უბედურად ბედნიერი...
-მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ..ბოლოს რაც მახსოვს ეს იყო წვეულება ნინისთან იქ სტუმრებში არ შემიმჩნევიხარ,ვერთობოდით მახსოვს ცოტა დავლიე მაგრამ ვერ ვხვდები იმას თუ აქ როგორ მოვხვდი... -სტუმრებში ვერც შემამჩნევდი იმიტომ რომ არ ვყოფილვარ.. -სულ დავიბენი... -ნინი ჩემი კლასელია, დამპატიჟა რათქმაუნდა მაგრამ ვერ მოვახერხე მოსვლა დაახლოებით ღამის 3 საათი იქნებოდა რომ დამირეკა მოვსულიყავი..როცა მოვედი ყველა უგონოდ მთვრალი იყო მათ შორის შენც.. -კი მაგრამ სულ რაღაც 2 ჭიქა შამპანური დავლიე -ვიცი მაგრამ გააჩნია იმ შამპანურში რა იყო გარეული.. -რა გინდა რომ თქვა რომ ვიღაცამ რაღაც ჩამიყარა?? -ფაქტი სახეზეა,ბევრი არ დაგილევია მაგრამ არაფერი არ გახსოვს.. -კი მაგრამ იქ ვინც იყო ყველას ვიცნობდი ვის რაში სჭირდებოდა ჩემთვის რაღაცის ჩაყრა სასმელში..რა ინტერესი ჰქონდა?? -სესი შენ ლამაზი გოგო ხარ,ბიჭების უმეტესობა ისურვებდა იმას რომ შენთან რაიმე ურთიერთობა ჰქონოდა.. -რას გულისხმობ? -სექსს.. -მოიცა მოიცა დავიბენი მე ვინმესთან ვიწექი? -არ ვიცი.. ტანში ჟრუანტელმა დამიარა..ვერ ვხვდებოდი რისი თქმა უნდოდა მინდოდა უფრო ჩავძიებოდი მაგრამ მეშინოდა იმის მოსმენა თუ რა მოხდა სინამდვილეში.. -გავაგრძელო?? -კი კი -როცა მოვედი საშინელი ხმაური იყო მუსიკა გამაყრუებლად ისმოდა მთლიან ბინაში ყველა სვამდა,ცეკვავდა მხიარულობდა ნინის ვეძებდი, როცა კიბეზე ჩამოირბინე მხარი ისე ძლიერად გამკარი თითქოს მოჩვენება მოგდევდა..ჯერ კიბის თავში ავიხედე და დავინახე როგორ მოგდევდა ყვირილით ახალგაზრდა მამაკაცი რომ გაჩერებულიყავი....დამაბნია ამ სიტუაციამ და ინსტიქტურად წინ გადავუდექი.. -გაიწიე ბიჭო.. -მე შენი ბიჭო არ ვარ.. -ხელის დარტყმა სცადა როცა გავეცალე და მოწყვეტით დაეცა იატაკზე..ამ ინციდენტის გამო მუსიკაც შეწყდა ყველა ზემოთ იყურებოდა..მათი თვალები მეუბნებოდნენ გააგრძელეთ, დაარტყი, თითქოს სიამოვნებას ანიჭებდათ ჩვენი შელაპარაკება...თითქოს რაღაცის მოლოდინში იყვნენ.. -არ მახსოვს.. დანანებით ჩავილუღლუღე..უფრო და უფრო მიპყრობდა სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა ამ ჩემთვის უცნობი ადამიანის მიმართ..მინდოდა მიწა გამსკდარიყო და ჩავვარდნილიყავი..ასეთი რამ ცხოვრებაში პორველად დამემართა როდესაც ჩემი უმწეობა გამომჟღავნდა.. -კარგად ხარ?? -კი კი განაგრძე..და ყავის ყლუპი ძლივს გადავყლაპე თითქოს კრიჭა შემკვრობოდეს.. -ისეთი მთვრალი იყო ფეხზე ვერ ადგა კიბეს ჩამოვუყევი ნინისთან მივედი და შენზე ვკითხე.. -ნინ ვინ იყო ის გოგო? -სესი ჰქვია ერთად ვმუშაობთ.. -სად წავიდა?? -არ ვიცი გარეთ გაიქცა.. -კარგი..ზურგი შევაქციე და ინსტიქტურად გარეთ გამოვედი..სკამზე იჯექი სულ ტალახიანი გვერძე მოგიჯექი და დახმარება შემოგთავაზე..დასისხლიანებული თვალებით ამომხედე და ჩამეხუტე თითქოს შენი მფარველი ანგელოზი ვყოფილიყავი..შესვლა შემოგთავაზე მაგრამ უარი მითხარი..გკითხე თუ სად ცხოვრობდი მაგრამ პასუხი ვერ გამეცი..ხელი მოგხვიე მანქანაში ჩაგაჯინე და ჩემთან წამოგიყვანე..ჭუჭყიანი ტანსაცმელი გაგხადე და ჩემი დის პიჟამოები ჩაგაცვი დაგაწვინე და დაიძინე..სულ ეს იყო.. -მადლობა -ვინ იყო ის ბიჭი.. -არ ვიცი არ მახსოვს.. -კარგი მოდი აბაზანაში შედი გამოფხიზლდი მოწესრიგდი..და დანარჩენი შემდეგ გავაგრძელოთ.. -კიდევ ერთხელ მადლობა..და მადლიერი თვალებით შევხედე თვალებში მაშინ შევამჩნიე მისი ლურჯი ზღვისფერი თვალები... -ტელეფონი სად არის ჩემი? -საძინებელში დაგიდე ტუმბოზე ალბათ ვერ შეამჩნიე.. -უნდა წავიდე... -წახვალ ოღონდ ჯერ ისაუზმებ.. -დიდი მადლობა იმისთვის რაც გააკეთე ამას ბევრი არ იზამდა ან ისარგებლებდა ჩემი მდგომარეობით.. -რა იცი რომ არ ვისარგებლე.. -კი მაგრამ შენ ხომ მითხარი.. -კარგი კარგი ვიხუმრე ნუ დაიძაბე... -ნუ ხუმრობ მასე.. -კარგი ბოდიში აღარ ვიხუმრებ..ისე რას საქმიანობ? -ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობ მენეჯერად -მოგწონს რასაც აკეთებ?? -მემგონი არ ღირს იქ მუშაობა რაც არ მოგწონს.. -ხო მართალი ხარ -შენ? შენ რას საქმიანობ? - მე მხატვარი ვარ.. -მართლა?? მიყვარს ფერწერა.. -შეიძლება ვნახო შენი ნამუშევრები? -კი წამომყევი.. მაგიდიდან ადგა და ფინჯანი მაგიდის სიღრმეში მისწია, მანიშნა თვალებით რომ გავყოლოდი დერეფანი გავიარეთ და თეთრ კარს მივადექით კარი ფართოდ გააღო და ხელით მანიშნა რომ შევსულიყავი..თავი საგამოფენო დარბაზში მეგონა იმდენად ბევრი ნახატი იყო კედლებზე იატაკზე მძაფრი საღებავის სუნმა მაშინვე დამწვა ცხვირის ნესტოები განსაკუთრებით ერთმა პორტრეტმა მიიქცია ჩემი ყურადღება და ინსტიქტურად მისკენ გავიწიე.. -მოგწონს?? გიორგიმ დაარღვია სიჩუმე.. -კი ძალიან ლამაზია ვინ არის?? -ჩემი მეგობარი -ლამაზი გოგოა.. -ხო ლამაზია ხმადაბლა დამეთანხმა... იმდენად მომეწონა იქ ყოფნა იმ ოთახიდან გამოსვლა აღარ მინდოდა როცა კარის ზარის ხმამ გამომაფხიზლა.. -ეხლავე მოვალ. -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე ისე რომ არც კი შემიხედავს ერთი ნახატიდან მეორე ნახატზე გადავდიოდი და ასე თითქოს უსასრულოდ..როცა დერეფნიდან უცნობი ქალის ხმა გავიგე.. -რატომ არ დამირეკე?? გელოდებოდი.. -მარი ეხლა არ გინდა დღეს დაგირეკავ და ვილაპარაკოთ.. -გუშინაც მასე მითხარი და არც კი შემეხმიანე მგონი აღარ გიყვარვარ.. -მარი გეყოფა რა ეხლა არ მცალია..არ მინდა კამათი -ვინმე გყავს?? სახლში ვინმეა?? -კი მეგობარი.. -მართლა ვინ? არ მინდოდა ჩავრეულიყავი მაგრამ როგორც მე მივხვდი მეგობარი გოგო იყო..არც ის მინდოდა რომ ჩემს გამო რაიმე უსიამოვნება შექმნოდათ ურთიერთობაში ამიტომ ჩემი ნებით გავედი და მისალმება გადავწყვიტე..კარი ნელ ნელა გავაღე ჯერ თავი გავყავი შორიდან შევათვარიელე ლამაზი სილუეტი დავინახე..მაღალი ქერა გოგო სახე კარგად ვერ დავინახე მაგრამ ზურგიდან ლამაზი გოგო ჩანდა.. -გამარჯობა.. -ოჰოო...გაგიმარჯოს ირონიული ტემბრით მომესალმა და გიორგის შეხედა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.