შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (11)
მეორე დილას ალექსანდრეს დედა აეროპორტში წავიყვანეთ და გავაცილეთ. გვითხრა, რომ ჩამოსვლის წინა დღეს აუცილებლად დამირეკეთ რომ გემრიელი სუფრა დაგახვედროთო, შემდეგ კი მე და ლილეს გამოგვხედა და გვითხრა რომ უჩვენოდ ბიჭებს სახლში არ შეუშვებდა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით... თუმცა მითხრა, რომ ჩამოსვლისთანავე გამოყევი ალექსანდრეს და შენი მშობლებიც ჩვენთან დაპატიჟე ერთმანეთი რომ გავიცნოთო. დედასავით თბილად დამემშვიდობა, შემდეგ კი ყველას გემრიელად ჩაგვეხუტა და წავიდა. -დღეს რა ვქნათ? - ინტერესით იკითხა ლილემ. -ქალაქში გავისეირნოთ და დავათვალიეროთ - მხრები აიჩეჩა ერეკლემ. -ალექსანდრე, მინდა დედაშენს რამე სუვენირი ჩავუტანო აქედან - ხელზე მსუბუქად დავექაჩე და ყურში ვუჩურჩულე. ტუჩის კუთხე ჩატეხა და ეშმაკური თვალებით გამომხედა. -თავს აწონებ სადედამთილოს? - მკითხა და ახარხარდა. -ოოო... - იდაყვი გავკარი და დაბღვერილმა მზერა ავარიდე. -რა საყვარლად იბუსხები - თბილად გამიცინა და გულში ჩამიკრა. -მე და ლილე წავალთ... - ვუპასუხე მოკლედ - ლილე ხო წამოხვალ? - მისკენ მივატრიალე თავი. -სად? - მომაჩერდა ინტერესიანი მზერით. -საჩუქრები და სუვენირები ვიყიდოთ -მშვენიერი იდეაა! - მიპასუხა კმაყოფილმა და მხიარულად შემოკრა ტაში. -თქვენი ავტოგრაფი შეიძლებაა?! - უეცრად სამი გოგო მოგვვარდა და აჟიტირებულები ალექსანდრეს გარშემო დადგნენ. -ჩემი? - გაეცინა ალექსანდრეს. -აუ კი რაა... ამაზე მოგვიწერეთ ხელი... - ხელში რაღაც ჟურნალები ეჭირათ და ის გაუწოდეს. როდესაც მათი მზერა დავაფიქსირე საშინლად ვიეჭვიანე. პირდაპირ თვალებით ჭამდნენ ალექსანდრეს. წარბები უკმაყოფილოდ შევკარი და ჩემი თავის დაწყნარება დავიწყე სათითაოდ რომ არ გამეჩეჩა სამივე. -სურათი შეიძლება? - ჰკითხა ერთმა პრანჭვით. იმ ჟურნალს დავაკვირდი ხელში რაც ეჭირა და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. ყდაზე ჩემი და ალექსანდრეს სურათი იყო, სანაპიროზე გამოვიდა და ვკოცნიდი. სათაური კი მყიდველებისთვის ნამდვილად დამაინტრიგებელი მოეფიქრებინათ: „მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული სერფერი და მისი შეყვარებული... დეტალები მოდელისა და სპორტსმენის პირად ცხოვრებაზე“. „რა დეტალები უნდა ეწეროს აქ? ან რა იციან რომ მოდელი ვარ...“ - გავიფიქრე ჩემთვის. იმის გარკვევა ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ, რომ მოდელი ვარ... ბოლო-ბოლო მოდის სამყაროში დიდი პოპულარობით ვსარგებლობ. ალბათ ათასი ტყუილითა და ჭორებით ამოავსებდნენ სტატიას, რათა მკითხველი მიეზიდათ. ალექსანდრესაც შევატყვე როგორი ინტერესიანი მზერით მიჩერებოდა ჟურნალის გარეკანს. უცნობი თაყვანისმცემლის კითხვა რომ გაიგო მე გამომხედა. „მე მეკითხება რა ქნას?!“ - გაოცებულმა შევხედე, თუმცა შემდეგ ისევ ბრაზი შემომაწვა, როდესაც ის პრანჭია გოგო კისერზე ჩამოეკიდა და სელფების გადაღება დაიწყო. -მეჩქარება გოგოებო... უკაცრავად უნდა წავიდე - თავაზიანად დაემშვიდობა სამივეს და მათგან თავი დაიხსნა. -დაგვინდეე... - განაზებული ტონით თქვა ბაჩომ და ახარხარდა. -ეს ნახე რა! ჟურნალის ყდაზე რომ გამოჭიმულხარ... - სიცილით დაამატა ერეკლემ. -წამო ვიყიდოთ ეგ ჟურნალი, მაინტერესებს რეები იბოდიალეს ამათ პირად ცხოვრებაზე - აროხროხებულმა ბაჩომ ნაბიჯს აუჩქარა და მანქანისკენ გაემართა. -რამ გაგაბრაზა ჩემო პატარა? - ცალი ხელით ტანზე მიმიხუტა ალექსანდრემ და ყურში თბილად მიჩურჩულა. -არაფერმა - მოკლედ მოვუჭერი და მოხვეულ ხელზე დავეჯაჯგურე რომ მომეშორებინა. -როგორი ეჭვიანი მყავხარ... - გამიცინა და კისერში ხმაურიანად მაკოცა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და გული ამიჩქარდა, თუმცა სახის გამომეტყველება არ შემცვლია. -არ მიეჭვიანია - უტიფრად ვიცრუე და მის ხელზე ჯაჯგურს მოვეშვი, მაინც არ გამიშვებდა. -ვიცი რომ იეჭვიანე და ნუ უარყოფ - მიჩურჩულა და წელზე მოხვეული ხელის თითები აათამაშა. შიგნიდან სულ ავხურდი და ხმის ამოღება ვეღარ შევძელი. კმაყოფილმა ჩაიცინა, შემდეგ კი მანქანის კარი გამიღო და ყველა იქ ჩავსხედით. გზაში ის ჟურნალი ვიყიდეთ, სადაც ჩემსა და ალექსანდრეზე ეწერა. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაზვიადებულად ჰქონდათ აღწერილი. ქორწილზეც კი მსჯელობდნენ!.. სავარაუდო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ რომელ ქალაქში, სად და როგორ ქორწილს გადავიხდიდით!.. ამაზე ყველამ ბევრი ვიცინეთ... ბავშვები შევთანხმდით, რომ საჩუქრების საყიდლად გავსულიყავით და ამიტომ ჩვენ-ჩვენს ოთახებში ავედით მოსაწესრიგებლად. ჟურნალი საწოლთან ტუმბოზე დავდე და ტანსაცმელების არჩევას შევუდექით. -დეა... აქამდე ვერ მოვახერხე ნორმალურად დაგლაპარაკებოდი და ამიხსენი ერთი რამდენიმე ღამე ოთახში რომ არ იყავი სად ბრძანდებოდი?! - მკითხა ეშმაკური ტონით. -ალექსანდრესთან ერთად ვიყავი - ვუპასუხე მოკლედ. -აჰაა... მე მეუბნებოდი თოკასთან დაწოლა უკვე მოასწარიო და შენ თვითონ რას შვრები?! - ახარხარდა ბოლო ხმაზე. -ცუდს არაფერს - შევუბღვირე და მაშინვე გავაჩუმე. ამ დროს მობილურზე დამირეკეს. ნომერს დავხედე და დედაჩემის სახელი რომ გამოჩნდა სიხარულისგან სახე გამებადრა. -დეე! როგორ ხარ?! - ვკითხე მონატრებულმა და პარალელურად ტანსაცმლები საწოლზე დავყარე შესარჩევად. -კარგად. როგორ ისვენებ? - მკითხა უცნაური ტონით. -ამმ... ყველაფერი ძალიან მაგარია - ვუპასუხე ოდნავ დაეჭვებულმა. -დღეს დილით იცი რა გამოაცხადეს ტელევიზორში? და არა მარტო ტელევიზორში... ინტერნეტშიც, ჟურნალებშიც და გაზეთებშიც... -არა. რა გამოაცხადეს? -სერფინგის ჩემპიონატის გამარჯვებული და მისი შეყვარებული - ირონიულად ჩაიცინა და დაამატა - მამაშენმა რომ ნახა კინაღამ გადაირია... რა ხდება აგვიხსენი -რა ხდება და ჩემი შეყვარებულია - ვუპასუხე ფრთხილი ტონით. -ეგ გავიგე უკვე, მაგრამ კიდევ რამდენ ხანს აპირებდი დამალვას? ხვალიდან ალბათ უკვე თქვენს ქორწილს დაგეგმავენ ეს ჟურნალისტები! - მითხრა უკმაყოფილო ტონით. -კარგი რაა... ხომ იცი რომ ყველაფერს აზვიადებენ. აქ გავიცანი და თქმასაც ვაპირებდი ამ დღეებში იმიტომ, რომ დედამისმა ჩემთან ერთად სტუმრად დაგპატიჟათ - ავუხსენი და თან ფერების შეხამებას შევუდექი. -ეჰ... კარგი, კარგი, მაგრამ ახლა მომიწევს მამაშენი დავამშვიდო, რომ ჯერ არ თხოვდები - გაეცინა და ხმაც საგრძნობლად დაუთბა. -თუ გინდა მე დამალაპარაკე - შევთავაზე სახეზე ღიმილშეპარულმა. -ახლა სახლში არაა... წასვლამდე დამიბარა გაარკვიე რა ხდება და საღამოს რომ მოვალ მითხარიო. -ააა... კარგი აბა შენ იცი მაშინ. უთხარი რომ არ ინერვიულოს - ვუპასუხე, შემდეგ კი დავემშვიდობე და მობილური ტუმბოზე დავდე. თვალწინ მამაჩემი დამიდგა და გამეღიმა. პატარა რომ ვიყავი სულ მეუბნებოდა, იცოდე რაც შეიძლება გვიან გათხოვდი, თორემ ჩემი ერთადერთი პრინცესის გარეშე ვერ გავძლებო. გათხოვება კი არა, აქაც ძლივს გამომიშვა როდესაც წარმოიდგინა, რომ დიდხანს ვეღარ მნახავდა. ძალიან მომენატრები და მალე დამიბრუნდიო... სულ მანებივრებდა და ყველა სურვილს მისრულებდა. დედა რომ მეტყოდა დაიძინეო თვითონ ჩუმად შემომეპარებოდა ხოლმე ოთახში და შუაღამემდე ჩემთან ჩახუტებული მუტლფილმებს უყურებდა. შემდეგ დაღლილობისგან მეძინებოდა, თვითონ კი მხოლოდ მას შემდეგ მიდიოდა, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ დილამდე არ გამეღვიძებოდა. ასეთი საყვარელი მამიკო მყავდა... ერთადერთი შვილზე გიჟდებოდა და მის გარეშე ყოფნა არ უნდოდა. ბევრჯერ უთქვამს დანანებით - ვინმე რომ შეგიყვარდება ან გათხოვდები მერე ჩემთვის დრო აღარ გექნებაო... ბავშვები გეყოლება გასაზრდელი და ქმარი მისახედიო. ძალიან შორს წავედი ფიქრებში. თავი გავაქნიე და საბოლოოდ ვარჩიე წელზე მომდგარი, ფრიალა სარაფანა ჩამეცვა. ბიჭებს შევხვდით და საყიდლებზე წავედით. დრო ძალიან მხიარულად გავატარეთ, ბევრი ვისეირნეთ და კარგი საჩუქრებიც ავარჩიეთ. ჩემი დაკვირვებების თანახმად, ალექსანდრეს დედას ძალიან მოსწონდა უცხო სამკაულები. ამიტომ გიშრის ულამაზესი ყელსაბამი, სამაჯური და საყურეები ვუყიდე. არ ვიცი მოეწონებოდა თუ არა, თუმცა ვიმედოვნებდი რომ ასე იქნებოდა... სასტუმროში გვიან დავბრუნდით. სიარულით დაღლილი პირდაპირ საწოლზე დავენარცხე და თვალები დავხუჭე დასაძინებლად, როდესაც ჩემი მობილურის ხმა გავიგე. ბალიშიდან თავის აწევა ძალიან მეზარებოდა და უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე. -გასკდა გოგო ტელეფონი რეკვით... არ უპასუხებ? - მკითხა ლილემ. -ჰოო ახლავე - ზლაზვნით დავწვდი მობილურს და ნომერს არც დავხედე ისე მივიდე ყურზე - გისმენთ... -გამარჯობათ. გვიან ხომ არ გაწუხებთ? - მკითხა ვიღაც ქალმა, საშუალო ხნისას გავდა. -ამმ... არა. ვინ გნებავთ? - ვკითხე გაკვირვებულმა. -დეა ყიფიანი თქვენ ბრძანდებით ხომ? -დიახ... -ერთ-ერთი ჟურნალის ყდაზე გიხილეთ... მილანში მოდის კვირეულზე გეპატიჟებით. ჩვენს ერთ-ერთ დიზაინერს სურს, რომ მისი სამოსი მოირგოთ... - მითხრა მშვიდი ტონით. მილანში? მოდის კვირეულზე? ვერ წარმოვიდგენდი ამას ასე მალე თუ მივაღწევდი. პირდაღებული ხმის ამოღებასაც ვეღარ ვახერხებდი უკვე. -თუ თანახმა ხართ დეტალები გვექნება შესათანხმებელი... -კი, თანახმა ვარ... -ძალიან მიხარია!.. როდის შეძლებთ გასაუბრებაზე მოსვლას? -ზუსტად არ ვიცი... - ვუპასუხე ყოყმანით. -იცით რა ვქნათ, მაშინ... ამ ნომერზე დამირეკეთ უახლოესი 3 დღის განმავლობაში და თარიღზე შევთანხმდეთ კარგით? -კი არაა პრობლემა - კმაყოფილი დავეთანხმე და დავემშვიდობე. -რა მოხდა? - მკითხა ლილემ ინტერესით. -გოგო მილანის მოდის კვირეულზე რომელიღაც დიზაინერს უნდა რომ მისი ტანსაცმელი ჩავიცვა... ჟურნალის ყდაზე გნახაო - გაოცებულმა ჩამოვარაკრაკე. -მართლა?! ვუჰუუუ!! აუუ ძალიან მაგარია! გილოცავ! - ფეხზე წამოხტა და ისე ჩამეხუტა კინაღამ დამახრჩო. -ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე ხომ იცი! - გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი. -კიი აუცილებლად... როდის უნდა მიხვიდე? -არ ვიცი... ჯერ ალექსანდრეს მშობლებს შევხვდეთ და მერე მოვიფიქრებ. 3 დღეში დამირეკეო... ზეგ ხომ მივდივართ აქედან? -კი, დილის 7 საათზე გადის თვითმფრინავი პარიზისკენ. -ალექსანდრეს უნდა ვუთხრა!!! - წამოვიძახე უცბად. -ანუ ისევ მარტო ვიძინებ - ახარხარდა ლილე. -რას გულისხმობ? -ალექსანდრესთან რომ შეხვალ აღარ გამოხვალ ხვალ დილამდე. აბა წარმატებები და არ იმაიმუნოო! - კისკისით გამიღო ოთახის კარი და თავით მანიშნა შეგიძლია გაბრძანდეო. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი იმას, რომ მალე მილანის მოდის კვირეულზე ტანსაცმელს წარვადგენდი. ტანსაცმელი კი არა იმაზე ვფიქრობდი ჩვენებაზე დასწრებას თუ მოვახერხებდი, ახლა კი აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მონაწილე მე ვიყავი! სირბილით მივედი ალექსანდრეს ოთახის კართან და ხმაურიანად შევაღე, რადგან დარწმუნებული ვიყავი ჯერ ისევ ეღვიძებოდა. -ალექსანდრეე!!!! - მწოლიარეს დავახტი თავზე და მზერა გავუსწორე. -რა ხდება? - მკითხა სიცილით. -მილანში დამპატიჟეს მოდის კვირეულზეე!!!! ერთ-ერთ დიზაინერს უნდა რომ მისი ტანსაცმელი ჩავიცვა! - პატარა ბავშვივით ვახარე და ხელები ჰაერში ავაფრიალე. -მართლა? ძალიან მაგარია გილოცავ ჩემო პატარაა! - მიპასუხა სახეგაბადრულმა და ჩამეხუტა. -იცი როგორ მიხარია?! - არ გავჩერდი და ისევ გავაგრძელე ტიტინი - მითხრეს რომ გასაუბრებაზე უნდა მოხვიდეო და 3 დღეში შეგვითანხმდიო... -როდის უნდა ჩახვიდე? - მკითხა ინტერესით. -ჯერ დედაშენთან უნდა ჩავიდეთ... და მერე მოვიფიქრებ არ ვიცი ზუსტად - მხრები ავიჩეჩე და ისე ვუპასუხე. -სანამ დედაჩემთან ჩავალთ და მოიფიქრებ, მანამდე შემომეჭმები... - თვალებში ჭინკები აუთამაშდა, ზემოდან დამჯდარი გვერდზე გადმომაგდო და თვითონ მომექცა ზემოდან, მკლავებში მომიქცია და ტუჩებზე მეცა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მუცელში ვიგრძენი როგორ დატრიალდა მწველი ქარიშხალი. სრულიად მოვდუნდი, ხელები კისერზე მსუბუქად მოვხვიე და მეც ავყევი. გამოლევამდე მკოცნიდა, შემდეგ კი ალერსი შეანელა და ყოყმანით მომშორდა. ასეთ „თავდადებულ“ საქციელზე გამეღიმა და გულში სითბო ჩამეღვარა... კიდევ კარგი ხვდებოდა, რომ ასეთ სიტუაციებში მე ვერ შევეწინააღმდეგებოდი. უბრალოდ ზედმეტად ვითიშებოდი, მისი ალერსი ზედმეტად მიზიდავდა და გაჩერების სურვილი და ძალა მეკარგებოდა. ულამაზესი ჰავაის დატოვება არც ერთს არ გვინდოდა, თუმცა დიდხანს ვეღარ დავრჩებოდით - მილანის მოდის კვირეული მალე იქნებოდა და მანამდე დიზაინერთან გასაუბრებაზე ვიყავი წასასვლელი. ალექსანდრეს დედამ თბილისის სახლში დაგვპატიჟა. ასე მითხრა სამშობლო მოგენატრებოდაო, თან შენი მშობლებიც უფრო ადვილად შეძლებენ აქ მოსვლასო. სამომავლოდ კი, რა თქმა უნდა, ათასნაირი გეგმები განიხილა ჩემთან ერთად. შემდეგ კი მიხვდა, რომ ტელეფონზე ზედმეტად დიდხანს მელაპარაკებოდა და დამემშვიდობა. -შენმა მშობლებმა იციან რომ უნდა მოვიდნენ? - მკითხა ალექსანდრემ, როდესაც თვითმფრინავიდან გადმოვედით და თან ბარგი აიკიდა. -კი, ვუთხარი და აუცილებლად მოვალთო - ვუპასუხე მოკლედ. -ბიჭო, ტაქსები საით არიან? - ხვნეშით იკითხა ბაჩომ. -აქვე იქნებიან - უპასუხა თოკამ. -ჩვენ სახლში ბარგს დავყრით და მერე გამოვალთ კარგი? - გვითხრა თოკამ და ლილეს გვერდზე ამოუდგა. -კი არაა პრობლემა - უპასუხა ალექსანდრემ, შემდეგ კი ერეკლეს და ბაჩოს მიუბრუნდა - ბიჭო თქვენც გადით სახლებში არ გირჩევნიათ? -კიი, თორემ დარწმუნებული ვარ მერე ძალიან დამეზარება - სახე დაჭყანა ერეკლემ. -ჰო... წავალთ და მალე მოვალთ. ეგრევე გამოვქანდებით - დაემოწმა ბაჩო. -დროებით აბა და მალე მოვალთ - გადამკოცნა ლილემ და თოკას გაყვა. ალექსანდრემ ტაქსი გააჩერა, ბარგი მანქანაში ჩააწყო და მძღოლს სახლის მისამართ უკარნახა. თბილისი მომნატრებია... თვალებგაფართოებული ვუყურებდი მონატრებულ ქუჩებს და მეც მიკვირდა რატომ მიხაროდა მათი ნახვა. ალბათ ყველას ასე მოსდის... იძახიან საქართველოდან უნდა წავიდეო და როცა მიდიან შემდეგ აქ ჩამოსვლა უნდათ. ასეთები ვართ ქართველები და ამას ვერ შეცვლი... მანქანა ქალაქის გარეუბანში ულამაზესი კერძო სახლის წინ გაჩერდა. -მოვედით - გამიღიმა ალექსანდრემ, კარი გამიღო და შემდეგ ბარგი გადმოალაგა. -მეც წამოვიღებ რამეს, მომეცი... - ვუთხარი და ჩემი ჩემოდნისკენ გავწიე ხელი, თუმცა აღება ალექსანდრემ დამასწრო. -შენი წონის ჩემოდანია, როგორ უნდა წამოიღო - გამიცინა, ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და სახლისკენ გაემართა. ........ ვიციიიი ძალიააანნ ცუდად მოვიქეციი ამდენი ხანი რომ გალოდინეთ. ბოდიში ბავშვებო, უბრალოდ ეს კვირა საგიჟეთი მქონდა პირდაპირი მნიშვნელობით... ასე აღარ დავიგვიანებ, დაგიბრუნდით! მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.