შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა თამაშობს ბავშვების გარდა-გიორგი ქადაგიძე


14-01-2016, 17:15
ავტორი natia gogilashvili
ნანახია 2 333

,,ყველა თამაშობს ბავშვების გარდა''

ნუთუ ფიქრობთ,რომ ვინც იცინის ბედნიერია?!
გულის ცრემლები თვალებამდე არასდროს მოდის
მორგებულ ნიღბის ტარება კი მშვენიერია,
რომ დაიმკვიდრო აქ ადგილი,ადამთა მოდგმის

ნუთუ ფიქრობთ,რომ ვინც გვერდში დგას მეგობარია?!
აქ ანგარებამ გამოცალა ღალატის თასი,
არავის ენდო! შენს თავსაც კი- ვინც გაბარია
გროშად ჰყიდიან, მეგობრობამ დაკარგა ფასი

ნუთუ ფიქრობთ,რომ ეს გრძნობებიც არის ნამდვილი?!
აქ მრუშობასაც სიყვარულის სახელი ჰქვია,
დღევანდელ დროში ფულით ყიდვა არის ადვილი
ხალხის გულებში ანგარების სურნელნი ქრიან

ნუთუ ფიქრობთ,რომ სუყველა ,,კაცია-ადამიანი''?!
ყველა თამაშობს,ზურგს უკან ჩუმად გირევენ ნაბიჯებს
და ამ დიდ წარმოდგენაში თუ არ აღმოჩნდა გვიანი
ცხოვრების შავ-თეთრ ფურცლებზე მაშინ ამოშლი ნაბიჭვრებს.
გიორგი ქადაგიძე (ქუჩის მდაბიო პოეტი)



№1 სტუმარი mmari ami

ლექსი ძალიან კარგია,მარა სათაური უფრო დამევასა winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent