შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს ვენებში [1]


3-06-2016, 11:42
ავტორი Nude
ნანახია 3 269

ქუჩიდან წყნარი შხაპუნი ისმოდა, თითქოს ოთახში შემოჭრას ცდილობდა, რაღაც რუხი, უნუგეშო, უფორმო, რაღაც უფრო ნაღვლიანი, ვიდრე თვით ნაღველი... რომელიღაც შორეული, უსახო მოგონება, უსასრულო ტალღა, რომელიც მოვარდება იმის გამო, რაც ოდესღაც გამორიყა პატარა კუნძულზე, შემდეგ კი დაივიწყა, – ნამცეცი ადამიანისა, შუქისა, აზრისა.
ოთახის სითბო დაღლილობასთან ერთად აღწევდა მათ არსებაში. ჩრდილები წვებოდა. ფრთებს შლიდნენ. საყვარელი ოთახი... ღამე... ვიღაცის სახელი, რომლის შემყურე ლაპარაკობ და ლაპარაკობ.

* * *
– ნეტავ, მამა, როდის მოვა?! – ეკლებზე იჯდა ანაბელი, რასაც ჰქვია და ამასთან ერთად, ტუჩებს მთელი ძალიც კბენდა.
– დამშვიდდი, რა! არაფერს არ გეტყვის. დიდი–დიდი, არ გაგიშვას. – გაიცინა ნინომ, მაგრამ წამსვე შეიკავა თავი, რაღაც ზეციური ძალით.
– დედა! იმის მაგივრად, მამშვიდებდე და გვერდში მედგე, რას აკეთებ? – წყრომით გახედა მომღიმარს და თვითონაც რომ არ გაღიმებოდა, თავი საპირისპიროდ გაატრიალა.
– მომისმინე, ანაბელ. ამაზე მეტად, ვერანაირად დაგიდგები გვერდში. მე გიშვებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინია და ვიცი, ბევრს ვიდარდებ, მაგრამ იმის გამო არ ვფიქრობ ჩემ თავზე, შენ რომ გაგაბედნიერო. მამაშენი მონსტრი არ არის, იცი ეს, თუმცა თავისი 17 წლის ქალიშვილის მარტო ამხელა გზაზე გაშვება ძნელია მისთვის და მე მესმის მისი. – თბილად გაუღიმა დედამ, გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე დაადო.
ანაბელი ისევ მიხვდა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მიხვდა რომ დედამისი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც მართალი იყო, მაგრამ იმდენად ძლიერ უნდოდა წასვლა, იქ, სადაც უნდოდა, რომ თავს ვერაფერს უხერხებდა და მისდა უნებურად, მაინც იპყრობს ბრაზი მის სიტყვებზე, სულ ოდნავ.
– დედა, თბილისი, არც ისე შორს არის რაჭიდან.
– შეიძლება, მაგრამ მაინც დამაფიქრებელი წინადადებაა.
– დეე, გთხოვ, შენც უთხარი მამას რომ გამიშვას... არდადეგები დამეწყო რამდენიმე დღის წინ და მინდა, ცოტა ხნით, თბილისში წავიდე. ლილე მომკლავს, არ მიშვებენო, რომ ვუთხრა. – გაიცინა მან. – თან მის ქმარსაც არ ვიცნობ წესიერად და გაცნობა მინდა. თიკომ მითხრა, ძალიან კარგი ბიჭიაო.
– გაბრიელი, მე გავიცანი და მართლა ძალიან კარგი ბიჭია. თან, ყველაზე მაგარი ის არის, ცოლ–ქმარი, ორივე, ჯარში რომ მსახურობენ.
–ჰო, ეგ, ჰო. ვაიმე, ლილე და გათხოვება. წარმოგედგინა? – ბოლო ხმაზე გადაიკისკისა და ფანჯარაში გაიხედა იმის იმედით, რომ მამას მანქანას იხილავდა.
– ვერა, მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა. – აჰყვა სიცილში ნინოც.
– მე, ჩემს ოთახში ავალ და მამა რომ მოვა დამიძახე, მანამდე კი შენ შეაპარე. – თვალი ღიმილით ჩაუკრა და ოთახში ასასვლელი კიბეები ხტუნვა–ხტუნვით აიარა.
ბოლოს, მისი დაქალები, ლილე და თიკო, ერთი წლის წინ ნახა, დასასვენებლად რომ ჩამოვიდნენ ლილეს სახლში. ერთი დღეც კი არ გაჩერდნენ. მათ ქმრებს საქმე გამოუჩნდათ და რაჭიდან, როგორც მოულოდნელად ჩამოვიდნენ, ისე მოულოდნელად გაქრნენ. წესიერად ვერ მოასწრო გაბრიელის გაცნობა. მას შემდეგ, რაც ლილემ და გაბრიელმა მათ სახლში დაპატიჟეს, უარს ნამდვილად ვერ ამბობს წასვლაზე. მამა, არც ისე მკაცრია, მაგრამ მაინც ძალიან ფრთხილობს, გარკვეული და გაურკვეველი მიზეზების გამო, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ უგებს მას.
– ანაბელ, დე, მამა მოვიდა. – ქალის ხმასთან ერთად, მისი სიცილიც მისწვდა ყურთასმენას, რომელშიც აშკარად იკითხებოდა ქვეტექსტი, თუმცა სად ეცალა მაგაზე გასაბრაზებლად, კისრის ტეხვით გავარდა ოთახიდან, მამასთან ჩაირბინა და უკნიდან ჩაეხუტა მთელი ძალით. – რა ჭირს ამას, რამე უნდა მთხოვოს? – სიცილით იკითხა და თვითონაც მოჰხვია ხელები შვილს, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო.
– არა, მამა, რა სისულელეა. როგორ იცი ხოლმე, რაა! – ნერვიულად გაიცინა და დედამისს მიშველეს მზერით გადახედა.
– ვიცი მე, შენი ,,არა’’, ასე რომ, მიდი, მითხარი, რაც უფრო მალე გამისკდება გული, მით უფრო კაი. – გაიცინა კაცმა და თავისი კოსტუმი ცოლს მიაწოდა. – ყავა გამიკეთე, რა, ნინაჩკა.
– ახლავე. – სწრაფად უთხრა ნინომ და სამზარეულოსკენ მიაშურა, მას შემდეგ, რაც პეტრეს კოსტუმი საკიდზე ჩამოკიდა.
– გული, რატომ უნდა გაგისკდეს? – უკმაყოფილოდ შეხედა მამას ანაბელმა და შავ, ტყავის დივანზე მოკალათდა.
– ასე როცა ნერვიულობ ხოლმე, სასწაულს მთხოვ და ვითომ, ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი? რაღაც, არ მჯერა მე, მაგ ამბის, მაგრამ მაინც მითხარი, რა იცი, რა ხდება. – გვერდით მიუჯდა პეტრე ქალიშვილს.
– აუ, მამა, კარგი, რა! საერთოდ აღარ გეტყვი არაფერს. – წამოვარდა ფეხზე ანაბელი. – სულ ასე მამასხარავებ ხოლმე, არსად არ გამიშვებ მაინც და ტყუილად, რატომ გითხრა. ოთახში ვიქნები მე. – მოწყენილი წავიდა თავის ოთახისკენ, მაგრამ მამამისის სიტყვებმა ადგილზე გაყინა.
– გიშვებ, ჰო, გიშვებ, რას ჩამოგტირის ეგ სახე. დამირეკა ლილემ და ვიფიქრე, რომ უკვე ,,თითქმის დიდი გოგო’’ ხარ. – ჩაიცინა კაცმა და მასზე აკრულ გოგოს სიცილით მოჰხვია ხელი წელზე. – რა სულელი ხარ, ნეტავ იცოდე.
– ვიცი. – გაიღიმა ანაბელმა და თავის ოთახში ჩქარა აირბინა. – მადლობა! – გადმოსძახა მამას მეორე სართულიდან და საძინებლის კარები დაკეტა.
ლილეც ნომერი აკრიფა და ხელის კანკალით მიიდო ტელეფონი ყურმილთან. აღარ იცოდა მოზღვავებული ემოცია, რანაირად გაეკონტროლებინა, სად წაეღო, რათა დამშვიდებულიყო. აიღო თუ არა ყურმილი გოგონამ, მაშინვე ჩაყვირა ანაბელმა.
– ვაიმე, ლილე, მიშვებს!
– ასეც ვიცოდი. – კმაყოფილმა ჩაიცინა. – გილოცავ. იმედია, ხვალვე წამოხვალ.
– აბა, რას ვიზამ?! ხვალ კი არა, იმის მეშინია, ამ ღამესვე არ დავკრა ფეხი და გეზი თბილისისკენ არ ავიღო. – გაიცინა ხმამაღლა ანაბელმა.
– ნუ, ამ ღამეს არ გვაწყობს, მაგრამ ხვალ აუცილებლად წამოდი.
– აუცილებლად. – დაპირდა დაქალს ანაბელი და ლოგინზე გემრიელად გაიშხლართა ვარსკვლავის ფორმაში.
– გაბრიელმა მითხრა, მე წამოვიყვანდი, ხვალ რომ არ ვმუშაობდეო და მისი ძმა გვინდა რომ გამოვუშვათ, რას იტყვი?
– ხომ არ გაგიჟდი შენ? რად მინდა, გოგო, ჩამოკითხვა და წაყვანა, ჩემით ვერ ჩამოვალ? შენ უბრალოდ დამხვდი იქ, რომ სახლში წამიყვანო, დანარჩენი არაფერი მჭირდება.
– დარწმუნებული ხარ?
– სავსებით. რას შვრები შენ?
– რა ვიცი, არაფერს. ხვალ არ ავღნიშნოთ შენი ჩამოსვლა? – ეშმაკურად ჰკითხა და დაქალისგანაც იგივე მიიღო.
– რატომაც არა?!
– ძალიან კარგი. თიკო და ზურა გავაფრთხილე უკვე, შენ სხვას არავის იცნობ.
– კარგია. კარგი, წავედი მე, მოვწესრიგდები ხვალისთვის და დავიძინებ. ტკბილი ძილი.
– შენც ასევე.
დედას სთხოვა დახმარება, რომ მალე მორჩენილიყო ყველა საქმეს. ერთად ჩაალაგეს ბარგი, არეულ–დარეული ოთახიც მოაწესრიგეს და უკვე მომზადებულ–დამშვიდებული დაწვა ლოგინში ანაბელი. არცერთს არ დაემშვიდობა, იცოდა, რომ ორივე გააცილებდა, ამიტომ ყოველგვარი ცერემონიის გარეშე გადაეშვა მორფეოსთან. უყვარს და რა ჰქნას.

* * *
Nothin’ goes as planned.
Everything will break.
People say goodbye.
In their own special way.
All that you rely on
And all that you can fake
Will leave you in the morning
But find you in the day…
* * *
დილით, მამამ გააღვიძა, მე გაგიყვან მარშუტამდე მანქანითო. ბარგი ჩადეს ერთად საბარგულში, თავი მოიწესრიგა, ჩაი დალია და დიდი ვაი–ვაგლახის შემდეგ დედასთან, სახლი, ასე თუ ისე, ბედნიერმა დატოვა. მამას, შედარებით ნაკლებად ემოციურად დაემშვიდობა და მარშუტში ავიდა, რომელიც თბილისისკენ წაიყვანდა.

* * *
– მისაწერი, ხომ არ გაქვს? – ჰკითხა ანაბელს გზაში მის გვერდზე მჯდომმა გოგონამ, რომელიც თითქმის მისი ტოლი თუ იქნებოდა.
– კი, მაქვს. – დაღლილი ტონით უთხრა და ტელეფონი გაუწოდა.
ბედნიერი სახის თანხლებით გამოართვა გოგონამ მობილური და საჩქაროდ შეუდგა საქმეს. როგორ უნდოდა 5 წუთით მაინც შეძლებოდა დაძინება, მაგრამ ვერასდროს, ვერაფრით ვერ ახერხებდა მგზავრობის დროს ძილს, ამიტომ, ახლა უწევს ჩაწითლებული თვალებით ფანჯარაში ყურება.
– მადლობა. – მობილური დააბრუნა შავგვრემანმა გოგონამ და ოდნავ მოტრიალდა ანაბელისაკენ.
– არაფრის. – გაუღიმა ანაბელმა.
– რა გქვია? – ჰკითხა ისევ ყორანივით შავთმიანმა.
ჩაწითლებული თვალები მიანათა გოგონას ანაბელმა. ოღონდ ახლა არ გაება საუბარი ამ გოგოს და მეტი არაფერი უნდოდა. თითქმის მთელი ღამე ვერ დაიძინა გუშინ, რაღაც არ ასვენებდა. ამას, ემატებოდა გუშინწინდელი ღამის გათენება და ახლა, მართლა არ შეეძლო აზროვნება ნორმალურად.
– ანაბელ ლებანიძე. შენ? – ზრდილობის გამო ჰკითხა, რადგან თავი არც მას ეგრძნო უხერხულად და არც იმ გოგოს.
– ლიზა ბაქრაძე. სასიამოვნოა.
– ჩემთვისაც. – ოო, როგორ ვერ იტანს ამ ბანალურ დიალოგებს. გაჩუმდა, აღაფერი უთქვამს, ან კი, რა იყო სათქმელი?!
საბოლოო ჯამში, არც მეტი, არც ნაკლები, ლიზამ მოახერხა თავისი ენერგიის გავრცელება ანაბელზე და აალაპარაკა. ბევრი, მართლაც რომ ბევრი ილაპარაკებს ყველა თემაზე, თითქმის ყველა თემაზე. ჩასვლილსას, როცა უკვე თბილისში ჩავიდნენ, ლიზამ და ანაბელმა ნომრები გაცვალეს და თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ბარგის მიწაზე დადება ვერ მოასწრო, ისე გაჩნდა თიკო და ზურა.
– როგორ ხართ? – გადაეხვია ორივეს ანაბელი და ბედნიერმა გაიცინა. – ის პატარა პრანჭია, სად არის? – მოიკითხა ნათლული გოგონამ.
– ბაღში. ლილე და გაბრიელი სამსახურში არიან და ჩვენ წაგიყვანთ ჩვენთან, მერე ისინიც იქ მოვლენ სამსახურის მერე და თუ გინდა ჩვენთან დარჩი, თუ გინდა მათ წაყევი. – გასცა პასუხი თიკომ და ახალი შემოთავაზებაც მიაგება.
– იყოს, წავალ მათთან. ვიცი, რომ არ გეწყინებათ. – ცოტა უხერხულად გაიცინა ანაბელმა და ზურას მიერ გაღებულ კართან გაჩნდა. – გმადლობ. – თავი დრამატულად დაუკრა და მანქანაში ჩახტა.
– წავედით? – სარკიდან გადმოხედა სიძე ბატონმა.
– წავედით. – თავი დაუკრა ორივემ.

* * *
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის დაქალთან იმყოფებოდა სახლში, მაინც, ასე თუ ისე, გრძნობდა თავს უხერხულად და ეს აფრთხობდა, ცოტა არ იყოს. როგორ შეძლებდა ლილესთან ცხოვრებას ის პერიოდი, როცა თბილისში იქნებოდა ვერ წარმოედგინა, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერი მიჩვევაა.
საღამო ხანს, დაახლოებით ცხრა საათისთვის მოვიდნენ გაბრიელი და ლილე მათთან. დიდი ხანი არ დაყოვნებულან, ისე აიღეს გეზი სახლისაკენ, ყოველმხრივ დაღლილებმა. იმ ღამეს ლილე დაეხმარა ანაბელს ბარგის ამოლაგება–დალაგებაში და მშვიდად დაიძინა სამივემ.

***
ვნახოთ, ვნახოთ... ვცდილობ ყველანაირად რომ კარგი თუ არა, ცუდი მაინც არ გამომივიდეს, ამას კი თქვენი გვერდში დგომის გარეშე ვერ შევძლებ. არდადეგები დაიწყო უკვე და ახლა უფრო მოვიცალე წერისთვის, ანუ არ შეშინდეთ.



№1  offline წევრი isterichka123

ვაუ მაგარია გაგრძელე არ დაგვიანო ხოლმე

 


№2  offline მოდერი Nude

isterichka123
ვაუ მაგარია გაგრძელე არ დაგვიანო ხოლმე

გმადლობ. love 1-2 დღე მეპატიება. tongue wink
--------------------
bailey

 


№3  offline მოდერი Nude

okay
კოსტუმი არა - პიჯაკი.
კარგია.
გამართული ნაწერია და კარგად იკითხება.
მოვლენების განვითარებას დაველოდები.

გმადლობ და იმედი მაქვს, ეგ ერთი მექანიკური შეცდომა მეპატიება, რადგან სწორი ფორმა რომელი იყო, ვიცოდი. request love
--------------------
bailey

 


№4  offline წევრი მოიისფრო

"ღამურა" რაო მუზა გვეწვიაო?
კარგი გოგო ხარ!
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ გრამატიკული შეცდომები მინიმალურ ზღვარზე იყო.
გაფრთხილებ!
ტრაგიზმი არ დამანახო და ისე კი ვიცი არ გამიბანალურებ.
წარმატებები!

 


№5  offline მოდერი Eleniko13

იეს!
დაბრუნდი და მეღირსა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline მოდერი Nude

მოიისფრო
"ღამურა" რაო მუზა გვეწვიაო?
კარგი გოგო ხარ!
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ გრამატიკული შეცდომები მინიმალურ ზღვარზე იყო.
გაფრთხილებ!
ტრაგიზმი არ დამანახო და ისე კი ვიცი არ გამიბანალურებ.
წარმატებები!

Eleniko13
იეს!
დაბრუნდი და მეღირსა.

მიყვარხართ თქვენ! love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent