სიყვარული მეორედაც მოდის (8 თავი)
---სიყვარულის ეს გრძნობა შენშიდაცაა შემოჭრილი ჟანეტ, მოდი ვცადოთ, იქნებ ავაწყოთ ურთიერთობა. დღეს ნუ გამცემ პასუხს, რადგან ეხლა შენი დადებითიც და უარყოფითი პასუხი ყოვლად ადეკვატური იქნება. რომ გამოფხიზლდები მერე ველოდები პასუხს. წამოდი ეხლა გველოდებიან! ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა ძია ნოდარი და გულიკო ბებო საუბრობდნენ. ---სად წავიდნენ ამდენი ხანი, სამი საათია უკვე.- ნერვიულობდა გულიკო ბებო. ---მოვლენ, ბიჭები თანვე ახლავთ, მარტო ხომ არ წასულან, აი მანქანის ხმაა მოვოდნენ უკვე!- წამოდგა და კარები გააღო რომ გუგა შემოვიდა ხელში სოფო ეჭირა და საძინებელში შეიყვანა. გახედა და ნიკა შემოვიდა ჟანეტით ხელში. ბოლოს კი კაკიმ ლილუ შემოიყვანა. ---რა უქენით ამ ბავშვებს, თქვენ არ დაგილევიათ?- გაოცებული იყო ძია ნოდარი. ---რა დამალევინებდა ძია ნოდარ, ჭკუიდან ამჭრა სამივემ. ეს მკვადარი ლილუც რომ გააცოცხლეს და აალაპარაკეს! -გულიკო ბებო ხან ერთთან მიირბენდა, ხან მეორესთან და ხან მესამესთან. ---გამოდი გულიკო გარეთ!-იყვირა ძია ნოდარიმ და ყველა ფეხზე დადგა. უცებ მივიდა გულიკო ბებო და ისიც გაოცებული მიაჩერდა. ---რა ხდება გამაგებინეთ!-იკითხა დაბნეულმა ქალმა. ---გაგატანეთ მიხედეთქვა თუ დახოცეთ და ისე დაბრუნდით სახლშითქო?-გუგას მიუბრუნდა- და ეს რაა? რატო მიეცით ამდენის დალევის უფლება, კეთილი ინებეთ და მთელი ღამე უყარაულეთ. ეს თქვენ ასე დაიმსახურეთ!- არცერთს არ ამოუღია ხმა. ---შენს ოთახში შედი დაისვენე, მიხედავენ ესენი. როგორ დაჯექით და ყურეთ როგორ სვამდნენ და თრობოდნენ. ახლა კეთილი ინებეთ და მიხედეთ. შედეგზე არც გიფიქრიათ, აი შედეგიც სახეზეა. მეც ვწვები და გოგოები არ მიატოვოთ. გაიზარდეთ და დავირდით, ჭკუა საერთოდ არ მოგმატებიათ!- წავიდა და დატოვა სამივე ენაჩავბარდნილები. მიდიოდა და ჩუმ-ჩუმად იცინოდა. განა არ იცოდა რომ სამივე შეყვარებული იყო? იცოდა როგორ არ იცოდა. სამივემ ერთმანეთს გადახედეს და პირობა მისცენ ერთმანეთს რომ, აღარასდროს აწი არ მიეცათ დათრობის უფლება. კაკის სავარძელი ქონდა საწოლთან და ისე ყარაულობდა ლილუს. ყოველ წუთში საბანს იძრობდა და ხვანცალებდა. ეცინებოდა კაკის ლილუს მოუსვენრობაზე. თმაზე ეფერებოდა და ეჩურჩულებოდა. ---ჩემი პატარა ქალი. მიყვარხარ ისე, როგორც არავის არავინ არ ყვარებია. თუ ვინმე მენატრება , თუ რამის ხილვა მინდა მხოლოდ შენ ხარ და შენი თვალებია. მე მხოლოდ ის ვიცი რომ ერთადერთი ხარ ჩემთვის, რომელიც ყველაზე ძლიერ მიყვარს! ასევე იჯდა ნიკა ჟანეტის საწოლთან და თავს ებრძოდა. არ იყო დარწმუნებული მის სიყვარულში. ვერ გაეგო ჟანეტი უყვარდა თუ ეს მოწონება იყო, თუ იყო დიდი ეგოისტობა და ჟანეტი სხვისთვის არ ეთმობოდა, ეგოისტურად არ ეთმობოდა. აი გუგასთან კი სულ სხვანაირად იყო. ისიც ყარაულობდა ქაჯანას რომელიც წიხლებით ისროდა საბანს ძირს და გუგას დაჯდომის და დასვენების საშუალებას არ აძლევდა. ---კარგად დაგარქვი ეს სახელი, ქაჯი ზუსტად ზედ გამოჭრილია შენზე, წიხლების ქნევის მეტი არაფერი არ იცი!-შემდეგ ჩაეცინა და თბილად უთხრა. ---ნეტავ ვიცოდე, ერთად რომ დავწვებით გექნება დრო წიხლების ქნევისთვის? გასწავლი წყნარად წოლასაც და ძილსაც. სულ გაყუჩებული დამელოდები საყვარელო. ხო გამაგიჟე, აწი მე გაგაგიჟებ შენ. შენ მე სიყვარული მასწავლე, შენით იწყება ჩემი სიცოცხლე, დაგინახე თუ არა პირველი წუთიდანვე შემოგლიჯე ჩემი გულის კარები და შენზე ფიქრი დამაწყებინე. რა გინდოდა, რას მერჩოდი. ძილიც დამიკარგე და მოსვენებაც. ვდარდობ წასვლის დღეები ახლოვდება შენი. სულ შენთან მინდა რომ ვიყო, შენს გვერდით. ჩემი სიყვარულით სავსე თვალები შენს ხილვას დაელოდებიან, მე დაგელოდები ,უსასრულოდ დაგელოდები. თავზე დაათენდა სამივეს და უძილობისგან გაბრუებული ქონდათ თავები. ----გოგოებოოოო ადექით ცივი ლუდი მოვიდა ხინკალის თანხლებით.- ასძახა გოგოებს რეზიმ. ---ნუ ყვირიხარ, თავი მისკდება უძილობით! წაიბუზღუნა გუგამ. ---დაიცა გაიღვიძებენ და დამგელებული შემოვარდებიან!- ამ დროს დაინახენ საფეთქლებზე ხელებ მიჭერილი სოფო შევიდა სამზარეულოში. ---თავი მტკივაააა!- მაცივარს ეცა და ყინულები გამოიღო. თეთრ მიტკალში გაახვია და თავზე შემოიდო, თავად კი თვალები დახუჭა და გაყუჩდა. გუგამ ყურა და უთხრა; ---შენს ტვინს კიდე გაყინვა უნდა, ისედაც გაყინულია? ---ხო გალღვება და მერე რაღაც-რაღაცეებს გაიხსენებს და ეს შენ ძალიან არ მოგეწონება! ---პასუხი ყველაფერზე უცებ გაქვს! ---კი დაფიქრებაც არ მინდა! ---ისევ კინკლაობთ? რა იყოთ ერთმანეთს რომ ეჭიმებით კიტაია მამლებივით, მაგას ჯობია იფიქროთ სად წავიდეთ ლაშქრობაზე!- მსუბუქად უსაყვედურა რეზიმ გუგას და სოფოს. ---დღეს მე არსად წამსვლელი არ ვარ. თუ გამიტანთ სახლიდან თუ არა, ჩემი ფეხით ვერ ვივლი!- წაიწუწუნა ლილუმ. ---მე აგიყვან მთის წვერზე ჩემი ხელით!-უთხრა თბილად კაკიმ. ---ვერ ხვდები რომ უკვე ასაკში ხარ და წელმა თავისი იცის მაინც. შენი წელი კი ამდენს ვერ გაუძლებს, მთის წვერამდე ჩემს ზიდვას და მეშინია, სადმე არ გადამჩეხო. ამიტომ მშვიდად იყავით, მე ჩემით გავუდგები გზას და ყოველგვარი შიშის გარეშე მივაღწევ ადგილამდე. ასე რომ მშვიდად იყავი ბიძიკოოოოო! -უცებ ჩამოურაკრაკა ლილუმ კაკის და დატოვა ყბაჩამოგდებული. ---ბიძიკოოოოო, ვაიმეეეე!- ახარხარდა რეზი, რამაც კაკის გაბრაზებული მზერა დაიმსახურა. ---ბარგი მოამზადეთ ორი დღით გავდივართ!- გამოაცხადა კაკიმ და სახლი დატოვა. ---ახალი თავგადასავლები იწყებააააა!- ჩაიმღერა სოფომ. ---ეხლა გაქვს შანსი გამოცადო საკუთარი თავი ქაჯან!- წაკბინა გუგამ.- ჯერ არ დამდგარა ჩემი დროოოო!- წაუმღერა გუგამ. მალე მოსაღამოვდა და ყველამ გასწია თავიანთ სახლებში მოსამზადებლად. გოგოებმაც თავიანთი ბარგი ჩაალაგეს და ადრიანად მიაშურენ თავიანთ საძინებლებს. წინა ღამის ნალოთავებს და ღამე ნათევებს მალე ჩაეძინათ სიზმრების გარეშე. გამთენიისას კი სამივეს საძინებელში ერთდროულად გაისმა მაღვიძარას ხმა. ძნელია თავი წამოწიო თბილი ლოგინიდან ასე ადრე. ძნელია წამოდგომა როცა, თბილი საბნის შეხებას სიამოვნებით გრძნობ. თუმცა უხალისოდ და იძულებით დგები საწოლიდან. ზრუგჩანთა გამზადებულია და პატრონს ელოდება. ლამის დაუღეჭავად გადაყლაპეს საუზმე გოგოებმა და ერთმანეთზე მიყოლებით გავიდნენ კარებში, ქუჩაში მომლოდინე ბიჭებთან. თავ მომწონედ აათვალიერეს გოგოები ყველამ და გუგამ როგორც ყოველთვის ვერც ახლა გაჩერდა სოფოსთვის რომ არ წაეკბინა. ---ქაჯან ქუსლიანი პაწუწკები მოგაქვს? იქ რომ ავალთ, ჩვენს საპატივცემულოდ მთის ხალხი სამეჯლისო საღამოს გამართვას შეგვპირდნენ და ხომ უნდა ვიყოთ ჩვენც? ---მართლა? მე ასეთი არაფერი არ მომაქვს. აპა შევბრუნდე სახლში? ---მიდი რამე წამოიღე!- გუგა ისე სერიოზულად ელაპარაკებოდა სოფომ ვერც მიხვდა რომ ატყუილებდა და შებრუნდა სახლისკენ რომ ბიჭების ხარხარი ექოსავით მოედო ღამის სიმყუდროვეს. შემობრუნდა განრისხებული სახით და გუგას უთხრა ---იდიოტო განანებ ჩემს გამასხარავებას!- გუგამ კი ენა გადმოუყო და ჰაეროვანი კოცნით დააჯილდოვა. ცალცალკე მანქანებით წასვლას ,ერთი მიკრო მარშუტკა იქირავეს ბიჭებმა და ასე ერთიანად მხიარული განწყობით გაუდგნენ გზას ჩვენი ამაყი მთების დასალაშქრად. ყაზბეგი, შორიდან მოავლენ თვალი თვალწარმტაც მიდამოებს. და დარიალის ხეობას მიადგნენ. ამ ხეობაში მოგზაურობისას ისეთი შეგრძნება დაეუფლათ თითოეულ მათგანს, თითქოს შიგნით ღრმად შევიდნენ და მათ გარშემო მთები ურჩხულის კბილებივით დასჩერებოდნენ მაღლიდან. მთის კალთები მწვანე მდელოებითაა დაფარული. გვერდით თერგი მქუხარედ გრგვინავს ვიწრო კლდეებს შორის. მისი მჩქეფარე, თეთრი და კუნთმაგარი ტალღები სწრაფად მიექანებიან ჩრდილოეთისკენ და თითქოს მის მგზავრებსაც აჩქარებს. ერთი ძალიან ლამაზ მდელოზე გადაწყვიტეს კარავის გაშლა. ერთობლივი ძალით გაჭიმეს კარავი და ყველამ შიგნით ერთად დაჯდნენ. გარეთ ფიჩხი მოაგროვეს და ახლოს კარავთან ცეცხლიც დაანთეს. გარშემო შემოუსხდნენ და დაიწყეს მხიარული ამბების გახსენება. ---პირველად მაშინ დავისაჯე ყოფაქცევაში ორიანი რომ მივიღე!- გუგამ დაიწყო პირველმა ამბის თხრობა. -რეზიმ მომაკითხა მახსოვს ახალი ნაყიდი ბურთით ხელში, ფეხბურთი ვითამაშოთო და ისიც ჩემთან ერთად დასვეს კუთხეში ---მახსოვს, შენ რომ წაგეჭიმე მე რა დავაშავეთქო და გური ძიამ მიყვირა შენც მაგისნაირი მაიმუნი ხარ და ამიტომ შენ წინასწარ ისჯები რომ მაგის დანაშაული არ გაიმეოროო! -დაასრულა სიცილით რეზიმ. ---მე-7-ე კლასში ვიყავი დამრიგებელი რომ მომიკვდა. მაშინ მეც მხიარული, უდარდელი და ლაღი ბავშვი ვიყავი. გიჟი კლასი ვიყავით, ჩვენი კლასი და არავინ მოინდომა ჩვენთან შემოსვლა სადამრიგებლოდ, მორიგეობით მშობლები გვყარაულობდნენ, მაგრამ მაინც ვიპარებოდით და მერე მანქანებით გვეძებდნენ მთელ ქალაქში!- სოფომ გაიხსენა მისი ბავშობის ლამაზი წლები.- ეს იყო ჩემი ბავშობის ბოლო მხიარული წლები. მას შემდეგ მალე შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ირგვლივ მუქი ფერებით შეიმოსა ყველაფერი. ძია ნოდარი რომ არა დღეს სულ სხვაგვარი ცხოვრება მექნებოდა. მას უნდა ვუმადლოდე რომ მე დღეს მქვია ადამიანი და სულ მალე მექნება ჩემი საქმე. ---დღეს სევდის უფლებას არ მოგცემთ სოფო!- უთხრა გუგამ თბილად. ---ერთხელ დედა გამიჯავრდა სახლში. თურმე ფიზიკის მასწავლებელს შეხვედრია და საყვედურები უთქვია ჩემზე. მეც გავბრაზდი და წებო წავიღე სკოლაში და ნიკას ვუთხარი, მიდი სკამი შეაკეთე მასწავლებლისთქო. გახსოვს ნიკა? ---როგორ არ მახსოვს. ზემოდან რომ დაასხი და მერე ხელით გადაალამაზე რომ არ დატყობოდა სკამს. მასწავლებელი შემოვიდა დაჯდა და სია ამოკითხა. შემდეგ მთელი გაკვეთილი ფეხზე არ ამდგარა საწყალი! სიცილით თქვა ნიკამ. ---შემდეგ შემოახიეს შარვალი ტანზე და ისე მოაცილეს სკამი!- თხრობა გიორგიმ დაასრულა. ლილუ წამოდგა და კარავში შევიდა. იქედან კი გიტარა გამოიტანა და დაიწყო სიმების აწყობა. ნელა-ნელა თავის სამყაროში ჩაიძირა და თითქოს გაქრა იმ ადგილიდან. თანდათან მისი წკრიალა ხმა მთელ მთა-მდელოს მოედო. ქარიიიი გიმღერის ნანასაააა, ზღპარს გიამბობს ჭადარიი ძეწნაამ ალერსიიიით ამავსოოო, იჭვებით ნააავადარიი, საქართველოო ლამაზოოოოო, სხვა საქართველო სად არიიის, საქართველოოოო ლამაზოოოო, სხვა საქართველოოო სააად არიიის! კაკიმ დაუჯდა ახლოს და აყვა სიმღერაში. თვალები ქონდა ლილუს დახუჭული და მთელი არსებით მღეროდა. ---მინდვრები ქართლის მინდვრებიიიი, ქედები მხარგაშლილებიიიი, მთაში ტყე დანაბინდებიიი, ტყეში ქორბუდა ირმებიიიიიი, საქართველოოოოო ლამაზოოოოო, სხვა საქართველო სად არიიის, საქართველოოოოო ლამაზოოოოო, სხვა საქართველო სად არიიის, გულიდან ამომავალი სიმღერა და სულში ჩამწვდომი საქართველო. ---ლილუ რა მაგრად მღერიხარ. ყველა გაოცებული იყო ლილუს სიმღერით. შესანიშნავი დუეტი გამოვიდა. ---დავამღეროთ კიდე თბილისზე? ვინც იცის ტექსტი ამყვეს! დავალ მუდამ მოხიბლული შენი თილისმით, ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა თბილისიიიი. ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა თბილისიიიი. მოვიარე შორი გზები, სად არ მაწვიმდააა ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა მთაწმინდაააა. ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა მთაწმინდააა. ---საოცრება ხარ, არაჩვეულებრივი!- უთხრა ლილუს კაკიმ. დაიწყეს ბიჭებმა დალევა და ჩახუტება. წინა საღამოს თუ გოგოებმა დალიეს და ითამაშენ ბიჭების ნერვებზე, ეხლა ბიჭებს მოუნდათ გოგოების გაბრაზება მაგრამ, მიუხვდნენ ეშმაკობას და იქვე გაშალენ საძილე ტომრები და სანთლის შუქზე ერთმანეთზე ჩახუტებულებმა, სამმა ნაზმა არსებამ მშვიდ ძილს მიცა თავი. დილით ყველაფერი ნისლით იყო დაბურული. ნელა-ნელა იწმინდებოდა ნისლისგან მიდამო და ამ ალაგ-ალაგ გაფანტულ ნისლში სერზე ულამაზესი ხედებიც ჩნდებოდა. გუგა დილით ადრე ადგა და კარვების წინ იდგა, სიგარეტს ეწეოდა რომ დათოს ხმა გაიგონა. ---ვახ, ვახ, ვახ ადრე ამდგარხარ გუგა. როგორ ხარ ამ მთის წიაღში ამ დილა ადრიან? ---ძალიან კარგად, ოპტიმისტურად ვარ. სუფთა ჰერი, სისუფთავის სუნი ტრიალებს ირგვლივ ამას რა ჯობია. ---მოდი მომეხმარე და გოგოები გავახაროთ. ფიჩხი მომიტანე სხვას მე გავაკეთებ!- დატრიალდა გუგა და მართლაც მოძებნა ფიჩხი და დათომაც ადვილად დაანთო ცეცხლი, ნაკვერჩხალი შემორჩენილი იყო, ყველას მოშივებოდა და მშივრებს შემწვარი კვერცხი ძალიან ესიამოვნათ კონსერვთან ერთად. გემრიელი საუზმე გაიშალა, ყავა და ჩაიც მიირთვეს, რაღაცნაირი თავისი ხიბლი ქონდა მთაში ყოფნას. დილით უფრო საინტერესოა მთის ნახვა, ყველა ტკბებოდა ამ საოცარი სანახაობით. ნისლში არც ცა რომ არ ჩანდა და თავი ღრუბლებში რომ გგონია. ---რა საოცრებაა, აი რატომ მოსწონთ უცხოელებს ჩვენი საქართველო. ეს საოცარი მიდამოები რომ აგიჟებენ, ეს ნისლიც თითქოს ცასა და მიწას შორის ჰაერში რომ ხარ გამოკიდებული, ვის არ გააოცებს ასეთი სანახაობა. მთის სილამაზე ირგვლივ სულიერად ისვენებ ადამიანი. არ გესმის ქუჩის ხმაური. თვალს ახელ და გრძნობ რომ მთაში ხარ და არა მტვრიან და ჭუჭყიან ქალაქში. ---წავიდეთ სადმე ამ მთებში ფეხით, შემოვიაროთ მიდამოები!- თქვა ნიკამ და მეგობრებს გადახედა. ---და სად გეჩქარება რომ? ამ ადგილებს კაცი გაექცევა? მთელი დღის მხიარულების შემდეგ მზე ნელა ნელა ეფარება მთებს და ჩასასვლელად მიიპარება. ღამით გამოდიხარ გარეთ და მოციმციმე ვარსკვლავების ფონზე შეჰყურებ ,მთვარის შუქზე მკრთალად ბრწყინავ მიდამოებს. გგონია რომ სხვა პლანეტაზე ხარ და ოცნებებს სადღაც შორს გადაყავხარ. მარტო ზიხარ ფიქრებში ჩაძირული, ეულად ყოფნას მოუცავს შენი სული და გონება. ადამიანები ხშირად რჩებიან მარტო, იმიტომ რომ ისინი კედლებს აშენებენ ხიდის მაგივრად. თავი გადააქნია ზედმეტი ფიქრისგან განთავისუფლდდა და კარავში შევიდა. ---სად იყავი სოფ?- შეეკითხა ჟანეტი. ---რაღაც მოვიწყინე თქვა და ისევ გარეთ გავიდა. მთვარეს უყურებდა ცაზე რომ მოულოდნელად ხელები შემოხვია გუგამ და ყურში უთხრა; ---მოდი გასწავლი ტუჩებზე ტუჩების გადაბმას და კოცნა ვაქციოთ სევდიან ნუგეშად! ---კიდევ რას მეტყვი ახალს და უცხოს? ხომ არ აგიჟუჟუნა სასმელმა სხეული? აი იქ თერგი ღრიალებს შეგიძლია გაგრილდე ყინულივით ცივია. მოწოლილ და მოზღვავებულ სისხლს სწრაფად გაგიყინავს ძარღვებში და ჰორმონებსაც დაგიცხრობს! ---რატომ ხარ ასეთი მწარე? არადა გული ისე გიცემს ახლა სადაცაა გარეთ გამოვა და თავად დამიჯდება ხელის გულზე!- ცინიკურად უთხრა გუგამ. ---იოცნებე არავინ გიშლის, ოცნება უფასოა. ---იცი ეხლა რას ვგრძნობ? და რა არის ყველაზე მაგარი? ---აბა რას ფიქრობ მითხარი, თუ შეგიძლია რამე აზრიანზე ფიქრი!- დაგესლა ისევ სოფომ. ---უყურებ ამ მთებს გარშემო და საამაყოა ნამდვილად რომ, ეს სილამაზე ჩვენია. მიხარია რომ ეს ჩვენი სამშობლოს სილამაზეა.ეს ჩვენი ქართველთა სიმდიდრე და სულის სილამაზეა! ---მართალი ხარ, გეთანხმები მაგრამ სამწუხაროდ არიან ადამიანები რომლებიც არ თუ ვერ აფასებენ ამ სიმდიდრესაც და ამ სილამაზესაც! ---შეგიძლია მარტოც დატკბე- სოფომ სწრაფად მოიცილა გუგას ხელები და ისევ კარავში დაბრუნდა. კარგი დრო გაატარეს მთაში, მოინახულეს ღირსშესანიშნაობები, ეკლესია მონასტრები, უფრო უკეთ დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ, ბევრი იცინეს იმხიარულეს, ნიკას აგიჟებდა ჟანეტის თითქმის მისი მიუქცეველი ყურადღება, მაგრამ რა იცოდა ბიჭმა თუ გოგოს მისი არც ერთი მიმიკა არ გამოპარვია მხედველობიდან. დრო მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა. დრო არ ჩერდება. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც დრო გააჩერა. არსებობს მხოლოდ თვალები, სადაც შეგიძლიათ ადამიანის ცხოვრება წამშიც ამოიკითხო. დაინახო მისი წარსული და აწმყო. უნდა ვეცადოთ ადამიანებმა ეს ყველასათვის შეუჩერებელი დრო მაქსიმალურად სწორად და ხარისხიანად გამოვიყენოთ, რადგან მისი დაბრუნება უკან შეუძლებელია. დრო ძალიან ჩქარა გარბის და მითუმეტეს ჟანეტისთვის. კარზე მოადგა გამოცდების ციებ-ცხელება. დღე და ღამე გაერთიანდა, დაიცალა და გამოიფიტა მაგრამ, ამ ძლიერმა ძალისხმევამ შედეგს მიაღწია და ჩაირიცხა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. სამედიცინოზე. წინ დიდი და ლამაზი, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება ელოდება. ---მიხარია რომ ჩემს გვერდით იყავი მთელი ეს დრო გუგა. ძალიან დიდ ძალას მაძლევდა შენი ყურადღება, სითბო, სიყვარული და არ დაგიფიცავ რომ შენი ჯუჯღურიც კი მომენატრა!- სიცილით უთხრა ბოლო სიტყვები. ---ჩემო ჟანეტა, მეგობრობა უდიდესი რამაა, ამ ერთ სიტყვაში უსაზღვრო სითბო და უკიდეგანო სიყვარულია ჩადებული. გახსოვდეს მუდამ კარგი მეგობრის პოვნა კი ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვამბობ რომ საუკეთესო ვარ და ჩემზე უკეთესს ვერ იპოვნი მაგრამ, შენ ეხლა ძალიან ბევრ ახალ ამხანაგებს გაიცნობ და ფრთხილად იყავი. ყველას ადვილად ნუ ენდობი მანამ, სანამ არ გაიცნობ გარკვეულწილად! --- კარგი რა, რა არის ეს ჟანეტა,- გაიბუსა მაგრამ გუგას თბილმა სიტყვებმა სახე გაუნათა- შენ როცა ჩემს გვერდით ხარ, უფრო დაცულად ვგრძნობ თავს. შენ ჩემთვის მეგობარზე მეტი ხარ გუგა, შენ ჩემი ძმა ხარ. ტვინის მჭამელი, ნერვების კიბო მაგრამ, მაინც უაზროდ მიყვარხარ!- ბოლო სიტყვებზე ხმამაღალი ხმით გაეცინა ძია ნოდარს. ---მიხარია ასე კარგად რომ დამახასიათე ბოლოში. ვიმახსოვრებ!- უთხრა ვითომ გაბრაზებულმა გუგამ. ---დაიცა მალე შემოგირიგებ, ეხლა შენთვის არ მცალია მამიკოსთან მაქვს სათხოვარი. მამა ერთი თხოვნა მაქვს!- უთხრა დიდი მორიდებით მამას ჟანეტმა. ---მითხარი შვილო თუ რამე შემიძლია ხომ იცი რო.........! ---ვიცი, ვიცი მაგრამ, ეხლა ჩემთვის არაფერს არ გთხოვ, ლილუსთვის მინდა რომ გთხოვო. აგვისტოში 18 წლის ხდება და მინდა აქ იყოს ჩემთან ერთად. მას წასასვლელი არსად არ აქვს, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და არ მინდა სხვაგან წავიდეს. ნიჭიერია ჩემს მაღაზიაში მოვაწყობ და იქ იმუშავებს!- მორიდებით გახედა მამას, მამა რომელიც სულსაც კი დათმობდა ჟანეტისთვის. ---ეს მე შენამდე ვიფიქრე შვილო და არ ინერვიულო, ლილუ აქ მოვა. შენთან ერთად იქნება და შენთან იცხოვრებს. მე შენ არ მყავხარ მარტო, ესენი ეს ვირებიც ჩემი შვილებია. ლილუც ჩემი შვილია და მე თქვენით ვცხოვრობ და ვცოცხლობ სანამ ამ ქვეყნად ვიარსებებ და ვივლი ამ მიწის ზემოთ! ---რა ბედნიერი ვარ რომ, მე შენ მყავხარ მამიკო! ---მე წავედი წიგნის ჭია და მოგვიანებით გამოგივლი და ამ სიცხეში არ წავიდეთ სადმე? მოვილაპარაკოთ და გავქუსლოთ ზღვაზე სწავლის დაწყებამდე! ---ვნახოთ მალე ლილუც მოვა, სოფოც ჩამოდის მგონი სწავლის დაწყებამდე აქ იქნება და წავიდეთ მერე! სოფოს ხსენებამ გუგას გული აუფანცქალა და კმაყოფილმა გადახედა ჟანეტს. ---მოგწონს ხო?- შეეკითხა ჟანეტი. ---არა,არ მომწონს. მაგიჟებს!- სერიოზულად უპასუხა გუგამაც. ---ხოდა სწავლის დაწყებამდე აქ იქნება და იმოქმედე. მე ძალიან მომწონს სოფო! ---შენ რადგან მოგწონს 10 ნაბიჯით წინ ვარ!- სიცილით გამოაჯავრა და კარში გავარდა. ჟანეტი და მამა მარტო იყვნენ სახლში, ეზოში დიდი ჭადრის ჩრდილში ისხდნენ და აგვისტოს ცხელი სიცხეს არიდებდნენ თავს. ჟანეტი ჩაფიქრებული იყო რომ მამამ გახედა და ღიმილით უთხრა; ---ჩემს გოგოს რამე ხომ არააქვს სათქმელი ჩემთვის? არ გინდა რამე მითხრა? ---მინდა მაგრამ არ ვიცი როგორ გამიგებ! ---მომისმინე შვილო, შენ ისეთ ასაკში ხარ, ეს ლოგიკურია ჟანეტ ვინმე მოგეწონოს, ან შეგიყვარდეს. მთავარია წრფელი იყოს ეს სიყვარული და შენც, შენს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული იყო! ---ვიცი მამა მაგრამ, რაღაც შიშის ვგრძნობ. ჯერ კიდევ ვერ გავშალე ფრთები ამ გრძნობაში. რაღაც მაკავებს და იმასაც ვფიქრობ ამ ჩემმა ამდენმა თავშეკავებამ არ დამაკარგვინოს მისი სიყვარული. მეორე მხრიდან კი კარგად არ ვიცნობ, ეს არ ნიშნავს ბევრს, რომ გუგას ძმაკაცია. რომ რამე მოხდეს გუგას მე არასოდეს არ დავადანაშაულებ. ვფიქრობ რომ ვცადო ნიკასთან ურთიერთობა და ალბად დრო და მასთან ახლოს ყოფნა სიყვარულსაც მოიტანს თანდათან! ---გეთანხმები, თუ არ გაყევი სადმე, არ ისაუბრეთ, მარტო თქვენი მეგობრებში შეხვედრა არ ნიშნავს ბევრს. თქვენ უფრო ახლოს უნდა გაიცნოთ ერთმანეთი და ასე უფრო გაიგებთ ერთმანეთის ხასიათს! ---და რომ არ აღმოჩნდეს ის ვინც, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი უნდა იყოს? ---,,იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა''. არ გასწავლეს სკოლაში ეს ლრექსი? დისტანცია დაიცავი შვილო მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს მე შენთან ვიქნები ყოველთვის. ნიკა კარგი ბიჭია, გუშინ და დღეს არ მინახავს მარტო, უკვე წლებია ვიცნობ და არა მგონია სიტყვა სიყვარულს და საყვარელ ქალს პატივისცემით არ მოექცეს.!- უთხრა თვალი ჩაუკრა და მარტო დატოვა მის ფიქრებთან ერთად. ისე ჩაიძირა ფიქრებში, ფიქრების ფსკერზე დაეშვა, ვერ გაიგო როგორ დაბინდდა და ცაზე ვარსკვლავები აციმციმდა. სავსე მთვარე დაადგა თავზე გაღიმებულად და თითქოს ეფერებოდა, მომიყევი რა გჭირს და მე მოგისმენ, უფლება გაქვს ჩემთან დაიცალოო. უნებურად ცას ვარსკვლავი მოსწყდა და ჟანეტიმ სურვილი ჩაიფიქრა და თვალები მინაბა სიამოვნებისაგან. ძალიან ცუდ დროს გაახსენდა ვიღაცას, ამ ღამით ვინც იყო არც მას ეძინა, როგორც ჟანეტს არც მას ასვენებდა ფიქრები და ამ ფიქრებს გადმოფრქვევა უნდოდა ღამით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ქვეშ. ---ალო,პრივედ ჟან როგორ ხარ?- რას ინატრებდა ამ ფიქრებში გართული თუ არა და მის ზარს ტელეფონზე. ---კარგად ნიკა შენ რას შვრები? ---ნორმალურად, რატომ არ გძინავს? ---მთვარეს ვესაუბრები ,ჩემს ფიქრებს ვანდობ! ---გახსოვს? როცა ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, მთვარის შუქზე არ ვყოფილვართ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც არ დაგვყურებდა ზემოდან მაგრამ, ზამთრის სუსხიან ღამეშიდაც სასიამოვნო იყო შენი გაცნობა! ---ნიკა გინდა რომ ჩავუფიქროთ მთვარეს სურვილი? ---სისულელეა, ჩანაფიქრი მაშინ სრულდება, როცა ვარსკვლავი ვარდება! ---სულ ერთია მე ეხლა მინდა და ამ წუთში რომ ჩავიფიქრო! ---მიდი ჯერ შენ! ---მე უკვე ჩავიფიქრე! ---და რა? ---არ გეტყვი? არ ამისრულდება! ---არა,სურვილი თუ გულით ჩაუთქვი ყოველთვის სრულდება, მიდი მითხარი! ---კარგი მე ჩვენი ერთად ყოფნა ჩავიფიქრე ნიკა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.