შეცდომა X თავი
_ვაიმე, გაინძრა..ნახე_ალექსადნრეს ხელს დაეტანა და მუცელზე დაიდო _გრზნობ? _თვალებზე ცრემლები მოადგა გოგონას _ვგრძნობ _ აღელვებულმა უპასუხა მამაკაცმა და მკლავები მჭიდროდ შემოხვია ნატუკას_ ახლა რომ გაკოცო, შემიძულებ? _ისედაც მძულხარ _შუნთქვა შეეკვრა ნატუკას ალექსადნრეს გაეღიმა, თავი უფრო ახლოს მიიტანა, იმდენად ახლოს რომ ნატუკას აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა ესმოდა. „ალბათ მაკოცებს“ _გაიფიქრა ნატუკამ და თვალები უნებურად დაეხუჭა, მაგრამ სწორედ ამ დროს გაუშვე ხელი ალექსადნრემ და ადრინდელი პოზა დაიკავა. ნატუკა კი დარჩა გაწბილებული. სახეზე იმდეგაცრულება და გაბრაზება ერთდროულად დაეხატაა.წამოდგა და საძინებელში გაეშურა. ალექსადნრემ თვალი გააყოლა. ძლივს შეიკავა თავი იმ მომენტში რომ არ ეკოცნა, მაგრამ გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა და გამოუვიდა კიდეც. ამასთან, თბილი მოქცევით ნატუკას ყურადღებას ვერ იმსახურებდა, პირიქით, უფრო აუტანელი ხდებოდა, ხოდა გადაწყვიტა ახლა დაეიგნორებინა და შედეგიც სახეზე იყო. _მეზიზღები! _გაბრაზდა ნატუკა _რატომ? შენ ხომ გძულვარ, სწორედ ამიტომ არ გაკოცე_ გაუღიმა ალექსადნრემ და ოთახი დატოვა. ნატუკა დარჩა გაოცებული და გაბრაზებული. რა თქმა უნდა საკუთარ თავზე ბრაზდებოდა. რადგან ალექსადნრეს შეხებამ, მისმა ძლიერმა მკლავებმა მასზე კვლი დატოვებდა იმ გაგებით , რომ თავი ვერ დაიმორჩილა. დიახ, თავი დაკარგა. მისმა შეხემაბ სიძულვილის გრძნობა კი არა ბედნიერების და აღმაფრენის შეგრძნება მოუტანა. სხეული აუთრთოლდა და გულმაც ბაგაბუგით დაიწყო ცემა. და როცა მზად იყო, თავისი ნებით ჩამდნარიყო მამაკაცის მლავებში, სწორედ მაშინ დაიხია უკან ალექსადნრემ. ადრე თუ ნატუკა გადაუგდება მამაკაცს სამოწყალო სიტყვებს, ახლა ალექსადნრე აკეთებდა იგივეს, რაც გოგონას აგიჯებდა და აცოფებდა, მიუხედავად ამისა ცდილობდა არ შეემჩნია. მაგრამ რა გამოეპარებოდა მამაკაცის თვალებს? არც, არაფერი. _რატომ არ მაგდებ არაფრად? _ერთხელაც იკიტხა გაბრაზებით ნატუკამ _რას გულისხმობ_ თავი გაისულელა ალექსადნრემ და პირცახიცით თმის გამშრალებას არხეინად შეუდგა _იცი რასაც ვგულისმბ! _პირსაცოხი გამოგლიჯა ხელიდან და იატაკზე დაახეთქა _დამშვიიდი _პირსახოცს დასწვდა ალექსადნრე _შეეშვი ამ პირსახოცს! _ისევ იატაკზე დაანარცხა_ ასე რატომ მექცევი? მე არ გაინტერესებ როგორ ვარ? მე საერთოდ არ ვარსებობ? _ნატუკა, როცა გკითხულობდი და ყურადღებას ვიჩენდი შენგან მხოლოდ სიცივეს და უარყოფას ვიღებდი! ვიცი შევცდი, ვარიარებ ჩემს შეცდომას! შენ მხოლოდ ჩემი ცუდი მხარე დაინახე, მხოლოდ ცუდ მხარეს ხედავ! იმას ვერ ხედავდი რომ განვიცდიდი, ვნანობდი, ვიტანჯებოდი და მტკიოდა! მიყვარდი ნატუკა! მაგრამ შენ ჯიუტად ყოველ დღე ახალ ჭრილობას მიხსნიდი და ძველსაც მიღიზიანებდი! მეც დავიღალე! _საპირფარეშოს კარი გაიჯახუნა ალექსადნრემ _დაგღალე ალექსადნრე? _ამოიჩურჩულა ნატუკამ დაბალ ხმაზე და კედელს მიეყრდნო_ მაშინ როცა შენ სხვა მხრიდან დაგინახე, სწორედ მაშინ დაგღალე! _თვალები დახუჭა და ერთი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, ერთს მეორე მიყვა, მეორედ მესამე... _შენ რა ტირი? _სააბაზანოდან გამოსული ალექსადნრე ძალიან გაოცდა , როცა ნატუკა ამ მდგომარეობაში დაინახა _არ ვტირი _ცრემლები შეიმშრალა ნატუკამ _კი, ტირი! _თვალებში ჩახედა მამაკაცმა _დაგღალე? გინდა წავიდე? _ თვალები აუწყლიანდა ისევ ნატუკას _ არ მეგონა შენ ოდესმე ჩემს გამო თუ იტირებდი _თმაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი _არც მე მეგონა, მაგრამ ვტირი. ჩამეხუტე, გთხოვ _ნატუკა ალექსადნრემაც მოხვდია ხელები და მისი სითბის ზიარი გახდა გოგონა. _ახლა დაწექი კარგი?_მზრუნველად უთხრა ალექსადნრემ _აღარ მინდა ეს წოლა _ამოიბუტმუტა ნატუკამ და ალექსადნრეს მხარზე თავი დაადო _ მაგრამ ასეა საჭირო. მოდი ახლა ცოტა დაისვენე და მერე საღამოს გავისეირნოთ კარგი? _შუბლზე აკოცა ნატუკას _კარგი_ნატუკა _რამე ხომ არ გინდა? _ალექსადნრე _ცოტა ხანს კიდე დარჩი _შეეხვეწა გოგონა ალექსადნრემ საათს დახედა, მერე ნატუკას შეხედა, ცოტა შეყონყმანდა და ცოლს გვერდით მიუწვა. _პირველად რომ დაგინახე მომეწონე _ მკლავზე თავი დაადო გოგონამ _და მაინც შენი მოწონება რა ცუდად გამოხატე _მუცელზე მოეფერე ალექსადნრე ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე სივრცეს გაჰყურებდა და ერთმანეთით ტკბებდნენ. _იმ ღამეს ძალიან უხეში იყავი _სიჩუმე დაარჩვია ნატუკამ _ვიცი,და გპირდები მაგ ღამეს დაგავიწყებ _თავისკენ მიიზიდა ნატუკა _ახლა მაკოცებ? _ დაიჩურჩულა გოგონამ _თუ შენც გინდა _ჩასჩურჩულა ალექსადნრემ ნატუკამ თანხმობის ნიშნად თვალები დახუჭა. ეს იყო პირველი კოცნა, ამდენი სიძულვილის შემდეგ. და როცა მოსწყდნენ ერთმანეთის ბაგეებს, ალექსანდრემ უჩურჩულა _ მიყვარხარ! ნატუკამ მკლავები უფრო მჭიდროდ მოხვია _ჩვენი ბავშვების ოთახს მანახებ? _ახედა ნატუკამ _განახებ, იმედია მოგეწონება _გაუღიმა ალექსადნრემ _ნატუკა შვილები რომ შეგვეძინება გამშორდები? შენ ხომ ასე გადაწყვიტე _არ ვიცი. თუ ჩვენი ქორწინება ფიქტიური აღარ იქნება ალბათ არ დაგშირდები _თითებზე წაეთამაშა ალექსადნრეს _თუ მაპატიებ, თუ დაივიწყებ წარსულს მე შეგაყვარებ თავს _ალექსანდრე _თუ უკვე შემაყვარე? _თვალებში ჩახედა ნატუკამ_ და თუ წარსული მაინც არ მანებებს თავს? _მე და შენ შევძლებთ ნატუკა _მიეალერსა ალექსადნრე სწორედ ამ დროს ტელეფონის ხმა გაისმა. ალექსანდრემ ნომერს დახედა, უპასუხა რომ გზაში იყო და გათიშა _მყუდროებას გვირღვევენ _ამოიხვნეშა გოგონამ _სამსახურში უნდა გავიქცე, მაგრამ საღამოს მზად იყავი. ახლა დაისვენე _მთელი სითბოთი და სიყვარულით წარმოთქვა ეს სიტყვები, გასვლის წინ კიდევ ერთხელ ეამბორა და კარი გაიხურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.