შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობა (თავი 3)


28-05-2016, 22:49
ავტორი nicol
ნანახია 6 962

მეორე კვირა (შეხვედრა)
აეროპორტის დარბაზში უამრავი მგზავრი ირეოდა, ზოგი მიდიოდა, ზოგი უკვე ჩამოსულიყო, ზოგიც ელოდა.
-კარგად ხარ? - ჩუმად გადაულაპარაკა ლიზამ ფერდაკარგულ გოგოს.
-ვცდილობ კარგად ვიყო. - საწყლად გაუღიმა მეგობარს.
-წამალი დალიე?
-კი, მაგრამ არ მშველის, ალბათ აფრენისას მეორესაც მივაყოლებ.
-აბა შენ იცი. ოღონდ მთლათ ისეც ნუ იზამ რომ სულ ზეცაში დარჩე.
-ოჰო, გადაგდეს არა იუმორი? წადი, გელოდება შენი ვაჟკაცი და იმასთან მოიქავე ეგ ენა, მე კიდევ დამტოვე საკუთარ შიშებთან მარტო.
-რით ვერ ვისწავლე, რომ ფრენის წინ ხმა არ უნდა გაგცე? - უთხრა ლიზამ და გაშორდა.
ქეთომ მიბრუნებულ მეგობარს ენა გამოუყო და სტრესის მოსახსნელად დარბაზში განლაგებული სკამების გადათვლა დაიწყო.
-ერთი სკამი, ორი სკამი, სამი სკამი, ოთხი ჩანთა, ხუთი სკამი, ექვსი ჩემოდანი, შვიდი რვა და ცხრა მძინარე კაცი, ათი აიფონიანი გოგო...
სიტყვა გაუწყდა ქეთოს, წელზე შეხება რომ იგრძნო, შეეცადა მოტრიალებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. ვიღაცის ძლიერი ხელი მუცელზე შემოხვეოდა და მთელ ზურგზე თბილი სხეულის შეხებას გრძნობდა. კიდევ ერთხელ სცადა შემოტრიალება, მაგრამ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდა, თითქოს მარწუხებით იჭერდნენ და ერთი მილიმეტრითაც არ ჰქონდა განძრევის საშუალება. თავის შემობრუნება სცადა, მაგრამ ყურთან გრძნობდა მძიმე გახშირებულ სუნთქვას და ხვდებოდა, რომ ერთი არასწორი მოძრაობაც და შეეხებოდა. შეხებოდა იმას რისიც ეშინოდა.
-თერთმეტი ცალფეხა გოგო, - ახლა მის ზურგსუკან მდგომმა გააგრძელა თვლა. - თორმეტი კუზიანი გოგო, ცამეტი სპილო, სახელად ჰორტონი, თოთხმეტი... გავაგრძელო?
ქეთო ხმას ვერ იღებდა, იდგა და განძრევის ეშინოდა.
-ცუდია არა, მოსაუბრეს რომ ვერ ხედავ და მხოლოდ ყურთან ახლოს გესმის მისი ხმა? - ქეთოს ისევ არაფერი უთქვამს. - 1:1 ჰორტონ. - ყურთან ძალიან ახლოს მიუტანა ტუჩები მიშომ. ქეთომ სუნთქვა შეიკრა, მოეჩვენა რომ კოცნას უპირებდა. მოემზადა კიდეც ამისთვის, თვალებიც კი დახუჭა, მაგრამ უცებ მოეშვა მასზე შემოხვეული მარწუხი, მოქნილად გასრიალდა მთელ მუცელზე და რამდენიმე წამში გაქრა. მარტო დარჩა ქეთო, ფეხებიდან წამოსულმა ტალღამ წვრილ წერტილებად დაუარა მთელ სხეულში და ფრენის შიში კი არა, სუნთქვა დაავიწყა.
-ამეისუნთქე გოგო, თვარა გალურჯდი ლორელაის მთვარესავით. - ნაზიმ იდაყვში მოკიდა ხელი და გვარიანად შეანჯღრია.
ქეთო იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-თქვენც კითხულობთ? - მხოლოდ ეს კითხა გვერდით მიმჯდარ ნაზის და ისევ სივრცეს გაუშტერა თვალი.
ნაზიმ არაფერი უპასუხა, მიხვდა აზრი არ ჰქონდა. ახლა ქეთო სულ სხვა რამეზე ფიქრობდა.
რეგისტრაცია გაიარეს, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე არ შეხვედრიან ერთმანეთს. ჩაჯდომის მერეც...
ქეთოს მაშინვე ჩაეძინა, იმოქმედა აბებმა. მხოლოდ მიშომ ნახა უკვე მძინარე. თავიდანვე იცოდა რომ მათი ადგილები გვერდიგვერდ იყო. ერთადერთი პირობა იყო რაც ლიზას წაუყენა - ერთად უნდა მჯდარიყვნენ. ჰოდა ახლა სიამოვნებით ათვალიერება მის ნაკვთებს. მძინარეს ყველა კუნთი მოდუნებული ჰქონდა მის სახეს ყოველგვარი გრიმასას გარეშე ხედავდა. ზემეტად უმანკოს და ბუნებრივს. ოდნავ გვერდზე გადახრილ თავს, სახეზე ჩამოყრილი თმების მსუბუქი ფენა და ყელზე სამკაულად შემოხვეული წითური ხშირი თმა. სიფერმკრთალეში გადასული თეთრი კანი, გამჭვირვალეც კი მოეჩვენა მიშოს. თითქოს მის უკან თითოეული ძარღვის დათვლა შეეძლო. პატარა ცხვირზე რამდენიმე ნარინჯისფერი ჭორფლიც კი შეამჩნია და ჩაეღიმა. გაახსენდა ბავშვობაში შეყვარებული რომ იყო პეპი გრძელიწინდაზე, რაღაც საოცარი სილამაზის გოგოდ წარმოედგინა. მას შემდეგ ჭორფლებზე გართულება ჰქონდა. გოგოს ყოველთვის სახეზე აკვირდებოდა და ჭორფლებს ეძებდა და აი პირველად იპოვა. ხელი წაიღო და ძალიან ფრთხილად შეეხო ცხვირზე, სათითაოდ გადათვალა. შეხებაზე შიშმუშნა ქეთო. მიშომ მხარი შეაშველა და ცოტა ხანში მის მხარზე მოკალათებული ქეთო უფრო მოხერხებულად მოეწყო და გააგრძელა მშვიდი, რიტმული სუნთქვა.
მანამ არ გაუღვიძია ქეთოს სანამ თვითმფრინავი ფლორენციაში არ დაეშვა. მერეც ძლივს გაახილა ქუთუთოები, რამდენჯერმე მოავლო თვალი მგზავრებს და ისევ დახუჭა. მიშო ოდნავ შეირხა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაეხედა სახეზე. გოგონამ თითქოს იგრძნოო, თანდათან ისიც გაიაზრა მის მხარზე რომ ედო თავი და უცბად გასწორდა.
-სად ვართ? - კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას ქეთომ. - სად არის ლიზა?
-ადექი უნდა ჩავიდეთ, აღარ მიფრინავს თვითმფრინავი. - მიშომ ღრმად ამოისუნთქა და ასადგომად მოემზადა.
-რატომ აღარ მიფრინავს? - ისევ გაოცებული აფახულებდა თვალებს ქეთო.
-რა ვიცი, წეღან თქვა პილოტმა არ ავფრინდებითო და უკვე ტრაპიც მოადგეს თვითმფრინავს. - წარბიც კი არ შეუხრია ისე წამოდგა მიშო და ჩანთა ჩამოიღო. - შენ გქონდა რამე? - ჯერ ისევ გაოცებულ გოგოს შეხედა, რომელსაც ღვედიც კი არ შეეხსნა.
-რას ჰქვია არ გავფრინდებითო? გადაღება გვაქვს, ვერაფრით ჩავეტევით გრაფიკში. - ქეთოც წამოდგა შეშფოთებული სახით გამოართვა მიშოს თავისი ჩანთა. -აგვიხსნან მაინც, ასე როგორ შეიძლება? მოიცა ბორტგამცილებელი მაინც ვნახოთ, სად ჯანდაბაში დაიკარგა ლიზა? რას ამბობს?
-წეღან ამბობდნენ ვიღაცეები, შემთხვევით მოვკარი ყური, სპილო ამოპარულა თვითმფრინავში და მაგიტომო.
-რო-რომელი სპილო? - შეჩერდა ქეთო და გაოგნებული მზერა მიაპყრო წინ მიმავალ მიშოს.
-რა ვიცი... ამბობენ ჰორტონი ჰქვიაო. - ღიმილი ვერ შეიკავა მიშომ.
რამდენიმე წამი დასჭირდა ქეთოს აზრზე მოსასვლელად. ნელ-ნელა იაზრებდა. ჯერ ტვინის მარცხენა ნახევარსფერო გაეხსნა, მერე მარჯვენამაც აღიქვა მთელი ინფორმაცია და მომენტალურად, რეფლექსურად მოქნეული ჩანთა პრესზე მიარტყა მიშოს:
-ვეშაპი ხარ. - თვალები ბრაზით დააკვესა და გაგულისებულმა ჩაუარა ჯერ ისევ მომღიმარ ბიჭს, რომელმაც პრესი ხელისგულით დაიზილა და ღიმილით გაყვა უკან.
ტრაპის ბოლომდე მიყვა გაბრაზება ქეთოს, როგორც კი მიწაზე დადგა ფეხი უკვე იღიმოდა.
-გეხვეწები მითხარი, ამას როგორ ახერხებ? - ჯერ კიდევ შუა ტრაპზე მყოფ მიშოს ასძახა ქვემოდან.
-რას? - ნელ-ნელა უახლოვდებოდა მიშოც.
-მარტო შენ შეგიძლია გოგო სპილოს შეადარო და თან ისე რომ შეურაცხყოფა კი არ მიაყენო, გააღიმო.
-აბა წეღან ის ჩანთა რა იყო კუჭისთავში რომ მომხვდა? კინაღამ იქვე ჩავიკეცე.
-არაფერიც არ მოგსვლია, მასეთი პრესი ჩანთას კი არა აი იმ ქალის ჩემოდანსაც გაუძლებდა. - თვალით წინ მიმავალ ქალზე ანიშნა, რომელიც თავისზე დიდი ჩემოდანს მიართმევდა გაჭირვებით.
-შენ რა იცი მე რანაირი პრესი მაქვს?
-თბილისის აეროპორტში ვიგრძენი ზურგის ტვინით. - უტიფრად შეხედა თვალებში ბიჭს.
ის იყო მიშო რაღაცის თქმას აპირებდა, რომ ვახო და ლიზაც გამოჩნდნენ.
-სად იყავით აქამდე? - ახლა ლიზას მიუბრუნდა ქეთო.
-ჩვენ უკან ვისხედით, ნაზისთან და გოგოებთან. - მეგობრის გამჭოლ მზერას რომ გადააწყდა, რომელშიც ნათლად იკითხებოდა - „სპეციალურად გააჩალიჩე?“ სასწრაფოდ დაამატა. - შოუს ფარგლებში მიშო გოგონებს არ უნდა შეხვედროდა და ამიტომ მოშორებით დაგსვით თქვენ.
-წავედით, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს, ჩვენი ვილა სიენის პროვინციაშია. - საუბარში ვახო ჩაერთო. - აქედან რითი მივდივართ?
-მიკროავტობუსებით, სპეციალურად გადაღებებისთვის ვიქირავეთ. გადამღები ჯგუფის ნაწილი უკვე იქაა და გველოდებიან ისინი უფრო ადრე გამოფრინდნენ.

****
დიდი ხანი იარეს, გადაიღალნენ. ქეთოს არც ეს უგრძვნია, მშვიდად გააგრძელა ძილი ახლა უკვე მიკროავტობუსში. ორი მიკროავტობუსით მიდიოდნენ. ერთში ქალბატონი ნაზი იჯდა გოგონებთან ერთად. მათ ორი ოპერატორი გაყვათ. მეორე მიკროავტობუსში ლიზა, ვახო, ქეთო, მიშო, ოპერატორები, პროექტის წამყვანი, რეჟისორი მოთავსდნენ და კიდევ რადენიმე ადამიანი გადამღები ჯგუფიდან.
-ჰორტონ, გაიღვიძე - ოდნავ გადაიხარა მიშო და ყურში ჩასჩურჩულა მძინარე ქეთოს. - ულამაზესი ხედებია, შეიძლება მთელი ცხოვრება ძილში ატარებდე?
-კარგად დაიმახსოვრე და მერე მომიყევი. - ამოიჩურჩულა ქეთომ და შეიშმუშნა.
თვალი მაინც გაახილა და სავარძელზე გასწორდა. თავი მიაბრუნა და მართლაც შესანიშნავი ხედების თვალიერება განაგრძო.
-ვინ შეარჩია ეს ადგილი გადაღებებისთვის? - ლიზას მიუბრუნდა ქეთო.
-მე.
-აი, გაიხედეთ ფანჯარაში და ვისაც ჯერ ისევ გაწუხებთ კითხვა, რატომ ანდეს ამხელა პროექტი ლიზას - თანამგზავრებს გადახედა ქეთომ. - პასუხს დაინახავთ. იდეალური ადგილია. ყველაფერია იმისთვის რომ შეგიყვარდეს... - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაიბუტბუტა.
თითქმის უკვე ბინდდებოდა დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ. ულამაზესი ვილა მათ განკარგულებაში იყო. უზარმაზარი შემოსაზღვრულ ტერიტორიით და მომსახურე პერსონალით. იმ დღეს ერთადერთი რაც მოახერხეს სააბაზანო და საძინებლამდე მისვლა იყო. არარეალურად დაღლილიყო ყველა.
სამაგიეროდ მეორე დილა დაიწყო აქტიურად. იმ კვირას მიშო ორ გოგონასთან ერთად მიდიოდა პაემანზე, მათგან ერთ-ერთი დატოვებდა შოუს. ამჯერად ლიკა და ნინა შეარჩია მიშომ. ლიკას კულინარიული სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და უბრალოდ საცოდაობა იყო მისი ნიჭის იტალიაში არდემონსტრირება. ნინა კი, როგორც რეზუმეში ეწერა მსახიობი და მოდელი იყო. ანუ ამ შემთხვევაში მას და მიშოს საერთო პროფესია ჰქონდათ.
ლიზა წინასწარ შეუთანხმდა ადგილობრივ ტრადიციულ რესტორანს და მათაც დიდსულოვნად დაუთმეს სამზარეულო შეფ-მზარეულიანად.
-გოგონებო, - წამოიწყო მიშომ და გადაღებაც დაიწყო. - შემიძლია თამამად გითხრათ რომ უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ მასტერკლასი მიიღოთ იტალიელი შეფ-მზარეულისგან. თქვენ კი არა მეც დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი იტალიური კერძების მომზადებას, თან მინდა წინასწარვე გაგაფრთხიოთ რომ გურმანი ვარ და ჩემთვის გემრიელი კერძი საკმაოდ დიდი საჩუქარია.
ლიკას სახეზე ბედნიერება ეხატა, აი ნინას კი... რა გითხრათ. იგრძნობოდა სამზარეულო ყველაზე ბოლო ადგილი იყო, სადაც პაემანი წარმოედგინა.
-ლიკა, როგორც ვიცი საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გაქვს კერძებში.
-კი, იტალიურ სამზარელოსაც ნაწილობრივ ვიცობ.
-გადასარევი, მაშინ მე მგონი ნამდვილი იტალიური პიცის გამოცხობაც არ უნდა გაგიჭირდეს.
-ოჰოოო, - სახე გაებადრა გოგოს. - იტალიაში, იტალიელი შეფ-მზარეულის მასტერკლასზე პიცის გამოცხობა... სხვა რა უნდა ინატრო კულინარმა?
-ძალიან კარგი, ნინა - ახლა ნინას მიუბრუნდა მიშო, - რა თქმა უნდა ვითვალისწინებ, იმას რომ შენ არანაირი გამოცდილება არ გაქვს ამ კუთხით, ამიტომ საკმაოდ იოლი კერძი მოამზადე, ადგილობრივი ტოსკანური პურის სალათი - პანცანელა.
-არასდროს არაფერი გამიკეთებია. - ჭირვეულად აწუწუნდა ნინა. - თან პურის სალათიო... რა უბედურებაა ეს პურის სალათი? საერთოდ არ ვჭამ პურს.
-პურთან ერთად სხვა ინგრედიენტების ექნება ამ სალათს და თან საკმაოდ გემრიელია. მეც მოგეხმარები და ერთად გავაკეთოთ. - მოთმინებით უხსნიდა მიშო და ცდილობდა გოგონასთვის გუნება გამოეკეთებინა. ყველანაირად ცდილობდა და ბოლოს ძლივს დაიყოლია.
დაიყოლია, მაგრამ ნინა მაინც არ დარჩენილა აღფრთოვანებული ამ იდეით, სხვათაშორის უსმენდა შეფ-მზარეულს, სიმართლე ითქვას ინგლისურიც არ ესმოდა, მაგრამ მიშო აქაც მოთმინებით უთარგმნიდა თითოეულ სიტყვას და ცდილობდა მაქსიმალურად გასაგებად აეხსნა მომზადების წესი.
არც ლიკას აკლებდა ყურადღებას, ცდილობდა პიცის მომზადების პროცესშიც ჩართულიყო, ლიკას განცალკევებულად რომ არ ეგრძნო თავი. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გოგონებს მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ თავი. ლიკასთან გამოსდიოდა, აი ნინას კი მაინც არაფერი ეშველა. იდგა მაგიდასთან ტუჩაბზუებული და არც კი ცდილობდა პროცესში ჩართულიყო.
-ნინა, რამდენად ახლოს მისულხარ სამზარეულოსთან? ანუ შიგნით თუ ხარ საერთოდ ნამყოფი? - შიგადაშიგ ბრაზიც ერეოდა მიშოს. ზოგადად არ უყვარდა გოგოები, რომლებიც საოჯახო და კულინარიულ საქმიანობას შეურაცხმყოფელად მიიჩნევდნენ.
-დილაობით ჩაის ან ყავას ვსვამ.
-დანას და კოვზს თუ არჩევ?
ამის გაგონებაზე გულიანად ახარხარდა ქეთო:
-დარწმუნებული ვარ „სამზარეულოს“ დაწერაც ეცოდინება და დამარცვლაც.
მიშომ თავი ძლივს შეიკავა,
-კი... - შეცბა ნინა, მიხვდა რომ ცოტა ზედმეტი მოსდიოდა და თუ ახლავე არ გამოასწორებდა საქციელს, დიდი ალბათობით დღეს სახლის გზას გაუყვებოდა.
-ძალიან კარგი, აი ეს დანა შენ, ესეც ბოსტნეულის საჭრელი დაფა და აი ესენი დაჭერი.
-რომლით დავიწყო დაჭრა?
-დანით უნდა დაიწყო დაჭრა. - ვითომ ვერ მიხვდა მიშო და მთელი ძალა მოიკრიბა, რომ ისევ ახარხარებულ ქეთოს თვითონაც არ აჰყოლოდა.
-მაგას არ ვიძახი, - გაწითლდა ნინა. - რომელი ინგრედიენტით დავიწყო?
-პომიდორით. ხახვს მე დავჭრი, თორემ ღმერთმა არ ქნას შენი და კულინარიის პირველი შეხვედრა ხახვით დაიწყოს, მერე ხომ საეთოდ ჩაის დასალევადაც აღარ შეხვალ სამზარეულოში.
ლიკას ჩუმად ჩაეღიმა და ცომის გაბრტყელება განაგრძო. ნინა მიხვდა რომ არასახარბიელო სიტუაციაში იყო და გადაწყვიტა სხვა თემაზე წამოეწყო საუბარი.
-პროფესიით ვინ ხარ? - აქაც კი ყველაზე უადგილო კითხვა დაუსვა მიშოს.
ვის-ვის და ნინას არ ეპატიებოდა ამის არცოდნა. როგორც თვითონ ამბობდა მსახიობი იყო და წესით ქვეყნის ერთ-ერთი წრმატებული მსახიობი კი უნდა სცოდნოდა. მითუმეტეს ამ მსახიობთან დღეს პაემანზე იმყოფებოდა.
-„მალიარი“ ვარ. - დანა დადო მიშომ და პირდაპირ თვალებში ჩახედა.
სიცილისგან კინაღამ გადაბჟირდა ლიკა. არანაკლები დღე ადგა ქეთოს და თქვენ წარმოიდგინეთ ქალბატონმა ნაზიმაც გადაიხარხარა. ლიზა შეწუხებული სახით უყურებდა მთელ ამ სცენას და ვახომ ვინ იცის გულში მერამდენედ უწოდა მიშოს ვეშაპი. მიშო ისევ ისეთი შეუპოვარი სახით უყურებდა ნინას, რომელსაც ვერაფრით გაეგო რა თქვა ისეთი. თან თქვენ წარმოიდგინეთ დაიჯერა რომ მართლა მღებავი იყო მიშო. არც ისე ეპიტნავა, ასეთი უბრალო პროფესიის ადამიანი ვერაფრით წარმოედგინა გვერდით და მითუმეტეს მომავლის გეგმების აწყობას არ აპირებდა - თან ვინ იცის რამდენად მცირე შემოსავალი ექნებოდა?!
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დღის დასაწყისიდანვე ნათელი იყო, ვინ დატოვებდა დღეს პროექტს. ერთი მიზეზიც კი არ არსებობდა იმის რომ ნინა პროექტში დარჩენილიყო. მე მგონი თვითონაც არ იცოდა რატომ იყო აქ.
დღემ მაინც კარგად ჩაიარა, მიშომ ასეა თუ ისე დააგემოვნა იტალიური კერძები და ამითაც კმაყოფილი იყო. სამაგიეროდ საღამოს, მას მერე რაც მიშომ საკუთარი გადაწყვეტილება აცნობა გოგონებს და ნინას საკუთარი ბარგი უნდა ჩაელაგებინა, ქალბატონ ნაზის საკმაოდ დიდხანს მოუწია მისი ცრემლების და სლუკუნის მოსმენა.
-გოგო, რომ დაგიწყვია მაგ ძუძუები მაგიდაზე და გულამოსკვნილი ტირიხარ, ვინაა დამნაშავე? - როგორც შეეძლო „აწყნარებდა“ ქალბატონი ნაზი აზლუქუნებულ გოგოს. - მე რად მინდა, ვერ გადმოულაგე იმ პატიოსან კაცს? ან ის როგორ კითხე რა პროფესიის ხარო? ან თეატრში არ ყოფილხარ, ან კინოში... ან სულაც ტელევიზორი არ გაქვს სახლში? - ქაღალდის ხელსახოცი მიაწოდა და განაგრძო. - ის მაინც თუ იცი რა ჰქვია? - არ ცხრებოდა ქალბატონი ნაზი, თან ეცოდებოდა. ნინამ ტირილს უმატა.- კაი მთლათ შენი ბრალიც არ არის, რას იზამ თუ ჭკუა არ მოუცია ღმერთს?! - ნელ-ნელა ლბებოდა. - კაი ახლა ნუ მოიკლავ თავს. ამასთან არ გამოგივიდა - კაცები დაილია ქვეყანაზე? აი, მაგალითად სანდრო - ოპერატორს მიუბრუნდა. - გამეიწი ბიჭო, გამოჩნდი მაგხელა კამერის უკან რომ შეყუჟულხარ. - დაბნეულმა სანდრომ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. - ა, ცუდი ბიჭია ვითომ?
-ქალბატონო ნაზი, დაოჯახებული ვარ. - ძლივს ამოიბლუკუნა დაბნეულობისგან უხერხულად აწურულმა ბიჭმა.
-დედააა, შენ ვინ გამოგყვა, რას გავხარ?! - ქალბატონი ნაზი თავის ამპლუაში იყო. - არა უშავს შვილო, - ისევ ნინას მიუბრუნდა. - შენც გეშველება როდისმე.

****
-ნელ-ნელა ისეთი რთული აღარ არის არა? - ვახომ მეგობარს გადახედა აივნის მოაჯირს ჩამოეყრდნო.
-თავს იმშვიდებ? ასე გინდა საკუთარი დანაშაული გამოისყიდო? - სავარძელში მოკალათებულმა მიშომ ფეხები აივნის მოაჯირზე შემოაწყო და თვალი ცას გაუშტერა. მოჩვენებითი საყვედურის უკანაც ვერ დამალა ოდნავი ღიმილი.
-ისე გიფიქრია, ერთხელაც რომ მომბეზრდეს და წავიდე სამყაროს უბედურებაში ვიღას დასდებ ბრალს?
-კაი ერთი თუ კაცი ხარ, ნუ მემუქრები ეჭვიანი ცოლივით. - მცირე დუმილის შემდეგ დაამატა. - შენ სადაც გინდა იქ წაბრძანდი, ბავშვებს კი არ გაგატან.
ვახოს გაეცინა.
-ხანდახან მართლა 30 წლის ცოლ-ქმარს ვგავართ.
-აპ-აპ-აპ! სასოწარკვეთას ნუ მიეცემი, მაგას თავის დროზე ბრძენმა კაცმა, სპირიდონმა „ღლიცინი“ უწოდა და ასევე დარჩეს.
-სად იყავი ეს დღეები? მომნატრებია კიდეც ჩვენი ეს „ღლიცინი“. - მის გვერდით სავარძელში გადაინაცვლა ვახომ და იგივე პოზაში დაჯდა, როგორშიც მიშო.
-ქეთო სად არის? - რამდენიმეწუთიანი დუმილი მიშომ დაარღვია.
-მიშო...
მდგმარეობა არცერთს არ შეუცვლია, ისევ სივრცეს გაჰყურებდნენ.
-ჰმ?!
-არ გინდა რა?!
-რა არ მინდა?
-იცი რაც!
-რატომ?
-ოღონდ ქეთო არა...
-რატომ? არ შემეფერება და პატიოსან ოჯახში შემოსაშვები არაა?
-მშვენივრად იცი რომ არ ვხუმრობ.
-ვიცი, მაგრამ ადამიანობას გეფიცები, მირჩევნია ხუმრობდე.
-მიშო არაა სწორი... კონტრაქტზე გაქვს ხელი მოწერილი...
-მშვენივრად იცი რომ ეგ შენი კონტრაქტი ფეხებზე ... არ მინდა ჩვენი ოჯახური იდილია დავარღვიო და უფრო ხატოვნად მოგიყვე რა შეგიძლია უქნა მაგ კონტრაქტს.
-ერთხელაც გადავწყვეტ აღარ გეძმაკაცო, მერე გავიხსენებ თითოეულ ასეთ ფრაზას და აფექტის ნიადაგზე ძვალ-რბილს გაგიერთიანებ. - კვლავ არ შეუცვლია მდგომარეობა ვახოს.
საუბრის ტონიც კი არ შეუცვლია არცერთს.
-მასზე თუ გიფიქრია? - ისევ ვახომ გააგრძელა. - შენ გგონია მისთვის არ იქნება რთული? მიშო ეს მისი პროექტიცაა და რამდენადაც კარგად ვიცნობ ქეთოს, მისთვის წესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ხომ ხვდები რომ ისეთს არაფერს გააკეთებს...
-რა გინდა, ვახო? - გააწყვეტინა მიშომ. - აი, დღეს საერთოდ არ ვფიქრომ მაგაზე... ცხოვრებაში პირველად არ მინდა ვიფიქრო, რა მოხდება ხვალ. დღეს ასე ვარ და დანარჩენი სამყარო ფეხებზე .
-სანამ ჩვენი საუბარი ოჯახურ კონფლიქტში გადაზრდილა, ჯობია წავიდე. - ისევ მშვიდი ტონით თქვა ვახომ და წამოდგა. - იფიქრე ამ ყველაფერზე მიშო... სანამ გვიანი არ არის. - და აივანი დატოვა.
-უკვე გვიანია. - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მიშომ და თვითონაც წამოდგა.

****
-ჰორტონ!..ჰორტოოონ!
-რა გაღრიალებს? - ფანჯარა გამოაღო ქეთომ. - გააღვიძებ მთელ უბანს.
-აბა, ისე არ ვიცოდი სად იყავი და...
-აი აქ ვარ, წადი ახლა და დაიძინე და დამაძინე მეც.
-რა დროს ძილია? იდეალური ღამეა სიფხიზლისთვის.
-იდეალური ღამეც კი კარგავს ეშხს, როცა გეძინება. - ფანჯრის მიხურვა დააპირა ქეთომ.
-არ გაბედო ჰორტონ, თორემ შემოვძახე ბაიათები. სულ ერთია ამაღამ ძილი მაინც არ გიწერია.
-რა ვქნა აბა, ვიჯდე ფანჯარაში ასე იადონივით?
-ჩამოდი.
-აქედანვე ჩამოვფრინდე თუ კიბით?
-ჰორტონ...
-ჰმ...
-ჩამო რაააა. - საწყლად გაწელა მიშომ.
-არაა რა, ხომ მეუბნებოდა ბავშვობაში მკითხავი ეთერა, მსახიობს ერიდეო. რაწამს მსახიობი დაინახო, ზურგით შებრუნდი, წითელი კენჭი პირსუკან ყარე და პირჯვარი უკუღმა გადაიწერეო? - ფანჯარა მიხურა და უკვე შენობის სიღრმეში ისმოდა ქეთოს ბუზღუნი.
ცოტა ხანში კი მიშოს წინ იდგა.
-ჰა რა ვქნათ ახლა?
-იდეალური ღამით დავტკბეთ.
-შენ ვერც კი წარმოგიდგენია როგორ ვტკბებოდი საკუთარი ბალიშით სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ.
-როდისმე სიგიჟე ჩაგიდენია?
-მიცვალებულისთვის მოჭრილი თმა ითვლება?
-რააა? - თვალები გაუფართოვდა მიშოს. - რა ქენი?
-სოფელში წავაგე და რა მექნა?
-რა წააგე გოგო...
-იქაური ბავშვებისთვის უნდა დამემტკიცებინა რომ ქალაქელი ნაზო არ ვიყავი. სოფელში მიცვალებული იყო, საცოდავი დარო ბებო და მამაცობა რომ დამემტკიცეინა ვუთხარი ღამე მის სახლში შევიპარები სულ მარტო-თქო. როგორ დაგვიმტკიცებო? ავდექი და თმა მოვაჭერი.
-გნებდები. - ხელები აწია მიშომ. - შემდეგი კითხვა მოხსნილია.
-წამოდი! - ქეთო შებრუნდა და თავით ანიშნა გაჰყოლოდა.
-სად მივდივართ?
-ცხოვრება უნდა განახო. - გზა გააგრძელა ქეთომ და ღობესთან მივიდა. მიშოც გაჰყვა. - შევძლებთ აქ აძრომას?
-მე შევძლებ და წეღან ისეთები მომიყევი წესით არც შენ უნდა გაგიჭირდეს.
ჯერ ქეთო გადაძვრა ბეტონის გალავანზე და მერე მიშოც მიყვა. ცოტა ხანში უკვე ღობის მეორე მხარეს იდგნენ.
-საჭესთან მე ვჯდები. - წამოიყვირა ქეთომ და იქვე გაჩერებული მიკროავტობუსისკენ წავიდა.
-რა საჭესთან? - გაოგნებულმა გააყოლა თვალი მიშომ.
მაგრამ ქეთო უკვე მოკალათებულიყო მიკროავტობუსის საჭესთან, რომელიც გადაღებებისთვის ჰქონდათ დაქირავებული და ხელს უქნევდა მიშოს. მიშოც წავიდა და მის გვერდით დაიკავა ადგილი.
-უნდა ვაღიარო სთანადოდ არ გაფასებდი, ჰორტონ.
-არც ახლაა გვიან. - გასაღები გადაატრიალა და დაიძრნენ.
ერთხანს ჩუმად ისხდნენ. ქეთო თვალებანთებული მართავდა მანქანას და რამდენიმე ისეთი სახიფათო მანევრი გააკეთა რომ მიშოც კი შეშფოთდა.
-ჰორტონ მართვის მოწმობა თუ გაქვს? - ბოლოს გაბედა კითხვა.
-мольчать мужчина! когда женщина за рулем. -ომახიანად შესძახა ქეთომ ისე რომ თვალი არ მოუშორებია გზისთვის.
მიშომ ხელები აწია დანებების ნიშნად და გაჩუმდა, მაგრამ დიდი ხანი ვერ გაძლო და ისევ წამოიწყო.
-პატივს ვცემ შენს ქალურ უფლებას საჭესთან თავი ღმერთად იგრძნო, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, სულ ორიოდე კილომეტრი გამოვიარეთ და შვიდჯერ მაინც ჩაარტყი ორმოში, ამდენი ორმო მე მგონი არც კი შეგვხვედრია.
ქეთოს გაეღიმა:
-მე და ორმოებს ჩვენი სიყვარულის ისტორია გვაქვს, არ შეგვიძლია შეხვედრისას ერთმანეთი რომ არ მოვიკითხოთ.
-ნამეტანი სიყვარული კი გცოდნიათ?! - ახარხარდა მიშო. - მთელი სხეულით ვიგრძენი.
-შენ იცინე და ერთ-ერთ მათგანს სახელიც კი დავარქვი.
-რა ქენიიი? - კინაღამ სული შეეხუთა ბიჭს.
-ხო რა იყო? ჩემი სახლის წინ იყო ერთი საყვარელი ორმო, ხოდა ყოველი სახლიდან გამოსვლისას ტრადიციულად ვხვდებოდით ერთმანეთს. ბოლოს ველაპარაკებოდი კიდეც.
-ყველაფერს გაფიცებ, რას ეუბნებოდი?
-მაგალითად, დღეს მზიანი ამინდია რა კარგად გამოიყურები. ან რას გავხარ შე უბედურო, წვიმდა გუშინ ხომ? მერე ზომა-წონა არ იცი შენ, რომ მოგილაფშია ეგ პირი და ჩაგისხია მთელი წვიმის წყალი მუცელში? და რა ვიცი კიდევ...
მიშოს სიცილისგან ცრემლები მოადგა თვალებზე.
-რა დაარქვი? - ესღა იკითხა.
-იცოდე სიცილს ატეხავ და შენს სავარძელს კატაპულტირების ღილაკს ჩავურთავ.
-როგორ გავბედავ? - შეეცადა სერიოზული სახე მიეღო მიშოს.
-რა და... ვეშაპი...
მართლა ვეღარ შეძლო მიშომ სიცილის შეკავება და გულისწასვლამდე იცინა.
-მე მეძახის ვახო ვეშაპს, როცა ჩემში ცხოველი იღვიძებს.
-ვიცი. - აყვა ქეთოც სიცილში.
-მერე, როგორ დასრულდა შენი და ვეშაპის ურთიერთობა? - ნელ-ნელა მშვიდდებოდა მიშო.
-ტრაგიკულად! ერთხლაც მოვიდნენ მერიიდან და ამოავსეს.
-რას ამბობ? - გულრწფელად შეწუხდა მიშო.
-შენ არ იცი მე რა დამემართა რომ დავინახე. ერთი საათი ველაპარაკებოდი ორ ხანშიშეულ მუშას და მონდომებით ვუსხნიდი, რომ არაფრით არ შეიძლებოდა ვეშაპის ამოვსება.
-მერე?
-მერე, ერთ-ერთმა ლოყაზე ხელი შემოიდო, თანაგრძნობით შემომხედა და მარტო ცხოვრობ სახლში შვილოო? მკითხა. აი იქ მივხვდი რომ დამთავრდა, ვეშაპი აღარ არსებობდა. შევედი მაღაზიაში, ვიყიდე ვისკი და ერთი გემოზე გამოვთვერი. მერე ღამე ავდექი, დიდი ურო ავიღე, ჩავიტანე ეზოში და ახალდაგებული ასფალტი ამოვანგრიე.
მიშო უკვე თვალებგაფართოებული უყურებდა.
-მერე?
-მიჩივლეს. - გაეღიმა ქეთოს. - განყოფილებაში წამაბრძანეს, დიდი ჯარიმა გამომიწერეს და საკმაოდ დიდხანს მიხსნიდნენ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში რა სასჯელი მელოდა.
-მერე?
-რა გზა მქონდა, გამოვიგლოვე და შევეგუე.
რა ვიცი კიდევ რამდენხანს გააგრძელებდნენ ასე სიარულს, უცებ მანქანა რომ არ გაჩერებულიყო. ჰო აი, ასე უბრალოდ გაჩერდა და აღარ დაიქოქა. მიშომ საჭისკენ გაიხედა.
-ბენზიზი გათავდა. - გულზე ხელები გადაიჯვარედინა და საზურგეზე გადაწვა.
-რა იცი?
-წითლად აანთო.
-რა უნდა ვქნათ ახლა?
-რა ვიცი, შენ არ მპირდებოდი დაუვიწყარ ღამეს?
-მერე... - დაბნეულმა გადახედა მიშოს.
-მერე ველოდები. - ეშმაკური ღიმილით წარბები აათამაშა მიშომ.
-კარგი, - ქეთომ მიშოს ჟესტი და ტონი დააიგნორა. - მშვენიერი ნაძვნარია, რას ერჩი? აქამდე ყოფილხარ ტოსკანაში ნაძვნარში ღამით?
-არა.
-ჰოდა ეს არასდროს დაგავიწყდება. - კარი გააღო და მსუბუქად ჩახტა ძირს. - აუ ნახე რა მაგარი ღამეა?!
-ვიღაცას ცოტა ხნის წინ ეძინებოდა. - მიშოც ჩამოვიდა მანქანიდან, ნაძვნარში შევიდა და იქიდან გამოძახა ქეთოს. - ჰორტონ, რა იყო ხომ არ გეშინია?
-მე მიცვალებულთან შესვლის არ შემეშინდა და ტყით მაშინებ? - ტუჩი აიბზუა და თვითონაც შევიდა სიღრმეში. - ხელში რა გიჭირავს?
-გირჩა.
-სად იშოვე?
-მსუქან ციყვს გავაგდებინე წეღან ხელიდან.
ქეთოს სიცილი აუტყდა.
-მერე, როგორ შეიძლება? გამიგია ციყვებმა მწარე წყევლა იციანო. ახლავე დაუბრუნე. - სიცილი განაგრძო ქეთომ.
-კარგი, დაველოდები როდის ჩამოივლის და დავუბრუნებ.
-არა, აი ზევით ფუღურო აქვთ და იქ ჩავუდოთ. - ერთ-ერთ ხეზე მიუთითა ქეთომ.
-აქვე, ხის ძირში რომ დავუტოვო დაეზარებათ ვითომ ატანა?
-რა იყო ხეზე ასვლის შეგეშინდა?
-კი არ შემეშინდა, უბრალოდ ნაძვი არც ისეთი მოსახერხებელი ხეა ზედ ასაძრომად.
-რა ვიცი წეღან იმსიმაღლე გალავანს ცალი ხელით გადმოევლე და ეს ხე რითია ვითომ უარესი?
-რითი და ტოტები არ ეზრდება საჭირო სიმაღლიდან, ძალიან მაღალი ტანი აქვს და იმითი.
-კარგი, მე თვითონ ავძვრები, შენ კიდევ აი იმ მაყვლის ბუჩქზე აძვერი, მაგას კი ეწყება ტოტოები მიწიდან. - უთხრა ქეთომ და ფუღუროიან ხეს ახედა.
-რა შეატყვე ამ შუაღამისას რისი ბუჩქია ეგ?
-ჩემთვის ყველა კენკრა მაყვალთან ასოცირდება.
-გიყვარს?
-ვგიჟდები. განსაკუთრებთ მურაბაზე.
მიშო მოშორებით იდგა და უყურებდა, დარწმუნებული იყო ქეთო ვერ შეძლებდა იმსიმაღლე ნაძვზე აზრომას, მაგრამ შეცდა, საკმაოდ მოქნილად და მსუბუქად დაიწყო, ეტყობოდა კარგად ფლობდა სხეულს.
-ჰორტონ, ცეკვავ?
-თუ შესაძლებლობა მაქვს კი. - უკვე თითქმის ნახევრამდე ასულმა ჩამოსძახა მიშოს.
-არა, პროფესიონალურად თუ ცეკვავ-მეთქი?
-ასე მეტყობა?
-კი, ფეხი ლამის თავის სიმღლეზე აწიე წეღან.
-მარტო ცეკვის დამსახურება არაა ეს, თავიდან ტანვარჯიშით დავიწყე. - ქეთოს უკვე მიეღწია ფუღურომდე და ახლა ცდილობდა მაქსიმალურად მოხერხებულად მოთავსებულიყო ტოტზე. - აუ, ამო რა, ძალიან მაგარია აქ.
-არა, იყოს, აჰა, ეს გირჩა დაუტოვე მანდ და ჩამოდი. - ქვევიდან აუგდო მიშომ გირჩა.
ქეთომ მოხერხებულად დაიჭირა და ფუღუროში ჩაიხედა.
-სახლში არ არის და მოდი დაველოდოთ რა? პირადად მოვუხადოთ ბოდიში.
-ვის? - ვერ გაიგო მიშომ.
-ციყვს.
-რა ციყვს, ჩამოდი ძირს და...
-და რა?.. უცბად არ დაქოქო მანქანა და არ დაბრუნდე უკან.
-შენ ჩამოდი, გზაზე დავდგეთ და გამოივლის ვინმე.
-აქედან ფეხის ჩამომდგმელი არ ვარ სანამ შენც არ ამოხვალ.
-ჰორტონ... - მუდარა გაურია ხმაში მიშომ.
-აბა რა გეგონა ღამე რომ არ დამაძინე? ახლა კეთილი ინებე და გამიძელი. - ცოტა ხნის შემდეგ დაუმატა. - ამოდი რა...
მიშომ ერთი ამოიხვნეშა და ფეხი შედგა ხეზე. რამდენიმე წამიც და უკვე ქეთოსთან იყო. ქეთომ ცოტა ჩაიჩოჩა და ადგილი გაუთავისუფლა.
-ახლა რა ვქნათ?
-დაველოდოთ.
-როდემდე?
-რა ვიცი... სანამ არ მოგვბეზრდება.
-ეგრე ჰაერზე ნუ ისვრი სიტყვებს.
-რატომ?
-საერთოდ რომ არ მომბეზრდეს აქედან ჩასვლა?
-შანსი არაა, მოგბეზრდება.
-სხვის მაგივრად ნუ ლაპარაკობ.
-მოგშივდება მაინც.
მიშოს პასუხი არ გაუცია. ნელ-ნელა ეცვლებოდა განწყობა, აღარ იყო ხუმრობის ხასიათზე. ახლა მის სხეულში უკვე სხვა ნივთიერებები გააქტიურდნენ, ზუსტად ის ნივთიერებები, რომლებიც სასურველი საწინააღმდეგო სქესის სიახლოვისას აქტიურდებიან ადამიანის სხეულში. ქეთოსგანაც იგრძნო ფლუიდები. თავი ვეღარ შეიკავა და ხელი მისი წელისკენ წაიღო. ქეთო არ შეწინააღმდეგებია, პირიქით თითქოს დაჰყვა მის სურვილს და ზურგით მიეყრდნო ბიჭის სხეულს.
-ქეთო...
-ქეთოს ნუ მეძახი რა... - რაღაც იგრძნო ქეთოს ხმაში მიშომ.
-რატომ?
-სხვანაირი ინტონაციით წარმოთქვამ ამ სახელს და იმიტომ.
-როგორი ინტონაციით?
-მაბნევს... - თითქმის ჩურჩულით მოწყდა მის ბაგეებს.
მიშომ არაფერი უპასუხა. მისთვის საკმარისი იყო ისიც რაც იმწუთას იგრძნო და მოისმინა. ძალიან ესიამოვნა. უფრო ძლიერად მოხვია ხელი და ახლოს მიიზიდა. ქეთოს საგრძნობლად დაეჭიმა სხეული, მაგრამ მაინც არ შეწინააღმდეგებია. მიშომ მის თმებში ჩაყო ცხვირი და კიდევ ერთხელ ამოიჩურჩულა:
-ქეთო...
ქეთო შეირხა, თითქოს აზრზე მოვიდაო.
-კარგი, ჩავიდეთ ახლა. - შეეცადა მოშორებოდა ვაჟის სხეულს, რომელიც ზომაზე მეტად აბნევდა.
მიშომ განძრევის საშუალება არ მისცა.
-გამორიცხულია, ახლა შენ ვერ ჩაადგამ ფეხს აქედან, სანამ მე არ მომინდება. - ტონი შეცვალა მიშომ და ისევ მხიარულად თქვა ეს სიტყვები. მიხვდა რომ წეღან შექმნილი სიტუაცია ქეთოს აშინებდა და ძაბავდა. შეეცადა ის ურთიერთობა მაინც არ დაეკარგა, რაც მანამდე ჰქონდათ. მაინც ბედნიერი იყო, მიხვდა რომ ის რასაც თვითონ გრძნობდა ცალმხრივი არ იყო. ქეთოსაც ისევე აღელვებდა მისი სიახლოვე, როგორც მას. ისიც თავიდანვე იცოდა, რომ მათი ურთიერთობა სულაც არ იქნებოდა იოლი, რაც არ უნდა ყოფილიყო პროექტის ფარგლებში შეუძლებელი იყო ღიად ესაუბრა თავის გრძნობებზე, მაგრამ მოითმენდა, რამდენი ხანიც დასჭირდებოდა იმდენი ხანი მოითმენდა. ის დანამდვილებით იცოდა რომ ქეთოზე უარს არ იტყოდა არცერთ შემთხვევაში. სხვა დანარჩენი კიდევ არ აინტერესებდა.
-ჩავიდეთ რა... დავიღალე. - ცოტა შეაგულიანა მიშოს შეცვლილმა ტონმა და თავი გაითავისუფლა ვაჟის მკლავიდან.
-ნუ ხმაურობ და ციყვს ნუ აფრთხობ. ვინ იცის სახლში დაბრუნება უნდა და შენ კიდევ აშინებ.
-კარგი ჩუმად ვარ.
ქეთო კი გაჩუმდა მაგრამ ტყეში ახლა სულ სხვა ხმა გაისმა. გაცილებით უფრო ხმამაღალი ვიდრე მიშო და ქეთო საუბრობდნენ.
-მიშოოო - აშკარად ვახოს ხმა იყო.
-მოგვაგნეს. - ქეთოს გადახედა.
-ვახოს ხმაა. ვაიმე ლიზა... ალბათ ნერვიულობისგან კედლებზე გავიდა. მომკლავს რომ მივალ.
-არასწორი ადამიანის გეშინია. ლიზამ რა უნდა გიქნას? აი, იმედია ქალბატონ ნაზის არ გაუგია.
-მიშოოო - სულ ახლოს მოისმა ვახოს ხმა.
-რა გაღრიალებს? - ზევიდან ჩამოძახა მიშომ.
ვახომ აიხედა და გაოგნებისგან რამდენიმე წამი ხმაც ვერ ამოიღო.
-მანდ რას აკეთებთ?
-ციყვს ველოდებით.
-რას ელოდებით?
-ციყვს, ციყვს. არ იცი კაცო? მღრღნელია ეგეთი, გირჩა და კაკალი უყვარს ძალიან.
-არ ხართ თქვენ ნორმალურები, - თავიდან აღრიალდა ვახო. - სულ გამოშტერდით ამხელა ხალხი? დროზე ჩამოდით მაქედან, თორემ ისედაც ნერვები დამაწყდა თქვენი ძებნით და შეიძლება ეს ნაძვი ძირიანად მოვთხარო, ისე ვარ გაცოფებული.
-ვაიმე, მიშო... - გულწრფელად შეეშინდა ქეთოს.
-ნუ გეშინია, - დაამშვიდა მიშომ, - ხომ ასეთი საშიში ჩანს, მაგრამ გული მაინც კეთლი აქვს. - და ჩასვლა დაიწყო. უკან ქეთოც მიყვა.
-რას გავხართ? სულ გაგიჟდით? - როგორც კი მიწაზე დადგეს ფეხი, ისევ აყვირდა ვახო. - ხვდებით მაინც რა დღეში ჩაგვაგდეთ? ეს ვიცი როგორი თავზეხელაღებულიცაა, - ქეთოს მიუბრუნდა, - მაგრამ შენ ქეთო? შენ მაინც რამ გაგაგიჟა? ამ ვეშაპს როგორ აყევი?
ვეშაპის გაგონებაზე ქეთო აფხუკუნდა, მიშო კი ხმამაღლა ახარხარდა.
-საკითხავია ვინ ვის აყვა... - ძლივს ამოთქვა მიშომ როგორც კი სული მოითქვა.
-სად მაქვს თქვენი ნერვები? დროზე მანქანაში ჩაჯექით. - ორი წლის ბავშვებივით დატუქსა ვახომ და მანქანისკენ მიუთითა.
მორჩილად ჩაჯდნენ მიშო და ქეთო. ვახო საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა.
-ამხელა ხალხი ხეზე რამ აგიყვანათ? - ცოტა დამშვიდებულიყო ვახო.
-უნამუსო ვიყო, მართლა ციყვს ველოდებოდით.
ვახომ ერთი ამოიოხრა და გზას გახედა.
-მერე, გადაგაგდოთ ციყვმა?
-შეეშინდა ალბათ. - წამოიძახა მიშომ.
-რისი?
-ვეშაპი და სპილო რომ დაინახა ხეზე.
ახალი ძალით იხეთქა სიცილმა და ახლა ვახოც აჰყვა მათ.
ეზოს ალაყაფის კართან დახვდათ ლიზა. სახეზევე ემჩნეოდა როგორ ნერვიულობდა. საღამურზე სქელი ნაქსოვი ჟაკეტი მოეცვა და ცოტაღა აკლდა ტირილს.
ძალიან შერცხვა ქეთოს, მიხვდა როგორ ინერვიულებდა ლიზა და დამნაშავის სახით გადმოვიდა მანქანიდან. ლიზამ როგორც კი დაინახა, ორივე უვნებელი და საღსალამათები იყვნენ, შებრუნდა და ეზოში შევიდა. სიტყვაც არ უთქვამს, ისე შეტრიალდა და წავიდა. ასევე უხმოდ აედევნა ქეთო უკან.




№1  offline ადმინი შამანი

როგორ ველოდიი.. ♥ კიდევ კარგი,მალეე მოვიდა შუქი,თორემ რვიცი რას ვუზამდი მთავრობას!
ახლა ჩავუჯდები და ვისიამოვნებ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2 სტუმარი taso

თავიდან მეგონა მათი ურთიერთობა ვირტუალურად გაგრძელდებოდა ცოტა ხნით და გული დამწყდა ერთმანეთს რომ შეხვდნენ, მაგრამ ისეთ მხიარულ ნოტაზე გაგრძელდა ისტორია მომწონს ძალიან love

 


№3 სტუმარი ემი

აუუ, რა გემრიელი ხარ, ნიკოლ... love

მეც ვფიქრობდი, რომ იდუმალება კიდევ გაგრძელდებოდა..მაგრამ შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ემოციური... მაინტერესებდა, როგორ აღწერდი შეხვედრას და მართლა ძალიან მაგარი იყო... request

რა გიჟები არიან ორივე... მიყვარს მიშო უკვე... როგორ უცებ გადაწყვიტა ყველაფერი...მართლა იდეალური ადამიანი ჩანს... მე მგონი ასეთი ბიჭები რეალურ სამყაროში არც არსებობენ... ქეთოც კარგია ძალიან...უფრო ზუსტად, ისტორიის ყველა გმირი როგორი დადებითია, სანდრო ოპერატორიც კი... laughing

მოლედ, ძალიან ვთბები ამ ისტორიაზე... დარწმუნებული ვარ, შენც ამ ისტორიასავით თბილი ხარ და გარშემო სულ სითბოს არიგებ და გასცემ... love

პ.ს. ნუ ნაზიკო მაინც ჩემი ფავორიტიაა request

 


№4  offline ადმინი შამანი

შენი იუმორი მიყვარს!
მშვენიერი ისტორია გამოდის,უკვე ერთი სული მაქვს შემდეგ თავს,როდის დადებ ♥ ♥ ♥
არვიცი რა დავწერო,ხომ იცი დიდი კომენტარები დასასრულში მიყვარს მე ♥
ახლა კი იმას გეტყვი,რო არაჩვეულებრვი ისტორიაა!! და ძალიან კარგი ტიპის პერსონაჟბი გყავს ამ ისტორიაში ♥
მიყვარხარ!!!
love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№5 სტუმარი ანიუუუუუუკიი

რასაც ქვია გადავბჟირდი რამდენი სასაცილო მომენტი იყო ყოჩაღ უკვე მიყვარს ეს ისტორია
... გეხვეწები ასე გააგრძელე რა არ გვინდა დრამები. საოცრად დადებითი პერსონაჟები არიან

 


№6  offline წევრი შამხათი

საოცარი იუმორი გაქვს და ძალიან კარგად მოგაქვს მკითხველამდე. ყოჩაღ, კარგი იყო!

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ვაიმე თინაა,რა იყო ეს ლორელაის მთვარესავითოო,გეფიცები ყველაფერს მოველოდი ამის გარდა.
ეგოისტურად მესიამოვნა.
ისტორიას რაც შეეხება, ერთად წავიკითხე სამივე თავი, ძალიან ვიმხიარულე. ვიცოდი რა იუმორის პატრონი იყავი და მწყინდა ისტორიებში,რომ არ იყენებდი.ახლა კი ერთბაშად ამდენი იუმორი ჩააქსოვე.მოკლედ სიუჟეტიც მომწონს,პერსინაჟებიც,განსაკუთრებით ''ლორელაის მთვარესავით'' გალურჯებული ქეთო. ხოდა კიდევ შენ მომწონხარ უზომოდ.

 


№8 სტუმარი Salomme

Dzalian momwons. Vgijdebi aset iumorze. Sasiamovnod gadmoscem kuriozul situaciebs. Mec megimeboda kitxvis mandzilze.

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

mmmmmm magarii dzaliann ....... momconss momconssss ....... avtorr moutmenladd velodebi axal tavs....

 


№10  offline წევრი mimimimo

მარა - არა, მაგრამ.
ვიღაცეები - არა, ვიღაცები.

სამივე თავი ახლა წავიკითხე...
გულიანად ვიცინე...
ძალიან მომეწონა!
წარატებები! love

 


№11 სტუმარი tamuna

ვაიმეეე.. ლორელაის მთვარესავით რო წავიკითხე,გადავბჟირდი :* შენს მოთხრობას ,პირველად ვკითხულობ, და აი ძაან ,აღფრთოვანებული ვარ. :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent