შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვეულებრივი დღე, არაჩვეულებრივი დასასრულით


29-05-2016, 18:03
ავტორი Phenomenon
ნანახია 1 539

... ვერ ვიტან ჩვეულებრივ დღეებს, არ მინდა დღემ უღიმღამოდ, არაფრის მომცემ და უაზროდ ჩაიაროს, არადა დილიდანვე ვფიქრობდი რომ დღე ასე ჩაივლიდა. ვფიქრობ, ყოველი დღე უნდა შევავსო ბევრი პოზიტიური და დასამახსოვრებელი წუთებით, არ ვიცი რამდენად გამომდის ეს ყველაფერი, მაგრამ ვცდილობ.

ზაფხული იყო, აგვისტოს თვე... მოსაღამოვდა, ძმაკაცთან ერთად ფეხბურთი ვითამაშე და წამოვედი ფეხით ბულვარის გავლით, მეგზურობა კარგად განათებულმა მთვარემ გამიწია. ზოგადად, ვგიჟდები ფეხით სეირნობაზე, თან გზაში დიდი ბრძენივით დავიწყე ფიქრი "აბა მე დღეს ვის რა ვარგე?" კიარა და თითქმის განვლილ დღეზე.

დაახლოებით 11 საათი იქნებოდა, ვიყურებოდი ზევით, მთვარეს და ვარსკვლავებს ვუცქერდი, უნებურად გავიხედე გვერდით და დავინახე გოგო, რომელიც ალბათ ახალ სკოლაში გადასვლისთანავე მომეწონა, უბრალოდ ვერასდროს ვბედავდი დავლაპარაკებოდი. ხშირად ვუყურებდი, ძალიან მომწონდა და ისიც ხშირად მიყურებდა. დავინახე "ჩემი ანგელოზი" და ჩავრთე ტელეფონში ჩავრთე williams_ის angels და ჩემთვის გამეღიმა. ეს გოგო, ნინი, გვერდით მომყვება და გულის ცემა ამიჩქარა უკვე, ცივი ოფლი მასხამს, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ, არ მინდა ასეთი რამეები მემართებოდეს ნინის დანახვაზე.
ჩემთვის ვამბობ, ჩუმად "ღმერთო შენ მიშველე!" და მეცინება. რამდენიმე წამიც და უცებ ვიღაც მეხება მხარზე, შევკრთი, გავიხედე და ვხედავ ნინი მიღიმის და პირს ამოძრავებს, გამოვიძრე ყურსასმენები და "პირდაღებულმა" შევეკითხე:

მე - რა ?
ნინი - შველა რაში გჭირდება? - თან ისე გამიღიმა, რომ დავიბენი.
მე - რა შველა ?
ნინი - ღმერთს რომ თხოვდი ახლა.
მე - უი. ალბათ ხმამაღლა მომივიდა, ყურსასმენები მქონდა.
ნინი - არ მეტყვი რატომ ითხოვდი შველას??
მე - აჰ, არაფერი განსაკუთრებული..
ნინი - ოჰჰ, რატომ არ მჯერა ზურა?
მე - არ მეგონა ჩემი სახელი თუ იცოდი ნინი ? - სასიამოვნოდ გამიკვირდა.
ნინი - ჰოო, რატომღაც ერთ სკოლაში ვსწავლობთ და ჩვენი კლასები გვერდი-გვერდაა.
მე - ვიცი, მაგრამ მაგის მეტი საერთო ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს და გამიკვირდა.
ნინი - აბა შენ საიდან იცი ჩემი სახელი?
გამეცინა და ვუთხარი:
- რა მნიშვნელობა აქვს ? საით მიდიხარ?
ნინი - რავი, არაფერი ხდება და ალბათ სახლში.
მე - მეც იგივე მიზეზით მივდივარ.

კიდევ 5 წუთი ვიარეთ, ვისაუბრეთ, თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ეს ხომ ის გოგო იყო, რომელთან დალაპარაკებაც "მიტყდებოდა". ძალიან ემოციურადაც არ ვიქცეოდი, "მიტყდებოდა". სამაგიეროდ ძალიან თბილად და გულღიად მესაუბრებოდა "ჩემი ანგელოზი", რაც გაკვირვებას იწვევდა ჩემში.

ნინი - მოდი თუ არ გეჩქარება სანაპიროზე ჩამოვჯდეთ, ფეხებიც დამეღალა
მე - კაი, ჩემთვის არაა პრობლემა.

ჩავედით სანაპიროზე, ნინი დაჯდა, მეკი დავწექი ქვებზე და ვარსკვლავებს დავუწყე ყურება, თან ზღვის ხმაც და სუნიც "მათრობდა". ახლო-მახლო არავინ იყო, მოშორებით კი იყვნენ ჩვენგან ადამინები, მაგრამ ცოტანი. დაახლოებით 20 წამიანი სიჩუმე ნინიმ "დაარღვია".

ნინი - ზურა, ვარსკვალები გიყვარს ?
მე - კიი, მეოცნებე ვარ.
ნინი - და... რაზე ოცნებობ ?
მე - ...
ნინი - რატომ არ მცემ პასუხს ? რამე ხდება ?
მე - აუ, ნინი, ძალიან გთხოვ, 1 წუთი "გამიძელი". ამაზე კარგ დროს ალბათ სიზმარშიც ვერ ვნახავდი. - ეს რომ ვთქვი უკვე ცოტათი მომეშვა გულზე სიმძიმე.
ნინი - გაგიძლო? აქ ვარ ზურა, არ გავრბივარ არსად.
მე - უი ღმერთო, აი რატომაც მინდოდა შველა წეღან,
ნინი - ვერ გავიგე...
მე - მოკლედ, დიდი ხანია ვცდილობ რამე ხელჩასაჭიდი ვნახო, რომ მოვსულიყავი და გამეცანი და მეთქვა, რომ ძალია... კარგი ადამიანი ხარ, არ გიცნობ ახლოს, მაგრამ ბევრი ვიცი შენ შესახებ...

ვერ შევძელი მეთქვა რომ მომწონდა ძალიან.

ნინი - ზურაა.... დიდი მადლობა ... ალბათ გაგიკვირდება და მეც ვიცი შენზე ბევრი რამ... ისე, მინდა აღვნიშნო, რომ როცა ნერვიულობ, ძალიან საყვარელი ხარ.

ამ დროს ღმერთს "ვეუბნებოდი" რომ ამდენიც არ მითხოვია, რომ გამაგიჟოს.

მე - ჰაჰა, კაიი რაა, ახლა მე მეცინება.
ნინი - მხოლოდ ამის თქმა გინდოდა, როცა რამე ხელჩასაჭიდს ნახავდი .... ?
მე - ...
ნინი - აუუ, მოდი ზღვაში შევიდეთ რაა..
მე - ახლა ?
ნინი - კიი, გთხოვ რაა. - ისეთი სახით შემომხედა, უცებ "დამკერა".
მე - კაი, ჩამო, მაგრამ ცივი იქნება, არ გაიყინო.
ნინი - არამგონი, ისეთი წითელი ხარ სახეზე და მგონი გაათბობ წყალს.
მოკლედ, გავიხადეთ და ჩავედით ზღვაში, ცოტათი ცივი იყო, მაგრამ როგორ შევიმჩნევდი. ჰოდა მეც "გავაპე" წყალი და გავცურე ცოტა და ისევ მოვცურე ნინისთან ახლოს, რომელმაც ცურვა არ იცის და მთხოვდა მასწავლეო.
მე - კაი, მოვალ .
ნინის "ნიჭმა" გამაოცა, ისე "სწრაფად" აითვისა ცურვა, რომ გავოგნდი.
მე - ხომ იცი, მაინც ვერ ისწავლი ასე ადვილად ცურვას და ნუ მტანჯავ. - არადა, ტანჯვა კიარა ნეტარება უფრო იყო ჩემთვის.
ნინი - ჰაჰ, კაი, აღარ დაგტანჯავ მაშინ. - და გამიღიმა ისევ.
...
ნინი - 4 გამოცდა დაგრჩა ხომ მე-12 კლასში ჩასაბარებელი?
მე - კიი რაა.. იცი რა ადვილია?
ნინი - ღადაობ ?
მე - მართლა გეუბნები, მარტო მათემატიკაში, მინიმუმ უამრავი ბავშვი იჭრება, გამიმართლა არა?
ნინი - კიიი კაცო, ძალიან.

გამიგია თუ ქალის გაღიმებას შეძლებ, მისი გულის მოგებასაც შეძლებო.. გადის დრო, ჩვენ კიდევ ვსაუბრობთ წყალში, ისე ახლოსაა ჩემთან, რომ ალბათ ჩემი გულის ცემის ხმაც ესმის.

ნინი - ზურა, შეყვარებული რატომ არ გყავს ? - დამაბნია ამ შეკითხვამ, არ ველოდი.
მე - რავი, არ მინდა ამ საგამოცდო პერიოდში დაემთხვას რამე ეგეთი, ამიტომ არ ვცდილობ არაფერს. შენ გყავს ?
ნინი - არა.. არავინაა ისეთი, ვისაც მართლა ვენდობი და იმედი მექნება მისი, ან იქნებ არის, არ ვიცი...
...
მე - ნამდვილად, არ მეგონა შენნაირ გოგოს თუ არ ეყოლებოდა შეყვარებული.
ნინი - ჰაჰჰ. შეყვარებული არა, იმედია ტრაბახში არ ჩამომართმევ, მაგრამ თაყვანისმცემლები საკმაოდ მყავს, ფეისბუქზე აღარ მინდა უკვე შესვლა, იმდენი მესიჯებია.
მე - არა რა ტრაბახში. რა გასაკვირია, ასეთი ლამაზი ხარ და რატომ უნდა ვიფიქრო ეგრე.
...
ნინი - იცი ყველაზე მეტად რა მაინტერესებს ?
მე - რა ?
ნინი - ახლა რომ არ მენახე შემთხვევით, არც შემდგომში დამელაპარაკებოდი არა ?
მე - არვიცი. სულ მინდოდა შენთან ურთიერთობა...
ნინი - მერე რა გიშლიდა ხელს ?
მე - კომპლექსი...
ნინი - იცი, მგონი ჯობია პირველი ნაბიჯი ყოველთვის ბიჭმა გადადგას, მაგრამ, არ დგამდი ამ ნაბიჯს..
მე - ხოო.. ალბათ ისევ შენ რომ არ დამლაპარაკებოდი ისე თბილად წეღან, ვერ გავიხსნებოდი ურთიერთობაში.
...
მე - მართალი ხარ, ბიჭი უნდა დგამდეს პირველ ნაბიჯს.
ნინი - ოჰ, ახალი ამბავი ზურაა.
მე - წეღან რომ შემეკითხე, "მხოლოდ ამის სათქმელად მოხვიდოდი, რამე ხელჩასაჭიდს რომ ნახავდიო ?" , გეტყვი, რომ არა !
ნინი - ანუ კიდევ რამეს მეტყოდი ?
მე - კი, იმასაც გეტყოდი, რომ ძალიან მომწონხარ და ახლა უკვე გავგიჟდები ეს რომ არ გავაკეთო ! - და მივუახლოვდი, უცებ ხელებით დავიჭირე მისი თავი და ვაკოცე ტუჩებში, აღარ მახსოვს რამდენი ხანი ვკოცნიდი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ისიც ამას ელოდა ჩემგან, ამ სიტყვებს და კოცნას.

ჩვეულებრივი დღე, არაჩვეულებრივი დასასრულით


მოკლედ, წყლიდან ამოვედით და ვუთხარი, რომ გავაცილებდი. ჩავიცვით და ნინის სახლისკენ მიმავალ გზას ხელჩაკიდებულები მივუყვებოდით. იმ დღეს მივხვდი, თუ რა ყოფილა ნამდვილი ბედნიერება, მივხვდი, რომ ოცნება არ არის იმდენად მიუღწევადი, როგორიც გვგონია, რომ მისი რეალობად ქცევა არ არის ფანტაზიის ნაყოფი.

... და რაც მთავარია, მივხვდით ორივენი, თუ რამხელა დრო დავკარგეთ, მაგრამ ისიც მივხვდით, თუ რამხელა დრო გვაქვს ერთად ყოფნის კიდევ.

ჩვეულებრივი დღე, არაჩვეულებრივი დასასრულით


პ.ს. არ ვიცი რამდენად კარგი გამომივიდა, მოხარული ვიქნები თუ მოგეწონათ და თუ არ დაგეზარებათ კომენტარის დაწერა. ალბათ კიდევ დავდევ რამეს, თუ მოგეწონებათ. adiós !



№1  offline წევრი AnaNo123

უფრო ვრცელი თუ იქნებოდა და მეტ ემოციებს დაწერდი უკეთესი იქნებოდა ბევრად.კარგი იქნებოდა თუ ისტორიას სულ თავიდან დაიწყებდი ანუ ჯერ მთავარ გმირს გაგვაცნობდი მერე რამდენიმე დღე მისი ცხოვრებიდან და ამის შემდეგ ის რომ სკოლაში ერთ გოგოს ხედავს ხშირად რომელიც მოეწონა და ვერ ბედავს ამის თქმას. მოვლენები სწრაფად ვითარდება და უფრო უნდა გაწელო. კიდევ კარგი იქნებოდა თუ დაწერდი რა მოხდა რამდენიმე დღის, თვის და წლის მერე რაც ბიჭმა აკოცა ნინის და ა.შ.
ისე არაუშავდა ამ ისტორიას

 


№2  offline წევრი Phenomenon

ანანო ალბათ 1 საათში დავწერე უბრალოდ... თანაც პირველია, აუცილებლად გავითვალისწინებ ;)

პირველად დავწერე რაღაც და ძაანაც ნუ გამკიცხავთ :დ შენიშვნას იმისგანაც მივიღებ ვინამაც არ გამზარდა :დდ

 


№3  offline წევრი AnaNo123

Phenomenon
ანანო ალბათ 1 საათში დავწერე უბრალოდ... თანაც პირველია, აუცილებლად გავითვალისწინებ ;)

პირველად დავწერე რაღაც და ძაანაც ნუ გამკიცხავთ :დ შენიშვნას იმისგანაც მივიღებ ვინამაც არ გამზარდა :დდ


შემდეგისთვის გაითვალისწინე და დამიჯერე შენც კმაყოფილი დარჩები და მკითხველიც, როგორც რჩევა ისე მიიღე რაც გითხარიი და არა რაღაც გაკიცხვა :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent