შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაძიებელი (თავი 3)


28-05-2016, 22:57
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 345

ნელი ნაბიჯებით მივუყვები ნაბიჯებს და მიდამოს ვათვალიერებ. როგორც ყოველთვის ქუჩები ჩაბნელებულია, ცა მოჟამული ხოლო ხალხი გაბოროტებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც რატომაც მინდა რომ სინათლე ვიპოვო ეს ხალხია. მინდა რომ ერთხელ მაინც დავინახო ნამდვილი ღიმილი მათ სახეზე და არა შეყინული ნიღაბი რომელსაც ვეღარ იცილებენ. სახეები ერთმანეთს ენაცვლება და ჩემ წინ ახალ-ახალი ნიღბები ჩნდება.
-გამარჯობათ მის გრანტ! -მესალმება ჩემი მეზობელი ელისაბედი, ოცდაათი წლის, დაბალი, პუტკუნა ქალი რომელიც ყველას ლანძღავს ზურგს უკან, ხოლო მისი ყველაზე დიდი მსხვერპლნი გრანტების ოჯახია. მე კი როგორც ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი ამ ოჯახის, ყველაზე ადვილი ნადავლიც ვარ.
-გამარჯობათ მის ჰარპერ! -ვუღიმი ბედნიერი სახით და ისიც მასკის ღიმილს მიბრუნებს. არ ვუარყოფ რომ ნიღბები არ ფარავენ ხოლმე ჩემ სახეს. მათ გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს დრევანდელ რეალობაში.
კარებს ნელა და უხმაუროდ ვაღებ, სახლი ცარიელი და ცივია. ყველანი თავ-თავის საქმეზეა მიმოფანტული. კიბეებზე ავდივარ და ოთახში შევდივარ. იქაურობა უკვე გიჯის სამყოფელს გავს. კედლები დაფარულია ნიკოლას გრანტის ინფორმციით მისი სურათებით და ოჯახის წევრებით. მისი სურათები მთლიანად ფარავს ჩემ ღია ლურჯ შპალიერს. რაც მაძიებლობა გადავწყვიტე, კარებს საკეტი გამოვუცვალე და ვეღარავინ ვეღარ შემოდის, დედა უკვე ნერვიულობას იწყებს ჩემზე, ეშინია მეც დანარჩენებივით არ გავგიჟდე.
მართალია მაძიებელი უკვე ორმოცდაათი წელია აღარავინ ყოფილა, მაგრამ კიდევ გონიათ რომ გამოჩნდება ვიღაც ვინც ამ ყველაფერს თავიდან დაიწყებს, ამიტომაც ვმოქმედებ ჩუმად რომ არავინ არ გაიგოს. დედაჩემს ამ ამბავზე გართულება აქვს, რადგან იცის თუ რამდენი ადამიანი გაგიჟდა და რამდენი დაიღუპა სინათლის მოპოვებისთვის, მაგრამ მიზანს ვერცერთმა ვერ მიახწია. დედა, სოფია ბლანკო, სამეფო ტახტზე მეცხრამეტეა და ამიტომ ეს მეც მხდის მემკვიდრედ, ის მაღალი, ქერა, ცისფერთვალება, კეთილი და მოდელის ფიგურის მქონე ქალია. მას ყველა უყვარს და ისიც ძალიან ბევრისთვის საყვარელი ადამიანია, რადგან გაჭირვებულებს ხშირად ევლინება მფარველ ანგელოზად.
მამა, ედვარდ გრანტი, ცნობილი ბიზნესმენია და მეფის პირველი მრჩეველი, როგორც ნიკოლასი. წესით, როგორც ბევრი სხვა დანარცენი მეც უნდა ვსარგებლობდე ცემი მშობლების სტატუსით, მაგრამ ბევრის გასაკვირად ასე არასოდეს არ ვიქცევი და ვცდილობ რომ ყველაფერს ჩემით მივახწიო, ამიტომაცაა რომ არცერთ სოციალურ წრეს არ ვეკუთვნი, მე წესით უმაღლეს საფეხურზე უნდა ვიყო, მაგრამ მაგის მაგივრად უმდაბლესზე ყოფნა ვამჯობინე, რაც მიუღებელი აღმოჩნდა და გამოიწვია ჩემი საზოგადოესბისგან გარიყვა. მეგობრებიდან მხოლოდ ელისაღა შემრჩა, დანარჩენებს ჩემს კლასში ყოფნაც კი ეუხერხულებათ.
ჩემი ფიქრებიდან ტელეფონის ხმა მაფხიზლებს, ნომერს ვუყურებ, ელისია. ვფიქრობ ვუპასუხო თუ არა, საბლოოდ კი ვთიშავ. არ მინდა ელისთან ლაპარაკი, რადგან ის ვერ ხვდება თუ რატომ ვარ ასე ცაციკლული ნიკოლას გრანტზე ან რატომ მჯერა მისი, როცა ყველა სხვა დანარჩენმა რწმენა დაკარგა.
-მოკლედ, სად გავჩერდი... -ჩაფიქრებული ვდუდღუნებ და კედლებს ვუყურებ, სადაც ნიკოლასზე ფაქტებია გაკრული. - წერილის შემდეგ მხოლოდ ერთი ცნობაა მის შესახებ, 2200 წელს, წერილს დაწერიდან სამი დღის შემდეგ, ლუკას მაკ’დოგორის სახლში. მაკ’დოგორი მისი საუკუთესო მეგობარი იყო, რომელმაც ცოტახნით შეიფარა ნიკოლასი, მაგრამ ერე გაყიდა, რადგან მიიჩნია რომ ის გაგიჟდა. ლუკასის გადმოცემის მიხედვით ნიკოლასმა მასტან ერთი კვირა დაყო, და სულ უცნაურობებზე ლაპარაკობდა, მისი თქმით ნიკოლას კვლას ქონდა სინათლის პოვნის იმედი.
„როცა თვალებში ვუყურებდი, იქ ნიკოლას ვერარ ვხედავდი, არამედ სხვა არსებას რომელიც სეპყრობილი იყო, ეპოვნა სინათლე და დაებრუნებინა ის. ჩემი მცდელობების მიუხედავად მას კვლავ ქონდა იმედი რომ იმ სინათლეს დააბრუნებდა. ის გამუდმებით ლაპარაკობდა ადგილზე სადაც ის შეიძლება ყოფილიყო და აპირებდა კიდევაც იქ წასვლას, რამაც ჩემი აზრით იმსხვერპლა ის.
ნიკოლასი ნიჭიერი იყო, და უმიზეზოდ არაფერს არ აკეთებდა, მან 16 წლის ასაკში მიიღო მრცევლის წოდება, თავისი გონებამახვილობის წყალობით, ამიტომ გასაკვირიც არაა რომ ამხელა დატვირთვას შეიძლება გადაეღალა ის.“-ეს განაცხადა შემდგომში ლუკას მაკ’დოგორმა ნიკოლასის შესახებ, 2225 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე.
ხოლო სიკვდილის წინ, ერთი დღით ადრე მან განაცხადა რომ ნიკოლასი მართალი იყო, რომ სინათლის დაბრუნების იმედი კვლავ არსებობდა.
„ნიკოლასი მართალი იყო, სინათლე კვლავ აქ არის, მას მხოლოდ პოვნა სჭირდება. მე მას უნდა დავხმარებოდი როცა ეს მთხოვა და არა გიჟად გამომეცხადებინა. ნიკოლას გრანტი ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანი იყო, კაცობრიობის ისტორიაში და მისი გიად გამოცხადება, სამყაროს შეშლილების დამამტკიცებელი საბუთია.“
მეცნიერებმა ამ განცხადების მერე თქვეს რომ სიკვდილის ბოლოს ლუკასიც შეიშალა. ლუკასი ორივე განცხადებაში იძახდა რომ ადრე სინათლე არსებობდა და ამას არც უარყოფდა, მას უბრალოდ მისი დაბრუნების იმედი აღარ ქონდა. რამდენჯერაც ეს კითხვა დავსვი იმდენჯერ მომიწია იმ ლექციის მოსმენა რომ სინათლე გამოგონილია, ამიტომ ჩუმად ყოფნა ვამჯობინე. უკვე ერთი წელია რაც ვეძებ რაიმე ხელჩასაჭიდს თუ საიდან დავიწყო სინათლის პოვნა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი. ისევ საწოლზე ვჯდები და ძველი სურათების თვალიერებას ვიწყებ, ამ სურათებს მომკითხავი უკვე არავინ აღარ ყავს და ეს არის მიზეზიც თუ რატომ ვერ შეამჩნიეს მისი გაქრობა. ალბომს პირველ გვერძე ვშლი, სადაც ნიკოლასი მეუღლესთან ერთად არის. ელენას, ასე ერქვა მის ცოლს, მცელი გამობერილი აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ამ სურათზე ის უკვე ორსულადაა. ორივეს ისეთი ბედნიერი სახეები აქვთ რომ მათ დანახვაზე მეც გულწრფელად მეღიმება. მოილოდნელად რარაც უცნარს ვამჩნევ, სურათი სხვა სურათებზე მეტად გამობურცულია. სურათს ვიღებ და მის უკან დამალულ ძველ, გაცრეცილ ქარალდს ვპოულობ.
ძალიან ფრთხილდ ვიღებ ანტიკვარს და ვხსნი. ფურცელზე, ნიკოლასის გაკრული ხელით წერია ასოები, რომლებიც უკვე ძლივს გასარჩევია.
„ელენა, ძვირფასო!
როგორ ხარ? როგორ არის პატარა ჯორჯი? იმედია დიდი და ჯამრთელი ბიჭი გაიზრდება, ძალიან მინდა ახლა თქვენს გვერზე ვიყო, მაგრამ შეუძლებელია, მეფე მატიას ისევ მეძებს და ჩემზე ძალიან დიდი თანხაა დაწესებული. მათ არ უნდათ რომ სინათლე დავაბრუნო, ისინი ჩემ შეცერებას ცდილობენ მაშინ როცა ასე ახლოს ვარ მიზანთან.“ -კითხვას ვწყვეთ და წაკითხულს თავიდან ვკითხულობ? ის ახლოს იყო მიზანთან? მაშინ რამ შეუშალა ხელი, ეპოვა სინათლე? –„ მატიასმა შეიძლება ჯარი თქვენტანაც გამოგზავნოს, ამიტომ ვეღარ გავრისკავ მეტი წერილის გამოგზავნას, რაც გამოგიგზავნე ეგენიც სარისკო იყო და არ უნდა ცამეგდეთ ამხელა საფრთხეში შენ და პატარა ჯორჯი... მაგრამ, მინდა იცოდე რომ ორივე ძალიან მიყვარხართ და გიყურებთ, მე თქვენ არასდროს არ მიგატოვებთ. მე მისთვის მინიშნებებს ვტოვებ, რომ როცა გაიზრდება ჩემი საქმე დაასრულოს, მე ამას ვერ მოვახერხებ, რადგან არ მგონია, მატიასმა და მისმა ხელქვეითებმა ამის საშუალება მომცენ. ელენა, მე მალე მოვკვდები, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ მომკლავენ, მაგრამ მე ჯორჯს წერილებს ვუტოვებ, რომელსაც ადვილად იპოვის თუ უფრო დაკვირვებული იქნება ვიდრე არის ან უნდა იყოს. ამით ვშიშობ უნდა დაგემშვიდობო, მშვიდობით ძვირფასო ელენა.
რობერთ რატერი/ნიკოლას გრანტი. 2212 წელი, 2 მაისი”
გაშეშებული დავყურებ წერილს, ამდენი ხანის ძებნის შემდეგ, მე ვიპოვე რაღაც მაინც. მთელი საუკუნის მანძიზე მე პირველი ვარ ვინც ამას მიაგნო. დარწმუნებული ვარ რომ ის აქ ელენამ დამალა რომ არავის არ ეპოვა, მაგრამ რატო?
აქეთ-იქით ვიყურები და ვიწყებ ფიქრს. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო... უნდა ვუთხრა ვინმეს ჩემი აღმოჩენის შესახებ თუ არა? მაგრამ თუ ვიტყვი, მაშინ მიხვდებიან რომ მეც მაძიებლობა მინდა, ხოლო ლექციებს ისევ ვერარ ავიტან. წერილს უკანვე ვდებ და ოთახის მილაგებას ვიწყებ. წერილში ეწერა რომ ნიკოლასმა მინიშნებები დაუტოვა თავის შვილს და რომ მან ზუსტად იცოდა ის რომ მალე მოკვდებოდა. მეფე მატიასი თავისი ტირანობით იყო ცნობილი და არც მიკვირს ის რომ ნიკოლასის მოკვლა უნდოდა, უკანასკნელი ადამიანის რომელიც სინათლეს ეძებდა და ერთადერთი რომელიც ახლოს იყო მიზანთან.
კარის გაღების ხმა მესმის და უმალვე ვმალავ ყველაფერს და ოთახიდან გავდივარ, შემდეგ კი კარებს ვკეტავ.



№1 სტუმარი გიოო

ძაან მაგარიააა
ვერ ვხვდები უაზრო ლავსთორებს რატო აქვს ამაზე მეტი ნახვა :(

 


№2 სტუმარი მართალია

არადა საინტერეაოა ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent