შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ ქარიშხალი ,ჩემს უდაბნოში ( 4 )


31-05-2016, 18:51
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 861

იქვე კუთხეში მივდგი ქილა და მასთან მივიჭერი.თითებით ვცდილობდი მის პერანგზე მიწებებული მარწყვების მოცილებას და დაბნეული ვბუტბუტებდი.
_ ეს ბოლოა,აღარ განმეორდება,მაპატიე.
_ მპირდები?_ მშვიდად მიპასუხა და გაუნძრევლად იდგა,მგონი სიამოვნებდა კიდეც ჩემი ასეთი მზურველობა.
მისმა უჩვეულო რეაქციამ დამაბნია.მეგონა დაიქუხებდა,მკლავებში ჩამაფრინდებოდა და ძლიერად შემარყევდა.მაგრამ მსგავსი არაფერი.მგონი ეღიმება კიდეც.
_ მეტს აღარ ვიზამ_ ისე ვლაპარაკობ,როგორც ორი წლის ბავშვი,თვალებში შეშინებული ვუყურებ და თითებით მონოტორულად ისევ ვუწმენდ პერანგს.
_ თუ ასეა გპატიობ,ახლა კი წავალ გამოვიცვლი და ისევ მოვბრუნდები_ თქვა და უკან გაბრუნდა.ადგილს მივეყინე.რა იყო ახლა ეს? ბებიას ხმამ გამომაფხიზლა.
_ რა მოხდა ხატია,ვის ელაპარაკები?
_ არაფერი ბები,ტელეფონზე ვლაპარაკობ_ არ გავუმხილე ,თორემ,ის საყვედური რაც ონისემ დამაკლო თამრო შეავსებდა.
კომშის კომპოტი გამოვიტანე,სანამ აივანი გადავგავი ონისეც მობრუნდა,სუფთა და გამოცვლილი.ხელში ბოთლით ღვინო ეჭირა,ეტიკეტებიც სცოდნია.ჩამოვართვი.
პერანგი იდაყვებამდე აეკეცა,მკერდზე პერანგის ღილები ოდნავ ჩაეხსნა,შავს ჯინსსა და განიერ ქამარში მისი სილუეტი კიდევ უფრო მკვეთრად ჩანდა.პირველად არ მეყო ჰაერი მისი დანახვისას.სასიამოვნო ტალღებმა დამიარა სხეულში.გამეღიმა და კარი ფართოდ გავაღე,რომ შემოსულიყო.სიარულის განსხვავებული მანერა ჰქონდა,მძიმე,თავდაჯერებული დ მხრებში გამართული.
უნდა ვაღიარო ,რომ კარგი კულინარი ვარ,არა უფრო სწორად საუკეთესო.მაბედნიერებს,როცა სხვების სახეზე კმაყოფილ იერს ვამჩნევ და ჩემი კულინარიული მოწოდებები უფრო.მაღალი საფეხურისაკენ მიიწევენ.ბებომ და ონისემ მალევე გამონახეს საერთო ენა.
_ რამდენი წლისა ხარ შვილო_ ბებიას თან დაკითხვას უწყობდა და თან სალათს კიდევ უმატებდა თეფშზე მიუხედავად იმისა,რომ ორი პორცია უკვე “ აჭამა”.
_ 31_ ნაძალადევი ღიმილით გადაუხადს მადლობა,აშკარად სტომაქში აღარ ეტეოდა ამდენი და უარის თქმაც სცხვენოდა.ვიფიქრე გადამერჩინა,მაგრამ არა მშვენიერი სანახაობა იყო.
_ სადაური ხარ?
_ თბილისელი.
_ ოჯახი გყავს?
_ არ ვარ დაოჯახებული.
_ მშობლები,დედმამისშვილები?
_ კი მყავს_ ყბებს ძლიერად აჭერს ერთმანეთს და ,რაღაც არაბუნებრივად იღიმის,სუნთქვაც კი გაუხშირდა.
_ კარგი ბებო,რა დაკითხვა მოუწყვე,ამდრენსაც ნუ აძალებ_ ხელიდან გამოვგლიჯე თეფში,რომ მორიგი სალათის ულუფა ძალით არ გადაეღო მისთვის.
_ როგორ მოგეონს აქაურობა? _ ვეცადე თემა შემეცვალა.
_ კარგია,სიწყნარეა,სიმწვანე.
_ მართალი ხარ,ამიტომ მიყვარს ჩემი რაჭა,იცი ზამთარშიც ულამაზესია აქაურობა.
_ იმედი მაქვს წელს დიდი თოვლი იქნება ,ნათქვამს ნანახი სჯობს._ ზრდილობიანად დამიკრა თავი.თითქოს იღიმის ,თუმცა ტუჩებს არასოდეს აშორებს ერთმანეთს.
_ ანუ დიდი ხნით რჩებით აქ.
_ მომდევნო ზაფხულამდე მაინც.
_ მშვენიერია,მე გაზაფხულამდე,სანამ ბიძა არ ჩამოვა.
წამით ყველა გავჩუმდით სალაპარაკო თემა ამოგვეწურა.მერე სუფრა ავალაგე,ონისეც მომეხმარა,მიუხედავად ჩემი უარისა არ მომეშვა,თუმცა უნდა ვაღიარო სასიამოვნო იყო ასეთი მზრუნველობა.რაღაც ჩავიციკლე ამ საღამოს ამ ბიჭზე,მისი ყველაფერი მხიბლავს.მერე ბებომ ტრადიციულად,როგორც ყველა სტუმართან საოჯახო ალბომი გამოიტანა და მთელი გენეოლოგია გააცნო ჯერ მისი მხრიდან და მერრ აწ განსვენებული პოლიკარტე ბაბუის მხრიდან.აი ჯერი ჩემი პატარაობის ფოტოებზე ,რომ მიდგა გული გადამიქანდა,დიდი იმედი მქონდა დღის სინათლეს არ იხილავდა ჩემი სურათი,სადაც 3 თვის საყვარელი ბაია ვწევარ საწოლზე დედიშობილა,მაგრამ შევცდი.
_ ეს კი პატარა ხატიაა_ სიამაყით გაუწოდა ფოტო,მე კი ლამის ისე მოვიგრიხე სირცხვილისაგან,რომ სკამის ქვეშ შევძვერი.უხერხული სიტუაცია არ შეიმჩნია ონისემ და უხმოდ გადადო მეტად საინტერესო ფოტო გვერდით.ნუ მერე მოყვა_ ხატია საქანელაზე,ხატია ხეზე,ხატია მდინარეში,სკოლაში და ა.შ.აფერუმ ვაჟკაცო შენს მოთმინებას.მე უკვრ ცალხელზე ჩამოყრდნობილი ვქანაობდი მოწყენილობისაგან,ის კი ისევ იგივე შემართებით უღიმოდა ფა ყურადღებით ათვალიერებდა მოტიგ მიწოდებულ ფოტოებს.
11 საათი იყო,რომ წასასვლელად წამოდგა.
_ მადლობა სასიამოვნო საღამოსათვის_ ბებოს ხელი ჩამოართვა.
_ გაამოს შვილო_ აშკარად მოიხიბლა_ გააცილე სტუმარი_ ახლა მე მომიბრუნდა.
გზა დამითმო და ხელით მანიშნა ,რომ ჯერ მე გავსულიყავი.შევიფერე და დავწინაურდი.ვგრძნობდი რამდენად ახლოს მომყვებოდა,ლამის მისი სუნთქვა მოშიშვლებულ მხრებზე მეცემოდა და ზურგი ამეწვა.შევანელე სიარული და გაუთანაბრდი.
_ კარგი კულინარი ყოფილხარ_ კომპლიმენტი მითხრა?
_ მადლობს_ გავუღიმე და სივრცეში გავიხედე, ჭიშკარი გამოაღო და მომიბრუნდა_ მადლობა ღმერთს,რომ იმ ფოტოში 3 თვისა ხარ,თორემ გული ვერ გაუძლებდა.
პირი დავაღე პასუხის დასაბრუნებლად,მაგრამ ისე სწრაფად გამეცალა,რომ აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი.ჩემს თავზე გავბრაზდი,ადგილზე ფეხები დავაბაკუნე და სახლისკენ შევბრუნდი.
……
_ არა...არა...ოღონდ ხატია არა,დაიკო,ხატია….დედა_ საკუთარმა ხმამ გამომაფხიზლა,მთლიანად ოფლისგან სველი და გათანგული ჯერ კიდევ ვკანკალებდი და სხეულს ვერ ვიმორჩილებდი.ფანჯარა ფართოდ გამოვაღე.ჰაერი არ მყოფნიდა,პირი გავაღე და ხარბად შევისუნთქე.თვალები ცრემლებისაგან დაბინდული მქონდა,მუჭებით ამოვიწმინდე,მკერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი,გაშლილი ხელი მივიდე და მხერებში მოვიხარე.სული ვერ უძლებდა ამ დარდს ხორცი კი...მაგრამ უჭირდა...მიჭირდა.
ტუმბოზე შემოდებულ ჩემი ოჯახის ფოტოს ხელი დავავლე და გულში ჩავიხუტე.აღარ შემეძლო ამ ტკივილით ცხოვრება.უსაშველოდ მენატრებიან.მენატრება დედის ტკბილი ხმა,მამის დარიგებები
და ჩემი ცელქი დაიკო.სულს მიმწარებს მათი მონატრება.რა კარგი იყო ერთკ წლის წინ,ერთად ვიყავით,ჯამრთელები,ბედნიერები და ცოცხლები.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა,როცა ხელი ნარკოტიკული ბანდის გამოაშკარავებას მოვკიდე დაწინაურების პერსპექტივით.დამაწინაურეს,თუმცა მას შემდეგ,რაც იმ ხალხმა მშობლები და და მომიკლეს და მათი განწირული ხმა ტელეფონზე მომასმენინეს.გამწარებულმა ყველას მისი მივუზღე მაგრამ მე ასეთი არც დაწინაურება მინდოდა და არც სამსახური.სულის,გულის და ჰაერის გარეშე განა ვიარსებებდი იქ ,სადაც ჩემი სისხლი და ხორცი არსებობდა? აქ ამ სიწყნარეში და სიმშვიდეში ამოვისუნთქე.
ვეღარ დავიძინებდი.დღე არამიშავდა მაგრამ ღამით კოშმარები არ მასვენებდა.თბილი და ნათელი ღამე იყო,მხოლოდ ამას შეეძლო ჩემი ჭრილობების მოშუშება.
….
მეორე დღეს სამსახურში გავედი,როგორ მომნატრებია სიძველის და წიგნების სურნელი.რამოდენიმე დღეში ყველა თარო ჩემებურად მოვაწყვე.ონისეს კიბეზე შევეჩეხე რამოდენიმეჯერ.ეს იყო და ეს.ბებო უკეთ იყო,საწოლზე წამოჯდომა შეეძლო.ჩემები ტრადიციას არ ღალატობდნენ და ყოველ დილით და საღამოთი პატაკს იბარებდნენ თუ სად,როგორ და რატომ ვიყავი ან ვაკეთებდი.ელენეც თავის ამპლუაში იყო და გიგაც.ეს ბიჭი ხომ ვერ მოვიშორე.რა გაჩნდა ასეთი ხისთავიანი,რომ ვერ შევაგნებინე რას ნიშნავს არ მიყვარხარ.დღეს მგონი მეასედ დამირეკა,ლამისაა კედელს შემოვანარცხო ტელეფონი.საათს დავხედე ოთხი სრულდებოდა,ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და ბიბლიოთეკის კარიც გამოვიხურე.დერეფანში ონისეს შევეჩეხე,ეს ბიჭი მომხიბვლელიც იყო და საშიშიც.
_ სახლისკენ მეზობელო?_ გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.
_ კი.
_ მაშინ ერთად წავიდეთ.
_ რატომაც არა_შენობიდან გამოვედით_ როგორ მიდის სწავლის საქმე?
_ მშვენივრად,მონდომებულები არიან..შენ იცი გიტარაზე დაკვრა?
_ არაა
_ შემიძლია გასწავლო
_ ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე_ რატომაც არა,მშვენიერი იდეაა.
_ ხატიააა_ შორიდან შემომესმა ჩემი სახელი და ხმის მიმართულებით გავიხედე,კინაღამ გულმა დამარტყა,გიგა იყო.აქაც კი ჩამომაკითხა.არანორმალულია მგონი.
_ ვაიმე მიშველე ონისე_ ამოვიკვნესე და მის მკლავს მოვებღაუჭე.ის კი გაოცებული ხან მე მიყურებდა ,ხან კი ჩვენსკენ მომავალ მომღიმარ გიგას.
_ გამარჯობა ხატია_ მისი ინიციატივა ,რომ გადავეკოცნე დავაიგნორე და ონისეს უფრო მჭიდროდ ავეკარი.
_ გაგიმარჯოს.
_ გამარჯობა მეგობარო_ ონისემ ზრდილობის ნიშნად ხელი გაუწოდა და მიესალმა.
_ გაგიმარჯოს ძმაო...ნათესავი ხართ?
_ არა,ჩემი საქმროა_ წამოვაყრანტალე და ონისეს ისე მაგრამ მოვუჭირე თითები,რომ ყრუდ ამოიგმინა და შემომხედა,მაგრამ ახლა სიკვდილი მერჩივნა მისი თვალების დანახვის,გიგას გაოცებულ სახეს თვალს არ ვაშორებდი



№1  offline წევრი Marusia123

Gulma migrdzbo ro dadebdi da shemovedi :d imedia yvelaferi male gairkveva ♥♥ rogor itanjeba chemi gogo :( miyvarxar me shen

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

უკვე პანიკაში ვარ ისე მომწონს. wink wink wink

 


№3  offline მოდერი bibo

Vaime es ra iyo chemo vardoo.guli dametutqa dmewva chameguba chamomegventa guli ux:D chemi veluruli onisekunkulino ramfra datkba da chatkba naxe shen ara ramfra kamfeti da doundobelia.chemi veluruli askili.vatyob me aqine orives deferfleba eg rqebi moiwevs vulkncho amatken:d :d chemi nazuqi gogooo xar sheno :****atmis ylorto da vashlis pirooo .kivis bususooo da aluchis kurkav :3 :3 vgijdebi vafren shenze me vchedav too vax :D :D chemi gulis muraba ajapsandalis badrijanov da kidoo olivies da qatmis salatis maionezoo ^_^ snikeris txilooo bulkis ishmisho da qadis gulooo :*******tortis kremov da udeso nachro ar daigviano plizunebi tore dagmwninleb an elarjivit dagwelav icode magi shenooo :p margalitis deda xaro shena geli geli mogeli chito meoo :***

 


№4  offline მოდერი ლილიანა

sameone crazy girl
უკვე პანიკაში ვარ ისე მომწონს. wink wink wink

Marusia123
Gulma migrdzbo ro dadebdi da shemovedi :d imedia yvelaferi male gairkveva ♥♥ rogor itanjeba chemi gogo :( miyvarxar me shen

bibo
Vaime es ra iyo chemo vardoo.guli dametutqa dmewva chameguba chamomegventa guli ux:D chemi veluruli onisekunkulino ramfra datkba da chatkba naxe shen ara ramfra kamfeti da doundobelia.chemi veluruli askili.vatyob me aqine orives deferfleba eg rqebi moiwevs vulkncho amatken:d :d chemi nazuqi gogooo xar sheno :****atmis ylorto da vashlis pirooo .kivis bususooo da aluchis kurkav :3 :3 vgijdebi vafren shenze me vchedav too vax :D :D chemi gulis muraba ajapsandalis badrijanov da kidoo olivies da qatmis salatis maionezoo ^_^ snikeris txilooo bulkis ishmisho da qadis gulooo :*******tortis kremov da udeso nachro ar daigviano plizunebi tore dagmwninleb an elarjivit dagwelav icode magi shenooo :p margalitis deda xaro shena geli geli mogeli chito meoo :***

მიყვარხართ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5 სტუმარი Black

Me ar giyvarvar?noes ewyina shengan..kai martla,magari iyo seriozulad sagol,voala..sese sese namdvilad asea;)

 


№6 სტუმარი sofo

Axla wavikitxe istoria da dzalian momewona

 


№7  offline წევრი eka3

Raici es ra yvelaze magar dros ro astopeb.

 


№8  offline წევრი Ignifex

კარგია,კარგი love
ველი შემდეგს,წარმატებები love

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mmmm martial dzaliann velodebi axal tavsss

 


№10  offline წევრი Diosa Dela Tristeza

მოვედიიი ეს რააა სიტკბოება დამახვედრეე❤❤❤
ძალიან მომეწონა❤

 


№11 სტუმარი ემი

ლილიანა, ამ ისტორიას რატო აღარ აგრძელებ?... ძალიან მომწონდა.... კარგი იყო, შენი სტილისგანაც ცოტა განსხვავებული.... blush relaxed

 


№12 სტუმარი ნატუკა

ლილიანა საყვარელო აღარ აგრძელებ ამ ისტორიას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent