა. სრულიად არ მქონდა ჭამის სურვილი და უბრალოდ მაგიდასთან ვისხედით ჩვენს გაშემო კი მტკივნეულ სიჩუმეს დაესადგურებინა რომელიც ყველაფერს ამბობდა. ის წამოდგა და მიმიკით მითხრა რომ გავყოლოდი. მის მიმიკებს საუბრად მივიჩნევ როგორ გავიცანი ასე?როგორ მივუახლოვდი ისე რომ მისმა სიკაშკაშემ თვალი არ მომჭრა? ფიქრებში გართული მივყვებოდი სანამ უკან ეზოში არ აღმოვჩნდით. -დეკერ ვინ ხარ? სიტყვებმა ადგილზე გამაქვავა ყველაფერს ველოდი მაგრამ ვინ ხარ? მზაფრავს მისი ისტყვები და მგონია სადაცაა მიწა გასკდება და ჩამიტანს. -არ ვიცი ვვოხრავ ღრმად და ჩემს თითებს დავყურებ. ვნერვიულობ ჯანდაბა! -შენ ვინ ხარ? მალე ჩემს ბაგეებს სწყდება ის კითხვა რომლის კითხვასაც არ ვაპირებდი. მალე მისი სიცილი მესმის რომელიც ირონიით არის გაჟღენთილი -მე გითხარი ევა ეშმაკი ვარ!ჯოჯოხეთიდან დედამიწაზე მოსული გესმის?შვებულება მაქვს და ეს უბრალო კურურტია რომელიც ძალიან მომწონს. -არ ხარ ეშმაკი ვერ იქნები ვუწევ ხმას -ევა, ევა რა გარანტია გაქვს? -უბრალოდ ვერ იქნები ვჩურჩულებ ხმადაბლა -მე ევა?გეუბნებით ყველას ვეუბნები რომ მე ეშმაკი ვარ და არავინ მიჯერებთ იმის დაჯერება არ გსურთ რასაც ხედავთ.ევა ეშმაკი ვარ მეუბნება ნერვული სიცილით -იტყუები -ეშმაკი არადროს იტყუება -ასე არა ლუციფერ? მესმის უცხო კაცის ხმა და ადგილზე ვშეშდები უკან ვიხედები და ზორბა ადამიანს ვხედავ რომელსაც სახეზე დემონური ღიმილი დასთამაშებს -ჰმ უკვე მოხვედი?მეგონა დაგაგივიანდებოდა -არა ხომ იცი როგორი პუნქტუალური ვარ სრულიად არ ეტყობოდა შიში ლუციფერს და უდარდელად შეჰყურებს ადამიანს რომელიც იარაღს უშვერდა. არა!ლუციფერ რა დებილივით უყურებ? ეჩხუბება ქვეცნობიერი ლუციფერს მაგრამ ის რას გაიგებს? მე ხელზე ვექაჩები რომ გამოვაფხიზლო -ოჰო ლუცი ეს ადამიანი ვინ არის? ადამიანი ისეთი ზიზღით წარმოთქვა შევცბი -შენი საქმე არ არის აიზეკ შეუღრინა ლუციფერმა -ჰმ საინტერესოა კიდევ დავრჩებოდი მაგრამ მეჩქარება ლუცი ხომ იცი ბევრი საქმეები მაქვს.ამისთვის-ჩემზე უთითებს-მერე დავბრუნდები -არც გაბედო უღრენს გაბრაზებული არაფერი ჭრის მან სასხლეტს ხელი გამოჰკრა.ლუციფერი არ ინძრევა. ლუციფერ გაინძერი გაიქეცი -ჯანდაბა! ლუციფერ! ვყვირი გამწარებული და წინ ვეფარები მალე ძირს ვეცემი და მხოლოდ ლუციფერის შეძრწუნებულ და შოკში ჩავარდნის სახეს ვაწყდები.თითქოს ტრანსში იყოს ვერ ხვდება რა ხდება. -კიდევ ერთი ვამბობ ბედნიერი ხმით და თვალი ცრემლით მისველდება.ეს ბედნიერების ცრემლია და არა სინანულის ან ტკივილის. -არა დეკერ ეს რა გააკეთე?! ყვირის ლუციფერი და შემდეგ მისი სახე სრულიად იშლება ჩემი გონებიდან. ბნელა და ცივა მაგრამ არა გაუსაძლისად.მცივა თუმცა ვიღაცის ხელები მათბობს -გამოფხიზლდი თვალები არ დახუჭო ჩამესმის საოცრად ნაღვლიანი ხმა.მინდა ვუთხრა რომ დამშვიდდეს და აქ ვარ,არ მეშინია. მერე ვითიშები და აღარაფერი მახსოვს გარდა სიბნელისა ცოტა ხნის შემდეგ გამეღვიძა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს და ძალა არ მყოფნის გარშემო მიმოვიხედო.ჯერ კიდევ შოკში ვარ თუმცა მიხარია.კიდევ ერთი... -ევა მესმის ვლადიმირის შვებით სავსე შეძახილი მეღიმება რამდენადაც ამის გაკეთება შემიძლია ამდენ მილში. -ევა შენ გამოფხიზლდი იძახის და ისეთ სიხარულს გრძნობს ლამისაა ჰარში შეხტეს -კარგი დაწყნარდი ვეუბები ღიმილით -რამდენ ხანს მეძინა? ვიკითხე ხმაჩამწყდარმა -გეძინა?ევა შენ გადარჩი -რამდენი ხანი? ვუბღვერ როდესაც ჩემს გადარჩენაზე საუბრის წამოწყების სურვილს ვამჩნევ -1 კვირა.ოპერაციები გიტარდებოდა და მერე ნარკოზში იყავი. -აუ კარგი მეძნება შენი ლაქლაქის თავი არ მაქვს ვეუბნები თითქმის სიცლით რომელიც რაღაც არაადამიანურად საშინელ ხმას გავს და მე თუ მკითხავთ ბღავილს -აუ ვერც ვიცინი ვწუწუნებ და მალევე ისევ სიბნელეში ვიძირები. ნელ-ნელა გამოვჯანმრთელდი მაგრამ ბატონი ლუციფერი აქ არ მინახავს.ცოტა მწყინს ბოლოსდაბოლოს გადავარჩინე ერთ დღესაც შუა დღე გადასული იყო და პალატაში მარტო ვიწექი და მოწყენილობისგან ვკვდებოდი.მილები რომლითაც ვსუნთქავდი ჩემი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად მომხსნეს. კარი ყოველგვარი კაკუნის გარეშე ლუციფერმა შემოგლიჯა რომელიც გაბრაზებული ადგილს ვერ პოულობდა. -რატომ გააკეთე ეს? თავიდან ვერ მივხვდი რამე დავუშავე?პირიქით მე ის გადავარჩინე -რა? ვისულელებ თავს და ჩემი ქვეცნობიერი კარგ სამსახიობო კარიერას მიწინასწარმეტყველებს. -რა და გადამეფარე -მე შენ გადაგარჩინე -გადამარჩინე?არ მჭირდებოდა მე უკვდავი ვარ ევა თავს ვერ ვიკავებ და ვიცინი -რა გაცინებს? მიბრუნდება გაბრაზებული სახით რომელისაც შევატყე როგორ მოლბა ჩემი სიცილის დანახვისას.დებილო რეებს ბოდიალობ! ჩამძახის ყურში ქვეცნობიერი და ლამისაა დავყრუვდე. -პირველი შენ ადამიანი ხარ და მოკვდებოდი, მეორე ეს ჩემი საქმეა აი რატომ დამიბარეს და მესამეც ეს ის იყო რაც მჭირდებოდა -რა რა გჭირდებოდა?სიკვდილი ევა?ევა მოკვდებოდი და რომ იცოდე შენ ხარ ადამიანი და არა მე და კიდევ ერთი ყველა ასე არ მოიქცეოდა შენს ადგილას ამიტომ კატეგორიულად გეკითხები რატომ გადამარჩინე?პასუხს ველოდები რატომ?როგორ ავუხსნა რომ ეს ჩემთვის ცოდვის მონანიებასავით არის? მე ხომ იმ დიდ ცოდვას ვინანიებ რომელიც დღემდე მიჭამს სულს და მგონია ყოველგვარ ადამიანურობას აქრობს. -ცოდვებს ვინანიებ ვამბობ ხმადაბლა და ღრმად ვსუნთქავ -როგორ? თითქოს ვერ გაიაზრა -ცოდვებს ვინანიებ ვამბობ და ჩემს თითებს დიდი ინტერესით დავყურებ ცოტა ხანს გაშეშებული დგას და მერე ჩემკენ მოდის -ევა ასე აღარ შემაშინო მეუბნება თბილი ხმით აი ისეთი ხმით ბავშვებს რომ კიცხავენ და ტკბილად ეუბნებიან ‘’ასე აღარ გააკეთო კარგი?’’ და მერე ისევ ის უხეში და უტაქტო ლუციფერი ბრუნდება და გასვლისას კარს კარგად იჯახუნებს ისევ გაბრაზებულია. არა ადამიანი არაა!რა უბედურებაა რა ფერებში გადადის ამის ხასიათები!ერთ წამს მზრუნველი და საყვარელია მეორე წამს კი ისევ ის მხეცი. ‘’სხვას რას ელი?“’ ფრიად გაკვირვებული შემომყურებს სათვალის ქვეშიდან ქვეცნობიერი რას ველი? მისგან რა მინდა?მის გამო ტყვია მომხვდა მაგრამ მერე რა? ეს სულ სხვანაირი იყო მე მის სითბოს ვგრძნობდი და მიუხედავად იმისა რომ თვალები არ გამიხელია მის თვალებში ჩაბუდებულ ნაღველს მისი ხმით ვცნობდი. პ.ს თქვენ საუკეთესოები ხართ თქვენი კომენტარები მთელ დღეს მიმხიარულებს და მთელი დღე მოსიარუელ პოზიტივად მაქცევს ხოლმე მადლობა ამ თბილი კომენტარებისთვის : |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.