შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერია მუდმივი 2 თავი


2-06-2016, 13:08
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 578

ქორწილამდე 4 წლით ადრე.

მკვლელობა - ცხედარი ნაპოვნი იქნა მუხადგვერდის სასაფლაოზე . ერთ ერთ სასაფლაოს ქვასთან მიყრდნობილი. გვამს ყელი ქონდა გამოჭრილი. თეთრი მაიკა წითლად შეღებოდა თავისი სისხლით .
ირაკლი ჩუბაია - სტუდენტი.
23 წლის .
ცისფერთვალება ბიჭი.
მომავალი რეჟისორი უნდა გამხდარიყო, რამოდენიმე თვეში ცოლის შერთვას აპირებდა, ნიშნობა 1 კვირის წინ ჰ ქონდა .
ირაკლი ობოლი ახალგაზრდა იყო . მალევე ჩაწყნარდა მის მკვლელობაზე მითქმა მოთქმა.
ირაკლის სიკვდილმა დღიურში ყველაფერი შეცვალა მასთან, რომ მივედი სულის გასცილებლად არა გატყუებთ ეს არ არის სიმართლე . მე ყველაფერი დავინახე.

გამოძიება საქართველოს სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა რაც ითვალისწინებდა განძრახ მკვლელობას სხვადასხვა მდგომარეობაში მოკლულის თხოვნით ან აღელვების ნიადაგზე . ამ მხრივ მკვლელს 7დან 15 წლამდე ციხე ელოდა.

თვითმხილველი მესაფლავე გახლდათ , მაგრამ იმ უკუნით სიბნელეში, მხოლოდ მკვლელის ჩრდილს მოჰკრა თვალი ...გამოძიება კვლავ გძელდებოდა. ეჭვმიტანელი არავინ იყო . ყველა მისი მეგობარი ნაცნობი თუ უცნობი დაიკითხა ვინც კი ირაკლისთან ან მკვლელობასთან იყო დაკავშირებული ყველას ჩვენება ჩამოართვეს.
ვის უნდა მოეკლა ცისფერთვალება ახალგაზრდა ?

დანაშაულის ადგილი სუფთა აღმოჩნდა , არავითარი კვალი არ დაუტოვებია მკვლელს . ნუთუ გამოცდილი მკვლელი იყო თუ უბრალოდ გაუმართლდა ეს არავინ იცოდა მეკი კარგად ვიცოდი ვინ იყო მკვლელი ..
როგორც ვთქვით ირაკლის მკვლელობის ადგილზე მესაფლავე გახლდათ , რომლის თქმითაც იმ დღეს მივიდა მუხადგვერდის სასაფლაოზე , რადგან წინა ღამით შეეკვეთათ ახალი გარდაცვლილისთვის მიწის გაჭრა .იმ უკუნით სიბნელეში მხოლოდ მკვლელის შავი გამოსახულება დაუნახავს . ბიჭთან, რომ მისულა უკვე გარდაცვლილი დახვედრია. პოლიციისთვის მას შეუტყობინებია . გვამი ერთ ერთი მიცვალებულის ფრესკაზე იყო მიყუდებული და ასე გაუნძრევლად წამომჯდარი მისივე სისხში ცურავდა ...
როგორც შემდგომ გაარკვიეს ამ ფრესკაზე გამოსახული ქალი ჩუბაიას დედა გახლდათ .

ნოე- ირაკლის მეგობარი.
მისი გადმოცემით ჩუბაიას მტერი არ ჰყოლია. სწავლას გადამკვდარი ბიჭი რამდენიმე დღეში რუსეთში წასვლას გეგმავდა. იქიდან ჩამოსვლისას ცოლის შერთვას აპირებდა . რუსეთში სამუშაო შეთავაზებით ორი თვით უნდა წასულიყო, როგორც თვითონ ვარაუდობდა . ირაკლი ობოლი გახლდათ, 7 წლის ასაკში დაობლდა . დედა კიბოთი გარდაეცვალა, მამამ თავი ჩამოიხჩო . მძიმე ბავშვობის და მიუხედავად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ამიტომ თითქმის ყოველ დღე დადიოდა ეკლესიაში . მისი მომავალი საცოლეც იქ გაიცნო. ამბობდა ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარო. ბოლოს 5 საათით ადრე ენახა ირაკლი ოქროს ბეჭდის საყიდლად მიდიოდა და ფული ნოემ ასესხა, ისიც გაჰყოლია ბეჭდის ასარჩევად .


ნოეს მიერ აღწერილი ბეჭედი ვერ იპოვეს . ნუთუ მკვლელს წაეღო ?
ბეჭედზე ვერეფერს გეტყვით არ დამინახვს შეილება მართლაც მკვლელმა აიღო ან უბრალოდ დაიკარგა .... ანდა იმ მომენტში ვის ახსოვდა ბეჭედი.


მიშკა
ჩუბაიას ბავშვობის მეგობარი და კურსელი. ირაკლის სიკვდილამდე რამოდენიმე საათით ადრე მასთან დაურეკავს და მისთვის მეჯვარეობა შეუთავაზებია .. ბედნიერი ხმით გახარებულმა მითხრა თავისი ქორწილის ამბავი . ბიჭები ღამე ამ ამბის აღნიშვნას აპირებდნენ, მაგრამ იმ დღეს ირაკლი ჩუბაიას სიცოცხლე დასრულდა.
უცნობი- მოხუცმა კაცმა შეამჩნია ცისფერთვალება ბიჭი, რომელიც მუხადგვერდის გზას ყვევილებით ხელში მიუყვებოდა ..
როგორც გამოძიება ვარაუდობდა , მოკლული დედისა და მამის საფლავზე მიდიოდა რათა მისი ბედნიერება მათთვისაც ეთქვა . სასაფლაოზე მომხდრი კი ჯერაც ამოუცნობი იყო მათთვის და არა ჩემთვის .
ჩუბაიას ნაცნობები ერთი და იგივეს ამბობდნენ მშვიდი, ნიჭიერი, ჭკვიანი, და სერიოზული ბიჭი გახლდათ ირაკლი.
ირაკლის რჩეული ლამაზი გოგო ნამტირალები თვალებ ჩაწითლებული დაკითხეს . ირაკლის სიკვდილი ყველაზე მეტად მან განიცადა . გოგონა 22 წლამდე იქნებოდა გრძელი შეკრული თმებით . თვალები ისე ჩაწითლებოდა მისი ნამდვილი ფერის დადგენა გაგიჭირდებოდან . მოყოლა დაიწყო - მე და მან ერთმანეთი სამების ტაძარში გავიცანით. ტაძარში ბევრი ხლხი იყო სუნთქვაც ჭირდა .. გალობის ხმა, სიმშვიდე , სანთლების ნაზი ტანგო, რომელიც სასიამოვნო სანახავი იყო..ირაკლი ჩემს უკან იდგა, ხელში მოელვარე სანთლით . ხალხმა მუხლებზე მოიყარა თავი მეც დავიხარე , სწორედ ამ დროს მოედო ცეცხლის ალი ჩემს თმებს.. უკან მიბრუნებისას ცისფერთვალება ბიჭის მზერა შემჩა. თმების დაწვის სუნი ეკლესიაში ტრიალებდა . საგანგაშო არაფერი იყო მხოლოდ 3 სანტიმეტრი დააკლდა ჩემს თმებს .. ამ ინციდენტის შემდგომ თმებს აღარ ვიშლიდი ...მეორე შეხვედრა შაბათს მოხდა ერთი კვირის შემდგომ ბოდიში მომიხადა.. ერთმანეთი ასე გავიცანით. 1 წლის განმავლობაში შეყვარებულები ვიყავით . მკვლელობამდე 2 კვირის წინ დავინიშნეთ გოგონამ შავ მაგიდაზე დადო ხელი და თითები გაშალა , ბეჭედი ნაზად ამკობდა მის ხელს. ცრემლები მოიწმინდა ღრად ამოისუნთქა და განაგრძო. ბოლოს მკვლელობამდე 8 საათის წინ შევხვდი ქორწილზე სალაპარაკოდ. ქორწილი აგვისტოს 10ში დავთქვით, რომ წავიდა ერთადერთი სიტყვა რაც ბოლოს მითხრა მიყვარხარ იყო ......
გოგონას საქმრო ნიშნობიდან 2 კვირაში მოუკლეს. მწვანე ჭაობისფერთვალება გოგონა, რომელიც გულში იკლავდა სიყვარულის ტკივილს . ეს ამბავი ტელეფონით შეატყობინეს დაუჯერებელი ცხოვრების რეალობა . ფეხქვეშ მიწა გამოაეცალა , ძირს დაეცა მოთქმა გოდებას მოჰყვა გამწარებული გულმოკლული ტიროდა და ირაკლის სურათს უყურებდა. გოგონა შავი სამოსით შეიმოსა ირაკლის დაკძალვის შემდეგ სახლიდან არ გამოდიოდა ვერ ელეოდა მის თვალებს, რომელიც თბილი მზერით უყურებდა მას , ვერ შელეოდა მომღიმარ ცისფერთვალა ჭაბუკს . გოგონა სიგიჟემდე იყო მისული სამი დღის განმავლობაში არაფერს ჭამდა .რამოდენიმე თვის შემდეგ გოგონამ ცხოვრება ახლებურად დაიწყო .

მკვლელი ფსიქოპატი რომელმაც განძრახ სურვილისდა დასაკმაყოფილებლად მოკლა ირაკლი თუ შურისძიების გამო ?
არავინ იცოდა ეს მკვლელობა განძრახ მკვლელობა იყო , თუ კანონიერი გამართლებით ჩადენილი.
მხოლოდ მე ვიცოდი მკვლელობის მიზეზიც, დასაწყისიც და დასასრულიც. მკვლელი არც მსიქოპატი, არც მანიაკი და არც გიჟი არ ყოფილა .

ირაკლის სიკვდილიდან 3 თვის შემდეგ გამოძიებამ ჩათვალა, რომ ეს საქმე დროის ფუჭი ხარჯვა იყო საქმის დახურვაც უნდოდათ , მაგრამ რამოდენიმე დღეში მიღებულმა წერილმა საქმის გაგძელება მოითხოვა .
შავი ბარათი თეთრად დაბეჭდილი შრიფტით ეწერა :
ირაკლი
ჩუბაია
ღირსი
იყო
სიკვდილისთვის
ის ჩემს კუთვნილებას შეეხო

შავმა ბარათმა ყველა განაცვიფრა , მკვლელს გამოძიებასთან თამაში სურდა. ნუთუ ასეთი ადვილი იყო ვიღაცის მოკვლა ?
მკვლელი მეტად გადარეული, აზარტული თამაშის მოყვარული ჩანდა . ბარათი კვლავ მიიღო გამოძიებამ. შავი ბარათი თეთრით შეეცვალა ბარათზე ამობეჭდილი ლურჯი ფერის სიტყვები ასე იკითხებოდა :
ირაკლი ჩუბაია მე მოვკალი



ჩუბაიას მკვლელობა ამოუხსნელ მაგალითს გავდა. პასუხგაუცემელი რჩებოდა მისი მკვლელობა.. გამაღიზიანებელ ბარათებს გამომძიებლები სიგიჟემდე მიჰყავდა. მესამე ბარათი ბოლო წერილიდან 1 თვის შემდეგ გაუგზავნა მკვლელმა გამოძიებას.

მე ჩემი კუთვნილების შენარჩუნებას ვცდილობ.


ამ ბარათის მიღებიდან 6 თვის შემდგომ ობოლი ბიჭის საქმე დაიხურა . ცისფერთვალება ბიჭის ისტორიაც უცნობი დასრულდა . ყველამ დაივიწყა მომხდარი ცხოვრება ახლებურად წარიმართა .


გაინტერესებთ რა მოხდა ხელისმოწერის დღეს?
გოგონამ თაფლისფერი მზერის ყურებას ვერ გაუძლო, პატარძალი ქორწილიდან გაიქცა . დასასრული დასაწყისად იქცა და ბოლოს მანც დასრულდა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent