შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ჩემშია! 4


3-06-2016, 23:00
ავტორი memo
ნანახია 1 549

რა თქმა უნდა მის ღიმილს ყველგან გამოვარჩევდი. ის ალექსანდრეს და ჩემი საერთო მეგობარი იყო. ალექსანდრეს გარდაცვალებასთან ერთად ისიც გაქრა. როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მაშინ დამტოვა. ამ სამი წლის განმავლობაში მასზე არაფერი მსმენია. მიჭირდა მის გარეშე, მითუმეტეს რომ მის გარდა მაშინ მართლა არავინ მყავდა. რო დავინახე გამიკვირდა, საერთოდ ვფიქრობდი ნეტავ თუ იცის საერთოდ ვისთან არის მოსული თქო. გაურკველობაში ვიყავი ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. უნდა მივსულიყავი და მეჩხუბა თუ უნდა ჩავხუტებოდი და დაკარგული დრო ამენაზღაურებინა. საბოლოო ჯამში გადავწყვიტე დინებას გავყოლოდი, მოვლენების განვითარებას დაველოდებოდი და როგორც საჭირო იქნებოდა ისე გავაკეთებდი. არა და როგორ მომნატრებია. ნეტავ თუ მიცნობს? ან უკვე იცის ვისთან მოვიდა?
ალექსანდრე მიახლოვდებოდა, ქეთა ცოტა დაბნეული მიყურებდა, უკან კი სამი ბიჭი მოყვებოდათ ზუსტად მათ შორის იყო ჩემი და ალექსანდრეს ბავშვობის მეგობარი ანდრო.
- ხო გითხარი დღეს შევხვდებითთქო. (ალექსანდრე)
- ვინმე შეგეწინააღმდეგა მერე? (მე)
- სწერვაც ყოფილა ჩვენი ალექსანდრა. ესენი ჩემი მეგობრები არიან. (ალექსანდრე)
- ეს ლუკაა, ეს სანდრო ეს კი თითით მანიშნა ანდროა.
- სასიამოვნოა. გავუღიმე და ქეთასკენ გავტრიალდი როცა ანდრომ დამიძახა და ხელით მანიშნა რომ გარეთ გავყოლოდი.
- ვერ მიცანი? (ანდრო)
- როგორ არა, უბრალოდ მეგონა არ გახსოვდი (მე)
- შენ როგორ უნდა დამვიწყებოდი. არ გრცხვენია მაინც? (ანდრო)
- ახლა სირცხვილის გრძნობასზე ვაპირებთ საუბარს? (მე)
- როგორც ვხედავ ძველი ალექსანდრა ხარ ისევ. გამიღიმა. ნერვიულად ათამაშებდა ხელებს, ცოტა მოწყენილიც იყო. მივხვდი რომ ძალიან ნერვიულობდა და ჯერ მზად არ იყო ამ ყველაფერთან შესახვედრად.
- ალე..ალე.. ძალიან დიდი ბოდიში. ვიცი რამხელა ზიანი მოგაყენე ჩემი გაქრობით მითუმეტეს რომ მხოლოდ მე გყავდი მაშინ. არაკაცი ვარ არ უნდა დამეტოვებინე,მაგრამ იმედი მაქვს გამიგებ უბრალოდ არ შემეძლო. თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა ანდრო. თავი დახარა თვალებს მარიდებდა. მივხვდი რომ მართლა განიცდიდა.
- ანდრო, მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხნის უკან გაპატიე.ეს ესეც უნდა მომხდარიყო ალბათ რომ დღეს,ეხლა რაც ვარ ის ალექსანდრა რომ ვყოფილიყავი. არაუშავს, ჩათვალე რომ შენ მე გამაძლიერე. გამიჭირდა ვაღიარებ, მაგრამ მაგის გამო შენს თავს არაკაცს ნუ უწოდებ. ახლა არ მინდა ამაზე საუბარი, ვხვდები არც შენ ხარ მზად მოდი დღეს ეს დაკარგული დრო ავინაზღაუროთ. ვეცადოთ რომ ბედნიერები ვიყოთ, ხო იცი ალექსანდრე ჩვეთან იყო არის და იქნება. გამიღიმა მივხვდი რომ ჩემმა ნათქვამმა დაამშვიდა. ხელით ვანიშნე შევიდეთთქო, მაგრამ უცბად გამაჩერა და ჩამეხუტა. ვიგრძენი რომ ჩემი გაყინული სხეული გათბა და ისევ დაიწყო სისხლმა მოძრაობა. უბრალოდ არაა საჭირო ყველაფრის გაბუქება, მთავარია დინებას მივყვეთ. აუცილებლად ყველაფერი დალაგდება და ისე იქნება როგორც უნდა იყოს. დღეს ასე იყო საჭირო თორემ ალბათ სხვა დროს რომ შემხვედროდა ალბათ ზედაც არ შევხედავდი. სახლში შევედით ალექსანდრე და მისი მეგობრები ცოტა დაბნეულები გვიყურებდნენ. მათ შორის ზუკაც, ქეთაც, გიოც და კიდევ რამდენიმე. შევედით თუ არა გავუღიმე.
- ის უბრალოდ ჩემი ძველი ნაცნობია. (მე)
- ის უბრალოდ ჩემი მთელი ბავშვობაა. (ანდრო)
- ის უბრალოდ ჩემი ყველა ტკბილი მოგონება ერთადაა (მე)
- ჩვენ, უბრალოდ დიდიხანია ერთმანეთი არ გვინახავს. (ანდრო)
- კიდევ დიდხანს ვიდგეთ ასე? გაბოროტებულმა გიორგიმ ყველას საოცრად ცუდი სახით გადახედა.
- არა, გიორგი აწი მალე მოვლენ ჯობია დინამიკები ჩამოვიტანოთ და თუ რამე დასამთავრებელია მივხედოთ.(ქეთა)
- ქეთა, წადი შენ მოწესრიგდი ჩვენ მივხედავთ დანარჩენს (ზუკა)
-ანუ ეს გოგო უკვე დაკავებულია? თითქმის ჩურჩულით თქვა ლუკამ.
- კი, ლუკა მასეა. გამეცინა, მაგრამ ისიც ვუთხარი რომ რაღაც გარკვეული შანსები შეიძლებოდა ქონოდა მასთან.
- აი ეს გოგო უკვე მომწონს ალექსანდრე! ბედნიერმა ლუკამ ალექსანდრეს გადახედა.
ყველაფერი მოვამზადეთ. 11იყო უკვე დაწყებული რომ ხალხი მოვიდა. ყველაფერი თავის ადგილას იყო. ძალიან კარგად ყო ყველაფერი მეტიც იდეალურად. თან ანდროს იქ ყოფნამ რაღაცნაირად დამაწყნარა. დავლიეთ, ძალიან ბევრი დავლიეთ. ყველამ სათითაოდ მომილოცა დაბადების დღე მეგონა თავი გამისკდებოდა უკვე. ვცეკვავდი და ვსვავდი, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ აი უცებ "მომეკიდა" მომეკიდა რა საკმაოდ მთვრალი ვიყავი უკვე. ჰაერზე უნდა გავიდე! არა, აშკარად უნდა გავიდე ცოტახნით მაინც. უკვე კარებში უნდა გავსულიყავი რომ ზუკა და ქეთა გამომყვნენ, დავამშვიდე ვუთხარი რომ კარგად ვიყავი და უბრალოდ ცოტახნით ჰაერზე გასვლა მჭირდებოდა. ძლივს დავამშვიდე, როგორც იქნა გამოვედი გარეთ. სახლთან ცოტა მოშორებით პატარა სკვერივით იყო. გადავწყვიტე იქ დავმჯდარიყავი. სკამზე კომფორტულად დავჯექი. ცას ვუყურებდი, იცით რა ლამაზი ცა იყო? მთელი ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. არ მბეზრდებოდა ძალიან დიდი ხანი ვუყურებდი. სასწაულად ლამაზი იყო, უბრალოდ საოცარი იყო. ცას ვუყურებდი და ალექსანდრეზე ვფიქრობდი.. ჩემს ალექსანდრეზე. ნეტავ ცოცხალი რო ყოფილიყო როგორი იქნებოდა ახლა ჩემი ცხოვრება, ალბათ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. ალბათ ისიც ბედნიერი იქნებოდა რადგან აქ მისი ბავშვობის ძმაკაცია. კარგი იქნებოდა რო აქ ყოფილიყო, მაგრამ რახან აქ არ მყავს ეს იმას არ ნიშნავს რომ ბედნიერი არ უნდა ვიყო. უცებ ხეებთან რაღაც ლანდი გამოჩნდა, შემეშინდა ძალიან შემეშინდა. ზუსტად ამან დამაბრუნა რეალობაში. ლანდი ნელნელა მიახლოვდებოდა და უეცებ ალექსანდრეს ბოხი ხმა გაისმა.
- ხომ არ შეგაშინე?
- არა, რა სისულელეა სულ არ მიკანკალებს ყველაფერი შიშისგან.
- უი, ბოდიში. კარგად ხარ? რაგინდა აქ მარტოს?
- რავიცი, საკმაოდ ბევრი დავლიე და ჰაერზე მომინდა გამოსვლა
- რაღაც მაქვს შენთვის, იმედია არ შევცდი და ზუსტად ეს არის. დამელოდე ორი წუთი, სადღაც გაქრა და ორ წუთში ისევ ჩემთან გაჩნდა.
- აი ეს შენ
პარკში ყუთი იდო. ყუთი ამოვიღე და აბა გამოიცანით რა იდო შიგნით. ჩემი სუნამო.. "ჰიპნოზი" ამის გარდა სხვა სუნამოს არც ვხმარობ. გამიხარდა კიდევაც, მაგრამ გამიკვირდა რაოდენ დაკვირვებულია ეს ბიჭი. სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია.
- ანუ არ მინდოდა ხელცარიელი მოვსულიყავი და გადავწყვიტე ეს მომეტანა. სხვათაშორის ჩემი საყვარელი სუნამოა. მანქანასთან რო მოგიახლოვდით შენ და ქეთას ვიგრძენი ეს ნაცნობი სუნი და მემგონი გამიმართლა არჩევანში. ცოტა კი გამიტყდა გოგოს ბიჭის სუნამო როგორ ვაჩუქოთქო, ისიც ვიფიქრე ქეთას ხო არ ასხიათქო, მაგრამ როგორჩ ჩანს არ შევმცდარვარ.
- მადლობა ალექსანდრე.
- ანდრო.. იცნობ ანდროს ეს უკვე გავიგე. რაღაც სხვა რომ გაკავშირებთ ეგეც ვიცი, მივხვდი უკცე. მომიყვები ამის შესახებ?
- ახლა, სახლში უნდა შევიდე. ხვალ აუცილებლად მოგიყვები.
- ანუ კიდევ შევხვდებით? გაეღიმა ხელი გამომიწოდა და წამოდგომაში დამეხმარა. არცერთს არ ამოგვიღია ხმა. სანამ სახლში შევიდოდით მივუახლოვდი და თითქმის ჩურჩულით ვუთხარი - შევხვდებით-ძალიან ბევრი ხალხი იყო და მერე მასთან საუბარს ვერ მოვახერხებდი ამიტომ ვუთხარი სანამ შევიდოდით.
საბოლოო ჯამში ძალიან კარგი იყო ყველაფერი. მემგონი ზუკას გოგო აახიეს. არა მართლა კარგი იყო, გავერთე. ბედნიერი ვიყავი ამდენი ხნის მერე. ახლა მარტო იმაზე ვფიქრობდი ალექსანდრეს რომ შევხვდებოდი რა მეთქვა მისთვის. ყველაფერი მომეყოლა თუ არა, ზუსტად ამაზე ფიქრში ჩამეძინა...

აუ შეაფასეთ რა, ღირს გაგრძელება თუ არა?



№1  offline წევრი isterichka123

მაგარი გაგრძელე

 


№2  offline მოდერი Eleniko13

იქ,
სადაც მეფობს ბანალურობა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3 სტუმარი Eleniko12

ბანალურობა მეფობს თუ არ მეფობს, სხვა ისტორიებს არ გავს. მთლად განსხვავებული ისტორიაა არაა, მაგრამ შედარებით განსხვავებული ისტორიაა. მადლობა რო ვინმეს მაინც მოგწონთ და კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent