შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მჯერა, ერთად გაფრენასაც შევძლებთ (თავი 3)


30-05-2016, 19:00
ავტორი ნიტა096
ნანახია 1 588

ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე და მისაღებში გავედი, იქ კი ანდრია დამხვდა, რომელსაც ორივე ხელი თავქვეშ ამოედო და ჭერს დაჟინებიყ უყურებდა. შევედი თუ არა იმ წამსვე გაიგონა ჩემი ფეხის ხმა, შეიშმუშნა და თავი წამოყო და ჩემკენ გამოიხედა, ცოტა არ იყოს და გაკბირვებული სახე ჰქონა. ნეტავ რამ გააკვირვა ეს ბიჭი, გავიფიქრე ჩემთვის, სწორედ ამ დროს მისი ხმა გაისმა.
-ნინა, აქ რა გინდა ამ დროს? არ გეძინა?
მისმა კითხვებმა დამაბნიეს და ვეღარ გავიგე რა მეთქვა, ჯანდაბა ნინა, ვერ გაჩერდი შენს საწოლში, ხომ იცოდი ანდრია აქ დაგხვდებოდა ფა გკითხავდა აქ რა გინდაო, გამომეპასუხა ჩემი მეორე მე, მე კი რა მეთქვა მისთვის არც ვიცოდი, აღარ დავფიქრებულვარ და მაშინვე ვუპასუხე.
-წყალი მინდოდა და ვიფიქრე გავალ, დავლევთქო. შენ რა, ისევ არ დაწოლილხარ?
-არა, არ მეძინება და აქ დავრჩი ვფიქრობდი თან.
-და რაზე ფიქრობდი? ჩემს და უნებურად წამოვროშე.
-ათას რამეზე, თუმცა ერთ ძალიან განსხვავებლ ვინმეზე, აი ეს კო შენი საქმე არ არის.
ოჰო, ბიჭის გულს ვიღაც იპყრობს და ჩემი საქმრ არ არის თურმე. არაუშავს ანდრია ნოზაძე ამას დავიმახსოვრებ და სამაგიეროს აუვილებლად გადაგიხდი, გავიფიქრე გონებაში
-არც უნდა მეკითხა ალბათ, რა ჩემი საქმეა ვისზე ფიქრობდი.
-კარგი რა ნინა, რატომ გაბრაზდი?
-სულაც არა, სიბრაზის განა რაიმე შემატყვე?
-კაი, დაიკიდე... სხვა რამეზე ვილაპარაკოთ თუ არ გეძინება.
-კარგი, არ მეძინება და სჯობს აქ გავჩერდე, ვიდრე შენს საყვარელ დაიკოს ვუმზირო მძინარეს.
-ჰო და მოდი აქ დაჯექი, რა იყო კი არ შეგჭამ თვალოთანიშნა მის გვერდითდგარ სავარძელზე.
-ვხუმრობთო? ენა გადმოვუყავი და ისე ვუთხარი.
-და შენ ბავშვობო? ისიც გამეკრიჭა მართლაც ბავშვურად.
-კაი ხო რა იყო. ვითომ გავბრაზდი და მოწყენილი სახე მივიღე.
-არაფერი ნინაჩკა.
-ოჰ, მიბაძა საკუთარ დას, ასე მხოლოდ კატო მეძახის, მე კი მას კატუშას ან კატუნას ვეძახი.
-ხო და მე და კატო დაგიძახებთ, მოსულა?
-მოსულა, ვუპასუხე და თან გავუღიმე.
-ნინა, შეყვარებული ხომ გყავს?
-არა, საიდან მოიტანე ან რატომ მეკითხები? სიცილი დავიწყე მე
-ოო, კაი რაა, მატყუებ? ვიცი რომ გეყოლება.
-აუუფ, ვინახარ შენ რა, არამყავსთქო.
-კაი ხო კაი, არადა მეგონა გყავდა, და არც გინდა რომ გყავდეს,
-ნწ, ჯერ უნდა ვისწავლო, საკმარისი განათლება უნდა მივიღო, ჩემს პროფესიას უნდა დავეუფლო, აი მერე კი ვიპოვნი შეყვარებულს, ვიპოვნი რაა, დრო მაპოვნინებს, მჯერა, ერთად გაფრენასაც შევძლებთ, როცა ნამდვილ სიყვარულს ვიპოვნი... მოკლედ, ძალიან შევიჭერი გრძნობების მორევში.
-ვაა, საღოლ ნინაჩკა, კარგად აზროვნებ ხო იცი. თუმცა შეყვარებული საჭიროა, არც ისე ბავშვი ხარ, 18ის ხომ ხარ უკვე?
-ჰო,18ის ვარ, მალე 19ის გავხდები.
-ხოდა მთლად უკეთესი. ხომ არ გეძინება? თემის შეცვლა დააპიტა ანდრიამ.
-მეე? არა, შენ ხომ არ გეძინება?
-არა არც მე თუმცა...
-რა? არ იტყვი სათქმელს?
-მშია. წარმოთქვა პატარა გულუბრყვილო ბავშვივით ანდრიამ.
-გინდა რამე მოგიმზადო?
-ჰო, მინდა.
-კარგი აქ დამელოდე და მოვიტან რამეს გაგიკეთებ.
სამზარეულოში შევედი, ფუსფუსი დავიწყე, გაზქურა ავანთე, ზედ ტაფა დავდე ამ დროს კი ვიგრძენი რომ ვიღაც იყო სამზაეულოში, შემეშინდა ანდრიასთვის დაძახევა გადავწყვიტე თუმცა როცა გასასვლელისკენ გავიხედე ანდრიას დაჟინებული მზერა ვიგრძენი.
-იდიოტო, შემეშინდა, აქ რა ჯანდაბა გინდა? ჩემ და უნებურად წარმოვთქვი ეს სიტყვები.ისიც კარებში გახევებულიყო და ჩემს ესეთ საქცირლზე გულიანად იცინოდა.
-გაგიჟდი? რა გაცინებს ანდრია მართლა შემეშინდა. სიცილს ძლივს იკავებდა თან ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი და მომიახლოვდა.
-ნუ ბუზღუნებ, არ მინდოდა შენი შეშინება კატუნას თავს გეფიცები. მაპაიე მითხრა და ორივე ხელი ჩემკენ წამოიღო, გამიკვირდა რას აკეთებს თქო და ხმა ვერ ამოვიღე ვერც ადგილი მოვიცვალე, გაუნძრევლად ვიდექი და მას ვუყურებდი, ორივე ხელი მომხვია მაგრად და გულში ჩამიკრა
-მართლა ასე ძალიან შეგაშინე? გული როგორ გიცემს...
-ჰო ძალიან შემეშინდა, ვიღაც უცხო მეგონა ოთახში.
-ნუ გეშინია, მე აქ ვარ დაიხარა და თავზე მისი შეხება ვიგრძენი. ღმერთო ჩემო რა მემართება, საკუთარ თავს ვერ ვცნობ, რამდენიმე წუთია ბიჭის მკლავებში ვარ და მისგან თავის დაღწევასაც კი არ ვფიქრობ. ჰეი, ნინა რას აკეთებ? ისევ შემომეპასუხა მეორე მე...
-ვაღიარებ და ძალიან გემრიელი ხელი გაქვს, ყველაფერს კარგად აკეთებ, მაგრამ ძალიან გიხდება სამზარეულოში ფუსფუსი, მიდი განაგრძე მეც დაგეხმარები, აბა რა გავაკეთო? ეს სიტყვები მითხრა და მაშინვე ხელი გამოშვა.
-მე თვითონ გავაკეთებ, შენ აქ დაჯექი, მივუთითრ იქვე მდგარ სკამზე. ისიც უსიტყვოდ მიუჯდა ცარიელ მაგიდას, მე კი მისი გაწყობა დავიწყე, ანდრია თვალს არ მაშორებდა, რა ჯანდაბა დაემართა ამ იდიოტს? ნეტავ ხომ არ მიხვდა რომ მომეწონა? ვფიქრობდი ჩემთვის და საკუთარ თავზე ვბრაზობდი ძალიან, იმის გამო რაც რამდენიმე წუთის წინ გავაკეთე. გაზქურიდან ტატაფას ვიღებდი როცა ისევ ანდრიას ხელები ვიგრძენი ჩემს წელზე...
-ანდრია რა გჭირს? რას აკეთებ?
-ჩუ, თითი მიიტანა ჩემს ტუჩებთან და გაჩუმდიო მანიშნა.
-მთვრალი ხარ და არ იცი რას აკეთებ, გთხოვ დაჯექი და ჭამე, მე კი დაგტოვებ. მაგიდას დილით მივხედავ.
-კარგი რა გთხოვ არ წახვიდე, შენთან საუბარი მინდა. მაგიტო ვერ ვიძინებ. მინდა გელაპარაკო, რაღაც განსხვავებულა ვგრძნობ შენს მიმართ. გთხოვ მაპატიე და ეს ყველაფერი სიმთვრალეს არ დააბრალო, შეხედვის თანავე მომეწონე, კატოც ძალიან ბევრს მიყვებოდა შენზე, სანამ გაგიცნობდი მანამდე შემიყვარდა შენში პიროვბება, კატო იმდენს მეუბნებოდა... ცუდად ნუ მიიღებ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გთხოვ. მე შენში ვხედავ ყველაფერს რაც მინდა რომ მქონდეს და გვერდით მყავდეს, დღეს რომ დაგინახე ლამის გამოვშტერდი, საოცრად მომეწონე ნინა. მე შენ მიყვარხარ.
-რას ამბობ ანდრია, დაფიქრდი ერთი წუთით მაინც. ნუ როშავ სისულელეებს, ასე არ ივარგებს, შენ ვერც კი ხვდები ეხლა რას ამბობ. წავედი მე, ხვალ ვილაპარაკოთ, ნახვამდის.
-არა, თქვა მტკიცედ და მაჯაში მწვდა, არსად არ აპირებდა ჩემს გაშვებას, გთხოვ მომისმინე... მე შენ მიყვარხარ, ისევ იმეორებდა ამ სიტყვებს. აი მე კი ამ სიტყვებზე რაღაც უაზრო და გაუგებარი გრძნობა მეუფლებოდა. მეც მომწონდა ანდრია, მაგრამ მე მას ვერ დაუჯერებდი არც მქონდა იმის გარანტია რომ სიმართლეს ამბობდა, დიდი ხნია წვალების შედეგად თავი დავაღწიე მის მკლავებს და პირდაპირ საძინებლისკენ გავეშურე... საწოლში დაწოლა არ მინდოდა აივანზე გავედი და ტირილი დავიწყე, ცრემლები თავისით მომდიოდია, ეიი ნინა რა გჭირს, ვუთხარი საკუთარ თავს, ძალა მოიკრიბე და ყველაფერს დრო გვიჩვენებს ეხლა კი დაიძინე, უკვე თენდებოდა და დილამდე ძალა მოიკრიბე ძალიან დაღილი ხარ.
ასეც მოვიქეცი მალევე შევედი და კატოს მივუწექი გვერდით, მალევე ჩამეძინა, თუმცა ფიქრი ანდრიას ნათქვამ სიტყვებზე მაინც მოვასწარი და გაურკვევლობაში ვიყავი, ვერ გამეგო ან როდის შევუყვარდი ამ ბიჭს ან სიმართლეს თუ ამნობდა.
დილით 10 საათზე დამეცა თავში კატო.
-ნინაა, მალე გაიღვიძე რაა
-რა გინდა კატო? მეძინება, ახალი ჩაძინებული ვარ და იქნებ მაცადო ძილი.
-რა ახალი გოგოგ, მანამდე რას აკეთებდი?
ძლივს გავახილე თვალები, საწოლზე წამოვჯექი და ყველაფეეი დაწვრილებით მოვუყევი კატოს.
-აუუუუ, რაა მაგარია, ასეც ვიცოდი, ვიცოდი რომ გაბედავდა და პირველივე დღეს გეტყოდა ყველაფერს, აუუ რა მაგარი ვარ აზრზე ხარრთ ხალხნო? აზრზე არ ხარ ანდრია რა და გყავს? მეც რა მაგრად მოვიფიქრე შენი აქ გამოყვანა. უეცრად წამოცდა კატოს.
-დაიცა გოგო, შენ რა დაგეგმილი გქონდა? ან იცოდი?
-უი, ამდენი აღარ უნდამელაპარაკა, პირზე აიფარა კატომ ხელი.
ეხლა კი მომისმინე ჩემო ნინა...
ანდრიას როცა პირველად ვაჩვენე შენი ფოტო აი იმ დღესვე მოეწონე, გაგიჟდა ეს გოგო ვინ არისო, მას შემდეგ ყველა შენი ნაბიჯი იცოდა, სას დადიოდით რას ვაკეთებდით და ასე შემდეგ. ვიცოდი რომ სიყვარულში აუცილებლად გამოგიტყდებოდა მაგრამ ასე უცებ? აი ეგ აღარ მეგონა... ეხლა კი ავდგეთ და გავიდეთ ბიჭებთან.
-არა, მკაცრად ვუპასუხე კატოს, მრცხვენია ანდრიასი.
-გაგიჟდი გოგო? თავი რამეს მიარტყი? ვერახარ შენ რა.
-აუუ არ შემიძლია მრცხვენია, მეც მომწონს, არ მინდა ასე მალე შემიყვარდეს.
ამ სიტყვების თქმა არ მქონდა დასრულებული როცა წინ გავიხედე და რას ხედავს ჩემი თვალები, ადრია შემოსულა ოთახში და ბოლოს ნათქვამი ჩემი ყველა სიტყვა გაიგონა. ეს ყველაფერი რომ გავაანალიზე ლამის გულო წამივიდა, იმ წამსვე გავწითლდი სირცხვილისგან, ამ დროს კი იმ იდიოტმა ანდრიამ დრო იხელთა ჩემკენ წამოვიდა დაიხარა და ხელში ამიტაცა,
-ასეც ვიცოდი, ასეც ვიცოდი, ყველას ესმოდა მისი გახარებილი ხმა, -გთხოვ დამსვი რა გთხოვ, თუ მარყლა გიყვარვარ დამსვი, ცუდად ვარ.
-ნინაა, რა გჭირს მაშინვე დივანზე დამსვა და თვალებში მიყურებდა რა დაემართაო.
-არაფერი, უბრალოდ არ შემიძლია.
-რა არ შეგიძლია არ გამაგიჟო.
-რა და უშენობა, თავისთვის წარმოთქვეს ჩემმა ბაგეებმა ეს სიტყვები,
-ნინა გთხოვ გამიმეორე ეგ სიტყვები, გთხოვ!
-ჰო ანდრია, არ შემიძლია უშენოდ.
ამ სიტყვების გაგონებისას ანდრია უბედნიერესი იყო, მე კი მალევე ავდექი ფეხზე და საძინებელში გავედი, გამკვიცვალე მოვწესრიგდი და მალევე დავბრუნდი ბავშვებთან. ანდრია გახარებული სავარძელში იჯდა მეც მასთან მივედი და კალთაში ჩამისვა.
-ნინა! გაისმა ანდრიას ბოხი ხმა
-ხო, რა არის?
-მჯერა, ერთად გაფრენასაც შევძლებთ!
-ჰო, შევძლებთ!
-მიყვარხარ ნინა! ხელები მომხვია და ისევ გულშინჩამიკრა, შუბლზე მაკოცა და მაგიდის გაწყობა დამავალა ბიჭმა. მეც წამოვხტი და კატოსთან ერათად საუზმე გავამზადე, მაგჯდა გავაწყვეთ მერე კი ერთად დავსხედით და ვისაუზმეთ. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, ბევრი ვიხალისეთ, საღამოს სახლში წასვლა დავაპირე ჩავიცვი და მისაღებში ბავშვებთან ჩავედით. ანდრიამ გიოს მანქანით გამიყვანა სახლში. დედა რა თქმა უნდა შინ იყო. მეც შევედი და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე, ანდრიაზეც კი ვუთხარი, არ დაუწყია კამათი, მიხვდა ალბათ ცუდი ბიჭი რომ არ იქნებოდა ეკა დეიდას გაზრდილი შვილი. მე და დედა ვსაუბრობდით როცა ჩემი ტელეფონის ხმაა გაისმა , დედიკომ უპასუხა კატო იყო
-ხო კატუნა
-ნანა დეიდა, როგორ ხართ?
-კარგად დედი შენ როგორ ხარ?
-არამიშავს ამ გიჟების ხელში აკისკისდა კატო.
-აბა რა ხდება?
-ნინას უთხარით რომ გვიან კლუბში წავალათ და გამოვუვლი ბავშვებთან ერთად.
-კაი კატუ ვეტყვი და მზად დაგხვდებათ.
საუბარს მორჩნენ და დედამ ჩემი ტელეფონი დამტრნზე შეაერთა დამჯდარია და დღეს დაგჭირდებაო.
-რაო დე რა უნდოდა კატოს?
-გვიან კლუბში წავალთ და მზად იყოსო.
-ვა რა მაგარია.
-ხო დედი, ოღონდ ჭკვიანად იყავი საყვარელო.
-რა თქმა უნდა, დე
მივედი და დედას ვაკოცე ამ სიტყვების დასრულებისთანავე.
9 საათი იყო დედამ მითხრა, მიდი გაემზადე თორე ბავშვებს ალოდინებ რომ ვიცი შენი ამბავიო.
ჯინსი და მოკლე ტოპი ჩავიცვი, ტოპის შესაფერისი ბალეტკებიც მოვირგე და დედას დავენახე. მაკიაჟი არ გამიკეთებია, დედამ ამის გამო გამკიცხა კიდევაც, უკვე დიდი ხარ და ცოტა გაიპრანჭეო. მეც დავნებდი და როგორც ყოველთთბის მხოლოდ ლაინერი და ღია ფერის დანქარი წავისვი ტუჩებზე. გარედან კიდევ კონტურით გავიმუქე, ოხ როგორ მიხვარს ასე რომ ვიხატავ ტუცებს, მაგრამ სულ მეზარება და ან დედა მაძალებს ან კატო.
უკვე მზად ვიყავი, ანდრიამ რომ დამირეკა,
-ნინა მზად ხარ?
-ხო ანდრი მზად ვარ, მალე მოხვალთ?
-ხო სიყვატულო 5წუთში მანდ ვართ. გამო გარეთ.
დედას დავემშვიდობე და გარეთ დავაპირე გასვლა თუმცა დედამ მარტო არ გამიშვა და თვითონაც გამომყვა, ანდრიას ვნახავო. არ შეიმჩნიო რომ იცი ანდრიაზე თორემ მოგკლავთქო დავემუქრე მეც.
ბავშვებიც მოვიდნენ, ანდრიამ დედაჩემი რკმ დაინახა მაშინვე იცნო ის ქალი რომელსახ დილაობით სკოლაში მიჰყავდა ხოლმე ჩვენთან ერთად, თუმცა როგორც ჩანს მისი სახელი აღარ ახსოვდა. მანქანიდან გადმოვიდა და დედას მიესალმა
-გამარჯობა, როგორ ხართ?
-კარგად შვილო, შენ როგორ ხარ? რამხელა ბიჭი გაზრდილხარ, მთლად დედას გავხარ, ოჰო, რა შვილები გყავს ეკუშ, წარმოთქვა დედამ თავისთვის თუმცა ჩვენც გავიგკნეთ მისი სიტყვები. ანდრიას უკან კატოც მოჰყვა და დედას ჩაეფსკვნა რომ იტყვიან რა.
-ნანუ როგორ მომენატრე, მალე მოვალ დასარჩენად და მოგესიყვარულები ჩემებურად.
-მეც ძალიან მომენატრე კატუნა, ჩემო თბილო გოგო.
-კაი მორჩით და წავედით ლაპარაკში ჩავერიე მეც.
მანქანაში ჩავსხედით, და კლუბისკენ წავედით.


მაინც დავდე შემდეგი თავი, მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ, არ მოგეწონათ ისტორია. წინა თავში უამრავი შეცდომა მქონდა მექანიკური და მაპატიეთ. არ გადამიხედავს, იმდენი ვიწვალე და ძლივს დავდე. გთხოვთ შემაფასოთ, მართლა ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.



№1 სტუმარი stumari77

კარგია, ჯერჯერობით საოცრად თბილი, ვნახოთ რა იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent