შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერია მუდმივი 1 თავი


1-06-2016, 23:07
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 841

ღამეა მთვარის გარეშე მხოლოდ პატარა ვარსკვლავებია ცაზე, რომლებიც არც კი ჩანან . მუქი შავი ღრუბლები მოდებოდა უსასრულო ცას, ყველაფერი შავ ბურუსში გახვეულიყო. სიბნელეში ვერაფერს დაინახავდით გარდა ადამიანების გამოსახულებისა , რომელიც ბუნდოვნად ჩანდნენ თითქოს ადამიანების სულს ხედავ და არა მათ სხეულს . ანარეკლს რომელსაც შენი თვალი აღიქვამს. ფერებს რომლებსაც ხედავ სიბნელეში იკარგება. სიბნელიდან იწყება და სიბნელითვე მთავდება თქვენი სიცოცხლე . მიყვარს ღამეული სულები მათი დანახვა უფრო უკეთ შემიძლია. შავი სამყარო გაბატონდა დედამიწაზე . ჭრიჭინების ხმა გამაღიზიანებელი მუსიკასავით ისმის. კარგად ჩანს თუ როგორ ეხვევიან პეპლები გზის განათებას, ეშინიათ სიბნელის .გზაზე ამაყად დგანან ბებერი ალვის ხეები შეჰყურებენ ერთმანეთს, ისინი ხომ უამრავი რამის მომსწრენი არიან ... დაღლილები ერთმანეთს მიყუდებულები ამაყად გადმოჰყურებენ მიდამოს. იარაღის ხმამ ყველაფერი შეცვალა, ყვავის შემაძრწუნებელი ჩხავილი, ფრინველების ხმაურიანი გაფრენა და ჭრიჭინების დუმილი. ალვის ხეების წინ მომღიმარი ბიჭის გვამი ცივ მიწაზე ესვენა . ჯინსის ლურჯი შარვლითა და შავი ზედით შემოსილი.. გითხრათ რა იყო ამ გვამის ინტერესი მისი სული ადგილზე არ დმხვდა ვერსად ვნახე ვერ ვიპოვე არც ის ვიცოდი სად წავიდა . ახალგაზრდას ჯერაც ეტყობოდა მის გაყინულ ლოყაზე თითების კვალი რომელიც იქვე მდგომმა გოგომ გარტყმით დამჩნია . მარჯვენა ხელში იარაღი ეჭირა ბიჭმა სწორედ ამ იარაღით დაასრულა სიცოცხლე. გარდაცვლილთან მისი ტოლი გოგო მუხლებზე მდგარი ნაზად ეფერებოდა ბიჭის თეთრ ,გაყინულ სახეს და ჩუმად თავისთვის იმეორებდა რაღაცას. გარდაცვლილს კარგად , რომ დაკვირვებოდით შეამჩნევდით მის დახუჭულ თვალთან ჩამოვარდნილ ცრემლს რომელიც მომღიმარ ტუჩებთან გაჩერებულიყო . ნაზი ღიმილი კი ბევრი რამის მეტყველია. ახალგაზრდა რამდენიმე წუთის გარდაცვლილი გახლდათ. სახის მარჯვენა მხარე სისხლისგან წითელი ჰქონდა, თმებიც წითლად შეღებოდა . მარცხენა ხელის მაჯაზე საათი ეკეთა, რომელიც დაცემისას გატეხვოდა და მისი სიკვდილის წამებზე გაჩერებულიყო. ახალგაზრდა გვამის თავზე გადაფრენილი თვითმფრინავი არწივივით ეშვებოდა მიწაზე .მომხდარი მეტად შემაშფოთებელი იყო განსაკუთრებით იმ გოგოსთვის , რომელმაც დაკარგა თეთრი ფერის აღქმის უნარი. აუტანელ ტკივილს განიცდიდა, სისხლი ძარღვებში გაყინვოდა . ზაფხულის თბილი ჰაერიც კი ვერ ადნობდა მის წინ მწოლიარე აისბერგს . გარდაცვლილის ირგვლივ ხალხი შეკრებილიყო ყველა დუმდა . გოგოს თვალები გაფართოებოდა თვალს ვერ აშორებდა ცხედარს . რამოდენიმე წუთის შემდეგ წამოდგა შავი მუხლებამდე კაბა, ფეხშიშველი, მარტოსული, გულმოკლული, აკანკალებული ხელში ოქროსფრად მოელვარე ბეჭდით ..
ორი ფერი რომლითაც გაგვანსხვავებენ ერთმანეთსგან მე და მასს. თეთრი და შავი თავისებური განმარტებით. დაბადებისას თქვენ აღიქვამთ თეთრს რომელიც სიცოცხლეს განიშნებთ და სიკვდილისას ხედავთ შავს ანუ მე რომელიც დასასრულს გაჩვენებთ. ყველას მოგაკითხავთ როცა თქვენ ჩემს დღიურში დაიკავებთ ადგილს გაგიღიმებთ და დაგავიწყებთ თეთრი ფერის აღქმას.
იდუმალი მკვლელობები უეცარი სიკვდილი და თვითმკვლელობები .ბევრი რამ მინახავს მრავალი სიკვდილის მოწმე ვყოფილვარ. მოულოდნელი სიკვდილი ჩემს გეგმებს ცვლის. ყოველდღე იქმნება სიკვდილის დღიური რომლის მიხედვითაც მიწევს გადადგილება მთელ სამყაროში . ჩემი საქმიდან გამომდინარე შემიყვარდა მოგზაურობა . გატაცებული ვარ უცხო ენებით , ფრანგულის სწვლც დვიწყე . საფრანგეთით მას შემდეგ დავინტერესდი როცა იქ ქალბატონ ანჟელიკასთან მივედი მის გასაცილებლად იმქვეყნიურ გზაზე . მისი სიკვდილი უეცარი იყო ჩემს დღიურში მისი სიკვდილი არ ეწერა . მესამე სართული ყავისფერი კარები ვიწრო დერეფანი ორ ოთახიანი პატარა მყუდრო სახლი. მარჯვენა მხარეს აივანზე მდგარ სკამზე ქალის ცხედარი ყავის ფინჯანით ხელში მგვალი სახის, თეთრი ქერათმიანი ცისფერთვალება 45 წლის ქალი , რომელიც მარტოობით დაიღალა გადაწყვიტა სიცოცხლე ასე დაესრულებინა ქალმა თავი მოიწამლა . მარჯვენა ხელის ორ თითს შორის თეთრი სიგარა ეჭირა რომელსაც ბოლი ასდიოდა და წითლად ანათებდა სიგარეტს მისი პომადის კვალი ემჩნეოდა ყავისა და საწამლავის არომატის სუნი ვიგძენი როდესაც ცხედარს მიუახლოვდი მისი წითელი პომადის კვალი ყავის ფინჯანზეც დაეტოვებინა . იმ დღეს პარიზში წვიმდა . სული ფეხზე იდგა რაღაც მკითხა, მაგრამ ვერ გავიგე ის ფრანგი იყო მე კი იმ ქვეყნიურის გარდა სამდ სამი ენა ვიცოდი რომელიც მესმოდა საუბარი არც ერთ ენაზე არ შემეძლო. მოულოდნელი სიკვდილი რომელიც ჩემს გეგმებს ცვლის თქვენი არჩევანია მობეზრებული ვარ თქვენი უაზრო გადაწყვეტილებით . თვითმკვლელობა მანიშნებელია იმისა რომ შავმა ფერმა გაიმარჯვა . ნეტავ იცოდეთ როგორ მეცოდებით თქვენი თავის მკვლელნო წაგებულო მოთამაშენო რომელთაც არ შეგწევთ ძალა სიცოცხლისთვის. კიდევ არსებობს უეცარი სიკვდილი არა როგორც თვითმკვლელობა არამედ მკვლელობა ესეც ცვლის ჩემს გეგმებს . დაუბრუნდეთ სიკვდილს რომელმაც ჩემი გეგმები შეცვალა სიკვდილის იმ დღევანდელ დღიურში ანჟელიკამ 10074ე ადგილი დაიკავა ეს ნომერი იმ დღეს ესპანელ ქალს ეკავა მასთან მისვლა დავაგვიანე მაგრამ ჩემი საქმე მაინც გავაკეთე . ანჟელიკას სიკვდილის დღეს დიდი შეცდომა დაუშვი. მისი შავი კნუტით მოხიბლული დავჩი ამიტომაც ის მწვანეთვალება პატარა კნუტი თან წამოვიყვანე მაშინ პირველად ვიქურდე.
მე ყველგან ვარ თქვენს ცხოვრებაში ვმოგზაურობ მაგრამ ვერც ერთი ქვეყნის სანახავად ვერ ვიცლი, ჩემი სამუშაოს გრაფიკის გამო უბრალოდ შავი ქვესკნელიდან მოსული გამცილებელი ვარ. იმქვეყნიურ გზაზე გაცილებთ სადაც დიდი შავი გვირაბია არვიცი რა ხდება იმ გვირაბს იქით არასოდეს ვყოფილვარ . გაკვირდებით ადამიანების იმ ჯგუფს რომლებსაც გეშინიათ ჩემი ჩრდილის. თქვენ ვერ მხედავთ არ შეგიძლიათ ჩემი დანახვა მხოლოდ სიკვდილისას თუ შეძლებთ ჩემს ნახვას ისიც წამიერად. მე შემიძლია თქვენი დანახვა მსოფლიოში თითოეულ ადამიანს გაკვირდებით. კოშმარული სიზმარივით დავსდევ სულებს ამის გამო ძილიც სანატრელი გამიხდა .. დღეს 28 აგვისტოა ეხლა საქართველოში ვარ რადგან ამ დღის რიცხვით 199618ე სულის წასაყვნად ვარ მსნ ჩემი დღიური შეცვალა ეს რიცხვი მას არ ეკუთვნოდა. მიყვარს საქართველო პირველად აქ გაჩნდა ადამიანი და აქედან მოვდივარ მეც ..


გადადგმული ნაბიჯი თვითმკვლელობისთვის ეს არის ადამიანური შეცდომა ვერ უპირისპირდებით ცხოვრებას. სიკვდილის მსურველნი ბევრი ხართ არ შეგწევთ ძალა რომ იცხოვროთ იარსებოთ ფერად სამყაროში ბევრი თვითმკვლელობა მინახავს რომელთაც აქვთ ისტორია მაგრამ ამ თვითმკვლელობას ვერცერთი ისტორია ვერ შეედრება ისტორია ერთია აზრი კი ბევრი ..
რამოდენიმე საათში ახალგაზრდას გვამი მორგში უნდა გადაეტანათ .
ოჯახის წევრები ახალი მოსულები იყვნენ ცხედართან, მიცვალებულს არ ცილდებოდნენ.
ბიჭის დედა თავის ერთადერთ შვილს შუბლზე კოცნიდა.
მამა არაფერს ამბობდა გულში იკლავდა შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს.
შავებში ჩაცმული გოგო არსად ჩანდა ....
მისი დაინტერესების გამო შევწყვიტე ყველას ყურება და მხოლოდ მისი დაკვირვება გადავწყვიტე. მე მოხუც გარყვნილ ბებერს ის გოგონა შემიყვარდა.



ბევრი გოგო ოცნებობს ლამაზ თეთრ კაბაზე, რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იცვამს ეს ოცნება ბავშვობიდანვე მოსდევთ . ბევრჯერ წარმოიდგენენ თავიანთ თავს თეთრ კაბაში გამოწყობილებს. ქორწილი ხომ ყველას ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა .. იმ დღეს განიცდით :
-სიყვარულს
-ბედნიერებას
-სიხარულს
ივლისის შუა რიცხვებში დაიგეგმა ქორწილი... შესანიშნავი დღე იყო. ცაზე ლამაზი კაშკაშა ნათება თვალისმომჭრელ თეთრ რღუბლებს დაეფარა, მაგრამ მაინც ახერხებდა მზე თავის დაღწევას და იმ დღის განათებას. კაბის ჩაცმისას პატარძალი ბედნიერებას ვერ მალავდა კბა ღია კრემისფერში თეთრში გარდამავალი ფერი გახლდათ , მკერდთან მუქი ყავისფერი ბანტით იყო შეკრული. მკერდიდან დაწყებული მუხლამდე მოტკეცილი და შემდგომ გაშვებული რუშებით გაწყობილი უკან პატარა შლეიფით . მხრები მოშიშვლებული ჰქონდა, გოგონას თეთრი კანი იკვთტებოდა კრემისფერ სამოსში. თმები გადაწეული პატარა თეთრი თვლებით დამაგრებული კოსა , ასეთივე თვლებში გაკეთებული საყურე და ბეჭედი ეკეთა . თაიგული ხელოვნური თეთრი ვარდებისგან შედგებოდა . ფეხსაცმელიც ღია კრემისფერი, გამჭირვალე ნაჭრითა და წვრილი ქუსლით, რომელზეც თეთრი თვლები იყო მიმაგრებული .

პატარძალს ნიაისი ერქვა .ლამაზი გამხდარი, ღრუბელივით თეთრი კანით, საშვალო სიმაღლის, მუდამ მომღიმარი . პატარა ტუჩებითა და ცხვირით. მისი თვალები ყოველთვის ანათებდა მის თეთრ სახეს, მუქი ჩალისფერ თმებს თუ გაიშლიდა ყოველთვის ყურების უკან გადაიწევდა. მხიარული გოგონა გახლდათ .
პატარძალი გამზადებული ელოდა მის რჩეულს
ნუთუ უყვარდა მას გიორგი ?


გიორგი - რასაც მისი დანახვისას შეამჩნევდით მისი შავი თვალები იყო. ის შავი თვალები სიკვდილისას ღია დარჩენოდა , მისი სიცოცხლე 27 წლის ასაკში დასრულდა. მაღალი და გამხდარი ყმაწვილი გახლდათ. თეთრი კანი შავი თვალები და თმები პატარა ცხვირ-პირი , მოგძო სახე წვერულვაში რომელიც სულ გაზრდილი ჰონდა , მაგრამ ქორწილის დღეს გაეპარსა . შავ კოსტუმში მკვეთრად იკვეთებოდა თეთრი ყმაწვილი, როგორც ჩანდა ჰალსტუჰის გაკეთებას არ აპირებდა . გიორგი მუსიკოსი გახლდათ .
ოჯახში შესვლისას გიორგი თვალებით ეძებდა პატარძალს, მის დანახვაზე შავი თვალები გიშერივით გაუნათდა, გამოხედვა მას მიაპყრო და თვალს არ აცილებდა . პატარძალიც უმზერდა თავის რჩეულს მანამ სანამ გიორგის მეჯვარე არ შეამჩნია . იმ უცნაური თაფლისფერი გამოხედვის შემდგომ ,პატარძალს ხმა აღარ ამოუღია, ჩაფიქრებული იყო . შამპანიურის დალევისა და დალოცვის შემდგომ სახლის დაცარიელება დაიწყო .
შავ კოსტუმში გამოწყობილი , შიგნით თეთრი სარუჭკითა და შავი ბაფთით, გამხდარი შავგვრემანი ბიჭი.. ცხვირი პატარა ბურთივით მიმაგრებოდა სახეზე ,წითელი პატარა ტუჩები, რომლებსაც ნერვიულობით კბილებს ასობდა არც კი ემჩნეოდა წვერებში.საშვალო სიმაღლის, თაფლისფერი თვალებით შეჰყურებდა პატარძალს . ხელში სიგარეტის კოლოფს ათამაშებდა, მაჯაზე ტყავის საათი ეკეთა. თმები მარცხნიდან მარჯვნივ ჰქონდა გადატანილი .. ბიჭი შემოსასვლელში იდგა მარჯვენა ფეხი გვერდულად დაედო ეს ბიჭი გიორგის მეჯვარე სანდრო გახლდათ .

პატარძალი თაფლისფერ მზერაში იყო ჩაძირული ჩაფიქრებული უყურებდა .. სახლიდან გამოსვლისას 20-ამდე მანქანა სიგნალებით მიეგება .. მეფეპატარძლის მანქანა თეთრი მერსედესი აღმოჩნდა, ვარდისფერი ლენტებით მორთული . გიორგი ნიაისი და მეჯვარეები იმ მანქანაში ჩაჯდნენ . მეც იმ მანქანაში ვიყავი ვერავინ მხედავდა ნიაისს ვუყურებდი და ყველაფერი ვიცოდი როგორც ნიამ .
ნია- პატარძლის მეჯვარე და საუკეთესო მეგობარი.
გამხდარი, საშვალო სიმაღლის შავგვრემანი ოქროსფერი თვალებით . თავმომწონედ შვინდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი.. მან იცოდა რაც მოხდა იმ დღეს ..
მეფეპატარძლის მანქანაში ყველა დუმდა.
ორივეს ახრჩობდა წარსული .იმ წამს ორივე ნანობდა . ტირილი რომ შემძლებოდა იმ დროს ვიტირებდი , შემაძრწუნებელი ადამინური შეცდომები ამ შემთხვევაში ყველაფერი უიღბლო იღბალის ბრალი უფრო იყო ...
ქორწინების სხში ერთმანეთთან მდგარი მეფე პატარძალი და მეჯვარეები, პატარძლის შეშინებული ფერმკთალი სახე , მისი თვალები ღრმა ფიქრებში ჩაძირული შეჰყურებდა თაფლისფერ მზერას .
მის წინ ამაღლებული მაგიდის უკან მდგომმა ქალმა პატარძალს მომღიმარი შეეკითხა თანახმა იყო თუ არა გიორგი მეტრეველის ცოლი გამხდარიყო ?
გოგონას არ უყოყმანია, მისი გადაწყვეტილება რთული არ ყოფილა, მხოლოდ თაფლისფერ მზერას უყურებდა თვალს არ აცილებდა სევდიან გამოხედვას ..
მიყვარს ქორწილები ახალი ოჯახის შექმნა მახარებს, რადგან თუ თქვენ იარსებებთ მაშინ მეც თქვენთან ერთად ვიქნები, მაგრამ თუ შეწყვეტთ არსებობას მეც გავივლი იმ გვირაბს სადაც თქვენ გაცილებთ , მეშინა თავად ჩემი თავის რადგან დადგება დღე ჩემი სიკვდილის. პირველად ვესწრები ქორწილს მაგრამ ამ ქორწილით მოხიბლული არ ვარ ეს ქორწინება მაშინებს .

-------------
ახალი ვარ აქ და იმედი მაქვს მოგეწონებათ ^_^ ველი შეფასებას და კრიტიკას :D




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent