გამოცდა (დასასრული)
უკან ვიხევ იქ კი ძლიერი მტევნები მიჭერს, გვერდზე მწევს და უკან მიყენებს. მის ზურგს ავყურებ და „დედა მიშველეს“ ვჩურჩულებ. ოთახიდან კი ჩამიჩუმი არ ისმის, ეტყობა ქეთომ ბავშვები გაარიდა სიტუაციას. კიდევ კარგი. ამ დროს კი გაცოფებული გიორგი ნიკასკენ იწევა და ბილო ხმაზე უყვირის. -როგორ გაბედე შე ახვარო! შე არაკაცო! რა უფლებით შეეხე?! -ამ სიტყვების გაგონებისას თვალებში მიბნელდება, ნუთუ ქეთომ მაინც უთხრა. -დაგწვავ, ცოცხლად ამოგგლეჯ იმ ადგილებს. შენ რა კაცი ხარ? ჩემი შვილების დედა შეიყვარე, ჩემ ქალს სიყვარული აუხსენი და „საოცნებო“ მომავალი შეუთხზე...-გიორგი თან ყვიროდა და თან სახეში მუშტებს ურტყამდა. ნიკა თავის მხრივ თავს იცავდა და საპასუხოდ ისიც ურტყამდა. უცებ გიორგი გაჩერდ და ნიკას პერანგი ჩაბღუჯა. მისკენ მოქაჩა და ისე დაუწყო ლაპარაკი. -შენ გგონია პირველი ხარ ვინც მის თავს მეცილება ან უკანასკნელი? იცი შენი მსგავსი არაკაცები რამდენი მიმიგუდავს აქამდე? მაგრამ არცერთის შესახებ გაუგია სალომეს. ვერც ვერასდროს გაიგებდა... ამით მას არასდროს გავანერვიულებდი. შე არაკაცო! შენ გგონია ჩემზე უკეთესად გაუფრთხილდები? ან უკეთესად დაიცავ? თუ გგონია ჩემზე მეტად შეიყვარებ??? გეკითხები შე ნაბოზ... -ხელი კრა გიორგიმ და ნიკა აივნის დივანზე დაახეთქა. ნიკამ ხელით სისხლი მოიწმინდა ცხვირ-პირიდან და მე გამომხედა იმედიანი თვალებით, რაზეც დავიბოღმე. -მას ვკითხოთ-ჩემზე ანიშნა გიორგი თვალით და თბილად გამიღიმა. გიორგი ადგილზე გახევდა, მერე რობოტივით შემობრუნდა და დასისხლიანებული ხელები მკლავებზე მომიჭირა. თვალებში მიყურებდა და დაუსმელ კითხვაზე გაუცემელ პასუხს ელოდა. მე კიდევ ბრაზს ძლივს ვთოკავდი. ამდენს რამეს როგორ მიმალავდა. ამხელა ტვირთს მარტო რატომ ან როგორ ატარებდა. მე რისთვის ვვარსებობდი მაშინ. მაგიჟებდა იმის გახსენება თუ რამდენს ვჩხუბობდით და როგორ ვეწინააღმდეგებოდი მის აკრძალვებს. თურმე რა ხდებოდა. მის შემყურეს გული ამიჩუყდა და თვალები ისევ ამიცრემლიანდა. ხელები ზემოთ ასწია და თმები გამიშალა, ხელი ჩამოასრიალა თმებზე და სახეზე გადავიდა. მე გაბუტული ვუყურებდი და ტირილს უკვე აღარ ვიკავებდი. -არ გინდა პატარა-მეუბნება ოდნავი ღიმილით და შუბლს შუბლზე მაბჯენს. -რატომ არ მეუბნებოდი? -პატარა იყავი და იმიტომ-მიღიმის და ცხვირზე მკოცნის. -და ახლა? -ახლა გაიძულეს გაზრდა- სისინებს და მკვლელი მზერით თავს გვერდზე აბრუნებს. -გიო- ვუყურებ თვალებში- აქამდე რატომ არ ჩაერიე, თუ ამდენს ხვდებოდი? -ვეკითხები ინტერესით. ის კიდევ არაფერს მეუბნება და დამნაშავე თვალებს მიმალავს. -ჩავაბარე?-ვეკითხები გაბრაზებული. -მიყვარხარ- მპასუხობს სახე გაბადრული-მაპატიე სალომე. მეხვევა ცემს სახეს მის მკერდში მალავს და ისე შევყავარ ოთახში რომ ნიკას ჩემი დანახვის საშუალებას არ აძლევს. კარებს კეტავს, ფარდებს აფარებს და გულში მიკრავს. მეც ვეხვევი და ტირილს ვუმატებ. -იცი?-უცებ იწყებს-ღმერთმა მსგავს სიტუაციაში 7 წლის უკან პირველად ჩამაყენა და მაშინ მე ძნელად მაგრამ მაინც წარმატებით დავძლიე პრობლემა. მას შემდეგა კი ალბათ გრძნობა არ გაუნელდესო და გული არ გაუცივდესო, ყოველ წელს მიწყობს მსგავს გამოცდებს და მეც ყოველ ჯერზე უფრო ძლიერად მიყვარდები შენი სისუფთავის და გულუბრყვილობის გამო. შენ ჩემი თილისმა ხარ. ჩემი ოჯახი, ჩემი წარმატება და ცხოვრებაში უდიდესი მირწევა. მოურჯულებელი და დაუმორჩილებელი მაინც ყველაზე კარგი მეუღლე ხარ, საუკეთესო დედა და საოცნებო ქალი. მიყვარხარ და უშენოდ მე ცემი მომავალი ვერ წარმომიდგენია. -მეხვევა და ლოყაზე მკოცნის. -ღმერთო ამდენი ცხოვრებაში არ გილაპარაკია გიო- ვეუბნები გაოგნებული და გულში უფრო მჭიდროდ ვეკვრი. -ახლა ცოტა დაისვენე, მოდუნდი. მე ბარგს ჩავალაგებ და დრესვე წავიდეთ. -სად გიო?- ვეკითხები მის ყელში თავჩარგული და იქვე ვკოცნი, რაზეც ის წამში რეაგირებს. ხელებს ზურგიდან ქვემოთ მიასრიალებს და თეძოთი მაწვება. -ჩვენს სახლში სალო-მეუბნება ჩურჩულით და ტუჩებზე ნაზად მკოცნის. დ ა ს ა ს რ უ ლ ი დიდი მადლობა ყურადღებისა და ჩემი გმირების მხარდაჭერისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.