შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (8)


21-05-2016, 14:37
ავტორი ანკა
ნანახია 7 781

-შენი და ჰარის გარეშეც მივხედავ საქმეს უილ! - დაიგრგვინა გაბრაზებულმა.
-მგონი დახმარება დეას შევთავაზე და არა შენ - უპასუხა და დამცინავად ჩაიცინა.
-თოკა ბიჭებთან წადი კაი? მე და დეა სასტუმროში დავბრუნდებით - თქვა ლილემ და თვალები დამიბრიალა მალე წამოდიო.
-რა პონტში მელაპარაკები ეგეთი აგდებული ტონით ჰა?! - გაღიზიანდა თოკა. ბარმენს აშკარად გამომწვევი თვალები ჰქონდა, თუმცა ისიც ეტყობოდა, რომ თოკასი ეშინოდა.
-თოკა დამშვიდდი - მაშინვე ლილე მივიდა მასთან დასამშვიდებლად, მე კიდევ უილისკენ დავიძარი.
-უილ, მადლობა მაგრამ არ მინდა - ვუპასუხე თავაზიანად და გავუღიმე.
-მოიცა, მოიცა... და შენ თავი ვინ გგონია? - არანაკლებ გაბრაზებულმა უილმა ჩემი ნათქვამი დააიგნორა და თოკასკენ წავიდა.
-რა ბავშვებივით იქცევით! - დაიყვირა გაბრაზებულმა ლილემ, თუმცა არც ამან გაჭრა. ბიჭები ჩვენ აღარ გვისმენდნენ.
-განახო ვინ ვარ?! დაგანახებ რა პრობლემაა! თან ისე რომ მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდება! - განრისხდა თოკა.
-ლილე, გამო აქეთ - შეშინებულმა დაქალს ხელი ვტაცე და გვერდზე გამოვწიე.
-თავი მაგარი გგონია? - ისევ გამომწვევი ტონით ჰკითხა უილმა.
-უილ! წადი გთხოვ! - ვუთხარი გამაფრთხილებლად.
-არ ინერვიულო დეა, აქ დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ - ცალი თვალით გამომხედა და ისე მიპასუხა.
-სიტყვები შეარჩიე შე ნაბ***არო!! - უღრიალა გაცეცხლებულმა თოკამ. ამის გაგებაზე უილმა მას მარჯვენა მუშტი მოუქნია და სახეში გაარტყა. მე და ლილემ შიშისგან ვიკივლეთ. ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვახერხეთ, როდესაც უილმა თოკასგან საპასუხო მუშტი მიიღო. ისე დაბარბაცდა კინაღამ წაიქცა.
-თოკა, გაჩერდი გთხოვ! - შეეხვეწა ტირილის პირას მყოფი ლილე.
-რა იყო გოგოების დაცვა გჭირდება? - ავხორცად ჩაიცინა უილმა და თოკასგან კიდევ ერთი დარტყმა მიიღო.
-ეე ეე რახდება აქ? - შორიდან ალექსანდრეს ხმა გავიგე და გულზე მომეშვა. ამ დროს უილი თოკასკენ დაიძრა, თუმცა მან ხელი საყელოში ჩაავლო და ძირს დააგდო.
-თოკა მოეშვი! - დაიძახა ბაჩომ. სამივე აქეთ მორბოდა. ამასობაში დაგდებულმა უილმა კიდევ ერთი მუშტი გაუქანა თოკას.
-ნორმალურები ხართ? გოგოებს რას აყურებინებთ! - გაბრაზებულმა ერეკლემ თოკას ხელები მოკიდა და უილს მოაშორა.
-ძაან გაბლატავებულია და ადგილზე მოსმა უნდა ამ ნაბ****ს! - დაიგრგვინა გაბრაზებულმა.
-ერთი-ერთზე რომ ვიყოთ განახებდი ვინ ვის ასწავლიდა ჭკუას! - დაემუქრა უილი.
-წადი შენი დ**...! - სათქმელი აღარ დაამთავრა ისე შეეპასუხა და ერეკლესგან თავი გაითავისუფლა. უილი ალექსანდრეს და ბაჩოს ყავდათ დაჭერილი, რადგან გაგულისებული თოკასკენ იწევდა დასარტყმელად.
-უილ აღარ დაწყნარდები?! - დაიგრგვინა ალექსანდრემ ცივად და ტანზე ეკლებმა დამაყარეს.
-დავაი იდი ნა ხ** რა! - ბაჩოს ხელებიდან მუშტი გაანთავისუფლა და ალექსანდრეს მოუქნია. იმდენად მოულოდნელი იყო ყველასთვის ეს დარტყმა, რომ ერთწამს გავშეშდით.
-როგორც ჩანს თოკას შელამაზება არ გეყო! - უპასუხა და მანაც მუშტი დაარტყა. აბა ხომ არ შეარჩენდა... უილი იმდენად დაბარბაცდა, რომ რამდენიმე წამი ერთ ადგილას გაშეშებული იდგა. -გაგიმართლა რომ არაკაცი არ ვარ და ამდენი ერთს არ დაგესევით, მაგრამ გირჩევია ამის მერე თვალში ზედმეტად არ მომხვდე! - გააფრთხილა ავისმომასწავებელი ტონით და ჩემკენ დაიძრა.
-ინანებთ ბიჭებო! აუცილებლად! - შეეპასუხა და ცხვირიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა.
-აბა შენ იცი - დამცინავად უპასუხა ბაჩომ.
-დაამთავრეთ და წამოდით! - დაიგრგვინა ალექსანდრემ, თან ხელი წელზე მომხვია და წინ მიბიძგა. ლილე მაშინვე თოკასთან მივიდა და დანარჩენებიც წამოვიდნენ.
-თოკა, ტუჩიდან სისხლი მოგდის! - თქვა შეშინებულმა ლილემ.
-არაუშავს გამივლის... - უპასუხა მოკლედ და თან მიიხუტა - გაცივდები ლილე! - თქვა უკიდურესად უკმაყოფილო ტონით.
-რა მოხდა არ იტყვით? - იკითხა ერეკლემ.
-მოვიდა და დიდ გულზე მყოფმა ზედმეტი ტლიკინი დამიწყო. ხოდა რაც ეკუთვნოდა ისიც მიიღო - მოკლედ ახსნა თოკამ.
-ეგეთ იდიოტებს კაცობა როგორ უნდა მოსთხოვო - ჩაილაპარაკა ბაჩომ.
-ალექსანდრე, სახე დამანახე სისხლი ხომ არ მოგდის? - ავხედე და მარჯვენა ხელის თითები ნიკაპზე ჩამოვუსვი.
-არა, არ ინერვიულო - შუბლზე მაკოცა და სიარული განაგრძო.
-როცა გითხარი დამშვიდდითქო უნდა დაგეჯერებინა! - თქვა ნერვიულობისგან ტირილის პირას მყოფმა ლილემ.
-ლილე რა უნდა დამეჯერებინა?! ტიპი მოვიდა და დამარტყა! მშვიდად უნდა ვმდგარიყავი? - შეეპასუხა აღშფოთებული თოკა.
-თავიდანვე არ უნდა დაგეწყო ეგეთი ტონით ლაპარაკი - მოკლედ მოუჭრა ლილემ.
-დაიკიდე რა... მთავარია ახლა ყველაფერი კარგადაა - თბილად უპასუხა და ცხვირზე თითი დაკრა. ლილეს ისევ დააცემინა. - აუუ... გაცივდებითქო ხო გითხარი არა?! - აბუზღუნდა თოკა.
-ახლა არ დაიწყო ისევ თავიდან - ხელი მობეზრებულად აიქნია ლილემ.
-ვაიმეე გვრიტებო პირველი ჩხუბი?! - ახარხარდა ბაჩო და დაძაბულობაც წამში გააქრო. თოკასაც გაეხსნა მოღრუბლული სახე და ლილემაც გაიღიმა.
-აუ აი გეყოლება შენც შეყვარებული და ნახავ მერე რამდენს გეღადავები - სიცილით გააფრთხილა ძმაკაცი.
-მე ერეკლე მყავს, სულ არ მინდა არავინ! - ძმაკაცს ხელი გადახვია და თვალები აუპაჭუნა.
-ეე დავაი ახლა - გაეცინა ერეკლეს და ბაჩო მოიშორა.
-რა დამპლები ხართ ყველამ მიმატოვეთ - ვითომ შეიცხადა ბაჩომ და შემდეგ მე და ალექსანდრეს მოგვიახლოვდა.- დეა არის ჩემი ერთგული - ხელი გადამხვია და ალექსანდრეს მომაშორა.- ხო ხარ? - დაამატა რამდენიმე წამში.
-კი აბა რა - სიცილით დავეთანხმე და ალექსანდრეს გავხედე. ტუჩის კუთხე ჰქონდა ჩატეხილი და თვალებში მიყურებდა. აი ის თვალები ჰქონდა მე რომ ვუთხარი „ჩემთან არ გაგივათქო“. ვაღიარებ რომ მშვენივრად „გასდიოდა“... კინაღამ ქვას ფეხი წამოვკარი მისი ყურებით, თუმცა მალევე შევნიშნე და ვერავინ მიხვდა. მხოლოდ ალექსანდრემ შეამჩნია და ჩაიცინა, მე კიდევ თვალები დავუბრიალე ჩუმად იყავითქო.
სასტუმროში რომ მივედით ჩვენთან ვიღაც ქალი მოვიდა.
-ალექსანდრე რომელია თქვენგან? - იკითხა და თვალი მოგვავლო.
-მე - უპასუხა მან და წელზე მოხვეული ხელის თითები აათამაშა. ჟრუანტელმა დამიარა და გული ამიჩქარდა. იდაყვი მსუბუქად გავკარი გაჩერდითქო და ეშმაკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე, თან იმ ქალის მოსმენა განაგრძო.
-როგორც მითხრეს შეჯიბრში იღებთ მონაწილეობას. მთელი დღეა თქვენ გეძებთ... - შეწუხებული სახე დაუმშვიდდა და ისე უპასუხა - რაღაც მონაცემებია ჩასაწერი წამობრძანდით... - წავიდა და ყველა გავყევით.

შეჯიბრი 4 დღეში იყო დანიშნული. ჯერ ქალები იქნებოდნენ, მათ შემდეგ კი კაცების დაიწყებოდა. რაც აინტერესებდათ ყველაფერი ჩაინიშნეს და შემდეგ უკან გამოგვიშვეს.
ლილე იმ საღამოსვე ცუდად გახდა. მაღალი სიცხე ჰქონდა და თავს სუსტად გრძნობდა. ბიჭები არ გამიღვიძებია, შუაღამე იყო... დაქალის მოვლა ჩემს თავზე ავიღე და მთელი ღამე თავთან ვეჯექი. მეორე დღეს უკეთესად იყო... შუბლზე დადებულმა საფენებმა უშველეს და გამთენიისას ჩაეძინა. სრულიად ენერგია გამოცლილმა ლილე თოკას მივანდე და დასაძინებლად ჩემს საწოლზე გავიშოტე, თუმცა მანამდე ზუსტად ავუხსენი როდის რა უნდა გაეკეთებინა და ორჯერ გავაფრთხილე თუ რამე მოგინდება აუცილებლად გამაღვიძეთქო.
შემდეგ დღეს ლილე უკეთესად იყო, წამლებით სიცხეს ვურეგულირებდი და თავს კარგად გრძნობდა, თუმცა ოდნავ სუსტად იყო.
ეს დღეები ჩემთვის კოშმარს გავდა. ალბათ ალექსანდრესთვისაც, თუმცა ჩემთვის უფრო მეტად. დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე გაუჩერებლად ვარჯიშობდა. მასზე ვნერვიულობდი ზედმეტად არ გადაღლილიყო... აუცილებლად უნდა ევარჯიშა, თუმცა შეჯიბრისთვის ენერგია ხომ უნდა ჰქონოდა.
შეჯიბრის წინა დღეს ექვსის ნახევარზე ავდექი და სასადილოში ჩავედი ალექსანდრეს სანახავად. ლილეს მშვიდად ეძინა და ამიტომ ჩუმად გამოვიხურე ოთახის კარი. როგორ მენატრებოდა მისი სურნელი და კოცნა. საყვარელი ყავისფერი თვალები სულ რაღაც ერთი დღე იყო რაც არ მენახა და უკვე ძალიან მენატრებოდა. მისი საყვარელი შოკოლადის კრუასანები ავიღე, ორი ანანასის წვენი და მაგიდასთან დავჯექი. რამდენიმე წუთს ველოდე, თუმცა როგორც ჩანდა ან უკვე წასული იყო სავარჯიშოდ, ან ჯერ კიდევ ეძინა... ფოდნოსი ხელში ავიღე და მისი ოთახისკენ წავედი. ჩუმად შევაღე კარი და მძინარე ალექსანდრე დავინახე. მობილური ძირს ჰქონდა გადმოგდებული და ხელიც საწოლიდან გადმოწეული ჰქონდა. ალბათ მაღვიძარამ დარეკა და გასაჩუმებლად მობილური ძირს დაანარცხა. უზარმაზარ საწოლზე იყო გაშოტილი და მშვიდად ეძინა. ფეხისწვერებზე დამდგარი მივედი ტუმბოსთან, ფოდნოსი დავდე და შემდეგ მობილურის ასაღებად დავიხარე. ეკრანი განათდა, რომ მაღვიძარას ისევ დაერეკა, თუმცა თითის დაჭერა მოვასწარი და საბედნიეროდ მანამდე გავაჩუმე სანამ ხმას ამოიღებდა. მობილური მეორე ტუმბოზე დავდე და ფანჯრიდან გადავიხედე. საინტერესო არაფერი არ იყო... უილს შავი სათვალეები ეკეთა და ტუჩი ოდნავ მოწითალოდ მოუჩანდა. ალბათ გაუსკდა, სათვალით კი დალურჯებებს მალავდა...
მალევე მომბეზრდა გარეთ ყურება და ალექსანდრეს ოთახს მოვავლე თვალი. იმაზე მეტად იყო არეული, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში მხვდებოდა ხოლმე. კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ალექსანდრე ზედმეტად იტვირთავდა თავს... უკმაყოფილოდ შევჭმუხნე წარბები და ძირს დაყრილი ტანსაცმელი ავიღე. გასარეცხები სარეცხ მანქანაში შევყარე, სუფთები კი კარადაში შევალაგე. იმდენად გავერთე ალექსანდრეს ოთახის ლაგებაში, რომ სანამ საწოლზე წამომჯდარი არ დავინახე მანამდე ვერ შევნიშნე რომ ეღვიძა.
-გიხდება საქმიანად კუსკუსი ჩემო პატარა - თბილად გამიღიმა და აჩეჩილი თმები ხელით გაისწორა.
-დიდიხანია გღვიძავს? - მაშინვე გვერდზე ჩამოვუჯექი, მზრუნველად ვკითხე და ცალი ხელით სახეზე მსუბუქად მოვეფერე.
-რამდენიმე წუთია... შენს ფუსფუსს ვუყურებდი - გაეცინა და ნაზად მაკოცა.
-ოთახი არეული იყო და ვიფიქრე დავალაგებთქო - ვუპასუხე მშვიდი ტონით და მეც ვაკოცე.
-რომელი საათია? - მკითხა შემდეგ და ოთახს თვალი მოავლო მობილურის სანახავად.
-შვიდი ხდება.
-უნდა ვივარჯიშო - დაღლილმა ამოიოხრა და თვალები მოისრისა.
-აუ არ ივარჯიშო რა... - ვთხოვე მუდარის ტონით და ლეკვის თვალებით შევხედე.
-5 წელია ხვალინდელი დღისთვის ვემზადები და მაინცდამაინც ბოლო დღეს აღარ ვივარჯიშო? - თბილად გამიღიმა და თმაზე წამეთამაშა.
-ერთი დღე უნდა დაისვენო, არ შეიძლება საკუთარი თავის ასე დატვირთვა - შევეპასუხე უკმაყოფილო ტონით.
-რა საყვარლად ბრაზდები - ჩაიცინა ალექსანდრემ.
-სერიოზულად გეუბნები, არ ვხუმრობ... დღეს დასვენება გაქვს - ვუპასუხე მყარად.
-კაი, როგორც შენ იტყვი - მომღიმარი დამთანხმდა და ჩემკენ დაიხარა. ძალიან ვნებიანად მაკოცა, ხელები წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. ვიგრძენი როგორ დამიარა ცხელმა ტალღამ მთელს ტანში და ავხურდი... გარე სამყაროს გამოვეთიშე. თითები თმებში შევუცურე და ჩემკენ მოვიზიდე, უფრო მჭიდროდ ავეკარი. ერთი დღე გავატარე მის გარეშე და უკვე უზომოდ მენატრებოდა. ხელები თეძოებზე ჩამოაცურა და მჭიდროდ ჩამავლო. სიამოვნებისგან ჩუმად ამოვიკვნესე და მეც მთელი ვნებით ვაკოცე. ალექსანდრემ თავის კალთაში ჩამისვა, ფეხები მის წელზე შემოვაწყვე, თვითონ კი ხელები წელზე ამოაცოცა. მაგიჟებდა... ხომ მხოლოდ მკოცნიდა და მეფერებოდა, თუმცა ესეც კი მართმევდა აზროვნების უნარს. როდესაც მისი ხელები საჯდომზე ვიგრძენი აღელვებამ მწვერვალს მიაღწია. მთელი ტანით მივეტმასნე და თმაზე ოდნავ ძლიერად მოვქაჩე. თვითონაც ამოიოხრა ბოხ ხმაზე და კოცნით კისერში ჩავიდა.
-დეა, რატომ მაგიჟებ? - მკითხა ჩახლეჩილი ხმით და არტერიაზე მწველი ტუჩები მომაკრო.
-მე? - ამოვიკნავლე ვნებისგან შეცვლილი ხმით და დაბინდული მზერა გავუსწორე.
-ხო... რატომ არ მეუბნები რომ გავჩერდე სანამ ზედმეტი მომივა? - მკითხა სუნთქვააჩქარებულმა და სურვილისგან ამღვრეული თვალებით შემომხედა. პასუხი ვეღარ გავეცი... - ხელი მაინც მკარი რომ გამოვფხიზლდე - დაამატა რამდენიმე წამში და ისევ ჩემკენ დაიხარა, ხელები კი წელზე ამოასრიალა და მისკენ უფრო ახლოს მიმიზიდა. კოცნისგან აწითლებულ ტუჩებზე ისევ მისი ტუჩები ვიგრძენი და თვალები დამეხუჭა. ძალიან ვნებიანად მაკოცა და ნელა მომშორდა. - არ მინდა გეგონოს, რომ ისე გიყურებ როგორც სხვა გოგოებს. ძალიან მინდა ჩემი გახდე, მაგრამ ჯერ ადრეა... ისე კარგი იქნება ასეთ მომენტებში თუ გამაჩერებ ხოლმე - მითხრა და ჩაიცინა, ნელ-ნელა ამღვრეული თვალებით დაუმშვიდდა.
-მშია რამე მაჭამე - მითხრა ცოტახანში და მოსაწ....ბული ხმით.
-კრუასანები მოვიტანე - ყოჩაღად წამოვხტი ფეხზე და ფოდნოსიდან ორი კრუასანი ავიღე.


............
ესეც შემდეგი თავი...

მაპატიეთ ბავშვებო, ვიცი რომ ცოტა პატარაა, მაგრამ დღეს ვერანაირად ვერ შევძლებდი უფრო დიდის დაწერას და არც მინდოდა რომ ახალი თავის გარეშე დამეტოვებინეთ...

ყველა ძალიან მიყვარხართ და იმედი მაქვს ისიამოვნეთ...



შემაყვარა ამ ისტორიამ თავი <3 კაი დღეს გაპატიებთ ამ პატარა თავს ოღონდ განმეორების გარეშე ხო სიხ ? :D

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან მაგარია ყოჩაღ <3 ვგიჟდები ამათზეეე <3 და შენზეეც ასე როო მახარეებ <3

 


№3  offline წევრი TeddyBear

და როგორც იქნა მოხვდა უილს ყბაში ჩემი თოკუნიასგან მერე კიდე ალექსანდრესგან wink ჩემი საყვარელი ლილე გაციებულა, არაუშავს სამაგიეროდ მოუვლის თავისი თოკუნა love აი ბაჩო რა... აი ეგ ადამიანი არის სისაყვარლე რასაც ქვია love ყველაზე თბილი და ტკბილი ნუ მასხარაც მარა რაც მთავარია ყველაზე კარგი love ერეკლეც ძალიან მომწონს, სერიოზული ტიპი ჩანს ასე თუ ისე ნუ ბაჩოზე სერიოზული მაინც ჩანს wink თან ფოტოში რო ვნახე ძაან სიმპო იყო და დამიპყრო მაგისმა "ვეფხვიანმა" ქუდმა wink თოკას და ლილეს წყვილი მართლა ძაან მათბობს ხოლმე love რაც შეეხება ალექსანდრეს და დეას, უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა ძაან ცეცხლოვანი წყვილია love და ეს ბოლო მომენტი უუუუხხხ რა ^______^ როგორ უნდა გააჩერო ესეთ მომენტში ეს ზესექსუალური ბიჭი ჰა ? თან რო ესე ვნებიანად გიჟუჟუნებს თვალებს. ვაიმე მარიამ გაჩერდი თორე რას იფიქრებს ხალხიიი wink მოკლედ ბოლო მაგარი მომენტი იყო love ჰმმ უილი ხო მიბეგვეს ახლა ჰარიკოს დროც მოვიდა. მაგასაც ველი ჰიჰი :დდ ისე უილი უფრო მიშლის ნერვებს ვიდრე ჰარი თუმცა მინდა რომ მაგასაც მოსდოს რომელიმემ wink ისე სერიოზული ბაჩო არ წარმომიდგენია რატომღაც wink ჩემი ბაჩუკი ფორევერ ელოუნი რო არ იყოს მე ვიქნები მაგასთან არ ინერვიულოს უთხარი მარა ეს ერეკლეც "უუუხ" ბიჭია ? wink მერვე თავი შეიძლება პაწუკა იყო თუმცა უსაყვარლესი პაწუკა იყო და ის მომენტი რო უილი მიიბეგვა საშინლად მომეწონა ასე რომ ეგ არაფერი wink მეცხრე თავს ველი ჩემო საყვარელო და იმედია არ დააგვიანებ თუმცა იმასაც ვხვდები რომ შეიძლება დრო არ გქონდეს love ამიტომაც როცა შენ მოგიხერხდება მაშინ დადე მე სულ გელი მოგელი love

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

მიყვარს ეს ისტორია wink love love

 


№5  offline მოდერი ანკა

სიყვარული არსებობს
შემაყვარა ამ ისტორიამ თავი <3 კაი დღეს გაპატიებთ ამ პატარა თავს ოღონდ განმეორების გარეშე ხო სიხ ? :D

:DDDD kii yvelanairad vecdebi gpirdebitt ❤❤❤❤
uchveulo
ძააან მაგარია ყოჩაღ <3 ვგიჟდები ამათზეეე <3 და შენზეეც ასე როო მახარეებ <3

Mec dzalian maxareb tkbilo❤❤❤didi madlobaa❤❤❤
sameone crazy girl
მიყვარს ეს ისტორია wink love love

Madloba sayvareloo dzalian mixaria rom mogwons❤❤❤

TeddyBear
Dzalian didi madloba sayvareloo rogor gamatbe amxelq aseti sayvareli komentarit ver warmoidgen❤❤❤es dgeebi ragac saqmeebi maqvs magram gpirdebit yvelanairad shevecdebi aseti patara agar davdo❤❤❤❤❤madlobaa miyvarxar dzalian❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შაოცრება ხარ მალე დადე

 


№7  offline წევრი isterichka123

გაგრძელე მაგარია გაგრძელე

 


№8  offline წევრი kora

მათბობ და მახარებ ასეთი გემრიელი და ზღვა დადებითი ემოციებით სავსე თავებით love უუხ, რა მაგარი ბიჭბი არიან ესენი ყველანი, უილს დამსახურბულად მოხვდა wink მომინდომა ბიჭმა მაგარი ტიპობა, შესაბამისად მიიღო ის რასაც იმსახურებდა! იმედია მისი მუქარა შეჯიბრზე არ აისახება sad უზომოდ ძალიან მინდა ალექსანდრემ მოიგოს love წინააღმდეგ შემთხვევაში დეას თხოვნა დაისვენოს და ბოლო ვარჯიშზე უარი თქვას მერე ისე არ გამოვიდეს, რომ მან თავი დაიდანაშაულოს... ნუ მოკლედ, იმ ვითომ მაგარი ტიპების ჯინაზე მინდა მოიგოს ალექსანდრემ love
ლილე როგორი საყვარელი გოგოა love თოკას მზრუნველობაზე და სიცხიანი ლილეს მოვლაზე სასიამოვნო სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა love
მასხარა და მუდამ მხიარული ბიჭები ერეკლე და ბაჩოც უზომოდ მომწონს love
მოკლედ, ბიჭებსაც და გოგოებსაც გიჟური და ცხელი დასვენება გამოუვიდათ love smile
სუპერ გოგო ხარ! მიყვარხარ ძალიან! love
--------------------
kira.G

 


№9 სტუმარი მიკა

ფოდნოსს სინი ჰქვია ქართულად,ავტორ. დაა თავები გაზარდე,რა:)

 


№10  offline წევრი anukiana008

ძაან მაგარი ხარ

ძალიან კარგი ისტორიაა!!

 


№11  offline წევრი gvanciii kereselidze

Vaimee dzaliann magarii iyoo
--------------------
G.ke

 


№12  offline მოდერი niako crazy

იეს, იეს, იეს მოხვდა "ილიკოს" ყბაში wink მგონი ყველაზე მეტად ეგ გამიხარდა. ეხლა ჰარის დაველოდები, ხო არ დატოვებს ამრტო მეგობარს, თვითონაც შეიფერადოს ცოტა სახე, არაფერი მოუვა. winked ისე მაგისი სახე კი მენანება შესალამაზებლად მაგრამ რას ვიზამთ no ჰოჰ, ნუ თავი იყო შოკი-მოკი. მერე რა რო პატარა იყო, სამაგიეროდ უმაგრესი. როცა დრო გექნება მაშინ დადე, ჩვენ ყველანი დაგელოდებით love ხოხ, ნუ ეხა ჩემს "ბაჩანაზე" და ერეკლეზე ლაპარაკი აღარაა, ისე მიყვარს ორივე. ოხ ეს თოკა და ლილე love გულს მითბობენ სასწაულად, შენ არ იცი როგორ მომწონს ორივე. მაგრამ რავქნათ რომ ჩემი გული უკვე დაკავებულია და ალექსანდრე შემიყვარდა sad ოთხივე ხომ ძალიან მიყვარს მაგრამ ეს ალექსანდრე რომ სხვაა, შენც ხო იცი. ეს ბიჭი არის რაღაც "აი". სულო და გულო ოდესმე რაც მინატრია, ყველაფერი ამ ბიჭშია გაერთიანებული. მოკლედ რა ბედია აქვს დეას რა, მშურს უკვე მისი angry მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ეს გოგო, ძალიან საყვარელიაა love როგორც იქნა მოვიდა შეჯიბრება. ვაიმე შენ არ იცი როგორ ველოდები გამარჯვებულს, ერთი სული მაქვს ვინ გაიმარჯვებს. ძალიან გთხვო ფუჭად არ ჩაიაროს ალექსანდრეს ამ შრომამ, თორემ ვიტირებ sad ეს ისტორიას რაც შეეხება, ეხლა შენზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას. აი შენ ხარ სასწაული, საუკეთესო, საყვარელი გოგო. შენ რომ ესეთი კარგი არ იყო ამ შესანიშნავ ისტორიას ვერ დაწერდი. ყველა ისტორიაში ჩანს რაღაც დოზით ავტორის სახე, და დარწმუნებული ვარ როგორც შენი ისტორიები შენც საუკეთესო იქნები. ძალიან შემაყვარე თავი და მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავს, აბა შენ იცი. წარმატებები love

 


№13  offline წევრი მოლურჯო

ანკა ანკა
გახსოვს ალბად რა მტრულად ვარ განწყობილი
შენს მიმართ
მაგრამ მაინც...
პროგრესი ჩანს
თან ძალიან დიდი უფრო და უფრო წინ მიიწევ
და უფრო და უფრო კარგად გამოგდის ისტორიები
ყველა თავი წავიკითხე
გადასარევი არაა...
მაგრამ...
ბევრად ჯობია შენს სხვა ისტორიებს
და მიხარია რომ აზრი შემაცვლევინე
და ცუდიდან კარგ კომენტარებზე გადმოვედი
წარმატებები
--------------------
მარიამი

 


№14  offline მოდერი ანკა

Dzalian didi madloba bavshvebo❤❤❤❤❤❤axla vnaxe yvelas komentari da ver warmoidgent rogor gamaxaret❤❤❤sauketesoebi da yvelaz3 tkbilebi myavxart!!!❤❤❤❤❤

სევდიანი გიჟი
ანკა ანკა
გახსოვს ალბად რა მტრულად ვარ განწყობილი
შენს მიმართ
მაგრამ მაინც...
პროგრესი ჩანს
თან ძალიან დიდი უფრო და უფრო წინ მიიწევ
და უფრო და უფრო კარგად გამოგდის ისტორიები
ყველა თავი წავიკითხე
გადასარევი არაა...
მაგრამ...
ბევრად ჯობია შენს სხვა ისტორიებს
და მიხარია რომ აზრი შემაცვლევინე
და ცუდიდან კარგ კომენტარებზე გადმოვედი
წარმატებები

Madloba❤❤❤mixaria rom azri shegecvala❤

 


№15 სტუმარი ელენეე

ყოჩაღ

 


№16  offline მოდერი ანკა

ელენეე
ყოჩაღ

Didii madlobaa❤❤❤❤❤❤❤❤

 


№17  offline წევრი BLACK TBILISI

როდის დადებ შემდეგს?

 


№18  offline წევრი ketia

ველით ვრცელ და კარგ გაგრძელებას

 


№19 სტუმარი lana

Ratom ardeb shemdeg tavs ?

 


№20  offline მოდერი ანკა

Saxlshi arvar bavshvebo... bodishit❤❤ shevecdebi dges davdo

 


№21 სტუმარი Ket

Dagvivickexo? Gelodebitttttt

 


№22  offline წევრი ketia

აბა დგეს დავდებო? გელოდებით

 


№23  offline მოდერი Eleniko13

სათაური არ მომწონს ძაან,
ბანალურია.
ისტორია კარგია.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№24 სტუმარი Mariam

Dea aleqsandres agijebs,shen ki me magijeb aset magar motxrobas rom wer,mivejachve da agar vcildebi iseti magari motxrobaa,dzalian momwons❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent