შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მჯერა, ერთად გაფრენასაც შევძლებთ (თავი 2)


29-05-2016, 18:17
ავტორი ნიტა096
ნანახია 1 672

კატომ კარი მოუთმენლად გააღო და ჩვენს წინ 4ძალიან მიმზიდველი მამაკაცი აღმოჩნდა. ნეტავ რომელია ანდრია? გავიფიქრე გულში, თუმცა ნამდვილად ვერ ვიცანი ამათგან რომელი იყო ანდრია.
-ეკატერინეე! გაისმა მათგან ერთ-ერთის ხმა, ეკატერინე კატოს ნამდვილი სახელია, დედამ დაარქვა, თუმცა ბავშვობიდან მას ყველა კატოს ეძახის, ზოგჯერ მას კატუნას ან კატუშასაც კი ვეძახი.
-ანდრი, ჩემო ტკბილო, მონატრებულო და საყვარელო ბიჭო, როგორ მომენატრე. ერთი სული მქონდა როდის გნახავდი, გულში ჩაგიკრავდი და მოგისიყვარულებფი. ჩემი ერთადაერთი ხარ შენ, მსოფლიოში საუკეთესო ძმა ხარ. უბედნიერესი ვარ შენ რომ მყავხარ.
-კარგი რა კატო, გეყოს, მოდი ჩაგეხუტო და გულში ჩაგიკრა ჩემო პატარა კატუნა, თუმცა უკვე რამხელა გაზრდილხარ. შენ თუ მსოფლიოში საუკეთესო ძმა გყავს, მე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, საყვარელი და თბილი დაიკო მყავს. სიტყვებით მოფერებას მორჩა და-ძმა შემდეგ კი ერთმანეთს ისე ჩაეხუტენ, ლამის ამეტირა მათი შეხედვისას.
-ეხლა გვეყოს და სახლში შევიდეთ აქ რომ გააჩერე სტუმრები, თან იქნებ გამაცნო შენი მეგობრები, გაისმა გახარებული კატოს ხმა.
-რა თქმა უნდა, წამოდით ბიჭებო უთხრა ბიჭებს და კატოსკენ მიტრიალდა, ეს გიორგი არის, ეს კიდევ ნიკოლოზი, იგივე ნიკა, ნიკუშა, რავიცი ტაც გაგისწორდებათ ის დაუძახეთ, ეს კიდევ ალექსანდრია, სასტავის ყველაზე "ზროსლი"ტიპი, მოკლედ რომ ვთქვა სანდრექსა რა... ეს კი ჩემი დაიკო კატო გახლავთ ბიჭებო, სათქმელი დაასრულა ანდრია.
-სასიამოვნოა, ღიმილით უთხრა კატომ, ხელი ჩამოართვა ბიჭებს და კიდევ ერთხელ მიესალმა.
-ჩვენთვისაც, ერთხმად წარმოთქვეს ბიჭებმა.
-ანდრი ხო გშიათ?
-აუ, კი, თან ძალიან, მაგრამ მანამდე იქნებ ეს გოგო ვინ არის გვითხრა და ყველამ ჩემსკენ გამოიხედა.
-ოო, ეს ნინა ელიზნარაშვილი გახლავთ, ხო გახსოვს რომ გეუბნებოდი, როცა ჩამოხვალ ჩემს დაქალს გაგაცნობთქო? აი ეს არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ამასთანავე ბავშვობიდან განუყრელი დაქალი.
-ძალიან კარგი, გამიღიმა ანდრიამ, არც მე ჩამოვრჩი
-ძალიან სასიაკოვნოა თქვენი, ყველას გაცნობა.
ახლა კი შეგიძლია კატო მაგიდა გააწყო და ძალიან გვშია.
-ახლავე გავაწყობ, ნინას გაკეთებული საჭმელები დააგემოვნეთ თან.
-აბა რას ვიზამთ. თქვა ნიკუშამ. თუმცა მე და კატოს მათთვის ყურადღება აღარ მიგვიქცევია ისე გავედით სამზარეულოში და უცებ დავტრიალდით. კატომ თეფშები გამოიღო და მაგიდის გაწყობას შეუდგა, მე მაცივრიდან კერძები გამოვიღე და ლამაზად თეფშებზე დავაწყვე შემდეგ მისათებ ოთახში გავითანე და მაგიდაზე დავალაგე. მაგიდის გაწყობას რომ მოვრჩის გამახსენდა რლმ ლიმონათების ყიდვა დაგვავიწყდა და კატოს შევჩივლე.
-კატუნა, ლიმონათები რომ დაგვავიწყდა, ტუჩები დავბუშტე და მოწყენილი სახე მივიღე, არც კი აცადა კატოს პასუხის გაცემა პარკებით ხელში სამზარეულოში ანდრია რომ შემოვიდა.
-ნუ მოიწყენ ნინა, აი წვენები ამოვიტანეთ, სად დავდო აბა?
-მანდ დადე, მივუთითე სამზარეულულოში მდგარ მაგიდაზე.
სამზარეულოდან გავიდა თუ არა ანდრია, უაზროდ ბოდიალი დაიწყო ოთახებს შორის, ნეტავ რას ეძებს ეს ბიჭი? გავიფიქრე გულში, ალბათ სააბაზანოს. გამართლდა კიდევაც ჩემი აზრი, დიდხნიანი ძებნის შემდეგ გაისმა მისი ბოხი ხმა,
-კატო, სააბაზანო საით არის?
-რა იყო, ვეღარ პოულობ? აკისკისდა კატო.
-რას ვიპოვიდი, შეგიცვლია ყველაფერი სულ გადაგიკეთებია.
-ჰო, მაგრამ ცუდია? ჩემი გემივნებით გავაკეთე ყველაფერი.
-არა, ძალიან კარგად გაქვს მაგრამ აგრ მეტყვი საით დავიბანო ხელები?
-აი, მანდვე დერეფნია ბოლოს ანიშნა კატომ.
ყველაფერი მზად იყო, ანდრიაც გამოვიდა სააბაზანოდან, ყველანი მაგიდას მივუსხედით, ბიჭები გაოცებულები იყბნენ, ნინა რა გემრიელი ხელი გაქვს გაისმა გიორგის ხმა.
-მალდობა გიო, გავუღიმე მეც.
მალე მოვრჩით ჭამას, ბიჭებმა სავარძლებში გადაინაცვლეს, მე და კატო კი დალაგებას შევუდექით. მე ჭურჭლის გარეცხვა დავიწყე, კატლ კი მისაღებს ალაგებდა. უკვე ყველაფერს მოვრჩით, ჩვენც ბავშვებს შევუერთდით და მათთან საუბრით დავკავდით. თუმცა მალევე მოგვბეზრდა ამბების მოყოლა და სახლში ტყუილად ყოფნა...
-იქნებ სადმე გავიდეთ? იკითხა კატუნამ.
-სად აბა? კითხვა დაუბრუნა საყვარელმა ძამიკომ.
-სად და კლუბში, მაგარი კლუბი ვიცი აქვე.
-ხო მაგრმ, ჯერ ადრე კლუბისთვის, 7 საათია...
-მართალი ხარ ნინა, ადრეა 7საათზე კლუბში რა გვინდა დამეთანხმა ანდრია.
-ეე, მე მაქვს მაგაფი იდეა ტო.
-აბა გისმენთ რა იდეა გაქვს გიო? მოუთმენლად ელოდა კატლ გიორგის პასუხს.
-ესეიგი, მე ეხლა გავალ მამაჩემის სახლში და მის მანქანას წამოვიყვან, იმედია გაფუჭებული არ დამხვდება. 6 თვე ადგილიდან არ დაუძრავს არავის, თუმცა იშვიათად დაცვას გამოჰყავს ხოლმე და არ უნდა იყოს დაზიანებული. მალე მოვალ და მზად დამხვდით არ მალოდინოთ, არ მევასება ლოდინი.
-ოჰო, ძალიან კარგია ფეხზე წამოხტა კატო.
-ძმა ხარ გიო რაა, კმაყოფილმა წარმოთქვა ალექსანდრემ.
მე და კატო თავის ოთახისაკენ წავედით როცა ანდრიას ხმა გავიგეთ, -იქნებ ჩვენც გვინდა მომზადება და მითხრა სად არის ჩვენთვის ოთახი.
-ახლავე საყვარელო, უთხრა კატომ თან პატეა ბავშვივით დაემანჭა ძამიკოს.
მე და კატომ უკვე მოვძებნეთ რა ჩაგვეცვა. მე ფართე დახეული ჯინსი და ზოლებიანი მაისური ჩავიცვი, თეთრი კეტებიც მოვირგე, კატომ კი მაგალწელიანი მოდგარკ ჯინსი და თეთრო ტოპი ჩაიცვა, როგორც ყოველთვის მანაც თეთრი კეტები გამოითლ თაროდან. კატომ თმები აიწია და კოსა გაიკეთა, მე კი მისი თხოვნით თმა გავიშალე, ერთმანეთს თვალებზე ლაინერი წავუსვით, ტუჩები ყავისფრაფ შევიღებე რომელზედაც შედარებით მუქი კონტური წავისვი, კატუნამ კი თავისი ისედაც მადისაღმძვრელი ტუჩები უფრლ გამოკვეთა წითელი პომადის დაშუალებით. კატომ ოთახიდან გამასწრო და ბიჭებთან მიირბინა. მისი ძმა გაოცებული უყურებდა.
-კატუშ, შოკი ხარ, შოკი!
-შოკი აწი ნახეთ, არ აცდით გამოვიდეს ოთახიდან? ამ დროს მეც გამოვედი მისაღებში თუმცა ბავშვები რაზე იცინოდნენ არ გამიგონია, გავედი თუ არა ანდრიას გაოცებული მზერა დავიჭირე, ნეტავ ეს რამ გააოცა? გამიკვირდა და ჩემს თავს დავხედე ხომ არაფერი მაცხიათქო.
-მართლა შოკია, გავვოცდი! მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა ანდრიამ
-ნინა, რა ლამაზი ხარ გოგო! რა უცხო ხარ, შემაფასა ნიკუშამაც.
-არც ალექსანდრე დადუმებულა, ბიჭო დღეს კლუბში აღარ ვსვამთ, ამათ თავს ვიღაც მოგვტაცებს, ყველას გაგვეცინა მის ნათქვამზე, ჩვენი სიცილი ანდრიას ტელეფონის ზარმა შეწყვიტა.
-ხო გიო, რა არის?
-თითქმის მოვედი და ჩამოდით რა, ხო ხართ მზად?
-კაი მოვდივართ ახლავე. გიოს გაუთიშა ჩვენ კი წასასვლელას უკვე მზად ვიყავით და ყველანი გავედით სახლიდან. კატკმ კატი ჩაკეტა გასაღები კი ანდრიას მისცა სახლს უკვე შენ გაბარებო და გაუცინა.
ქვემოთ ჩასულებს არც გიორგის გაოცება გაგვჭირვებია, გიო თითქმის პირდაღებული გვიყურებდა.
-გოგოებო გაპრანჭულები რა სხვანაირები ხართ, ვიღაც უცხოები მეგონეთ და ლამის თქვენ დასაკერად შევემზადე... გიორგის დამთავრებული არ ჰქონდა როცა გაისმა ნიკუშას და ანდრიას სიცილი ჩვენც მათ ავყევით და გულიანად ვიცინეთ მის სიტყვებზე.
-სულ ვიღაცის დაკერვაზე როგორ ფიქრობ? აღარ მოგბეზრდა შე***ა ?
-კაი რა გავიღადავე. თავის დაძვრენა სცადა გიორგიმ.
მანქანაში ჩავჯექით და წასასვლელად გავემართეთ თუმცა საით არავინ იცოდა მანამ სანამ გიომ არ იკითხა სად მივდივართო?
-ჩემებთან საგურამოში, თქვა წინ დასკუპებულმა ალექსანდრემ. საგურამოში ბებია და ბაბუა ჰყოლია როგორც ნიკუშადან გავიგეთ.
-მშვენიერია, წამოიძახა კატუნამ.
-ოღონდ სანამ ქალაქიდან გავალთ რაღაცები ვიყიდოთ.
ასეც მოვიქეცით ბიჭებმა სამწვადე და თონის პურები იყიდენ მე და კატომ კი სხვა დანარჩენი პროდუქტები და გავუდექით გზას საგურამოსაკენ. იქ ასულებს ეზოში სანდრექსას ბებია და ბაბუა დაგვხვდა. რა თბილად შეხვდნენ შვილიშვილს, გადაეხვივნენ ერთმანეთს, ბებოს ალექსანდრეს დანახვისას ცრემლი მოადგა თვალებზე, თუმცა შვილიშვილს არ გამოპარვია ბებოს ცრემლები და უფრო მეტად ჩაიკრა საყვარელი ბებია გულში. რა თბილი ყოფილა ეს ალექსანდტე, არადა რა მკაცრი მეგონა, გავიფიქრე ჩემთვის. როცა შვილიშვილი მოისიყვარულა მოხუცებმა მერე ჩვენც მიგვესალმეს ყველას, ჩვენც ძალიან თბილად შეგვხვდენ. სახლში შეგვიპატიჟეს. როგორი თბილებიბდა საყვარლები არიან. წარმოვთქვი ხმამაღლა. ჰო ძალიან დამეთანხმა კატოც.
ცოტახანში კი გაისმა ალექსანდრეს ხმა
-ბაბუ, მაყალი და შამფურები სად არის?
-აქ არის შვილო, მიანიშნა ბაბუამ ადგილზე. ცეცხლს დავანთებ თქვენ კი მიდით იმხიარულეთ.
-არა ბაბუ ჩვენ მივხედავყ ყველაფერს შენ შედი სახლში დაისვენე. გოგოები ბებიას მიეხმარებიან და მალე მოვრჩებით სამზადისს. უარზე მყოფი ბაბუა ძლივს დაითანხმა ალექსანდრემ. მე და კატო კი დალი ბებოსთან შევედით სამზარეულოში. აბა რაში დაგეხმაროთ? ჰკითხა კატომ
-არაფერში შვილო, როგორ შეგაწუხებთ ბავშვები ხართ ჯერ, თვითონ კი განაგრძო მჭადის მოცომვა. ბუხარი უკვე დაენთო და კეცების დასაწყობად მეუღლეს გასძახა მოდი დამეხმარეო, მაგრამ კატომ ჩვენ დაგეხნარებით ოღონდ მასწავლეთ როგორ დავაწყოო.
-კარგი შვილო მაგრამ ჯობდა დაგესვენათ.
-პირიქით, მინდა ვისწავო, შეეპასუხა კატუნა.
ბებომ კეცები დააწყობინა კატოს მერე კიდწვ მჭადებიჩ დააჯინა, ბევრი იწვალა და ხელიც დაიწვა ცოტათი თუმცა როგორც დალი ბებკმ თქვა მშვენიერი გოგოა და მჭადებიც კარგი გამოუვიდაო. მე მაგიდას ვაწყობდი მათ საქმიანობაში, ბიჭებიჩ შემოვიდნენ, ყველაფერი მზად იყო. მშვენივრად ვერდთობოდით, უამრავი სურათი გადავიღეთ, კატომ და მე არც მეტი არც ნაკლები selfie-ც კი გადავიღეთ დალი ბებოსთან სამზარეულოში ფუსფუსის დროს. მოკლედ ძალიან კარგი დრო გავატარეთ 10 საათი იყკ როცა მაგიდას ირგვლივ შემოუსხედით მოხუცებმაც არ მიგვატოვეს და გვერდით მოგბისხდნენ. ბევრი ვიმხიარულეთ სუფრასთან, ბიჭები სხვადასხვა სადღეგრძელოებს ამბობდნენ და ერთმანეთს დასცინოდნენ, ჩემი უკეთესი იყკ არა ჩემიო.
2საათი იქნებოდა როცა ავიშალეთ, მაგიდა ავალაგეთ მე და კატომ, მე იქაურობა მივალაგე კატოკი ჭურჭელის რეცხვას შეუდგა. ყველაფერი რომ მივასუფთავეთ ბიჭები მანქანაში ჩავსვით და სახლში წამოვედით. გიორგი ძალიან ნელა მოდიოდა დალი ბებოს დაჰპირდა მშვიდობით მივალ სახლამდე და ნელა ვივლიო, პირობას ხომ არ გასტეხდა. ასეც მოიქცა და 3საათზე ძლივს მივღოღდით სახლამდე. გზაში ანდრიამ და ნიკუშამ კარგად გამოიძინეს, ძლივს გავაღვიძეთ ჩავედითთქო.როცა სახლში შევედი იმწამსვე სააბაზანოში შევარდი, კატო კი გარედან მემუქრებოდა შეგ გარეთ გამობრძანდებიო, მალე გადავივლე წყალი თუმცა კატო უკვე დაწყნარებული იყო, უფრო სწორად ისე ეძინებოდა არაფრის თავი არ ჰქონდა. ვიფიქრე სანამ მორჩება მანამდე მისაღებში გავალთქო და იქ ანდრია დამხვდა
-აქ რა გინდა?
-ვერ დავიძინე და გამოვედი. შენ რა გინდა აქ?
-მე კატუნას ველოდები.
-ხო და მეც კატოს დაველოდები რომ გოვა გამართობს მანამდე კი შენც აქ იქნები. გამიცინა ანდრიამ რომელიც იმდენად მთვრალი აღარ იყო, თუმცა იმდენხანს ეძინა გამოფხზლდებოდა ნახევრად მაგრამ ჯერ კიდევ სასმელის ზემოქმედების ქვეშ იყო ეტყობოდა.
კატო მალე გამოვიდა სააბაზანოდან როგორც კი მისაღებში შემოვიდა წავედითკ თქვა მეც უხმოდ ავდექი და გავყევი მას, არც კი დავმშვიდოდბებივარ ანდრიას. საძინებელში შესულები მოვკალათდით საწოლში და კატოს ეგრევე დაეძინა, მე კიდევ ვერაფრით ვერ ვიძინებდი რა მექნა? გავიდე მისაღებში და ანდრიას ველაპარაკო? არაა რა სისულელეს ვამბობ, ან იქნებ ანდრია უკვე აღარ არის იქ და ტელევიზორი ჩავრთო და ვიყურო? ან იქნებ ისევ იქ არის ვერ გამეგო რა მექნა. წამოვდექი და გასვლა დავაპირე თუმცა ისევ საწოლში დავბრუნდი ფეხები უკან მრჩებოდა გული კი მისაღებისკენ მიიწევდა. რომ გავიდე და ანდრია დამხვდეს რაღა ვქნა, პასუხს ვერ ვპოულობდი კითხვაზე, ბოლოს მაინც გადავწყვიტე და მისაღებისკენ გავემართე, რაც იქნება ის იქნება ვუთხარი საკუთარ თავს და გზა განვაგრძე...


იმედია მოგეწკნებათ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი სა ველოდები თქვენს რჩევებს. ბოდიში რომ დავაგბიანე დადება, ორჯერ დავწერე და ვერ დავდე წამეშალა, ინტერნეტი მაქვს ცუდი და გამაწამა. აბა თქვენ იცით, ველოდები თქვენს კომენტარებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent