შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობა (თავი 4)


29-05-2016, 20:18
ავტორი nicol
ნანახია 6 752

მესამე კვირა ისევ ტოსკანა
-ლიზ, გღვიძავს? - დილით ოთახში მიაკითხა ქეთომ.
-კი, შემოდი.
-მაპატიებ?
-შენ თვითონაც იცი რომ საპატიებელი არაფერი ჩაგიდენია, უბრალოდ ცოტა ვინერვიულე. ეგ იყო და ეგ. - თბილად გაუღიმა მეგობარს.
ქეთომ არაფერი უპასუხა, სახე დაუსევდიანდა.
-ვიცი... ლიზ... ყველაზე უდროო დროა ახლა, მაგრამ...
-შენ თუ გინდა ახლავე გავაუქმოთ ყველაფერი. დედას გეფიცები დღესვე დავხურავ პროექტს, ჯარიმასაც გადავიხდით და...
-აუ ლიზ... - ცრემლი მოერია ქეთოს. - ყველაფერს ვფიცავარ მარტო შენი გულისთვის ღირდა ეს ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა ტკივილს ვპატიობ ცხოვრებას შენი გულისთვის, თითოეული განვლილი წამი ღირდა იმად რომ შენ მეპოვე. მარტო შენი გულისთვის ათასი მადლობა ამ დამპალ სიცოცხლეს.
-ქეთო, ხომ იცი როგორ მაშინებ როცა ასე იწყებ ლაპარაკს?
-ვიცი, ლიზიკო, ვიცი... მაგრამ შენც ნუ მექცევი ისე როგორც რაღაც მსხვრევადს. რას ჰქვია პროექტი დახურო? მეორედ აღარ თქვა მსგავსი სისულელე, არ იცი როგორი ვარ? აუცილებლად გადამივლის. - ნაძალადევად გაიღიმა ქეთომ. იმიტომ რომ იცოდა, ეს არასდროს გადაუვლიდა, ხვდებოდა რამდენად ღრმად ჰქონდა შეტოპილი, მაგრამ ახლა ლიზას ამშვიდებდა. - შენ კიდევ ჰო, მაგრამ ამდენ ხალხს რას უშვები? თან ხომ იცი რომ ახლა ამის დრო ყველაზე ნაკლებადაა, უბრალოდ ცოტა მაცალე და მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს.
-ყავა გინდა? - საუბრის თემა შეცვალა ლიზამ. - ჩაწერამდე ერთი ჭიქის დალევას კი მოვასწრებთ.
ქეთომ თავი დაუქნია და სამზარეულოში გავიდა.
-ნაზიმ გაიგო წუხანდელი ამბები?
-რა იყო შეგეშინდა?
-არც უმაგისობაა... - საწყლად გაიღიმა ქეთომ.

****
მესამე კვირის პაემანიც იტალიაში უნდა შემდგარიყო, ტოსკანა ცნობილია საკუთარი ღვინის ტრადიციით და რა თქმა უნდა ამ მხარის დატოვება არაფრით შეიძლებოდა ღვინის დეგუსტაციის გარეშე.
ჰოდა დაიგეგმა პაემანი. დაუკავშირდნენ ადგილობრივ მწარმოებლებს და ისინიც სიხარულით დათანხმდნენ. ღვინის დეგუსტაცია მარტო ერთ გოგოსთან საშიშიაო -განაცხადა მიშომ და ოთხი გოგო დაპატიჟა: სოფო, ელენე, მარი და სალომე.
თავდაპირველად ვენახები დაათვალიერეს, მამულების მეპატრონემ, ბატონმა ფაბიომ დეტალურად აუხსნა იქაური ვაზის მოვლის წესები, სიმართლე ითქვას გოგოებმა ისიც კი არ იცოდნენ საქართველოში როგორ უვლიდნენ ვაზს და დიდად არც ტოსკანური ყურძნით დაინტერესებულან. სამაგიეროდ პაემანის მეორე ნაწილმა საკმაოდ მოხიბლა ისინი. რამდენიმე გამოცდილი სომელიე დეტალურად უხსნიდა მათ ღვინის დეგუსტაციის პრინციპებს, გოგონებიც ცდილობდნენ მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ პროცესით. სიამოვნების რა გითხრათ მაგრამ მსუბუქ ბახუსს ოთხივე მათგანი ეზიარა. მიშო გაამხიარულა კიდეც ამან, ზედმეტად გულახდილები და ბედნიერები გახდნენ უცებ.
-ნუ გამოათვრე გოგოები. - გაფრთხილება მისცა ქეთომ ყურში.
მიშომ არ შეიმჩნია და კიდევ ერთი ჭიქა ჩამოუსხა.
-ერთი იდეა მომივიდა და თუ მხარს ამიბამთ ვითამაშოთ.
-რა უნდა ვითამაშოთ?
-მე დავსვამ კითხვებს და თუ ისეთი კითხვა იქნება რაზეც პასუხი არ გეცოდინებათ ან არ გენდომებათ გამხელა, ღვინოს დალევთ.
-მე თანახმა ვარ, - ხელი ასწია უკვე კარგ ხასიათზე მყოფმა ელენემ.
-ცეცხლს ეთამაშები მიშო. - ისევ გაუმეორა ქეთომ.
-ვიწყებთ? - ქეთოს ნათქვამს არც ამჯერად მიაქცია ყურადღება მიშომ და გოგოებს გადახედა.
გოგონებმა ჭიქები აწიეს და მიშომ პირველი კითხვა დასვა.
-რა მიზნით იღებთ მონაწილეობას პროექტში?
სოფომ მაშინვე დალია და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა. მიშომ გამომცდელად გადახედა და მზერა გოგოებზე გადაიტანა.
-ჩემი ანკეტა ჩემმა დამ გამოაგზავნა ისე რომ არც ვიცოდი და რომ დამირეკეს მერე უარი აღარ მითქვამს. - პირველი ელენემ დაიწყო.
-წარმომიდგენია დას როგორ უნდა შენი სახლიდან მოშრება. - ირონიულად გაეცინა სოფოს.
-ვიღაცამ შენი ირონია მოიპარა. - ისევ ქეთო ჩაერთო საუბარში, მიშოს ოდნავ ჩაეღიმა.
მარიმ და სალომემ ერთმანეთს გადახედეს.
-ეს კითხვა ჩაწყობილია?
-რატომ? - გაიკვირვა მიშომ.
-იმიტომ რომ პირველივე კითხვით მიზანში გაარტყი. - წამოიძახა მარიმ.
-ვერ მივხვდი, რომელ მიზანში?
-ანუ, - წამოიწყო სალომემ. - მე და მარიმ პროექტში მონაწილეობა რომ გადავწყვიტეთ რაღაც დავუმალეთ პროდუსერებს.
-რატომ ლაპარაკობს ორივეს მაგივრად ერთი? - ისევ გაურკვევლობა ეხატა სახეზე მიშოს.
-ჩვენ დები ვართ. - ფარდა ახადა ყველაფერს მარიმ.
მიშო ორი წუთით გაჩუმდა. მაგრამ ახალი ამბით მარტო მიშო არ იყო გაოგნებული, მთელი გადამღები ჯგუფი ვერ მოსულიყო აზრზე. ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ფაქტი.
-კი მაგრამ, სხვადასხვა გვარები გაქვთ. - ძლივს ამოღერღა მიშომ.
-იმიტომ რომ სხვადასხვა მამები გვყავს.
-გასაგებია... - ნელ-ნელა აზრზე მოდიოდა. - და რატომ გადაწყვიტეთ პროექტში მონაწილეობა ერთად?
-რატომაც არა?
-დები ხართ და ერთმანეთის კონკურენტები, ახლა მე ამ პროექტიდან ერთ-ერთი თქვენგანი რომ ავირჩიო, მეორე რას იზამს?
-არაფერს, - გოგონებს აშკარად ალკოჰოლი ალაპარაკებდათ. გასცემდნენ იმ ინფორმაციას რაც არაფრით არ უნდა გაეცათ. - ბავშვობიდან ასე ვართ, ერთმანეთს ვეჯიბრებით ყველაფერში, სწავლაში... სიყვარულში... თუ შენ ერთ-ერთს აირჩევ მეორე უბრალოდ დამარცხებას აღიარებს.
მიშო რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა - არ ღირდა. კადრს მიღმა ერთიანად დაძაბულები იდგნენ ლიზა და ვახო, ვახომ იცოდა როგორი რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდა მიშოს მსგავს სიტუაციაზე, ლიზა კი უბრალოდ თავს ვერ პატიობდა - ასეთი რამ როგორ გამეპარა, როგორ ვერ მივხვდი თავიდანო. მარტო ქალბატონი ნაზი იყო თავის ჩვეულ ამპლუაში.
-ვაი თქვენს პატრონს, უბედურს? - ჩაიბუტბუტა გოგონების მისამართით. - ორი ქააფშუტა, კაი გენაცვალე, დაგეგმეთ რაღაც ბავშვური თამაში, მარა რა გალაპარაკებთ, ვერ დააჭირეთ ენას კბილი? დალიეს რაცხა ორი ჭიქა და აჭიკჭიკდნენ. ის დროა ჩემოდნებს ალაგებდეთ.
-კარგი, - გადასაღებ მოედანზე სიტუაცია სოფომ განმუხტა. - შემდეგ კითხვას მე გისვამ. უფრო სწორად კითხვას გიტრიალებ, შენი მიზანი? მთავარი მიზეზი რა არის რამაც შოუში მონაწილეობა გადაგაწყვეტინა? - გამომწვევი ღიმილით უყურებდა მიშოს.
-საკუთარ დაგებულ მახეში გაები. - გაეცინა ქეთოს. - მიდი აბა თუ მაგარი ბიჭი ხარ უპასუხე.
მიშომ უსიტყვოდ აიღო ბოკალი და ღვინო დალია.
-ჰმ... - მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა სოფოს.
-არც ისე კარგი ამბავია ეგ, თუ ახსნა არ გინდა. - ჩაურთო ელენემ.
-აქ იმაზე არ არის საუბარი რომ რაღაცაზე ლაპარაკი არ მინდა. უბრალოდ პროექტის მიზანი იცით და ჩემი პოზიციაც. დავლიე იმიტომ რომ დასამატებელი უბრალოდ არაფერი მაქვს. ისვე როგორც შენ არა სოფო? - სოფოს გადახედა მრავალმნიშვნელოვნად, რომელმაც ცოტა ხნის წინ იგივე კითხავს მიშოსავით ღვინით „უპასუხა“.
სოფოს ისევ მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა.
-უყურე შენ, რა მოხერხებულად გამოძვრა სიტუაციიდან?! - ტაში შემოკრა ნაზიმ და მიშოს გოგოებისგან შეუმჩნევლად ცერა თითი აჩვენა, მოწონების ნიშნად.
-არსებობს თუ არა ადამიანი, რომლის მიმართაც უკვე გაქვს გრძნობები? - შემდეგი კითხვა ელენემ დასვა.
ყველა გაიტრუნა, მთელ გადასაღებ მოედანზე სუნთქვაც კი შეაჩერეს მე მგონი. ქეთოს კინაღამ გული საგულედან ამოუვარდა. საკუთარ პულსაციას გრძნობდა მაჯებზე. არც ვახოს და ლიზას ადგათ კარგი დღე. მხოლოდ მიშო იჯდა მშვიდად, სუნთქვაც თანაბარი ჰქონდა და პულსაციაც.
-კი, - ასევე მშვიდად წარმოთქვა და სკამზე გასწორდა.
მოულოდნელი იყო, რატომღაც გოგოები ფიქრობდნენ რომ მიშო ამ კითხვას არ უპასუხებდა და ღვინის დალევას ამჯობინებდა.
-სახელიც თქვი ბარემ. - წამოიყვირა უკვე საკმაოდ შეზარხოშებულმა მარიმ.
კიდევ ერთხელ აუწიათ წნევამ ვახოს და ლიზას. უკვე თითქმის დარწმუნებულები იყვნენ რომ სახელსაც არ დამალავდა მიშო. ვახომ შუბლი მოისრისა ნერვიულად. ქეთომ გაუცნობიერებლად მოიხსნა ყურსასმენი და პირზე ხელებაფარებული შეყურებდა მონიტორს. შეეშინდა... ცხოვრებაში პირველად რაღაცის გაგონების შეეშინდა. იმის მოსმენის შეეშინდა რასაც უკვე დიდი ხანია გრძნობდა. ახლა მიშოს ეს ყველაფერი ხმამაღლა რომ გაეჟღერებინა, ქეთო წავიდოდა. იძულებული იქნებოდა წასულიყო. სწორედ ამ წასვლის ეშინოდა ყველაზე მეტად. სანამ ჯერ კიდევ თავის მოტყუების საშუალება ჰქონდა, ბოლომდე ებღაუჭებოდა ამ შანსს. მასთან სიახლოვის ხანგრძლივობას. თვითონაც იცოდა რამდენად უსუსური იყო ეს დრო, ხვდებოდა მერე უფრო გაუჭირდებოდა, მაგრამ თანახმა იყო. ახლა წასვლა მის ძალებს აღემატებოდა.
მიშოს საკმაოდ მშვიდი სახე ჰქონდა, ასევე მშვიდად წამოიწია სკამიდან, ღვინის ბოკალს დასწვდა და დალია. მიშომაც იცოდა რას გამოიწვევდა სიმართლე. სწორედ ამიტომ გაჩუმდა, თორემ იტყოდა... ბევრად ადრე იტყოდა.
-რა თქმა უნდა... - ჩაიცინა სოფომ. - სახელს ნამდვილად არ იტყვის.
-მიშო, - ისევ ქეთო ჩაერთო, - მართლა საკმარისია, გოგონები საკმაოდ დათვრნენ უკვე, ჯობია დავასრულოთ. - ძლივს იმორჩილებდა აკანკალებულ ხმას.
მიშომ ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა და წამოდგა.
-გვეყოფა ამდენი გულახდილობა. ცოტა მერესთვისაც შემოვინახოთ, თან უკვე მოსაღამოვდა და აგრილდა.
გოგონები უხალისოდ დაეთანხმნენ. დადგა დრო იმისა, რომ მიშოს დაესახელებინა მონაწილე, რომელიც დატოვებდა პროექტს.
-პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას დღევანდელი დღისთვის. მისმა უდიდებულესობა ბახუსმა ბევრ რამეს ახადა ფარდა, შეიძლება ითქვას რეალობა დამანახა. ალბათ ჩემი მხრიდან არასწორი საქციელიც იყო, მაგრამ ასე გამოვიდა, უბრალოდ სიტუაციით ვისარგებლე და ამ ყველაფერმა შედარებით ადვილი გახადა გადაწყვეტილების მიღება. - მცირე პაუზა გააკეთა და განაგრძო. - მარი, სალომე გადასარევი გოგოები ხართ, ჭკვიანები, მხიარულები, მშვენიერი მოსაუბრეები. მოკლედ ყველა თვისება გაქვთ რაც კი შეიძლება ადამიანმა ინატროს. ძალიან კარგია ცხოვრებაში სტიმულს რომ აძლევთ ერთმანეთს, ყველაფერში შეგიძლიათ შეეჯიბროთ სწავლაში, წარმატების მიღწევაში, იმაში რომელს უფრო ლამაზი ცხოვრება ექნება, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ შეეჯიბროთ ერთმანეთს ერთი და იგივე ადამიანის სიყვარულში. უბრალოდ ნურავის მისცემთ უფლებას თქვენს შორის ჩადგეს. ახლა გგონიათ რომ უმტკივნეულოდ შეძლებთ უარყოფის მიღებას, მაგრამ გარწმუნებთ რომ არ იქნება ადვილი... უბრალოდ არ ღირს. არაფრის ფასად არ ღირს დედმამიშვილობისთვის თუნდაც მცირედი ზიანის მიყენება. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გაგიმართლათ რომ ერთმანეთი გყავთ. - კიდევ ერთხელ შეისვენა და განაგრძო. - დღეს თქვენ გიშვებთ იმიტომ რომ თქვენთვის არის ასე უკეთესი და არა ჩემთვის.
-ღმერთო, რა ლამაზად შემოაბრუნა საქმე? - აღფრთოვანებით აღმოხდა ნაზის. - ლამისაა გოგოებმა მადლობა გადაუხადონ. ყოჩაღ ბატონო მიშო. ტყვილა კი არ ვგიჟდები შენზე?
მართალი იყო ქალბატონი ნაზი, მიშოს სიტყვებმა დადებითი ემოცია გამოიწვია და გოგოებისთვის ბევრად ადვილი გახდა პროექტის დატოვება. საკმაოდ მშვიდად დაემშვიდობნენ. ფეისბუქში დაგამატებთო - დაპირდნენ და თბილისისკენ გაემართნენ.
-ძალიან დიდი მადლობა გოგოებო, - სოფოსთან და ელენესთან მობრუნდა მიშო, - სასიამოვნო საღამოსთვის. სოფო, - გოგონას აწყლიანებული თვალები შეამჩნია, - კარგად ხარ? რამე მოხდა?
-არაფერი, - სახე მიატრიალა სოფომ. - უბრალოდ წეღან ჩემთვის მგრძნობიარე საკითხს შეეხე და...
-გინდა ვილაპარაკოთ ამაზე?
-არა, ახლა არ ღირს, - გაიღიმა სოფომ.
-ოდესმე აუცილებლად ვისაუბრებთ.
სოფომ თავი დაუქნია.
-როგორც იცით ეს ჩვენი ბოლო კვირა იყო იტალიაში ხვალ პარიზში გავფრინდებით და იმდი მაქვს კიდევ უფრო დასამახსოვრებელი იქნება სიყვარულის ქალაქი თქვენთვის ვიდრე ტოსკანა.
იმ დღის გადაღება დასრულდა. ქალბატონო ნაზი პირდაპირ მიშოსკენ წამოვიდა.
-მიშო, რა ბიჭი ხარ, მოკლედ რა ბიჭი?.. ერთხანს მეც კი დავიბენი, მარა რა კარგად შემოაბრუნე ყველაფერი? - ცოტა ხანს გაჩუმდა და დაამატა. - ისე ვინ არის ის გოგო, ვის მიმართაც უკვე გაგიჩნდა გრძნობები?
ღმერთო, როგორი გამომცდელი მზერით უყურებდა ნაზი?! თითქოს პირდაპირ მიშოს ტვინში იქექებოდა და იქიდან უნდოდა ამოეკითხა პასუხი. თითქოს უკვე იცოდა პასუხი, მაგრამ ოფიციალურ დადასტურებას ელოდა. რამდენიმე წამი ბურღა ნაზიმ მიშო მზერით. მიშომაც გაუსწორა თვალი, ოლიმპიური სიმშვიდიდთ გადაიხარა მაგიდისკენ, ჯერ კიდევ გადაღებებიდან შემორჩენილ ღვინით სავსე ბოკალს დასწვდა და ასეთივე სიმშვიდით დალია ბოლომდე. ნაზის არაფერი უთქვამს. სახეზე ოდნავშესამჩნევმა ღიმილმა გადაუარა, შებრუნდა და წავიდა.

****
-ჰორტონ...
-აქ ვარ.
-შეგაშინე?
-უბრალოდ...
-ვიცი... ხმა გიკანკალებს.
-ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის...
-თანახმა ვარ. ზუსტად ისე იყოს ყველაფერი როგორც არის. უბრალოდ არ მინდა გეშინოდეს.
-მიშო...
-ქეთო გთხოვ, სიმართლის არ შეგეშინდეს. სიმართლე ყველაზე სწორია.
-მართალია, სიმართლე ყველაზე სწორია, მაგრამ რეალობაა მწარე.
-მერე, როგორ შეიძლება გოგო, რომელსაც ღამით მიცვალებულისთვის თმის მოჭრის არ შეეშინდა, უბრალო... საცოდავი რეალობის წინაშე ხმა უკანკალებდეს?
-შენ არ იცნობ ჩემს რეალობას.
-გამაცანი.
-არ მემეტები.
-ქეთო, მე შენ არ მემეტები დასაკარგად... ჩემთვის შეუძლებელია ამ რეალობაზე უარესი იყოს შენი რეალობა.
-ჩემი რეალობაც დაახლოებით იგივე დასასრულისაა.
-უფრო გასაგებად ამიხსენი.
-ჯობია დღეს ყველაფერი ისე იყოს როგორც არის.
-თანახმა ვარ. - მცირე დუმილის მერე დაამატა მიშომ და კავშირი გაწყადა.
მიშომ მიკროფონი მოიხსნა და მისკენ მომავალი ვახოსკენ შეტრიალდა.
-დღეს ზედმეტი მოგივიდა. - საყვედურით გადახედა მეგობარს მოახლოებულმა ვახომ.
-რაში?
-ბეწვის ხიდზე გაიარე... გიცნობ და ზუსტად ვიცი რასაც ნიშნავდა დღევანდელი სცენა.
-სწორედ იმიტომ რომ კარგად მიცნობ, ისიც იცოდი რომ ზღვარს არ გადავიდოდი. - იქვე ხის სკამზე ჩამოჯდა მიშო და საზურგეს მიეყრდნო.
-დღეს როგორც არასდროს ისე შემეშინდა.
-ვიცი...
-არ ვიცი, ადრე ასე არ ვნერვიულობდი შენს საქციელზე. ადრე იმის ცოდნაც საკმარისი იყო რომ ზღვარს არ გადახვიდოდი. დღეს რა დამემართა არ ვიცი. - ვახოც მეგობრის გვერდით ჩამოჯდა.
-დღეს უბრალოდ ლიზას იცავდი. - თავი არ მოუბრუნებია ისე უთხრა მიშომ.
-ეგოისტი ვარ? - არც ვახო მობრუნებულა, ისიც სივრცეს გასცქეროდა.
-არა... მაგარი კაცი ხარ, ყველაზე საუკეთესო... გაუმართლა ლიზას.
-შენ?
-მეც ეგრე ვარ.
-შენც მაგარი კაცი ხარ? - გაეღიმა ვახოს.
-არა, მეც გამიმართლა, - ჩაიცინა მიშომ. - თუმცა არც მე ვარ ცუდი ბიჭი.
-აბა, რატომ ვართ დღეს ასე? გეგონება ერთი ტონა ტვირთი აგვკიდეს და ისე მივდივართ.
-იმიტომ რომ მწარე რალობის დედას ******

****
-ჰორტონ!
-ახლა ყოველღამე ჩემი ფანჯრების წინ უნდა იღრიალო?
-არა, მარტო იტალიაში.
ქეთოს გაეღიმა.
-დაუვიწყარი ღამე უკვე გვქონდა და ახლა რისთვის ჩამოვიდე?
-ჩამოდი ერთი კარგად გამოვთვრეთ. - ღვინის ბოთლი დაანახა მიშომ.
-არ ღირს, წეღანდელზე ჭკუა ვისწავლე. გამოათვრე გოგოები და დააფქვევინე სიმართლე.
-პირობას გაძლევ, ყოველგვარი თამაშების გარეშე. - გულზე ხელი მიიდო მიშომ. - თან მე უკვე თითქმის მთვრალი ვარ, ასე რომ უპირატესობა შენს ხელშია.
-კარგი, თანახმა ვარ, ოღონდ ერთი პირობით.
-ნებისმიერ პირობას მივიღებ.
-ნაჩქარევად ნუ დამთანხმდები.
-გეუბნები ყველა პირობაზე თანახმა ვარ!
-კარგი, დამელოდე.
ცოტა ხანში უკვე ეზოში აუზთან ისხდნენ.
-აბა, რა პირობაა?
-რა და, აუზში უნდა ვიბანაოთ შიშვლებმა.
მიშოს ღვინის ყლუპი გადაცდა სასულეში და კიდევ დიდხანს ვერ მოითქვა სული.
-მაპატიე... მრავლობითი რიცხვი მომესმა? - ძლივს ამოისუნთქა.
ქეთომ მხოლოდ გაიღიმა და წარბები აათამაშა.
-ვაჰ, ჰორტონ, როგორ მინდა ახლა ცუდი ბიჭი გავხდე და სიტყვაზე დაგიჭირო.
-რომ ვიცი, არ გახდები, მაგიტომ ვისვრი ასე თავისუფლად ამ სიტყვებს.
-ანუ ჩემმა კეთილმა გულმა დამღუპა? - მიშომ ღვინის ბოთლი გაუწოდა.
-ვითომ დამღუპველია ეგ? - ქეთომ ღვინო მოსვა პირდაპირ ბოთლიდან. - ახლა ქალბატონ ნაზის დაანახა ჩვენი თავი ცალი თვალით.
-პროექტის დახურვა მოგვიწევდა ალბათ? - გაეცინა მიშოს.
-რატომ?
-ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი.
-არააა, შენ უყვარხარ.
-ჰორტონ ამ პროექტში როგორ მოხვდი?
ქეთო გაჩუმდა, თითქოს რაღაც სათუთს შეეხო მიშო.
-ლიზას დაჟინებული თხოვნით... ხანდახან მგონია რომ სპეციალურად ჩემთვის წამოიწყო ამხელა შოუ.
-შენთვის? - გაიკვირვა მიშომ. - რა იყო ასე ებრძვის ლიზა უმუშევრობას? მე მგონი ნეპოტიზმთან გვაქვს საქმე. - კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
-ნეპოტიზმი?.. შეიძლება ასეც ითქვას, - მოჩვენებითი უდარდელობა გამოეხატა ქეთოს სახეზე. ბოთლი აუზის კიდეზე დადგა და მიშომ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე ჩახტა წყალში. - უფლებას გაძლევ თბილისში რომ ჩავალთ ეთიკის საბჭოში გვიჩივლო. - გაუღიმა, როგორც კი წყლიდან ამოყვინთა.
-პირობაში შიშვლებიო, ასე იყო ნათქვამი. - ფეხზე წამოდგა მიშოც.
ქეთომ მუჭით წყალი შეასხა.
-ბოდიში, ბატონო მიშო, ჯერ არც ნაცნობობის და არც სიმთვრალის იმ ეტაპამდე არ მივსულვართ რომ შიშველი შემოგყვეთ აუზში.
-აბა, რა ეტაპზე ვართ ახლა?
-ახლა?.. ახლა ნებას გაძლევთ ლექსი წამიკითხოთ. - აუზის კიდესკენ წამოვიდა ქეთო. - ოღონდ „ტანო ტატანო“ და სხვა უკვე მრავალჯერ მოყოლილი ლექსი არ გვინდა, რამე ორიგინალურს ველოდები.
-მე ზოგადად ორიგინალური ადამიანი ვარ. - მიშო ისევ აუზის კიდეზე ჩამოჯდა, ფეხები წყალში ჩაყო, შთაგონებული სახე მიიღო და დაიწყო:
„კითხვა ძალზე ადვილია,
პასუხი კი - ძნელი.
რატომ დადის დიდი სპილო
მუდამ ფეხშიშველი?
ასე ხსნიან პატარები
ამ უცნაურ ამბავს:
- თავის ზომის ფეხსაცმელი
ვერ იშოვა ალბათ... “
ქეთო სიცილისგან ლამის ჩაბჟირდა.
-შენ მოიფიქრე?
-მე არა კაცო, გივიმ.
-ვინ გივიმ?
-ჭიჭინაძემ.
ქეთო აუზის კიდესთან მოვიდა, ამოიზიდა, მოქნილად ამოიტანა მთელი სხეული წყლიდან და მოხერხებულად ჩამოჯდა მიშოს გვერდით. დასველებული თეთრი კაბა მთელ ტანზე შემოტმასნოდა, წყალს თითქმის გამჭვირვალეც კი გაეხადა.
-არასწორი ლექსი წაგიკითხე აშკარად, - სადღაც შიგნიდან, ექოსავით გაისმა მიშოს ოდნავჩახლეჩილი ხმა და ისე რომ პასუხს არ დალოდებია დაიწყო:
„ტანს გეტმასნება სველი ალერდი
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.“
ქეთო შეიშმუშნა, მიხვდა რაც იყო იმ წუთას მიშოს მუზა და რამ გაახსენა გრიგოლ რობაქიძის სტრიქონები. შეეცადა დაეფარა მადისაღმძვრელად აქვირითებული მკერდი, რომელსაც თითქმის ვეღარ ფარავდა დასველებული მატერია, მაგრამ მიშომ ფრთხილად ჩამოაღებინა ხელი და როგორც იქნა ხმის ამოღება შეძლო.
-არ დაიფარო... ძალიან ლამაზია... ზუსტად ისეა როგორც უნდა იყოს, არც დაფარული და არც მოშიშვლებული... დანამული... აბუსუსებული... თეთრი, თითქმის გამჭვირვალე... სხეულის რიტმს ყვება... სუნთქვასთან ერთად ფეთქავს.
ქეთომ თვალები დახუჭა. მთელი ძალით ცდილობდა ათრთოლებული სხეული როგორმე დაემორჩილებინა, მკერდის დაფარვას კი ვეღარ ბედავდა. მიშო გადაიხარა და მკერდის ზემოთ, მხარზე შეახო ტუჩები. სისველე იგრძნო, ჯერ არ შეშრობოდა მის სხეულს წვეთები. საოცრად რბილი და გლუვი კანი ჰქონდა ქეთოს - ახალნაბანავები ჩვილი ბავშვივით. როგორ უნდოდა უფრო მეტი გაებედა, გაყოლოდა მხარს და მთელი სხეული დაეკოცნა, მაგრამ შეჩერდა, არ მისცა თავს უფლება. ეშინოდა, რომ ეს დასასრული იქნებოდა - ყველაზე ამაღელვებელი და ყველაზე სასიამოვნო, ყველა იმ შეგრძნებებს შორის რაც მანამდე განეცადა, მაგრამ არ ემეტებოდა ეს ყველაფერი დასასრულისთვის, თუნდაც ასეთი სასიამოვნო დასასრულისთვის. ღრმად ამოისუნთქა და მოაშორა ბაგეები მის სხეულს.
ქეთომ თვალები გაახილა, თითქოს დიდი ეიფორიიდან გამოერკვა. გასწორდა და უკვე მისკენ მობრუნებული მიშოსკენ შეტრიალდა. ფრთხილად ასწია ხელები და მისი სხეულისკენ წაიღო. რაც უფრო უახლოვდებოდა ხელები დანიშნულების ადგილს, მით უფრო უხშირდებოდა სუნთქვა ბიჭს. ქეთო საკმაოდ ნელა მიიწევდა ბიჭის მენჯებისკენ, ბოლოს ხელი მაისურის ბოლოებს მოკიდა და ძალიან ფრთხილად გადააძრო თავიდან. აი, აქ კი თითქმის სუნთქვაც შეწყვიტა მიშომ, ალბათ ქეთომაც... დამიჯერეთ, მსგავსი სურათის ხილვით ვერცერთი თქვენგანი გულგრილი ვერ დარჩებოდა... მამაკაცი, რომელიც ქეთოს საკმაოდ აღელვებდა - აღელვებდა კი არა მთელ სხეულს უფორიაქებდა, საკუთარი ორგანიზმის თითოეული უჯრედით გრძნობდა მის სიახლოვეს, - ახლა მის წინ იდგა, ღმერთკაცივით ლამაზი, სასურველი, მთვრალი და ჟინით ანთებული თვალებით უყურებდა. წამიერმა სისუსტემ დაუარა, ცოტაც და ფეხებზე დაიკიდებდა ყველაფერს. არც გაემტყუნებოდა არცერთს... ალბათ სისუსტე უფრო ის იყო რომ ვერცერთმა გაბედა.
ქეთო გამოერკვა. მიშოს მაისურში, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა მკლავები გაუყარა და სველ კაბაზევე გადაიცვა. თითქოს ძაფი გაწყდა, თითქოს გაადვილდა საღი აზრების მოკრება, მაგრამ მხოლოდ ფიზიკური შეგრძნებების თვალსაზრისით. გრძნობებს მაინც არაფერი ეშველა. თუმცა იყო კი რამე საშველი?
პირველმა ხმა ქეთომ ამოიღო, ცოტა შეცვლილი, მაგრამ მაინც ძალამოკრებილი მხიარულებით განაგრძო:
-კარგი, დავადგინეთ რა გიზიდავს ქალის სხეულში ყველაზე მეტად.
-მერე მაგის მისახვედრად ჩემი გაშიშვლება აუცილებელი იყო? - მიშოც ცდილობდა ხმისთვის უდარდელი რიხი დაებრუნებინა.
-შენი გაშიშვლება, წელსზევით - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა ქეთომ, - შენი ინტერესის სფეროს დასაფარად და სადღაც მოუსავლეთში წასული გონების მოსაკრებად იყო საჭირო.
-ღმერთო ჩემო, 28 წლის ასაკში მივხვდი რა ნეტარება ყოფილა მოუსავლეთი. - ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე მიშოს.
-ვგიჟდები შენ იუმორზე, ამ მწარე რეალობაში მარტო მაგის იმედი მაქვს. - თბილი სინანულშეპარული ღიმილი შეაგება ქეთომ.
-მე მთლად მაგის იმედზე ვერ ვიქნები, - თვალს არ აშორებდა მიშო, - აი, ამ წუთას და ამ მდგომარეობაში ცივი წყალიც აუცილებელია. - თქვა და მოქნილად გადაეშვა აუზში.
ქეთოს გაეცინა და ისევ აუზის კიდეზე ჩამოჯდა, ისე რომ ფეხები წყალში ჩაყო. მიშომ წყლიდან ამოყვინთა და მისკენ წამოვიდა. ზუსტად მის ფეხებთან გაჩერდა და ხელები ისე მოკიდა აუზის კიდეებს, რომ ქეთოს ფეხები მათ შორის მოექცა.
-ისე, ვინ გითხრა რომ ქალში ყველაზე მეტად მკერდი მომწონს? - ქვევიდან ახედა, აშკარად ისევ მღელვარებაშეპარულ გოგოს.
-ვინ და გრიგოლ რობაქიძემ - შეეცადა ბუნებრივად გაეღიმა.
-ჰოდა შეცდა, ღრმადპატივცემული რობაქიძე. - მცირე პაუზის მერე, ისე რომ ქეთოსთვის თვალი არ მოუშორებია დაამატა. - ყველაზე მეტად ქალის მუხლისთავები მაღელვებენ.
მორიგ ხუმრობად ჩათვალა ქეთომ და ის იყო სიცილი უნდა დაეწყო, რომ ზუსტად მუხლისთავებზე იგრძნო ვაჟის ტუჩები და მთელ სხეულში უკვე მერამდენედ დავლილი ჟღუანტელის ფონზე ოდნავ გაღიმება მოახერხა.
-გაგიმართლა რომ წყალში ვარ. - ზედ მუხლისთავებზე ამოიჩურჩულა მიშომ და მკვეთრად გაცურა უკან.
-ნამდვილად გამიმართლა. - თავისთვის ჩაიჩურჩულა ქეთომ და წამოდგა. - პოსეიდონ, გვეყოფა ამდენი დღეს, თან ღვინოც აღარ არის, ზეციური ნიშანია ალბათ, დროა დავიშალოთ. - ცდილობდა ამ საღამოს დაგროვილი სევდა მოეშორებინა გულიდან და მაქსიმალურად უდარდელი ტონი მისცა საკუთარ ნათქვამს.
-ღვინო გათავდა? - აუზიდან ამოვიდა მიშო. - გადავირბენ დიონისესთან და მოვიტან.
-არ არის სახლში, ანონიმურ ალკოჰოლიკთა შეკრებაზეა წასული.
მიშოს სიცილი აუტყდა.
-აუ, ჰორტონ... - სულს ძლივს ითქვამდა. - იდეალური ადამიანი ხარ.
ქეთომ არაფერი უპასუხა, მარტო გაუღიმა და სახლისკენ შებრუნდა. ოთახამდე მიაცილა მიშომ. კარებთან ქეთო შეჩერდა, მიშოს მაისური გაიხადა და მიაწოდა.
-გიბრუნებ.
-ჰმმ, გამოტყდი, შენც დაგაბნია არა ჩემმა კუნთებმა? - ეშმაკურად აათამაშა წარბები მიშომ და მაისური გადაიცვა.
-ნარცისიზმის ნიშნებს გატყობთ ბატონო მიშო. - თვალები მოჭუტა ქეთომ. - მაგრამ იმედი მინდა გაგიცრუოთ, სულაც არ მაღელვებს მამაკაცის სხეულში პრესი და კუნთები.
-აბა... ეჭვნარევი მზერა მიაპყრო მიშომ.
-რა და... იდაყვები. - თვალი ჩაუკრა და ოთახის კარი შეაღო ქეთომ.
უკვე მიხურულ კარსუკან ესმოდა ბიჭის გულიანი ხარხარი.

****
-მთვრალი ხარ? - ოთახის სიღრმეში იატაკზე, კედელთან ლიზა იჯდა და ელოდებოდა.
ნელ-ნელა ეცვლებოდა ქეთოს გუნება, სახიდან ღიმილი თითქმის გაუქრა. თითქოს რეალობაში ბრუნდებოდა, თითქოს ტკბილი სიზმრიდან გამოიღვიძა. ლიზას მიუახლოვდა, მის გვერდით ჩამოჯდა და თავი კალთაში ჩაუდო.
-ლიზა, მიშველე... - გულის სიღმრიდან ამოხეთქა ამ სიტყვებმა.
-მარტო შენ შეგიძლია უშველო საკუთარ თავს. ქეთო, ნუ ებრძვი, არ მესმის შენი, რატომ არ უშვებ ახლოს ადამიანებს რომლებსაც უყვარხარ?
-არ მემეტება... ამ ყველაფრისთვის არ მემეტება. ზედმეტად მიყვარს. - ძლივს გადააგორა ყელში გაჩხერილი ბურთი.
-რატომ წყვეტ სხვის მაგივრად? რატომ არ უტოვებ არჩევანის უფლებას? - თმაზე ხელი გადაუსვა ლიზამ.
-რა შევთავაზო?
-ქეთო, ასე უარესია. ასე შიგნიდან ჭამ საკუთარ თავს... და მასაც.
-ვიცი... ვიცი ლიზ... ცოტაც მაცადე, სულ ცოტა და მოვერევი. უნდა გავუშვა და გავუშვებ.
-დედაშენმა დარეკა. - ლიზამ სხვა თემაზე სცადა საუბარის გადატანა.
ქეთომ თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.
-ქეთო ცოდოა ის ხალხი, შენც ხომ იცი რომ არაფერში დამნაშავეები არ არიან... პირიქით.
-არ გვინდა ამ თემაზე... - ლიზას კალთაში ჩამალა თავი.
-ოჰ, რა რთული ადამიანი ხარ და ამითი ყველაზე მეტად შენ ზარალდები.
-დღეს ჩემთან დაიძინე რა. - მუდარით ახედა მეგობარს.
-კარგი აზრია, ავდგეთ თორემ გახრიკინებულ იატაკზე ჯდომით კუდუსუნის ძვალი მეტკინა. - გაიცინა ლიზამ.



№1  offline ადმინი შამანი

როგორ ველოდიი ♥
როგორ მახარებს ნაცნობი სურათების დანახვა :დ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2 სტუმარი ემი

უფრო და უფრო შემოგვეპარა სევდა... recourse

ვატყობ, რეალობა ძალიან მწარეა და არ მემეტება არცერთი...

მაგრამ, ჩემი თავი ყველაზე მეტად არ მემეტება... ისეთი საყვარლები არიან, არ მინდა ამათი ნახვა დრამატულ სიტუაციაში... request

ძალიან მომწონს მიშოს კონკურსანტ გოგონებთან დამოკიდებულება, მართლა ჩანს რომ კარგი ადამიანია, საკუთრ თავს არ ახვევს ზედმეტად არცერთს... სხვა, ალბათ მის მაგივრად საპირისპიროდ მოიქცეოდა, შოუა და ასეა საჭიროო, შედეგებზე არც იფიქრებდა...ეს კიდე ყველაფერს შედეგიდან საზღვრავს...

შენ კიდე ძალიან კარგი ხარ ყველადღე რომ გვანებივრებ... როგორ გელოდები, არ იცი.... love

 


№3 სტუმარი taso

მომწონს ისტორიის გადასვლა ახალ ეტაპზე, წინ ალბათ ქეთის სევდიანი ისტორია გველის, რაც ჩემში ინტერესს იწვევს. ველოდები მოდევნო თავს love

 


№4  offline წევრი შამხათი

აუ რაღაცნაირად დავსევდიანდი... არ მინდა ეგ მწარე რეალობა რა, უკვე ვიცი, რომ არჩევანის გაკეთება ძალიან გართულდება...

 


№5  offline მოდერი nicol

შამანი
როგორ ველოდიი ♥
როგორ მახარებს ნაცნობი სურათების დანახვა :დ ♥

ჩემი მომმარაგებელი ხარ შენ love

ninaka loves u
სასწაული თავი იყო და შენ თვითონაც სასწაული ხარ love
ინტერესით ვკვდები, ისე მინდა ქეთოს საიდუმლოს გაგება love
იმედია ამ ინტერესს მალე დამიკმაყოფილებ love

როგორ მიხარია რომ მოგწონთ love
ქეთოს საიდუმლოსაც მალე ავხდი ფარდას love

ემი
უფრო და უფრო შემოგვეპარა სევდა... recourse

ვატყობ, რეალობა ძალიან მწარეა და არ მემეტება არცერთი...

მაგრამ, ჩემი თავი ყველაზე მეტად არ მემეტება... ისეთი საყვარლები არიან, არ მინდა ამათი ნახვა დრამატულ სიტუაციაში... request

ძალიან მომწონს მიშოს კონკურსანტ გოგონებთან დამოკიდებულება, მართლა ჩანს რომ კარგი ადამიანია, საკუთრ თავს არ ახვევს ზედმეტად არცერთს... სხვა, ალბათ მის მაგივრად საპირისპიროდ მოიქცეოდა, შოუა და ასეა საჭიროო, შედეგებზე არც იფიქრებდა...ეს კიდე ყველაფერს შედეგიდან საზღვრავს...

შენ კიდე ძალიან კარგი ხარ ყველადღე რომ გვანებივრებ... როგორ გელოდები, არ იცი.... love

მეხ სულმოითქმელად ველოდები თქვენს კომენტარებს, შენ ხომ საერთოდ ძალიან თბილი კომენტარები გაქვს.
გპირდები იუმორით გაჯერებული დრამატიზმი გვექნება love

taso
მომწონს ისტორიის გადასვლა ახალ ეტაპზე, წინ ალბათ ქეთის სევდიანი ისტორია გველის, რაც ჩემში ინტერესს იწვევს. ველოდები მოდევნო თავს love

მადლობა ტასო love
კი. ცოტა სხვა კუთხითაც წავალ love
მადლობა რომ ელოდები

შამხათი
აუ რაღაცნაირად დავსევდიანდი... არ მინდა ეგ მწარე რეალობა რა, უკვე ვიცი, რომ არჩევანის გაკეთება ძალიან გართულდება...

მწარე რეალობა კარგი დასასრულით love

კიბო
ვინ ხარ, რა ხარ ასეთი *-* წერის მანერა საოცარი, ინტრიგის ჩაქსოვების დიდოსტატი. მკითხველის რადიკალურად განსხვავებულ ემოციებს ისე აბამ ერთმანეთს თითქოს შენი საკუთრება იყოს. *-----* ძალიან მომწონს <3

ათასი მადლობა შენ
ეს ისეთი კომენტარია, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობას მიათმაგებს და წერის სურვილს მიჩენს
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

eseigiiii yoveldge magijeb da maocebb magari xar avtorr

 


№7 სტუმარი Mari

Auu. Super. Erti amosuntqvit chavikitxe yvela tavi da shemdegs velodebi

 


№8 სტუმარი dghjthjht

ვაიმეე :D ამოვყირავდიი იმდენი ვიცინე იდაყვებზე :D :D :D რა კარგი ვინმე ხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent